თავი I

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 11

1

კონფლიქტის თეორიის
მიმოხილვა
რა არის კონფლიქტი? კარგი და ცუდი ამბები კონფლიქტის შესახებ. კარგი ამბები. ცუდი ამბები.
წიგნის გეგმა

 თვრამეტი წლის ბენმა თავისი ოჯახისგან მანქანა ინათხოვრა და შემდეგ შიგ


ბენზინის ჩასხმა დაავიწყდა. მეორე დილით მამამისს სამსახურში
დაუგვიანდა, რადგან პიკის საათში მოუხდა ბენზინის რიგში დგომა. საღამოს
მამამ შვილს უსაყვედურა, უსიამოვნება შენი გულმავიწყობის გამო შემხვდაო.
ბენმა უხალისოდ მოუხადა ბოდიში. მამა გაღიზიანდა, გაცხარდა და ყველა
ძველი გულგრილი და უპასუხისმგებლო საქციელი გაუხსენა. ბოლოს ბენსაც
ყელში ამოუვიდა მშობლის საყვედურები და მამას დაუყვირა. მან კი, ვაჟის
ასეთი თავხედობით განრისხებულმა, მანქანის გასაღები ჩამოართვა და ბენს
ამიერიდან ოჯახის მანქანით უნებართვოდ სარგებლობა აუკრძალა. ამ დროს
დედა ჩაერია (რომელიც თვალყურს ადევნებდა ამ დიალოგს). მან შვილის
მხარე დაიჭირა და შეეცადა, დაერწმუნებინა მეუღლე, რომ ის შვილის მიმართ
ძალიან მკაცრი იყო. მამამ დედას ურჩია, შენს საქმეს მიხედეო. დედა, ბენი და
მისი და ოთახიდან გავიდნენ. მამა კი დარჩა და უკვირდა, რა შემეშალაო.
 გაყიდვებისა და საწარმოო განყოფილებები ცხარედ კამათობენ, როდის
გამოუშვან ახალი პროდუქცია. გაყიდვების განყოფილება ამტკიცებს, რომ, თუ
პროდუქციის გამოშვება მოცემული მომენტიდან სამ თვეზე მეტი ხნით
დაგვიანდება, ფირმაც და გაყიდვების განყოფილებაც ახალ პოტენციურ
მყიდველებს დაკარგავენ, ეს კი კატასტროფის ტოლფასი იქნება. საპასუხოდ
საწარმოო განყოფილება ამტკიცებს, რომ შემუშავებული აქვს პროდუქციის
გამოშვების კარგად ჩამოყალიბებული, თანმიმდევრული გრაფიკი, რომელიც
უნდა შეინარჩუნონ. პროდუქციის გამოშვების დასაჩქარებლად მისი დარღვევა
ზარალს და დროის დანაკარგს გამოიწვევს, ეს კი ზიანს მიაყენებს, როგორც
საწარმოო სექტორს, ისე მთელ ფირმასაც.( ეს აც არ უნდა) - ამტკიცებს
საწარმოო განყოფილება, - ახალი პროდუქციის გამოშვების თარიღი
დანიშნულია ცხრა თვის შემდეგ (არანაკლებ) და სწორედ მაშინ გამოვა! (ეს
წინადადება აქ ხომ არ ჯობია) დიდი ხნის ჭიდილის შემდეგ აღწევენ
შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თითოეული სექტორი სჯერდება იმაზე
ნაკლებს, ვიდრე თავდაპირველად მოითხოვა - ახალი პროდუქტის გამოშვება
ინიშნება ექვსი თვის შემდეგ.
 როდესაც 1978 წლის ოქტომბერში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა კემპ-
დევიდში მოიპატიჟა ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი და ისრაელის
პრემიერ-მინისტრი მენახემ ბეგინი. საქმე ისე გამოიყურებოდა, თითქოს
კარტერმა იტვირთა მედიატორობა საქმეში, რომელიც შეუსრულებელი იყო.
სინის ნახევარკუნძულის გამო წამოჭრილი კონფლიქტი სრულიად
გადაუჭრელად მიაჩნდათ, რადგან ეგვიპტე მოითხოვდა მთელი
ნახევარკუნძულის დაუყოვნებლივ დაბრუნებას, ხოლო ისრაელი, რომელმაც
1967 წელს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის დროს, მოახდინა სინის
ოკუპირება, უარს აცხადებდა ეგვიპტისთვის ამ ტერიტორიის (მძიმე მგონი არ
უნდა) თუნდაც ერთი გოჯის, დაბრუნებაზე. თავიდან, კონფლიქტის
მოსაგვარებლად, კარტერი ცდილობდა კომპრომისის შეთავაზებას, რომლის
თანახმადაც მხარეები შუაზე გაიყოფდნენ ნახევარკუნძულს, მაგრამ ეგვიპტეც
და ისრაელიც კატეგორიულად უარყოფდნენ ასეთ გადაწყვეტილებას. იმ
დროს პრეზიდენტ კარტერსა და მისი თანაშემწეებს მტკიცე პოზიცია ეკავათ.
საბოლოოდ გაირკვა, რომ ეგვიპტისა და ისრაელის, ერთი შეხედვით
შეურიგებელი ინტერესები, სულაც არ იყო შეუთავსებელი. ისრაელის
ძირითადი ინტერესი იყო საზღვრების უსაფრთხოება; მას სურდა,
დარწმუნებულიყო, რომ მისი საზღვრები დაცული იქნებოდა ეგვიპტის
სახმელეთო თუ საჰაერო თავდასხმისაგან. ეგვიპტეს კი, თავის მხრივ,
ძირითადად აინტერესებდა სუვერენიტეტი - უფლების დაბრუნება იმ
ტერიტორიაზე, რომელიც ეგვიპტეს ბიბლიური დროიდან ეკუთვნოდა.
ოცდაათდღიანი მძიმე მუშაობისა და შეთანხმების ოცდასამი შავი ვარიანტის
დაწერის შემდეგ, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰაროლდ
საუნდერსმა შეიმუშავა, კარტერის დაჟინებამ შედეგი გამოიღო.
დემილიტარიზებული ზონის დაპირებისა და ისრაელის მიერ ახალი
სამხედრო-საჰაერო ბაზების შექმნის სანაცვლოდ ისრაელი დათანხმდა,
ეგვიპტისთვის დაებრუნებინა სინის ნახევარკუნძული. ეს შეთანხმება ძალაში
შევიდა 1982 წლის აპრილიდან და დღემდე მოქმედებს1.
 როდესაც პოლიციამ 1991 წლის 3 მარტს, გამალებული დევნის შემდეგ, დააკავა
აფროამერიკელი როდნი კინგი და გათიშა ის, დაკავების დროს
წინააღმდეგობის გაწევისთვის, ერთი შეხედვით, ეს ეპიზოდი არ იყო
პრესისთვის საინტერესო, მაგრამ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი მცხოვრების
წყალობით, რომელმაც თავისი ახალი ვიდეოკამერა როდნი კინგის დაკავების
გადასაღებად გამოიყენა, ჩვეულებრივი ამბავი ექსტრაორდინარულად
გადაიქცა. ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანდა, რომ როდნი კინგს სცემდნენ
მუშტებით და ფეხებით, რომ პოლიციელებმა მას მიაყენეს ორმოცი დარტყმა
ხელჯოხით, მაშინ როდესაც სხვები შორიახლო იდგნენ და აუღელვებლად
ადევნებდნენ ამას თვალს. ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, 1992 წლის გვიან
გაზაფხულზე, კალიფორნიის შტატის ვენტურის სასამართლომ ოთხი

