Artikel 798

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

ბოლო დამუშავება: 11 მარტი, 2016

მუხლი 798. დამატებითი ვადის დანიშვნა საქონლის მიღებისას

1. თუ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ სასაწყობო მოწმობის მფლობელი თავს


არიდებს საწყობიდან საქონლის წაღებას, შემნახველმა უნდა დაუნიშნოს მას
საქონლის წაღების დამატებითი ორკვირიანი ვადა; თუკი მოწმობის
მფლობელი ამ ვადაშიც არ წაიღებს საქონელს, შემნახველს უფლება აქვს
გაყიდოს იგი.

2. საქონლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა შემნახველისათვის


კუთვნილი ხარჯების გამოკლებით გადაეცემა სასაწყობო მოწმობის
მფლობელს.
I. ნორმის მიზანი და ზოგადი მიმოხილვა............................................................................................. 1
II. გამოყენების წინაპირობები.................................................................................................................... 1
III. სასაქონლო საწყობში შემნახველის უფლება საქონლის უკან მიღების ვალდებულების
შეუსრულებლობისას.............................................................................................................................. 2
IV. სასაქონლო საწყობში მიმბარებლის უარი საქონელზე ....................................................................2

I. ნორმის მიზანი და ზოგადი მიმოხილვა


798 I ითვალისწინებს სასაქონლო საწყობში მიბარების ხელშეკრულების ვადის 1
გასვლის ან ხელშეკრულების მოშლის შედეგებს, რადგან ამ შემთხვევაში
სახეზე შეიძლება იყოს მოთხოვნა მიმბარებლის მიმართ საქონლის უკან
მიღებაზე. როგორც სხვა გრძელვადიანი ურთიერთობების დროს, როგორც
წესი, სასაქონლო საწყობში შემნახველმა სახელშეკრულებო შეთანხმების
საფუძველზე მისთვის გადაცემული საქონელი უნდა შეინახოს და მას არ
შეუძლია, რომ იგი უსაფუძვლოდ, ვადის გასვლამდე დააბრუნოს. ნორმა
წარმოადგენს pacta sunt servanda პრინციპის გამოხატულებას და ნათელს ხდის,
რომ სასაქონლო საწყობში შემანხველს არ შეუძლია, მის მიერ აღებული
დასაწყობების ვალდებულებისაგან თავი ცალმხრივად გაითავისუფლოს.1

798 II წარმოადგენს საქონლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის 2


(შემნახველის კუთვნილი თანხების გამოკლებით) სასაწყობო მოწმობის
მფლობელის მიერ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს.2

II. გამოყენების წინაპირობები


მუხლი 798 გამოყენებისათვის აუცილებელი წინაპირობაა შენახვის ვადის 3
გასვლა. საქონლის უკან წაღების მოთხოვნაზე, რომელსაც სასაქონლო საწყობში
შემნახველი დასაწყობების შეთანხმებული ვადის დასრულებამდე აყენებს,
მიმბარებელს შეუძლია, უარი განაცხადოს. სასაქონლო საწყობში მიბარებულ
საქონელზე უარის თქმით იგი არ ხდება ვალდებულების შესრულების ვადის

1 შდრ. MüKo/Frantzioch, HGB, 2. Aufl., § 473, Rn. 6.


2 შდრ. ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნის საფუძვლების
სისტემური ანალიზი, 2009, გვ. 127.
თამარ ზარანდია 1
ბოლო დამუშავება: 11 მარტი, 2016

გადამცილებელი. მეორეს მხრივ, სასაქონლო საწყობში შემნახველი ხდება


ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი, თუკი იგი უარს ამბობს
შეთანხმებული საქონლისდასაწყობებაზე ხელშეკრულებით შეთანხმებული
დროის დასრულებამდე. 798 მუხლი გამოიყენება მხოლოდშენახვის ვადის
გასვლის ან ხელშეკრულების ნამდვილი მოშლის შემდეგ თუკი მიმბარებელი,
ან სასაქონლო მოწმობის მფლობელი თავს არიდებენ საქონლის წაღებას.

4 თუკი სასაქონლო შენახვისას გაცემულია სასაწყობო მოწმობა, ხელშეკრულების


მოშლა და საქონლის უკან მიღების მოთხოვნა სასაქონლო საწყობში
შემნახველისათვის ცნობილ უკანასკნელი, შემნახველის პოზიციიდან
ლეგიტიმური უფლების მქონე სასაწყობო მოწმობის მფლობელის მიმართ
უნდა იყოს მიმართული.3 თუ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ სასაწყობო
მოწმობის მფლობელი თავს არიდებს საწყობიდან საქონლის წაღებას,
შემნახველმა მას უნდა დაუნიშნოს საქონლის წაღების დამატებითი
ორკვირიანი ვადა.

III.
სასაქონლო საწყობში შემნახველის უფლება საქონლის უკან მიღების
ვალდებულების შეუსრულებლობისას
5 თუკი სასაქონლო საწყობში მიმბარებელი არ იღებსუკან საქონელს
დასაწყობების ვადის გასვლის შემდეგ, ან დადგენილი წესით
განხორციელებული და ძალაში შესული ხელშეკრულების მოშლის შემდეგ, მან
კვლავ უნდა გადაიხადოსდასაწყობების საზღაური. სასაქონლო საწყოში
შემნახველს შეუძლია ასევე მოითხოვოს მისგან საქონლის დაგვიანებული
წაღების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რადგან სასაქონლო საწყობში
მიმბარებელი იმყოფება ვადის გადაცილების მდგომარეობაში.სასაქონლო
საწყობში შემნახველს შეუძლია საქონელი გაყიდოს, თუკი მიმბარებელი
დროულად არ იღებს შესრულებას და ნივთი შესაძლოა გაფუჭდეს ან მისი
შენახვა შეუსაბამოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.4

IV. სასაქონლო საწყობში მიმბარებლის უარი საქონელზე


6 სასაქონლო საწყობში დასაწყობებული საქონლის უკან მიღებაზე უარის თქმით
მიმბარებელი არ კარგავს საკუთრების უფლებას მიბარებულ საქონელზე.
ამდენად, სასაქონლო საწყობში შემნახველის მოთხოვნის უფლება ასეთი
მიმბარებლის მიმართ ძალაში რჩება.სასაქონლო საწყობში მიმბარებელი
განსაკუთრებით მაშინ არის პასუხისმგებელი ზიანის ანაზღაურებაზე,
როდესაც იგი სასაქონლო საწყობში შემნახველის მოთხოვნის საფუძველზე
საქონელსარ წაიღებს და ამით შემნახველს ზიანი ადგება. აგრეთვე სასაქონლო
საწყობში მიმბარებელი ვალდებულია მისი უარის მიუხედავად გადაიხადოს

3 შდრ. MüKo/Frantzioch, HGB, 2. Aufl., § 473, Rn. 16.


4 შდრ. MüKo/Frantzioch, HGB, 2. Aufl., § 473, Rn. 18.
თამარ ზარანდია 2
ბოლო დამუშავება: 11 მარტი, 2016

დასაწყობების საფასური.5 თუკი მოწმობის მფლობელი დამატებით ვადაშიც არ


წაიღებს საქონელს, შემნახველს უფლება აქვს გაყიდოს იგი.

5 შდრ. MüKo/Frantzioch, HGB, 2. Aufl., § 473, Rn. 19.


თამარ ზარანდია 3

You might also like