Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 17

რომანტიზმი არის გლობალური და ერთიანი მიმდინარეობა, რომელმაც მე–18 საუკუნის

ბოლოსა და მე–19 საუკუნის დასაწყისში ხელოვნების თითქმის ყველა დარგი მოიცვა, მათ
შორის ფერწერაც. თავად სიტყვა “romantic” ჯერ კიდევ მე–17 საუკუნეში იხმარებოდა
ინგლისში რაინდული რომანებისა და კელტური ლეგენდების აღსანიშნად

ინგლისური რომანტიზმის პირველი ეტაპი უმეტესად გავრცელებულია ტბის


სკოლის სახელით. ეს ტერმინი გამოჩნდა 1800 წელს, როდესაც ერთ-ერთ ინგლისურ
ლიტერატურულ ჟურნალში უილიამ ვორდსვორდი იყო გამოცხადებული, როგორც
ტბის სკოლის მეთაური, ხოლო 1802 წელს კოლრიჯი და საზი ტბის სკოლის
წევრებად გამოაცხადეს. ამ სამი პოეტის ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებული
იყო ინგლისის ჩრდილოეთ საგრაფოსთან, სადაც ბევრი ტბაა.

ვორდსვორდის, კოლრიჯისა და საზის ბედში ბევრი საერთო იყო. თავიდან სამივე


ემხრობოდა ფრანგულ რევოლუციას, შემდეგ იაკობინელთა ტერორმა შეაშინა
ისინი. ვორდსვორდი და საზი გახდნენ პოეტი-ლიტერატორები. თავიანთი
ცხოვრების ბოლო წლებში ტბელებმა შესამჩნევად შეამცირეს შემოქმედებითი
აქტივობა. შეწყვიტეს ლექსების წერა, და ზოგმა პოეზიას მიმართა, ზოგმა
ფილოსოფიასა და რელიგიას, ზოგმა კი, პოეტის ცნობიერებით შემოქმედების
გაგებას.

ამასთან, ტბის სკოლის წარმომადგენლების როლი ლიტერატურის ისტორიაში


დიდია. მათ პირველმა ღიად განსაჯეს კლასიცისტური შემოქმედების პრინციპები,
ტბელები მოითხოვდნენ პოეტისგან არა დიდი ისტორიული მოვლენებისა და
ცნობილი, წარმატებული ადამიანების, არამედ მოკრძალებული მშრომელების
ყოველდღიური ცხოვრების წარმოჩენას. ამავდროულად წარმოადგენდნენ
სენტიმენტალიზმის გამგრძელებლებს. ვორდსვორდი, კოლრიჯი და საზი
ადამიანის შინაგან სამყაროს წვდებოდნენ. მათ აღძრეს ინგლისელების ინტერესი
შექსპირისა და ინგლისური რენესანსის მიმართ. მოუწოდეს ნაციონალური
თვითცნობიერებისკენ. უნივერსალურ კლასიციზმს დაუპირისპირეს საკუთარი
ინგლისური ისტორია და კულტურა. ახალი სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი
პრინციპი იყო ფოლკლორის ფართო გამოყენება. ყოველდღიური ცხოვრებისა და
შრომის ასახვამ, პოეზიის გაფართოებამ, პოეტური ენის გამდიდრებამ სალაპარაკო
ლექსიკის შემოღების გზით და თავად პოეტური კონსტრუქციის გამარტივებამ
პოეტური სტილი მიუახლოვა ყოველდღიურ მეტყველებას. დაეხმარა
ვორდსვორდს, კოლრიჯსა და საზის უფრო ზუსტად ასახონ სინამდვილე.

რომანტიზმი — მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII


საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში
კი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.
რომანტიზმზე გავლენა იქონია არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით
ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ
უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ
შემთხვევაში არის ხელოვნება.
რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს
წარმოსახვასა და გრძნობიერებას. რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში მოყვანილი
დოქტრინა. ეს იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა
უმრავლესობას ახასიათებდა. ამიტომ, მიუხედავად საერთო ნიშნებისა,
როგორიცაა ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი, ინდივიდის ემანსიპაცია,
რომანტიკოს შემოქმედთა შორის ბევრი განსხვავებაცაა.
რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა. ყოველი ადამიანი წარმოადგენს
განსაკუთრებულ არსებას, რაც იწვევს ინდივიდის ეგზალტაციას. ერთი მხრივ ეს გადაიზრდება
საკუთარი „მეს“ უპირატესობით გამოწვეულ მარტოობის შეგრძნებაში, მეორე მხრივ კი
აქტივობაში, ნებისყოფაში, დიდების სურვილში. აქედან გამომდინარე არსებობს რომანტიზმის
ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი
მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს
ყველაფერი გამოწვეულია „მეს“ გამძაფრებული შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო ჩნდება
სიკვდილის სურვილიც. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით,
ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.

რომანტიზმი ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟიროდე. შატობრიანის პორტრეტი. (სენ მალოს ისტორიის მუზეუმი)


