Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 12

რეფერატი

დამოკიდებულება სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტზე

ელენე მამალაძე

ფსიქოლოგია

ხელმძღვანელი: დავით ნატროშვილი

კავკასიის უნივერსიტეტი

თბილისი, 2022
შინაარსი

ლიტერატურის მიმოხილვა.......................................................................................................3

შესავალი .......................................................................................................................................5

ურთიერთობა სოციალურ სივრცესა და სწავლას შორის.....................................................7

დრო სოციალური სივრცეების გარეშე...................................................................................10

ბიბლიოგრაფია...........................................................................................................................12

2
ლიტერატურის მიმოხილვა
დარია კუსი და მარკ გრიფიტსი 2017 წელს გამოცემულ სტატიაში „სოციალურ
ქსელებზე დამოკიდებულება“ განიხილავენ, თუ რამდენად მოიმატა დამოკიდებულ
ხალხთა რაოდენობამ და რამდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ეს მომავლისთვის.
ასევე, წერენ იმაზე თუ რამდენი დადებითი მხარე აქვს სოციალურ ქსელებს, მაგრამ
ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ საზოგადოება არასწორი გზით იყენებს მათ,
რასაც აუცილებლად ცუდი დასასრული მოჰყვება.

მათი თქმით, სოციალური ქსელები აღარ გამოიყენება იმ მიზნით, რისთვისაც მას


რამდენიმე წლის წინ იყენებდნენ. სოც. ქსელები ფაქტობრივად ადამიანთა
კომუნიკაციის ყველაზე მოხმარებადი საშუალება გახდა, რის გამოც რეალური
ურთიერთობა და კონტაქტი შემცირდა.

დღესდღეობით, ადამიანებისთვის წარმოუდგენელია იცხოვრონ ინტერნეტის გარეშე,


რადგან ეს უკვე მათი ყოველდღიური რუტინაა. ასევე, სოციალური ქსელები უკვე
ითვლება მასლოუს პირამიდის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებში. (Kuss, D., Griffits,
M. 2017, March 14)

სოციალური ქსელები ყველაზე აქტიური გახდა 1997 წელში, მაშინ როდესაც ხალხმა
დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რამდენად პატარაა ის სამყარო სადაც იმყოფებიან და
რამდენად შეუძლიათ გააფართოვონ მათი გარშემო წრე გარე სამყაროსთან
კონტაქტის დამყარებით. 2004 წელს, როგორც კი შეიქმნა Facebook, მაშინვე ყველაზე
პოპულალური სოციალური ქსელი გახდა, დღესდღეობით ამ საიტის მომხმარებელთა
რიცხვი სამ მილიარდს აღწევს. Statista, (2021, November 1)

თანდათანობით, განვითარების შედეგად შეიქმნა კიდევ მრავალი ამდაგვარი საიტი,


ან პროგრამა, რომელიც ხალხს ეხმარებოდა გაეცნო მეტი ხალხი სხვადასხვა
ქვეყნიდან, რასაც საბოლოოდ არც თუ ისე ცუდი შედეგი მოჰყვა. ინტერნეტ
მეგობრობას საზოგადოების დიდი ნაწილი, უმეტესად თინეიჯერები დიდ
მნიშვნელობას ანიჭებენ, გარკვეული ნაწილისთვის მათი ყოლა უმნიშნველოვანესი
ფაქტორია, რადგან მათ უჭირთ რეალური მეგობრების გაჩენა. იმის ფონზე, რომ
სოციალურ ქსელში ფაქტობრივად ყველაფერი ხელმისაწვდომია და ბევრად უფრო
მარტივია, უპირატესობა ენიჭება ონლაინ კომუნიკაციას, რადგან ზედმეტი
ვალდებულებებისგან და საჭიროებებისგან თავის არიდების საუკეთესო გზაა.

