Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ჯაინიზმი

ჯაინიზმი უძველესი დჰარმული რელიგია, რომელიც ინდოეთში ჩვენს


წელთაღრიცხვამდე დაახლოებით IX-VI საუკუნეებში წარმოიშვა. თვითონ
სწავლების მიხედვით, ჯაინიზმი მუდამ არსებობდა,თუმცა სწავლების
ფუძემდებლად ითვლება უფლისწული ჯინა მაჰავირა. ჯაინიზმი ნაწილობრივ
ემთხვევა ბუდიზმს და ინდუიზმს თუმცა ის მათგან დამოუკიდებლად
ვითარდებოდა ინდოეთში. თანამედროვე სამყაროში ჯაინიზმი მცირე, მაგრამ
გავლენიან რელიგიურ ერთობად რჩება, რომელიც ინდოეთში 5–6 მილიონ
მიმდევარს ითვლის.აღსანიშნავია ისიც,რომ ჯაინისტური ბიბლიოთეკები
ინდოეთში ყველაზე უძველესია.

ჯაინიზმი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი არსება (ჯივა) ინდივიდუალურია და მას


მუდმივი სული გააჩნია. როცა სული მთლიანად თავისუფლდება სანსარასგან
(მიაღწევს მოქშას), მას შეუძლია ყველაფრის ცოდნას (ღვთიურ ცნობიერებას)
მიაღწიოს. მაგრამ საამისოდ ასკეტი უნდა იყო, და არა საერო პირი, და ამიტომაც
ასკეტიზმს რელიგიურ წესებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ჯაინიზმი სულიერი სრულყოფისკენ მოუწოდებს სიბრძნისა და


თვითკონტროლის განვითარების გზით. ჯაინიზმის მიზანია ადამიანის სულის
ჭეშმარიტი ბუნების გახსნა, სრულყოფილი შეგრძნება, სრულყოფილი ცოდნა და
სრულყოფილი საქციელი „ჯაინიზმის სამ საგანძურად“ ითვლება და მათ
ადამიანის სული სანსარადან (დაბადებებისა და გარდაცვალების ორომტრიალი)
გათავისუფლებისკენ (მოქშა) მივყავართ. მოქშას მიღწევა შესაძლებელია
კარმიდან გათავისუფლების შემდეგ.

ჯაინიზმი ასწავლის რომ (ისევე როგორც ინდუიზმში) ჩვენ დაჭერილნი ვართ


სიკვდილისა და დაბადების კარმის ციკლით. იმისთვის რომ თავი დავაღწიოთ ამ
ციკლს და მივაღწიოთ გათავისუფლებას “მოკშას”, ჯაიანიზმი ასწავლის, რომ
საჭიროა თავიდან ავიცილოთ კარმიული ვალების შექმნა. ამის ერთერთი
საუკეთესო გზაა ყველა ცოცხალ არსების პატივისცემაა.

ჯაინისთვის ყველაზე დიდი ცოდვაა – ხიმსა – ცოხალი არსებებისთვის ზიანის


მიყენება. ორთოდოქსალური ჯაინი წყალს ფილტრავს, რომ მასში შემთხვევით
ცოცხალი არსებები არ მოხვდნენ, სპეციალური ცოცხით გვის თავის წინ გზას,
რომ ჭიანჭველა ან ჭიაყელა არ გასრისოს.  ჯაინს მკაცრად ეკრძალება ღამით
გადაადგილება, რადგან სიბნელეში შესაძლოა ცოცხალი არსება დააზარალო.
ასეთი მკაცრი ასკეტური პრაქტიკა გახდა იმის მიზეზი, რომ პირველ
საუკუნეებში ეს მიმდინარეობა ფართოდ არ გავრცელებულა.

