Professional Documents
Culture Documents
კალვინი
კალვინი
1
მიდრეკილი. ერთერთმა მათგანმა, პიერ რობერმა, ზედმეტსახელად ოლივეტანმა –
რომელიც ნამყოფი გახლდათ გერმანიაში, იქონია, როგორც ჩანს, დიდი გავლენა
კალვინზე, რომელიც თავის თანატოლებზე უფრო მოგვიანებით მიჰყვა ახალ
სწავლებას. მისი ბუნებისთვის უცხო იყო აღფრთოვანება და ენთუზიაზმი. იგი ვერ
იტანდა (ვერ განიცდიდა) მძიმე სულიერ კრიზისს, როგორც ლუთერი. მისი
გადასვლა პროტესტანტიზმში გახლდათ ნელი და რთული განსჯითი მუშაობის
შედეგი. თავიდან კალვინი ემხრობა ფრანცისკ I-ის დის, მარგარიტას წრის ადამიანთა
ზომიერ მიმართულებას, რომლებიც ერაზმის სულით ოცნებობდნენ წმინდა
სახარების ქადაგებაზე არსებული დაწესებულებების ნიადაგზე. 1534 წ. ჩვენ
კალვინს ვხედავთ უკვე დაჯერებული პროტესტანტების რიცხვში, რომლებმაც
მკვეთრად გაწყვიტეს ურთიერთობები ეკლესიასთან. კალვინის ერთერთი
გვიანდელი ბიოგრაფია (შედგენილი ბეზას მიერ 1575 წ.) მის მოულოდნელ
გამგზავრებას პარიზიდან 1533 წ. შემოდგომაზე გვიხსნის მისი მონაწილეობით ერთ
პროტესტანტულ დემონსტრაციაში. შემდეგ კალვინის ბიოგრაფები გადმოგვცემენ
მის სხვადასხვა მოგზაურობას (ხეტიალს) დასავლეთ და სამხრეთ საფრანგეთში, მერე
იტალიაში, მისეულ მცდელობებს პროპაგანდის წარმოებაზე. ყველა ამ ცნობის
შემოწმება ძალზედ ძნელია: უეჭველია მხოლოდ ის, რომ 1534 წ. კალვინი არ იყო
მთავრობისთვის ცნობილი აგიტატორების ან კიდევ ამაში თუნდაც ეჭვმიტანილი
პირების რიცხვში; მას შეეძლო მშვიდად გამოჩენილიყო ამ წლის ზაფხულში მის
მშობლიურ ნოიონში, სადაც უარი თქვა თავის ბენეფიციაზე. კალვინის ემიგრაცია
საფრანგეთიდან (სავარაუდოდ, 1534 წ. გვიან შემოდგომაზე) იყო ნებაყოფლობითი,
მაგრამ იგი კავშირში იმყოფება შემობრუნებასთან საფრანგეთის მთავრობის
საეკლესიო პოლიტიკაში. 1533 წ. დაიწყო რელიგიური დევნების ერა. საფრანგეთის
საზღვრებს გარეთ, სამხრეთ-დასავლეთ გერმანიისა და შვეიცარიისკენ გაეშურა
მრავალი ემიგრანტი. ფრანგულმა პროტესტანტიზმმა ამ დროიდან მიიღო
უპირატესად რადიკალური შეფერილობა. კალვინმა ამ ეპოქაში შეიძინა კიდევ
ჩრდილოელი ფრანგის მეთოდურობა, დაჯერებული დოქტრინიორის
შეუბრალებელი ლოგიკა.
2
religionis chrtistianse”) პირველი გამოცემა, რომელიც შემდეგ რამდენჯერმე
ხელახლა გამოიცა და გაფართოვდა (უკანასკნელი ყველაზე უფრო მეტად ცნობილი
გამოცემა – 1559 წ.) და საბოლოო ჯამში იქცა კალვინიზმის მთელი დოგმატური და
საეკლესიო სწავლების შეჯამებად. კალვინის პირველ ნაშრომში ჯერ კიდევ ცოტაა
ორიგინალური შინაარსის მიხედვით; ავტორის მიზანი იყო სისტემატიურად
გადმოეცა უკვე განსაზღვრულად ჩამოყალიბებული პროტესტანტული იდეების
ჯამი, ბოლო დაედო სწავლებისა და წყობილების მოუწესრიგებლობისთვის
თანამოაზრეებს შორის. ამ მიმართებით კალვინმა შორს ჩამოიტოვა უკან,
გადმოცემის სინათლის, შეკუმშულობისა და ძალის მიხედვით, ყველა თავისი
წინამორბედის მცდელობანი ასეთივე სულისკვეთებით. კალვინის წიგნი საკუთარი
თავით აღნიშნავს ახალი პერიოდის დასაწყისს პრტოტესტანტიზმის ისტორიაში. არა
ადამიანი, მისი ტანჯვითა და ეჭვებით, აინტერესებს კალვინს, არამედ ჭეშმარიტი
გაგების აღდგენა ღმერთის შესახებ, რომელიც დამცირებულია (დაკნინებულია)
პაპიზმის მიერ. ამ ძირითად ხაზს უერთდება სწავლებაც წინასწარგანსაზღვრულობის
(წინასწარდანიშნულების) შესახებ Predestinatio რომელიც თუმცა კი განვითარებულ
იქნა “დარიგების” მხოლოდ შემდგომ გამოცემებში. ღვთის ნების უპირობო
ბატონობის იდეა, რომელიც ადამიანებს ირჩევს მხოლოდ თავის იარაღებად,
გამორიცხავს აზრს ადამიანთა დამსახურებების შესახებ, თვით თავად
წარმოდგენასაც კი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობაზე ადამიანთა
გადაწყვეტილებებში. აქედან გამომდინარე ცნება წინასწარგანსაზღვრულობის
შესახებ განვითარებული იყო ჯერ კიდევ ნეტარი ავგუსტინეს მიერ და მას მეტ-
ნაკლებად იზიარებდა XVI ს. ყველა რეფორმატორი; მაგრამ მათ შორის არავინ არ
წასულა ასე შორს პრინციპის ფორმულირებაში, აგრეთვე მისგან გამომდინარე
დასკვნებში, როგორც კალვინი.
