ინფორმაცია რეფერატზე

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

რეფერატის კომპონენტი (30 ქულა) საგანში საგანში „ქართული

კონსტიტუციონალიზმი“

ა.წ. 13 მარტს ლექციაზე მოგახსენეთ, რომ საგანში ერთ-ერთი შეფასების კომპონენტი


გახლავთ რეფერატის შესრულება - 30 ქულა. გიგზავნით რეფერატის ჩარჩო და მისგან
გამომდინარე სავარაუდო თემებს, საიდანაც შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი
ნებისმიერი თემა და მოამზადეთ რეფერატი, რომლის მოცულობა არაა ნორმირებული
(გონივრულობის/საჭიროების ფარგლებში). შეფასებისას გაითვალისწინება: ა)
შერჩეული თემა წარმოადგენდეს საქართველოს, როგორც საპარლამენტი რესპუბლიკის
მიმდინარე ეტაპისთვის აქტუალურ, პრობლემურ საკითხს; ბ) რეფერატში
აუცილებლად გამოჩნდეს გარკვეული დოზით თქვენეული მსჯელობა და
არგუმენტირებული პოზიცია განსახილველ საკითხთან მიმართებით; გ)
შემოთავაზებულ იქნას შერჩეულ საკითხთან დაკავშირებით თქვენს მიერ გამოკვეთილი
პრობლემატიკის გადაწყვეტის თქვენეული რეცეპტი/რეკომენდაციები.

რეფერატის ჩარჩო-თემაა „საქართველო - საპარლამენტო რესპუბლიკა“ და ამ ჩარჩო-


თემიდან შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ქვეთემა და მოამზადეთ
რეფერატი. გაწვდით რეფერატის სავარაუდო თემების სავარაუდო დასახელებებს,
საიდანაც შეგიძლიათ აარჩიოთ ერთი თქვენთვის სასურველი თემა, რომელზეც
მოამზადებთ რეფერატს:

1. პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში.

2. პრეზიდენტის და მთავრობის ურთიერთობა საპარლამენტო რესპუბლიკაში.

3. პრეზიდენტის საგარეო უფლებამოსილებანი საპარლამენტი რესპუბლიკაში.

4. პრეზიდენტი - უმაღლესი მთავარსარდალი საპარლამენტო რესპუბლიკაში.

5. პრეზიდენტის არჩევის წესი საპარლამენტო რესპუბლიკაში.

6. საპარლამენტო რესპუბლიკა - მმართველობის საუკეთესო მოდელი?

7. ბიკამერალიზმის პერსპექტივები საქართველოში.

8. მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობა საპარლამენტო რესპუბლიკაში.

9. მთავრობის საქმიანობის კონტროლი საპარლამენტო რესპუბლიკაში.

10. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის კომპეტენციური


ურთიერთმიმართება.

11. მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ფორმები საქართველოში.

12. ნდობა-უნდობლობის მექანიზმი საპარლამენტო რესპუბლიკაში.

13. პრეზიდენტის ვეტო საპარლამენტო რესპუბლიკაში.

14. პარლამენტის და მთავრობის ურთიერთობა საპარლამენტო რესპუბლიკაში.

და სხვა და სხვა და სხვა.....


შენიშვნა: ჩამოთვლილი თემები და მათი დასახელება სავარაუდოა, თემის შერჩევა
თქვენი სურვილით მოახდინეთ, მხოლოდ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ
თემა აუცილებლად უნდა ეხებოდეს საქართველოს, როგორც საპარლამენტო
რესპუბლიკას.

რეფერატის სტრუქტურა სასურველია მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:

 თავფურცელი (მიუთითეთ თემის დასახელება; თქვენი სახელი, გვარი)

 სარჩევი (სასურველია გააჩნდეს)

 შესავალი (უნდა აისახოს დამუშავებული თემის მნიშვნელობა, განისაზღვროს


პრობლემა (ამოცანა));

 ძირითადი ნაწილი (საკითხი სრულად უნდა იქნას განხილული, შესაძლოა


გამოიყოს თავები და ქვეთავები);

 დასკვნა (უნდა აისახოს ნაშრომის შედეგები, შესაძლებლობის შემთხვევაში,


შემოთავაზებულ იქნას პრობლემის გადაჭრის გზები);

 გამოყენებული ლიტერატურა/ინტერნეტ-რესურსები.

რეფერატის სავარაუდო მოცულობა - 5-10 გვერდი, ან თქვენი შეხედულებისამებრ.

!!! - შენიშვნა: რეფერატის შესრულების და ჩემთვის მეილზე გადმოგზავნის ბოლო ვადაა


ა.წ. 12 ივნისი, სემესტრის ბოლო, მე-15 კვირა (მზაობის შემთხვევაში შეგიძლიათ ადრეც
გამომიგზავნოთ). შესრულებული რეფერატი უნდა გამოაგზავნოთ მეილზე
giorgi.kverenchkhiladze@tsu.ge

კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მომმართოთ ლექციაზე ან მითითებულ


ელ.ფოსტაზე.

ასევე, შუალედური გამოცდა ჩატარდება სემესტრის ბოლოს, სავარაუდოდ მე-14 ან მე-15


კვირაში. შეუალედური გამოცდის თარიღს ლექციის დროს ერთობლივად შევარჩევთ.
შუალედური გამოცდა ჩატარდება ლექციისთვის ცხრილით განკუთვნილ დროს.
ფინალური გამოცდის ჩატარდების თარიღსაც ერთობლივად შევარჩევთ.

You might also like