ბოლო რამდენიმე წელში, კიდევ ბევრი სოციალური პლათფორმა წამოიწია წინა


პლანზე, მაგალითად Instagram, რომელიც 2010 წელს დაარსდა. დღესდღეობით ამ
პლათფორმის მომხმარებელთა რიცხვი ორ მილიარდამდე იზრდება, რაც ასეთ მოკლე
დროში პოპულარულობის პირველი შემთხვევაა. Iqbal, M (2022, January 19)

3
2011 წელს შეიქმნა პლათფორმა Snapchat, რომელიც დიდი პოპულაციით სარგებლობს
შეერთებულ შტატებში, მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით მოხმარებადი
აპლიკაცია არ გამხდარა. Snapchat-ის მთავარი ფუნქცია ის არის, რომ მომხმარებლებს
შეუძლიათ სხვადსხვა ეფექტებით გადაიღონ სურათები და გააკეთონ ყოველდღიური
განახლებები თავიანთ დღეებზე, ასევე გაუგზავნონ მათ მეგობრებს ფოტოები და
შეადგინონ მთელი მათ შორის განვითარებული დიალოგი მხოლოდ ფოტოების
გაგზავნით. ამ პლათფორმის მომხმარებელთა რიცხვი დღესდღეობით სამასი
მილიონია. Statista, (Nov 1, 2021

სოციალურ ქსელებს ასევე გამოიყენებენ ბლოგერობისთვის, რომელსაც


მიკრობლოგერობა ეწოდება. ბლოგერობისგან განსხვავებით, ეს აღიქმება უფრო
როგორც ადამიანის პირადი დღიური. მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ
გამოაქვეყნონ თავიანთი აზრები, ჩანაწერები და ნებისმიერი სახის პოეზია მათ
ბლოგზე. არაერთი შემთხვევა ყოფილა იმისა, რომ მსგავსი მიკრობლოგერობის
ფონზე ადამიანებს მოეპოვებინათ დიდი პოპულარულობა და გაეფართოვებინათ
თავიანთი შესაძლებლობები. მიკრობლოგერობა ერთ-ერთი ანაზღაურებადი
სოციალურ ქსელში აქტივობაა, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ როგორც ონლაინ
სივრცის სასარგებლოდ და საჭიროებისამებრ გამოყენებად.

2021-2022 წლებში, ყველაზე პოპულარული პლათფორმა გახდა Tik Tok, რომელსაც


იყენებს ნებისმიერი ასაკის პიროვნება. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია
გადაიღოს ვიდეოები და გამოაქვეყნოს, შემდეგ კი თვითონ ეს პლათფორმა
განსაზღვრავს თუ რამდენად ღირს ეს ვიდეო ნახონ სხვა ადამიანებმა. Tik Tok-ის
ფონზე, მრავალი მომხმარებელი გახდა მილიონერი, მათ შორის შედიან
ქართველებიც, რომლებმაც არა მილიონი, მაგრამ საკმარისად დიდი შემოსავალი
მიიღეს. Iqbal, M (2022, January 19)

სოციალური სივრცის სათამაშოდ გამოყენება, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მავნე


საქმიანობაა ადამიანისთვის. ისეთ ადიქციას, რომელსაც თამაშები იწვევს, ვერც ერთი
სხვა პლათფორმა ვერ გამოიწვევს. განსაკუთრებით ცუდი მაჩვენებელია
თინეიჯერებში, რადგან ისინი არიან ყოველდღიური მომხმარებლები. ახალი სახის
თამაშები ფაქტობრივად ყოველ დღე ემატება, საიდან გამომდინარეც მოთამაშეთა
რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება. ყველაზე მეტად ამ ფლათფორმებს მოიხმარნენ
ის თინეიჯერები, რომლებიც ინტროვერტები არიან. როდესაც საზოგადოებაში ყოფნა
მათ დისკომფორტს უქმნის, დროის თამაშით გაყვანა მათთვის საუკეთესო ხერხია.
სამწუხარო ფაქტორია ის, რომ 21-ე საუკუნეში მსგავს აქტივობებს ბევრად უფრო
მეტი დრო ეთმობა, ვიდრე წიგნის კითხვას და ისეთი პროდუქტიული საქმიანობების
კეთებას, რომელიც ადამიანისთვის სასარგებლოა და განვითარებაში ეხმარება. ჩემი
აზრით, თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ახლაა და თანდათანობით უფრო