3
ისრაელის ისტორიიდან და ამ დროს როგორღაც ივიწყებს სახარებისეულ
სიყვარულის ქადაგებას. მაგრამ კალვინის მოძღვრებაში არის სხვა მხარეც. ადამიანს
არა აქვს უფლება ჩაეძიებოდეს იმას, თუ რა არის მის შესახებ გადაწყვეტილი ზეცაში;
იგი უნდა სასოებდეს მის კუთვნილებაზე რჩეულებისადმი, რამეთუ იგი მიდის
ღვთის მიერ ნაჩვენები გზით. ადამიანის ნების სრული დაქვემდებარება
(დამორჩილება) ღვთაებრივი წინასწარმოხაზულობებისადმი უნდა ბადებდეს მასში
(საკუთარი) სიმართლის შეგნებას და ამა ქვეყნის ხელისუფალთადმი
წინააღმდეგობის გაწევის ძალას, რადგანაც ისინი მიდიან ღმერთის ბრძანებათა
წინააღმდეგ. მხოლოდ ხელმწიფეების ღმერთისადმი მორჩილებაში მდგომარეობს
მიწიერი ხელისუფლების გამართლება. დაჟინებით მოითხოვს რა ღვთის სიტყვის
პირდაპირი მოწმობის უპირობო ბატონობას, რომელიც გადმოცემულია წმინდა
წერილში, კალვინი ნათელი (მკაფიო) ნიშნით განაცალკევებს თავის სწავლებას
როგორც კათოლიკობისგან, ისე ყველანაირი მისტიკური მიმდინარეობებისგანაც
(ანაბაბტისტები და სხვა), რომლებიც წმ. წერილში დაწერილი გამოცხადების ახლოს
ან კიდევ მასზე მაღლა აღიარებდნენ შინაგან, უშუალო გამოცხადებასაც. კალვინის
მოძღვრებაში პროტესტანტიზმი ღებულობს უპირატესად მშრალ, რაციონალისტურ
ხასიათს. იგი არსად არ ტოვებდა ადგილს წარმოსახვის თამაშისთვის,
განუსაზღვრელი (გაურკვეველი) სასოებისთვის: ყველგან – ლოგიკური მსჯელობაა
და მითითება წმ. წერილის პირდაპირ ტექსტზე. ადამიანთა ყველანაირი
გაერთიანება, რომელშიც გაისმის ღვთის სიტყვის ქადაგება და აღესრულება
საიდუმლოებანი (ნათლობა და ზიარება), კალვინის შეხედულებით, არის ეკლესია.
მაგრამ ღვთის სიტყვის მაუწყებელთა სასულიერი ხელისუფლება უფლის მიერ
დაყენებულია უჩვეულოდ მაღლა; იგი დაჟინებით მოითხოვს ურჩების მიმართ
მკაცრი საეკლესიო სასჯელის გამოყენებას – განკვეთისა, რომელზედაც უარს
ამბობდა რეფორმატორთა უმრავლესობა, რომელთაც ეშინოდათ საეკლესიო
ტირანიის დაბრუნებისა.
