Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 12

აფიშა

"განცხადება"
თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული განცხადება სპექტაკლის, კონცერტის ან
ლექციის შესახებ.

მიზნად ისახავს შეატყობინოს მაყურებელს, თუ სად, როდის, რა სანახაობა


გაიმართება. ცნობილია, რომ სანახაობაზე მომხმობ განცხადებებს ეგვიპტეში, ძველ
საბერძნეთში, რომში პაპირუსზე ხატავდნენ, ზოგჯერ გამოჭრიდნენ და შენობის
თეთრად შეღებილ კედელზე ან საგანგებო ფირნიშზე აკრავდნენ. შუა საუკუნეებში
წარმოდგენის შესახებ ხალხს ქუჩაში გამოსული მაცნე აუწყებდა. ქაღალდის
აფიშები პირველად საფრანგეთში XVI ს-ში გაჩნდა. თავდაპირველად აფიშაზე
მხოლოდ ნაწარმოების სათაური იყო მითითებული, იშვიათად მოქმედ პირთა
თავგადასავალი. XVII ს-დან ნაწარმოების სათაურს მისი ავტორისა და მსახიობთა
ვინაობაც დაემატა. თუ ქალაქში რამდენიმე თეატრი იყო, თითოეულს
განსხვავებული ფერის აფიშა ჰქონდა. XVIII-XIX სს. აფიშა ილუსტრირებული
გახდა. მან მხატვრული პლაკატის დონეს მიაღწია. აფიშები ფორმითაც
განსხვავდებოდნენ: აფიშა-პროგრამები და ე.წ. მოკლე ფურცლები.
პლაკატი
ნახატი, რომელსაც ახლავს სააგიტაციო, სარეკლამო ან განცხადების ხასიათის მოკლე
ტექსტი.რომელიც შეიცავს მოწოდებას
საფოსტო მარკა -მარკას საფოსტო უწყება უშვებს ქაღალდის ნაჭრების სახით,
რომლებიც გამიზნულია კონვერტებზე დასაწებებლად და მათზე ნებეჭდი ტექსტი და/ან ნახატია
გამოსახული. ძირითადად საფოსტო მარკებზე დატანილი ტექსტი ან ნახატი საიუბილეოა და
დააკვირდით გამოცემის თარიღს,საიუბილეო მრგვალ თარიღს და მოვლენის ამსახველ თარიღს

პირველი ეროვნული ქართული საფოსტო მარკა გამოიცა 1919 წლის 26


მაისს. საქართველოს დამოუკიდებლობის (1918–1921) და საბჭოთა პერიოდის პირველ წლებში
(1922–1923) გამოცემული ქართული მარკები დიდ იშვიათობას
წარმოადგენს. 1924 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე მართალია გამოდიოდა მარკები
საქართველოს სიუჟეტებითა და ქართველი მოღვაწეების გამოსახულებით, მაგრამ არც ერთ
მათგანზე არ იყო მოხსენიებული „საქართველო“. ყველა მათგანზე იყო რუსულ ენოვანი წარწერა
„სსრკ–ს ფოსტ“.
1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა
ქართული ეროვნული მარკების წარმოება, ვინაიდან ეროვნული საფოსტო მარკების გამოცემა
ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი დამადასტურებელი
ნიშანია. 1993 წლის 31 ივლისს გამოიცა ქართული ეროვნული საფოსტო მარკების სერია
„საქართველო გაეროს წევრი“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს გაერთიანებული ერების
ორგანიზაციაში გაწევრიანების პირველ წლისთავს.
ქართული კუპონი — საქართველოს ფულის ერთეული 1993 წლის 5 აპრილიდან 1995 წლის 2
ოქტომბრამდე. 1993 წლის 20 აგვისტოდან წარმოადგენდა გადახდის ერთადერთ კანონიერ
საშუალებას საქართველოს ტერიტორიაზე[1]. თავდაპირველად კურსი რუბლის თანაბარი იყო,
სწორედ რომლის შემცვლელიც იყო ეს ვალუტა. გამოდიოდა მხოლოდ ბანკნოტები,
რაოდენობით 1-დან 1 000 000 კუპონამდე (მათ შორის მეტად უცნაური ნომინალებით — 3,
3000, 30 000, 150 000 კუპონი).

ბონები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა - ქაღალდის დროებითი


ფულადი ნიშანი, ლეგალური საგადამხდელო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე 1919 წლის
ივლისიდან - 1922 წლამდე. მის შემოღებამდე გარდამავალი ფულის ფუნქციას ასრულებდა ამიერკავკასიის

.
ტალონი
1. პატარა საკონტროლო ფურცელი, რომელიც რისამე მიღების უფლებას იძლევა.
2. საბუთის დუბლიკატი, რომელიც რჩება ჩეკის, ორდერის და მისთ. წიგნაკის ყუაში.
3. ფასიანი ქაღალდის (აქციის, აკრედიტივის და მისთ.) ძირითადი ნაწილი.
აბონემენტი
უფლება რამეთი სარგებლობისა განსაზღვრული ვადით (მაგ., წიგნით-
ბიბლიოთეკიდან, ადგილით-თეატრში, ტელეფონით და სხვ.); ამ უფლების
დამადასტურებელი საბუთი.
აბონომენტი შეიძლება იყოს სამგზავრო,სპორტული დდარბაზით
სარგებლობისთვის,კინოთეატრის და ა.შ
ეტიკეტი
საქონელზე, პროდუქციაზე დაკრული საფაბრიკო ან სავაჭრო ნიშანი,
რომელზედაც ნაჩვენებია სახელწოდება, ფასი და სხვ.; იარლიყი.
გაზეთი — პერიოდული ბეჭდური გამოცემა, რომელიც არანაკლებ თვეში ერთხელ მუდმივი
სახელწოდებით გამოდის. სიტყვა „გაზეთი“ ყველაზე პატარა ნომინალის მქონე იტალიური
მონეტის სახელწოდებიდან მომდინარეობს .ვაკვირდებით გამოცემის თარიღს,სად გამოიცა,
ვისი გამოცემაა,რამდენჯერ გამოდის და სტატიის სათაუს რას ეძღვნება
ბილეთი
1. მცირე ზომის ფურცელი, ბარათი, რომელიც იძლევა სადმე შესვლის,
ტრანსპორტით მგზავრობისა და მისთ. უფლებას.
მატარებლის ბილეთი. ,თვითმფრინავის ბილეთი...
2. საბუთი, რომელსაც აძლევს რომელიმე ორგანიზაცია თავის წევრებს.
სამხედრო ბილეთი. ან რომელიმე პარტიის წევრობის ბილეთი

3.ლატარიის ან ლოტოს გათამაშების ბილეთი


კარიკატურა -დაცინვის ხელოვნებააა(ზედმეტად დატვირთვა,
გადაჭარბება, გაზვიადება) — სახვითი ხელოვნების ჟანრი (უმთვრესად
გრაფიკული), მხატვრული ტიპიზაციის საშუალება, რომელშიც კრიტიკული
მიზანდასახულობისთვის, ცხოვრებისეული მოვლენების ან პიროვნების ნეგატიური მხარეების
საჩვენებლად გამოყენებულია შარჟისა და გროტესკის ხერხები. ფართო გაგებით კარიკატურა
არის გამოსახულება, რომლშიც შეგნებულადაა შექმნილი კომპოზიციური ეფექტი,
გაერთიანებულია რეალური და ფანსასტიკური, გადაჭარბებული სიმძაფრით არის
გადმოცემული ადამიანის ფიგურის, სახის, ჩაცმულობის, ქცევისა და სხვა სახასიათო ნიშნები.

You might also like