For Mommy

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

იაპონია

მოგესალმებით, მე ვარ ანა! მე ავირჩიე ეს თემა, რადგან იაპონია


არის მრავალმხრივი ქვეყანა ყველა სფეროში თავისი სპეციფიკური
მიდგომებით. იაპონელთა ერი გამოირჩევა სიცოცხლის მაღალი
ხანგრძლივობით, უმაღლესი დისციპლინითა და ცხოვრების მაღალი
დონით, ეს ყოველივე გამომდინარეობს ჩვენი დღევანდელი
განხილვის თემიდან„ბავშვის აღზრდის მეთოდები იაპონიაში“.

დავიწყოთ კვლევის განხილვა: უპირველეს ყოვლისა დავგეგმე


მარშრუტი, დაწყების თარიღთან ერთად. დაწყების თარიღი იყო:
05.01.2022(5 იანვარი) დავჯავშნე ბილეთი, რათა თვითმფრინავით
ჩავსულიყავი იაპონიაში, ასევე ჩემთან ერთად წამოსასვლელად
დავიქირავე ქართულ-იაპონური ენის თარჯიმანი. დაფინანსების
მისაღებად ამავე ქვეყანაში გავიცანი ერთ-ერთი ცნობილი იაპონელი
მკვლევარი სახელად სუდზუკი ტაკამურა, რომელთანაც შემდგომში
დავამყარე კოლეგიური ურთიერთობები, გავაცანი კვლევის ჩატარების
გეგმა, რომელიც გამოყურება ასე:
1). ავიყვან სამ ოჯახს, რომლებშიც იქნებიან ცდის პირები,
სხვადასხვა ასაკის კატეგორიით.
2). ასაკები: 1- ცდის პირი - 4 წლის
2- ცდის პირი - 10 წლის
3- ცდის პირი - 16 წლის
3). იაპონელთა მიერ ბავშვების აღზრდის მეთოდების
დეტალური გაცნობა/განხილვა.
ზემოთ აღნიშნულის მოსმენის შემდეგ ბატონმა სუდზუკმა
დათანხმდა ამ კვლევის დაფინანსებაზე და დაწყებისთვის ბიძგის
მოსაცემად რამდენიმე წინადადებით მომიყვა აღზრდის ყველაზე
საბაზო საკითხები. ასევე აღნიშნა, რომ იაპონელები არიან
დამოკიდებულები სოციუმზე, შესაბამისად მათთვის საჭიროა, რომ
მათი შთამომავლობა ღირსეულ და კეთილსინდისერ საზოგადოების
წევრებად ჩამოყალიბდნენ.
ამის შემდეგ გავიცანით სამი ოჯახი, რაშიც დაგვეხმარა ჩვენთვის
უკვე ცნობილი მკვლევარი სუდზუკი და შევთავაზეთ კვლევაში
მონაწილეობა დამდეგი ხელშეკრულებით, რომელშიც იყო
აღნიშნული, რომ მე (ანა ბაიადიანი) დავამონტაჟებ მათ საცხოვრებელ
ადგილებში რემდენიმე ვიდეოკამერას, კონკრეტულად იქ სადაც
თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს ცდის პირი(ბავშვი), რის
შედეგადაც გამოვიკვლევდი მშბოლებისა და ბავშვის ურთიერთობას
და აღზრდის მეთოდებს. ისინი თავის მხრივ კვლევის დამთავრების
შემდეგ მიიღებენ მატერიალურ ანაზღაურებას 5000 დოლარის სახით
რაც იაპონურ იენებში(იაპონელების ვალუტა) შეადგენს - 658272
იენს.
ამ ყველაფრის შემდეგ სამივე ოჯახისგან მივიღე თანხმობა და
შევუდექი ჩემს მუშაობას.
იმის შემდეგ, რაც დავამონტაჟეთ კამერები, თითოეული საცდელი
