Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

შესრულებული სამუშაოების ანგარიში პროექტზე: „საქართველოს რეგიონების სატრანსპორტო-

ლოჯისტიკური პოტენციალის, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსებისა და ეთნოგრაფიული


მემკვიდრეობის საფუძველზე უნიკალური ტურისტული პროდუქტების შექმნა“

მამულაძე რომან, Phd, პროფესორი


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია. ქ. ბათუმი. რუსთაველის ქ. №53
r.mamuladze@bsma.edu.ge Tel. 577-220-493
ძნელაძე ლედი, Phd, პროფესორი
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია. ქ. ბათუმი. რუსთაველის ქ. №53
l.Dzneladze@bsma.edu.ge Tel. 551-348-843

აბსტრაქტი
ნაშრომში მოცემულია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ დაფინანსებული
სამეცნიერო-კვლევით პროექტზე - „საქართველოს რეგიონების სატრანსპორტო-ლოჯისტიკური
პოტენციალის, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსებისა და ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის
საფუძველზე უნიკალური ტურისტული პროდუქტების შექმნა“, - პირველ ეტაპზე
შესრულებული სამუშაოების ანგარიში.

საკვანძო სიტყვები (Keywords): პოტენციალი, ტურისტული პროდუქტი, ინოვაცია,


მარშრუტი.

საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყანაში კაპიტალის მოზიდვისთვის


