Artikel 297

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 21 დეკემბერი, 2015

მუხლი 297. საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუმფცია ახალ კრედიტორზე


იპოთეკისა და მოთხოვნის გადასვლისას
იპოთეკა და მოთხოვნა ისევე გადადის ახალ კრედიტორზე, როგორც იყო ძველი
კრედიტორის ხელში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემი, კრედიტორის
ინტერესებიდან გამომდინარე, მიიჩნევა სწორად. ამ შემთხვევაში მოვალეს არ შეუძლია
მიუთითოს, რომ მოთხოვნა არ არსებობს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალმა
კრედიტორმა იცოდა რეესტრის უსწორო ჩანაწერის შესახებ.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლი შედგება ორი სხვადასხვა ნორმისაგან: 1-ლი წინადადების ნორმა კვლავ 1
აგრძელებს 295-296 მუხლების დანაწესებს და ადგენს იპოთეკით უზრუნველყოფილი
მოთხოვნის დათმობისას მოთხოვნისა და იპოთეკის შინაარსის შეუცვლელობის
პრინციპს; მე-2 წინადადება კი წარმოადგენს 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო
რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის სპეციალურ ნორმას
იპოთეკის შესახებ ჩანაწერის მიმართ. მსგავსად 296-ე მუხლისა, მუხლის მე-2
წინადადების ნორმის მიზანია ახალი იპოთეკარის ინტერესების დაცვა მოვალის
მიმართ მოთხოვნის არსებობის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებით.

II. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობისას მოთხოვნის შინაარსის


შეუცვლელობა

ზოგადი წესით, მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის 2


არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა; არ
იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის
შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთსავე მდგომარეობაში გადადის ახალ
კრედიტორზე, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში (198 I 2).
აღნიშნული ზოგადი პრინციპის ანალოგიურად იპოთეკით უზრუნველყოფილი
მოთხოვნის დათმობის შემთხვევაშიც არ იცვლება არც მოთხოვნა და არც მის
საუზრუნველყოფოდ დადგენილი იპოთეკა. შესაბამისად, მოვალეს არ ეზღუდება
უფლება, გამოიყენოს ყველა ის შესაგებელი მოთხოვნისა (მაგ., თანხის სრულად
გადახდა, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა) და იპოთეკის (მაგ., ხელშეკრულების
ბათილობა) მიმართ, რაც მას ჰქონდა ძველი იპოთეკარის მიმართ.

III. საჯარო რეესტრში იპოთეკის შესახებ ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის


პრეზუმფცია

ზოგადი კანონისმიერი პრეზუმფცია, რომლის თანახმადაც საჯარო რეესტრში 3


რეგისტრირებული უფლება ნამდვილად არსებობს ან არსებობს იმ მდგომარეობაში,
1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 21 დეკემბერი, 2015

როგორშიც იგი არის რეგისტრირებული და საჯარო რეესტრში უფლებამოსილ პირად


რეგისტრირებული პირი სინამდვილეშიც არის უფლებამოსილი, გათვალისწინებულია
312-ე მუხლის ნორმებით. აღნიშნული პრეზუმფცია ეხება ასევე იპოთეკის შესახებ
ჩანაწერსაც, რასაც ამყარებს 297-ე მუხლის 2-3 წინადადებების ნორმები. კერძოდ,
მოთხოვნისა და იპოთეკის შემძენ ახალ იპოთეკარს არ ევალება მოთხოვნის არსებობის
მტკიცება, ვინაიდან იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერით
ივარაუდება, რომ იპოთეკა და მოთხოვნა არსებობს და თანაც ისეთ მდგომარეობაში,
როგორშიც ეს მითითებულია რეესტრის ჩანაწერში. ამდენად, იპოთეკით
უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობისას მოთხოვნის შემძენი იპოთეკარი
სამართლებრივად დაცულია იმით, რომ მოვალეს არ შეუძლია მის მიმართ შესაგებლის
წარდგენა მოთხოვნის არარსებობის საფუძველზე მითითებით. თუმცა, მოთხოვნის
შემძენი იპოთეკარი „ღირსია“ სამართლებრივი დაცვის მხოლოდ იმ შემთხვევაში,
როდესაც მან კეთილსინდისიერად არ იცის სინამდვილეში მოთხოვნის არარსებობის
შესახებ; თუ მისთვის ეს ფაქტი ცნობილია ანუ მისთვის შესაბამისად ცნობილია საჯარო
რეესტრის ჩანაწერის უსწორობის შესახებ, მაშინ საჯარო რეესტრში იპოთეკის შესახებ
ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია აღარ მოქმედებს და, ამდენად,
მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მხარე ვერ შეიძენს არარსებულ მოთხოვნასა და
იპოთეკას.

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like