1
კემპ-დევიდში მიმდინარე მოლაპარაკებების ანალიზი, განსაკუთრებით კი ძირითადი ინტერესების გამოვლენის,
როგორც შეთანხმების მიღწევის მნიშვნელოვანი საშუალების ანალიზი, მოყვანილია ფიშერის, იურის და პატონის
წიგნიდან „გზა შეთანხმებისკენ“. (1991)
პოლიციელი, რომელსაც ბრალი ჰქონდა წაყენებული ძალის გადამეტებულ
გამოყენებაში, უდანაშაულოდ ცნო. რამდენიმე საათში ლოს-ანჯელესი
არეულობამ მოიცვა. მოქალაქეები, უმეტესწილად აფროამერიკელები, ცეცხლს
უკიდებდნენ შენობებს და ასე გამოხატავდნენ პროტესტს პოლიციისა და,
ზოგადად, ხელისუფლების მიმართ. სამდღიანი არეულობა მხოლოდ
პრეზიდენტ ბუშის გამოჩენამ და ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის
ორიათასიანი რაზმის შეყვანამ ჩააცხრო.

კონფლიქტის თეორიის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი ოთხი მაგალითი მკვეთრად


განსხვავდება ერთმანეთისაგან თავიანთი მნიშვნელობითა და მასშტაბით, მათ შორის ბევრია
საერთო. ყოველ მათგანში აღწერილია კონფლიქტი ორ ან მეტ მხარეს შორის, სიტუაციები,
სადაც თითოეული მხარე მიისწრაფვის ისეთი შედეგისკენ, რომელიც მეორე მხარეს ხელს არ
აძლევს. შედეგი შეიძლება იყოს სხვადასხვა: ოჯახის ავტომობილით სარგებლობის უფლება,
დრო, მოხერხებული გრაფიკი, ტერიტორია, უსაფრთხოება, სამართალი, ცხოვრების მისაღები
პირობები და ნებისმიერი სხვა რამ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა ეს კონფლიქტი
მოიცავს გამოკვეთილ მოქმედებებს, საშუალებებს, რომლებითაც ცდილობენ კონფლიქტის
მოგვარებას. ერთნაირია თუ არა ეს მოქმედებები? გარეგნულად - არა. მაგრამ შესაძლებელია
მათი დაყოფა სამი ძირითადი სახის სტრატეგიად, რომლებიც ასეთ შემთხვევებში
ყოველთვის იჩენს თავს. მართლაც, წინამდებარე წიგნის მთავარი მიზანია იმ სტრატეგიების
დეტალურად აღწერა, რომლებსაც იყენებენ კონფლიქტის მონაწილე მხარეები და მათი
გამოყენების მიზეზებისა და შედეგების განხილვა.
პირველი საბაზო სტრატეგია გახლავთ მეტოქეობა - მცდელობა, თავს მოახვიო მეორე
მხარეს შენთვის სასურველი გადაწყვეტილება. მამას ალბათ უნდოდა, რომ თავისი შვილის,
ბენისგან მოესმინა გულწრფელი ბოდიში და ამის მიღწევას რისხვით და განაწყენებით
ცდილობდა. დასაწყისში გაყიდვებისა და საწარმოო განყოფილებები ცდილობდნენ,
ერთმანეთი დაეყოლიებინათ. ასევე იქცეოდნენ ისრაელი და ეგვიპტე კემპ-დევიდის
მოლაპარაკებების საწყის სტადიაზე. როდნი კინგსა და პოლიციას შორის დაპირისპირებამ
პირდაპირი გამოხატულება პოვა ფიზიკურ მოქმედებებში. ამავე ხასიათისა იყო ლოს-
ანჯელესის განრისხებული მცხოვრებლების რეაქცია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე,
რომელიც მან გამოიტანა პოლიციის ოფიცრების საქმის განხილვის შემდეგ.
მეორე სტრატეგიაა - დათმობის სტრატეგია, მოთხოვნების შემცირება და იმაზე
ნაკლებით დაკმაყოფილება, ვიდრე სურდათ. ამ გზით გადაიჭრა დავა გაყიდვებისა და
საწარმოო განყოფილებას შორის. გარკვეული დროის შემდეგ თითოეული მხარე
დაკმაყოფილდა თავისთვის ნაკლებად მომგებიანი ვარიანტით და ასეთი ქცევით მხარეებმა
კონფლიქტში კომპრომისს მიაღწიეს. არის თუ არა ასეთი შეთანხმება კარგი? მომგებიანია თუ
არა ის ორივე მხარისთვის? ამაში დარწმუნებული ვერ ვიქნებით, მაგრამ კარგი იქნება
დავინტერესდეთ, რა იქნებოდა უარესი? პროდუქციის გამოშვება სამი თვის დაგვიანებით
შეიძლება დამღუპველი გამომდგარიყო მოგებისთვის, რომლის იმედიც ჰქონდა გაყიდვების
განყოფილებას, ხოლო საწარმოო გრაფიკის სამი თვით გაზრდას შეეძლო, სერიოზულად
დაერღვია საწამოო განყოფილების გეგმა. ორივე მხარემ დათმობით მიაღწია იმას, რომ მათ
გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება
საუკეთესო ვარიანტი იყო.
მესამე ფუნდამენტური სტრატეგიაა პრობლემის გადაჭრა, ე. ი. ისეთი
გადაწყვეტილების შემუშავება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. პრეზიდენტ
კარტერის დახმარებით და მისი თანაშემწეების შუამავლობით, ეგვიპტე და ისრაელი
ჩაერთნენ ამგვარ პროცესში, როდესაც სინის ნახევარკუნძულის საკითხში თანხმობისკენ
დაიწყეს სვლა. თეორიულად ისრაელსა და ეგვიპტეს შეეძლოთ პრობლემის გადაჭრა აშშ-ს
შუამავლობის გარეშეც. მათ შეეძლოთ, თვითონ გარკვეულიყვნენ თავ-თავიანთ მთავარ
ინტერესებში და მათი დაზუსტების შემდეგ, ერთად შეემუშავებინათ ორივე მხარისთვის
დამაკმაყოფილებელი შეთანხმება. მაგრამ, რადგან ორივე მხარეს ერთმანეთთან ჰქონდა
ინტენსიური კონფლიქტის ხანგრძლივი ისტორია, პრეზიდენტ კარტერის შუამავლობამ
დასახა პერსპექტივა, რომელიც ალბათ მეტს ნიშნავდა, ვიდრე მხარეთა მოთხოვნების
დაკმაყოფილება.
კარგი იქნება, თუ კონფლიქტის მოგვარების ამ სამ სტრატეგიაზე საუბრის დროს
ზოგიერთ მომენტზე შევჩერდებით. პირველი - უმეტეს სიტუაციებში, იქნება ეს
შეიარაღებული შეტაკება, მუშების გაფიცვა, საერთაშორისო ურთიერთობები, ოჯახური
უსიამოვნებები თუ მძღოლების უსიტყვო მეტოქეობა გზაჯვარედინზე, საქმე გვაქვს არა ერთ
სტრატეგიასთან, არამედ მათ კომბინაციასთან, ხშირად კი - მათ თანმიმდევრობასთან.
მხოლოდ ერთი სტრატეგიის გამოყენება ძალიან იშვიათია.
მეორე - ყოველი სტრატეგია შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვანაირი ტაქტიკის
მეშვეობით. ტერმინები სტრატეგია და ტაქტიკა განსხვავდება თავიანთი მოცულობით.
სტრატეგია მოიცავს მიზნებისა და შედეგების ნაკრებს (მაკროსკოპიული), ხოლო ტაქტიკა
(შედარებით მიკროსკოპიული) - ამ მიზნების მიღწევის საშუალებაა. როგორც ვნახავთ,
სტრატეგიული მიზნის მიღწევა საჭიროებს ინდივიდუალურ ტაქტიკურ მანევრებს. ამ წიგნში
ძირითადად განვიხილავთ სტრატეგიებს, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ
ტაქტიკებსაც, რომლებიც ხელს უწყობს სტრატეგიული მიზნების რეალიზაციას.
მესამე, მეტოქეობის სტრატეგიაც, დათმობის სტრატეგიაც და კონფლიქტის გადაჭრის
სტრატეგიაც - წარმოადგენს კონფლიქტის დაძლევისკენ მიმართულ სტრატეგიებს იმ
გაგებით, რომ მათგან თითოეული მოიცავს კონფლიქტის მოგვარების შედარებით
თანმიმდევრულ და შეთანხმებულ მცდელობას: რომ რაღაც საკითხში, ან ჩვენსას გავიტანთ,
ან დავთმობთ, ან ერთობლივად პრობლემის ურთიერთმომგებიან გადაწყვეტილებას
შევიმუშავებთ2. მეტოქეობის სტრატეგია და დათმობის სტრატეგია დაძლევის სტრატეგიებია,