4
შეუქმნა კალვინს ეპოქის ერთერთი უმსხვილესი ღვთისმეტყველის დიდება, და ამით
აიხსნება ის დაჟინება, რომლითაც ფარელი ცდილობდა კალვინის მიზიდვას
საქმიანობისთვის ჟენევაში, როდესაც 1536 წ. ზაფხულში იგი გაჩერდა ამ ქალაქში
მოკლე დროით. ჟენევაში მაშინ იყო კათოლიკობის ბევრი მომხრე, უმრავლესობის
გადასვლა პროტესტანტიზმში აღესრულა წმინდად გარეგნული სახით; სახალხო
მღელვარებანი, პარტიების გააფთრებული შეტაკებანი ხელს უშლიდა ახალი
პოლიტიკური და საეკლესიო წესრიგის განმტკიცებას. თავიდან საღვთისმეტყველო
ლექციების წასაკითხად მიწვეულმა კალვინმა მალევე დაიკავა თვალსაჩინო ადგილი
მქადაგებლებს შორის. მისი გავლენით შედგენი იქნა საეკლესიო მოწყობის პროექტი
(Articles de 1537), რომელიც განსახილველად წარედგინა მაგისტრატს. მისი
არსებითი ნიშნები შემდეგია: ეკლესიის საფუძვლად აღიარებულ უნდა იქნას მისი
წევრების სწორი სარწმუნოება და თემის ზნეობრივი სიწმინდე. იმისთვის რათა
მიღწეულ იქნა ერთიც და მეორეც, აუცილებელია შემოწმდეს მოქალაქეთა
რელიგიური რწმენა-შეხედულებანი მათთვის ხელმოსაწერად და ფიცის დასადებად
აღმსარებლობის დაწვრილებითი ფორმულის წარდგენის გზით, და უარის მთქმელნი
გარიცხულ უნდა იქნან ეკლესიიდან; შემდეგ, აუცილებელია მეთვალყურეობის
დაწესება მოქალაქეთა კერძო ცხოვრებაზე, დაავალებენ რა ამას მქადაგებლებსა და
უხუცესებს, ეკლესიის უღირსი წევრების მიმართ განკვეთის გამოყენებით. კალვინის
პროექტი მიღებულ იქნა მაგისტრატის მიერ, მაგრამ ყველა მოქალაქის დაფიცება ვერ
მოხერხდა, შედგა ძლიერი ოპოზიცია, და 1538 წ. დასაწყისში კალვინისა და
ფარელის მეგობრები გარიცხულ იქნენ მაგისტრატიდან, ხოლო ამის კვალდაკვალ
(1538 წ. აპრილი) კალვინი და ფარელი განდევნეს კიდეც ჟენევიდან. წლის
განმავლობაში ისინი ინარჩუნებენ ურთიერთობებს მათი პროექტისადმი
ერთგულებთან ჟენევაში და იხრებიან შემრიგებლური მიმართულებისკენ: კალვინს
ეშინია, რომ სახელს გაითქვამს როგორც სქიზმატიკოსი, პირადი განზრახვების გამო,
რომლებმაც განხეთქილება შეიტანეს თემში. მაგრამ კალვინის ყურადღება სულ
უფრო მეტად იხრებოდა სხვა მხარეს.
5
გერმანულ ენასთან თავისი უცხოობის მიუხედავად, თვალსაჩინო მონაწილეობას
ღებულობდა როგორც წინასწარ თათბირებში 1539 და 1540 წწ. (ფრანკფურტის
სეიმში, გაგენაუსა და ვორმსში ჩატარებულ რელიგიურ კონფერენციებში), ისე
რეგენსბურგის სეიმის გადამწყვეტ კრებაზეც 1541 წ. გაზაფხულზე. უშვებდა რა
პროტესტანტების გარემოში მიმართულებათა ცნობილ განსხვავებულობას, კალვინი
გამოხატავდა უკიდურეს არდამთმობლობას კათოლიკების პროგრამასთან
მიმართებით. კალვინი გაემგზავრა სეიმიდან მის დასრულებამდე და იგი იყო
ძლიერად იმედგაცრუებული. მის სამწლიან ყოფნას გერმანიაში ჰქონდა გადამწყვეტი
გავლენა მისი შეხედულებების განვითარებაზე. ამ დროიდან მისთვის პირველ
პლანზე დგას – რეფორმაციის საერთო ბედი ევროპაში; მისი (რეფორმაციის)
ადგილობრივი წარმატებები კალვინს წარმოუდგება მნიშვნელოვნად მხოლოდ
მოვლენათა საერთო მსვლელობისადმი მათი დამოკიდებულების ზომის მიხედვით.
ამავე დროს, 1540 წ. შემოდგომიდან, ჟენევიდან კალვინთან მოდის დაჟინებითი
თხოვნები დაბრუნებაზე, განდევნილი მქადაგებლების მომხრეების მიერ
(გილერმენები, ფარელის სახელით – Guillaume) მოპოვებული გამარჯვების
გამოისობით. კალვინს ჟენევაში შეხვდნენ დიდი პატივით (1541 წ. სექტემბერი),
მაგრამ მის მიერ შეთავაზებული საეკლესიო ორდონანსების პროექტი (ordonnances
ecclesiastiques) მაგისტრატის მიერ მიღებულ იქნა მხოლოდ ხანგრძლივი კამათების
შემდეგ და ცნობილი შეზღუდვებით. დადგენილ იქნა ოთხი საეკლესიო ჩინი:
პასტორები (ministres, pasteurs), დოქტორები (ე. ი. მეცნიერი ღვთისმეტყველები,
სკოლაში სწავლებისთვის), უხუცესები (ancines), მოქალაქეებზე ზნეობრივი
ზედამხედველობისთვის, და დიაკვნები, საქველმოქმედო საქმის წარმოებისთვის;
უკანასკნელ ორ თანრიგს ღებულობდნენ საერო პირებისგან, მაგისტრატის მხრიდან
დანიშვნის გზით (უხუცესებს – სამთავრობო საბჭოებისგან). წმინდა საეკლესიო
თანამდებობებზე ასევე ნიშნავდა მაგისტრატი, პასტორების რეკომენდაციითა და
გამოცდების შემდეგ.
