Binder1 Part4 Part1

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება მუხლი 19

არა მარტო ზოგადად ჩარევის აუცილებლობა, არამედ სწორედ ისეთი ჩარევის,


ისეთი შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, რომელიც გა-
მოიყენა, ან რომლის გამოყენებასაც აპირებს. თუმცა, სხვადასხვა საკითხთან
მიმართებაში გამოსაყენებელი კრიტერიუმები და სტანდარტები განსხვავებუ-
ლია. მაგალითად, სახელმწიფოს არა აქვს უფლება, თავად განსაზღვროს, არის
თუ არა ესა თუ ის რელიგიური რწმენა ან მის გამოსახატავად გამოყენებული
საშუალებები ლეგიტიმური.49

4.2. კონკრეტული სფეროები


– რელიგიური სამოსის შეზღუდვა. სახელმწიფოს უფლება აქვს მორწმუ-
ნეს აუკრძალოს რელიგიური სამოსის ტარება სახელმწიფო დაწესებულებებში,
საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, რათა დაიცვას რელიგიური
ნეიტრალიტეტი იმ დაწესებულებებში, სადაც განსხვავებული რელიგიის ადამი-
ანები იმყოფებიან.50
– პროზელიტიზმი. რელიგიის თავისუფლება მოიცავს და გულისხმობს ადა-
მიანის უფლებას, საკუთარი რელიგიის ქადაგებით, საუბრებით და სხვა საშუ-
ალებებით გაავრცელოს თავისი რელიგია და სხვა რელიგიის მიმდევარი ადა-
მიანები საკუთარ რწმენაზე გადაიყვანოს. მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს
საშიშროება, რომ ამგვარი ქადაგება და მცდელობა გადაიზარდოს არასათანადო
პროზელიტიზმში – ადამიანის რელიგიურ რწმენაში უხეშ ჩარევაში, რომელიც
მიზნად ისახავს მიუღებელი ფორმებით (ძალადობით, მოტყუებით, მოსყიდვით,
ნდობის ბოროტად გამოყენებით, „ტვინის რეცხვით” და სხვ.) შესაბამისი რელი-
გიის დაკნინებას, მისდამი ადამიანის რწმენის შერყევას და ამ გზით მის გად-
მობირებას. ადამიანთა რელიგიური რწმენის პატივისცემა მოითხოვს, მათზე
არ განხორციელდეს მიუღებელი ზემოქმედება. ამიტომ სახელმწიფოს უფლება
აქვს, აკრძალოს არასათანადო პროზელიტიზმი.51 ცნობილ საქმეში Kokkinakis v
Greece52 ევროპულმა სასამართლომ ზღვარი გაავლო „ქრისტიანული მრწამსის

49 
Mannousakis v Greece (1996) 23 EHRR 387
50 
საქმეში Dahlab v Switzerland ევროპულმა სასამართლომ გამართლებულად შეაფასა შვეიცა-
რიის სკოლებში ისლამური ვუალის ტარების აკრძალვა და უარყო მასწავლებელი ქალის საჩი-
ვარი, რომელმაც უარი განაცხადა ამ აკრძალვის შესრულებაზე No.42393/98, 2001-V DA. იხ.
ანალოგიური საქმე Leyla Sahin v Turkey, Judgment of 10 November, 2005. ამ გადაწყვეტილებას
აკადემიურ წრეების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. სტრასბურგის სასამართლო დაადანაშა-
ულეს რელიგიის თავისუფლების ვიწრო განმარტებაში და ისლამის, როგორც დემოკრატიის
საფრთხის, წარმოჩენის ხელშეწყობაში (იხ. Vakulenko, 16(2) Social and Legal Studies, 190
(2007). საფრანგეთმა საერთოდ აკრძალა საჯარო ადგილებში (ქუჩაში, კინოთეატრში და სხვა-
გან) სრული მუსლიმანური ვუალის (რომელიც სახეს მთლიანად ფარავს) ტარება და დააწესა
ჯარიმები მისი ტარებისათვის.
51 
Kokkinakis v Greece, (1993) 17 EHRR. 397, paras 32, 48.
52 
A 260-A (1993); 17 EHRR 397.