2
შეგვიძლია მივუთითოთ კიდევ ორ, წინა სტრატეგიებისგან მკვეთრად განსხვავებულ სტრატეგიაზე -
განრიდების სტრატეგიასა და უმოქმედობის სტრატეგიაზე. ორივეს მივყავართ კონფლიქტისგან თავის
არიდებამდე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვაპირებთ ამ სტრატეგიების წინამდებარე წიგნში განხილვას, მაინც ღირს
მათზე რამდენიმე სიტყვის თქმა. განრიდება გულისხმობს კონფლიქტის სცენის დატოვებას - ფიზიკურად ან
ფსიქოლოგიურად. ასე მაგალითად, პატარა ბავშვი გარბის, რომ თავი აარიდოს უფროს ძმასთან ჩხუბს.
რომლებიც ერთმანეთის სარკისებრი ასახვაა. ერთობლივად მათ კონფლიქტის ესკალაციისკენ
მივყავართ და წიგნის პირველ ნაწილში დაწვრილებით განვიხილავთ მათი მოქმედების
მექანიზმს. პრობლემის გადაჭრა კონფლიქტის დაძლევის სტრატეგიაა, რომლის მიზანია
კონფლიქტში მყოფი მხარეებისთვის ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევა, როგორც
მოლაპარაკებების გზით, ასევე მესამე მხარის დახმარებით, როგორც ეს პრეზიდენტ
კარტერის შუამავლობით მოხდა კემპ-დევიდში. პირობებს, რომლებიც ხელს უწყობს
პრობლემის უსწრაფეს გადაჭრას და აგრეთვე ამ სტრატეგიის გატარებას მოლაპარაკებებითა
თუ მესამე მხარის ჩარევით, განვიხილავთ წიგნის მეორე ნაწილში. ესკალაციის და
კონფლიქტის მოგვარების სტადიებს შორის მდებარეობს შუალედური - ჩიხის - სტადია.
როგორც მოყვანილი ოთხი მაგალითიდან ჩანს, კონფლიქტები განსხვავდება
თავიანთი სირთულითა და მნიშვნელობით, იმ სტრატეგიებით, რომლებსაც ისინი
განაპირობებს და გადაწყვეტილებებით, რომლებისკენაც ისინი მიდის. მაგრამ, მიუხედავად
ამ განსხვავებებისა, გვჯერა, რომ განურჩევლად იმისა, თუ საზოგადოების რომელ სეგმენტში
იჩენს ისინი თავს, კონფლიქტებს ყოველთვის ბევრი აქვთ საერთო.3 რა თქმა უნდა,
კონფლიქტები ინდივიდების, ჯგუფების, ორგანიზაციების და საერთაშორისო დონეზე
ერთი და იგივე არ არის. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვართ, რომ შესაძლებელია
გაკეთდეს რიგი განზოგადება, რომელიც გზას შეგვიმოკლებს და დაგვეხმარება, ნათელი
მოვფინოთ, ყველას თუ არა, მათ უმეტესობას მაინც. ჩვენი მიზანია, ამ წიგნში მათ თავი
მოვუყაროთ და მოგახსენოთ, რა შეემატა სოციალური კონფლიქტის თეორიის
განვითარებას და ამას დავუმატოთ ჩვენი საკუთარი მოსაზრებები. ასევე გვსურს დავების
მოგვარების პრაქტიკის სრულყოფაც, ასე რომ, დროდადრო ვიძლევით ამისთვის საჭირო
რჩევებსაც (კერძოდ, იხ. თავი 10 და 11), მაგრამ ძირითადი მიზანი აღწერითია - რამდენადაც
შესაძლებელია, კარგად აღვწეროთ მრავალი საინტერესო საშუალება, რომლებსაც ადამიანები
იყენებენ სოციალური კონფლიქტების გადასაჭრელად.

რა არის კონფლიქტი?

უებსტერის ლექსიკონში (1983) კონფლიქტის ცნება პირველად განმარტებული იყო


როგორც „ჩხუბი, შერკინება, ბრძოლა“, ე. ი. როგორც მხარეებს შორის ფიზიკური
დაპირისპირება. შემდგომ ეს მნიშვნელობა გაფართოვდა და მოიცვა „ინტერესების, იდეების

მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრატეგიამ შეიძლება გამარჯვება არ მოიტანოს (გავიხსენოთ საბჭოთა


