Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის განცდებს თავდაპირველად ლექს „ხმა იდუმალში“

გვიზიარებს. სადაც იგი გაურკვევლობაშია და არ იცის საით წავიდეს. მოგვიანებით როგორც


მის მორიგ ნაწარმოებში (შემოღამება მთაწმინდაზედ) ჩანს იგი რეალური სამყაროსგან
გაქცევას ბუნების წიაღში თავშესაფრის პოვნით ცდილობს. „ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ,
შენ დამშთი ჩემდა სანუგეშებლად! როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი
განსაქარვებლად, მწუხრი გულისა, სევდა გულისა ნუგეშსა შენგან ამად მიიღებს, რომ
გათენდება დილა მზიანი და ყოველსა ბინდსა ის განანათლებს“ ამის შემდეგ ჩნდება ახალი
თავშესაფარი, რელიგია. აქ ბარათაშვილი შემოქმედს ევედრება, რომ „არა დაჰქროლონ ნავსა
მისსა ქართა ვნებისა“, ითხოვს ყველანაირი სულიერი სატანჯველისგან დახსნას. მისი
შემოქმედების პიკს წარმოადგენს ლექსი „მერანი“ სადაც პოეტის აზრთა სვლას უკვე
ვეღარაფერი უშლის ხელს და ყველანაირი განსაცდელისა და თვალბედითი შავი ყორნის
ჩხავილის მიუხედავად მერანზე ამხედრებული წინ მიემართება. რაც შეეხება მის უფრო
გვიანდელ ნაწარმოებს „სულო ბოროტო“ აქ იგი წუხს იმ ბოროტი ზრახვებისა და
სურვილების გამო რაც ობიექტურმა გარემომ თავს მოახვია.

You might also like