რეფერატი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

დამამტკიცებელი საბუთები ქართული სამართლის ისტორიის მიხედვით.

შესავალი: ქართული სამართლის ისტორიაში ჩვენ ვხვდებით დამამტკიცებელ საბუთთა


სისტემებს. მოძღვრება სასამართლო დამამტკიცებელი საბუთების შესახებ წარმოადგენს
პროცესუალური სამართლის ცენტრალურ პუნქტს, მის სულსა და გულს. უძველეს ხანაში
უამრავ უცნაურ ფაქტს შესწრებია ადამიანი, რაც დღეს ფაქტიურად აღარ არსებობს, ასევეა
ჩვენს მიერ აღნიშნული მტკიცებულებებიც. ჩამონათვალი დიდია, თუმცა გავეცნოთ
რამდენიმე მნიშვნელოვან სისტემას: ორდალები, ფიცი, ჯერი, ცოდვის მოკიდება, მოწმის
ჩვენება, მთხრობელი, წერილობითი მტკიცებულებები.
 ფიცი
ფიცს როგორც მტკიცებულებას ბერძნული და რომაული სამართალი იცნობდა. ეს იყო ერთ-
ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება ძველ ქართულ სამართალში.
ვახტანგ მეექვსის წიგნის მიხედვით ფიცი ერთ-ერთი პირველი მტკიცებულებაა, ის
რელიგიური მოვლენაა. ეყრდნობოდა რწმენას, რომ იმ პირს, ვინც ღმერთის სახელს
ტყუილად დაიფიცებდა, უზენაესი არსება დასჯიდა. ფიცის შემდეგი ტექსტი იყო ასეთი: თუ
ტყუილად ვფიცავდე ღმერთს, მაშინ ღმერთმა საშინელი სასჯელით დამსაჯოს მე.
ფიცი ასევე იცნობდა თანამოფიცართა ინსტიტუტსაც. მაგალითად: ეკლესიის
მეკობრეთაგან გატეხისათვის დანაშაულში ეჭვმიტანილმა ოცდაოთხი კაცით უნდა
იმართლოს თავი, ანუ თანამოფიცრებით. თანამოფიცართა ძირითადი რიცხვი ჩვენი
ცნობებით 12 უნდა ყოფილიყო. სხვათაშორის, დამნაშავე ქალის ფიცი უნდობლობას
იწვევდა.
კიდევ რაც შგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ფიცის რიტუალი ეკლესიაში ან ხატზე
ტარდებოდა, ხატისა თუ ეკლესიის არჩევა მოსამართლის ან მომჩივანის პრეროგატივა იყო.
კანონმდებელი განსაზღვრავდა იმ პირთა წრეს, რომელთაც არ შეიძლება ფიცი
დაკისრებოდათ, მათ მიერ ფიცის მნიშვნელობის გაცნობიერების შეუძლებლობის გამო, ან
იმის გამო, რომ ფიცი არ სწამდათ. ვახტანგის სამართლის წიგნის 1471-ე მუხლით ფიცი არ
შეიძლებოდა დაკისრებოდა ჭკუასუსტს, უასაკოსა და ფიცის ურწმუნოს.
მრავალი პროცესის ფიცით გადაწყვეტის შემდეგ, ნელ - ნელა ყალიბდებოდა
სასამართლო მტკიცებულებათა უფრო მაღალგანვითარებული სისტემა, რომლის
მიხედვითაც ფიცი და თანამოფიცარი თანდათან კარგავდა პირველხარისხოვანი
მტკიცებულების მნიშვნელობას.
 ორდალები
სასამართლო დამამტკიცებელ საბუთთა ისტორია, ესაა ხალხის გონების, მათი წეს-
ჩვეულებების განვითარების ისტორია. უძველეს ხანაში დიდი გავლენით სარგებლობდა
