შეს 2

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

AF-SM-04_05.2020.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

კურსის სახელწოდება: სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება


ლექტორი: მარიკა კიკნაძე
შეფასება: მაქსიმალური ქულა 4.0

თემა 3, პრაქტიკული სამუშაო #1

სტუდენტის სახელი და გვარი: _________________________________________


ჯგუფი:

1. ქალაქ თბილისის მერიის შესყიდვების დეპარტამენტში შემოვიდა მოთხოვნა


თბილისის ზოგიერთი უბნების გამწვანებასთან დაკავშირებით მომსახურების
შესყიდვის თაობაზე.
შესყიდვების სპეციალისტმა მოთხოვნის მიღებისთანავე, გადაგზავნა ტექნიკური
დავალება ბაზრის კვლევაზე შესყიდვის ობიექტის უმცირესი ფასის დასადგენად. მას
შემდეგ, რაც დაადგინა უმცირესი ფასი - 150 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით, გამოაცხადა
NAT ელექტრონული ტენდერი.
დავალება: შეაფასეთ შესყიდვების სპეციალისტის მიერ ტენდერის გამოცხადებამდე
გატარებული პროცედურები, განსაზღვრეთ რამდენად სწორად გაიარა ყველა ეტაპი.
დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება.
შეფასება: მაქსიმალური ქულა 2
მას მიღებისთანავე არუნდა გადაეგზავნა ტექნიკური დავალება ბაზრის კვლევაზე.
უნდა გადაემოწმებინა იყო თუ არა რაიმე შეცდომა მასში. მაგალითად არიყო
სრულყოფილად აღწერილი ტექნიკური დავალება ან კონკრეტული ბრენდი, მოდელი
ჰქონდა მითითებული. ამ დროს უკან უნდა გადეგზავნა ტექნიკური დავალება და და
უნდა დაკორექტირებულიყო. ასევე, უმცირესი ფასის დადგენის შემდეგ უნდა
ჩატარებულიყო შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოები. უნდა დადგენილიყო
CPV კოდი და ფასი უნდა გადაემოწმებინა Eplan მოდულში და დაგვეკორექტირებინა
თუ საჭირო იქნებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ უნდა გადეწყვიდა რომელი სახის
ტენდერის საშუალებით გამოაცხადებდა. მოთხოვნა უნდა იყოს აუცილებლად
წერილობითი.

2. ერთ-ერთმა სახელმწიფო ორგანიზაციამ, თავისი თანამშრომლების კვალიფიკაციის


ამაღლების მიზნით, გადაწყვიტა სატრენინგო მომსახურების შესყიდვა. თათბირზე,
ორგანიზაციის დირექტორისგან დავალება გაიცა აღნიშნული მომსახურების
დაუყოვნებლივ შესყიდვის თაობაზე. შესყიდვების სამსახურმა HR სამსახურთან
კონსულტაციის შემდეგ, დაიწყო შესყიდვის პროცედურის განხორციელება. გაგზავნა
დოკუმენტი ბაზრის კვლევაზე და პარალელურად მოიძია CPV კოდი. სავარაუდო
ღირებულების დადგენის შემდეგ, გადაამოწმა თანხა გეგმის ePlan მოდულში,

სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება 1-2


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

განსაზღვრა შესყიდვის საშუალება - NAT ელექტრონული ტენდერი, და გამოაცხადა


ტენდერი.
დავალება: შეაფასეთ შესყიდვის პროცედურა, სად დაუშვა შეცდომა შესყიდვების
სამსახურმა? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება.
შეფასება: მაქსიმალური ქულა 2
აუცილებელი იყო ბაზრის კვლევაზე გადაგზავნამდე წერილობით მიეღო თანხმობა.

სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება 2-2

You might also like