2. აღსრულების სისტემა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

გადაწყვეტილებათა აღსრულების ახალი სისტემა

2011 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს


გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის ახალი სისტემა. აღნიშნულმა სისტემამ გააუქმა
მანამდე მოქმედი კლასიფიკაციისა და ზედამხედველობის მექანიზმები, რომლებიც ვეღარ პასუხობდა
საქმეთა მზარდი რაოდენობით გამოწვეულ პრობლემებს და ამის გამო ძალზე ჭიანურდებოდა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მხრიდან სახელმწიფოთა მიერ გატარებულ ღონისძიებებზე
რეაგირება.

ა) აღსრულებაზე ზედამხედველობის პროცედურები

ახალი სისტემის მიხედვით, მინისტრთა კომიტეტი აღსრულებაზე ზედამხედველობას ორი სახის


პროცედურის შესაბამისად ახორციელებს. ესენია: სტანდარტული პროცედურა და გაძლიერებული
პროცედურა.

სტანდარტული პროცედურა ავტომატურად ეხება ყველა საბოლოო ძალაში შესულ გადაწყვეტილებას.


გამონაკლისს წარმოადგენს გარკვეული კატეგორიის საქმეები, რომლებიც ავტომატურად ხვდება
გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურაში:

 პილოტური გადაწყვეტილება;
 საქმე ეხება სასამართლოს სისტემურ პრობლემას;
 სახელმწიფოთაშორისი საქმე.

გარდა ამისა, კონკრეტულ გადაწყვეტილების აღსრულებაზე გაძლიერებული ზედამხედველობა


შეიძლება მოითხოვოს თავად სახელმწიფომ ან მინისტრთა კომიტეტის სამდივნომ.

ბ) აღსრულების სამოქმედო გეგმა/აღსრულების ანგარიში

სტანდარტული პროცედურის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, გადაწყვეტილების საბოლოო


ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა, სახელმწიფომ მინისტრთა კომიტეტს უნდა წარუდგინოს
აღსრულების სამოქმედო გეგმა/აღსრულების ანგარიში.

აღსრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგენს დოკუმენტს იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელთა


გატარებასაც სახელმწიფო აპირებს კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით (დანართი
1).

აღსრულების ანგარიში კი მოიცავს ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ უკვე გატარებული


ღონისძიებების შესახებ (იხ. დანართი 2).

პრაქტიკაში არსებობს ორი ტიპის სიტუაცია:

 სახელმწიფო მიჩნევს, რომ მან უკვე გაატარა ყველა ღონისძიება გადაწყვეტილების


აღსრულების მიზნით - ასეთ შემთხვევაში, ის წარადგენს აღსრულების ანგარიშს;
 სახელმწიფო იმყოფება ღონისძიებების იდენტიფიცირების/გატარების პროცესში. ასეთ
შემთხევვაში, ის წარადგენს სამოქმედო გეგმას.
მაგალითად, როდესაც სახელმწიფოსა და აღსრულების დეპარტამენტს შორის არსებობს თანხმობა
აღსრულების ანგარიშის შინაარსთან დაკავშირებით, საქმე წარედგინება მინისტრთა კომიტეტს
დახურვის მიზნით, ანგარიშის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში:

გადაწყვეტილება საბოლოო გახდა ...

აღსრულების ანგარიში წარდგენილ


იქნა არაუგვიანეს: ...

წინადადება საქმის დახურვის შესახებ კომიტეტს


წარედგინება მის მომდევნო სხდომაზე ან
არაუგვიანეს: ...

როდესაც ხდება სამოქმედო გეგმის წარდგენა, აღსრულების დეპარტამენტი ახდენს მასში მოცემული
ღონისძიებებისა და ვადების წინასწარ შეფასებას და იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა დამატებითი
განმარტებები ან ინფორმაცია, ის უკავშირდება მთავრობას.

სამოქმედო გეგმის წარდგენიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში, მინისტრთა კომიტეტი


იღებს გადაწყვეტილებას:

გადაწყვეტილების ნიმუში (სამოქმედო გეგმის წარდგენასთან დაკავშირებით)


მინისტრთა კომიტეტი,
1. ითვალისწინებს რა, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილ იქნა სამოქმედო გეგმა, რომელიც აღწერს
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს;

2. სთხოვს მთავრობას, რეგულარულად მოახდინოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმირება


აღნიშნული სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მინისტრთა კომიტეტს აცნობებს, რომ სამოქმედო გეგმაში მითითებული
ყველა ღონისძიება გატარდა და რომ მან შეასრულა კონვენციის 46-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულება,
სამოქმედო გეგმა გარდაიქმნება აღსრულების ანგარიშად. აღსრულების დეპარტამენტი, ინფორმაციის
წარდგენიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში, განახორციელებს მის საბოლოო შეფასებას. თუ
სახელმწიფოსა და აღსრულების დეპარტამენტს შორის არსებობს თანხმობა გატარებულ
ღონისძიებებთან მიმართებით, დეპარტამენტი მინისტრთა კომიტეტს სთავაზობს საბოლოო
რეზოლუციის მიღებას საქმის დახურვის მიზნით:
გადაწყვეტილება საბოლოო გახდა

სამოქმედო გეგმა მიღებული


იქნა არაუგვიანეს

როდესაც სამოქმედო გეგმა იცვლება,


აღნიშნულის შესახებ ხდება მინისტრთა
კომიტატის ინფორმირება
ყველა ღონისძიება გატარდა:
სამოქმედო გეგმა გარდაიქმნა შესრულების
ანგარიშად

საქმის დახურვის შეთავაზება


კომიტეტისთვის მომდევნო
სხდომაზე ან არაუგვიანეს 6 თვის
ვადაში

გ) დებატები

მინისტრთა კომიტეტის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, დებატების წესით


განხილვას ექვემდებარება საქმეები, რომელთა აღსრულება მოითხოვს მნიშვნელოვან ღონისძიებათა
გატარებას ან შეფერხებულია სირთულეების გამო. საქმის დებატების წესით განხილვის ინიციატორი
შეიძლება იყოს მინისტრთა კომიტეტის სამდივნო ან თავად სახელმწიფო.

დ) შენიშვნები

 სამოქმედო გეგმა წარმოადგენს იურიდიულად არასავალდებულო დოკუმენტს; ეს არის


მთავრობის მიერ გამოხატულ, არასავალდებულო ხასიათის განზრახვათა დეკლარაცია
გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ;

 სამოქმედო გეგმა და აღსრულების ანგარიში ერთმანეთს არ გამორიცხავს, შესაძლებელია


ორივეს კომბინაცია;

 თუ გადაწყვეტილების საბოლოო ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში შეუძლებელია


გასატარებელ ღონისძიებათა იდენტიფიკაცია, უნდა მოხდეს სამოქმედო გეგმის წარდგენა,
რომელშიც აღწერილი იქნება აღნიშნული ღონისძიების განსაზღვრის მიზნით
განსახორციელებელი ქმედებები. მაგალითად, კონსულტაციები მთავრობის შესაბამის
უწყებებში, ad hoc სამუშაო ჯგუფის შექმნა, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნა, ევროპის
საბჭოს აღსრულების დეპარტამენტის დახმარება/რჩევა, შეხვედრები მაღალ დონეზე, მრგვალი
მაგიდების ორგანიზება და ა.შ.;
 ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა 6-თვიანი ვადა ძალზე მოკლე აღმოჩნდეს სამოქმედო გეგმის
მოსამზადებლად. ზოგიერთი საკითხის სურთულემ შესაძლოა განაპირობოს კონსულტაციების
და/ ან საკითხის გაღრმავებული შესწავლის აუცილებლობა, რათა განისაზღვროს, რა სახის
ღონისძიებები იქნება ყველაზე უფრო მისადაგებული ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებაში გამოვლენილი პრობლემის მოსაგვარებლად. თუ ასეთ სიტუაციში
მთავრობა მინისტრთა კომიტეტს წარუდგენს სამოქმედო გეგმას გასატარებელ ღონისძიებათა
განსაზღვრის შესახებ (ანუ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის მიზნით გათვალისწინებული
ქმედებების წარდგენა კონკრეტული ვადების მითითებით), მინისტრთა კომიტეტს შეუძლია
გადაწყვიტოს შესაბამისი საქმის განხილვის გადადება;

 სამოქმედო გეგმაში მითითებული ვადები პირობითია და ობიექტურ გარემოებათა გამო


გადაცილების შემთხვევაში, სახელმწიფო თავისუფალია, კომიტეტს შეთავაზოს ახალი ვადა,
რომელიც ჩაანაცვლებს თავდაპირველად მითითებულ ვადას;

 მეორე მხრივ, ვადის მუდმივად გადაცილებამ, რის მიზეზებსაც სახელმწიფო არ განმარტავს,


შესაძლოა, მინისტრთა კომიტეტი მიიყვანოს დასკვნამდე, რომ სახეზეა აღსრულების
გაჭიანურების ინდიკატორი, რაზეც ის შესაბამის რეაგირებას მოახდენს;

 საქმის გადატანა სტანდარტულიდან გაძლიერებულ პროცედურაში და პირიქით, ხდება


კომიტეტის სათანადოდ მოტივირებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ კუთხით ზემოთ
მოცემული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და საქმის გადატანა დამოკიდებულია
კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულების გარემოებებზე.
დანართი 1

სამოქმედო გეგმის სტრუქტურა

საქმის დასახელება, ნომერი, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, საბოლოო ძალაში შესვლის


თარიღი

1) ინდივიდუალური ღონისძიებები

სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევათა მითითება თანმიმდევრობით;

ა. გატარებული ღონისძიებები

ბ. გასატარებელი ღონისძიებები

აგრეთვე იმის განმარტება, თუ როგორ აღმოფხვრა (უნდა აღმოფხვრას) აღნიშნულმა ღონისძიებებმა


დადგენილი დარღვევა.