წარმართული რელიგია, ამიტომაც „ღვთის მსჯავრი“, ანუ ორდალები ჩვეულებრივ
მტკიცებულებად ითვლებოდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ორდალის უძველესი სახეობა იყო
ცეცხლში გავლა. ორდალის ხსენებული სახის არსებობა ეყრდნობოდა რწმენას, რომ ღმერთი
უშუალოდ ერევა ადამიანთა ურთიერთობაში და ამიტომაც მართალი ადამიანის ცეცხლით
გამოცდას არ შეიძლებოდა სხვა შედეგი მოჰყოლოდა, თუ არა ის, რომ ცეცხლის ღმერთი
დაიცავდა მას. ორდელები, როგორც სასამართლო მტკიცებულება ისტორიულ ხანაში
მრავალი ხალხისთვის დამხასიათებელი იყო. მაგრამ განსაკუთრებით მტკიცედ შეინარჩუნეს,
დიდხანას ინდოევროპულმა ხალხმა: ინდოელებმა, სპარსელებმა, გერმნელებმა, სლავებმა.
ძველ ბერძნულ და რომულ სამართალში ორდალების არსებობის შესახებ ძალიან მწირი
ცნობებია. ძველ საბაერძნეთში ცეცხლით გამოცდის არსებობას შესაძლოდ მიიჩნევდა
სოფოკლის ანტიგონისი, სადაც დარჯებს მათი უდანაშულობის დამტკიცება ცეცხლში
გამოცდით სურდათ. რომაულ სამართალში არ ჩანს ორდალების გამოყენების კვალი.
შესაძლოა ჩავთვალოთ, რომ ორდალის უძველესი სახეობაა ცეცხლით განწმენდა, ცეცხლში
გავლა, რადგანაც ცეცხლი ადამინისთვის ჯადოსნური იყო. ქართული
სამართალწარმოებისთვის ცნობილია მეჩვიდმეტე–მეთვრამეტე საუკუნეების ისტორიული
თუ სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტები. მათში ძირითადად სამი სახის ორდალები
ჩანს: მდუღარე, შანთი და ხმალში გატანება, ანუ სასამართლო ორთაბრძოლა. ვახტანგის
სამართლის წიგნის მიხედვით, შანთი და მდუღარე ერთიდაიგივეა. მდუღარეს რიტუალი:
საჯარო ადგილზე ქვაბში აადუღებენ წყალს, შიგ რკინის ან სპილენძის ჯვარს ჩაჰკიდებენ
ძაფით, წყლის ადუღებისთანავე ქვაბს გადმოდგამენ და ბრალდებულმა ხელი უნდა ჩაჰყოს
და ამოიღოს ჯვარი. შემდეგ პარკში ჩაუდებენ ხელს და დაუბეჭდავენ. მესამე დღეს გაუხსნიან
და თუ არ ექნება დამწვარი ხელი, ესე იგი გაამართლებენ. იგივე სამართლებრივი შედეგი
ჰქონდა შანთს. რაც შეეხება, ხმალში გატანებას (სასამართლო ორთაბრძოლა), იგი მეფის
ღალატისას, სალაროს გატეხვისას გამოიყენებოდა. სასამართლო დუელში მონაწილეობას
იღებდნენ ბრალდებული და მბრალდებელი. ისინი მოედნის თავსა და ბოლოში უნდა
დამდგარიყვნენ შეიარაღებულები, ცხენებით უნდა გამოქანებულიყვნენ და შუბით
ჩამოეგდოთ ერთმანეთი ცხენიდან, არ შეიძლებოდა მოწინააღმდეგის მოკვლა, ამან ხელი
შეუწყო ორდალის დამკვიდრებას სპარსეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში.

