Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

სალომე ონეზაშვილი

“შენა ხარ ჩემი ჯილდოც,სასჯელიც”ადამიანი რწმენის გარეშე ნიჰილიზმის პრიმატია ,


Რომელიც ჩარჩოებით და დაზეპირებული ფრაზებით ეძიებს რაობას ,
Ძნელია კაცს წარსულის გაიდეალება და ნამყოს სიცოცხლე მოსთხოვო,
Ძნელია სამშობლო მატერიალურად ახსნა,
Ძნელია სულში ის სიმაღლე იგრძნო,რაც მისხალ-მისხალ გვიბოძა ღმერთმა ,
Ძნელია არ წუხდე ქართული კულტურის უკულტურობაზე.
Გრემი-ძველი პორტრეტია,
Ძველი პორტრეტი დაბრუნებისა წარსულში,
“მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,
რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით
რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.”

Ეკლესია-ღვთის ეს მიწიერი სახლი მუდამ სულიერი ამაღლების ჭერია განსაკუთრებით


ხელოვანთათვის,
Სხვანაირად გინდა განიცადო,
Ცალკე სიამაყე,ცალკე კი ის შინაგანი ემოცია გასულდგმულებს.სიამაყე-
ქართველობისა,სიამაყე იმისა რომ “და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ
ბედნიერი”

Ღირსება,-მკვებავი ადამიანობისა,ის რაც აუცილებელი ნიშასავით ურევია სამშობლოს


სიყვარულს.

"და თუმცა გრემი არის დაღლილი,


არის ბებერი და დანგრეული,"

Პოეზია ცოცხალის შეგრძნებაა,ამან განაპირობა ზემოაღნიშნულიც,პოეტი სიცოცხლეს


სძენს,წარმოიდგენს რომ დაღლილია,დაბერებულია იმ ჟამგარდახდით რაც კი გამოიარა.

“მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი”...


Სექტემბერი როცა ყველაფერი ჭკნება და ილევა,

Მაშინაც კი გრემი მყარად დგას,


Მაშინაც კი ტაძრის ალმურში ამოიკითხავ იმ გმირებს,ვინც კი იწვნიეს დროთა ვერაგობა.

Ქართველებს სიმბოლოები გვიყვარს,


Ვაზი,ჩუქურთმა,სალამური...

Ვაზი-მისი ნასხლევი ქრისტიანობის მაცნე,ჩუქურთმა-სიცოცხლის და სალამური-ნატვრის.


“სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს”
Და ეს უწყვეტი ჯაჭვია,გახდე ადამიანი.

“რწმენადაკარგული ადამიანი ყველაზე დიდი მტერია საკუთარი თავისა,


იმავე წამს იწყებს იმ ტოტის ჭრას, რომელზეც ჯერ კიდევ მისი პაპის პაპა
მჯდარა და მისი შვილიშვილიც დაჯდებოდა ასე რომ არ მომხდარიყო.”
Ტოტის ჭრა პოეტების ქვეყანაში ნაყოფის გაქრობას ნიშნავს.

Ჭილაძის სამშობლო კი იმ სულის გოჯზე გადის,იმ ფესვებზე რასაც ქართველობა ჰქვია.


Ჩვენ “დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას რაც ჩემი ნებით არ დამითმია”

Ეს არის იცნობდე ისტორიას,მაშასადამდე გერქვას მამულიშვილი...


Ქართველობაც ამას მოითხოვს,წარსულის ცოდნით ნამყოს ნირი არ წაახდინო და სასო გქონდეს.

Ჩვენ ჩვენი სიმაღლით მივწვდეთ იმ მიწას,რაზეც გვიცხოვრია.

You might also like