გოეთე

ლიტერატურაში რომანტიკოსებმა ახალი კონცეფცია შემოიტანეს. გაათავისუფლეს იგი


ნორმებისა და შეზღუდვებისგან. უპირატესობა შთაგონებას მიანიჭეს. რომანტიკოსი მწერლის
მიზანია არა რეალობის ზუსტი ასახვა არამედ მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა, საკუთარი იდეალური სამყაროს შექმნა და მისი მეშვეობით საკუთარი იდეალის
მიტანა მკითხველამდე.
რომანტიკოსებთან დიდ მნიშვნელობას იძენს ისტორია, წარსული და, შესაბამისად, ლოკალური
ფერი. ხშირად ლოკალური ფერი რეალობიდან გაქცევის საშუალებაცაა, რაც ხორციელდება
მოგზაურობაში, სიზმარსა ან ოცნებაში.
რომანტიკოსებმა სიახლე შეიტანეს თითქმის ყველა ლიტერატურულ ჟანრში.
ა) პოეზია. ჰიუგო აცხადებს: „პოეზია არის არა იდეათა ფორმაში არამედ თავად იდეებში“, ე.ი.
უარი უნდა ითქვას ხელოვნურად შექმნილ ფრაზებზე, პოეზიის მასალა უნდა იყოს უპირველეს
ყოვლისა გრძნობა. პოეზია უნდა შეიგრძნო და არა გაიგო. იგი მიემართება გულს და არა გონებას.
შინაარსთან ერთად ცვლილებას განიცდის ლექსთწყობაც, ტაეპი უფრო მოქნილი და მოძრავი
ხდება.
ბ) დრამა. რომანტიზმმა დაამსხვრია კლასიციზმის ცნობილი სამი ერთიანობის
კანონი. სიუჟეტები მითოლოგიის ნაცვლად
ეროვნული ისტორიიდან აიღო. ინტრიგა გააფართოვა. პერსონაჟებად ურთიერთგანსხვავებული,
უბრალო ადამიანები შემოიყვანა. ერთმანეთში შეურია სხვადასხვა სტილი, ტონი.
გ) რომანი. რომანტიზმმა ლიტერატურის ობიექტად ინდივიდისა და მისი სულიერი
მდგომარეობის გამოცხადებით ხელი შეუწყო ე.წ. პიროვნული რომანის
(შატობრიანის რენე, კონსტანის ადოლფი, მიუსეს საუკუნის შვილის აღსარება) შექმნას;
სინამდვილის ასახვის მოთხოვნით რეალისტურ რომანს (ჰიუგის საბრალონი) გაუხსნა
გზა; ლოკალური ფერის შემოტანით კი ისტორიული რომანი (ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის
ტაძარი, ოთხმოცდაცამეტი, დიუმას რომანები) განავითარა.

რომანტიკოსი მწერლები
რომანტიკოსი მწერლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
 ნოვალისი
 გოტჰოლდ ეფრემ ლესინგი
 იოჰან ვოლფგანგ გოეთე
 ბაირონი
 ფრიდრიხ შილერი
 უოლტერ სკოტი
 შელი
 თომას მური
 შფრანსულ რენე შატობრაინი
 მადამ დე სტალი
 ვიქტორ ჰიუგო
 ალექსანდრე დიუმა
 ჟორჟ სანდი
 ლამარტინი
 ალფრედ დე მიუსე
 ალფრედ დე ვინი
 პროსპერ მერიმე
 ედგარ ალან პო
 ალექსანდრე ჭავჭავაძე
 გრიგოლ ორბელიანი
 ნიკოლოზ ბარათაშვილი
 ალექსანდრე პუშკინი
 მიხეილ ლერმონტოვი

რომანტიზმი ხელოვნებაში
რომანტიზმი საფრანგეთში ეს იყო ფილოსოფიური და მხატვრული
მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა ამ ხალხში მე -19 საუკუნის განმავლობაში
და რომელიც შთაგონებულია მე -18 საუკუნის ინგლისური და გერმანული
წარმოშობის მოძრაობით.

მისი დაბადება ნაწილობრივ იყო განმანათლებლობის რაციონალურობისა და


ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად გამოწვეული ყოველდღიური ცხოვრების
ტრანსფორმაციის საპასუხოდ. მისი წარმოშობა დაემთხვა იმ პერიოდს, რომელიც
საფრანგეთის რესტავრაციის სახელით არის ცნობილი.

რომანტიზმი ისეთი მხატვრული მეთოდია, რომელიც სინამდვილის უშუალოდ


ასხვის ნაცვლად გვიხატავს ოცნებით გამოგონილს, არსებულის ნაცვლად
სასურველს. მიისწრაფვის ნათელი, ოპტიმალური სახეებით გვაჩვენოს ადამიანის
მაღალი დანიშნულება.

რომანტიზმი ლიტერატურაში განსაკუთრებით XVII საუკუნის დასასრულს


გაბატონდა.
ამ მოვლენას ხელი შეუწყო საფრანგეთის რევოლუციის დამარცხებამ,
მსხვილი ბურჟუაზიის გაბატონებამ და იმ უკმაყოფილებამ, რაც ზემოაღნიშნულმა
მოვლენებმა გამოიწვიეს მემამულეთა და წვრილბურჟუაზიული წრიდან გამოსულ
მწერალთა შორის. რომანტიზმი ფრანგული კლასიციზმის გაბატონებული
ლიტერატურული ტრადიციების საწინააღმდეგო მიმართულება იყო. რომანტიკოს
მწერლებს შემდეგი ძირითადი თვისებები ახასიათებთ:
პოეტური ფორმის თავისუფლება – პოეტები აღარ ემორჩილებოდნენ კლასიციზმის
პოეტური ხელოვნების კანონებს.
სუბიექტივიზმი – შემოქმედების მთავარ საფუძვლად ადამიანის პირადი განცდებისა
და მხატვრული ფანტაზიის აღიარება.
რომანტიკოსი მწერლები განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ
ადამიანთა და, კერძოდ, საკუთარი გრძნობებისა და განცდების გამოხატვას. მათი
გმირები ისე მოქმედებდნენ, როგორც ეს თვით ავტორს უნდოდა. რომანტიკოსების
გმირები ავტორთა მაღალი იდეების შესაბამისად მოქმედებდნენ. მხატვრული
ნაწარმობის გმირები და შინაარსი რომანტიკოს მწერალთა პირად განწყობილებას
უფრო გვიხატავენ.

რომანტიკოს მწერლებს მათი ეპოქის სინამდვილით უკმაყოფილება და მაშინ


არსებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრებისადმი შეურიგებლობა
ახასიათებდათ. მაგრამ სინამდვილისადმი უკმაყოფილებაც და მის საფუძველზეც
წარმოშობილი მიზანიც სხვადასხვა კლასის, ეპოქისა და ერის წარმომადგენელი
მწერლისათვის სხვადასხვა იყო: ზოგიერთი მწერალი სინამდვილეს უარყოფდა იმის
გამო, რომ არისტოკრატიული კლასის ნაცვლად ახალ ვითარებაში ბურჟუაზიული
კლასი გაბატონდა. ასეთი მწერალი მისთვის მიუღებელ აწმყოს წარსულს
უპირისპირებდა, ხოტბას ასხამდა წარსულს და, აშკარა თუ ფარული გზით,
მკითხველს წარსული ცხოვრების დაბრუნებისაკენ მოუწოდებდა. ასეთი
რომანტიზმის გამომხატველი საფრანგეთში შატობრიანი იყო. ასეთი
რომანტიზმი რეაქციული რომანტიზმია.

