ფერი და სინესთეზია

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

სტუ

არქიტექტურის ,ურბანისტიკისა
და დიზაინის ფაკულტეტი
სტუდენტი: ანა დუდაშვილი

ჯგუფი: 62001

ლექტორი: ნინო ხაბეიშვილი

ფერითი სინესთეზია
სინესთეზია (synesthesia) - ბერძნული სიტყვაა და შერეულ ან ერთიანად
შეგრძნებას ნიშნავს. მეცნიერულ ენაზე, სინესთეზია არის რეაობის აღქმის
ისეთი მოვლენა, როდესაც გრძნობის ერთ-ერთი ორგანოს ამოქმედების დროს
ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომელიც ამ ორგანოსთვის დამახასიათებელი
არ არის.
მაგალითად ადამიანი შეიძლება გრძნობდეს სიბნელის გემოს და ა.შ.
არსებობს სხვადასხვა ტიპის სინესთეზია. ესენია: ვიზუალური
სინესთეზია, როცა ადამიანი ვიზუალურ გამოსახულებას ფერებად აღიქვამს;
ფერადი სმენა, რომელიც ხშირად მუსიკოსებს ახასიათებთ, რაც ბგერების
ფერებად აღქმას მოიცავს. გემოს სინესთეზიაა, როდესაც ადამიანს საგნებთან
დაკავშირებით უჩნდება გემოვნებითი ასოციაციები. არსებობს ასევე ყნოსვითი
სინესთეზია და ტაქტილური ანუ შეხებითი სინესთეზია. ესენია, ყველაზე
გავრცელებული ტიპის სინესთეზიები, მაგრამ მეცნიერები სინესთეზიის ასზე მეტ
ვარიანტს განიხილავენ.
XIX საუკუნეში ეს ფენომენი ფრანსის გალტონმა აღმოაჩინა,
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფენომენს პათოლოგიასაც კი უწოდებდნენ.
დღესდღეისობით კი სინესთეზიას მეშვიდე გრძნობას ეძახიან. უნდა ითქვას,
რომ დღემდე მეცნიერებამ ბოლომდე ვერ გამოიკვლია თუ რა არის ეს
ფენომენი. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ნიჭის შეძენაც კი არის
შესაძლებელი. (არსებობს ფაქტები, როცა სინესთეზია განუვითარდათ
მხედველობა დაკარგულ ადამიანებს.) სინესთეზია ხშირად ერევა ხალხს
ჰალუცინაციებში, მაგრამ ეს ჰალუცინაცია ნამდვილად არ არის, სინესთეზია
რეალურ გრძნობათა კომპლექსია. ნეიროფიზიოლოგები დღემდე ვერ
თანხმდებიან, თუ რა არის ზუსტად სინესთეზია.
1821 წელს პირველად შეისწავლეს სინესთეზიის ერთ-ერთი ტიპი - ფერადი
სმენა ფსიქოფიზიკოსმა გუსტავ ფეხნერმა 1871 წელს პირველმა შეადგინა
მიმოხილვა მოცემული თემის შესახებ. იგი აკვირდებოდა 73 სინესთეტს.
სინესთეზიას საუკუნეების მანძილზე იკვლევდნენ, მაგრამ 1930-1980 წლებში
კვლევები რიგ მიზეზთა გამო ჩრდილქვეშ მოექცა.