ჯარის უკანდახევა მეორე მსოფლიო ომის დროს, თავს მოხვეული ბლიცკრიგის პირობებში), უმეტეს
შემთხვევებში ის მიმართულია კონფლიქტისგან თავის არიდებისაკენ. უმოქმედობის სტრატეგიაში
იგულისხმება ერთი მხარის მიერ მეორე მხარის ნებისმიერი ქმედების პასიური მოლოდინი.
3
პროფესორმა როჯერ ფიშერმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან რამდენმე წლის წინ წაიკითხა
მოხსენება „მოლაპარაკებები რუსეთთან და მოლაპარაკებები მეუღლეებს შორის - არის თუ არა მათ
შორის განსხვავება?“. ამ კითხვაზე მან უპასუხა ისე, როგორც ამას ჩვენც ვუპასუხებდით: „არც ისეთი
არსებითი, როგორც ეს შეგვეძლო გვეფიქრა“.
და ა. შ. მკვეთრი განსვლა ან დაპირისპირება“. ამრიგად, ამჟამად ეს ტერმინი გულისხმობს
ფიზიკური დაპირისპირების ფსიქოლოგიურ სარჩულსაც და საკუთრივ ფიზიკურ
დაპირისპირებასაც. მოკლედ, ტერმინი კონფლიქტი ამჟამად ისე ფართოდ გამოიყენება, რომ
არის საშიშროება, დაიკარგოს მისი ცალსახა ცნების სტატუსი.
ამ პრობლემას ჩვენ გადავჭრით სიტყვა „კონფლიქტის“ ვიწრო მნიშვნელობის
მიღებით, რომელიც მოცემულია უებსტერის ლექსიკონის მეორე განმარტებაში. ჩვენ
განვიხილავთ კონფლიქტს, როგორც ინტერესების აღქმულ განსვლას ან მხარეთა რწმენას,
რომ მათი მისწრაფებები ვერ იქნება მიღწეული ერთდროულად. ჩვენ შევარჩიეთ ასეთი
მნიშვნელობა, რადგან ის ყველაზე მეტად გამოდგება თეორიის ასაგებად. ჩვენ შეგვიძლია,
ავაგოთ მარტივი, მაგრამ დამაჯერებელი თეორია (იხ. თავი 2 და 3), თუ ვეცდებით ავხსნათ
ინტერესების აღქმული განსვლის მიზეზები და ამ აღქმის გავლენა სტრატეგიის არჩევასა და
შედეგზე. უეჭველია, რომ გადაწყვეტილებაზე, შევჩერებულიყავით კონფლიქტის სწორედ
ასეთ გაგებაზე, იმან იმოქმედა, რომ ჩვენ სამივე სოციალური ფსიქოლოგები ვართ და
შეჩვეულები ვართ, რომ ამოსავალი წერტილი იყოს მენტალური სტატუსის გავლენა
სოციალურ ქცევაზე. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ კონფლიქტის განმარტებისადმი
ასეთი მიდგომა სასარგებლო იქნება მეცნიერებისთვისაც და სხვა მრავალი დარგის
პრაქტიკოსებისთვისაც.4
კონფლიქტის ჩვენეულ განმარტებაში იგულისხმება განზრახ უარის თქმა რიგი
საკითხების გაანალიზებაზე. ჩვენ ნაკლებად შევეხებით იმ განსხვავებებს, რომლებიც აზრის
ჩამოყალიბებასა ან ობიექტური რეალობის ინტერპრეტაციებში არსებობს. არც ისეთ ღია
კონფლიქტებში ჩავეძიებით, რომლებიც ფიზიკური ძალადობით, შეიარაღებული
შეტაკებებით ან ომებითაა გამოხატული.
ყველა ზემოაღნიშნული თემა მნიშვნელოვანია და თავისთავად ყურადსაღები, მაგრამ
ყველაფერს ვერ მოვიცავთ. სამაგიეროდ, განვიხილავთ ფსიქოლოგიურ სფეროს ინტერესთა
აღქმული განსვლის დროს და ხაზს გავუსვამთ კონფლიქტს, როგორც აწმყოში მიმდინარეს -
თანმხლები შედეგით, რომლითაც ის მომავალზე იმოქმედებს. როგორი იქნება ძალთა
განაწილება სინის ნახევარკუნძულზე? რამდენ ხანს გაჰყვება საწარმოო განყოფილება თავის
გრაფიკს? რატომ გადაიზარდა როდნი კინგის შემთხვევა ქალაქის სერიოზულ კრიზისში?
როგორ მოაგვარებენ ბენი და მამამისი თავიანთ დავას საოჯახო ავტომობილის გამო?
სწორად ამ საკითხებს განვიხილავთ, თუმცა წარსულის არად ჩაგდება არ შეიძლება (წინა

