Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 47

შუალედურამდე განვლილი თემები

1. § საერთაშორისო სამოქალაქო პროცესის ცნება


2. § ძირითადი პრინციპები
3. § თანასწორობის პრინციპი
4. § ნაცვალგების პრინციპი
5. § Lex fori
6. § უცხო ქვეყნის სამართლის გამოყენება ქართულ სამართალწარმოებაში
7. § განსჯადობის სახეები
8. § შიდასახელმწიფოებრივი განსჯადობა
9. § საერთაშორისო განსჯადობის ცნება
10. § საერთაშორისო კომპეტენციის განსაზღვრის პრინციპები და ფარგლები
11. § ქართული სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია
12. § საცხოვრებელი ადგილი
13. § ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი
14. § რეზიდენცია
15. § საერთაშორისო კომპეტენციის კონკრეტული სახეები
16. § პირდაპირი და ირიბი საერთაშორისო კომპეტენცია
17. § საერთაშორისო და ადგილობრივი კომპეტენცია
18. § საერთო და განსაკუთრებული კომპეტენცია
19. § ფაკულტატური და გამომრიცხავი კომპეტენცია
20. § განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია (სკს მე-9 მუხლი)
21. § უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და გარდაცვლილად გამოცხადება
22. § ქორწინებასთან დაკავშირებული საქმეები
23. § მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობები, შვილების წარმოშობა,
მამობის დადგენა და მათთან დაკავშირებული დავები
24. § შვილად აყვანა
25. § ქმედუნარიანობის შეზღუდვა
26. § მეურვეობა და მზრუნველობა
27. § ფორუმ შოპინგი
28. § შეთანხმება სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე
29. § პროროგაციული და დეროგაციული შეთანხმებები
30. § სამართალწარმოება ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში
31. § სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
32. § ქართული სასამართლოს კომპეტენცია უცხოეთში მიღებული უზრუნველყოფის
ღონისძიებების მიმართ.
მუხლები

თავი II. საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია


 +
    მუხლი 8. საერთაშორისო კომპეტენციის პრინციპი 
 +
საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს
საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი
ადგილსამყოფელი.
    მუხლი 9. საერთაშორისო კომპეტენციის შემთხვევები 
 +
საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოპასუხე რამდენიმე პირია და ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი,
რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს;
ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილი
საქართველოა;
გ) სარჩელი ეხება მართლსაწინააღმდეგო ან მასთან გათანაბრებული ქმედებით
მიყენებულ ზიანს და ასეთი ქმედების ჩადენა ან ზიანის მიყენება საქართველოში მოხდა;
დ) დავა ეხება იმ საწარმოს ფილიალს, რომლის რეზიდენციაც საქართველოშია;
ე) მამობის დადგენის ან ალიმენტის გადახდის საქმეებზე ბავშვის ან ალიმენტის
მიმღების საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია;
ვ) სარჩელის საგანია სამემკვიდრეო უფლების დადგენა, სამკვიდრო ქონების გაყოფა და
მამკვიდრებელს გარდაცვალებისას საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი
ადგილსამყოფელი ან სამკვიდრო ქონება საქართველოში ჰქონდა.
    მუხლი 10. განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია 
 +
საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ
მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება:
ა) უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია;
ბ) იურიდიული პირის ან მისი ორგანოს გადაწყვეტილებათა ნამდვილობას ან
შეწყვეტას, როცა ამ იურიდიული პირის ან მისი ორგანოს რეზიდენცია საქართველოშია;
გ) საქართველოს სასამართლოების ან სხვა ორგანოების მიერ იურიდიული პირების
რეგისტრაციას;
დ)  პატენტის,  სავაჭრო  ნიშნის  ან  სხვა  უფლების  რეგისტრაციას (გარდა „ფინანსური
გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი
რეგისტრირებული უფლებისა), როდესაც ამ უფლების რეგისტრაცია ან მისი
რეგისტრაციის მოთხოვნა საქართველოში განხორციელდა;
ე) იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს, როცა მათი მოთხოვნა ან განხორციელება
საქართველოში მოხდა.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5676 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
    მუხლი 11. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და გარდაცვლილად
გამოცხადება 
 +
უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადების საქმეებზე
საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ:
ა) უგზო-უკვლოდ დაკარგული საქართველოს მოქალაქეა;
ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს;
გ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადებისათვის
შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს აქვს დასაბუთებული ინტერესი.
    მუხლი 12. ქორწინებასთან დაკავშირებული საქმეები 
 +
1. ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს
საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ:
ა) ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს
მოქალაქე იყო;
ბ) მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი
საქართველოში აქვს;
გ) ერთ-ერთი მეუღლე მოქალაქეობის არმქონე პირია და ჩვეულებრივი
ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
2. ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების
შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის
დადგენა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენცია ვრცელდება
განქორწინების დამატებით შედეგებზეც.
    მუხლი 13. მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობები, შვილების
წარმოშობა, მამობის დადგენა და მათთან დაკავშირებული დავები
 +
მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის,
მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს
სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე
საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
    მუხლი 14. შვილად აყვანა 
 +
შვილად აყვანის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია
აქვთ, თუ მშვილებლები, ერთ-ერთი მშვილებელი ან ბავშვი საქართველოს მოქალაქეა ან
ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
    მუხლი 15. ქმედუნარიანობის შეზღუდვა
 +
პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს
საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ეს პირი საქართველოს მოქალაქეა ან
ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
    მუხლი 16. მეურვეობა და მზრუნველობა 
 +
1. მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს
საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც
მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი
ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
2. საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაშიც,
თუ მეურვე, მზრუნველი ან მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი ამას
საქართველოს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვს.
    მუხლი 17. უცხო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები
 +
თუ საქართველოს კანონმდებლობა საქმის წარმოების შიდა კომპეტენციას არ
ითვალისწინებს და ამავე დროს შეუძლებელია საქმის აღძვრა უცხო ქვეყანაში, ან საქმის
გარემოებებიდან გამომდინარე პროცესის იქ წარმოებას აზრი არა აქვს, კომპეტენტურია
საქართველოს იმ ტერიტორიაზე არსებული სასამართლო, სადაც უცხო ქვეყანაში
მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდა საბოლოო საცხოვრებელი ადგილი ან
ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.
    მუხლი 18. შეთანხმებები საერთაშორისო კომპეტენციის თაობაზე 
 +
1. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო
კომპეტენციაზე იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების
მიხედვით იგი კომპეტენტური არ არის. ასეთი შეთანხმება უნდა დაიდოს:
ა) წერილობით ან სიტყვიერად, წერილობითი დადასტურებით;
ბ) საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებისას იმ ფორმით, რომელიც შეესაბამება
საერთაშორისო სავაჭრო ჩვეულებებს და რაც მხარეებისათვის ცნობილია ან ცნობილი
უნდა ყოფილიყო.
2. საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხე
სასამართლოს კომპეტენტურობაზე პროტესტის გარეშე თანხმდება პროცესში
მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ:
ა) მოპასუხე წარმოდგენილია ადვოკატის მიერ;
ბ) მოსამართლემ შეატყობინა მოპასუხეს პროტესტის განცხადების შესაძლებლობაზე და
ეს შეტყობინება დაფიქსირებულია საქმის წარმოების ოქმში.
3. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ უცხო ქვეყნის სასამართლოს საერთაშორისო
კომპეტენციაზე, თუ ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან
ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი უცხო ქვეყანაში აქვს. ასეთ შეთანხმებაზე შესაბამისად
ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტი.
4. შეთანხმებები ამ კანონის მე-10–16 მუხლებით გათვალისწინებული კომპეტენციის
თაობაზე ბათილია. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება.
    მუხლი 19. სამართალწარმოება ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში
 +
1. თუ ერთი და იმავე სარჩელის თაობაზე ერთსა და იმავე მხარეებს შორის
მიმდინარეობს სამართალწარმოება საქართველოსა და უცხო ქვეყანაში და ეს სარჩელი
პირველად უცხო ქვეყნის სასამართლოს ექვემდებარებოდა, საქართველოს სასამართლო
აჩერებს საქმის წარმოებას. საქმის წარმოება არ შეჩერდება, თუ არსებობს შესაძლებლობა,
რომ უცხო ქვეყნის სასამართლო შესაბამის ვადაში გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან
საქართველოში ასეთი გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება.
2. საქართველოს სასამართლო საქმეს წარმოებაში არ მიიღებს, თუ არსებობს უცხო
ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ცნობილ იქნეს
საქართველოში.
    მუხლი 20. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები 
 +
სარჩელის უზრუნველყოფისას საქართველოს სასამართლო კომპეტენტურია, თუ
უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან საქართველოს
სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია.