6
წყობილებისგან აცილებდნენ მორთულობებს, სიმბოლოებს, ცერემონიებს –
ყველაფერს, რომლებიც შეიძლება მოქმედებდნენ გარეგან გრძნობებზე. უკანასკნელი
დღესასწაულები, რომლებიც დატოვა რეფორმაციამ – ქრისტეს შობა, წინადაცვეთა,
ხარება, ამაღლება – გაუქმებულ იქნა და დატოვეს მხოლოდ აღდგომა.
ორდონანსების შემდეგ მალევე დღის სინათლეზე გამოსული “ქრისტიანულ
სარწმუნოებაში დარიგებების” მესამე გამოცემა (1543) თავის თავში შეიცავს
საეკლესიო გადაქმნის დაწვრილებით პროგრამას, სადაც თავს იჩენდა კალვინის
ჭეშმარიტი აზრი. საეკლესიო ორგანოების სახელმწიფო ხელისუფლებისადმი
რაიმენაირი დაქვემდებარების შესახებ აქ ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი.
გატარებულია საერო და საეკლესიო სფეროების სრული გაყოფა, და ზნეობრივი
დისციპლინა მთლიანად მიკუთვნებულია უკანასკნელისადმი. არჩევნები
კონსისტორიაში და პასტორებად დამყარებულია დემოკრატიულ საფუძველზე.
კანდიდატები დანიშნულ უნდა იქნან პასტორების მიერ, მაგრამ არჩევა აღესრულება
იმ თემის ყველა წევრის პირდაპირი მონაწილეობით, რომლებსაც ისინი
ხელმძღვანელობენ. პასტორებს კალვინი ათანაბრებს წინასწარმეტყველებთან და
მოციქულებთან. დამოუკიდებელი საეკლესიო თემი, რომელსც, ხალხის საერთო
კონტროლის პირობებში, ხელმძღვანელობენ ყოვლისშემძლე მწყემსები (პასტორები)
– ეს გახლავთ ფორმა, რომლის ყველგან შეტანისკენ ისწრაფვის კალვინიზმი . მაგრამ
მცირე რესპუბლიკის ვიწრო ფარგლებში, ძალაუფლებისადმი იჭვნეულად
ჩაბღაუჭებული მაგისტრატის ხელში, კალვინს დიდი შრომის ფასად თუ შეეძლო
თვით 1541 წ. დადგენილი წესრიგის დაცვაც კი.
7
მასწავლებლების) დანიშვნისას უპირობოდ ღებულობდნენ; მქადაგებელთა
კოლეგიაში მას გააჩნდა ფაქტიური დიქტატურა. ეს პირადი გავლენა ჯერ კიდევ
სულაც ვერ განაპირობებდა სისტემის ზეიმს: პირიქით, რაც უფრო მეტად იშლებოდა
იგი, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა ოპოზიცია მოსახლეობის გარემოში და
თავად მაგისტრატშიც. პირველი ხუთი წელიწადი კალვინის დაბრუნების შემდეგ
(1541-1546) – არის დრო პროგრამის ცხოვრებაში გატარებისა, რისი გულისთვისაც
იგი მოწოდებულ იქნა შენევაში. იკრძალება ცეკვები, თეატრალური წარმოდგენები,
აზარტული თამაშები; მკაცრი სასჯელებია დაწესებული მკრეხელობათა, წყევლათა
და ა. შ. წარმოთქმისთვის. მაგისტრატი ცდილობს ტრაქტირების დახურვას და მათ
შეცვლას მოქალაქეთა კრებებით, ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ,
რელიგიური საუბრებისთვის. იმავე დროს ჟენევა ფართოდ უღებს კარებს რელიგიურ
ემიგრაციას, რომელიც მოედინებოდა იტალიიდან, ინგლისიდან,
ნიდერლანდებიდან და განსაკუთრებით საფრანგეთიდან. ფრანგი ემიგრანტების
რიცხვმა 15-20 წლის შემდეგ შეადგინა ჟენევის მთელი მოსახლეობის არანაკლებ
ნახევრისა. ამ სისტემას არ შეიძლებოდა არ გამოეწვია ძლიერი ოპოზიცია. ჟენევური
ტრადიციები, მოსახლეობის ხასიათი ყველაზე უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა
ზნეობრივ-დისციპლინარულ პროგრამას. ყველა, ვინც უკმაყოფილო იყო ჩამოსულთა
ნაკადებით – მაგალითად, წვრილი ხელოსნები, რომლებიც ამაში ხედავდნენ
სიძვირისა და საქმიანობის დაქვეითების მიზეზს, – იწყებდნენ თავიანთი მტრობის
გადატანას უცხოთა ამ მასის დამცველებსა და ბელადებზე, – პასტორებზე და
განსაკუთრებით კი კალვინზე.
