Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

მუხლი 270. გირავნობის უფლების შეწყვეტა მოთხოვნის გაუქმების გამო


გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის
უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმის მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმა ადგენს გირავნობის უფლების გაუქმების საფუძველს და მისი მიზანია 1
დამგირავებლის ინტერესების დაცვა მოთხოვნის გაუქმების გამო გირავნობის უფლების
ავტომატურად გაუქმების დადგენით.

II. გირავნობის უფლების გაუქმება მოთხოვნის გაუქმების გამო

ვინაიდან გირავნობა აქცესორული უფლებაა, მისი არსებობა სრულად დამოკიდებულია 2


უზრუნველყოფილი მოთხოვნის (ძირითადი უფლება) არსებობაზე. შესაბამისად, თუ
აღარ არსებობს უზრუნველყოფილი მოთხოვნა, გირავნობაც ავტომატურად უქმდება.
მაგ., ბანკიდან აღებული კრედიტის უზრუნველყოფად გამოყენებულ
ძვირფასეულობაზე დადგენილი გირავნობის უფლება უქმდება, თუ მსესხებელმა
ჯეროვნად შეასრულა მის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებები, რის გამოც ბანკის ფულადი მოთხოვნა წყდება.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like