4
როდესაც განვმარტავთ კონფლიქტს, როგორც ინტერესების აღქმულ და არა რეალურ განსვლას, ჩვენ
გადავუხვევთ სოციალურ მეცნიერებებში მიღებული ტრადიციიდან. გვჯერა, რომ ასეთ გადახვევას
აქვს თავისი უპირატესობები: ინტერესების აღქმული განსვლა გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტი
სიზუსტით ვიწინასწარმეტყველოთ, თუ როგორ მოიქცევიან ადამიანები სინამდვილეში. საქმე ისაა,
რომ აღქმა მომენტალურ გავლენას ახდენს ქცევაზე (მაგ., კონფლიქტის შემთხვევაში - სტრატეგიის
არჩევაზე), ხოლო რეალობა ვითარდება უფრო ნელა და ნაკლები დამაჯერებლობით. ვაცნობიერებთ,
რომ კონფლიქტის აღქმის ტერმინებით განმარტება, შესაძლებელს ხდის, რომ ერთმა მხარემ
დაიჯეროს ინტერესთა კონფლიქტის არსებობა, როდესაც მეორე მხარე ასე არ ფიქრობს. ასეთ
შემთხვევაში ერთი მხარე უეჭველად შეცდომას დაუშვებს, თუმცა თითოეული მათგანი ალბათ
საკუთარი თვალსაზრისით იმოქმედებს.
ფრუსტრაციებმა შეიძლება ყურადღება გაამახვილონ მომავალ პრეცედენტებზე და
გამოიწვიონ მტრობა, რომელიც შემდგომ უბიძგებს მათ მეტოქეობის უფრო მძიმე
ტაქტიკებისკენ).
ჩვენ მიერ ჩატარებული კონფლიქტის ანალიზი შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს,
რომ კონფლიქტი ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით და ხშირად მრავალ მხარეს.
ჩვენი ანალიზი არის მცდელობა, გავითვალისწინოთ ყველა სირთულე. თუმცა ძირითადად
ყურადღებას ვამახვილებთ დიადურ, ანუ ორ მხარეს შორის კონფლიქტზე - და ამას
რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი - მიუხედავად იმისა, რომ შევეცადეთ, გამოგვეყენებინა ის
მცირე საველე კვლევები, რომლებიც მოიპოვება სოციალური კონფლიქტის სფეროში,
აღმოჩნდა, რომ ასეთი კვლევების უმეტესობა, ფაქტობრივად, ლაბორატორიულ პირობებში
ტარდებოდა და, როგორც წესი, დიადებზე იყო ჩატარებული. მეორე - სოციალური
ფსიქოლოგიის სპეციალისტებმა ჩავთვალეთ, რომ უფრო კარგად გამოგვივიდოდა
დამაჯერებელი თეორიის შექმნა იმ ანალიზზე დაყრდნობით, რომელიც უკეთ ვიცით. ეს
არის ორი ინდივიდის, ორი ჯგუფის, ან ორი ორგანიზაციის ურთიერთობა. ასევე მიგვაჩნია,
რომ ორ მხარეს შორის კონფლიქტის შესწავლა კარგი საწყისი წერტილია უფრო რთული
კონფლიქტური სიტუაციების გასაანალიზებლად; ხშირად ყველაზე დახლართული
კონფლიქტის ანალიზი ადვილდება, თუ თუ გავიაზრეთ წინააღმდეგობები, რომელიც აჩენს
მათ, ვისაც ერთი ტიპის მოქმედებები ურჩევნია და მათ, ვინც ამას უპირისპირდება.
მიუხედავად იმისა, რომ მამასა და ბენს შორის დავა თავის ორბიტაში დედას და დასაც
მოაქცევს, საბოლოოდ მაინც იქმნება სიტუაცია „ჩვენ - მათ წინააღმდეგ“, ე. ი. ორმხრივი
კონფლიქტი.
ვინაიდან ჩვენი ანალიზი დიადების გარშემო ტრიალებს, ამ წიგნში გამოვიყენებთ
პროფესიულ ჟარგონს. როდესაც, კონფლიქტის კვლევისას, ჩვენ ვინმეს წარვადგენთ, ამ
პიროვნებას ან ჯგუფს პირველ მხარეს ვუწოდებთ, ხოლო ჯგუფს ან პიროვნებას, რომლის
წინააღმდეგაც მომდინარეობს ქმედებები - მეორეს.