8
მაგისტრატზე; ამიტომ მათ მხარეზე იყო პროტესტანტული შვეიცარიის უმეტესი
ნაწილის თანაგრძნობა და განსაკუთრებით ბერნისა. მათ პროგრამასა და ქცევაში
არაფერი იყო საერთო ანაბაპტისტების ან რაციონალისტური სექტების სოციალურ
და ზნეობრივ-რელიგიურ რადიკალიზმთან და ანარქიზმთან (“ლიბერტინების”
სახელწოდება, რომელსაც კიდევ იყენებს ბევრი თანამედროვე ისტორიკოსი, მათ
მიმართ უდაოდ უფრო გვიანდელი წარმოშობისაა; კალვინი თავის წერილში “Contre
la secte furieusу des Libertins, nommes spirituels”, 1545 წ., თავს ესხმის არა ჟენეველ
მოწინააღმდეგეებს, არამედ საერთოდ თავისუფლად მოაზროვნეებს, კერძოდ
პანთეისტური მიმართულების ერთ ბელგიურ-ფრანგულ სექტას). სარგებლობდნენ
რა ოპოზიციით მაგისტრატის გარემოში, უკმაყოფილოებმა, განსაკუთრებით
ახალგაზრდობის რიცხვიდან, დაიწყეს ხმაურის ატეხვა პასტორების წინააღმდეგ,
მათთვის შეურაცხყოფის მიყენება ქუჩებში, დისციპლინარული წესების
დემონსტრაციულად დარღვევა, ფრანგების დევნა, სადაც კი ეს შესაძლებელი
იქნებოდა. ოპოზიციამ გაატარა რამდენიმე ზომა, რომლებიც იხრებოდა
კონსისტორიისთვის დამოუკიდებლობის ჩამორთმევისკენ. კალვინის მოხსენებები
და საჩივრები არც თუ იშვიათად რჩებოდა შედეგების გარეშე.
9
რომ მიეღწია თავისი დოქტრინის ოფიციალურად დამტკიცებისთვის და აეძულებინა
თავისი მოწინააღმდეგე გაჩუმებულიყო. 1553 წ. კალვინისთვის დადგა
განსაკუთრებულად კრიტიკული მდგომარეობა. სამთავრობო საბჭოებში სასწორი
გადაიხარა პერინისტების პარტიისკენ, იმავე დროს ჟენევაში გამოჩნდა ესპანელი
მიგუელ სერვეტი, რომელიც ყველაზე უფრო სერიოზული და ნიჭიერი გახლდათ
კალვინის ყველა თეოტერიკოს მოწინააღმდეგეს შორის. კალვინი უკვე თავისი
საქმიანობის დასაწყისში (1534 წ.) ხვდებოდა ანტიტრინიტარიზმის დამაარსებელს.
სერვეტს ერთხანს მიმოწერაც ჰქონდა მასთან, ცდილობდა რა მიეზიდა კალვინი
თავის მხარეზე, ხოლო შემდეგ კი გამოეწვია იგი საპოლემიკოდ. კალვინი
პასუხობდა, მაგრამ უხალისოდ, ხოლო შემდეგ შეწყვიტა მიმოწერა და ერთხელ
გამოუცხადა ფარელს, რომ თუკი სერვეტს ფიქრად მოუვა ჟენევაში ჩამოსვლა, მაშინ
იგი მას ცოცხალს უკვე აღარ გაუშვებს აქედან.
10
აქ არაფერი ყოფილა ნათქვამი. თუმცა კი მაგისტრატმა დაუყოვნებლივ გამოუტანა
სერვეტს სასიკვდილო განაჩენი. სერვეტმა მოისურვა კიდევ ერთხელ ენახა კალვინი,
მაგრამ, სიკვდილისწინა შეხვედრამ ვერ მოალბო ეს უკანასკნელი. სერვეტი დაიღუპა
კოცონზე 1553 წ. 27 ოქტომბერს.
11
ამოცანაც გახლდათ განათლებული პროტესტანტული სასულიერო წოდების
მომზადება რომანული მიწებისთვის; მალე აკადემია შეივსო მსმენელებით ევროპის
ყველა მხრიდან. ჟენევის მაგისტრატი, პასტორთა კოლეგიასთან ერთობლივად,
ურთიერთობებს აწარმოებდა წარმოქმნილ ფრანგულ პროტესტანტულ თემებთან,
გზავნიდა მათთან მქადაგებლებს და გარკვეული პირობებით იკავშირებდა მათ
თავისთან. ჟენევის ხელისუფალთა ოფიციალურ ენაში, რესპუბლიკის მთელ წეს-
წყობილებაში მტკიცდება რელიგიური ტონი, რომელიც უქმნის ჟენევას “წმინდა
ქალაქის” რეპუტაციას. პოლიტიკური ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან აქტში
მონაწილეობას ღებულობს სასულიერო წოდება. 1559 წ. კალვინი ღებულობს ჟენევის
მოქალაქეობას, მაგრამ მისი მთავარი ყურადღება მიმართულია საზღვარგარეთულ
მოვლენებზე, და წმინდა-ჟენევურ საეკლესიო საქმეებს იგი სულ უფრო მეტად
ავალებს თავის კოლეგებს. ფრანგული პროტესტანტული თემების უმეტესი ნაწილის
წერილები კალვინისადმი დაწერილია ყველაზე უფრო მოწიწებულ ტონში: მის
მითითებებს ღებულობენ ბრძანებების სახით. კალვინი იწყებს მიმოწერას
კოლინისთან, ნავარის მეფესთან /ანრი/ IV-ის მამასთან).
