Professional Documents
Culture Documents
Kata Wvimashi
Kata Wvimashi
by lib.ge - http://www.lib.ge
ჰემინგუეი ერნესტ
კატა წვიმაში
კატა წვიმაში
სასტუმროში მხოლოდ ორი ამერიკელი ცხოვრობდა. ისინი არავის იცნობდნენ , იმათაც კი ვინც
ყოველ დღე ოთახში ასვლა-ჩამოსვლის დროს კიბეებზე ხვდებოდათ. მათი ოთახი მეორე სართულზე
იყო, ფანჯარა კი პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა.
ფანჯრიდან კიდევ ომში დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული ბაღი მოჩანდა , რომელიც მაღალი
პალმებითა და მწვანე სკამებით იყო სავსე. კარგ ამინდში აქ ყოველთვის შეხვდებოდით მხატვარს
მოლბერტით ხელში. მხატვრებს ყოველთვის ხიბლავთ ასეთი გარემო, ბაღები, პალმები და
სასტუმროს ნათელი ფერის ფასადები, ფანჯრებიდან ხედი პირდაპირ ზღვაზე რომ იშლება.
იტალიელები შორიდანაც კი ჩამოდიოდნენ ამ მემორიალის სანახავად, რომელიც ბრინჯაოსგან იყო
დამზადებული და წვიმაში ისე ბრწყინავდა თვალს ვერ მოსწყვეტდით. წვიმდა. წვეთები პალმის
ფოთლებიდან ძირს ვარდებოდნენ და ხრეშიან გზებზე გუბეებად გროვდებოდნენ. ტალღები
განუწყვეტლივ ეჯახებოდნენ ნაპირს,მერე ისევ უკან ჩასრიალდებოდნენ რომ ხელახლა
აზვირთებულიყვნენ და შეჯახებოდნენ თვალუწვდენელ ხაზად გაშლილ სანაპიროს. ომში
დაღუპულთა მემორიალის მოედანზე წვიმის გამო არც ავტომობილები ჩანდა სადმე , არც
ადამიანები, მხოლოდ საპირისპირო მხარეს, კაფეტერიის კართან მოჩანდა იფიციანტი, რომელიც
დაცარიელებულ მოედანს თვალს არ აშორებდა.
ამერიკელის ცოლი ფანჯარასთან იდგა და გარეთ იყურებოდა, როცა უცებ, ზუსტად მისი ფანჯრის
ქვეშ, მწავნე მაგიდას კატამ შეაფარა თავი და ისე მოკლათდა რომ არ დასველებულიყო.
page 1 / 3
Download book as pdf : 9922
by lib.ge - http://www.lib.ge
კატა სადღაც იქვე, მარჯვენა მხარეს უნდა ყოფილიყო. ქალი ზღურბლთან იდგა და ფარდულის ქვეშ
აპირებდა გავლას როცა მოულოდნელად მის ზურგსუკან ვიღაცამ ქოლგა გაშალა. ეს სწორედ ის
მსახური ქალი იყო, ვინც ყოველდღე მათ ოთახს ალაგებდა.
-რომ არ დასველდეთ - უთხრა იტალიურად და თავაზიანად გაუღიმა ქალბატონს. რა თქმა უნდა
ის სასტუმროს მეპატრონემ გამოაგზავნა.
ქალმა ხრეშიანი ბილიკი გაიარა და მსახურთან ერთად ,რომელიც უკან ქოლგით მოყვებოდა,
ზუსტად თავისი ფანჯრის ქვეშ გაჩერდა. მაგიდაც იქვე იყო, ხასხასა მწვანე და სველი, მაგრამ კატა
იქ აღარ დახვდა. მსახურმა ქალს შეხედა, მის სახეზე იმედგაცრუება ადვილი შესამჩნევი იყო.
- არადა როგორ მინდოდა, არც კი ვიცი რატომ მაგრამ ძალიან მინდოდა ეს საბრალო კატა.
ცოდოა წვიმაში საწყალი ფისო.
ჯორჯმა ისევ წიგნის კითხვა განაგრძო.
ქალი წამოდგა, სარკეს მიუჯდა და თავისი თავი გულდასმით შეათვალიერა. კატა წვიმაშიჯერ
ყურადღებით დააკვირდა თავის პროფილს, ჯერ ერთი, შემდეგ მეორე მხრიდან. შემდეგ ანფასს და
ბოლოს კისერს.
- ხომ არ ფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა თუ თმებს გავიზრდიდი? - კითხა ქალმა, ისე რომ
სარკეში თავისი პრიფილისთვის თვალი არ მოუშორებია
ჯორჯმა ქალის კისერს შეხედა და მოკლედ, ბიჭურად შეჭრილი თმები დაინახა.
- მე მომწონს ასე, როგრც ახლა გაქვს.
- მე უკვე მომბეზრდა, მომწყინდა ასე ბიჭივით რომ გამოვიყურები.
ჯორჯი გადაბრუნდა,რაც ქალს ესაუბრებოდა მისთვის თვალი არ მოუშორებია.
page 2 / 3
Download book as pdf : 9922
by lib.ge - http://www.lib.ge
- მინდა რომ თმები ჩამოვისწორო, მაგრად შევიკრა უკან და დიდი ბანტი გავიკეთო - განაგრძო
ქალმა - კიდევ მინდა რომ კნუტი მყავდეს, და როცა მუხლებზე დავიწვენ და მოვეფერები კრუტუნი
დაიწყოს.
- ჰოო? - საწოლიდან გამოეხმაურა ჯორჯი
- და მინდა ჩემს მაგიდასთან ვსაუზმობდე, ჩემივე ვერცხლის დანა-ჩანგლით და სანთლებიც
მინდა რომ ენთოს. მინდა გაზაფხული იყოს და თმებს ვივარცხნიდე სარკის წინ, კიდევ კნუტი მინდა
და რამდენიმე ახალი კაბაც.
- გაჩუმდი და რამე წაიკითხე - უთხრა ჯორჯმა და კითხვა განაგრძო.
მისი ცოლი კი ჩუმად იდგა ფანჯარასთან და გარეთ იყურებოდა. უკვე ბნელოდა, პალმებთან ისევ
ხმაურობდა წვიმა .
- და მაინც, მინდა კატა. კატა მინდა გესმის? ახლავე. თუ არ შეიძლება რომ გრძელი თმები
მქონდეს, კატა ხომ შეიძლება რომ მყავდეს?
ჯორჯი არ უსმენდა, ის თავის წიგნს კითხულობდა. მისი ცოლი ისევ ფანჯარასთან იდგა, ბაღში
ნელ-ნელა ერთი მეორის მიყოლებით ინთებოდა ლამპიონები.
ვიღაცამ კარზე დააკაკუნა.
page 3 / 3