თემების მიმოხილვა:

 საერთაშორისო სამოქალაქო პროცესის ცნება

იმის გამო, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი მატერიალური და


პროცესუალური კანონმდებლობა, ჩნდება „უცხო ელემენტის“ შემცველი
სამართლებრივი პრობლემები. პროცესუალური პრობლემების გადაწყვეტისკენ
(კომპეტენცია, განსჯადობა, ცნობა -აღსრულება) არის მოწოდებული საერთაშორისო
პროცესი. საერთ. სამოქალაქო საპროცესო სამართალი არის იმ ნორმათა
ერთობლიობა, რომლებიც აწესრიგებენ საერთ. კერძო სამართლებრივი
ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვის წესებს. უცხო ქვეყნის
სამართლის გამოყენებისას საქართველოს სასამართლო იღებს საჭირო ზომებს მისი
ნორმების არსის დასადგენად, შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიციალური განმარტების,
გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის გათვალისწინებით.

 ძირითადი პრინციპები
საერთ. სამოქალაქო პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ძირითად
პრინციპებს, რომელსაც ემყარება თავად დარგი, ესენია: თანასწორობის, ნაცვალგების,
სასამართლოს ქვეყნის კანონისა და სამართლებრივი კვალიფიკაციის პრინციპები.

 თანასწორობის პრინციპი

თანასწორობის პრინციპზეა აგებული ყველა ის სამართალწარმოება, რომელშიც


ფიგურირებს უცხო ელემენტი, რადგან პროცესუალური მნიშვნელობა აქვს
სხვადასხვა ქვეყნის იურისდიქციათა პატივისცემა და მათი დაცვა, რაც გამოიხატება
ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის პროცესუალური ნორმების საგუძველზე
მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ცნობა-აღიარება. პრინციპი ასევე
მნიშვნელოვან როლს იძენს საერთ. პროცესის მხარეთა თანასწორობის დაცვისას. სკს-
ის 57-ე მუხლის მიხედვით, „უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები,
აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები სამოქალაქო პროცესში საქართველოს
ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც
საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები.“

 ნაცვალგების პრინციპი
აღნიშნული პრინციპის მიხედვით, სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკურ და
იურიდიულ პირებს უქმნის ისეთივე პირობებს, როგორსაც მისი მოქალაქეების
მიმართ იყენებს იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც მიეკუთვნებიან ეს უცხო პირები.

 სასამართლოს ქვეყნის კანონი/ lex fori


„სასამართლო ხელმძღვანელობს პროცესს“ პრინციპი ყველა დროში გადამწყვეტი იყო
და განმტკიცებული იყო ქვეყანათა კანონმდებლობებში, მაგრამ ეს შეიცვალა ამ
პრინციპის არასრულყოფილების გამო, მაგრამ მისი გამოყენებადობა უკავშირდება
მის პრაქტიკულობას. დავის განმხილველი მოსამართლისთვის გაცილებით იოლია
მისთვის ცნობილი სამოქალაქო საპროცესო ნორმების გამოყენება. ბევრი
ქვეყნისთვისდიდი ფუფუნებაა უცხო ქვეყნის პროცესუალური ნორმების გამოყენება
და ამიტომ, მიზანშეწონილია საქართველოსნაირმა რეფორმის პროცესებში მყოფმა
ქვეყანამ უპირატესობა მიანიჭოს lex fori-ის პრინციპს.

 სამართლებრივი კვალიფიკაცია
კვალიფიკაციის საკითხის ანალიზისას, გარდა lex fori-სა, გამოტოფენ lec causae-ს, რაც
გულისხმობს გამოსაყენებელ მატერიალურ სამართალს. არსებული პრინციპი
სახელმწიფოთა სასამართლოებს აძლევს საშუალებას თავიანთი შეხედულებისამებრ
გადახარონ ესა თუ ის კერძო სამართლებრივი დავა მატერიალური ან
პროცესუალური სამართლისაკენ. ევროპული დოქტრინა გამოყოფს კვალიფიკაციის 5
შესაძლო ვარიანტს:
1. lege fori მარტივი სამართლებრივი კვალიფიკაცია
2. იმ სახელმწიფოს სამართლებრივი კვალიფიკაცია, რომლის პროცესუალური
ნორმებიც უნდა იქნეს ცნობილი
3. ე.წ ორმაგი კვალიფიკაცია, წინამდებარე ორი ვარიანტის ნიშნები
4. lege causae ხელშეკრულებით განსაზღვრული ქვეყნის სამართალი.
5. ნების ავტონომიის საფუძველზე შეთანხმებული და ხელშეკრულებაში
მითითებული სამართლებრივი კვალიფიკაცია, რომელიც შეიცავს სართაშორისო
კონვენციაში მითითებულ ცნებებს.
მაგალითი: საქართველოს სკს-ის, ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ნორმები
მიეკუთვნებიან მატერიალურ სამართალს. კონკრეტული შემთხვევის არსებობისას,
ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს შეუძლია
გამოიყენოს უცხო ქვეყნის სამართალი. ამის საპირისპიროდ ანგლო-ამერიკული
სამართლებრივ წრის ქვეყნებში ხანდაზმულობის საკითხი საპროცესო სამართალში
შედის. მიუხედავად კონცეპტუალური სხვაობისა, კონკრეტულ შემთხვევაში თუ
საკითხი შეეხო ამერიკის რომელიმე შტატის სამართალთან დაკავშირებულ საქმეს,
რომელიც გულისხმობს ხანდაზმულობის განსაზღვრას, საქარ- თველო იყენებს აშშ-ს
სამართალს (მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნება აშშ-ის საპროცესო სამართლის
ნაწილად აღიქმება). საქართველოს სასამართლოები ხელმძღვანელობენ
საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლში გაბატონებული პრინციპებით.
შებრუნებულ შემთხვევაშიც, თუ აშშ-ში არსებობს შემთხვევა, რომელიც
საქართველოსთან არის დაკავშირებული და გასარკვევია მისი ხანდაზმულობის
საკითხი, გამოიყენება აშშ-ს საპროცესო სამართალი, რადგან ამ ქვეყნის სამართლის
თვალთახედვით საქმე გვაქვს საპროცესო სამართალთან და გამომდინარე აქედან - lex
fori-ა გადამწყვეტი