4
გაიზარდა იმ პიროვნებათა რიცხვი, რომელიც სოციალურ სივრცეზეა
დამოკიდებული, ძალიან მალე ადამიანთა განვითარება დაბალ დონეზე დაეცემა.
ამავე პერიოდში, როდესაც საზოგადოების ნაწილი დროს ინტერნეტში ყოფნას
უთმობს, მეორე ნაწილი კიდევ უფრო აფართოებს ინტერნეტში ხელმისაწვდომი
საშუალებების რიცხვს. მომავლის სფერო სავარაუდოდ იქნება ისინი, რომელიც
ტექნოლოგიებთან იქნება კავშირში, რადგან მსგავსი განვითარების ფონზე ძალიან
მალე უამრავ საქმიანობას ჩაანაცვლებს რობოტები, კომპიუტერები და ა.შ. (Adair, C.)

შესავალი

თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ სოც. ქსელებზე დამოკიდებულება 21-ე


საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა თითოეულ ქვეყანაში. მას
შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია დაიწყო, ეს პრობლემა კიდევ უფრო განვითარდა
და ამჟამად პიკს მიაღწია. სტატისტიკების მიხედვით, 2020-2021 წლებში
სოც.ქსელების მომხმარებელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ონლაინ
ურთიერთობები წინა პლანზე წამოიწია, ხოლო პირისპირ შეხვედრებმა
საგრძნობლად დაიკლო. ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთ ბლოგერს უსაუბრია,
საბოლოო დასკვნა კი ყველა მათთაგანისთვის ერთნაირია - ამ პრობლემის
მოსაგვარებლად სასწრაფოდ არის საპოვნელი გზები, რადგან ასეთი ინტენსიურობით
სოც.ქსელების და ინტერნეტის გამოყენება ადამიანებისთვის საზიანო იქნება იმიტომ,
რომ ხალხთა შორის რეალური ურთიერთობები ის არის, რაც თითოეულ ადამიანს
სჭირდება, სოც.ქსელებზე ადიქციის გამო, ეს ვერ ხერხდება, რადგან ასეთი გზით
კომუნიკაცია ბევრად უფრო კომფორტული და მარტივია.

ნებისმიერი პირის მიზანი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობს, არის


ის, რომ ადამიანებს დაეხმაროს გააზრებაში, თუ რამდენად დიდ პრობლემასთან აქვთ
საქმე, გაუაზრებლად. დილით გაღვიძება და გაღვიძებისთანავე სოც.ქსელების
შემოწმება და ნიუსების წაკითხვა უკვე იმდენად გამჯდარი აქვს თითოეულ მათგანს,
რომ უკვე გააზრების გარეშე აკეთებენ ამას, უნებურად.

ადრე, შეგვეძლო გვეთქვა, რომ ადამიანები ინტერნეტს მხოლოდ იმისთვის


იყენებდნენ, რომ მიეღოთ ინფორმაცია, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა და
ინტერნეტის გამოყენება ჩვენთვის ჩვეულებრივი რუტინა გახდა, რომლის გარეშეც
სტატისტიკურად მოსახლეობის 87% ვერ ძლებს. (Zhao, N., Zhou, G., 2021, February 9)

5
ავსტრალიელმა 23 წლის ბენ პეკმა, ჩაატარა კვლევა თუ რამდენ ხანს გაძლებდა
სოც.ქსელის მოხმარების გარეშე. იგი წერდა ყოველდღიურ განახლებებს, მართალია
მან მხოლოდ 5 დღის მანძილზე მოახერხა ეს, მაგრამ მისი თქმით, ეს იყო მისთვის
განსატვირთი პერიოდი, მიხვდა თუ რამდენად დამოკიდებული იყო და რამხელა
შვება იგრძნო ამ პერიოდის მანძილზე. (Kuss, D., Griffits, M. 2017, March 14)

სოციალურ ქსელებზე ადიქცია თითოეულ ჩვენთაგანს გვაწუხებს, მაგრამ ეს არც თუ


ისე რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა. მთავარი არის მონდომება და მოტივაცია,
რომ საკუთარი თავი ამ დამოკიდებულებისგან განათავისუფლოთ. დასაწყისისთვის
ყველაზე მარტივი იმ დროის შემცირებაა, რაც ინტერნეტს ეთმობა, შემდეგი ნაბიჯები
კი ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდება, ვიდრე მანამდე ჩანდა.