არსებობს აგრეთვე პროგრესული და აქტიური რომანტიზმი. აქტიური რომანტიზმი


ისეთი რომანტიზმია, რომლის მიმდევრებიც ზიზღით უცქეროდნენ რა მახინჯი
ცხოვრების სინამდვილეს, ბრძოლას უცხადებდნენ მას უკეთესი მომავლის შექმნის
მიზნით. ასეთი რომანტიზმის საუკეთესო წარმომადგენელი ინგლისში ჯორჯ
ბაირონი იყო, საქართველოში – ნ. ბარათაშვილი.

ზოგიერთ რომანტიკოსს ახასიათებდა აგრეთვე პესიმიზმი (PESIMUS, რაც


ლათინურად უცუდესს ნიშნავს). პესიმისტი მწერალი ისეთი მწერალია, რომელიც
აწმყოშიც სიმახინჯეს ხედავს და არც მომავლის იმედი აქვს, მომავლისაგან უარესის
მომლოდინეა. ასეთ რომანტიკოსად შეცდომით ბაირონი ჰყავდათ წარმოდგენილი.
ასევე შეცდომით პესიმისტად თვლიდნენ ნ. ბარათაშვილს, მაგრამ ასეთი დასკვნა
უმართებულოა. ბაირონისა და ბარათაშვილის შემოქმედების ძირითადი, წამყვანი
ტონი ბედისადმი დაუმორჩილებლობა და ბრძოლისაკენ მგზნებარე მოწოდებაა.
ბარათაშვილს აქვს სევდის გრძნობით აღსავსე ლექსებიც.
როგორც ,მაგალითად, „ვპოვე ტაძარი”, მაგრამ ეს ლექსი, რომელშიც პოეტის
მხოლოდ წუთიერი განწყობილება მოჩანს, შემთხვევითია და არა დამახასიათებელი,
რადგან მთელ მის შემოქმედებაში ბედისადმი დაუმორჩილებლობისადმი და
საზოგადოებრივი იდეალისათვის სამსახურისაკენ მოწოდება ბატონობს.

პესიმისტური რომანტიზმის ტიპური წარმომადგენელი იტალიელი პოეტი ჯაკომო


ლეოპარდი იყო.

რომანტიზმის სახეობაა აგრეთვე ნეორომანტიზმი, დეკადენსი, სიმბოლიზმი და სხვა


მსგავსი მიმართულებები.

რომანტიზმის საუკეთესო წარმომადგენლები იყვნენ: ბაირონი (ინგლისში), გოეთე


და შილერი (გერმანიაში), ჰიუგო (საფრანგეთში), პუშკინი და ლერმონტოვი
(რუსეთში), ნ. ბარათაშვილი (საქართველოში).
იხ. აგრეთვე: ახალი პოემა, ლიტერატურული მეთოდი, რეალიზმი, სენტიმენტალიზმი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login

ჯორჯ გორდონ ბაირონი

გნახე, ტიროდი...

გნახე, ტიროდი — ლურჯი თვალიდან


გდიოდა ფართო ცრემლი ნათელი,
ტიროდი... ნელა დაბლა ჩავიდა
ნამი იიდან ჩამონადენი.
შენ გაიღიმე — და საფირონმა
უკან წაიღო ციმციმი ყველა,
ვერ შეძლო ცოცხალ სხივთან ცილობა,
შენ რომ აფენდი გულების მწველად.
რბილი და თბილი ფერებით ღრუბლებს
როგორც დაფერავს ჩამავალი მზე,
და მაშინ ზეცა ნათელს აუფლებს
მოახლოებულ დაისის ჩრდილზე,
ისე ღიმილი შვებას ჰფენს შენი
თვით უპირქუშეს, ვნებულ გონებას,
მისგან გზა რჩება შუქით ფენილი,
გულსაც სინათლე ჩაეკონება.
მე და შენ ...

მე და შენ დავშორდით
მწუხარედ, დიდი ხნით;
ცრემლებს ძლივს ვახშობდით
ნახევრად მშვიდი ხმით,
ვიგრძენი — გაცივდა
ეგ ლოყა, ეგ კოცნა,
მე სევდა მაცრიდა
იმ დღიდან საოცრად.
ცისკარი ცვრიანი,
მსუსხავი ქარები,
ყოფილა ნიშანი
დღეის მწუხარების.
გატეხე შენ ყველა
აღთქმა და ფიცილი,
შენ გქვია შერცხვენა,
მე მქვია — სირცხვილი;
თუ სადმე გახსენეს,
ვძრწივარ ხსენებაზე,
თავზარით ვიხსენებ —
როგორ მეძვირფასე?
იმათში ვინ არის,
გცნობდეს ჩემზე მწარედ!
მე დიდხანს გინანებ,
გინანებ მხურვალედ...
ვხვდებოდით იდუმალ,
ახლა კი მარტო ვარ,
და ვწუხვარ კვლავ ჩუმად
შენსას გულმჩატობას.
გავლენ გრძელი წლები,
თუ შეგხვდი ურვილი,
გაგეცნაურები
ცრემლით და დუმილით.
კომენტარები (0)

როცა დავშორდით

როცა დავშორდით მაშინ


დუმილითა და ცრემლით,
დიდხანს მწუხარე დავრჩი,
გაიყო გული ჩემი.
ყინვამ წაგართვა ფერი,
ესოდენ ცივი კოცნაც,
მენიშნა ყველაფერი
და განშორების მოსვლაც.

როცა დამეცა ცვარი,


დილით მხურვალე შუბლზე,
ვიგრძენი რაღაც ავი
და ახლაც მადევს გულზე.
ვხედავ გატეხე ფიცი,
გამოჩნდა შენი სახე,
შენი სახელიც ვიცი,
მისი შერცხვენაც ვნახე.

მათ ჩემზე ადრე გიცნეს,


გლოვის ზარები მესმა,
და გული ვეღარ ითმენს,
ძვირფასი იყავ ერთხანს.
ბევრმა არ იცის, ვხედავ
ეს ნაცნობობა ჩვენი,
დიდხანს ვინანებ ნეტავ?
არის სათქმელად ძნელი.