 განსჯადობის სახეები, შიდასახელმწიფოებრივი განსჯადობა, საერთაშორისო


განსჯადობის ცნება.
განსჯადობაში იგულისხმება სახელმწიფოს სასამართლო ხელისფულების
გამოყენების ფარგლები. მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი პროცესუალური
ნორმების საფუძველზე განსჯადობის დადგენის შემდეგ ხდება საერთაშორისო
განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა. საერთ. სამოქალაქო პროცესში ამ ინსტიტუტს
ვუწოდებთ კომპეტენციას- საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო
კომპეტენცია. საერთაშორისო განსჯადობა (კომპეტენცია), როგორც საერთაშორისო
სამოქალაქო პროცესის ინსტიტუტი, განსაზღვრავს სასამართლოსადმი უწყებრივად
ქვემდებარე, საერთაშორისო კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოქმნილი
რომელი დავები უნდა მიიღოს განსახილველად ქვეყნის სასამართლომ (სასამართლო
სისტემამ). ხოლო აღნიშნული საკითხის გადაჭრის შემდეგ, უკვე ეროვნული
(შიდასახელმწიფოებრივი) სამოქალაქო საპროცესო კანონდებლობით დგინდება,
ქვეყნის კონკრეტულად უფლებამოსილი საქმის წარმოებაზე.
სასამართლო კომპეტენციის განსაზღვრისას დოქტრინაში იყენებენ სამ კრიტერიუმს:
1. ტერიტორიული განსჯადობა, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით/
გერმანული განსჯადობა.
2. მოდავე მხარეთა მოქალაქეობა.
3. მოპასუხის ფაქტიური ყოფნა/ საერთო სამართლის განსჯადობა.
საქართველომ გაიზიარა გერმანული განსჯადობის სისტემა, სკს-ის მე-8 მუხლის
მიხედვით, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ
მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან
ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. მე-9 მუხლი კი აკონკრეტებს საქართველოს
საერთაშორისო კომპეტენციას.
ყურადღებას იქცევს განსჯადობის წესების დაცვით მიღებული საქმის შემდგომში
სხვა სასამართლოსადმი გადაცემის დაუშვებლობის პრინციპი Perpetuatio fori. მსგავს
ინსტიტუტს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე
მუხლი, რომლის თანხამად, სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის
წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე
შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს. ე. ი. მთავარია სარჩელის
წარმოებაში მიღებისას დაცული იქნას განსჯადობის კანონით დადგენილი წესი.
ხოლო მომავალში იმ საფუძვლების შეცვლა, რომლებსაც ემყარებოდა კონკრეტული
სასამართლოს განსჯადობა, არ უნდა წარმოადგენდეს სხვა სასამართლოსათვის
საქმის გადაცემის პირობას. საქმისწარმოება შეიძლება ძალიან გაგრძელდეს,
გამომდინარე იქიდან, თუ რამდენჯერ შეიცვლება განსჯადობის საფუძვლები, იქნება
ეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა თუ სხვა.
იგივე პრინციპი ვრცელდება საერთშორისო განსჯადობის შემთხვევაშიც. ანუ, თუ
დავა განსჯადობის წესების დაცვით მიღებულია ერთი რომელიმე ქვეყნის
სასამართლოს მიერ, შემდგომში განსჯადობის პირობების შეცვლის გამო
დაუშვებელია მისი გადაცემა სხვა სახელმწიფოს სასამართლოსადმი.

 საერთაშორისო კომპეტენციის განსაზღვრის პრინციპები და ფარგლები

არსებობს სხვადასხვა კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზე, ეროვნული


კანონმდებლობით ხდება სახელმწიფოს მიერ თავიანთი სასამართლოებისათვის
საერთაშორისო კომპეტენციის დადგენა, მისი საზღვრებისა და სფეროს განსაზღვრა.
კრიტერიუმები განხილულია წინა თემაში.

ა) რომანული სისტემისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მხარის მოქალაქეობას.


ე. ი. თუ დავა ეხება საკუთარი ქვეყნის ფიზიკურ პირს (მოქალაქეს) ან იურიდიულ
პირს, მაშინ საქმე უნდა განიხილოს ამ სახელმწიფოს სასამართლოებმა. მაგ.
საფრანგეთის სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო განსჯადობა, თუ ერთ-ერთ
მხარეს წარმოადგენს საფრანგეთის მოქალაქე და გარიგება მის მიერ დადებული იქნა
საზღვარგარეთ უცხოელთან. “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონი
საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო განსჯადობის განსაზღვრის ერთ-
ერთ პრინციპად მიმართავს განსჯადობის ლათინურ (რომანულ) სისტემასაც,
რომელიც პირის მოქალაქეობაზეა დაფუძნებული, კერძოდ, ეს არის მე-11_ მე-17
მუხლებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობები. აღნიშნული მუხლები
ეხება ისეთი სახის საქმეებს, როგორიცაა პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად
აღიარება და დაკავშირებული ურთიერთობები, მეურვეობა და საქართველოს
მოქალაქეების მიმართ საქმის წარმოების შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში.
საქართველოს “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის მე-8 მუხლში
ჩამოყალიბებულია ჩვენი ქვეყნის სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის
დადგენის ძირითადი პრინციპი, ესაა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილი, ანუ
გაზიარებული იქნა გერმანული სისტემა.
მესამე სისტემა, ესაა საერთო სამართლის ქვეყნებში გავრცელებული პრინციპი ---
სახელმწიფოში მოპასუხის ფაქტიური ყოფნა. მოპასუხის ფიზიკური ყოფნა (თუნდაც
მოკლევადიანი) და მისთვის სასამართლო უწყების პირადად ჩაბარება საკმარისი
პირობაა იმისა, რომ საქმეზე ინგლისის სასამართლოს გააჩნდეს საერთაშორისო
კომპეტენცია. თუ მხარისთვის უწყების ჩაბარება ვერ განხორციელდება იქიდან
გამომდინარე, რომ იგი იმყოფება საზღვარგარეთ, მის წინააღმდეგ სასამართლოში
არანაირი საქმის წარმოება დაწყება არ შეიძლება.“ფაქტიურ ყოფნაში” მოიაზრება
მოპასუხის ქონების არსებობა ქვეყნის ტერიტორიაზე.
პრაქტიკაში ხშირად შეიძლება ადგილი ჰქონდეს ისეთ ვითარებას, როდესაც დავის
განხილვა შედის ორი ან მეტი სახელმწიფოს საერთაშორისო კომპეტენციაში. მსგავს
სიტუაციას საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში “იურისდიქციის კონფლიქტი”
ეწოდება.