12
აღმსარებლობად და შეწყვიტა ბრძოლა კათოლიკურ ეკლესიასთან. იგი სწერდა
აგრეთვე შვედეთისა და დანიის მეფეებს. მისი წყალობით, კალვინიზმმა სულ
თავიდანვე დაიკავა საერთაშორისო მდგომარეობა. კალვინის როლი
საერთოევროპულ პროპაგანდაში არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ დარიგებებისა და
მოღვაწეთა გაგზავნით; ჟენევაში მოედინებოდნენ დევნილები ევროპის ყველა
კუთხიდან, სასწავლებლად მოდიოდნენ მომავალი მებრძოლები კათოლიკობის
წინააღმდეგ საღვთისმეტყველო, ლიტერატურულ და პოლიტიკურ ნიადაგზე;
კალვინისგან ეძიებდნენ რჩევას უფრო მომწიფებული, ჩამოყალიბებული
ადამიანებიც; სხვადასხვა დროს მასთან ურთიერთობებში იმყოფებოდნენ ლუთერი,
მელანქტონი, სლაიდანი, გერმანული რეფორმაციების ისტორიკოსი, გოთმანი,
გამოჩენილი ფრანგი პუბლიცისტი, იურისტი ბოდუენი, სოცინი, ლასკი,
რეფორმატორი პოლონეთში, და ბევრი სხვა.
13
christianae”, და მისი მიმოწერა მრავალჯერ იქნა გამოცემული. პირველი კრებული
“Epistolae et responsa” გამოუშვა კალვინის მენაცვალემ (მემკვიდრემ, преемник)
ჟენევაში, ბეზამ (იხ.), 1575 წ. კალვინის თხზულებათა პირველი სრული კრებული
გახლდათ 1617 წ. ჟენევური გამოცემა. დღესდღეობით მთავრდება სტრასბურგელ
მეცნიერთა (Baum, Cunitz, Reues, Erichson) მონუმენტური გამოცემა, რომლებმაც
სათაურის ქვეშ “Calvini Opera omnia”, კალვინის თხზულებებისა და მიმოწერის
გარდა, შეკრიბეს მისი ადრეული ბიოგრაფიები, დოკუმენტები, რომლებიც
შეეხებოდა მის საეკლესიო და პოლიტიკურ საქმიანობას ჟენევაში, პროცესების
აქტები და მათი მსგავსი. გამოსულ ტომებს უკავია კრებულის “Corpus
Reformatorum” ნაწილი (ტომები XXIX-LXXVI, დაწყებული 1863 წ.-დან). კალვინის
წერილები, რომლებიც მიეკუთვნება ადრეულ პერიოდს, შეკრებილია ასევე თავისი
კომენტარებით შესანიშნავ გამოცემაში Herminjard-ისა “Correspondance des
reformateurs dans les pays de langue francaise” (მეორე გამოცემა, 1878 წ.-დან).
კალვინის ფრანგული წერილები გამოცემულია ცალკე Bonnet (“Lettres francaises de
Calvin”, 1854 წ.). სხვადასხვა ბიოგრაფიებიდან შესანიშნავია ორი, რომლებიც
დაწერილია ბეზას მიერ (1564 და 1575 წ.). კათოლიკური თვალსაზრისითაა
დაწერილი ბოლზეკის “Histoire de la vie de Calvin” (ახალი გამოც. ლიონი, 1575).
კალვინის შესახებ ახალ თხზულებებს შორის მეცნიერული მიუკერძოებლობით
გამოირჩევა Lefranc, “Jeneusse de Calvin” (II., 1890); Kampschulte, “Johann Calvin,
seine Kirche und sein Staat in Genf” (I ტ., ლაიფციგი, 1869; ჩინებული თხზულება,
რომელიც დაუსრულებელი დარჩა) და ნახევრადმატიანური წიგნი Roget, “Histoire du
peuple de Geneve depuis in Reforme jusqu’a l’Eecalade” (ჟენევა, 1870-83). იხ.
აგრეთვე Galliffe, “Quelques pages d’histoire exacte” (1863) და “Nouvelles pages
d’histoire exacte” (1863; კალვინისადმი მტრული თვალსაზრისით). რუსულად
კალვინის მცირე ბიოგრაფია პავლენკოვის ბიბლიოთეკაში, შედგენილი
პოროზოვსკის მიერ; В. Михайловскiй, «Серветъ и К.» (М., 1863), და Р. Випперъ,
«Церковь и государство въ Женеве XVI в. въ эпоху кальвинизма» (М. 1894).
