Professional Documents
Culture Documents
ელენი და პატარა რძალი
ელენი და პატარა რძალი
ის, რაც ახლა მე თქვენ უნდა მოგიყვეთ, ნამდვილად მოხდა. საღამოს, როდესაც ხეები
თავიანთ აჩრდილებთან მარტონი რჩებიან, ხოლო ზეცა ბაცი ლილისფერი ხდება,
იდუმალი ტყის პირას, უბერებელი ჯადოსანივით ლამაზ, ცისფერთვალა ქალისგან
მოვისმინე მე ეს ყველაფერი:
_ მამამისს, ჯერ კიდევ მის დაბადებამდე შეერჩია გოგონასთვის სახელად ინჯი,
რომლის ბავშვობაც მწერალთა, ხელოვანთა და პოეტთა შორის, ყმაწვილქალობა კი
თაყვანისმცემელთა ხალხმრავალ წრეში განვლილა. ოციოდე წლის ინჯი, ძველი
ოსმალური გვარის შთამომავალს მიჰყვება ცოლად...