 ქართული სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია

სკს-ის მე-8 მუხლის თანახმად `საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო


კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი,
რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი~, მაგრამ მოქალაქეობის ფაქტორი
ბოლომდე არ არის უარყოფილი. რაც ძალიან საინტერესოა, ევროპულ სამართალში
დაინერგა ე.წ. იძულებითი კომპეტენტურობის ცნება, რომელიც საქართველოს
საერთაშორისო კერძო სამართლის კანონის მე-17 მუხლშიც აისახა (უცხოეთში
მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები). აღნიშნული მუხლის მიხედვით, `თუ
საქართველოს კანონმდებლობა საქმის წარმოების შიდა კომპეტენციას არ
ითვალისწინებს და ამავე დროს შეუძლებელია საქმის აღძვრა უცხო ქვეყანაში, ან
საქმის გარემოებებიდან გამომდინარე პროცესის იქ წარმოებას აზრი არა აქვს,
კომპეტენტურია საქართველოს იმ ტერიტორიაზე არსებული სასამართლო სადაც
უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდა საბოლოო
საცხოვრებელი ადგილი და ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.~ აღნიშნული მუხლის
გაგება დაკავშირებულია არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ
სამართალთანაც; კონკრეტულად კი პრინციპი რომელიც გულისხმობს
მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობას.

 საცხოვრებელი ადგილი

საცხოვრებელ ადგილად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ადგილი, სადაც პიროვნებას


გამიზნულად გრძელვადიანი ცხოვრება აქვს განსაზღვრული. კოლიზიურ
სამართალში საცხოვრებელი ადგილის მნიშვნელობა, რომელმაც თავის დროზე
პიროვნების მოქალაქეობა შეცვალა, აღარ არის ისეთი დიდი. მისი ადგილი უმეტეს
წილად ადგილ- სამყოფელმა დაიჭირა. პროცესის პრინციპი - სარჩელის აღძვრა
მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის სასამართლოში, არა მარტო სასამართლო
პროცესის წარმოებისათვის არის მოსახერხებელი და მისაღები, არამედ შემდგომ, ამ
სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსულებისთვისაც.
საცხოვრებელი ადგილი არის პიროვნების „ძირითადი დასაყრდენი“, იგულისხმება
მუდმივი ყოფნა, რომელსაც ხშირად, ფაქტობრივი ყოფნასთან კავშირი შეიძლება არ
ჰქონდეს.

 ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი

ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი არის ისეთი ადგილი, სადაც პიროვნებას გააჩნია


ცხოვრების ცენტრალური დასაყრდენი. ჩვეულებრივი ადგილსამყოფელის
დაფუძნება ზოგიერთი შეხედულების თანახმად გარკვეულ ადგილზე,
ტერიტორიაზე, 6 თვიანი ყოფნიდან აითვლება. ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი
შედგება ორი კომპონენტისაგან: 1. ფაქტობრივი ყოფნის ვადისაგან- აუცილებელია
მისი სამართლებრივი ბუნების შესაცნობად. სხვაგვარად ჩვეულებრივ
ადგილსამყოფელს „ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილსაც“ უწოდებენ.
2. ყოფნის ნებისაგან- გამოიხატება მისი სუბიექტური ნებით, რაც შეიძლება
არაერთხელ შეიცვალოს, მაგრამ ეს ცვლილება იწვევს სამართლებრივ შედეგს ex nunc/
ამ წუთიდან, რაც სამართლებრივად ნიშნავს გარკვეული მოქმედების
სამართლებრივი ურთიერთობის დასაწყისიდან ათვლას. ჩვეულებრივი
ადგილსამყოფელის ex nunc მოქმედება გულისხმობს პიროვნების მიერ
ადგილსამყოფელის მრავალჯერ დაფუძნების შესაძლებლობას, რომლის
სამართლებრივი სტატუსიც ყოველი ახალი ადგილსამ- ყოფელის დაფუძნებიდან
აითვლება.
ე.ი პიროვნების მიერ ჩვეულებრივი ადგილსამყოფელის არჩევა ნებელობითი აქტია
და სამხედრო სამსახური, მძევლად აყვანა ან პატიმრობა ასეთად არ შეიძლება
ჩაითვალოს.
*** თუ ლიტერატურაში მოხსენიებულია მხოლოდ „ადგილსამყოფელი“, ეს ნიშნავს,
რომ აქ ლაპარაკია დროებით ადგილსამყოფელზე.

 რეზიდენცია
იურიდიულ პირს აქვს რეზიდენცია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამას
‘იურიდიული პირის ადგილსამყოფელს“ უწოდებს. სამოქალაქო სამართლის ცნება
იურიდიული პირის ადგილსამყოფელი, საერთაშორისო კერძო სამართლის კანონის
ცნების - რეზიდენციის იდენტურია.

 საერთაშორისო კომპეტენციის კონკრეტული სახეები


დოქტრინა ერთმანეთისგან განასხვავებს შემდეგი სახის საერთაშორისო
კომპეტენციას:
1. პირდაპირი
2. ირიბი
3. ადგილობრივი
4. საერთო
5. განსაკუთრებული
6. ფაკულტარული
7. გამომრიცხავი

 პირდაპირი და ირიბი საერთაშორისო კომპეტენცია


პირდაპირი კომპ- მითითებითი ნორმის საფუძველზე მოსამართლის მიერ
გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია, როდესაც საკანონმდებლო ნორმები
პირდაპირ მიუთითებს მოსამართლეს, არის თუ არა იგი კომპეტენტური.
ირიბი კომპ- შეფასებითი ნორმები, აწ უკვე განოტანილი გადაწყვეტილების ცნობის
საკითხი- ჰქონდა თუ არა გამომტან სასამართლოს საერთ. კომპეტენცია. სამომავლოდ
ჩამოთვლილი ყველა სახე არის პირდაპირი კომპეტენციის ქვესახეობა.

 საერთაშორისო და ადგილობრივი კომპეტენცია


საერთაშორისო კომპ- შიდასახელწიფოებრივი სასამართლოების კომპეტენტურობა
გადაწყვიტონ უცხო ელემენტთან დაკავშირებული კერძოსამართლებრივი დავა.

ადგილობრივი კომპეტენცია- პირიქით, გულისხმობს კონკრეტულ სასამართლოს,


რომელსაც მიმართა მოსარჩელემ. მაგალითია სკს-ის 11-16 მუხლები.
 საერთო და განსაკუთრებული კომპეტენცია
საერთო კომპ- დაკავშირებულია მოპასუხის საცხოვრებელ ადგილთან. მას
ითვალისწინებს სკს-ის მე-8 და მე-9 მუხლი.

