Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ვარდი ემილისათის

უილიამ ფოლკნერის მიერ შემოთავაზებული მოთხრობა „ვარდი ემილისათვის“


იწყება და მთავრდება ამბის მთავარი გმირის, მის ემილი გრიერსონის სიკვდილით.
მოთხრობაში ფოლკნერი იყენებს უამრავ დახასიათებას მის ემილის პერსონაჟის
გამოსავლენად. მოთხრობა ხუთ ნაწილად არის დაყოფილი პირველი და ბოლო
გვესაუბრება აწმყოზე, შუა სამი კი დეტალურად აღწერს წარსულის. როგორც
ფოლკნერმა მეც აწმყოთი დავიწყებ.

„გარეგნული სიმარტივის მიუხედავად „ვარდი ემილისათვის მხატვრული სამყარო


რთულია, მრავალწახნაგოვანია, არაერთნიშნადია, თუმცა ნებისმიერი მკითხველი
მასში ადვილად აღმოაჩენს იმას, რის აღსაქმელადაც ის პოტენციურად მზად არის.
„საშინელებათა“ ჟანრის მოყვარული „ემილის“ აღიქვამს, როგორც ტრადიციულ
ამერიკულ „ჰორორს“, რომლის სათავეებიც ედგარ პოსთან და უაშინგტონ ირვინგთან
იკარგება“

სიღრმეში ჩახედვისას, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ გარდამავალ პერიოდს,


სამხრეთისთვის, რომელშიც მის ემილი და ქალაქელები შედიან. ეს მოხდა მაშინ,
როდესაც მონობა ახლახანს დასრულდა, საშუალო ფენა უფრო თვალსაჩინო ხდებოდა
და მთლიანობაში საზოგადოება ნაკლებად ფრთხილია. გრიერსონის ოჯახი მაღალი
სტატუსით გამოირჩეოდა, სავარაუდოდ, უამრავი ფულით და მრავალი მონით. მის
ემილის მამამისის გარდაცვალების შემდეგ, ყველაფერი, რაც მათ სჯეროდათ,
თავდაყირა დადგა. მონობა, რომელიც მანამდე მძვინვარებდა ახლა განიხილება,
როგორც ბოროტება, სისასტიკე. ცოცხალი, მის ემილისათვსი მთავარი იყო
ტრადიცია, მოვალეობა, ზრუნვა; ვიტყდოი ის იყო მისი კომპასი სიცოცხლისთვის,
ჩნდება ახალი სამხრეთი და ისღა დარჩენია ემილის , რომ თავად გაარკვიოს
ყველაფერი. ეს მისთვის რთული იყო და მას სიგიჟე და განსჯის გრძნობა დაემატა.
მისის ემილიმ მხოლოდ გაყოლა . ეს ნათლად ჩანს მის მამასთან ურთიერთობაში. მის
ემილი სუსტი ფიგურაა თეთრ ფონზე, მამა აშკარად აკონტროლებდა მას, როგორც
ცხენს.

მის ემილი მრავალი წლის განმავლობაში მარტოხელა იყო, ავტორი გვეუბნება, რომ ამ
ყველაფერში ნაწილობრივ დამნაშავე მისი მამაა. მისი მამა ერთადერთი მამაკაცი იყო
ემილის ცხოვრებაში, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა. ამის გამო, მამის
გარდაცვალების შემდეგ, ემილი არ აღიარების მის სიკვდილს და გვამს სახლში
ინახავს. ჩემი შეხედულებით, ემილის მამა წაართვა ყველაფერი რაც ნორმალურ ქალს
უნდა ჰქონდელ, პირველ რიგში ბედნიერების უნარი. სწორედ ამის გამო, ემილი
მიჩვეული, რომ მამა მის გვერდით უნდა იყოს და მისი ცხედრის დატოვებით იქმნის
იმის ილუზიას, რომ მამა, ჯერ კიდევ მის გვერდით არის.

ფოლკნერი საინტერესოდ მიგვაპყრობინებს ყურადღებას ჰომერო ბარონისა და


ემილის ურთიერთობაზე. როდესაც იგი ემილის აღწერს როგორც ქალი, რომელსაც
სურს უყვარდეს ჰყავდეს ქარი და ჰქონდეს ოჯახი. მაგრამ შეიძლება ჰომეროსი არ
იყოს დაინტერესებული ემილის ცოლად შერთვით. ამასთან, ჩვენ მკითხველს
გვიჩნდება შეკითხვა, თუ რა ვითარებაში შეიძლება მიგვიყვანოს ავტორმა
ჰომეროსამდე, ვინაიდან იმ დროს ქალაქში ბევრი ჭორი დადიოდა. სწორედ იმ
მომენტში როდესაც მკითხველებმა ეჭვი შევიტანეთ, ემილი იწყებს ჰომეროსის
მოწამვლას, რადგან ისე მას ვერ მიატივებს. ჩვენმა მთხრობელმა ჭორებიდან ისიც
იცის რომ ემილიმ შეიძინა შხამი, ვირთხების მოსაკლავად, მაგრამ ტერმინი ვირთხა
ამ კონტექსტში შეგვიძლია გავიგოთ, როგორც გადატანითი მნიშვნელობა კაცისა,
რომელმაც შეყვარებული მოატყუა. აქედან გამომდინარე, ემილი ეჭვობდა, რომ
ჰომეროსი არ დარჩებოდა მისი ერთგული და იმისათვის, რომ იგი მის გვერდით
ყოფილიყო იგი მოწამლა. მან იცოდა თავისი ნამდვილი ზრახვები, როდესაც
დარიშხანის საწამლავი იყიდა, მაგრამ ემილიმ ყველაფერი გააკეთა, რომ ჰომეროსის
მეგობრობა შეენარჩუნებინა და დაზღვეულიყო, რომ იგი მას სხვა ქალისთვის არ
დათმობდა. ის კლავს მას, რადგან მას ცხოვრებაში მამაკაცური ფიგურა სჭირდება და
მისთვის ეს მხოლოდ ერთადერთი გზაა გარშემო.

საბოლოოდ დავამატებდი, რომ ვარდი ხშირად სიყვარულის სიმბოლოა და ასახავს


მარადიულ სილამაზეს. ვარდს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ მარადიული
სიყვარულისა და ერთგულების საილუსტრაციოდ. მაშინაც კი, როდესაც ვარდი
კვდება, ის კვლავ დიდ პატივს სცემენ. მის ემილის "ვარდი" მხოლოდ სიუჟეტის
სათაურის ფარგლებში არსებობს. ფოლკნერი მკითხველს უტოვებს ვარდის
სიმბოლური მნიშვნელობის ინტერპრეტაციას. მის ემილის უარი ეთქვა
ახალგაზრდობაში სიყვარულის შესაძლებლობაზე, ამიტომ შემდგომ მან თავი
დაანება სამყაროს და უარყო ცვლილებების არსებობა. მის ემილის უარყო მისი
"ვარდი", ჯერ მამამ, შემდეგ ქალაქელებმა და შემდეგ ჰომერო ბერონმა. მის სათაურის
პერსონაჟის, მის ემილის მკაფიო დახასიათებისა და "ვარდის" სიმბოლოდ
გამოყენების საშუალებით, მკითხველს შეუძლია გაშიფროს, რომ ჰომეროსი ბარონი
მის ემილის ერთადერთი "ვარდი" იყო.
ვჰ ჰ ჰ ჰ ჰ ჰ ჰ ჰ ჰ ჰ ჰ ჰ ჰ ჰ ჰ ჰჰ ჰ ჰ ჰ ჰ

You might also like