თუკი არავითარი ღონისძიების გატარების აუცილებლობა არ არსებობს, უნდა გაკეთდეს მოკლე


შეფასება იმის შესახებ, თუ რატომ აღარ გრძელდება დადგენილი დარღვევ(ებ)ის შედეგები.

2) ზოგადი ღონისძიებები

გადაწყვეტილების შესაბამისად, მოკლედ მითითება დადგენილი დარღვევის ფარგლებისა და მათი


მიზეზების (პრაქტიკა, კანონმდებლობა და ა. შ.) შესახებ და თუ ეს შესაძლებელია - თითოეულ
დარღვევასთან მიმართებით.

ა. გატარებული ღონისძიებები

ბ. გასატარებელი ღონისძიებები

აგრეთვე იმის განმარტება, თუ როგორ ახდენს (მოახდენს) აღნიშნული ღონისძიებები მომავალში


მსგავსი სახის დარღვევების პრევენციას.

კომპლექსურ სიტუაციებთან მიმართებით, შესაძლოა აუცილებელი გახდეს დამატებითი


განმარტებების გაკეთება. ასეთ შემთხვევაში სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას
გასატარებელი ღონისძიებების იდენტიფიცირების მიზნით განხორცილებულ ქმედებათა შესახებ.

თუ დარღვევა მიჩნეულია, როგორც იზოლირებული შემთხვევა, ამის შესახებ მოკლედ უნდა


მიეთითოს.

3) სამართლიანი დაკმაყოფილება

სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდის კონტროლის მექანიზმის გამარტივებიდან გამომდინარე,


საკმარისი იქნება სპეციალური ფორმულარის (იხ. დანართი 3) შევსება. რომელიც აღსრულების
დეპარტამენტს გადახდისთანავე უნდა გაეგზავნოს. დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული
ფორმულარის განთავსებას სამოქმედო გეგმასა და ფინალურ რეზოლუციაში.
დანართი 2

აღსრულების ანგარიშის სტრუქტურა

საქმის დასახელება, ნომერი, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, საბოლოო ძალაში შესვლის


თარიღი.

1) ინდივიდუალური ღონისძიებები

სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევათა მითითება თანმიმდევრობით, უკვე გატარებული


ღონისძიებების მითითება, აგრეთვე იმის განმარტება თუ როგორ აღმოფხვრა (უნდა აღმოფხვრას)
აღნიშნულმა ღონისძიებებმა დადგენილი დარღვევა.

თუ არავითარი ღონისძიების გატარების აუცილებლობა არ არსებობს, უნდა გაკეთდეს მოკლე


შეფასება იმის შესახებ, თუ რატომ აღარ გრძელდება დადგენილი დარღვევ(ებ)ის შედეგები.

2) ზოგადი ღონისძიებები

გადაწყვეტილების/გადაწყვეტილებების შესაბამისად, მოკლედ მითითება დადგენილი დარღვევის


ფარგლებსა და მათ მიზეზებზე (პრაქტიკა, კანონმდებლობა და ა. შ.) და თუ ეს შესაძლებელია ,
თითოეულ დარღვევასთან მიმართებით; ასევე მითითება უკვე გატარებულ ღონისძიებებზე და იმის
განმარტება თუ როგორ ახდენს (მოახდენს) აღნიშნული ღონისძიებები მომავალში მსგავსი სახის
დარღვევების პრევენციას.

კომპლექსურ სიტუაციებთან მიმართებით, შესაძლოა აუცილებელი გახდეს დამატებითი


განმარტებების გაკეთება. ასეთ შემთხვევაში სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას
გასატარებელი ღონისძიებების იდენტიფიცირების მიზნით განხორციელებულ ქმედებათა შესახებ.

თუ კონკრეტული დარღვევა მიჩნეულია, როგორც იზოლირებული შემთხვევა, ამის შესახებ მოკლედ


უნდა მიეთითოს.

3) სამართლიანი დაკმაყოფილება

იხ. ზემოთ.

You might also like