ჩვენ საიდუმლოდ შევხვდით


და ძლიერ მტკივა გული,
აღარაფერი მეთქმის,
მატყუებს შენი სული.
თუკი ოდესმე გნახე,
გავწირე თავი ჩემი,
როგორ გავაღებ ბაგეს,
დუმილითა და ცრემლით?!.
ლორდთა პალატა მიატოვა და მოგზაურის ბედი იტვირთა…პირველი იყო, ვინც სიკვდილით დასჯის
წინააღმდეგ გაილაშქრა…
 აბიდოსიდან სესტორში მოსახვედრად დარდანელის სრუტე გადაცურა და მისდაუნებურად
მარათონული ცურვის ფუძემდებელი გახდა…

  ბობოქარი და დაუდეგარი იყო, ამასთანავე რომანტიკული…უფაქიზესი სულის მქონე, რომელსაც


ყველას გასაჭირი გულთან მიქონდა და ცდილობდა დახმარებოდა…

  ჯორჯ გორდონ ნოელ ბაირონი…

  მართლაც სხვანაირი, საოცრად მგრძნობიარე სულის მქონე იყო…სწორედ ის პოეტია,რომლის ყოველ


ლექსს თავისი ისტორია აქვს, თითოეული სტრიქონი მთელი გულით, დიდი გრძნობით და
მოზღვავებული შთაბეჭდილებით იქმნდებოდა. იმდენად ბუმბერაზია მისი პიროვნება, თითქმის
ყველა ლექსის დაწერის ისტორიაა ცნობილი, მაგრამ თითქმის 2 საუკუნის მანძილზე მკვლევართა
ძიება უშედეგო იყო, ვერვის ეპოვნა პროტოტიპი ლექსების ციკლისა, რომელიც ეძღვნებოდა ვინმე
თირზას… ორი ასწლეულის შემდეგ, 1995 წელს ამ საიდუმლოს ფარდა ქართველმა ბაირონოლოგმა,
პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა ახადა და თქვა, თირზა ქართველი  ყოფილა! ქალბატონმა ინესამ
ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკაში მიაკვლია  უცნობი  ავტორის მიერ 1825
წელს გამოცემულ ბირონის ბიოგრაფიას, რომლის მე-3 ტომში, მთელ 11 გევრდზე აღწერილია დიდი
პოეტის ცხოვრების ერთი ტრაგიკული ფრაგმენტი…
    ტრაგიკული ამბავი 1809-1810 წლებში დაიწყო, როცა ბაირონი მცირე აზიაში მოგზაურობდა.
ალექსანდრიაში ის  შესწრებია საქართველოდან და ჩერქეზეთიდან ტყვე ქალების საჯარო გაყიდვას,
ახალგაზრდა რაინდის ყურადღება მიუპყრია განწირულ გოდებას. ერთი გოგონა აგონიაში ყოფილა
და ხმამაღლა მოთქვამდა..ის სულ პატარა იყო, 13 წლის.. პოეტი შეუძრავს მის გულსაკლავ მოთქმას,
ლინგვა ფრანკაზე დალაპარაკებია და გაუგია ქართველი  ყოფილა, თბილისელი მემამულის
ერთადერთი ქალიშვილი, ცხვრებს გასდევნებია თამაშისას და ქურთებს მოუტაცნიათ…რამდენჯერმე
გაუყიდიათ..ბაირონს მაშინვე  800 პიასტრი გადაუხდია  ვაჭრებისთვის და გაუთავისუფლებია. 22
წლის ლორდი  მასში მხოლოდ ბავშვს ხედავდა და გულწრფელად უნდოდა გაეხარებინა, სათუთად
ზრუნავდა მასზე და ყველა ღონე იხმარა  საქართველოში დაებრუნებინა, ირლანდიელ ვაჭარ
ფლეტჩერს დიდი ფული გადაუხადა რომ თირზა საქაღთველოში ჩაეყვანა,მაგრამ  ის მოღალატე და
გაიძვერა აღმოჩნდა, პატარა გოგონა თავის ხასად აქცია და ძვირფასეულობაც მიუთვისებია. ბაირონმა
მოახერხა და გოგონა კვლავ გაათავისუფლა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად
შერყეულიყო,საოცარი ყოფილა თირზასა და ბაირონის შეხვედრა.  ბიოგრაფი ამის აღწერისას
დასძენს, ამბის წარმოდგენა უფრო ადვილია, ვიდრე აღწერაო-დაუძლურებული და და
სასოწარკვეთილი მხსნელის გამოჩენას შეუძრავს,სიხარულისგან ყელზე შემოხვევია და დაუკოცნია,
თითქოს გაგიჟდაო… ბაირონი დაპირდა სამშობლოში დააბუნებდა, კონსტანტინოპოლში შვედი
ელჩისთვის მიუბარებია,რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა მასზე, მერე აპირებდა ქარავანისთვის
გამოეყოლებინა,მაგრამ აღარ დასცალდა..ბაირონის არყოფნისას მისი მდგომარეობა საგრძნობლად
გაუარესებულა, კუნძულ კრეტაზე წაუყვანიათ, ეგებ ჰავა მოუხდესო, მაგრამ ეს საბედისწერო
აღმოჩენილა, ქალაქ კანდიაში გარდაცვლილა და იქვე ბერძენთა სასაფლაოზე დაუმარხავთ… პოეტს

მტკივნეულად განუცდია ქლიშვილის სიკვდილი და გულით


დაუტირია,ბაირონის დაკვეთით საფლავზე ქვის ძეგლი დაუდგამთ   და მისი სახელი და თავს
დატრიალებული ამბავიც ამოუტვიფრავთ…
   მეტად ფაქიზი სულის მქონე და მგრძნობიარე პოეტზე თირზას ტრაგედიას ძლიერ უმოქმედია,
სულ განიცდიდა მის სიკვდილს და იმას, რომ ვერ შეძლო გადაერჩინა…  რაღაცნაირი, არამიწიერი,
სუფთა და უმწიკვლო დამოკიდებულება ქონია გოგონასთან, მისი ხსოვნა არასოდეს გამქრალა
პოეტის გულში. ეს ჩანს  საოცარი სტრიქონებიდან, რომელიც მას მიუძღვნა.
        პორტრეტის ქვეშ დაწერილი სტრიქონები
 ალალი იყო ზრუნვა ჩემი და უფაქიზესი,