განსაკუთრებული კომპ- specific contact. ცალკეულ შემთხვევებს ითვალისწინებს სკს-


ის მე-10 მუხლი, რომელიც ჩამოთვლის საქართველოს სასამართლოებიკს
განსაკუთრებულ საერთაშორისო კომპეტენციას რიგი კატეგორიის საქმეებში.
მხოლოდ საქართველოს სასამართლოებ ს შეუძლიათ მიიღონ და განახორციელონ ეს
საქმეები. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე
მუხლის მეორე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ
ხდება, თუ საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება. 64-ე
მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო შუამდგომლობის ავტორს
სამართლებრივი დახმარების გაწევაზე უარს ეტყვის, თუ შუამდგომლობის
დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ
პრინციპებს. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის
პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას
უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი
კრიტერიუმები კი, სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას
მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი
საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო
პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის
მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს
თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო
ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

 ფაკულტატური და გამომრიცხავი კომპეტენცია


ფაკულტარული კომპ- ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა არ
გამორიცხავს რომელიმე სასამართლოს კომპეტენციას.
გამომრიცხავი- გამოლირიცხება მხარეთა მიერ ხელშეკრულებით კომპეტენციის
შეცვლია შესაძლებლობას. ცნობა- აღსრულებაზე შეიძლება სასამართლომ უარი
განაცხადოს, თუ ქვეყნის კანონმდებლობა კონკრეტული ურთ-ის მიმართ ადგენს
გამომრიცხავ კომპეტენციას, რომელსაც უწოდებენ „კომპეტენციის ნეგატიურ
კონფლიქტს“.
გამომრიცხავი საერთაშორისო კომპეტენტურობა ადგილობრივი და
განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენტურობის იმპერატიული ფორმაა. მის
მიერ მოწერიგებული საკითხები განიხილება იმპერატიულად. ის გამოდევნის:
o სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენტურობას;
o სასამართლოების განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენტურობას;
o სხვა ტიპის საერთაშორისო კომპეტენტურობას.
გამომრიცხავი საერთაშორისო კომპეტენტურობა არ ითვალისწიებს მოპასუხის
საცხოვრებელი ადგილის ან მოქალაქეო- ბის მიხედვით სასამართლოების
საერთაშორისო კომპეტენტურობას. საქართველოს სასამართლოებს, საერთაშორისო
კერძო სამართლის მე-10 მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად, გააჩნიათ გამომრიცხავი
საერთაშორისო კომპეტენტურობა მხოლოდ იმ სარჩელებზე, როცა სარჩელი ეხება -
„უძრავ ქონებას თუ ეს ქონება საქართველოშია“. ეს თავისთავად მოიცავს ყველა იმ
სანივთო-სამართლებრივ მოთხოვნაზე დაფუძნებულ სარჩელს, რომლის საგანია
უძრავი ნივთი, ან გამომდინარეობს მისგან; რაც, ამავდროულად, მოიცავს უძრავ
ნივთებზე შეზღუდული უფლებებიდან (იპოთეკა), ქირიდან ან იჯარიდან
წარმოშობილ მოთხოვნებს, რომლებიც უძრავი ნივთების საკუთრებას უკავ- შირდება
და არა ვალდებულებით ურთიერთობებს.
მე-10 მუხლის `გ) ქვეპუნქტი სასამართლოებს ანიჭებს გამომრიცხავ საერთაშორისო
კომპეტენტურობას იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება `საქართველოს
სასამართლოების ან სხვა ორგანოების მიერ იურიდიული პირების რეგისტრაციას~.
მოცემული პუნქტი გულისხმობს მხოლოდ რეგისტრაციის ნამდვილობას და არა მისი
შედეგების სადავოობას.
მე-10 მუხლის `დ) ქვეპუნქტის მიხედვით საქართველოს სასამართლოებს აქვთ
საერთაშორისო გამომრიცხავი კომპეტენტურობა, რომლებიც ეხება „პატენტის,
სავაჭრო ნიშნის ან სხვა უფლებების რეგისტრაციას, როცა ამ უფლებების
რეგისტრაცია ან რეგისტრაციის მოთხოვნა საქართველოში განხორციელდა. უნდა
ვიგულისხმოთ არა მარტო მათი რეგისტრაცია, არამედ მათი ნამდვილობაც.
აღნიშნული უფლებების დარღვევაში იგულისხმება მოთხოვნა რეგისტრაციაზე, თუ
ამ მოთხოვნას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ. ეს
პუნქტი არ მოიცავს ზარალის ანაზღაურებისა და ვალდებულების მომავალში
შესრულების სარჩელებს.
მე-10 მუხლის ბოლო - `ე) პუნქტი მოიცავს სარჩელებს, რომლებიც ეხება იძულებითი
აღსრულების ღონისძიებებს, როცა მათი მოთხოვნა ან განხორციელება
საქართველოში მოხდა. აღნიშნულ მოთხოვნებში იგულისხმება ნივთის გადაცემის,
უმოქმედობის, მოქმედების, ნების გამოხატულებისა და ფულადი ვალდებულების
განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.

 განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია


განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენტურობა შემთხვევებს საქართველოს
საერთაშორისო კერძო სამართლის კანონი აღწერს თავის მე-9 მუხლში. ამ მუხლის `ა)
ქვეპუნქტის მიხედვით თუ არსებობს პოზიტიურ კომპეტენტურობათა კონფლიქტი,
არსებობს რამდენიმე მოპასუხე და გამომდინარე აქედან რამდენიმე ქვეყნის
სასამართლოს კონკურირებადი საერთაშორისო კომპეტენტურობა. ამ
მოპასუხეებიდან კი თუ ერთ-ერთს `საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან
ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვთ’, მაშინ საქართველოს
სასამართლოებს გააჩნიათ განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენტურობა.
კანონის მე-9 მუხლის `ბ) პუნქტი საქართველოს სასამართლოებს ანიჭებს
განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენ- ტურობას თუ `ხელშეკრულებით
განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილი საქართველოა.’ ამ
წინადადებაში მნიშვნელოვანია `ვალდებულების შესრულების ადგილის’ ცნება.
მე-9 მუხლის `გ) პუნქტის მიხედვით საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო
კომპეტენტურობა ვრცელდება სარჩელებზე, რომლებიც `ეხება
მართლსაწინააღმდეგო ან მასთან გათანაბრებული ქმედებით მიყენებულ ზიანს და
ასეთი ქმედების ჩადენა ან ზიანის მიყენება საქართველოში მოხდა.’
მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში იგულისხმება ისეთი ქმედებები, რომლებიც
საერთოდ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგს ეწინააღმდეგება. კონკრეტულად კი-
დელიქტური ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნებs. რაც
შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან `გათანაბრებული ქმედების’ ცნებას,
მასში იგულისხმება მომეტებული საფრთხის წყაროდან წარმომდგარ მოთხოვნებს
დაფუძნებული სარჩელები.
მე-9 მუხლის დ) პუნქტი გვთავაზობს საქართველოს სასამართლოების
განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენტურობას, თუ `დავა ეხება იმ საწარმოს
ფილიალს, რომლის რეზიდენციაც საქართველოშია.’ ამ შემთხვევაში მოქმედებს
ადგილმდებარეობის თეორია, რომლის მიხედვითაც ფილიალი, რომელიც
იურიდიული პირი არ არის, ექვემდებარება ძირითადი საწარმოს რეზიდენციის
ადგილის სამართალს, - მოცემულ შემთხვევაში კი ქართული სასამართლოს
განსაკუთრებულ კომპეტენტურობას.
მე-9 მუხლის `ე) პუნქტის მიხედვით საქართველოს სასამართლოების
განსაკუთრებული კომპეტენტურობა ვრცელდება მამობის დადგენის ან ალიმენტის
გადახდის საქმეზე, თუ `ბავშვის ან ალიმენტის მიღების საცხოვრებელი ადგილი ან
ჩვეულებრვი ადგილსამყოფელი საქართველოშია.” აქ ორ მომენტზეა
გასამახვილებელი ყურადღება - პირველი ის, რომ მამობის დადგენისა და ალიმენტის
მიღების საკითხები ერთ პუნქტშია გაერთიანებული. რადგან ალიმენტის მიღებაზე
მოთხოვნა შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც მამობა სამართლებრივად
დადგენილია.
მეორე - საინტერესოა ის, რომ მამობის დადგენისა და ალიმენტის მიღებასთან
დაკავშირებული სარჩელები შეიძლება აღიძრას მოსარჩლის საცხოვრებელი ადგილის
ან ჩვეულებრივი ადგილ- სამყოფელის მიხედვით სასამართლოში.
მე-9 მუხლის ბოლო `ვ) პუნქტის მიხედვით საქართველოს სასამართლოებს აქვთ
განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენტურობა, თუ „სარჩელის საგანია
სამემკვიდრეო უფლების დადგენა, სამკვიდრო ქონების გაყოფა და მამკვიდრებლის
გარ- დაცვალებისას საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილ- სამყოფელი ან
სამკვირდო ქონება საქართველოში ჰქონდა.“
დავისადმი საქართველოს საერთო სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის
პრინციპის შემოწმების საკითხი სამართლის საკითხს განეკუთვნება და მხარის
მითითების არარსებობის პირობებშიც, მისი შემოწმება სასამართლოს პრეროგატივა
და ინიციატივაა, რაც არ განიხილება მხარეთა პროცესუალური თანასწორობის
პრინციპის უგულებელყოფად.

 უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და გარდაცვლილად გამოცხადება


საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლის კანონი საერთაშორისო
კომპეტენტურობას უდავო წარმოების საქმეებზე აწესრიგებს მე-11, მე-12, მე-13, მე-14,
მე-15 და მე-16 მუხლებში. საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო
კომპეტენცია ვრცელდება უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და
გარდაცვლილად გამოცხადების საქმეებზე, თუ უგზო-უკვლოდ დაკარგული
საქართველოს მოქალაქეა, უგზო-უკვლოდ დაკარგულს ჩვეულებრივი
ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა
და გარდაცვლილად გამოცხადებისათვის შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს აქვს
დასაბუთებული ინტერესი. ეს უკანასკნელი ნორმა ინტერპრეტირებადია, ჩემი
აზრით შესაძლოა არსებობდეს ინტერესი, როდესაც საკითხი ეხება მემკვიდრეობით
მიღებულ პასივს, ანუ უფლებამონაცვლე რომ ხდება მოვალე, მისი მშობლის
ნაცვლად. მაგალითად, მოვალე არ არის საქართველოს მოქალაქე, არც მუდმივი
ადგილსამყოფელი აქვს საქართველოში. მისი შვილი-კანონიერი მემკვიდრე ვერ
იქნება სათანადო მოპასუხე იქამდე, სანამ მისი მამა (მოვალე) არ გამოცხადდება
გარდაცვლილად. მემკვიდრე ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქეა, მამა
აკმაყოფილებს გარდაცვლილად გამოცხადების კრიტერიუმებს, ანუ მე წარმომეშობა
იურიდიული ინტერესი იმისა, რომ პირი აღიაროს საქართველოს სასამართლომ
გარდაცვლილად, რადგან მისი უფლებამონაცვლე, საქართველოს მოქალაქე იყოს
სათანადო მოპასუხე და მე სასარჩელო წარმოებით მოვახერხო თანხის დაბრუნება.

 ქორწინებასთან დაკავშირებული საქმეები

1. ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს


საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ:
ა) ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს
მოქალაქე იყო;
ბ) მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი
ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს;
გ) ერთ-ერთი მეუღლე მოქალაქეობის არმქონე პირია და ჩვეულებრივი
ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
2. ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება,
ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების
ფაქტის დადგენა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენცია ვრცელდება
განქორწინების დამატებით შედეგებზეც.
„მინსკის კონვენცისს“ 29-ე მუხლის თანახმად. განქორწინების საქმესთან
დაკავშირებით კომპეტენტურნი არიან ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებები,
რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობს ორივე მეუღლე. თუ ერთ-ერთი მეუღლე
ცხოვრობს ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე - მეორე
ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, განქორწინების საქმეებში კომპეტენტურნი
არიან ორივე ხელშემკვრელი მხარის დაწესებულები, რომელთა ტერიტორიაზეც
ცხოვრობენ მეუღლეები.

 მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობები, შვილების


წარმოშობა, მამობის დადგენა და მათთან დაკავშირებული დავები

მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის,


მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს
სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე
საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
აღნიშნული კანონის 49-ე მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის
არსებული პირადი და ქონებრივი ურთიერთობები, მშობლის მზრუნველობის
ჩათვლით, ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ბავშვს აქვს ჩვეულებრივი
ადგილსამყოფელი. ამავე დროს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენება
იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ბავშვი განეკუთვნება. მინსკის კონვენციის“ 32-ე
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელთა და შვილთა
სამართალურთიერთობა განისაზღვრება ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით,
რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ შვილები.

 შვილად აყვანა
შვილად აყვანის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო
კომპეტენცია აქვთ, თუ მშვილებლები, ერთ-ერთი მშვილებელი ან ბავშვი
საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
 ქმედუნარიანობის შეზღუდვა
პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს
საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ეს პირი საქართველოს მოქალაქეა ან
ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

 მეურვეობა და მზრუნველობა
1. მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს
საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც
მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი
ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
2. საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ
შემთხვევაშიც, თუ მეურვე, მზრუნველი ან მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ
მყოფი პირი ამას საქართველოს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვს.