სინესთეზიის ყველაზე გავრცელებული ფორმა გარკვეული საგნის


დანახვის ან წარმოდგენისას შექმნილი ფერთა გამაა (ვიზუალური
სინესთეზია). მაგალითად: ერთ გარკვეულ ასოს ან ნიშანს აქვს ყოველთვის
ერთი ფერი, რომელიც ინდივიდუალურია. დაკვრივებების შედეგად ცნობილია,
რომ ვიდრე სიტყვა სრულად არ არის ცნობილი, ყოველ ასოს თავისი ფერი
აქვს, მაგრამ რამდენადაც უფრო იკვეთება სიტყვა, იმდენად იღებს პირველი
მარცვალი ან სრულად სიტყვა პირველი ასოს ფერს. ალბათ, ერთ-ერთი
ყველაზე ცნობილი სინესთეტი დედამიწის ისტორიაში, იოჰან ვოლფგანგ
გოეთე იყო, რომელსაც „ფერთა თეორიის“ შექმნაში მისი ორიგინალური ნიჭი
და სამყაროს სინესთეტური აღქმა დაეხმარა.
სინესთეზიის უმთავრესი დამახასიათებელია ასოციაციების უკონტროლოდ
წარმოქმნა. მაგალითად , თუ ადამიანისთვის ციფრი „ერთი“ შავი ფერის არის,
ხოლო „ორი“ იისფერი, ციფრი „თორმეტი“ მიიღებს შავ და იისფერ
შეფერილობას, ციფრს „ორასთორმეტი“ ექნება ორი იისფერი და ერთი შავი
ზოლი. და არანაირი სხვა ასოციაციის წარმოქმნა არ მოხდება მიუხედავად
სინესთეტის სურვილისა შეცვალოს შეფერილობა. მაგრამ, შესაძლებელია
შეიცვალოს ფერის ინტენსიურობა, რომელიც აღმქმელის ემოციურ
მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
სინესთეზიის ფენომენი ხშირია შემოქმედ ადამიანებში. მაგალითად,
მოცარტი ამტკიცებდა, რომ რე მაჟორულ გამას ფორთოხლისფრად ხედავდა,
ხოლო სი-ბემოლ მინორი კი შავი ფერის იყო. უნგრელმა კომპოზიტორმა
ფრანც ლისტმა ერთ-ერთი კონცერტის დროს ორკესტრს სთხოვა უფრო
ლურჯად დაეკრა. ასევე, სმენითი სინესთეტები იყვნენ ცნობილი მუსიკოსები
ჯიმი ქენდრიქი, ლეონარდ ბერნშტაინი და ა.შ

აურის აღქმითი ანუ ხედვითი სინესთეზია არის როცა, სინესთეტის


მიერ ,დაკვირვების ობიექტების გარშემო არსებული ფორმები და ფერები
აღიქმება და იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ხასიათსა ან ემოციურ
მდგომარებაშია სინესთეტი. სავარაუდოდ, ყველასათვის ცნობილი „ინდიგო
ბავშვები“ (ბავშვები ცისფერი აურით) სწორედ ამ ფენომენის წყალობით იყვნენ
აღმოჩენილნი. გრანადის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს ახალი
მეცნიერული ახსნა სინესთეზიის ფენომენისა და ადამიანის აურასთან
დაკავშირებით. ესპანელ მეცნიერთა აზრით, მკურნალები და ექსტრასენსული
ნიჭის მქონე ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შეუძლიათ დაინახონ
ადამიანის აურა, არიან დაჯილდოვებულნი განსაკუთრებული
ნეიროფსიქოლოგიური უნარებით, რომელიც მიმდინარეობს ტვინის აქტიური
ნაწილების ურთიერთკავშირით. სწორედ, ეს ნაწილები არიან პასუხისმგებელნი
სტიმულების დამუშავებაზე.

პირადად მე, ადამიანებს , თავიანთი თავისებური დეტალებიდან და


პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, ხშირად ,ფერებთან
ვაკავშირებ. წარმოვიდგენ ხოლმე,თუ რა ფერთან შეიძლება იყოს იგი
პიროვნულად უფრო ახლოს. თითქოს, ფერები ადამიანის შინაგანი ბუნების
გამოხატულებაა. სინესთეტი არ ვარ, მაგრამ ჩემთვის ფერებს ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს.ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა სინესთეზიის ფენომენი და
ვისურვებდი ,რომ შემძლებოდა გამომეცადა მსგავსი შეგრძნებები.
მოკლედ, რომ ვთქვათ თავისი ბუნებით სინესთეზიის სინდრომი,
წარმოადგენს ტვინის ანალიზატორების გაძლიერებულ ურთიერთქმედებას .
რწმენითი თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიჭია,
რაც ღმერთს ადამიანისთვის უბოძებია.
ბიბლიოგრაფია: illnessesbyluka.blogspot.com, esoteriumi.wordpress.com, 20k.org

You might also like