უმნიშვნელოვანესია ტურიზმის ინდუსტრიის წარმატებული ფუნქციონირება, რომლის
რეალიზებისთვისაც წინა პლანზე მოიაზრება უნიკალური ტურისტული პროდუქტების შექმნა
და მათი შეთავაზება მოგზაურებისთვის, როგორც სხვადასხვა ქვეყნებიდან, ისე ქვეყნის შიგნით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მდიდარია მრავალფეროვანი ტურისტული
რესურსებით და ამდენად, იგი ერთ-ერთი მიმზიდველი და სასურველი ადგილია
მოგზაურებისთვის, მაინც აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში და მის ცალკეულ რეგიონებში,
ტურისტულ-რესურსული პოტენციალი ჯერაც არ არის სრულყოფილად ათვისებული, ხოლო
ზოგიერთი რესურსული პოტენციალის გამოყენებაზე საერთოდ არ არის საუბარი. ძალზე ცოტაა
ახალი, ინოვაციური ტურისტული პროდუქტები.
ამდენად, მიგვაჩნია, რომ არსებული და გამოუყენებელი რესურსული პოტენციალის
ათვისება და ინოვაციური ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად თეორიული ბაზის
მომზადება უმნიშვნელოვანესი საკითხია.
ჩვენი აზრით, თეორიული ბაზის ფორმირებაში ერთ-ერთ მიმართულებად საქართველოს
რეგიონების სატრანსპორტო-ლოჯისტიკური პოტენციალის, ტურისტულ-რეკრეაციული
რესურსების, ეთნო-ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა მოიაზრება, ხოლო მის
საფუძველზე შესაძლებელია უნიკალური ლოჯისტიკურ-ტურისტული პროდუქტების შექმნა.
სწორედ ამ მიზნით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ბიზნესისა და მართვის
ფაკულტეტზე შემუშავდა შიდა საუნივერსიტეტო კვლევითი პროექტი, რომელზეც
მიმდინარეობს მუშაობა.
პროექტში განისაზღვრა შემდეგი კვლევის მიზნები:
◊ დასავლეთ საქართველოს რეგიონების (აჭარა, გურია, სამეგრელო და ისტორიული
სამურზაყანო) ტურისტულ-რეკრეაციული რესურსული პოტენციალის, სატრანსპორტო-
ლოჯისტიკური შესაძლებლობების და თ. სახოკიას ეთნოგრაფიული კვლევის შედეგების
სინთეზის საფუძველზე ორიგინალური ტურისტულ-ლოჯისტიკური პროდუქტების
ფორმირება და ახალი ტურისტული მარშრუტების - („არგონავტების გზა“; „ვიკინგების გზა“ ;
„შარდენის გზა“, „თედო სახოკიას გზა 100 წლის შემდეგ“ და სხვ.) შემუშავება და ამოქმედება;
◊ დასავლეთ საქართველოს ერთიანი ეკონომიკურ სივრცეში მეურნეობის ცალკეული
დარგების (ლოჯისტიკა, ტურიზმი და სხვ.) შემდგომი განვითარების მხარდაჭერა;
◊ დასავლეთ საქართველოს რეგიონების (აჭარა, გურია, სამეგრელო და ისტორიული
სამურზაყანო) შესახებ ეთნოგრაფიული კვლევებისა და თანამედროვე არსებული
მდგომარეობის შესახებ მასალების განახლება /შეგროვება და შრომების სახით გამოცემა;
◊ დასავლეთ საქართველოში, როგორც უნიკალური ტურისტული შესაძლებლობების
მქონე რეგიონში, ტურიზმის ცალკეული სახეობების (საზღვაო, კულტურული,
სათავგადასავლო, საქმიანი, სამთო-სათხილამურო, გასტრონომიული, სათამაშო და
ეკოლოგიური ტურიზმის) კოორდინაცია ეფექტური სატრანსპორტო-ლოჯისტიკური
სისტემების ფორმირების გზით.
პროექტში განისაზღვრა შემდეგი კვლევის ამოცანები:
 დასავლეთ საქართველოს რეგიონების ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების,
ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მათ მიერ შეთავაზებული ტურისტული
პროდუქტების კვლევა;
 დასავლეთ საქართველოს რეგიონების ტურისტულ ინფრასტრუქტურაში სატრანსპორტო-
ლოჯისტიკური სისტემების ხარისხისა და ეფექტურობის მაჩვენებლების შეფასება;
 დასავლეთ საქართველოს რეგიონების შესახებ ეთნოგრაფიული კვლევის შედეგების,
ისტორიული წყაროების და მათი თანამედროვე პარალელების შესახებ ინფორმაციის
შეგროვება და შედარებითი ანალიზი;
