Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 1

გსურთ ენის ცოდნის გაუმჯობესება და გაინტერესებთ რა არის TestDaF-ის გამოცდის

მიზანი?

1. TestDaF-ის სერტიფიკატი მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ეს გახლავთ


საერთაშორისოდ აღიარებული ენის გაღრმავებული ცოდნის
დამადასტურებელი საბუთი.

2. გამოცდა ექვსსაფეხურიან საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER)


B2-სა და C1 საფეხურებს მოიცავს.

3. თუკი თქვენ TestDaF-ის გამოცდის ოთხივე ნაწილი TestDaF-ის მე-4 დონეზე


ჩააბარეთ, მაშინ აღნიშნული სერტიფიკატი გერმანიის უმაღლეს
სასწავლებლებში თითქმის ყველა მიმართულებასა და ფაკულტეტზე
გაგიხსნით გზას. აღნიშნული საფეხურის გავლა გამოგადგებათ ასევე
სამეცნიერო პროექტებისა და აკადემიური პროფესიებისთვის.

4. Test-Daf ზუსტად აღწერს თქვენს ენობრივ შესაძლებლობას. ყოველწლიურად


44 000-ზე მეტი ენის სერთიფიკატი გაიცემა: გერმანიაში სწავლის მსურველი
უცხოელებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენის გამოცდა კი მათ შორის
TestDaF-ია.

5. რა უნდა შეგეძლოთ TestDaF-ის გამოცდისთვის:

თქვენ უნდა შეგეძლოთ საუნივერსიტეტო ყოველდღიურობის ამსახველი მოკლე

ტექსტების წაკითხვა და მათი მოცემულ განცხადებებთან დაკავშირება: მაგალითად

ლექციების სარჩევი, განცხადებები ან წიგნის რეცენზიები. ასევე უნდა შეძლოთ


ზოგად და სამეცნიერო თემებთან დაკავშირებით გრძელი ტექსტების გააზრება,
მნიშვნელოვანი გამონათქვამებისა და დეტალური ინფორმაციის შესახებ კითხვებზე

პასუხების გაცემა.

მარტივად რომ ავხსნათ, ის მოიცავს წერილობით თუ ენობრივ იმ უნარ-ჩვევებს,


რომელიც გერმანიაში ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში სწავლისათვის
გესაჭიროებათ.

You might also like