Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

მაგრამ როცა დაინახეს, რომ კოშკი მართლაც მოძრაობ-

და და მათ კედლებს უახლოვდებოდა, დაფრთხნენ ახალი და

უჩვეულო სანახაობით. კეისარს ელჩები გამოუგზავნეს ზავის

თხოვნით და შემდეგი სიტყვები შემოუთვალეს: მიგვაჩნია,

რომ რომაელები ომს ღმერთების დაუხმარებლად ვერ აწარმოებდნენ, რადგან ასეთი


სიდიდის მოწყობილობების ასეთი

სისწრაფით გადაადგილება შეუძლიათო. თავისი თავი და ყვე-

ლაფერი რაც გააჩნდათ, რომის ძალაუფლებას დაუქვემდე-

ბარეს. ერთადერთი რასაც გულით ითხოვდნენ იყო ის, რომ

თუკი თავისი მოწყალებისა და კაცთმოყვარეობის გამო, რის

შესახებაც სხვათაგან სმენიათ, კეისარი უვნებლად დატოვებ-

და ადუატუკებს, დაე ნუ ჩამოართმევს იარაღს. მათ თითქმის

ყველა მეზობელი მტრობდა და შურდათ მათი სიმამაცის.

ამიტომ თუ იარაღი ჩამოერთმეოდათ, ვერ შეძლებდნენ თა-

ვდაცვას. რადგან ამ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, ერჩივნათ

რომაელი ხალხისგან მიეღოთ ბედის სასჯელი, ვიდრე იმათ-

გან დატანჯულიყვნენ და განადგურებულიყვნენ, ვისზეც ბა-

ტონობას იყვნენ შეჩვეულნი.

[32] ამაზე კეისარმა უპასუხა, რომ თავისი ჩვეულების თა-

ნახმად, და არა მათი თხოვნის გამო დაინდობდა ტომს, თუკი

ჩაბარდებოდნენ მანამ, სანამ ტარანი შეეხებოდა კედელს. მა-

გრამ არ არსებობდა ჩაბარების სხვა პირობა, გარდა იარაღის


დაყრისა. კეისარი გააკეთებდა იგივეს, რაც ნერვიების

შემთხვევაში გააკეთა – მეზობლებს აუკრძალავდა ძალმომ-

რეობას მათზე, ვინც რომაელ ხალხს დანებდა. ელჩებმა ეს

თავისიანებს მოახსენეს და ისინი დათანხმდნენ შეესრულე-

ბინათ მისი ბრძანება. ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი

კედლებიდან გადმოყარეს თხრილში, რომელიც ქალაქის წინ

იყო, ისე რომ იარაღის გროვების წვერმა თითქმის კედლების

სიმაღლესა და თხრილის სიღრმეს მიაღწია. მიუხედავად იმი-

სა, რომ როგორც შემდეგ გაირკვა, დაახლოებით ერთი მეს-

ამედი ნაწილი დამალეს და შეინახეს, კარიბჭე გაიხსნა და ის

დღე მშვიდობით გაატარეს.

