Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

Მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა

Საარჩევნო სისტემა რამდენიმე სახის არსებობს, ესენია: მაჟორიტარული,


პროპორციული, ნახევრად პროპორციული და შერეული სისტემები. Ჩვენ
მიზანია ჩამოვაყალიბოთ, თუ რატომ არის უკეთესი ამ სისტემებისგან
განსხვავებით მაჟორიტარული სისტემა, ამისათვის კი საჭიროა
განვმარტოთ, თუ რას წარმოადგენს იგი. Მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემის დროს ამომრჩევლები დაყოფილნი არიან საარჩევნო ოლქებად,
გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. Ამ დროს ამომრჩევლები
ხმას უშუალოდ წარმოდგენილ კანდიდატებს აძლევენ. Მაჟორიტარულ
არჩევნებში განასხვავებენ: აბსოლუტური უმრავლესობის, შედარებითი
უმრავლესობისა და კვალიფიციური უმრავლესობის სისტემებს.
აბსოლუტური უმრავლესობის დროს, იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც
აიღებს ხმათა ნახევარზე მეტს ე.წ “50% +1”. Შედარებითი უმრავლესობის
დროს, არჩეულად ითვლება პირი, რომელიც სხვებთან შედარებით ყველა
მაღალ შედეგს მიაღწევს ხმათა რაოდენობაში, ხოლო კვალიფიციური
უმრავლესობის დროს, კი წინასწარ დგინდება, თუ ხმების რა რაოდენობა
უნდა აიღოს კანდიდატმა, იმისათვის, რომ იგი გამარჯვებულად
გამოცხადდეს, მაგრამ ამ ხმათა რაოდენობა უნდა არემატებოდეს
ნახევარს. Მაგალითად : 2/3, 3 / 4 და ა.შ. მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემა გამოიყენება ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორებიცაა: აშშ,
დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა და სხვა.
Მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მთავარი დადებითი მხარე არის ის
რომ, იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელსაც საზოგადოებაში უფრო მეტი
მხარდაჭერა აქვს, ანუ კანდიდატს, მის ოპონენტებთან შედარებით უფრო
დიდი ლეგიტიმაცია აქვს, განსხვავებით პროპორციული საარჩევნო
სისტემისაგან, სადაც მაღალია რისკი იმისა, რომ საკანონმდებლო სიებში
ჩაიწეროს ის პირები, რომელთა მიმართაც პარტიის ლიდერს პირადი
დამოკიდებულებები, ან ნათესაური კავშირი აკავშირებს. Მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემის დროს ძალიან დაბალია ალბათობა პოლიტიკური
კრიზისებისა ქვეყანაში, მაშინ როცა პროპორციული საარჩევნო სისტემის
დროს “ პარლამენტის სიჭრელე “ ხშირად იწვევს კრიზისებს და აქედან
გამომდინარე ქვეყანაში ფერხდება განვითარებ, ვინაიდან პოლიტიკურ
პარტიებს შორის სახესხვაობა ართულებს მათ კონსენსუსამდე მიყვანას,
ვერ ყალიბდება მთავრობა და კვალ ტარდება არჩევნები. Მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემა ამ მხრივ უფრო სტაბილურია, ნაკლებადაა კრიზისები
და განვითარების პროცესებიც სახელმწიფოში უფრო სწრაფად
მიმდინარეობს. Პროპორციული სისტემის არასტაბილურობის ნათელ
მაგალითს წარმოადგენს იტალია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის
შემდგომ 64 მთავრობა და 28 პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა.
Მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შეგვიძლია ვთქვათ, რომ “მარტივი”
საარჩევნო სისტემაა, სადაც ხალხი ხმას აძლევს ერთ კანდიდატს,
განსხვავებით პროპორციულისგან, რომელიც უფრო რთული სისტემაა და
ბარიერი მთავარ პრობლემა წარმოადგენს. Დაბალი ბარიების დროს
პარლამენტში ხვდება სუსტი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამინდს
ვერ ქმნიან და ხშირად ხელს უშლიან როგორც ძლიერი ოპოზიციის, ისე
მთავრობის ფორმირებას, რაც პარლამენტის უმოქმედობის
განმაპირობებელი ფაქტორია, ხოლო მაღალი ბარიერის დროს კი
დარჩენილი ხმები მაინც გამარჯვებულ პარტიებზე ნაწილდება.
Დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროპორციულისგან
განსხვავებით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ხელს უწყობს ქვეყანაში
პოლიტიკურ სტაბილურობასა და განვითარებას, ამცირებს საპარლამენტო
მუშაობის უმოქმედობისა და კრიზისების შანსებს კანდიდატები
პარლამენტის მანდატს იღებენ არა პოლიტიკური პარტიიის ლიდერის
კეთილი ნების ხარჯზე, არამედ ხალხის მხარდაჭერითა და მათი
ლეგიტიმაციის ხარჯზე, უფრო მარტივი საარჩევნო სისტემაა,
განსხვავებით პროპორციულისგან და რაც მტავარია ზემოხსენებული
მაჟორიტარული სისტემა კარგად მუშაობს რიგ დემოკრატიულ ქვეყნებში,
რომლებიც მოწინავე არიან, როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიული
განვითარების იდექსით. Სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია რომ მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემა ხელსაყრელია ქვეყნის განვითარებისათვის.

You might also like