დღევანდელი სიტუაციისთვის ბრალი მიუძღვის პანდემიას. მაგრამ, სამწუხარო


ფაქტი არის ის, რომ მაშინაც კი, როდესაც პანდემია დამთავრდება, ხალხს ადიქცია
მაინც არ გაუქრება. Covid-19-ის გამო, საზოგადოების დიდ ნაწილს უწევს
ყოველდღიურად სახლში ყოფნა, ონლაინ მუშაობა, სწავლა და ა.შ, რაც რა თქმა უნდა
ბევრად უფრო კომფორტულია ვიდრე დილას გაღვიძება და სამსახურში ან სკოლაში
წასვლა, მაგრამ ამ ყველაფერს ჰქონდა ბევრად მეტი პლიუსი, ვიდრე საქმის ონლაინ
კეთებას. ხალხი გადაეჩვია ტემბრში ყოფნას.

სანამ 2019 წელს პანდემია დაიწყებოდა, ყველას ჰქონდა დაგეგმილი გრაფიკი, რასაც
ყოველდღიურად მიჰყვებოდნენ და ამ ფაქტს შეჩვეულები იყვნენ. ახლა კი, ეს
გრაფიკი სრულიად დარღვეულია, რაც არ არის ხალხის ბრალი, სიტუაციიდან
გამომდინარეობს, მაგრამ ყველა იმდენად შეეგუა ამ სიტუაციას, რომ მათი თავიდან
რიტმში ჩაწყობა იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე პანდემია. ბევრ სამსახურსა
თუ სკოლას, ამ ეტაპზე ისიც კი ურჩევნია, რომ ონლაინ საქმის კეთება კიდევ უფრო
დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ამ გზით მათ აქვთ ნაკლები პასუხისმგებლობა,
რადგან ისინი ფაქტობრივად არ მონაწილეობენ ადამიანების ცხოვრებაში, ისინი
მხოლოდ პატარა როლს ასრულებენ, რომელიცაა ან გაკვეთილის ჩატარება ან რაიმე
გეგმის მიცემა თანამშრომლისთვის, რომელიც უნდა შესრულდეს. ლაპარაკი არც
ღირს თვითონ მოსწავლეებსა და მომუშავე პირებზე. ისინი იმყოფებიან სრულ
კომფორტში, რადგან არ უწევთ სახლიდან გასვლა, იმის ნაცვლად რომ მაგიდასთან
მჯდომიარეებმა გაატარონ 6-7 საათი, შეუძლიათ ყველაფერი ისე აკეთონ, რომ
ლოგინიდან არც ადგნენ. (Zhao, N., Zhou, G., 2021, February 9)

ხალხს უყვარს კომფორტი, გასაკვირი არც არის, მაგრამ შეიძლება ვალდებულებად


ჩაითვალოს, რომ კომფორტი დაირღვეს. მსგავსი ცხოვრება მოსაწყენია, როდესაც შენს
გარშემო ყველაფერი შენთვის კომფორტულად ხდება. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტს
წვალობ რაღაცის მისაღწევად, მით უფრო აფასებ. როდესაც მარტივად იღებ იმას, რაც
გინდა შრომისუნარიანობა ასე თუ ისე ქრება, რაც შეიძლება კრახით დამთავრდეს,

6
რადგან ადამიანს გარანტირებულად არასდროს არაფერი აქვს. შეიძლება პიროვნებამ
წლების მანძილზე იწვალოს, არაფერი არ აკლდეს და იდეალურად ცხოვრობდეს,
მაგრამ ერთი პატარა დეტალი და ეს ყველაფერი გაქრეს, მას უნდა ჰქონდეს უნარი,
რომ დაკარგულის დასაბრუნებლად კიდევ იშრომოს. შრომა ერთ-ერთი განუყრელი
ნაწილია ადამიანის ცხოვრების, რომელსაც თანდათანობით ახშობს ის ფაქტი, რომ
სოციალური სივრცით შრომის გარეშეც შეიძლება ყველაფრის მოგვარება.