რ. ვიპერი
კალვინიზმი
14
ამაღლებულიყვნენ (подняться) ცალკეულ ქვეყნებში რეფორმის განცალკევებულ და
გაფანტულ ძალისხმევაზე უფრო მაღლა და მოეცვათ პროპაგანდით მთელი
დასავლეთი, მიეღოთ მკვეთრი და ნათელი საეკლესიო ფორმები და
ორგანიზებულიყვნენ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის. ეს ამოცანა საკუთარ
თავზე აიღო კალვინიზმმა, რომელიც წარმოადენს რეფორმაციის რომანულ ტიპს.
Gამოდიოდა რა ყველაზე უმფრო მკვეთრად კათოლიკობის წინააღმდეგ,
კალვინიზმი ამავე დროს ძლიერად იყო განმსჭვალული შუასაუკუნეობრივი
კათოლიკური პრინციპებით: შეუწყნარებლობით, ცალკეული პიროვნებების
ეკლესიისადმი უპირობო დაქვემდებარებით (დამორჩილებით), ზნეობის თითქმის
ასკეტური კოდექსით. მეორეს მხრივ, არც ერთი პროტესტანტული მიმართულება არ
მოითხოვდა დაჟინებით ასე მკვეთრად უპირობოდ და მხოლოდ ბიბლიისადმი
მიყოლას (на безусловномъ и исключительном следованiи Библiи), კულტიდან და
მოძღვრებიდან (სწავლებიდან) “ცრურწმენისა” და “წარმართობის” (ე. ი. გარეგნული
სიმბოლოების) განდევნას. ისწრაფვოდა რა ძველი ქრისტიანული თემის (община)
აღდგენისკენ, კალვინიზმი ეკლესიაში ახდენდა ხალხური საწყისის გატარებას;
მაგრამ, ბრძოლის ინტერესებში, თემების ხელმძღვანელებს – პასტორებსა და
უხუცესებს – ეძლევათ ძლიერი ავტორიტეტი და ცალკეული თემები მჭიდროდ
იკვრებიან კავშირებში საერთო არჩევითი მმართველობით (პრესვიტერიანული და
სინოდალური მოწყობა). საგანთა ძალით კალვინიზმი მჭიდროდ გადაეწვნება
(გადაეხლართება) ხოლმე პოლიტიკურ მოძრაობებს და გამოიმუშავებს
განსაზღვრულ პოლიტიკურ პრინციპებს. კალვინიზმს მოუხდა გამოსვლა იმ
ეპოქაში, როდესაც საერო ხელისუფლების წარმომადგენლები უმეტეს წილად
მოქმედებდნენ საეკლესიო რეაქციის სულისკვეთებით. ხელისუფლებასთა
შეჯახებებში კალვინიზმი მალევე ღებულობს უპირატესად სახალხო,
ანტიმონარქიულ მიმართულებას, უახლოვდება რესპუბლიკურ და კონსტიტუციურ
პარტიებს. პრინციპიდან: “ღმერთს უფრო მეტად უნდა ვუგდებდეთ ყურს, ვიდრე
ადამიანებს”, კალვინისტებს გამოჰყავთ თეორია უწმინდური და საერთოდ
ტირანული ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობის შესახებ, სწავლება ღმერთის მიერ
შეკრული (დამოწმებული, скреплённый) ხალხსა და მეფეს შორის ხელშეკრულების
შესახებ; საეკლესიო მოწყობის რესპუბლიკური ფორმები გადაიტანება პოლიტიკურ
ცხოვრებაზეც. XVI და XVII სს. კალვინისტი წარმოადგენს ადამიანის მკვეთრად
მოხაზულ ტიპს, რომელიც ღრმად არის დარწმუნებული თავისი მოძღვრების
სისწორეში, მკაცრსა და მძიმეს, რომელიც მტრულად არის განწყობილი მაღალი
საზოგადოების ცხოვრებისა და სიამოვნებებისადმი, რესპუბლიკურად უბრალოს
გარეგნობით, მუდმივად ბაგეზე ლოცვა ან ღვთისმოსაური ტექსტი აქვს. კალვინიზმს
15
გამოაქვს დიდი მებრძოლური ლიტერატურა, რომელშიც გვხვდება
საღვთისმეტყველო პოლემიკაც, სატირიც, პოლიტიკური პამფლეტებიუცა და
ტრაქტატებიც.
