Artikel 796

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

ბოლო დამუშავება: 11 მარტი, 2016

მუხლი 796. გირავნობის უფლების გადასვლა სასაწყობო მოწმობის ახალ


მფლობელზე

1. შემნახველს შენახვის ხარჯების გამო წარმოეშობა საქონლის გირავნობის


უფლება მანამდე, სანამ იგი მის მფლობელობაშია.

2. თუ სასაწყობო მოწმობა ინდოსამენტის მეშვეობით არის გაცემული, მაშინ


გირავნობის უფლება არსებობს სასაწყობო მოწმობის ახალი მფლობელის
მიმართ.
I. ნორმის მიზანი და ზოგადი მიმოხილვა............................................................................................. 1
II. გირავნობის უფლების წარმოშობა და მოცულობა............................................................................ 1
1.ნამდვილი მიბარების ხელშეკრულება, როგორც გირავნობის წარმოშობის წინაპირობა.........1
2. შემნახველი სასაქონლო საწყობში...................................................................................................... 2
3.მფლობელობა დასაწყობებულ საქონელზე .......................................................................................2
III. გირავნობის საგანი ..................................................................................................................................2
IV. გირავნობის უფლები შინაარსი .............................................................................................................2
V. გირავნობის უფლება და ინდოსამენტის მეშვეობით გაცემულისასაწყობო მოწმობა ................3

I. ნორმის მიზანი და ზოგადი მიმოხილვა


სასაქონლო საწყობში შემნახველს, ისევე როგორც გამქირავებელს 1
დამქირავებლის მიერ შეტანილ ნივთებზე (მუხლი 568), მიწის ნაკვეთის
მოიჯარეს — მის მფლობელობაში არსებულ ინვენტარზე (მუხლი 586),
მეიჯარეს — მოიჯარის მიერ შემატებულ ნივთებსა და საიჯარო ქონებიდან
მიღებულ შემოსავალზე (ნაყოფზე) (მუხლი 596), ასევე მენარდეს — მის მიერ
დამზადებულ ან შეკეთებულ მოძრავ ნივთზე (მუხლი 634) და გადამზიდველს
— ტვირთზე (მუხლი 685) აქვს კანონის საფუძველზე საქონლის გირავნობის
უფლება. კანონისმიერი გირავნობა წარმოიშობა კანონით გათვალისწინებული
წინაპირობების არსებობისას და წარმოადგენს სხვის ნივთზე სანივთო
უფლებას1. ამასთან, შემნახველს შენახვის ხარჯების გამო კანონისმიერი
გირავნობის უფლება აქვს მხოლოდ მისი მფლობელობის მნძილზე და
შეუძლია საქონელი მხოლოდ მისი მოთხოვნების დაფარვის სანაცვლოდ
გასცეს.2

II. გირავნობის უფლების წარმოშობა და მოცულობა


ნორმის გამოყენების ზოგადი წინაპირობებია: 2

1.ნამდვილი მიბარების ხელშეკრულება


გირავნობის უფლება წარმოიქმნება მხოლოდსასაქონლო საწყობში მიბარების
ნამდვილი ხელშეკრულების საფუძველზე.

1 შდრ. შოთაძე, სანივთო სამართალი, 2014, გვ. 302.


2 შდრ. MüKo/Frantzioch, HGB, 2. Aufl. § 475b, Rn.1.
თამარ ზარანდია 1
ბოლო დამუშავება: 11 მარტი, 2016

2. შემნახველი სასაქონლო საწყობში


კანონისმიერი გირავნობის უფლება 796-ე მუხლის შესაბამისად აქვს
სასაქონლო საწყობში შემნახველს, რომელიც როგორც მეწარმე, სამეწარმეო
მიზნით, თავის სასაქონლო საწყობში მიბარების ხელშეკრულებების
დადებისაკენ მიმართული სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში იღებს
საკუთარ თავზე საქონლის დასაწყობებასა და შენახვას. მეწარმე, რომელიც
ზოგჯერ, გარკვეული შემთხვევითი გარემოებების გამო იღებს საქონლის
დასაწყობებასა და შენახვის ვალდებულებას, არ წარმოადგენს სასაქონლო
საწყობში შემნახველს და აქედან გამომდინარე, მასზე არ ვრცელდება
საქონელზე სასაქონლო საწყობში შემნახველის კანონისმიერი გირავნობის
უფლება 796-ე მუხლის შესაბამისად (იხ. 780-ე მუხლის კომენტ., ველი 12).

