Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

რევოლუციები გერმანიასა და ავსტრიაში

1848 წელს საფრანგეთში მომხდარმა მოვლენებმა ევროპის კონტინენტზე არსებულ


მონარქიულ ქვეყნებში რევოლუციები გამოიწვია.

ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა, რომელსაც ევროპის რამდენიმე ქვეყანა განიცდიდა, 1848


წლის რევოლუციების დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო. აზნაურებისა და
თავადაზნაურობის გარდა, დანარჩენ მოსახლეობას გადარჩენის მცირე საშუალება ჰქონდა.
გარდა ამისა, აბსოლუტური მთავრობების მიერ გატარებულმა ზომებმა გაუარესდა
უმრავლესობის ცხოვრების დონე.

სამხრეთ გერმანიაში დემონსტრანტებმა მოითხოვეს პრესის თავისუფლება, სასამართლო


პროცესების გამჭვირვალობა, ერთიანი გერმანიის პარლამენტის შექმნა.

ავსტრიის იმპერიის დედაქალაქ ვენაში რევოლუცია 1848 წლის 13 მარტს, ძველი რეჟიმის
სახის, მეტერნიხის გადადგომით დაიწყო. ბერლინში მოწყობილ ბარიკადებზე
რევოლუციონერების სამფეროვანი დროშა (დღევანდელი გერმანიის დროშა) აფრიალდა.

მრავალეთნიკური ავსტრია საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ჩეხები, იტალიელები,


უნგრელები ეროვნულ თანასწორუფლებიანობას და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ.

1848 წ. მაისში მუშაობას შეუდგა არჩევნების შემდეგ ფრანკფურტში მუშაობა დაიწყო


კონსტიტუციურმა ნაციონალურმა კრებამ, ბერლინში პრუსიის ნაციონალურმა კრებამ,
ვენაში საკონსტიტუციო რაიხსტაგმა. ფრანკფურტში დროებითი გერმანული მთავრობაც კი
შეიქმნა, მაგრამ ის არცერთ სახელმწიფოს არ უცვნია. პრუსიის ნაციონალურმა კრებამ და
საკონსტიტუციო რაიხსტაგმა მიიღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გლეხობის
გათავისუფლების შესახებ.

დეკემბერში ფრანკფურტის ნაციონალურმა კრებამ შეიმუშავა დოკუმენტი „გერმანელი


ხალხის ძირითადი უფლებები, ხოლო მარტში დაასრულა კონსტიტუციაზე მუშაობა.
დოკუმენტის თანახმად, უნდა შექმნილიყო გაერთიანებული გერმანული სახელმწიფო
ავსტრიის გარეშე (ე.წ. „მცირეგერმანული გეგმა“). კონსტიტუციით უქმდებოდა წოდებრივი
პრივილეგიები, დაცული იყო კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობა. კრებამ
გაერთიანებული გერმანიის მეთაურად პრუსიის მეფე - ფრიდიხ ვილჰელმ IV აირჩია, მაგრამ
მან არ მიიღო გვირგვინი რევოლუციონერთა ხელიდან. მან დაშალა პრუსიის ნაციონალური
კრება. იგივენაირად მოექცნენ ფრანკფურტის ნაციონალური კრების დეპუტატებსაც.
აღადგინეს ძველი ბუნდესტაგი და გააუქმეს ნაციონალური კრების მიღებული კანონები.
ბერლინში და ვენაში რევოლუციები ძალით ჩაახშეს. მსგავსად მოექცნენ ჩეხებსაც და
იტალიელებსაც. უნგრეთში რევოლუცია ავსტრიის იმპერიამ რუსული ჯარის დახმარებით
დაამარცხა.

მიუხედავად წარუმატებლობისა, 1848-1849 წლის რევოლუციებმა აიძულა ევროპული


მონარქიები დაეწყოთ პარლამენტარიზმის პროცესი.

You might also like