რაც მიმატოვე დამაობლა თვით სიყვარულმა,

შენი ხატება კვლავ იქნება სევდის მიზეზი,

რომ უშენობა დაიტიროს ცრემლმა ფარულმა…

თუმც ნათქვამია, დროა განკურნავს ყველა იარას,

გული ეს ჩემი ძველებურად აღარ ხალისობს,

და თუ იმედი სულ დაიმსხვრა და დაინაცრა

მე ხსოვნა შენი გადამირჩა სამარადისოდ…”

                                         თირზას…
ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი (დ. 22 იანვარი, 1788, ლონდონი — გ. 19
აპრილი, 1824, მისოლუნგი, საბერძნეთი) — ინგლისელი პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა გაღარიბებული დიდგვაროვანი არისტოკრატის ოჯახში. სწავლობდა ჰაროუს
არისტოკრატიულ სკოლაში, კემბრიჯის უნივერსიტეტში. ბაირონის ლექსების პირველი
კრებული „მოცალეობის საათები“ 1807 გამოვიდა. სატირაში „ინგლისელი ბარდები და
შოტლანდიელი მიმომხილველნი“ (1809) დაგმო ინგლისის რომანტიკოსთა რეაქციული
ტენდენციები. 1811 გამოაქვეყნა პოემა „ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობის“ პირველი ორი ქება.
ამავე პერიოდს განეკუთვნება ბაირონის ხანმოკლე, მაგრამ პროგრესიული საპარლამენტო
მოღვაწეობა. 1812-1814 წლების ლირიკაში ვლინდება ავტორის სიძულვილი ლონდონის
არისტოკტატიული წრეებისადმი; ინგლისის მაღალ საზოგადოებასთან ადრევე დაწყებული
კონფლიქტი 1815-1816 ოჯახური დრამითაც გართულდა. ბაირონი შვეიცარიაში წავიდა, სადაც
დაუმეგობრდა თანამემამულე პოეტს პ.ბ. შელის. 1817-დან იტალიაში გადავიდა და 1820-
1821 უშუალოდ მონაწილეობდა იტალიელი ხალხის ბრძოლაში ავსტრიელთა ბატონობის
წინააღმდეგ. 1823 ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად
გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც მალე ავად გახდა და გარდაიცვალა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბაირონის დიდი პოპულარობა „ჩაილ ჰაროლდის“ გამოქვეყნებით დაიწყო. პოემის გმირი,
იმედგაცრუებული ახალგაზრდა არისტოკრატი, მალე იქცა სინამდვილის წინააღმდეგ
ამბოხებული პიროვნების სინონიმად. პოემაში ისმის პროტესტი არსებული სოციალური
წყობილების მიმართ; საფრანგეთის განმანათლებლური იდეების გავლენით ბაირონი
სოციალური მოუწესრიგებლობისა და ეროვნული ჩაგვრის მიზეზებს ზნეობის დაცემასა და
უმეცრობაში ეძიებს. პოემის თემატიკური, კომპოზ. (დღიურის ფორმა, ლირიკული
გადახვევები), პოეტიკური სიახლენი კარგად ესადაგებოდნენ თხზულების რთულ თანადროულ
პრობლემატიკას.
ბაირონი თავისი ყოვლისმომცველი მელანქოლიური განწყობილებით ე. წ. „მსოფლიო სევდის“
გამომხატველი პოეტი გახდა. ბაირონის ტრაგიკულმა მსოფლაღქმამ მეტი სიღრმით იჩინა
თავი 1813-1816 შექმნილი აღმოსავლური პოემების ციკლში („გიაური“, „აბიდოსელი სარძლო“,
„კორსარი“, „ლარა“, „კორინთის ალყა“, „პარიზინა“). ამ ტიპური რომანტიკული პოემების გმირები
განასახიერებენ აბსტრაქტულ პროტესტს ისტორიის სინამდვილის მიმართ. ისინი ჩვეულებრივ
ყაჩაღები, მეკობრენი, საზოგადოებას მოკვეთილი ადამიანები არიან - ძლიერნი, ამაყნი, და
დასაღუპავად განწირულნი. პოემების სიუჟეტი ეგზოტიკური აღმოსავლეთის ფონზე
ვითარდება.
დრამატულია ბაირონის ლექსების ციკლიც „ებრაული მელოდიები“ (1814-1815), რომლებშიც
სამშობლოს დაკარგვის ტკივილთან ერთად გამოხატულია ადამიანის ძალისა და გამარჯვების
რწმენა. შვეიცარიაში დაწერილ ლექსებსა და პოემებში ასახულია ბაირონის შინაგანი
წინააღმდეგობრივი განწყობილებანი - უიმედობა და, ამავე დროს, თავისუფლებისათვის
ბრძოლის წყურვილი; წინააღმდეგობრივია აგრეთვე ფილოსოფიური-დრამატული პოემა
„მანფრედი“ (1817), რომლის გმირი უკიდურესი ინდივიდუალისტია, განდგომილი,
სარწმუნოების, ძალაუფლებისა და დიდების უარმქოფელი; ამასთანავე მას სწამს ადამიანური
აზრის ძალა, რომელიც იმორჩილებს ბუნების სულებს. ეს პოემა ფაუსტური იდეის
რომანტიკული ინტერპრეტაციაა. ასეთივე სულისკვეთებისაა მისტერია „კაენი“ (1821);
ბიბლიური გმირი გამოყვანილია შეურიგებელ მეამბოხედ, რომელიც ღმერთს აუჯანყდება და
ადამიანის ბედნიერების მისაღწევად არსებულის უარყოფისა და ბრძოლის გზას ირჩევს. 1817-
დან ბაირონის შემოქმედებაში ღრმავდება ინტერესი სოციალური პრობლემებისადმი („ტასოს
ჩივილი“, 1817; „მაზერა“, 1818; „ჩაილდ ჰაროლდის“ ორი უკანასკნელი ქება, 1816-1817);
პოლიტიკური მოტივებითაა გამსჭვალული ტრაგედიები „მაჩინო ფალიერო, ვენეციის დოჟი“,
„სარდანაპალი“, „ორი ფოსკარი“ (სამივე 1821); ბაირონის მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი
ადგილი უკავია პოლიტიკური და ლიტერატურული შინაარსის შემცველ სატირას („ბეპო“, 1818;
„ირლანდიელი ავატარა“, 1821; „სამსჯავროს ხილვა“, 1822 და სხვა).
