პრეზენტაცია რომი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

პრეზენტაცია.

მარკა
ნანკა
ხალხის სამართალი
ცივილური სამართალი პრეტორულ სამართალთან ერთად ხალხის
სამართალსაც უპირისპირდებოდა,რაც რომის სამართლის ისტორიაში
ყველაზე ორიგინალური მოვლენა იყო.
თავდაპირველად ხალხის სამართალში მოიაზრებოდა ის
სამართალი,რომლის მიხედვითაც უცხო თემებთან რომაელთა
ურთიერთობები წესრიგდებოდა.(ქორწინება და ვაჭრობის
უფლება)მოგვიანებით,ამ სისტემამ შეითვისა ის ჩვეულებითი
სამართალი,რომელიც სავაჭრო ურთიერთობებისას
გამოიყენებოდა.საბოლოოდ,რომაელთა მსოფლიო ბატონობამ
ხალხის სამართლის მეშვეობით,იმპერიის სხვადასხვა ნაწილში
მოქმედი სავაჭრო ინსტიტუტები ერთიან სამართლებრივ სისტემაში
მოაქცია.
Ius gentum-ის ნორმებს რომაელი პრეტორი მხოლოდ რომში
იყენებდა.თუ პრეტორი მიიჩნევდა,რომ მოდავე მხარის ინტერესები
სამართლიანი იყო,თუმცა მათ ცივილური სამართალი ვერ
დაიცავდა,მაშინ პრეტორი გასცემდა სასარჩელო
ფორმულას,რომელიცსაერთაშორისო ვაჭრობისა და
საქონელბრუნვის ჩვეულების პრინციპს
ეფუძნებოდა.ამგვარად,ჩამოყალიბდა სამართლის სისტემა რომელიც
სრულიად შეესაბამებოდა ყოფით პირობებს.ძირძველი
ტრადიციებისგან თავისუფალი ius gentium არეგულირებდა სავაჭრო
ურთიერთობებს,რომლის მონაწილე მხარეები რომაელები და სხვა
ერის წარმომადგენლები იყვნენ.განვითარებული ius civile ს
მხარდაჭერით,პრეტორული სამართალი საზოგადოებრივ
ყოფაში,ფაქტობრივად,ius gentium ის პრინციპებს ამკვიდრებდა.

მარკა
განსაკუთრებული სიმკაცრით ius civile საოჯახო-მემკვიდრეობით
ურთიერთობებზე ზემოქმედებდა,ius gentum ისგან
განსხვავებით.სამაგიეროდ,მოძრავი ქონების ბრუნვის სფერო ius
gentum ის გავლენით ვითარდებოდა.ხალხის სამართლის სწრაფი
განვითარების მაჩვენებლად,რომაელმა უირისტებმა მისი
რეგულირების სფეროში მონობის ინსტიტუტის შეტანა
მიიჩნიეს.ხალხის სამართალი ზეგავლენას ახდენდა
სახელშეკრულებო ურთიერთობებზეც.
ხალხის სამართლის გავლენა ცივილურ სამართალზე ორმხრივი იყო:
1.დადგენილი ინსტიტუტები ცივილურმა სამართალმა სწრაფად
შთანთქა
2.ძველი ცივილური სამართლით გათვალისწინებული ნორმები
ხალხის სამართალში აისახა.
თეორიულად,რომაელი იურისტები სამართალს ორ სფეროდ
ყოფდნენ-ცივილურ და ხალხის სამართლად.ამ დაყოფას ციცერონიც
იზიარებდა,სამართლის დაყოფის თვალსაზრისით,ახალი საფუძვლები
შემოიტანა გაიუსმა,რომელსაც ცივილური სამართალი
კანონმდებლობის ნაყოფად მიაჩნდა და ბუნებითი გონის მიერ
შექმნილ ius gentium ს უპირისპირებდა.
რომაელ იურისტთა მიერ შექმნილი თეორიის თანახმად,ხალხის
სამართალი არა ცივილურ,არამედ ბუნებით სამართალს
უპირისპირდებოდა,რომლის თანახმადაც,ბუნებითი სამართლით
ყველა ადამიანი თანასწორია.პრინციპატის ხანაში ცივილურთან
ერთად ხალხის სამართალს დაუპირისპირდა.