ურთიერთობა სოციალურ სივრცესა და სწავლას შორის


განვითარებული სიტუაციიდან გამომდინარე, გარდაუვალი ფაქტია, რომ სოციალურ
ქსელებზე დამოკიდებულებამ ხელი არ შეუშალოს განათლების დონეს და
აკადემიურ მოსწრებას. არაერთი კვლევა ჩატარდა ამ საკითხთან დაკავშირებით,
სტატისტიკური მაჩვენებელი კი ფაქტობრივად ყველგან ერთნაირი იყო.

განათლების დონემ საგრძნობლად დაიკლო მთელ მსოფლიოში, რაც ფატალურ


შედეგამდე მიგვიყვანს, რადგან მომავალ თაობაში კიდევ უფრო დაეცემა
მაჩვენებელი. ტექნოლოგიების მუდმივი განვითარება არის იმის წინაპირობა, რომ
თანდათანობით დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება. მაგალითად, იმ დროს,
როდესაც ადამიანებს არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებზე,
მათი დრო ფუჭად არ იკარგებოდა, ახლა კი ხალხი სოც. ქსელს იმაზე მეტ დროს
უთმობს, ვიდრე სასარგებლო საქმეებს.

სოციალურ ქსელებს აქვს ნეგატიური გავლენა ფიზიკურ და მენტალურ


ჯანმრთელობაზე, გამომწვევია დეპრესიის, მანიის, მღელვარების. კვლევების
ჩატარების შემდეგ, უკვე ცნობილი ფაქტია, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლები
უმეტესად არიან პიროვნებები, რომლებსაც აწუხებთ სტრესი, დაბალი თვითშეფასება
და დეპრესია. ბოლო ათწლეულში, სოციალური ქსელების ზედმეტად გამოყენება
თინეიჯერების ყოველდღიური რუტინა გახდა, რის შედეგადაც ისინი აიგნორებენ
რეალურ პრობლემებს, აქვთ ცვალებადი ხასიათები და ფიზიკური პრობლემები ( მაგ.
ინსომნია)

მსგავსი დაავადებები შესაძლოა თავიდან არც ისე დიდ პრობლემად ჩაითვალოს,


მაგრამ თანდათანობით იმდენად პრობლემატური გახდება, რომ გარდაუვალი და
ცუდი შედეგები აუცილებლად მოჰყვება.

მსგავსი პრობლემები, ჩატარებული კვლევის მიხედვით უფრო მეტად აწუხებთ


კაცებს, ვიდრე ქალებს. მამაკაცები ბევრად უფრო ინტენსიურად მოიხმარენ
სოციალურ სივრცეს, რადგან მათთვის საინტერესო აქტივობებია, როგორიცაა
მრავალგვარი სახეობის თამაშები.

7
ამ შემთხვევაში, ყველანაირი გენდერული თანასწორობის მიუხედავად, შეიძლება
ითქვას, რომ მსგავს საკითხებში კაცებს უფრო დიდი ნიჭი აქვთ ვიდრე ქალებს,
რადგან მსგავსი აქტივობები მამაკაცებს ინტერესებში უფრო შედის ვიდრე ქალების.
რა თქმა უნდა არ არის ყველა მათგანზე საუბარი, რადგან ბევრი მდედრობითი სქესის
წარმომადგენელია ცნობილი, რომლებიც მსგავსი აქტივობებით საკმაოდ სოლიდურ
თანხას შოულობენ. (Azizi, S., Soroush, A. & Khatony A. 2019, May 3)

როდესაც ახალგაზრდები თამაშს იმაზე მეტ დროს უთმობენ ვიდრე სწავლას,


თავისთავად დიდი გავლენაა მათ აკადემიურ მოსწრებაზე. ხოლო რაც პანდემიის
დაწყების შემდეგ, თამაშებზე დამოკიდებულთა პირების რაოდენობა კიდევ უფრო
გაიზარდა. დღესდღებოით ვიდეო თამაშებს მოსახლეობის ორ მილიარდზე მეტი
ყოველდღიურად თამაშობს, რაც თავისთავად ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ასევე,
ვარაუდობენ, რომ 2023 წლისთვის ეს რიცხვი ხუთ მილიარდს მიაღწევს, რაც იმაზე
მეტყველებს, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრა ზედმეტად რთული საკითხი იქნება.