პირისთვის ავირჩიე კვირის კონკრეტული დღეები
1- 1 საცდელი პირი - ორშაბათი, სამშაბათი
2- 2 საცდელი პირი - ოთხშაბათი, ხუთშაბათი
3- 3 საცდელი პირი - პარასკევი, შაბათი
კვირის მეშვიდე დღე ანუ კვირა შემოვიტოვე ჩემთვის, რათა
თავისუფალი დრო გამომეყენებინა შედეგების გაცნობისა და
ჩასაწერად.
დავიწყოთ განხილვა 1 საცდელი პირით - დაკავებული იყო:
დადიოდა ბაღში, გარეთ ერთობოდა თავის თანატოლებთან, ბაღში
გადიოდა სკოლამდელ პროგრამას.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კამერები დამონტაჟებულია
მხოლოდ საცდელი პირის საცხოვრებელ ფართში, შესაბამისად
იმისთვის, რომ კვლევა გაგრძელდეს მისი სახლის გარეთაც, მივიღე
გადაწყვეტილება, რომ ბაღში გავყოლოდი რამდენიმე საათით,
მაგრამ ეს განხორციელდებოდა ფარულად, რათა არ სცოდნოდა ჩემს
შესახებ.
კვლევის შედეგად დავასკვენი ის მთავარი ფაქტი, რომ ბავშვებს 5
წლამდე ასე ვთქვათ აღმერთებენ, მათ აქვთ აბსოლუტური
თავისუფლება და სწავლობენ ყველაფერს თავისი მშობლების
მაგალითზე, ბავშვს არაფრისთვის არ სჯიან და მითუმეტეს არც სცემენ,
მაგალითად მოვიყვან ჩემი კვლევისგან ერთ-ერთ ეპიზოდს სადაც,
საცდელმა პირმა სხვა ბავშვებთან ქვიშის არეში თამაშის დროს, მეორე
ბავშვს სახეში შეუყარა ქვიშა, მაგრამ ამ დროსაც საცდელი პირის
მშობელი მიეგო ბავშვს არა ცემითა და ჩხუბით, არამედ იმის ახსნით
რომ საცდელ პირს თავი წარმოედგინა მეორე ბავშვის ადგილას და
მიეხვედრა, რომ ქვიშის სახეში შეყრა მთლად სასიამოვნო არ არის,
რამაც გამოიღო თავისი შედეგი და საცდელმა პირმა ბოდიშის მოხდის
შემდეგ წყნარად გააგრძელა თამაში სხვა ბავშვებთან ამასთან ერთად
ბავშვმა თავისითაც უნდა გააცნობიეროს რომ მოიქცა ცუდად და ამაში
გვეხმარება დედისგან სხვა მეთოდით მიდგომა, ეს არის ბავშვის
სრული იგნორირება, რის შედეგადაც ბავშვი ხვდება, რომ მისი
მიუღებელი საქციელის შემდეგ მასთან სხვა ადამიანებისგან გაქრა
კომუნიკაციის ინიციატივა და ეს უბიძგებს იმისთვის, რომ შემდგომში
ასე არ მოიქცეს, აქედან გამომდინარე ვასკვნით იმას, რომ ყველაზე
მთავარია იაპონელებში ბავშვების აღზრდაში მშვიდი და
უკონფლიქტო სიტუაციების გადაჭრა, რასაც გამოაქვს მხოლოდ კარგი
შედეგები, აღსანიშნავია ისიც, რომ იაპონელი დედა შვილთან ატარებს
ძალიან ბევრ დროს სძინავს ბავშვთან ერთად, ასწავლის
ელემენტალურს.
დასკვნის სახით შემიძლია აღვნოშნო, რომ ამ ასაკის ბავშვები
ცხოვრობენ სიყვარულში, კომფორტში და არ განიცდიან არაფრის
ნაკლებობას.
2 საცდელი პირის განხილვა - დაკავებული იყო: დადის სკოლაში,
დაკავებულია სპორტის რამდენიმე სახეობით, სკოლის შემდეგ რჩება