171
მუხლი 19 ევა გოცირიძე

პროპაგანდასა” და „არასათანადო პროზელიტიზმს” შორის. განჩინებაში მან მი-


უთითა, რომ პირველი შეესაბამებოდა „ჭეშმარიტ ევანგელიზმს”, მაშინ როდე-
საც „არასათანადო პროზელიტიზმი” წარმოადგენდა მის გაუკუღმართებასა და
გადაგვარებას, რომელსაც შეეძლო მიეღო ისეთი საქმიანობის ფორმა, როდესაც
ცალკეულ პირებს სთავაზობდნენ გარკვეულ მატერიალურ ან სოციალურ უპი-
რატესობებს, რათა ეკლესიას შეეძინა ახალი მორწმუნეები, ან ახდენდნენ არა-
სათანადო ზემოქმედებას სასოწარკვეთილებაში ან გაჭირვებულ მდგომარეობა-
ში მყოფ ადამიანებზე; ანდა იყენებდნენ „ძალადობასა და ტვინის რეცხვას”. ამ
საქმის განხილვიდან მოკლე ხანში სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Larissis
v Greece,53 რომელშიც დაეყრდნო ზემოაღნიშნულ საქმეზე შემუშავებულ პრინ-
ციპებს, გამიჯნა სათანადო და არასათანადო პროზელიტიზმი და მიუთითა, რომ
კონვენციის მე-9 მუხლი არ იცავდა ყველა მოქმედებას, რომელიც მოტივირე-
ბული ან შთაგონებული იყო რელიგიით ან რწმენით, და რომ იგი არ მოიცავდა
არასათანადო პროზელიტიზმს, რომელიც გულისხმობდა მატერიალური ან სო-
ციალური უპირატესობების შეთავაზებას ანდა არასათანადო წნეხის გამოყენე-
ბას ეკლესიის ახალი წევრების მიზიდვის მიზნით. თუმცა, სასამართლომ თავი
შეიკავა განემარტებინა, თუ რას გულისხმობდა „სათანადო პროზელიტიზმი”.54
– გადასახადები ეკლესიებისათვის. რელიგიის თავისუფლება არ ანიჭებს
ეკლესიებსა და მათ მრევლს უფლებას, ჰქონდეთ განსხვავებული, უფრო შე-
ღავათიანი, საგადასახადო სტატუსი გადასახადების სხვა გადამხდელებთან
შედარებით.55
– რელიგიური ქონების ჩამორთმევა. ისეთი ქონების (ნივთების, მიწის ან
სხვ.) ჩამორთმევა, რომელიც აუცილებელია რელიგიური საქმიანობის, მათ შო-
რის ღვთისმსახურების, წეს-ჩვეულებების დაცვის, რიტუალების შესრულებისა
თუ რელიგიური დღესასწაულების მოწყობისათვის, რელიგიის თავისუფლებაში
ჩარევაა.56
– პატიმართა რელიგიური უფლებები. სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური
ვალდებულებები, ხელი შეუწყოს პატიმრების რელიგიური უფლებების დაცვას,
მაგალითად, რელიგიის შესაბამისი კვების უზრუნველყოფისათვის.57 მაგრამ იგი
არ არის ვალდებული, პატიმრები მოამარაგოს რელიგიური ლიტერატურით.58
– სამხედრო მოსამსახურეები. სამხედრო დისციპლინა, თავისი ბუნებიდან
გამომდინარე, თავისთავად გულისხმობს შეიარაღებული ძალების წარმომად-

53 
1998-I;27 EHRR 329.
54 
იხ. განჩინების 45‑ე პუნქტი.
55 
Ortega Moratilla v Spain, App. No. 17522/90;72 DR, 256-261.
56 
Ortega Moratilla v Spain, App. No. 17522/90;72 DR, 256.
57 
X v UK, App. No. 5947/72; 5 DR 8.
58 
X v Austria, App. No. 1753/63; 16 Coll; 20-27.

172

You might also like