Document

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ძალადობა სხვისი იდეალების, ფიქრის, რწმენის ფეხქვეშ გათელვაა თუ საკუთარი ძალის

დემონსტრირებით ტკბობა.

ძალადობა ჩემი აზრით ნებისმიერ სიტუაციაში დასაგმობი რამაა, მაგრამ ,რა თქმა უნდა,
მაინც ხშირად ვხვდებით მის მაგალითებს ჩვენს ცხოვრებაში. ძალადობა უმეტეს შემთხვევაში
უმიზეზოდ არ ხდება, მაგრამ რაც არუნდა იყოს გასამართლებელი მაინც არაა. ეს მოქმედება
განვითარებული ადამიანის მოქმედების საზღვრებს სრულიად სცდება და პირიქით
გაუწონასწორებელ, თავმოუთოკავ ცხოველსაც კი ემსგავსება.
შუშანიკის წამების მოცემულ მონაკვეთში კარგად იკვეთება ვარსქენის ძალადობრივი
მიზეზი. ვარსქენმა შუშანიკს ეს ამხელა უბედურება იმიტომ დაატეხა თავს, რომ არ ესიამოვნა
და არც წარმოედგინდა, თუ როგორ უნდა ეთქვა უარი მის ცოლს რამეზე, თუნდაც ისეთზე,
როგორიც სარწმუნოების შეცვლაა. ვარსქენი არა მხოლოდ შუშანიკზე ძალადობით თესდა
შიშს ხალხში, არამედ ვინც წინ გადაეღობებოდა. ომიდან დაბრუნებულს ცოლის ძებნაში,
აფოცი შეეწინააღმდეგა და უთხრა:,,უფალო, რაისა ეგრე იქმ და იტყვ ეგრეთ ბოროტსა და
აგინებ ეპისკოპოსსა და წმიდათა შუშანიკ რისხვით ეტყვ?!”. ამ ყველაფრის მიუხედავად
ვარსქენი მაინც არ ჩერდებოდა და შუშანიკის დასჯის წყურვილით დაბრმავებული
ყველაფერ წინაღობას იშორებდა გზიდან. აფოცსაც კვერთხი ჩაარტყა, ეს იმის სიმბოლოდ,
რომ თითქოს მას არ ჰქონდა შეპასუხების უფლებაც კი. შემდეგ კი შუშანიკი ეკლიან გზაზე
სულ თრევით წამოიყვანა, ყველას დასანახად და გასაგებად, რომ ის ვინც მას წინ
დაუდგებოდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ ვინ იქნებოდა ის, ყველას სასტიკად
გაუსწორდებოდა. სწორედ ეს არის მისი ხასიათი და მენტალობა, რომ დაეთესა სხვებში შიში
და სხვისი რწმენა თუ იდეალები ფეხ ქვეშ გაეთელა. ამის მაგალითად შეგვიძლია ასევე
იოვანე საბანისძის ,,აბოს წამება”. იქაც სწორედ იგივე მიზნით სჯიან აბოს სიკვდილით, მათი
მიზანია სხვებმაც დაინახონ, თუ როგორ დაისჯება ყველა ვინც არ დაემორჩილება მათ. ასევე
შეგვიძლია მაგალითად ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მმართველი ადოლფ
ჰიტლერიც ვახსენოთ. ის ყველას ვინც არ მოსწონდა და ან არ მოსწონდა რასაც ისინი
საქმიანობდნენ, პირდაპირ არანაირი გამოსწორების უფლებასაც არ აძლევდა და არც
აფრთხილებდა წინასწარ, პირდაპირ ხოცავდა მათ. სწორედ ეს იყო მათი მიზანი, რომ
დაეთესათ შიში მოსახლეობაში, რომ ვინც მათ არ დაემორჩილებოდა, ვინაობის მიუხედავად
ყველა სასტიკად დაისჯებოდა.
მსგავსი მაგალითები დღესაც მრავლად გვაქვს, თუნდაც ნებისმიერი დიდი კარგად
განვითარებული ქვეყანა, მაგალითად რუსეთი, ან თუნდაც ამერიკა, მაგრამ მათ შორის, რა
თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა. რუსეთი ამერიკისგან განსხვავებით არის ოკუპანტი ქვეყანა.
რუსეთი ახლა, თუნდაც უკრაინასთან ომში დატყვევებულ ადამიანებს საშინლად ეპყრობა და
აწამებს, ამას კი მხოლოდ იმ მიზნით აკეთებს, რომ სხვა ქვეყნებსა და ერებს შიში
დაეუფლოთ. საერთო კი აქვთ, რომ თუ მათ ვინმემ რაიმე უმნიშვნელო ზიანიც კი მიაყენა,
მყისვე გააქრობენ რუქიდან. მათი მიზანიდ სწორედ ისაა, რომ დათესონ შიში სხვა ქვეყნებში.
ჩემი აზრით, ყოველგვარი ძალადობა ნებისმიერი მიზნით, იქნება ეს შურისძიების, თუ
ძალაუფლების გამოვლენის მიზნით არის მიუღებელი, მითუმეტეს დღეს 21-ე სუკუნეში
უამრავი გზა არსებობს, ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად. საბოლოო ჯამში კი
ძალადობა ორივეა საკუთარი ძალაუფლებით ტკბობაც და სხვისი იდეალების ფეხქვეშ
გათელვაც, ეს ყოველივე კი მიუღებელი უნდა იყოს ყველა ნორმალური ადამიანისთვის.

You might also like