ბაირონის შემოქმედებით ევოლუციაში მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია დაუმთავრებელი რომანი
ლექსად „დონ ჟუანი“ (დაიწყო 1818), რომელშიც ასახულია ინდივიდუალისტი პიროვნების
ამბოხება მსოფლიო სოციალური სისტემის წინააღმდეგ, მისი პესიმისტური მსოფლაღქმა. ამ
რომანშივე ბრძოლის რომანტიკულ პათოსს ენაცვლება პიროვნების სოციალური მნიშვნელობის
აღიარება, მომავლის რწმენა, რაშიც მოჩანს ბაირონის შემოქმედებითი მეთოდის განვითარება
რომანტიზმიდან რეალიზმისაკენ.
ბაირონი რომანტიზმის პროგრ. ფრთის უდიდესი წარმომადგენელია და, ამასთან, მხატვრული
სიტყვის დიდი ოსტატი და ნოვატორი. XIX საუკუნის მრავალი ქვეყნის ლიტერატურაში
ბაირონის პოეზიამ წარმოშვა თავისებური მიმდინარეობა, რომელსაც ბაირონიზმი ეწოდა. მას
სხვადასხვა ქვეყანაში განაპირობებდა კონკრეტული ისტორიული პირობები; სხვადასხვა
მწერლების შემოქმედება შესაბამისად გამოხატავდა ბაირონის პოეზიისათვის დამახასიათებელ
სხვადასხვა მხარეს. მაგალითად ინგლისში ჩარტისტულმა პოეზიამ შეითვისა ბაირონის
რევოლუციური პათოსი, საფრანგეთში ვ. ჰიუგომ - ბაირონის თავისუფლების იდეალი, ა. დე
ვინიმ - მარტოობის განწყობილება. ბაირონის პოლიტიკური იდეალები გაიზიარეს იტალიელმა
პოეტებმა უ. ფოსკოლომ, ს. პელიკომ, ჯ. ლეოპარდიმ, გერმანელმა ჰ. ჰაინემ და უნგრელმა შ.
პეტეფიმ. რუსეთში ბაირონის მეამბოხე განწყობილებას ეყმაურებოდნენ კ. რილეევი, ა. პუშკინი,
განსაკუთრებით კი მ. ლერმონტოვი. საქართველოში ბაირონს ენათესავება ნ.
ბარათაშვილი თავისი რომანტიკულ-ლირიკული განწყობილებითა და პათეტიკური
ინტონაციით.
ვიქტორ-მარი ჰიუგო (ფრანგ. Victor-Marie Hugo, IPA viktɔʁ maʁi yˈɡo; დ. 26
თებერვალი, 1802, ბეზანსონი — გ. 22 მაისი, 1885, პარიზი)
— ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე და ადამიანის
უფლებათა აქტივისტი.
საფრანგეთში ჰიუგოს სამწერლო რეპუტაცია, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა მის პოეტურ და
დრამატულ შემოქმედებას და მხოლოდ შემდეგ მის რომანებს. პოეზიის მრავალ ტომთა შორის
„განჭვრეტა“ და „საუკუნეთა ლეგენდა“ განსაკუთრებით გამორჩეულია, რის გამოც ჰიუგოს
ხშირად უდიდეს ფრანგ პოეტს უწოდებენ. საფრანგეთს გარეთ, მისი ყველაზე უკეთ ცნობილი
ნამუშევრებია რომანები „საბრალონი“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში ჰიუგო ზედმიწევნით კონსერვატიული იყო,
ათწლეულების შემდეგ ის პოლიტიკურ მემარცხენეთა პოზიციაზე ინაცვლებს; ის
რესპუბლიკანიზმის მგზნებარე მხარდამჭერი ხდება და მისი ნამუშევრები თანამედროვე
პოლიტიკის, სოციალური თუ ხელოვნების მიმდინარეობების თითქმის ყველა ძირითად საკითხს
ეხება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰიუგომ ბავშვობა პარიზში გაატარა. ის ჭაბუკობიდანვე იწყებს ლექსების წერას და 15 წლის
ასაკში საფრანგეთის აკადემიისგან ჯილდოსაც იღებს. ამ დროისთვის მისი ამბიციები უკვე
საკმაოდ დიდია: „მე მინდა ვიყო შატობრიანი ან არავინ“ - წერს იგი სკოლის ჟურნალში [34].
დედის სიკვდილის შემდეგ, 1819 წელს ძმებთან ერთდ აარსებს ჟურნალს „Le conservateur
litteraire“, რითიც ლიტერატურულ წრეებში ცნობილი ხდება. მალე იგი თავს
ანებებს მათემატიკის შესწავლას, რომლის მიმართაც ერთ დროს დიდი ინტერესი ჰქონდა, და
მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობაში ერთვება. ამ დროისთვის ჰიუგო უკვე გამოკვეთილია
როგორც რომანტიზმის წინამძღვარი. მისი შემოქმედება უკვე მოიცავს არა მხოლოდ ლექსებს,
არამედ რომანებს, პიესებსა და პუბლიცისტურ სტატიებს.
1822 წლის 12 ოქტომბერს ცოლად ირთავს ადელ ფუშერს, რომელთანაც 5 შვილი
შეეძინება. 1841 წელს ჰიუგო საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს. 1843 წელს დაიღუპა მისი
ერთ-ერთი ქალიშვილი, ლეოპოლდინა, რამაც ძალიან იმოქმედა მამაზე. მწერალი 10 წლის
მანძილზე თავს ანებებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და თავს მხოლოდ პოლიტიკას უძღვნის.
იგი როიალისტების საწინააღმდეგოდ ლიბერალთა მხარეზე იბრძვის. 1852 წელს ლუი
ნაპოლეონის მიერ სახელმწიფო გადატრიალება იმედებს უმსხვრევს და აიძულებს გაიქცეს. 18
წლის მანძილზე ჰიუგო ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. ამ პერიოდში იგი
წერს განჭვრეტას, ნაცვალგებასა და საბრალონს. 1870 წელს, იმპერიის დაცემის შემდეგ პარიზში
ბრუნდება, სადაც მისი სახელი უკვე ლეგენდადაა ქცეული. მწერალი გარდაიცვალა 1885 წელს,
84 წლის ასაკში. დაკრძალვაზე მას სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიაგო პატივი. ვიქტორ
ჰიუგოს პარიზის პანთეონში დაკრძალეს.