16
თავადაზნაურებმა წარუდგინეს მმართველს (მარგარიტა პარმელს) პროტესტი
ინკვიზიცის წინააღმდეგ, შედგენილი კალვინისტის მარნიკოს დე-სენტ-
ალდეგონდის მიერ (იხ. Гёзы, VIII, 239). ესპანური ჯარების მოსვლამ, ჰერცოგ ალბას
უფროსობით, სიკვდილით დასჯებმა, რომლებითაც გაუსწორდნენ საქვეყნოდ
ცნობილ პირებს არსტოკრატიის წრეში (ეგმონტი, ჰორნი), კიდევ უფრო მეტად
დააახლოვეს თავადაზნაურთა პოლიტიკური ოპოზიცია კალვინისტებთან; ბევრი
გადავიდა პროტესტანტიზმში – სხვათა შორის ფილიპეს მთავარი მოწინააღმდეგე,
ვილჰელმ ორანელი, – ბევრიც ემიგრაციაში წავიდა. ნიდერლანდელმა
კალვინისტებმა დაიწყეს ურთიერთობები ფრანგ ჰუგენოტებთან. შეიარაღებული
წინააღმდეგობის პირველი მცდელობები წარუმატებლად დასრულდა; ესპანელები
ბატონობდნენ თითქმის მთელ ქვეყანაზე, როდესა რამდენიმე ემიგრანტმა –
“საზღვაო გეზებმა” – ხელში ჩაიგდო ზღვისპირა ქალაქი ბრილი. ამ მომენტიდან
წინააღმდეგობა უფრო მეტი წარმატებით წავიდა, და ჩრდილოეთ ოლქები,
რომლებშიც სჭარბობდნენ კალვინისტები, გამოეყვნენ.
17
სწავლებას წინასწარ გამორჩეულობის შესახებ (о предвечномъ избранiи) და
მიდრეკილი იყვნენ უფრო მეტი სირბილისკენ სხვა აღმსარებლობებთან
მიმართებით. რელიგიურ კამათს დაერთო პარტიების ბრძოლაც, რესპუბლიკურ-
არისტიკრატიულის და დედმოკრატიულ-მონარქისტულისა, ორანელთა სახლის
მეთაურობით. პირველი, რომელიც ემხრობოდა არმინიანობას, დამარცხებულ იქნა,
და მისმა ბელადებმა თავებიც დადეს; არმინიანელთა სწავლება დაიგმო ეროვნულ
სინოდზე დორდრეხტში (იხ. XI, 46)
18
რჯულის შემწყნარებლობისა და თავისუფლად მოაზროვნეობის მიმართულების
განვითარებასთან ერთად. XVII ს. 20-იანი წლების დასაწყისში ჰუგენოტების
პოლიტიკური ორგანიზაცია ინგრეოდა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ კი (1629),
ცალ-ცალკე (შეუთანხმებლად, სტიქიურად) გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ,
პოლიტიკური უფლებები მათ ჩამოართვათ კარდინალმა რიშელიემ.
19
ინგლისური ეკლესიის შემოღებას საეპისკოპოსოს ღირსებითა და ზოგიერთი
სიახლეებით კულტში, კათოლიკობის სულისკვეთებით (მთავარეპისკოპოს ლოდის
პოლიტიკა). ამ მცდელობების შედეგად იქცა აჯანყება, რომელიც შეერწყა ინგლისის
რევოლუციას.
20
იქცნენ მეწინავე მებრძოლებად პოლიტიკური თავისუფლებისთვის იაკობ I-ისა და
კარლ I-ის დროს; მათი საეკლესიო დევნა გადატანილ იქნა პოლიტიკურ ნიადაგზე
და გადაიქცა კონსტიტუციურ და რესპუბლიკურ თეორიებად; არ უშვებდნენ რა
მეფის მეთაურობას საეკლესიო საქმეებში, ისინი იბრძოდნენ აბსოლუტიზმის
წინააღმდეგ სახელმწიფოში. მძიმე განსაცდელება ამ ბრძოლის დასაწყისში აიძულა
ბევრი მათგანი გადასახლებულიყვნენ ახლად დაარსებულ კოლონიებში ჩრდილოეთ
ამერიკაში; აქ, თავისუფლებაში, ვითარდებოდა მრავალრიცხოვანი სექტები,
რომლებადაც დაიშალა ინგლისური კალვინიზმი (შემდგომის შესახებ იხ.
ხანგრძლივი (долгий) პარლამენტი, რევოლუცია ინგლისში, ინდეფენდენტები,
კვაკერები, პურიტანები). XVII ს. გმირული ეპოქის შემდეგ პურიტანობა ანუ
დისსენტერობა, აღწევს რა ფაქტიურ შემწყნარებლობას და იშლება რა ზომიერ და
უკიდურეს ნაწილებად, ყუჩდება, ჰკარგავს თავის გავლენასა და შინაგან ძალას. მისი
აღორძინება ინგლისში მიეკუთვნება XVIII ს. ბოლოს და მიმდინარეობს ე. წ.
ვესლეანობაში ანუ მეთოდიზმში (იხ.). ამჟამად (ე. ი. XIX-XX სს. მიჯნაზე – ი. ხ.)
ინგლისელი პროტესტანტების მნიშვნელოვანი ნაწილი – დისსენტერებია; უელსი
თითქმის მთლიანად მათით არის დასახლებული.
21
დარღვეული.
რ.ვიპერი
22