ჯანმრთელობაზე მძიმე გავლენას ახდენს ვიდეო თამაშები, იწვევს პარანოიას,


შიზოფრენიას, რომლებიც ერთ-ერთი საშიში დაავადებებია, მითუმეტეს
მოზარდობის ასაკში. თინეიჯერები კი კოვიდ პანდემიის დროს იმდენად შეეჩვივნენ
მსგავსი აქტივობებით დროის გაყვანას, რომ გადაჩვევა ურთულესი საკითხია.

მოზარდებს დრო ფაქტობრივად აღარ რჩებათ, რომ სწავლას დაუთმონ. მაშინ


როდესაც ეს პირიქით უნდა ხდებოდეს, და სწავლის გამო არ უნდა რჩებოდეთ დრო,
რომ ითამაშონ. შეიძლება ვთქვათ, რომ მშობლები არიან დამნაშავეები. გარკვეულ
ასაკამდე, უნდა თუ არა ეს მოზარდს, მშობელი უნდა აკონტროლებდეს იმ
აქტივობებს, რასაც ბავშვი აკეთებს. უკონტროლობის ფონზე, თინეიჯერთა ნახევარი
ფაქტობრივად „მომავალს ინგრევს“, რადგან ის საბაზისო ცოდნა, რომლის ქონაც
სრულწლოვნობამდე აუცილებელია, არ აქვთ იმიტომ, რომ მათი ცნობიერების არე
სოციალურ სივრცეს უკავშირდება.

არსებობს ბევრი საშუალება, რისი მეშვეობითაც მშობლებს შეუძლიათ დააწესონ


Screen-Time, რომელიც მათ ხელს შეუწყობს, რომ აღნიშნულ დროს მოზარდმა ვერ
გადაამეტოს და ყოველდღიურად მხოლოდ გარკვეული საათის გატარება შეეძლოს
კომპიუტერთან ან ნებისმიერი სახის ტექნოლოგიასთან. მსგავსი მიდგომით, ბევრად
მარტივი იქნება მართვა, რომ მათი შვილები დაცულები იყვნენ იმ დაავადებებისგან,
რომლებიც გარდაუვალია.

შეერთებულ შტატებში ჩაატარეს კვლევა, იმის გასარკვევად თუ რამდენი მშობელი


უკონტროლებდა მის შვილს სოციალურ ქსელში გატარებულ დროს, რის შედეგადაც
დადგინდა, რომ მშობლების 48%-ს დაწესებული აქვს ყოველდღიური ლიმიტი, რისი
გადამეტებაც მათ შვილს არ შეუძლია. Statista, (2021, August 9)

8
ასევე გააკეთეს კომენტარი, რომ როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, თავისთავად
მოზარდის რეაქცია საზღვრებს სცდებოდა, იმდენად მძიმე ადიქცია ჰქონდა, რომ
ჩხუბი და პანიკა გარდაუვალი იყო, მაგრამ შეგუების შემდეგ, მოზარდმა მოახერხა
გაეანალიზებინა ის პრობლემა, რის წინაშეც იდგა და მას შემდეგ მისი ცხოვრება
ბევრად უფრო მარტივი გახდა.

იმის შემდეგ, რაც მშობლებმა დროის კონტროლი დაიწყეს, მათი შვილები


ჩართულები გახდნენ ბევრად პროდუქტიულ აქტივობებში, რომლებიცაა სკოლის
ჯგუფები, ცეკვა, ხატვა და ა.შ.. ფაქტია, თუ უმეტესობა მოახერხებს იმას, რომ
აკონტროლოს მათი შვილების დრო, ზრდასრულებმა კი საკუთარ თავს აიძულონ,
რომ ნაკლები დრო დაუთმონ სოციალურ სივრცეს და მათი დრო საჭიროებისამებრ
გამოიყენონ, ეს პრობლემა გაქრება.