 არგონავტების, ვიკინგების, შარდენის და თ. სახოკიას მოგზაურობის მარშრუტის შესახებ
ეთნო-ისტორიული კვლევის შედეგების, ისტორიული წყაროების და მათი თანამედროვე
რეალობების სინთეზის საფუძველზე ორიგინალური ტურისტული პროდუქტების შექმნა;
 დასავლეთ საქართველოს რეგიონების ტურისტული პოტენციალის შესწავლა და
მიღებული შედეგების დანერგვა ახალ ტურისტულ მარშრუტებში;
 არგონავტების, ვიკინგების, შარდენის და თ. სახოკიას მოგზაურობის მარშრუტის შესახებ
ეთნოგრაფიული კვლევის შედეგების, ისტორიული წყაროების და დასავლეთ
საქართველოს რეგიონების ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების ერთიან ტურისტულ
პროდუქტებად ჩამოყალიბება;
 არგონავტების, ვიკინგების, შარდენის და თ. სახოკიას მოგზაურობის მარშრუტის
სატრანსპორტო-ლოჯისტიკური პოტენციალის შეფასება და თანამედროვე ტურისტული
ინფრასტრუქტურისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის ძირითადი
მიმართულებების განსაზღვრა;
 არგონავტების, ვიკინგების, შარდენის და თ. სახოკიას მოგზაურობის მარშრუტზე ახალი
ტურისტული მარშრუტების („არგონავტების გზა“, „შარდენის გზა“, „ვიკინგების გზა“,
„თედო სახოკიას გზა - 100 წლის შემდეგ“ და სხვ.) ამოქმედება;
 დასავლეთ საქართველოს, როგორც ერთიანი ეკონომიკური, ტურისტული და
ლოჯისტიკური სისტემის მოდელის ფორმირების თეორიული ასპექტების შემუშავება;
 არგონავტების, ვიკინგების, შარდენის და თ. სახოკიას მოგზაურობის მარშრუტის შესახებ
ეთნოგრაფიის, ეკონომიკური მდგომარეობისა და ლოჯისტიკის რეტროსპექტივა;
 არგონავტების, ვიკინგების, შარდენის და თ. სახოკიას მოგზაურობის მარშრუტის
ეთნოგრაფიული კვლევის შედეგების, დასავლეთ საქართველოს რეგიონების ეკონომიკის
ცალკეული დარგების პოტენციური შესაძლებლობების, დემოგრაფიული მდგომარეობის
და ლოჯისტიკური სისტემების კომპლექსური ანალიზის შედეგების გამოცემა ბეჭდური
და ელექტრონული ფორმით;
 არგონავტების, ვიკინგების, შარდენის და თ. სახოკიას მოგზაურობის ფოტო-ვიდეო
მონიტორინგი, მინი ფორმატის ფილმების და ფოტოალბომის მომზადება;
 ახალი ტურისტული ცენტრების (არგონავტების მუზეუმი/ვიკინგების მუზეუმი/საზღვაო
მუზეუმი/ეთნოგრაფიული მუზეუმები - არგონავტების, ვიკინგების, შარდენის და თ.
სახოკიას მოგზაურობის მარშრუტზე) შექმნასთან დაკავშირებული პროექტების
მომზადება;
 ასოციაცია „წინაპრების ნაკვალევზე“ ჩამოყალიბება, რომლის ძირითადი მიზანიც იქნება
სატრანსპორტო, ტურისტულ და სხვა ბიზნეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის
გაღრმავება, ქართველი და უცხოელი მკვლევარების/მოგზაურობის მარშრუტზე ახალი
ტურისტული მარშრუტების ამოქმედება, ბიზნესის, ლოჯისტიკისა და ტურიზმის
სფეროში განათლების ხელშეწყობა და სხვ.
 ახალი ტურისტული მარშრუტების („არგონავტების გზა“; „ვიკინგების გზა“; „შარდენის
გზა“; „თედო სახოკიას გზა 100 წლის შემდეგ“ და სხვ.) შესახებ ვებ გვერდის შექნა,
რომელზეც განთავსდება დეტალური ინფორმაცია მარშრუტზე არსებული ტურისტული
და ბიზნეს ობიექტების (სასტუმროები, მუზეუმები, ღირსშესანიშნაობები, სავაჭრო
ცენტრების და ა. შ.,), სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სისტემის ცალკეული რგოლების
(სატრანსპორტო-გადამზიდავი კომპანიების) მუშაობის მაჩვენებლების (ტრანსპორტის
მოძრაობის გრაფიკები, ფასები და ა. შ.), ტრადიციული ღონისძიებების, კერძების და ა. შ.
შესახებ;
 ეკონომიკის, ბიზნესის, ლოჯისტიკის, ტურიზმის შესახებ მოძიებული მასალების და
კვლევის შედეგების დიგიტალიზაცია.
