Professional Documents
Culture Documents
ჯაინიზმი
ჯაინიზმი
იმის გამო, რომ არა მარტო ბერებს, არამედ არც საერო ცხოვრებით მცხოვრებ
ჯაინებს არ შეუძლიათ თევზის ჭერა, ნადირობა, მეცხოველეობა და
მიწათმოქმედება, მათში ყველაზე გავრცელებული ხელობებია ვაჭრობა,
საიუველირო საქმე და მევახშეობა.
ჯაინიზმის ეთიკის კოდი წარმოადგენს მათი რელიგიის მთავარ ელემენტს, ის
ხუთი აღთქმისგან შედგება, და ამას მიჰყვებიან როგორც საერო ხალხი, ასევე
სასულიერო. სულიერი პირები მკაცრად იცავენ ამ აღთქმებს, საერო პირები კი
იდენად, რამდენად საშუალებას აძლევს ცხოვრება. ესენია:
1. არაძალადობა (აჰინსა)
აჰიმსა (არაძალადობა) ყველაზე ძირითადი პრინციპია და მისი არშესრულება
აზრს უკარგავს ყველა დანარჩენი პრინციპის შესრულებას. ხშირად მისი
ინტერპრეტირება ხდება, როგორც „არა ჰკლა“, თუმცა მას უფრო ფართო შინაარსი
აქვს. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მიაყენო ზიანი და შეურაცხყოფა ყველაფერს
ცოცხალს არც უშუალოდ და არც ირიბად. არ შეიძლება ფიქრი ვინმესთვის ზიანის
მიყენებაზე, არც სიტყვის წარმოთქმა, რომელსაც ვინმეს წყენინება შეუძლია. ასევე
აუცილებელია სხვისი აზრის პატივისცემა და სხვადასხვა აზრების მიმღებლობა.
2. არამოტყუება (სატია)
პრინციპი სატია, „გულწრფელობა“ ასევე ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას. იმის
გამო, რომ აჰიმსა უფრო მთავარი პრინციპია, თუ სიმართლეს ძალადობის
გამოწვევა შეუძლია, ეთიკური თვალსაზრისით, უმჯობესია გაჩუმება.
3. არამოპარვა (ასტეია)
ასტეია, პირდაპირ თარგმანში „არაქურდობა“, ნიშნავს საკუთარი ქონებით
დაკმაყოფილებას, სხვისი ქონების მითვისების სურვილების მოთოკვას. ყველამ
ის უნდა იმყოფინოს, რაც თავისი პატიოსანი შრომით მოიპოვა. ასტეია ნიშნავს
ფიზიკური მოთხოვნილებების შემცირებას და სულიერი ფასეულობებისკენ
ლტოლვას.
4. უბიწოება (ბრაჰმაჩარია)
ბრაჰმაჩარია „ბერების უმწიკვლობის პირობა“ – ნიშნავს სექსისგან სრულ
თავშეკავებას, მაგრამ მხოლოდ ბერებისთვის. ბრაჰმაჩარია სექსს, როგორც ასეთს,
არ გმობს, მაგრამ აფრთხილებს სექსუალური ენერგიის უაზრო გაფლანგვის
თაობაზე წამიერი სიამოვნების ძიებაში.
5. არამითვისება (აპარიგრაჰა)
აპარიგრაჰა, „არამოხვეჭა“, ბერად აღკვეცის წინ ქონებასა და მატერიალურ
ფასეულობებზე უარის თქმა. ამ უარის შემდეგ ადამიანი ხვდება, როგორ უნდა
განაცალკევოს თავისი თავი ნივთებისგან და ქონებისგან, სახლისგან, ოჯახისგან,
და შესაბამისად მიუახლოვდეს მოქშას.
“იცხოვრე და აცხოვრე სხვაც. გიყვარდეს ყველა – ემსახურე ყველას.”
“სადაც სიყვარულია, იქ სიცოცხლეცაა. ძალადობა თვითმკვლელობაა.”
“ყველა ცოცხალ არსებას სიცოცხლე სწყურია. სიკვდილი არავის სურს.”
“როგორც მე არ მიყვარს ტკივილი, ასევე სხვა არსებებსაც არ უყვართ ტკივილი.”
“ყოველი სული თავისთავად აბსოლუტურად ყოვლისმცოდნეა და ნეტარია.
ნეტარება გარედან არ მოდის.”
“ყველა სული მსგავსია და პოტენციურად ღვთიური. არცერთი არ არის ზემდგომი
თუ ქვემდგომი.”