[33] საღამოსკენ კეისარმა ბრძანა კარიბჭეები დაეხურათ და

ჯარისკაცებს დაეტოვებინათ ქალაქი, რათა იმ ღამეს მოქა-

ლაქეებისთვის ზიანი არ მოეტანათ. თუმცა ადუატუკებს,

როგორც აღმოჩნდა, უკვე შეედგინათ გეგმა იმ იმედით, რომ

დანებების გამო ჩვენები დატოვებდნენ საგუშაგოებს, ან სულ

მცირე, ყურადღებას მაინც მოადუნებდნენ. ნაწილს ის შენ-

ახული და გადამალული იარაღი ჰქონდა, ნაწილს – ფარები,

დამზადებული ქერქისაგან ან დაწნული წნელებისგან და ნაჩ-

ქარევად (როგორც დროის სიმცირე მოითხოვდა) დაფარული

ტყავით. მესამე გუშაგობის დროს, უეცრად მთელი ძალებით

გამოიჭრნენ ქალაქიდან იქით, საითაც მისასვლელი ჩვენს


საველე სიმაგრეებზე ნაკლებად ციცაბო ჩანდა. როგორც

მანამდე კეისარმა ბრძანა, საჩქაროდ მისცეს ნიშანი მაშხ-

ალებით (ცეცხლით) და ყველაზე ახლო სიმაგრიდან რაზმები

გამოეშურნენ ბრძოლის ადგილისკენ. მტერი გააფთრებით

იბრძოდა, როგორც მოსალოდნელია უიმედო მდგომარეო-

ბაში მყოფი მამაცი ადამიანისგან, არახელსაყრელ ადგი-

ლას რომ ებრძვის მოწინააღმდეგეს, რომელიც თხრილიდან

და კოშკებიდან აყრის შუბებს და გადარჩენის ერთადერთი

იმედი ვაჟკაცურად ბრძოლაა. დაახლოებით 4 ათასი კაცი

დაიხოცა, დანარჩენები კი ქალაქში უკუაგდეს. მეორე დღეს

კარიბჭე შეამტვრიეს, რადგან აღარავინ იყო ვინც დაიცავდა

და ქალაქში ჩვენი ჯარისკაცები შეაგზავნეს. კეისარმა მთელი

ნადავლი გაყიდა. როგორც მყიდველებმა აცნობეს, გაიყიდა

53 ათასი ადამიან

მოცემული წყაროს ანალიზი პოზიტივისტური მეთოდით

თავდაპირბელად ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ იულიუსს, როგორც