 ფორუმ შოპინგი
პოზიტიურ კომპეტენციათა კონფლიქტი დაკავშირებულია რამდენიმე ქვეყნის
სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის არსებობასთან. ასეთ დროს მოსარჩელე
ირჩევს მისთვის ხელსაყრელი ქვეყნის სასამართლოს. აღნიშნულ მოვლენას ანგლო-
ამერიკული სამართლის სისტემის ქვეყნებში უწოდებენ forum shopping (ფორუმის,
სასამართლოს არჩევას). მოსარჩელე ირჩევს მისთვის ხელსაყრელ სასამართლოს,
რომლის დროსაც შემდეგ პუნქტებს ეძლევა მნიშვნელობა:
o პროცესის მსვლელობა;
აქ მნიშვნელოვანია კერძოსამართლებრივი სარჩელის შეტანისათვის სასამართლო
ბაჟის ოდენობა. ზოგი ქვეყნის სამოქალაქო პროცესი აწესებს ბაჟის დიდ ოდენობას,
ზოგი კი, მცირეს.
o საპროცესო ვადები;
ამ შემთხვევაშიც მოსარჩელე ყურადღებას აქცევს ვადებს, რომელიც დადგენილია
კონკრეტულ ქვეყნებში და სადაც უფრო მოკლე ვადაში და მობილურად შეიძლება
გადაწყდეს საკითხი, იმ ქვეყნის სასამართლოს ირჩევს.
o პროცესის ხარჯები;
აქ ყურადღება ექცევა ადვოკატის ანაზღაურების საკითხს, რომელიც ასევე ქვეყნიდან
ქვეყნამდე განსხვავებულია.
o მოსამართლეთა კვალიფიკაცია, ხარისხი;
მოსარჩელემ შეიძლება იმასაც მიაქციოს ყურადღება, თუ რა კვალიფიკაციის
იურისტთა კორპუსი არსებობს კონკრეტულ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე,
მოსამართლის ხარისხის მიხედვით, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სად შეიტანოს
სარჩელი.
o მტკიცებულების დასაშვებობა;
შესაძლოა რაც ერთ ქვეყანაში მიღებულია მტკიცებულებად, მეორე ქვეყნის
სასამართლო პროცესისათვის მტკიცებულებას არ წარმოადგენდეს. გამომდინარე
აქედან, მოსარჩელემ უნდა გააკეთოს არჩევანი ისეთ ქვეყანაზე, სადაც მის მიერ
წარმოდგენილი მტკიცებულებები მხედველობაში იქნება მიღებული.
o გამოსაყენებელი სამართალი;
გამოსაყენებელი სამართალი მოსარჩელისათვის ყოველთვის არ შეიძლება
მომგებიანი იყოს. თუ, მაგალითად, მოსარჩელე ჩათვლის, რომ კონკრეტული ქვეყნის
კოლიზიური სამართალი მისცემს შესაძლებლობას გამოიყენოს მატერიალური
სამართლის ნორმა, რომლის მიხედვითაც ზიანის ანაზღაურების თანხა მცირეა,
ვიდრე ეს სხვა ქვეყანაში შეიძლება ყოფილიყო, მაშინ ის გადაიტანს ისეთ ქვეყანაზე
თავის ყურადღებას, რომლის სამართალიც მისთვის ამ მხრივ უფრო მომგებიანი
იქნება.
o გადაწყვეტილების აღსრულება.

ამ შემთხვევაში მხარე უპირატესობას ანიჭებს ქვეყანას, სადაც სასამართლო გადაწყვე-


ტილებების აღსრულება ყველაზე ეფექტიანად მოხდება.
გარდა forum shopping-ის პრინციპისა, ანგლო-ამერიკული სამართალი იცნობს კიდევ
Forum non conveniens-ის მოძღვრებას, რომლის მიხედვითაც, ერთი ქვეყნის
სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ ის კომპეტენტურია განიხილოს კონკრეტული
საქმე, თუ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სხვა ქვეყანაში გაიმართოს
სასამართლო პროცესი, უბრალოდ არ იხილავს მას, აცხადებს თავის თავს
არაკომპეტენტურად, თუმცა, ამას ასაბუთებს (მაგალითად, მოწმეები, მტკიცე-
ბულებები და ა.შ. შეიძლება უფრო სხვა ქვეყანასთან იყვნენ დაკავშირებულნი) და
მიიჩნევს სხვა ქვეყნის სასამართლოს უფრო შესაფერისად (more appropriate), უფრო
კომპეტენტურად (more convenient).

 შეთანხმება სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე


 პროროგაციული და დეროგაციული შეთანხმებები

საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლის კანონის მე-8 მუხლის თანახმად,


“საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს
საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი
ადგილსამყოფელი”. აქ საყურადღებოა, რომ საერთაშორისო კომპეტენციის პრინციპი
არ ემყარება პირის მოქალაქეობას. მხარეთა შეთანხმებით ისეთი ქვეყნის
სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენტურობის დაფუძნებას, რომელიც შეიძლება
კანონით არაკომპეტენტური ყოფილიყო, გარკვეული ფორმით ჯერ კიდევ, რომის
კერძო სამართალი იცნობდა.
შეთანხმება კონკრეტული სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე იდება
შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში და ის ამ ხელშეკრულების განუყოფელ
ნაწილს წარმოადგენს. მაგ. ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეიძლება გაკეთდეს
შეთანხმება, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის შემთხვევაში, საქმე
წარმოებაში გადაეცეს ბაქოს საქალაქო სასამართლოს. ხელშეკრულებაში
ამავდროულად შეიძლება დაფიქსირდეს გამოსაყენებელი მატერიალური
სამართალიც, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სასამართლოების საერთაშორისო
კომპეტენციაზე შეთანხმებასთან. შესაძლებელია სასამართლო, რომლის თაობაზეც
შეთანხმება მოხდა მხარეთა შორის, იხილავდეს კონკრეტულ დავას (ე.ი. ჰქონდეს
საერთაშორისო კომპეტენცია), მაგრამ ასევე, ხელშეკრულების თანახმად იყენებდეს
სხვა ქვეყნის მატერიალურ სამართალს.
სასამართლო საერთაშორისო კომპეტენციაზე შეთანხმების გამოხატულების
საშუალებას წარმოადგენს პროროგაცია და დეროგაცია. პროროგაცია არის ისეთი
სასამართლოს კომპე- ტენციაზე შეთანხმება, რომელიც კანონით კომპეტენტური არ
არის. დეროგაცია არის ისეთი სასამართლოს არაკომპეტენტურად გამოცხადება
შეთანხმებით, რომელიც კანონით კომპეტენტურია. დეროგაცია პროროგაციის
შემადგენელი ნაწილია. მას ხშირად ნეგატიურ პროროგაციასაც უწოდებენ. აქ
საყურადღებოა კიდევ ორი მომენტი. პირველი _ საპროცესო-სამართლებრივი
თვალსაზრისით, რომელიც შეეხება, საერთოდ, თუ რამდენად დასაშვებია შეთანხმება
საერთაშორისო კომეტენციაზე და მატერიალურსამართლებრივი.
მატერიალურსამართლებრივი მომენტი გათვა- ლისწინებულია ზოგადად,
ძირითადი ხელშეკრულების მიმართ, რომლის შემადგენელი ნაწილიც, რა თქმა
უნდა, არის შეთანხმება სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე.
პროცესუალური ფაქტორი, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის საერთაშორისო
კომ- პეტენციაზე შეთანხმების დასაშვებობა. ის განისაზღვრება სასამართლოს
ადგილის სამართლის, lex fori-ის მიხედვით, ხოლო მატერიალურსამართლებრივი
ფაქტორი _ ძირითადი ხელშეკრულების ნამდვილობა, როგორც მისი ძალაში ყოფნის
წანამძღვარი (მხარეთა თანხმობა, ნების ნაკლის არარსებობა, მხარეთა
ქმედუნარიანობა, ხელშეკრულების განმარტება და ა.შ.) შეიძლება განხილულ იქნას
უცხო ქვეყნის სამართლის _ lex causae მიხედვით.