დრო, ყველაზე ძვირფასი რამ არის. ამ ფაქტის გააზრება თითოეულმა ადამიანმა


უნდა მოახერხოს და იცხოვროს ამ ფრაზის მიხედვით. მაშინ, როდესაც ყველა
გაიაზრებს თუ რაოდენ დიდი მნიშნვნელობა აქვს თითოეულ წუთსა და წამს, ისინი
აღარ დახარჯავენ ამ ძვირფას დროს ისეთ აქტივობებში, რომელიც მათ არანაირ
სარგებელს არ ანიჭებს. ამის გააზრება ზრდასრულებისთვის უფრო მარტივია, რადგან
მათ უკვე გამოიარეს ის პერიოდი, როდესაც მთელი მათი სურვილები თამაშსა და
გართობისკენ იყო მიმართული. მოზარდებს კი ამ ყველაფრის გააზრებაში, რა თქმა
უნდა, მშობლები ან მათზე დიდი ადამიანები უნდა დაეხმარონ. მათთვის
ჯერჯერობით რთულია იმის მიხვედრა, რომ მოუწევთ ბევრი შრომა და სწავლა
იმისთვის, რომ ჰქონდეთ უზრუნველყოფილი ცხოვრება.

ჩემი აზრით, ამ პრობლემის არ გადაჭრის შემთხვევაში, მოხდება გენოციდი. თუ ამ


თაობის ბავშვებმა ისეთივე ინტენსიურობით გააგრძელეს სოციალური სივრცის
მოხმარება და უკუაგდეს სწავლაზე ფოკუსირება, განვითარებაზე ფიქრიც კი
წარმოუდგენელი საკითხი გახდება. მაშინ, როდესაც სამყარო განვითარების პიკს
აღწევს და დღითიდღე მეტი საშუალებაა, რომ ადამიანმა უზრუნველყოფილად
იცხოვროს, ეს შანსი სწორედ რომ ახალმა თაობამ უნდა გამოიყენოს.

9
დრო სოციალური სივრცეების გარეშე

არაერთმა ადამიანმა ჩაატარა საკუთარ თავზე კვლევა, თუ რამდენ ხანს გაძლებდა


სოციალური ქსელების გარეშე და რა ბენეფიტებს მიიღებდა ამის შედეგად.

ერთ-ერთი მათგანი არის ბლოგერი სარა პეკი, რომელმაც ჩაატარა ექსპერიმენტი,


სოციალურ მედიაზე ადიქციის მოსაშორებლად. იგი აცნობიერებდა, რომ ამის
გაკეთება საკუთარი შესაძლებლობებით საკმაოდ რთული იქნებოდა, ამიტომ
ექსპერიმენტში ასევე ჩართო მისი მეგობარი, რომელიც დაეხმარა სარას სოციალური
ქსელების წაშლაში და გაკონტროლებაში, რომ თავიდან არ ჩაეწერა.

პირველ რიგში, მან 30 დღის მანძილზე წაშალა ყველანაირი სოც. ქსელი. ის ამბობს,
რომ თავდაპირველად ეს იყო მისთვის ძალიან რთული, მაგრამ შემდეგ მან იგრძნო
თავისუფლება. ის ასევე ჰყვება თუ რამდენად პროდუქტიულად და სასარგებლოდ
გაატარა ეს 30 დღე და ასევე მისი ბლოგის მკითხველებს აძლევს რჩევებს თუ რა
გააკეთონ ამ პრობლემის გადასალახად. საუკეთესო ვარიანტებად განიხილა ისეთი
აქტივობები, რომლებიცაა იოგა, ცეკვა, ხატვა.. მოუწოდა მკითხველებს, რომ ეპოვნათ
რაიმე ჰობი, ის რისი გაკეთებაც სიამოვნებთ და რაც სარგებელს მოუტანთ, ნაცვლად
იმისა, რომ სოციალური ქსელები ამოწმონ ყოველ 10 წუთში ერთხელ. ჩემი აზრით, ეს
მეთოდი ნამდვილად კარგი ვარიანტია იმისთვის, რომ ნაკლები დრო დაეთმოს
ტექნოლოგიებს.