დამატებით მეცადინეობებზე.
კვლევიდან გამომდინარე, მშობლის ქცევა ბავშვის მიმართ
კარდინალურად იცვლება, ყველაზე შესამჩნევია ის, რომ მშობლების
სიყვარული ბავშვების მიმართ, არ იკლებს, მაგრამ გამოხატვა ხდება
სხვანაირად, უფრო მკაცრი სახით. სკოლაში მასწავლებლები არიან
უფრო მკაცრი, ასწავლიან, რომ წარმატების მიღწევის ერთ-ერთი
უმთავრესი ფაქტორია კოლექტივში მუშაობა, შესაბამისად საცდელ
პირს კლასელებთან ერთად გამოუმუშავებენ კოლექტივიზმის უნარ-
ჩვევებს, ასევე ბავშვობიდანვე ადამიანზე დამოკიდებულების
გამოსარიცხად, ყოველ სასწავლო წელს ეცვლებათ კლასელები და
მასწავლებლები, რაც შეეხება მშობლების დამოკიდებულებას, შვილის
მიმართ ხდებიან აბსოლუტურად მკაცრები, მთელი დღე აქვთ
გაწერილი საათების მიხედვით: გაღვიძება, საჭმლის ყოველი მიღება,
სწავლისთვის განკუთვნილი დრო და ასე შემდეგ, დაკვირვებისას ერთ-
ერთ ინდივიდთან საუბარში გავიგე, რომ ბავშვების ცხოვრების ამ
პერიოდს მონობის პერიოდს უწოდებენ. ასევე გამორიცხავენ
ბავშვების საკუთარი ცხოვრებით დაკავებას, რადგან მათი აზრით ასეთ
ადრეულ ასაკში საკუთარ ცხოვრებას უბრალოდ აზრი არ აქვს(რაშიც
იგულისხმება დროის ტყუილად გატარება ანუ ტელევიზორის ყურება,
ვიდეო თამაშების თამაში და ა.შ.), რათა ბავშვმა მაქსიმალური დრო
დაუთმოს თვითგანვითარებას და დისციპლინას.
დასკვნის სახით აღვნიშნავ, რომ ამ პერიოდში ბავშვებს
მაქსიმალურად ამზადებენ ზრდასრული ადამიანის ცხოვრებისთვის,
მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთ-პატივისცემა,
დისციპლინა და სხვა მნიშვნელოცანი ცხოვრებისეული ასპექტები.
3 საცდელი პირის განხილვა - დასკვნის შედეგად იაპონელებში
მოზარდობის ეს პერიოდი ჩვენთვის სულაც არ არის უცხო, რადგან ამ
დროისთვის მოზარდთან მშობლებს აქვთ ეგრე წოდებული
მეგობრული ურთიერთობები, მას უკვე ენდობიან, როგორც ზრდასრულ
ადამიანს, მოზარდი თვითონ ირჩევს რა მხრით გააგრძელოს
განათლების მიღება, შესაბამისად იღებს ორიენტირს მის მომავალ
პროფესიაზე, და ნელ-ნელა ყალიბდება საზოგადოების სრულფასოვან
წევრად. უმეტესწილად ისინი დროს ატარებენ სხვა ხალხის
გარემოცვაში და ძალიან იშვიათად რჩებიან მარტო.
საბოლოოდ, ჩემი კვლევის შედეგად გამოვიტანე ასეთი დასკვნა:
იაპონელებს აქვთ ძალიან განვითარებული ბავშვების აღზრდის
სისტემა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს
დისციპლინა, კოლექტივიზმი, მეგობრობა, ბავშვის პატარა ასაკიდან
სერიოზული მომზადება და რაც ყველაზე მთავარია ურთიერთ-
პატივისცემა.

You might also like