Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

სამოქალაქო სამართალი

სსიპ - ქალაქ რუსთავის ჟიული შარტავას


სახელობის N4 საჯარო სკოლა

ტრენერები: ნონა თედიაშვილი


ნაჯიბა მამედოვა

სამოქალაქო სამართალი - სამართლის უმნიშვნელოვანესი დარგია. მისი უმთავრესი ამოცანა ფიზიკურ და


იურიდიულ პირთა პირადი, ქონებრივი და საოჯახო ურთიერთობების მოგვარებაა.

უფლებაუნარიანობა - ფიზიკური პირის (მოქალაქის) და ქმედუნარიანობა - არის პირის უნარი,


იურიდიული პირის (სახელმწიფო და საზოგადოებრივი თავისი ნებითა და მოქმედების
ორგანიზაციების, საწარმო-დაწესებულებების და ა.შ. ) უნარი, სრული მოცულობით შეიძინოს და
იქონიონ კანონით გათვალისწინებული და დასაშვები განახორციელოს სამოქალაქო
უფლება-მოვალეობანი. დღეს მოქმედი კანონით, უფლებები და მოვალეობები.
საქართველოში ყველა მოქალაქე თანაბრად ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა
უფლებაუნარიანია მიუხედავად მათი სქესისა, რასობრივი და იწყება სრულწლოვანების
ეროვნული კუთვნილებისა , საქმიანობისა, სოციალური თუ მიღწევისთანავე.
ქონებრივი მდგომარეობისა. უფლებაუნარიანობის წარმოშობა
დამოკიდებულია ადამიანის დაბადებაზე.
ფიზიკური პირის ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა
დამოკიდებულია
უფლებაუნარიანობა
დამოუკიდებელია

ასაკზე ჯანმრთელობის
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ასაკისაგან
მდგომარეობისგან

ქმედუუნაროა პირი:
მეურვე
 შვიდ წლამდე
ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელსაც
 ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს
სასამართლო ნიშნავს 7 წლამდე მცირეწლოვანის
მიერ აღიარებული
ან სულიერად ავადმყოფი პირის ქონებრივი თუ
პირადი ინტერესების წარმოსადგენად,  გონებრივად ჩამორჩენილობის
გამო სასამართლოს მიერ
მზრუნველი
აღიარებული.
ქმედუნარიანი პირი, რომელსაც სასამართლო
შეზღუდულქმედუნარიანია პირი:
ნიშნავს შვიდიდან თვრამეტ წლამდე
არასრულწლოვანისა ან იმ სრულწლოვან პირთა  შვიდიდან თვრამეტ წლამდე
ინტერესების წარმოსადგენად, რომელიც  ალკოჰოლის ბოროტად
ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ
გამოყენების გამო სასამართლოს
ნივთიერებებს და ამით მძიმე მდგომარეობაში
მიერ აღიარებული.
აყენებს ოჯახს.
 ნარკოტიკული ნივთიერების
ბოროტად მოხმარების გამო
სასამართლოს მიერ აღიარებული.

გარიგება - ეს არის პირის (ფიზიკური თუ იურიდიული) ნების გამოვლენა, რომელიც


მიმართულია იურიდიული შედეგების დადგომისკენ. ეს ნება შეიძლება გამოხატოს ერთმა, ორმა
ან მეტმა პირმა .
გარიგებათა სახეები-გამომდინარე გარიგებაში მონაწილე პირთა
რაოდენობიდან სამართალი იცნობს ცალმხრივ, ორმხრივ და მრავალმხრივ გარიგებებს.

ცალმხრივია გარიგება, რომლის ნების ნამდვილობისთვის საკმარისია

ერთი პირის ნების გამოვლენა. მაგალითად, ასეთია ანდერძი.

ორმხრივი და მრავალმხრივია გარიგება-რომელთა დადებისა და ნამდვილობისთვის საჭიროა ორი ან


მეტი პირის ნების გამოვლენა.ასეთ გარიგებას ხელშეკრულებას უწოდებენ.

გარიგების ფორმები
რთული წერილობითი
ზეპირი
(სანოტარო)
მარტივი წერილობითი
ქორწინება - არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი,
რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
ტერიტორიულ სამსახურში

ქორწინების პირობები

პოზიტიური პირობები ნეგატიური პირობები

საქორწინო ასაკი, თუ რომელიმე მექორწილე ქმედუუნაროა ან უკვე


ქორწინებაშია სხვა პირთან ან მექორწილეები
პირთა თანხმობა არიან ახლო ნათესავები და ა.შ.

ქორწინება წყდება:

 რომელიმე მეუღლის გარდაცვალებისას


 რომელიმე მეუღლის გარდაცვლილად
გამოცხადებისას
 განქორწინებისას.

მემკვიდრეობა - სამართლის ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავენ გარდაცვლილი პირის ქონების


მემკვიდრეების გადასვლის წესსა და ფარგლებს. პირის მემკვიდრედ მოწვევა და სამკვიდროს მიღების
უფლება არის მემკვიდრეობის უფლება, რომელიც თავისი ბუნებით კონსტიტუციური უფლებაა.

კანონით მემკვიდრეები - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის


მომენტისათვის და აგრეთვე, მამკვიდრებლის შვილი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი
დაიბადება. მემკვიდრეების რიგითობას ადგენს კანონი.კანონით მემკვიდრეობა დაფუძნებულია პირთა
ახლო ნათესაობაზე.კანონი განასხვავებს მემკვიდრეებს რიგის მიხედვით.

ანდერძით მემკვიდრეები - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის


მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი
გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან თუ არა. პირს შეუძლია სიკვდილის
შემთხვევისთვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს როგოს
მემკვიდრეთა წრიდან ისე გარეშე პირებიდანაც.

სამკვიდრო ქონება - შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლების (სამკვიდრო აქტივები), ისე
მოვალეობების (პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისთვის.

You might also like