 წერილობითი მტკიცებულებები.

წერის გამოგონებით ადამიანმა თავისი აზრი,თავისი მეხსიერება უკვდავყო. ამას დიდი


მნიშვნელობა ჰქონდა სასამართლო ჭეშმარიტების დადგენის საქმეშიც,
დაწერილში(დოკუმენტში) გარკვევით რჩებოდა ფიქსირებული ადამიანის ნება,
ხელშეკრულების დამდები მხარეების ნება-სურვილი, გადასახადების გადახდის ფაქტი,
სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებული კანონის თარიღი და ა.შ.

ანტიკურ საქართველოში, მოსალოდნელია, არამეულ და ძველ ბერძნულ დამწერლობას


იყენებდნენ.

ანტიკური ტრადიციის მიხედვით ძველ კოლხებს თავისი საკუთარი დამწერლობა უნდა


ჰქონოდათ.

სტრაბონის გადმოცემით კორიბანტები,რომელთაც დამწერლობის შექმნა


მიეწერებათ ,,კოლხთაგანნი არიან“

სხადასხვა მიზეზების გამო ადრეული ხანის წერილობითი საბუთები ჩვენამდე არ არის


მოღწეული. X საუკუნიდან სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტებს ვხვდებით კედელში
ჩატანებულ ქვებზე. თვით კავკასიის რეგიონშიც ცხოვრობდნენ რიგი ისეთი ხალხებისა,
რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებამდე არ იყენებდნენ წერილობით
მტკიცებულებებს სამართალწარმოებაში. თვით მიწებზეც საკუთრების უფლების ირგვლივ
სადაო საქმეებშიც კი არ გამოიყენებოდა წერილობითი საბუთები.

წერილობითი დოკუმენტის აღმნიშვნელი უძველესი ქართული ტერმინი ,,დაწერილი“


სესხის ხელშეკრულებასაც გულისხმობდა. ტერმინები ,,წიგნი’’ და ,, სიგელი’’ გვიანი შუა
საუკუნეების საქართველოში არამარტო მეფეთა, არამედ კერძო პირთა სახელით შედგენილ
საბუთებსაც ეწოდებოდა. ამავე ხანებში სესხის ხელშეკრულებას ან სავალო ხელწერილს
უმრავლეს შემთხვევებში მაინც თამასუქს უწოდებნენ. სავარაუდოა, რომ გამოძებნით
შეტყობაში კანონმდებელი გულისხმობდა თამასუქის, როგორც წერილობითი დოკუმენტის
გარეგნული ნიშნების მიხედვით, აგრეთვე შინაარსობრივ შესწავლას.

სასამართლო ერთ-ერთი მოდავე მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით


საბუთს ,,გულისყურით’’ სწავლობდა, რომელსაც ,,კარგად გამოძებნით’’ საქმის შეტყობა
ერქვა.

თამასუქს უსინჯავდნენ ბეჭედს, ამოწმებდნენ დოკუმენტის დათარიღების სისწორეს, შემდეგ


იკვლევდნენ ხელწერას და თუ მოწმეები ცოცხლები იყვნენ, მათაც დაკითხავდნენ.
კანონმდებლისთვის ცნობილი ყოფილა ყალბი თამასუქის შედგენის შემთხვევები.
ძველ ეგვიპტეში წერილობითი ხელშეკრულების ტექსტები დიდხანს ატარებდნენ მათი
საზეიმო სიტყვიერი დაპირებებიდან წარმოშობის კვალს.

უკვე ძველ ეგვიპტეში სესხის ხელშეკრულების არსებობის დასადასტურებლად


აუცილებელი იყო წერილობითი საბუთი. ხოლო, თუ ვინმე სესხს წერილობითი გაფორმების
გარეშე აიღებდა და უარს იტყოდა თავის ვალზე, მას შეეძლო ფიცის მეშვეობით
ემართლებინა თავი. ასეთ ვითარებაში დებიტორის სინდისზე იყო დამოკიდებული ვალის
ნამდვილობის აღიარება.

ძველ ქართულში ოფიციალური საბუთების მნიშვნელობით გვხვდება აგრეთვე გუჯარიც.

ჯერჯერობით წყისეს წარწერა ქვაზე ამოკვეთილი პირველი იურიდიული საბუთია


საქართველოში. ქვაჯვარი აქ იურიდიული საბუთის მნიშვნელობით იხმარება.