რეალობასთან მყოფ ავტორად, აღიარებს მისივე ფაქტობრივი მოწინააღმდეგე
ციცერონი. კეისარს ჭარბად აქვს, როგორც ისტორიკოსის ასევე მწერლის უნარები,
რისი მეშვეობითაც მკაფიოდ და ბუნებრივად გადმოსცემს მოვლენებს. იგი სიტყვების
ოსტატი ორატორია, ამიტომაც მისი მოწინააღმდეგეებიც კი პატივის ცემით
ეპყრობიან. წიგნების წერა მიმდინარეობს, უშუალოდ, ჯერ კიდევ ომის პერიოდში,
ამიტომ რთულია მოცემული წყაროს კრიტიკული ანალიზი. მარტივი მისახვედრია,
ავტორს მიზანში პოლოტიკური მოტივები აქვს ამოღებული. იულიუსი ცდილობს
აღწეროს საკუთარი ღვაწლი, რათა დაანახოს სენატს მისი მიღწევები, რითაც
ცდილობს გაიხანგრძლივოს საკუთარი მმართველობა და განამტკიცოს ძალაუფლება.
რაც ცხადია ეჭვს ქვეშ აყენებს ტექსტის ავთენტურობას და მიმაჩნია, რომ წყაროს
ძირითადი ნაწილი სუბიექტურია, რაც რეალობის ნამდვილ ხედს ფარავს და
გაზვიადებით ამახინჯებს მომხდარ ისტორიას. მოცემულ მონაკვეთში, კეისარი
ცდილობს ხაზი გაუსვას რომაელი ჯარისკაცების განვითარებულ საბრძოლო იარაღს,
რაც მისი ჯარის უპირატესობაზე მეტყველებს. სურს მკითხველზე შთაბეჭდილების
მოსახდენად ადუატუკების მეშვეობი, მესამე პირში გადმოგმოსცეს ,ქება’ რომაული
ჯარის შესახებ. გარდა ამისა ახსენებს რომაელების ღვთიურ წარმოსვებას რომელიც
შესაძლოა მანიპულირების იარაღად გამოიყენებოდა. ადუატუკების მიერ
შემოთავაზებული ზავი გაბუქებულად მოჩანს. ის ფაქტი რომ დაუმარცხებელ ტომს
არ სურს სხვა ტომების ზეგავლენა და რომს სთავაზობს მათ, უშუალო მსახურებას
მიუთითებს ფაქტზე, რომ რომის რესპუბლიკა იმდენად ძლიერია ძალუძს
დაუმარცხებელი და უდრეკი ტომის მუხლმოყრაც. ამ ნაწილით, ავტორს სურს
გვაჩვენოს დაპყრობილი ტომის მეომარული სულისკვეთება სიძლიერე და გავლენა,
რომელიც სხვა ტომებზე აქვს, თუმცა ისინი რომთან შედარებით უძლურნი არიან,
რის საფუძველზეც რომი გამარჯვებულზე გამარჯვებული მოსჩანს. ადუატუკებთან
შემწყნარებლური პოლიტიკის გატარება ვითომდა ,იულიუსის ხასიათშია’
მნოშვნელოვან სტრატეგიული გათვლას წარმოადგენდა. სავარაუდოა რომ თუკი
რომაელები დაანახებდნენ სხვა ტომებს, რომ ისინი ,დამორჩილებულ’ ხალხს
ლმობიერად ეპყრობიან იქნებოდა ,სტუმული’ დანარჩენი გალებისთვის
უბრძოლველად დანებების. ეს შესაძლებლობა ხელს აძლევს კეისარს აჩვენოს
საზოგადოებას მისი სიდიადე, როგორც რომაელებს ასევე სხვა ტომის
წარმომადგენლებს. მოგება ომის გარეშე მეტად ხელსაყრელია რასაც ავტორი
საკუთარ მიღწევად მიიჩნევს. თუმცა ცხადია კეისარი გულხელდაკრეფილი არ
იჯდებოდა და მიმდინარე მოვლენების განვითარებას აკვირდებოდა. ავტორი
აღნიშნავს რომ ადუატუკებს იმედი ჰქონდა, რომ დანებების გამო, რომაელები
ყუარდღებას მოადუნებდნენ, რაც შემდგომ ჩანს სწორად ვერ გათვალეს. ქალაქი
შესაძლოა იულიუსმა სრულიადაც არ დატოვა და წყაროში საკუთარი ლმობიერების
გამოხატვის მიზნით აღნიშნა, რადგან ამ შემთხვევაში დაფანტული რომაელები
ბუნებრივია ვერ შეძლებდნენ სწრაფ მობილოზაციას და თუნდაც ახლო
გარნიზონებიდან სწრაფად შეერთებას, მაგრამ ნაწერში ვხედავთ, რომ ომი მყისვე,
ნაჩქარევად გაჩაღდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ მომენტში ავტორს ჩიხში შევყავართ.
მას შემდეგ, რაც ადუატუკებმა კვლავ იარაღი აისხეს, იულიუსი ცდილობს ომის
მასშტაბები და მოგების პროპორციულობა გაამწვავო, შთაბეჭდილებისა და რომაელი
ჯარისკაცების ბრძოლისუნარიამობის ხაზგასასმელად. ამ ფაქტის შემდეგ ვხედავთ
რეალურ სურათს. მიუხედავად იმისა, რომ იულიუსი ადუატუკებს შეწყნარებას
დაჰპირდა თავადვე აღნიშნა როგორ უმოწყალოდ ასწორებს ქალაქს მიწასთან და 53
ათას ადამიანს მონებად ჰყიდის. ეს პირდაპირ უკუპროპორციულია მისი დაპირებისა
და ჩემში მისი სიტყვისადმი უნდობლობის ეჭვს ჰბადებს. გამოდის შემწყნარებლური
ხასიათი სულაც არ ზის მის ბუნებაში და ამგვარი ,ხერხი’ კარგად შეფუთული გეგმის
ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, კეისარი, ამ ნაწარმოებით, საკუთარი ძალაუფლების
დემონსტრირებას ახდენს და ცხადია მსგავსი ტიპის ისტორია ემსახურება
პოლიტიკას. დაკარგულია ობიექტურობა და ისტორია სრულებით რომაელების
უპირსტესობაზე მოგვითხრობს. მიმაჩნია, რომ მოცემული წყაროს მიზანია კეისრის
ძალაუფლების აღწერა, რომლის შემდეგაც მან ფაქტობრივად შეძლო გარკვეული
დროის განმავლობვაში ერთპიროვნული მმართველობა, რაც იმდროინდელი რომის
რესპუბლიკის წყობისათის შეუფერებელი და უცხო იყო.

You might also like