Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

პრესრელიზი

25 აპრილს, 19:00 საათზე „მწერალთა სახლში“ გაიმართება ლაშა ბუღაძის ახალი წიგნის -
„საქართველოს სახელით“ - პრეზენტაცია.

ლაშა ბუღაძის რომანი 80-90-იანი წლების საქართველოს ავტობიოგრაფიაა. მთხრობელი,


რომელიც ერთდროულად ავტორის პროტოტიპიცაა და კომუნისტური ეპოქის მიწურულის
საქართველოსიც, გვიყვება მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებსაც როგორც ქვეყნის, ისე
პირადად მის ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა.

ავტორის ბავშვობას ემთხვევა თვითმფრინავის გატაცების გახმაურებული საქმე და ქვეყნის


„ინტელიგენციის“ არაერთგვაროვანი რეაქცია ამ ამბებზე; რის შეეშინდა საზოგადოების იმ
ნაწილს, რომელიც სიკვდილმისჯილების შეწყალებას ხელმოწერებით ითხოვდა; რა
ხდებოდა ცენტრალური კომიტეტის მდივნის კაბინეტში 1989 წლის 9 აპრილის წინ; რის გამო
შეიძულეს ხმათა უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი – ბავშვის მოგონებების
პარალელურად, ამ ეპოქის ბობოქარ, ტრაგიკულ, ხმაურიან თუ მიჩქმალულ მოვლენებს სხვა
პერსონაჟების პერსპექტივიდანაც ვხედავთ.
ავტორის ბავშვობისა და მოზარდობის ისტორიის, მისი პირადი გამოცდილების
პარალელურად ვითარდება მეტისმეტად ახალგაზრდა, ქაოსით მოცული, დაბნეული
საქართველოს ბიოგრაფიაც. ქვეყნისა, რომლისგან გაქცევაც იმაზე რთულია, ვიდრე ერთი
შეხედვით ჩანს.

პრესრელიზი შეგიძლიათ გააფორმოთ როგორც წიგნის ყდითა და ყდის ელემენტებით, ისე


ავტორის ფოტოთი. აუცილებლად გამოიყენეთ ლოგოც.

You might also like