ვახტანგი თავის სასამართლო მტკიცებულებათა წიგნში წერილობით საბუთს არ იხსენიებს,


თუმცა სასამართლო დოკუმენტებით აშკარაა, რომ წერილობითი დოკუმენტი
მნიშვნელოვანი მტკიცებულება ყოფილა. ამ პერიოდის საქართველოში განვითარებულია
ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა, რის საფუძველზეც განვითარდა სახელშეკრულებო
ურთიერთობები, ამ ფაქტის ყველაზე ძლიერი გარანტი კი დოკუმენტია. ვახტანგის წიგნის
არაერთ მუხლშია მოხსენიებული წერილობითი დოკუმენტი, ვხედავთ რაოდენ დიდ
მნიშვნელობას ანიჭებდა დოკუმენტს სასესხო ურთიერთობებისას. დავით ბაგრატიონის
სამართლის წიგნში დოკუმენტი ფიცზე უფრო მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.
აუცილებელია დოკუმენტი ყოფილიყო გაფორმებული ბეჭდით, ხელმოწერით.
მნიშვნელოვანი წერილობითი ძეგლია ბაგრატ მე-4-ის ოპიზის სიგელი, რომელმაც დავა
გადაწყვიტა ოპიზისა და მიჯნაძორის ეკლესიებს შორის, რაც მაღალი სამართლებრივი
კულტურის მანიშნებელია.

ცნობილ ოპიზის სიგელში, რომელიც ბაგრატ მეოთხის დროსაა შედგენილი, საბუთის


ბოლოს, რომელსაც ჩვენამდე სრული სახით არ მოუღწევია,ნათქვამია: ,, და თქუენ, წმინდაო
მეუფეო ქართლისა კათალიკოსო და წმინდანო მღვდელთმოძღუარნო,უჯუარო’’

,,უჯუარობით დამტკიცება“, როგორც სპეციფიკური გამოთქმა ემსახურებოდა საბუთის


სიმტკიცეს, სიგელის ურღვეობას. ვინც ხელს შეუშლიდა მეფის მიერ გაცემული სიგელის
სიმტკიცეს, „ხელყოფდა“ მას აღეკვეთებოდა ჯვარის მადლი და ამდენად შეჩვენებული
იქნებოდა.

წერილობითი მტკიცებულების გაჩენასთან ერთად ჩნდება შესაძლებლობა ნატყუარი ანუ


ყალბი საბუთის დამზადებისა.

ცხადია, ყალბი დოკუმენტები მზადდებოდა, რამდენადაც ეს ყალბის მქნელის


შესაძლებლობაში იყო, მას მიამსგავსებდა ნამდვილ საბუთს. ნატყუარი საბუთი დაიწერა
ანგარების მიზნით-სხვისი ადგილმამულის მისათვისებლად.იმ შემთხვევაში, როდესაც
საბუთის სიყალბის შესახებ წარმოიშობოდა ეჭვი, მაგრამ ფიცის გარდა სხვა არავითარი
საშუალება არ არსებობდა მისი ნამდვილობის დასამტკიცებლად, იძულებულნი იყვნენ
ფიცისთვის მიემართათ.

 მოწმის ჩვენება

ქართული სამართალი უძველესი დროიდან მოყოლებული, დღემდე, ცვლილებების


მეშვეობით არსებობს, რომელსაც სტანდარტულ სასამართლომდე მივყავართ. შესაბამისად,
ასეთ პროცესებზე ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებად დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენდა
მოწმის ჩვენება, რომელიც დროთა განმავლობაში განიცდიდა განვითარების ეტაპებს.

მხითარ გოშის სომხური სამართლის წიგნში ნათქვამია, რომ ქართველებს მხოლოდ სამი
მოწმის ჩვენება მიაჩნდათ დამაჯერებლად. ასეთ მოწმედ ითვლებოდა პირი, რომელიც
მართმსაჯულების ორგანოებს განსახილველი გარეოების ან კონკრეტული პირის შესახებ
აწვდიდა მიღებულ ცნობებს. ხოლო სამოქალაქო სამართლის პროცესში, მოწმედ ითვლებოდა
ის პირი , რომელიც არ მონაწილეობდა მხარეთა დავაში და არ მიიღებდა მიკერძოებულ
გადაწყვეტილებებს, საკუთარი და ბრალდებული მხარის პოზიციის ან პირადი იტერესების
დასაცავად.