კარგი და ცუდი ამბები კონფლიქტის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი ადამიანური ურთიერთობების თითქმის ყველა


სფეროში არსებობს და, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტური ეპიზოდები ყველაზე
მნიშვნელოვანი და ყურადსაღები რამაა ადამიანის ცხოვრებაში, შეცდომა იქნებოდა
გვეფიქრა, რომ ნებისმიერი ურთიერთობა აუცილებლად შეიცავს კონფლიქტს. ადამიანები
მშვენივრად ახერხებენ სხვა ადამიანებთან, ჯგუფებთან და ორგანიზაციებთან
ურთიერთობას; ამასთან, ისინი ურთიერთქმედებენ ყურადღებით, დახმარების მზაობით,
კონფლიქტის ყოველგვარი ნიშნების გარეშე. თუ კონფლიქტი მაინც წარმოიშობა, ის უფრო
ხშირად დადებითად გვარდება, გადაიჭრება კიდეც რაიმე განსაკუთრებული წყენის გარეშე
და მასში ჩართული ორივე მხარეც კმაყოფილი რჩება.
კაცობრიობა კონფლიქტების შესწავლისადმი ინტერესს, სულ მცირე, ბიბლიური
დროიდან იჩენდა. ამ თვალსაზრისით XIX საუკუნიდან დაიწყო ენერგიული ძვრები, რაც
დღემდე გრძელდება. ჩარლზ დარვინი დაინტერესებული იყო სახეობათა შორის ბრძოლით
„ყველაზე შეგუებულების გადასარჩენად“, ზიგმუნდ ფროიდი სწავლობდა სხვადასხვა
ფსიქოდინამიკური ძალების შინაგან ბრძოლას ადამიანის ეგოს გასაკონტროლებლად, კარლ
მარქსმა კი არსებულ დიალექტიკურ ფილოსოფიაზე დაყრდნობით შეიმუშავა პოლიტიკური
და ეკონომიკური სწავლება, რომელიც ეფუძნება მოსაზრებას, რომ კონფლიქტი
საზოგადოებრივი ცხოვრების განუყრელი ნაწილია.
თუ XIX საუკუნის ამ სამი გამორჩეული მოაზროვნის იდეებიდან გამოვიტანთ
დასკვნას, თითქოს კონფლიქტს აუცილებლად ნგრევა მოაქვს, მათი ნაშრომის არსი
დაგვეკარგება. დარვინის აზრით, არსებობისთვის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი
მაჩვენებელია ინდივიდუუმის გაჩენა, რომელსაც აქვს გენეტიკური ანომალია, რაც ამ
გადარჩენას უწყობს ხელს. ახალი სახეობები ჩნდება გენეტიკური შეგუების წყალობით,
რომელიც არსებობისთვის ბრძოლის მსვლელობაში მიმდინარეობს. სწორედ ასე, ფროიდი
გულისხმობდა პიროვნულ ზრდას, როგორც ბრძოლას შინაგანი კონფლიქტების გაგებისა და
წვდომისთვის, ხოლო მარქსი თავის დიალექტიკურ მატერიალიზმში მივიდა იმ დასკვნამდე,
რომ კონფლიქტს მოაქვს ახალი კონფლიქტი, რომ ცვლილებები გარდაუვალია და რომ -
ყოველ შემთხვევაში, მისი გაგებით - მათ აუცილებლობით მივყავართ ადამიანის ცხოვრების
პირობების გაუმჯობესებამდე. სამივეს ძლიერ სწამდა კონფლიქტის სიკეთის და
აუცილებლობისა, სამივე ხედავდა ამ მოვლენის დადებით მხარეს და ძვირად ღირებულ
შედეგსაც.

