5.საწარმოს ტექნიკური-ორგანიზაციული დონის მდგომარეობის და განვითარების ანალიზი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

5.

საწარმოს ტექნიკურ-ორგანიზაციული დონის მდგომარეობის და განვითარების


ანალიზი

რადგან საწარმოს მეცნიერულ-ტექნიკურ განვითარებას ახლავს


მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებები, ანალიზის პროცესში უნდა
შეფასდეს მათი უკუგების მაჩვენელი და ეფექტიანობა.განვითარების
გარდაუვალი პროცესია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და პროდუქციის
ახალი სახეობების გამოყენება და წარმოება,რაც ეკონომიკური პროგრესის
შემადგენელი ნაწილია.საწარმოს მეცნიერულ-ტექნიკური დონის ანალიზის
ამოცანებია:მიღწეული ტექნიკური დონის ეკონომიკური შეფასება,ახალი
ტექნოლოგიების დანერგვის გეგმიაზომიერების შეფასება და
სხვა.მოდერნიზებული ტექნიკის პირობებში შესაძლებელი ხდება
მომხმარებელთა უახლესი მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციის
მიწოდება,იზრდება საწარმოთა კონკურენტუნარიანობა და ვითარდება
ბაზარი.დღევანდელ პირობებშ სწრაფი წარმატების პირობაა ბაზრის
მოთხოვნებთან ადაპტაცია და ანალიზის ამოცანაა უზრუნველყოს
წარმოების მოქნილობა.არსებობს მოქნილობის ორი
მახასიათებელი.საწარმოს მდგრადობა განახლების პროცესისადმი და
განახლების შესაძლებლობა.ახალი ტექნიკის დანერგვის პროცესის
გეგმიურობა მოწმდება კონკრეტულ პერიოდში შესრულების
სამუშაოებით.გეგმიური სამუშაოებიდან გადახვევის შემთხვევაში დგინდება
აღნიშნულის გამომწვევი მიზეზები.

You might also like