ვახტანგ VI სამართლის წიგნში კარგად ჩანს, რომ ნელ-ნელა მოწმის ჩვენება


უფასურდბა.იგი წერს, რომ ‘’მოწმე სწამთ და იციან ბერძენთა, ფრანგთა და რუსთა, მაგრამ აქ
ქართულში უფრო არ განუწესებიათ’’. მოწმის ჩვენების მნიშვნეელობა ნელ-ნელა
მცირდებოდა, ხოლო გამოყენება არც ისე ინტენსიური სახით ხდებოდა. ვახტანგ VI
სამართლის წიგნის მე-3 მუხლის მიხედვით, მოსამართლე უნდა ყოფილიყო მოწმის
მაძებარი. ხოლო 157-ე მუხლი მიგვითითებს მოწმის ჩვენების უპირატესობაზე, რომლის
მიხედვითაც, მაგალითად, პირუტყვზე დავის დროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საბუთს
წარმოადგენდა მოწმე, ხოლო თუკი ამით დავა ვერ გადაწყდებოდა ამ შემთხვევაში
მიმართავდნენ ფიცს.

არსებობდა რიგი საკითხები, სადაც მოწმის დავის გადაწყვეტისას მოწმის ჩვენებას


ენიჭებოდა მეტი მნიშვნელობა, ზოგი დავის გადაწყვეტისას კი ნაკლები. ვინაიდან და
რადგანაც მოსამართლე უნდა ყოფილიყო მოწმის მაძებარი ეს ფაქტი მიგვთითებს იმაზე, რომ
სასამართლო ყოველთვის ეძებდა და ეძებს ნეიტრალურ პირს დავაში. იმისათვის, რომ
მოწმეს ფიცი არ დასჭირვებოდა, იგი უნდა ყოფილიყო: ჭკვიანი, სანდო და სამართლიანი
ადამიანი.

ვახტანგ VI სამართლის წიგნის მე-13 მუხლის მიხედვით მოსამართლე არ სჯერდებოდა


ერთ მოწმეს. სასამართლოზე მინიმუმ ორი მოწმე მაინც უნდა ყოფილიყო. იგი უნდა
ყოფილიყო ისეთი ობიექტური და ნეიტრალური პიროვნება, რომელიც დაინტერესებული არ
იქნებოდა შედეგით, გარდა ამისა ძველი ქართული სამართალი კრძალავდა ქალი მოწმეს
ჩვენებას.

სასამართლო საზღვრავდა ვადას მხარეებისთვის მოწმის მოსაძებნად, ხოლო თუკი ეს ვერ


მოესწრებოდა, შემდგომ სასამართლო მიმართავდა ფიცს ან წერილობით ჩვენებას. მოწმე,
რომელიც გამოააშკარავდებოდა ტყუილში, ისჯებოდა ზუსტად ისე, როგორც მის მიერ
ბრალდებული პირი. მოწმის ჩვენების აუცილებლობა ნელ-ნელა ქრებოდა იმ მიზეზითაც,
რომ შიშის საფუძველზე მთხრობელი ნაწილ დეტალებს მალავდა, გარდა ამისა ჩვენება
შესაძლოა ყოფილიყო მიკერძოებული, ნათესაობის ან ახლო ურთიერთობის შედეგად.