იმის გამო, რომ არა მარტო ბერებს, არამედ არც საერო ცხოვრებით მცხოვრებ
ჯაინებს არ შეუძლიათ თევზის ჭერა, ნადირობა, მეცხოველეობა და
მიწათმოქმედება, მათში ყველაზე გავრცელებული ხელობებია ვაჭრობა,
საიუველირო საქმე და მევახშეობა.
ჯაინიზმის ეთიკის კოდი წარმოადგენს მათი რელიგიის მთავარ ელემენტს, ის
ხუთი აღთქმისგან შედგება, და ამას მიჰყვებიან როგორც საერო ხალხი, ასევე
სასულიერო. სულიერი პირები მკაცრად იცავენ ამ აღთქმებს, საერო პირები კი
იდენად, რამდენად საშუალებას აძლევს ცხოვრება. ესენია:

1. არაძალადობა (აჰინსა)
აჰიმსა (არაძალადობა) ყველაზე ძირითადი პრინციპია და მისი არშესრულება
აზრს უკარგავს ყველა დანარჩენი პრინციპის შესრულებას. ხშირად მისი
ინტერპრეტირება ხდება, როგორც „არა ჰკლა“, თუმცა მას უფრო ფართო შინაარსი
აქვს. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მიაყენო ზიანი და შეურაცხყოფა ყველაფერს
ცოცხალს არც უშუალოდ და არც ირიბად. არ შეიძლება ფიქრი ვინმესთვის ზიანის
მიყენებაზე, არც სიტყვის წარმოთქმა, რომელსაც ვინმეს წყენინება შეუძლია. ასევე
აუცილებელია სხვისი აზრის პატივისცემა და სხვადასხვა აზრების მიმღებლობა.

2. არამოტყუება (სატია)
პრინციპი სატია, „გულწრფელობა“ ასევე ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას. იმის
გამო, რომ აჰიმსა უფრო მთავარი პრინციპია, თუ სიმართლეს ძალადობის
გამოწვევა შეუძლია, ეთიკური თვალსაზრისით, უმჯობესია გაჩუმება.

3. არამოპარვა (ასტეია)
ასტეია, პირდაპირ თარგმანში „არაქურდობა“, ნიშნავს საკუთარი ქონებით
დაკმაყოფილებას, სხვისი ქონების მითვისების სურვილების მოთოკვას. ყველამ
ის უნდა იმყოფინოს, რაც თავისი პატიოსანი შრომით მოიპოვა. ასტეია ნიშნავს
ფიზიკური მოთხოვნილებების შემცირებას და სულიერი ფასეულობებისკენ
ლტოლვას.

4. უბიწოება (ბრაჰმაჩარია)
ბრაჰმაჩარია „ბერების უმწიკვლობის პირობა“ – ნიშნავს სექსისგან სრულ
თავშეკავებას, მაგრამ მხოლოდ ბერებისთვის. ბრაჰმაჩარია სექსს, როგორც ასეთს,
არ გმობს, მაგრამ აფრთხილებს სექსუალური ენერგიის უაზრო გაფლანგვის
თაობაზე წამიერი სიამოვნების ძიებაში.

5. არამითვისება (აპარიგრაჰა)
აპარიგრაჰა, „არამოხვეჭა“, ბერად აღკვეცის წინ ქონებასა და მატერიალურ
ფასეულობებზე უარის თქმა. ამ უარის შემდეგ ადამიანი ხვდება, როგორ უნდა
განაცალკევოს თავისი თავი ნივთებისგან და ქონებისგან, სახლისგან, ოჯახისგან,
და შესაბამისად მიუახლოვდეს მოქშას.
“იცხოვრე და აცხოვრე სხვაც. გიყვარდეს ყველა – ემსახურე ყველას.”
“სადაც სიყვარულია, იქ სიცოცხლეცაა. ძალადობა თვითმკვლელობაა.”
“ყველა ცოცხალ არსებას სიცოცხლე სწყურია. სიკვდილი არავის სურს.”
“როგორც მე არ მიყვარს ტკივილი, ასევე სხვა არსებებსაც არ უყვართ ტკივილი.”
“ყოველი სული თავისთავად აბსოლუტურად ყოვლისმცოდნეა და ნეტარია.
ნეტარება გარედან არ მოდის.”
“ყველა სული მსგავსია და პოტენციურად ღვთიური. არცერთი არ არის ზემდგომი
თუ ქვემდგომი.”

– ნაწყვეტი ჯაინიზმის წმინდა წიგნიდან

You might also like