კარგი ამბები
უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტი სოციალური ცვლილებების სათბურია. თუ
ადამიანებს არ მოსწონთ საკუთარი ცხოვრება, ან მიაჩნიათ, რომ მიმდინარე პოლიტიკა
უგუნურია, მათ უნდა დაიწყონ ბრძოლა არსებულ წესრიგთან, ვიდრე წარმატებას არ
მიაღწევენ. აშშ კონგრესში თითქმის ყოველ ახალი კანონს ხანგრძლივი დებატებისა და
საპირისპირო ინტერესების მქონე ჯგუფების ერთმანეთზე ზეწოლის შემდეგ იღებენ. სად
ვიქნებოდით ახლა, თუკი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ჩავახშობდით
რეფორმატორებს, ან თუკი ისინი ამას თვითონ გააკეთებდნენ?
სოციალური კონფლიქტის მეორე დადებითი მხარე ისაა, რომ ის აიოლებს
ადამიანების კანონიერი ინტერესების ერთმანეთთან მორიგებას. კონფლიქტების უმეტესობა
არ მთავრდება ერთი მხარის მოგებით და მეორის წაგებით. ჩვეულებრივ, აღმოჩნდება ხოლმე,
რომ ორი პოზიციის გარკვეული შერწყმა, გარკვეული ინტეგრალური შეთანხმება ხელს
უწყობს პირველი და მეორე მხარის ერთობლივ ინტერესებს და, ასევე, დიდი ჯგუფების
ინტერესებს, რომელთა წევრებიც ისინი არიან. თუ პროფკავშირები და ადმინისტრაცია,
ეგვიპტე და ისრაელი, გაყიდვებისა და წარმოების განყოფილებები შეძლებენ თავიანთი
ინტერესების შეთავსებას, ეს ხელს შეუწყობს მათ კეთილდღეობას, მაგრამ ეს ირიბად
სასიკეთო იქნება დიდი ორგანიზაციების, მსოფლიო თანამეგობრობის ან მათი უახლოესი
გარემოცვისთვის. მათ რომ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არ წამოეყენებინათ
თავიანთი მოთხოვნები, საფუძვლიანი შერიგება ხშირად არ მოხდებოდა. ამ თვალსაზრისით
კონფლიქტი შეიძლება შემოქმედებით ძალადაც განვიხილოთ.
კონფლიქტის მესამე დადებითი მხარეა, რომ უკვე აღწერილი სასიკეთო ფუნქციების
წყალობით კონფლიქტი ზრდის ჯგუფის შეჭიდულობას. სოციალური ცვლილებების უნარის
გარეშე და ინდივიდუალური ინტერესების მორიგებისა და შეთანხმების გარეშე ჯგუფური
სოლიდარობა შესუსტდება და ამასთან ერთად შემცირდება ჯგუფის ეფექტურობა და
ჯგუფის წევრობით მიღებული სიამოვნება (Coser,1956). ამის შედეგად ჯგუფი, შესაძლოა,
დაიშალოს. უკონფლიქტოდ ცხოვრებისას ჯგუფები ემსგავსებიან ოჯახურ წყვილს ინგმარ
ბერგმანის ფილმიდან წყვილები - იქ მეუღლეები ვერ ხედავენ და ვერ უმკლავდებიან
თავიანთ პრობლემას, რასაც მოჰყვება ოჯახის დაშლა, რადგან ურთიერთობას მათთვის
აღარაფერი მოაქვს.

და ცუდი ამბები
ჩვენ დავინახეთ, რომ სოციალური გაცვლის უმეტესობა კონფლიქტებს არ აჩენს.
მეტიც, თუ კონფლიქტები მაინც გაჩნდა, ხერხდება მათი გადაჭრა უმტკივნეულოდ და
მტრობის გარეშე. ამგვარად, ისინი მრავალ დადებით ფუნქციას ასრულებს. მაგრამ ვერც იმის
აღიარებას გავექცევით, რომ კონფლიქტმა შეიძლება საზოგადოება ქაოსში ჩააგდოს.
კონფლიქტების ნიადაგზე შემაშფოთებელი სიჩქარით ინგრევა ოჯახები. ჩვენი გაზეთები
აჭრელებულია ცნობებით გასაოცარი შედეგების მქონე კონფრონტაციების შესახებ. და
მიუხედავად იმისა, რომ აღარ გვემუქრება ბირთვული ომის დამოკლეს მახვილი, ვერ
უარვყოფთ, რომ ჩვენი დროის მთავარ პრობლემად კვლავაც კონფლიქტები რჩება.
იქნებ პარადოქსულად მოგვეჩვენოს, რომ კონფლიქტს შეიძლება ჰქონდეს, როგორც
უარყოფითი, ისე დადებითი მხარეები, მაგრამ ეს პარადოქსი უფრო მოჩვენებითია, ვიდრე
რეალური. საქმე ისაა, რომ ხშირად კონფლიქტის პოზიტიური ფუნქციები ჩახშობილია
მეტოქეობის მძიმე ტაქტიკებით. ვერ გაგვახარებს კონფლიქტის დადებითი მხარეები, თუ
ისინი გადაიზრდება ურთიერთ შეურაცხყოფაში, მუქარასა და ძალადობაში.
როდესაც ადამიანები ცდილობენ კონფლიქტის გადაჭრას მეტოქეობის გზით და
ცდილობენ, მოგება ნახონ სხვის ხარჯზე, ისინი, როგორც წესი, იყენებენ ისეთ მოქმედებებსა
და კონტრმოქმედებებს, რომლებიც კონფლიქტს აძლიერებს. მისი ინტენსივობის ასეთ
გაძლიერებას ესკალაციას ვუწოდებთ. კონფლიქტის ესკალაციას ახლავს რიგი
ტრანსფორმაცია და რომელთაგან თითოეულის ლიკვიდირება ძნელია, მაგრამ არა
შეუძლებელი. ამ საკითხებს დაწვრილებით განვიხილავთ მეხუთე თავში.
მიუხედავად იმისა, რომ არ არის აუცილებელი, კონფლიქტი იყოს დესტრუქციული,
თუ ის მძიმედ მიმდინარეობს, შესაძლოა კოშმარადაც იქცეს. და მიუხედავად იმისა, რომ
დამანგრეველი კონფლიქტები გაცილებით იშვიათია, ვიდრე მათი მონათესავე -
კონსტრუქციული კონფლიქტები, მათ შეუძლიათ, უამრავი ზიანი მიაყენონ მათ ჩარხში
მოხვედრილ ადამიანებს. გვინდა, ამ წიგნში განსაკუთრებული ყურადღებით განვიხილოთ
ის გარემოებები, რომლებსაც კონფლიქტი მიჰყავთ ნგრევისა და ესკალაციის გზით.5