ფეოდალურ საქართველოში მოწმის ჩვენების მნიშვნელობამ ყველაზე მეტად დაიწია,


ხოლო წყაროებიდან გამომდინარე ოსურ სამართალში არც კი უარსებია. ვინაიდან და
რადგანაც, ყველგან, სადაც სისხლის აღების ტრადიცია არსებობდა, ყოველი მოწმე
შეიძლებოდა გამხდარიყო შურისძიების მსხვერპლიც, ამიტომაც იყო მიწის მიმართ
სასამართლო ხშირ შემთხვევაში უნდობლობით აღჭურვილი. სასამართლოზე, ყოველთვის
ყველაზე მეტად ფასობდა: მორწმუნე პიროვნება, მოძღვარი ან თვითმხილველი მოწმე. ასევე
მეტად აფასებდნენ თავადისა და აზნაურის ჩვენებას, ვიდრე გლეხისა და ხელოსნის. ორი და
სამი მოწმის ერთნაირი ჩვენება კი სრულფასოვან მტკიცებულებად ითვლებოდა.
მთხრობელი

ქართული სამართლის ისტორია და ქართული ეთნოგრაფია იცნობს მთხრობელის ცნებას.


ძველ საქართველოში მთხრობელი ერქვა ბოროტმოქმედების თვითმხილველ პირს, რომელიც
გასამრჯელოს მიღების მიზნით აცნობდა დაზარალებულს დამნაშავის ვინაობას.
აუცილებლობის შემთხვევაში სასამართლო პროცესშიც მონაწილეობდა, როგორც
ბრალდების მოწმე. ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის 38-ე მუხლის მიხედვით თუ კაცი
კაცს მთხრობლის მეშვეობით დასწამებს დანაშაულის ჩადენას და იმ “დაწამებულს”
მთხრობლის ტოლი ყმა ეყოლებოდა ეს უკანასკნელი ხმალში უნდა გამოსულიყო
მთხრობლის წინააღმდეგ: “თუ მთხრობელს გაემარჯვოს”, დამარცხებულ მხარეს
“სამთხრობლოც” უნდა გადაეხადა და “სისხლიც”. ხოლო თუ სასამართლო დუელში
მთხრობელი დამარცხდებოდა, ეჭვმიტანილს (დაწამებულს) მთხრობელს გადასცემდნენ
ხელშეკრულს და სისხლის საფასურსაც გადაახდევინებდნენ. კანონმდებლის მიხედვით “
მთხრობელი იმას ქვიან, რომელსაც უნახავს თვალითა, როგორც მოუპარავს ან დაუმალავს,
ყველა უამბოს, როდესაც ქურდი სასამართლოსთან მოიყვანონ, და არ გატყდეს, პირს
წამოუდგეს და მთხრობელმა გასტესოს”. თუ მთხრობელი დამნაშავეს “გასტეხდა”, მას
ჯილდოდ “სამთხრობელო” ერგებოდა. ცრუ მთხრობელს იმავე სასჯელით დასჯიდნენ, რაც
იმის ენით მართალ კაცს ედებოდა. ზოგჯერ ცრუ მთხრობელს სცემდნენ, ჯარიმას
გადაახდევინებდნენ და ისე გააგდებდნენ. მთხრობელს უპირატესად ქურდებისა და
ტყვეებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ იყენებდნენ. მთხრობლობას კანონმდებელი
სავალდებულოდ მიიჩნევდა. “საღმრთოს წანახედისა და ხელმწიფის ორგულობის
შემთხვევაში. ჩვეულებრივ კი მთხრობელობა გამართლებულად არ ითვლებოდა. არის
ცნობები იმის შესახებ, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილ დაზარალებული მხარე ე. წ.
“დასახალებულ” თანამოფიცართა ერთად ფიცით თავის გამართლებას მოსთხოვდა. ხოლო
დასახელებულ (“შეგდებულ”) თანამოფიცრად სწორედ მთხრობელს მიუთითებდა.
იგულისხმებოდა, რომ მთხრობელი მას თანამოფიცრად გვერდში არ ამოუდგებოდა და
დამნაშავის მხილებაც ასე მოხდებოდა.

მუშაობდნენ: ანიკო კვარაცხელია.


ნინო ხითარიშვილი.
ანანო გოგილაშვილი.
ქეთი ყოინაშვილი.
მეგი ფაღავა.
ლუკა წიკლაური.

You might also like