რომანტიკული დრამის თეორეტიკოსი[რედაქტირება | წყაროს
რედაქტირება]
ვიქტორ ჰიუგო. როდენი

1827 წელს გამოქვეყნებული კრომველის შესავალში ჰიუგო კონკრეტულად


აყალიბებს რომანტიზმის პრინციპებს. იგი ბრძოლას უცხადებს კლასიცისტურ ერთიანობებს,
გამოთქვამს ჭეშმარიტების დახატვის სურვილს და ხოტბას ასხამს შექსპირს.
„უძველესი პრიმიტიული ხანა ლირიკული იყო, ანტიკური - ეპიკური, თანამედროვე კი -
დრამატული. ოდა უსასრულობას უმღეროდა, ეპოპეა – ისტორიას, დრამა კი ცხოვრებას
ხატავს. შექსპირის დრამა შემდგარია გროტესკისა და
ამაღლებულისგან, ტრაგედიისა და კომედიისგან.“
("კრომველი", ვიქტორ ჰიუგო[35])

აქედან გამომდინარეობს აზრი ჟანრების აღრევის შესახებ, რადგან თავად ცხოვრება ასეთივე
ნაზავს წარმოადგენს.
ჰიუგოს მიაჩნია, რომ თანამედროვე ხანა ქრისტიანობიდან იწყება. ქრისტემ გვასწავლა ადამიანის
გაორება სულსა და სხეულს, სუბლიმურსა და გროტესკულს, ზეცასა და მიწას შორის. ამ ორ
ნაწილს შორის დიალოგი არის თანამედროვე ადამიანის მორალური ცხოვრების ძირითადი არსი.
თეატრშიც ეს ორივე უნდა იქნას წარმოდგენილი. დრამა ერთადერთი ჟანრია, რომელსაც ეს
ძლუძს. დრამა სრულყოფილი ჟანრია, რადგან შეიცავს ლირიზმსა და ეპოპეას. ტრაგედიიდან კი
გაძევებულია პოეზია. მართალია დრამა თავისუფალი ჟნრია, მაგრამ მაინც ხელოვნებაა და
ამიტომ გარკვეულ შეზღუდვებთან მაინც გვაქვს საქმე. ეს შეზღუდვაა ლექსის ფორმის ხმარების
აუცილებლობა. ჰიუგო წინააღმდეგია პროზაული დრამისა და ალექსანდრინის გამოყენებას
მოითხოვს. თუმცა აუცილებელია დარღვეულ იქნას ამ ფორმის მონოტონურობა და საჭიროების
მიხედვით გამოყენებულ იქნას ლირიკული, ეპიკური, ამაღლებული გრძნობები. ლექსი უნდა
იყოს თავისუფალი, გულწრფელი, უნდა გაბედოს თქვას ყველაფერი შიშის გარეშე, უნდა
გადადიოდეს კომიკურიდან ტრაგიკულში, არტისტულიც უნდა იყოს და ნამდვილიც.
1830 წელს კომედი ფრანსეზში იდგმება ჰიუგოს რომანტიკული დრამა, ერნანი, რომელიც
ძველსა და ახალ თაობას შორის დაპირისპირებას იწვევს. ერნანში სრულიად უარყოფილია
კლასიცისტური ნორმები: დარღვეულია ადგილის ერთიანობა - მოქმედება
გადადის სარაგოსადან არაგონის მთებში; დროის ერთიანობა - მოქმედება 24 საათის ნაცვლად 6
თვე გრძელდება. ჰიუგო არ უარყოფს მოქმედების ერთიანობას, მაგრამ მისთვის ეს არ ნიშნავს
სიმარტივესა და მეორეული მოქმედების არარსებობას, არამედ სხვადასხვა მოქმედებების ერთი
ღერძის ირგვლივ გაერთიანებას. კლასიციზმისათვის უკეთილშობილეს ფორმად მიჩნეული
ალექსანდრინი ერნანში გათავისუფლებულია და ემორჩილება ფარსული საუბრის რიტმს, რაც
აღშფოთებას იწვევს ძველ თაობაში. ამასთანავე ხდება ტონთა აღრევაც, ერთდროულად გვაქვს
ფარსული, ლირიკული და ეპიკური ჩანართები.
პოეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა ვიქტორ ჰიუგო

ლიტერატურულ მოღვაწეობას ჰიუგო პოეზიით იწყებს. მისი პირველი პოეტური


ნაწარმოებები ოდებია, რომელთა მთავარი თემებია თანამედროვე სამყარო, ისტორია, რელიგია,
პოეტის როლი. ამ ნაწარმოებებში უკვე იკვეთებ კლასიკური ნორმების უარყოფა და პოეზიის
ახლებური ხედვა. 1828 წელს ჰიუგო მთელ თავის ადრეულ პოეტურ ნაწარმოებებს თავს უყრის
კრებულში ოდები და ბალადები. 1830 – 1840 წლებში დაწერილი ლექსები უფრო ლირიკულია
და მიემართება ქალს, ღმერთს, მეგობრებს, ბუნებას. თუმცა ჰიუგო მაინც ვერ უძლებს ცდუნებას
და ლექსების უმრავლესობაში გატარებული აქვს ეპიკური თემებიც. 1853 წელს ბელგიაში მყოფი
პოეტი წერს ნაცვალგებას, რომელიც მიმართულია ნაპოლეონ III-ის წინააღმდეგ, და ფარულად
ავრცელებს მას საფრანგეთში იმ იმედით, რომ ამით ხალხის ამბოხს გამოიწვევდა. პოემაში
აღწერილია მთელი ის უბედურებები რაც იმპერიალიზმმა მოიტანა და მოწოდებაა ხალხისადმი,
გამოიღვიძონ და ერთად შეებრძოლონ ამ ბოროტებას. აქვე პოეტი მსჯელობს უმაღლეს დასჯაზე:
ჰიუგო წინააღმდეგია სიკვდილით დასჯისა და სჯერა რომ საბოლოოდ ღმერთი ყველას
სამაგიეროს მიაგებს. ბოლოს კი ავტორი იმედიან მომავალზე ლაპარაკობს, როცა
დასრულდება იმპერია და ადამიანთა ტანჯვას ბოლო მოეღება. 1856 წელს იწერება განჭვრეტა,
რომელიც ჰიუგოს პოეზიის მწვერვალად ითვლება. პოემის დიდი ნაწილი ეძღვნება პოეტის
დაღუპულ ქალიშვილს, ლეოპოლდინას და თავად ავტორის სამშობლოდან წასვლას. აქ
გადმოცემულია პოეტის ტრანსფორმაცია ბუნების უბრალოდ თვალიერებიდან ციურ სხეულთა
განჭვრეტამდე, ბუნების აღწერიდან ისტორიულ მსჯელობებამდე. ყოველივეს ცენტრშია
სიკვდილი, რაც შედარებულია გადასახლებასა და სულიერ უბედურებასთან. აქვე იკვეთება
წმინდად რომანტიკული ფილოსოფია. პოეტს მიაჩნია, რომ სული გაფანტულია ირგვლივ
ყველაფერში - უბრალო ქვიდან დაწყებული ანგელოზით დამთავრებული. ყველაფერი
ცოცხლობს, ყველაფერი განიცდის. პოეტი-წინასწარმეტყველის თვალში ყველაფერი ცოცხლდება
და მიიწევს სიწმინდისკენ, სულიერებისკენ. საბოლოოდ კი ერთ დღესაც ადამიანი ღმერთთან
მიაღწევს. ამასთანავე, ჰიუგო ავტორია საუკუნეთა ლეგენდისა, რომელიც ფრანგულ
ლიტერატურაში ერთადერთ ჭეშმარიტ ეპიკურ პოემადაა მიჩნეული.

რომანისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კოზეტი, საბრალონი, ემილ ბეიარი

მკითხველთა ფართო წრეებში ჰიუგო თავისი რომანებითაა ცნობილი. პირველი რომანი, „ბუგ-


ჟარგალი“ 16 წლისამ დაწერა, ბოლო, „ოთხმოცდაცამეტი წელი“ კი 72 წლის ასაკში. შედარებით
ადრე დაწერილი რომანები, მათ შორის „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, ისტორიულ რომანებს
განეკუთვნება, თუმცა სკოტის რომანებისგან განსხვავებით, ჰიუგოსთან ისტორიის მიღმა
ყოველთვის აწმყოზეა ლაპარაკი. გაცილებით რთულია „სიკვდილმისჯილის უკანასკნელი
დღისა“ და „კლოდ გეს კლასიფიცირება“. ესენი უფრო ისტორიულ-სოციალურ რომანებს
ეკუთვნის, რომლებშიც ავტორი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ილაშქრებს. სოციალურ
პრობლემატიკას ეხება „საბრალონიც“, რომლის ფენომენალურმა წარმატებამ კრიტიკოსებში
გაკვირვებაც კი გამოიწვია. ამ უზარმაზარ ნაწარმოებში ერთადაა თავმოყრილი მელოდრამა,
რეალისტური სურათები და დიდაქტიკური ესე. მისი პერსონაჟები და მათი ცხოვრება დღეს
უკვე მითების სიმაღლეზეა აყვანილი. 1874 წელს დაწერილი „ოთხმოცდაცამეტი წელი“
საბოლოოდ აკონკრეტებს ჰიუგოსათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას
- საფრანგეთის რევოლუციის გადამწყვეტ როლს პოლიტიკაში, საზოგადოებასა
და ლიტერატურაში.

პიესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
 კრომველი, 1827
 ერნანი, 1830
 მარიონ დელორმი, 1831
 მეფე ერთობა, 1832
 ლუკრეცია ბორჯია, 1833
 რუი ბლაზი, 1838
 ბიურგრავები, 1838

ბაირონის თარგმნა საქართველოში XIX საუკუნიდან დაიწყო, მის პირველ ქართველ

მთარგმნელთა შორის იყვნენ  ლიტერატურა


ბაირონი რომანტიზმიშ პროგრესული ფსუაშ უდიდაში წჷმმარინაფალი რე დო, თეწკჷმა,
ხანტილური ზიტყვაშ დიდი ორსანტი და ნოვატორი. XIX ოშწანურაშ მიარე ქიანაშ
ლიტერატურას ბაირონიშ პოეზიაქ გაჭყჷ მუშობური მიმალობა, ნამუსჷთ ბაირონიზმიქ გიადჷ.
თის შხვადოშხვა ქიანეფს გიშმეჭანუანდჷ კონკრეტული ისტორიული პირობეფი; შხვადოშხვა
ჭარუეფიშ აკოქიმინჯალა ოსქვებურო გჷმოხანტჷნდჷ ბაირონიშ პოეზიაშო დამახასიათაფალ
შხვადოშხვა განს. სამანგათ ინგლისის ჩარტისტულ პოეზიაქ გეჭოფჷ ბაირონიშ რევოლუციური
პათოსი, საფრანგეთის ვიქტორ ჰიუგოქ - ბაირონიშ დუდიშალაშ იდეალი, ა. დე ვინიქ -
ხვალახობაშ გენწყილობა. ბაირონიშ პოლიტიკური იდეალეფი აკირზიის იტალიარი პოეტეფქ უ.
ფოსკოლოქ, ს. პელიკოქ, ჯ. ლეოპარდიქ, გერმანალი ჰ. ჰაინექ დო უნგრალი შ.
პეტეფიქ. რუსეთის ბაირონიშ მეარყე გენწყილობას მეჸუნდეს კ. რილეევი, ალექსანდრე პუშკინი,
გჷშაკერძაფილო მიხეილ ლერმონტოვი. საქორთუოს ბაირონს უმოჯგირუანს ბნიკოლოზ
ბარათაშვილი მუში რომანტიკულ-ლირიკული გენწყილობათ დო პათეტიკური ინტონაციათ.
ბაირონიშ თანგუაქ საქორთუოს XIX ოშწანურაშე დიჭყჷ. თიშ მაართა ქორთუ მათანგალეფ შქას
რდეს ილია ჭავჭავაძე დო აკაი წერეთელი.

პოეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
 ოდები და ბალადები, 1828
 ორიენტალები, 1829
 შემოდგომის ფოთლები, 1831
 დაისის სიმღერები, 1835
 შინაგანი ხმები, 1837
 სხივები და ჩრდილები, 1840
 ნაცვალგება, 1853
 განჭვრეტა, 1856
 საშინელი წელი, 1871
 ბაბუად ყოფნის ხელოვნება, 1877
 საუკუნეთა ლეგენდა, 1859, 1876, 1883

You might also like