ვეფხისტყაოსანი

You might also like

Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 3

1.

ამბავი როსტევან არაბთან მეფისა


- „არაბეთში მეფობდა როსტევანი. ის იყო ბედნიერი, თავმდაბალი, კარგი მოსაუბრე ,
მრავალრიცხოვანი ძლიერი ჯარის მფლობელი, უამრავი ყმის პატრონი , სამართლიანი და
კეთილი მმართველი.

როსტევან მეფეს ჰყავდი ერთადერთი ქალიშვილი - მზესავით მშვენიერი თინათინი .

ერთ დღეს მეფემ სათათბიროდ მოიწვია ვაზირები და დინჯად უთხრა , რომ ის უკვე
დაბერდა, დადგა მისი მემკვიდრის გამეფების დრო. ვაზირებმა უპასუხეს, რომ
როსტევანის სიბერე ჯერ კიდევ შორს იყო, თუმცა იქვე აღნიშნეს : თინათინი მეფობის
ღირსი ნამდვილად არის, ამასთან: ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია .

ავთანდილი იყო არაბეთის სამეფოს მხედართმთავრის შვილი , თავადაც ჯარის სარდალი .


ის იყო მშვენიერი გარეგნობის ახალგაზრდა. მას ფარულად უყვარდა როსტევანის ასული .
ავთანდილს ძალიან გაუხარდა მეფის გადაწყვეტილება თინათინის გამეფებასთან
დაკავშირებით, რადგან ამის შემდეგ უფრო ხშირად ნახავდა სატრფოს .

როსტევანმა გასცა ბრძანება: „თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან


მშობელმან.“ ხალხი არაბეთის ყველა კუთხიდან ჩამოვიდა მეფედ კურთხევის
ცერემონიალზე დასასწრებად. უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი . დიდებულთა შორის
გამოირჩეოდნენ ავთანდილი და ვაზირი სოგრატი.

სამეფო დარბაზში თინათინისთვის დადგეს უძვირფასესი ტახტი . არაბეთის მეფემ თვითონ


მოიყვანა თავისი ქალიშვილი და დასვა ტახტზე , დაადგა გვირგვინი , მისცა კვერთხი და
სამეფო მოსასხამით შემოსა. უკან დაიხია და თავის ჯართან ერთად თაყვანი სცა არაბეთის
ახალ მბრძანებელს. თინათინი ტიროდა, რადგან თავს მამის ტახტის ღირსად არ თვლიდა .
როსტევანმა დაამშვიდა და უთხრა, რომ ყველა მამა შვილმა უნდა შეცვალოს. მან
დაარიგა ასული, რომელსაც თავისი ნებით ანდო ქვეყნის ბედი. სთხოვა , რომ დინჯად ,
ბრძნულად ემართა სახელმწიფო: „ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი
და ცნობილი!“

შემდეგ როსტევანმა კიდევ ერთხელ დამოძღვრა თინათინი , სთხოვა , რომ ყოფილიყო


სამართლიანი, არ გაერჩია ერთმანეთისაგან ღარიბი და მდიდარი , თანაბრად გაეცა
სიმდიდრე. მეფე უხვი უნდა იყოს, რადგან უხვს ემორჩილება ყველა , ამასთან :

;სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!

რასაცა გასცემ, შენია, რასც არა, დაკარგულია

თინათინი ყურადღებით ისმენდა მამის დარიგებას. მან დაუძახა თავის ერთგულ


გამზრდელს და უბრძანა მისი პირადი საგანძურის მოტანა. როდესაც ყველაფერი
მოართვეს, მან „გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი; თინათინის სიუხვეს საზღვარი არ
ჰქონდა, მას საჩუქრის გარეშე არავინ დაუტოვებია. ის მზესავით ანათებდა :
„თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.“

როსტევანი უზომოდ ბედნიერი იყო: სვამდა, მღეროდა, ილხენდა. ზეიმი დიდხანს


გაგრძელდა. გავიდა ერთი დღე, მეფემ მოიწყინა, რამაც დიდებულები საგონებელში
ჩააგდო; ვერც ავთანდილი და ვაზირი სოგრატი მიხვდნენ, ასე მოულოდნელად რამ
დაამწუხრა ის. ავთანდილმა შესთავაზა ვაზირს, რომ ეკითხათ როსტევანისთვის მისი
დანაღვლიანების მიზეზი. მართლაც, მათ აივსეს ჭიქები და ღიმილით მიუსხდნენ მეფეს .
ენაწყლიანმა ვაზირმა ხუმრობით უთხრა, რომ როსტევანს მწუხარების მიზეზი მართლაც
ჰქონდა: მისმა გულუხვმა ქალიშვილმა ხომ დიდძალი სიმდიდრე გასცა , თან დაამატა :
„ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?“ ვაზირის ნათქვამმა
როსტევანი გააოცა, გაუკვირდა: როგორ შეჰკადრეს და გაუბედეს ამის თქმა , თუმცა არ
გაბრაზდა. მან სოგრატს უთხრა, რომ ის არასოდეს არ ყოფილა ძუნწი, მისი მწუხარების
მიზეზი კი ვაჟი მემკვიდრის არყოლა იყო. მას არც სამეფოში ეგულებოდა თავისი მსგავსი
ვაჟკაცი, თუმცა იქვე დასძინა, რომ ცოტათი ჰგავდა მისივე გაზრდილი ავთანდილი . 

ავთანდილი მშვიდად უსმენდა მეფეს, მან თავისთვის ჩაიღიმა. მეფემ შენიშნა და ჰკითხა
სიცილის მიზეზი. სარდალმა როსტევანს ჯერ პირობა ჩამოართვა , რომ არ
გაუბრაზდებოდა, მანაც თინათინი დაიფიცა. ავთანდილმა კი უთხრა , რომ ის მეფეზე
არანაკლებ კარგ მშვილდოსნად თვლიდა თავს და შესთავაზა შეჯიბრება :
„გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!“

თავისი გაზრდილის სითამამემ მეფე გაამხიარულა, მან მიიღო გამოწვევა . მათ ნიძლავიც
დადეს: „ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!“ მათ
გადაწყვიტეს თან თორმეტი საუკეთესო მსახურის წაყვანა , რომლებიც ისრებს
მიართმევდნენ და დაითვლიდნენ. ავთანდილი კი შერმადინს წაიყვანდა , რომელიც
თორმეტ მონას სჯობდა. მონადირეებს დაავალეს, რომ ჯოგი მინდორში მოერეკათ .
ლაშქარსაც მომზადება უბრძანეს. ნადიმი დასრულდა და ყველანი დაიშალნენ . 

You might also like