უნდა აღვნიშნოთ, რომ პროექტი მოიცავს სამ ეტაპს. განხორციელება დაიწყო 2021 წლის
იანვრიდან და გეგმით უნდა დასრულდეს 2022 წლის დეკემბერში, თუმცა ბევრი სხვადასხვა
განმაპირობებელი ფაქტორის გავლენით ჯერჯერობით პირველი ეტაპის სამუშაოები
მიმდინარეობს და სავარაუდოდ 2022 წლის ბოლოსთვის ვერ დასრულდება. პირველ ეტაპზე
შესასრულებელი სამუშაოები მოიცავდა 2021 წლის იანვარ-ივლისის პერიოდს, მაგრამ კოვიდ-19
პანდემიის ერთმანეთზე მიდევნებულმა ტალღებმა დიდად შეუშალა ხელი პროექტის
ნორმალურ ვითარებაში წარმართვას, გარდა ამისა, ამავე პერიოდს დაემთხვა ჯერ
ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო და შემდეგ არჩევნების შემდგომი
პროცესები, რამაც ასევე შეაფერხა პროექტით გათვალისწინებული გეგმის რეალიზება.
მუნიციპალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და დაინტერესებული მხარეების
ჩართულობის გარეშე შეუძლებელია შემუშავდეს და წარმატებით განხორციელდეს გეგმა,
რომელიც დასავლეთ საქართველოს მდიდარ ბუნებრივ და კულტურულ რესურსებს გადააქცევს
უნიკალურ ტურისტულ პროდუქტად და განსაკუთრებული შთაბეჭდილებების მიღების
შესაძლებლობად.
თუმცა, პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ნაწილი მაინც შესრულებულია,
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მონაწილეებს არ მიუღიათ არანაირი ანაზღაურება.
კონკრეტულად დადგენილია 100 წლის წინანდელი მარშრუტები გურიასა და აჭარაში.
ქვემოთ წარმოგიდგენთ თ. სახოკიას მიერ გავლილ მარშრუტს გურიასა და აჭარაში,
რომლის თანმიმდევრობაც ეფუძნება მისსავე ნაწარმოებს „მოგზაურობანი“
თ. სახოკიამ გურიაში მოიარა შემდეგი დასახლებული პუნქტები: ნატანები, მერია,
გურიანთა, ოზურგეთი, დვაბზუ, შემოქმედი, გომი, ეწერი, ლიხაური, ნაგომარი, აკეთი (შედგება
აკეთის, ზომლეთის, ვანის და ჭანჭათისგან), ბახვი, ვაკეჯვარი (ვაკიჯვარი), თხემლნარა და
ბახმარო. (სულ 20-მდე დასახლებული პუნქტი).
ხოლო აჭარაში მკვლევარი იმყოფებოდა შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: ზოტიყელი,
ღორჯომი, ხულო, მარატის ხეობა, ფურტიო, ოლადაური, კუტი-ჯვარი, დარჩიძეები, სარიჩაირი.
სხალთის ხეობაში: სოფლები: ქოჩახი, ხიხაძირი, ვერნები, სხალთა.
ხულოდან-ქედამდე მონაკვეთში მოინახულა სოფლები: ჭვანა, ახალდაბა, დანდალო,
ცხმორისი, ქედა. სოფ. აჭარისწყალი. სოფ. კიბე - საზღვარი ქვემო აჭარასა და გონიოს შორის.
სოფ. ერგე, კაპანდიდი. ბოლოს, კახაბრის ჭალა. აფხაზთა სოფელი ბათუმამდე 2 კილომეტრში
და ქალაქი ბათუმი. (სულ 25-მდე დასახლებული პუნქტი).
ასევე, პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, შესრულდა ნაშრომი თემაზე ახალი
ტურისტული მარშრუტი - „თედო სახოკიას გზა“ - და წარდგენილი იქნა საერთაშორისო
ონლაინ კონფერენციაზე - „მუზეუმი და გლობალიზაცია“, 2021 წლის 5-7 ნოემბერს (ნაშრომის
ავტორები: რ. მამულაძე, ლ. ძნელაძე) (იხ. კონფერენციის პროგრამა).
გარდა ამისა, პროფ. რ. მამულაძის ხელმძღვანელობით შესრულდა სამაგისტრო ნაშრომი
პროექტთან დაკავშირებულ თემაზე ....

ჩვენი აზრით, დასავლეთ საქართველოს რეგიონების სატრანსპორტო-ლოჯისტიკური


პოტენციალის, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების, ეთნო-ისტორიული და კულტურული
მემკვიდრეობის საფუძველზე უნიკალური ლოჯისტიკურ-ტურისტული პროდუქტების შექმნა
სრულიად შესაძლებელია და ასეთ პროდუქტებად მოგვევლინება მარშრუტები: „არგონავტების
გზა“, „ვიკინგების გზა“ , „შარდენის გზა“, „თედო სახოკიას გზა 100 წლის შემდეგ“ და სხვ.).

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

You might also like