30 დღის გასვლის შემდეგ, მან აღადგინა სოც.ქსელები, რადგან სურვილის ქონა არ


ქონის მიუხედავად, გარკვეულწილად საჭიროა, რადგან პანდემიის ფონზე, უმეტესი
რამ სოციალური სივრცის მეშვეობით წყდება. მას შემდეგ რაც სარა დაბრუნდა
სოციალურ სივრცეში, მან დაიწყო დროის მკაცრი კონტროლი. მან განსაზღვრა
დროები კვირის დღეების მიხედვით, შეადგინა გრაფიკი რის მიხედვითაც აკეთებდა
საჭირო და სასარგებლო საქმიანობებს, ხოლო ყოველდღიურად გამოყოფილ ერთ
საათში ცდილობდა დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა სოციალურ სივრცეში
აქტივობის, დანარჩენ დროს კი პროდუქტიულ საქმიანობებს უთმობდა. (Peck, S. 2018,
October 18)

გრაფიკის შედგენა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია იმისთვის, რომ ადამიანმა


ყველა მისი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. ამ შემთხვევაში, პიროვნებას შეუძლია
ყოველდღიურად მიიღოს ის რაც სურს, ადიქცია შეამციროს და საკუთარი თავის
სულიერ განვითარებასაც მიაქციოს ყურადღება.

10
ამ დამოკიდებულების მოშორება, სხვებთან შედარებით მარტივად მიღწევადია.
თანდათანობით დროის შემცირება, სხვა საქმიანობებზე ყურადღების გადატანა
ადიქციის უკუგდებისაკენ მიმავალი გასაღებებია.

მოსახლეობის 87% ამ დამოკიდებულებისგან იტანჯება, იმის მიუხედავად, რომ


სრულიად იაზრებენ იმ ზიანს, რასაც ეს აყენებს.

ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები დაგეგმავენ კვირის ყოველ დღეს, გადაანაწილებენ


დროს ყველაფრისთვის, იქნებიან მეტად აქტიურები და დაკავდებიან სხვადასხვა
საქმით, ამ ადიქციის მოშორება ბევრად გაუმარტივდებათ. გარდა ადიქციის
მოშორებისა, ამ ყველაფრის გაკეთებით ისინი იგრძნობენ სულიერ თავისუფლებასა
და ზრდას, რაც ადამიანის ცხოვრებაში დიდი საჭიროებაა.

11
ბიბლიოგრაფია :
1. Azizi, S., Soroush, A. & Khatony, A. (2019, May 3) The relationship between social
networking addiction and academic performance
https://bmcpsychology.biomedcentral.com/articles/10.1186/s40359-019-0305-0
2. Adair, C. Video Games addiction statistics
https://gamequitters.com/video-game-addiction-statistics/
3. Iqbal, M (2022, January 19) TikTok revenue and usage statistics
https://www.businessofapps.com/data/tik-tok-statistics/
4. Iqbal, M (2022, January 19) Instagram revenue and usage statistics
https://www.businessofapps.com/data/instagram-statistics/
5. Kuss, D. Griffiths, M (2017, March 14) Social Networking Sites and Addiction
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5369147/
6. Peck, S. (2018, October 28) Experiments to Break My Social Media Addiction.
https://hbr.org/2018/10/i-ran-4-experiments-to-break-my-social-media-addiction-
heres-what-worked
7. Statista, (2021, November 1) Number of monthly active Facebook users worldwide
https://www.statista.com/statistics/264810/number-of-monthly-active-facebook-
users-worldwide/
8. Statista, (August 9, 2021) Percentage of parents placing limits on children media
consumption
https://www.statista.com/statistics/232345/parental-control-over-childrens-media-
consumption-in-the-us/
9. Statista, (Nov 1, 2021) Number of daily active snapchat users
https://www.statista.com/statistics/545967/snapchat-app-dau/

12

You might also like