წიგნის გეგმა
მასალა ამ წიგნში აგებულია იმ პრინციპების და ინტერესების შესაბამისად, რაზეც
ლაპარაკი იყო შესავალ შენიშვნებში. მეორე თავში დავაზუსტებთ კონფლიქტის ცნების
განმარტებას, რისთვისაც ვიყენებთ მარტივ გრაფიკულ ანალიზს, ვაჯამებთ იმ მიზეზებს,
რომლებიც ზემოქმედებს მის წარმოშობაზე და გარემოებებს, რომლებიც ამცირებს მისი
წარმოშობის შესაძლებლობას. მესამე თავში განვიხილავთ სტრატეგიის არჩევის საკითხს.
დასაწყისში დაწვრილებით ვახასიათებთ სამ სტრატეგიას, რომლებიც კონფლიქტის
დაძლევისკენაა მიმართული, შემდეგ ვაყალიბებთ რიგ მოსაზრებებს, რომლითაც
ხელმძღვანელობს თითოეული მხარე რომელიმე ერთი სტრატეგიისათვის უპირატესობის
მინიჭებისას. მეორე და მესამე თავები, ერთად აღებული, წარმოადგენს წიგნის ბირთვს,
რადგან აქ წარმოდგენილი ცნებები შემდეგ გამოყენებულია სხვა თავების უმეტესობაში.
შემდეგ ხუთ თავში, სხვადასხვა მიმართულებით, გამოკვლეულია კონფლიქტის
ესკალაციის უმნიშვნელოვანესი საკითხები. მეოთხე თავში ჩამოთვლილია მეტოქეობის
ტაქტიკები, რომლებსაც ჩვეულებრივ იყენებს ერთი მხარე, რომ მეორის ხარჯზე ნახოს
მოგება. ესკალაცია უფრო შესაძლებელია სწორედ იმ დროს, როდესაც ამგვარ ტაქტიკებს
იყენებენ. მეხუთე თავში ლაპარაკია ესკალაციის დროს მიმდინარე ტრანსფორმაციებზე. აქვე
ესკალაციის ბუნების ასახსნელად მოყვანილია ესკალაციის ორი მოდელი: აგრესიულ-
თავდაცვითი და სპირალური. მეექვსე თავში გამოკვლეულია სტრუქტურული ცვლილებები,
რომლებიც ხშირად ჩნდება კონფლიქტის ესკალაციის დროს და რომელიც ხსნის ესკალაციის
გაჭიანურებისა და განმეორების ტენდენციას. მეექვსე თავი აგრეთვე გაგვაცნობს
კონფლიქტის მესამე - სტრუქტურული ცვლილებების მოდელს. მეშვიდე თავში განხილვის
საგანია ის მექანიზმები, რომლებიც სტრუქტურული ცვლილებების სიმყარეს უწყობს ხელს;
ეს იგივე მექანიზმებია, რომლებიც საფუძვლად უდევს ესკალაციის გაჭიანურებისა და

5
შეგვიძლია, ამ ვითარებას სხვანაირად შევხედოთ - ესკალაციასა და დეესკალაციას სხვადასხვანაირი
ძალა აქვს. ესკალაციის საფეხურებზე ასვლა ბევრად ადვილია, ვიდრე ქვემოთ ჩამოსვლა. ეს კი
შემდეგი მიზეზებით აიხსნება:
1) ადამიანები ჩვეულებრივ გაცილებით მძიმედ აღიქვამენ დანაკარგს, ვიდრე განიცდიან სიამოვნებას
ჯილდოს მიღების გამო;
2) უსამართლობა, რომელიც გვაზარალებს, იწვევს უფრო დიდ განცდებს, ვიდრე უსამართლობა,
რომელსაც სარგებელი მოაქვს ჩვენთვის.
განმეორების ტენდენციას და ეს გვეხმარება ადამიანებს შორის ურთიერთობების
გაუარესების გააზრებაში. ბოლოს, მერვე თავი თავს მოუყრის ჩვენს შეხედულებებს
კონფლიქტის ესკალაციის შესახებ, განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც აძლიერებს ან
ამცირებს სტაბილურობას, ანუ კონფლიქტის დროს ესკალაციის აღმოცენებისა და ზრდის
ალბათობას.
მეცხრე თავის ყურადღების ცენტრშია ჩიხი - წერტილი, რომლის მიღწევისას ერთი ან
და მეორე მხარე რწმუნდება, რომ აღარ გააჩნია უნარი და სურვილი, დაიხარჯოს ესკალაციის
შესანარჩუნებლად. ჩიხი გარდამავალი წერტილია, კონფლიქტის ინტენსივობის გაცვლა,
ესკალაციის ტრაექტორიასა და იმ გზას შორის, რომელსაც მივყავართ დეესკალაციისა და
პრობლემის გადაჭრისაკენ.
მეათე თავში განიხილება უაღრესად მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული და ხშირად
შემოქმედებითი სტრატეგია - პრობლემის გადაჭრის სტრატეგია. სულაც არ არის
აუცილებელი, რომ ეს ყველაზე ხშირად გამოყენებული და, ჩვეულებრივ, კონფლიქტის
გადალახვის ძალიან ეფექტური საშუალება, გამოყენებული იყოს მხოლოდ ესკალაციისა და
ჩიხის ფაზების შემდეგ. ამ თავში აღწერილია ინტეგრალური გადაწყვეტილებების მიღწევის
სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც ყველა დაინტერესებულ მხარეს აკმაყოფილებს.
ბოლო, მეთერთმეტე თავში, განიხილება მესამე მხარეების, განსაკუთრებით
შუამავლების, როლი და ფუნქციები. მესამე მხარეებს ასევე შეუძლიათ დავაში ჩარევა
კონფლიქტის განვითარების ნებისმიერ მომენტში, მაგრამ ჩვენ ყველაზე მეტად
გვაინტერესებს ის ყველაფერი, რის გაკეთებაც შეუძლიათ მესამე მხარეებს მოდავე მხარეების
მეტოქეობის ასარიდებლად და პრობლემის გადაჭრისაკენ მისამართად. ხომ არ ჯობია: რათა
აარიდონ მოდავე მხარეებს მეტოქეობა და მიმართონ ისინი კონფლიქტის გადაჭრისკენ

სსასვენი ნიშნები ზოგჯერ ცვლის შინაარსის გაგებას.


ჩანართები უფრო მეტად პატარა შრიფტით ჯობია.

You might also like