ნანკა
იურისტთა პრაქტიკულ საქმიანობაში სამართლიანობის პრინციპი
დამკვიდრდა.მართალია,იურისტები თვალს ხუჭავდნენ მონობასა და
თავისუფალი გლეხობის ექსპლუატაციაზე,თუმცა ამკვიდრებდნენ
სამართლიანობის პრინციპს,რომელიც სამართლის სფეროში კანონის
წინაშე ყველას თანასწორობას მოიაზრებდა.
მარკა

თორმეტი ტაბულის კანონი

პირველი დაწერილი რომაული სამართლის ძეგლი არის „ თორმეტი ტაბულის


კანონი“. ამ კანონის გამოცემა დაკავშირებული იყო პატრიციებსა და პლებეებს შორის
კლასობრივ ბრძოლასთან1. პლებეები მოითხოვდნენ სასამართო მოხელეების
თვითნებობის აკრძალვასა და წერილობითი კანონის შემოღებას. ეს კანონი
გამოქვეყნებული იყო რომში 12 ტაბულაზე და გალების თავდასხმის შედეგად
განადგურდა. შინაარსი მაინც შემოინახა ნარატიულმა წყაროებმა. ის შეიცავდა
სისხლის, სამოქალაქო და პროცესუალური სამართლის ნორმებს, თუმცა ეს ნორმები
თვითონ კანონში გამიჯნული არიყო. ასევე ყურადღების ცენტრში იყო სამოქალაქო
და სამეზობლო სამართლის ნორმები.

პირველ ტაბულაში საუბარი იყო სასამართლოში გამოძახების წესის შესახებ,


მეორეში სარჩელების გარჩევის შესახებ. მესამეში მონობაზე, მეოთხეში გარიგებების
დადების წესებზე, მეხუთეში საოჯახო სამართალსა და ანდერძზე, მეექსვე ტაბულა
ანუ „სჯულის ფიცარი“ ეხებოდა ადგილ-მამულების სარგებლობის წესებს. მეშვიდე
ქურდობას, მერვე პირად შეურაცხყოფას. მეცხრე სისხლის სამართლის სასჯელებს,
მეათე დასაფლავების წეს-ჩვეულებებს განიხილავდა, მეთერთმეტე საჯარო ხასიათის
საქმეებს ,მეთორმეტე კი პრივილეგიებს.

1
ნადარეიშვილი გ., რომის სამოქალაქო სამართალი, თბილისი 2005, გვ 16
ნანკა
იუსტინიანე
528 წელს იუსტინიანემ შექმნა ორი საკანონმდებლო კომისია, პირველში 10
კაცი იყო,მათ შორის იყვნენ ცნობილი სამართალმცოდნე პროფესორები მაგ:
თეოფილე. სათავეში ჩაუდგა ტრიბონიანოსი და 529 წელს პირველ კომისიას უკვე
შედგენილი ჰქონდა „იუსტინიანეს კოდექსი“. იგი ამავე წელსვე იმპერატორმა
თავისი სახელით გამოსცა.თეოდოსის ძველი კანონები უარყვეს და ახალ კოდექსში
არ შეიტანეს. 530 წელს უკვე მეორე კომისიამ დაიწყო მუშაობა, ამ კომისიაში 16 კაცი
მონაწილეობდა, მათ თავიდან შეისწავლეს და დაამუშავეს მასალა დაახლოებით
ორასიათასი წიგნი (სამმილიონ მუხლზე მეტი) და მხოლოდ 150 მუხლი ამოკრიბეს.
533 წელს გამოაქვეყნეს დიგესტები ანუ პანდექტები, 2 შედგებოდა 50 წიგნისგან.
იუსტინიანეს მესამე ნაწილს წარმოადგენს ინსტიტუციები ეს იყო დამხმარე
სახელმძღვანელო დამწყები იურისტებისთვის, ინსტიტუციები შეეძლოთ
გამოეყენებინათ სასამართლოებშიც. ბოლოს კრებულს დაემატა ნოველები, რომელიც
ქვეყნდებოდა იუსტინიანეს გარდაცვალებამდე (533წლიდან 565 წლამდე). ნოველებში
იგრძნობა ქრისტიანული იდეების ზეგავლენა. ქრისტიანული მოძღვრება გადააქციეს
სამართლის თეორიულ საფუძველად.

2
ნადარეიშვილი გ., რომის სამოქალაქო სამართალი, თბილისი 2005, გვ 22

You might also like