3. მფლობელობა დასაწყობებულ საქონელზე


საქონლის მფლობელობა წარმოადგენს კანონისმიერი გირავნობის უფლების
წარმოქმნის, მისი არსებობისა და შემდგომში გაგრძელების აუცილებელ
წინაპირობას, ამდენად შემნახველს სასაქონლო საწყობში მოპოვებული უნდა
ჰქონდეს მფლობელობა მიბარებულ საქონელზე. სასაქონლო საწყობში
შემნახველი გირავნობის უფლებას მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი
მას პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელობა აქვს საქონელზე და იგი
ინარჩუნებს გირავნობის უფლებას მანამდე, სანამ ეს საქონელი მისპირდაპირ ან
არაპირდაპირ მფლობელობაში რჩება (796 I). ისევე, როგორც დაკავების
უფლებასთან მიმართებით3 (იხ. 776-ე მუხლის კომენტ.), კანონისმიერი
გირავნობის დროსაც ფაქტობრივ მფლობელობას ნორმის გამოყენებისათვის
გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.4

III. გირავნობის საგანი


3 კანონისმიერი გირავნობის უფლების ობიექტს წარმოადგენს საქონელი,
რომელიც სასაქონლო საწყობში არის დასაწყობებული. თუკი საქონელი
შეფუთულია, და იგი შეფუთვით უნდა იქნეს დასაწყობებული, ამ შემთხვევაში
საქონლის შეფუთვაც ექცევა გირავნობის უფლების ქვეშ.5

IV. გირავნობის უფლები შინაარსი


4 გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის ნორმები კანონისმიერი გირავნობის
უფლებასთან დაკავშირებით (254 და შემდგ.). სასაქონლო საწყობში შემნახველს
მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომისას აქვს გირაოს რეალიზაციის
უფლება. გირაოს გაყიდვის შესახებ შეტყობინება სასაქონლო საწყობში
მიმბარებლის მიმართ უნდა იქნეს წაყენებული, გარდა იმ შემთხვევისა,

3 დაკავების უფლებისა და კანონისმიერი გირავნობისშედარება იხ. შოთაძე, სანივთო


სამართალი, 2014, გვ. 302.
4 შდრ. ფრანგულსამართალში, დაკავებისუფლება უქმდებამფლობელობისშეწყვეტასთან
ერთად, Malaurie, Aynès, Cours de droit civil, lex contrats spéciaux, 1991, გვ. 471, 879.
5 შდრ. Frantzioch in: Münch Komm.HGB 2. Aufl. § 475b, Rn. 9.

თამარ ზარანდია 2
ბოლო დამუშავება: 11 მარტი, 2016

როდესაც შემნახველისათვის ცნობილია, რომ მიმბარებელი სამართლებრივად


სხვა პირით არის ჩანაცვლებული.

V.
გირავნობის უფლება და ინდოსამენტის მეშვეობით
გაცემულისასაწყობო მოწმობა
796 მეორე ნაწილი ადგენს, რომ თუკი სასაწყობო მოწმობა გაცემულია 5
ინდოსამენტის მეშვეობით, მაშინ გირავნობის უფლება არსებობს სასაწყობო
მოწმობის ახალი მფლობელის მიმართ. ამასთან, გირავნობის უფლება
სასაწყობო მოწმობის ლეგიტიმური მფლობელის წინაშე მხოლოდ იმ
ანაზღაურებების და დანახარჯების გამო უნდა არსებობდეს, რომლებიც
სასაწყობო მოწმობიდან ჩანს, ან მისთვის სასაწყობო მოწმობის მიღებისას
გახდა ცნობილი ან კიდევ უცნობია მხოლოდ უხეში გაუფრთხილებლობის
გამო.6

6 შდრ. MüKo/Frantzioch, HGB, 2. Aufl. § 475b, Rn. 27.


თამარ ზარანდია 3

You might also like