Ganmartebebi

You might also like

Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 4

ბაზარი - გაცვლა-გამოცვლის იმგვარი სისტემა, რომელიც

საქონლის მსურველს მიმწოდებელთან აკავშირებს.

გაცვლა-გამოცვლის ყველაზე ხელსაყრელი საშუალებაა

ფული. ბაზარს ფასების ცვლა არეგულირებს.

ბაზრის მომხრეები:

ხელს უწყობს მუდმივ განახლებას

უამრავი განსხვავებული აზრის დაბალანსებას ახერხებს.

არჩევანის თავისუფლებას უზრუნველყოფს

ეფექტიანობას სარგებლის მიღების სურვილით აღწევს.

ბაზრის კრიტიკოსები:

გაღარიბების მიზეზი ხდება

არასტაბილურობის განცდა ჩნდება.

ადამიანთა ყოფას დამოუკიდებელი ძალები განსაზღვრავენ

ამძაფრებს სიხარბეს

დაგეგმვა

ეკონომიკის იმგვარი ორგანიზება, როდესაც დასახული

ამოცანების შესასამისად რესურსების მიზანმიმართული

განაწილება ხდება და წარმოება, ვაჭრობა , გასაღება

წინასწარგანსაზღვრულია. სახელმწიფო სოციალიზმის

პირობებში ზემოდან პირდაპირი დაგეგმვის სისტემა

მოქმედებს, ხოლოს კაპიტალისტურ საფრანგეთში,


ჰოლანდიაში ინდიკატორული დაგეგმვა არსებობდა,

სადაც ეკონომიკ აეკონომიკური ბერკეტებით იმართებოდა .

დადებითები:

1. ეკონომიკა ადამიანის ხელთაა და ბაზარზე ნაკლებადაა

დამოკიდებული.

2. მისთვის უმთავრესი ადამიანთა მოთხოვნების

დაკმაყოფილებაა და არა პირადი მოგების ზრდა.

3. ბაზართა შედარებით ის კრიზისებისგან მეტადაა

დაცული

4. დაგეგმვას მატერიალური თანასწორობის მაღალი

ხარისხის უზრუნველყოფა შეუძლია.

უარყოფითები:
1. თანამედროვე ეკონომიკის სირთულეებს დაგეგმვა

თავს ვერ ართმევს.

2.ის ავტორიტარულია, რადგან ეკონომიკის ცენტრალიზირებულ

მართვას გულისხმობს.

3. მასისთვის ზედაფენის აზრზს სავალდებულოდ აქცევს.

4. ვერ ახერხებს წარმოების წახალისებას.

ინდივიდუალიზმი

პიროვნების უპირატესობის რწმენა ნებისმიერ სოციალურ

ჯგუფთან თუ კოლექტიურ ორგანიზაციასთან შედარებით.

ყოველგვარი პოლიტიკური თეორიის თავი და თავი

კერძო პიროვნებაა. ეს თვალსაზრისი კლასიკურ ლიბერალიზმს


ახასიათებს. უხეშად რომ ვთქვათ, "საერთოდ არ არსებობს

ისეთი რამ, როგორიცაა საზოგადოება." ადამიანებს

ახასიათებთ კერძ ინტერესი და მხოლოდ საკუთარი თავის

იმედად არიან.

კოლექტივიზმი

ყურადღებას ამახვილებს ადამიანთა მიდრეკილებებზე ერთობლივი

ქმედებისკენ, ერთბლივად მიაღწიონ დასახულ მიზანს.

ადამიანის ბუნებას საზოგადოებრივი გაერთიანებისკენ

ლტოლვა გამოარჩევს. ზოგჯერ კოლექტივიზმს სტეიტიზმთან

აკავშირებენ.

სოციალური კლასი

კლასი მსგავსი საზოგადოებრივი და ეკონომიკური

მდგომარეობით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფია.

მარქსისტები კლასის ცნებას ეკონომიკურ საშუალებებთან

მიმართებას უკავშირებენ. ამ თვალსაზრისით ესაა

დაყოფა მესაკუთრე ბურჟუაზიასა და თავის გამტან

პროლეტარიატს შორის. საბაზრო ურთიერთბებით

გაჩენილი დაყოფა ერთმანეთისგან ასხვავებს სპეციალისტებს,

მენეჯერებს, სამღვდელოებას, მუშა-ოსტატებს, მათ ვისაც

არ გააჩნიათ სამსახური და მათ ვისაც არ შეუძლია მუშაობა .

საზოგადოების გავლენა პოლიტიკაზე:

1. საზოგადოება გავლენას ახდენს ადამიანთა შეხედულებებზე


და ზოგადად პოლიტიკურ კულტურაზე.

2. საზოგადოებრივი დაყოფა-დაპირისპირება განაპირობებს

პოლიტიკურ ცვლილებებს რეფორმების თ რევოლუციების

სახით.

3. დოვლათს გადანაწილება განაპირობებს სახელმწიფო

ძალაუფლების ხასიათს.

4. საზოგადოებრივი სტრუქტურა მოქმედებს იმაზე თუ

ვინ და როგორ აძლევს ხმას, ვინ რომელ პარტიაში

ერთიანდება ანუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

სტატუსი

პიროვნების ადგილი გარკვეულ იერარქიულ კიბეზე. ე.ი.

რა როლი, უფლებები და მოვალეობები გამოარჩევს მას

სხვა, იმავე კიბეზე მდგომი ადამიანებისგან. სტატუსი

სუბიექტურია, რადგან საზოგადოების მხრიდან პიროვნებისადმი

პატივისცემის საზომად ითვლება. სტატუსის იერარქიული

ხასიათი მკაფიოდაა გამოხატული ტრადიციულ საზოგადოებებში .

თანამედროვე საზოგადოებებში ის ქონებას და საქმიანობის

სფეროს უკავშირდება.

You might also like