 სამართალწარმოება ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში

საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლის კანონის მე-19 მუხლის მიხედვით,


სამართალწარმოება, რომელიც ერთი და იმავე სარჩელზე, ერთი და იმავე მხარეებს
შორის საქართველოსა და უცხო ქვეყანაში მიმდინარეობს, საქართველოს მხრი- დან
შეჩერდება, თუ ეს სარჩელი პირველად უცხო ქვეყნის სასამართლოს
ექვემდებარებოდა.
მოცემულ მუხლს საფუძვლად უდევს ძველი რომაული საპროცესო პრინციპი, - nebis
in idem,, - რაც ნიშნავს ერთი ქმედე- ბისათვის განმეორებითი მსჯავრის
დაუშვებლობას. კანონის 19.1 მუხლის ცნება “ერთი და იგივე სარჩელი” ნიშნავს, რომ
სასამართლო პროცესი, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, ერთი და იმავე
უფლებას იცავს და ერთი და იმავე ფაქტს ეფუძნება. მაგ. მოსარჩელე სარჩელს
აღძრავს როგორც თავის სამშობლოში, ისე მოპასუხის სახელმწიფოში, რადგან ეს
უკანასკნელი ხელშეკრულების შესრულების ადგილი იყო. არის შემთხვევები,
როდესაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები აღიძვრება, ერთი მხრივ, იმ
პირის მიერ სამშობლოში, რომელსაც საზღაური უნდა მიეღო და არ მიუღია, ხოლო
მისი კონტრაჰენტი, მოპასუხე, თავისი სახელმწიფოს სასამართლოში ეძებს
სამართალს, რადგან ეს უკანასკნელი ხელშეკრულების შესრულების ადგილი იყო.
გამომდინარე აქედან, ერთი აშკარაა, რომ დავის საგანი იდენტური უნდა იყოს. დავის
საგნის იდენტურობა გულისხმობს იმას, რომ სასამართლო პროცესამდე არსებული
მოთხოვნები არ უნდა განსხვავდებოდეს სასამართლოში შეტანილი სარჩელების
შინაარსისგან. იდენტურად არ შეიძლება ჩაითვალოს დავის საგანი, რომელიც
მიუხედავად იმისა, ერთი და იმავე საფუძვლით არის წარდგენილი, როგორც ეს
პროცესამდე იყო გამიზნული, სასამართლო პროცესის პირობებში, ახლად
აღმოჩენილი გარემოებების გამო ახალი მოთხოვნის საფუძველი შეიძლება გახდეს. აქ
მნიშვნელოვანია არა უბრალოდ უფლების მოთხოვნა, არამედ ერთი და იგივე
ფაქტები და მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარემოებები, რომელსაც მოსარჩელის
მოთხოვნა სასამართლო პროცესამდე ეფუძნებოდა და ჯერ კიდევ მაშინ იყო
სარჩელის საფუძველი.

 სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

სარჩელის უზრუნველყოფისას საქართველოს სასამართლოს აქვს საერთაშორისო


კომპეტენტურობა, თუ უზრუნველ- ყოფის ღონისძიებები საქართველოშია
აღსასრულებელი ან საქართველო სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო
კომპეტენტურობა .
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებისას ორ მომენტზე უნდა გავამახვილოთ
ყურადღება:
1. პირველი არის ის, რომ ძირითადი სასამართლო პროცესი უცხო ქვეყანაში
მიმდინარეობს, მაგრამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები (ყადაღა,
დროებითი განკარგვა) საქართველოშია განსახორციელებელი (თუ დავუშვათ სადავო
ქონება, რომელსაც მოსარჩლის აზრით საფრთხე ემუქრება, საქართველოში
მდებარეობს). ასეთ დროს ძირითადი პროცესის სასამართლოს, რადგან ის
მოწყვეტილია დავის ობიექტს, ნაკლოვანი კომპეტენტურობის სასამართლოს
უწოდებენ. ამ შემთხვევაში საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო
კომპეტენტურობა კი მხოლოდ უზრუნველყოფის სფეროთი შემოიფარგლება. ასე
რომ, არც ამ უკანასკნელის კომპეტენტურობა გამოირჩევა განსაკუთრებული
სრულყოფილებით.
2. მეორე მომენტი არის ისეთი შემთხვევა, როცა „საქართველოს სასამართლოებს აქვთ
საერთაშორისო კომპეტენცია“ (საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართ- ლის
კანონის მე-20 მუხლის მე-2 ალტერნატივა). ამ წინადადებაში ჩვენ შეიძლება შემდეგი
მდგომარეობა მოვიაზროთ: ძირითადი პროცესი საქართველოში მიმდინარეობს და
უზრუნველყოფის ღონისძიებებიც საქართველოშია გასატარებელი, რაც
უმტკივნეულოდ შეიძლება შესრულდეს და ნაკლებად პრობლემურია.

 ქართული სასამართლოს კომპეტენცია უცხოეთში მიღებული


უზრუნველყოფის ღონისძიებების მიმართ.

სკს-ის მე-20 მუხლით დადგენილი წესი შეიძლება სამ ალტერნატიულ შემთხვევად


დაიყოს:
1. დავა საქართველოს სასამართლოს განსჯადია და
განიხილება საქართველოში. ასეთ შემთხვევაში ნორმა სასამართლოს აძლევს
შესაძლებლობას, განიხილოს სარჩელი უზრუნველყოფის საკითხი;
2. დავა საქართველოს სასამართლოს განსჯადია, თუმცა განიხილება უცხოეთში,
რადგან უცხო ქვეყნის სასამართლოს შესაძლოა ქონდეს ალტერნატიული
განსჯადობა;
3. დავა საქართველოს სასამართლოს განსჯადი არ არის, თუმცა გადაწყვეტილების
აღსრულება შეიძლება მოხდეს საქართველოში.
ზუსტად ამ უკანასკნელი ჩანაწერის კონსტიტუციურობის საკითხი დადგა #781
კონსტიტუციური სარჩელით. შემთხვევა, როდესაც დავა საქართველოს
სასამართლოების განსჯადი არ არის, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება
შეიძლება მოხდეს საქართველოში, მაგალითად, თუ სადავო ქონება, რომელსაც
მოსარჩელის აზრით ემუქრება საფრთხე, მდებარეობს საქართველოში, ან მოპასუხეს
გააჩნია საბანკო ანგარიშები საქართველოში არსებულ ლიცენზირებულ
დაწესებულებაში. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო
სასამართლომ, 2016 წლის 24 მარტის განჩინებით, ყადაღა დაედო მოსარჩელის
საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს. აღნიშნული ღონისძიება
გამოყენებულ იქნა იმ დავაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად, რომელიც
კვიპროსის სასამართლოში მიმდინარეობდა. მოსარჩელის მტკიცებით, თბილისის
საქალაქო სასამართლოში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განცხადებაში
მითითებული გარემოებები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, თუმცა, რამდენადაც
საქალაქო სასამართლოს ობიექტურად არ Gგააჩნდა მათი ნამდვილობის
გადამოწმების შესაძლებლობა. სარჩელის აღძვრამდე ან სარჩელთან ერთად
შუამდგომლობის წარმოდგენის შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის
გადაწყვეტა ხდება მოსარჩელის მიერ ცალმხრივად მოწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ მითითებულ
გარემოებებს შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა უკავშირებს თუ არა იმ
სამართლებრივ შედეგს, რომლის დადგომაც სარჩელით არის მოთხოვნილი.
სადავო ნორმა საქართველოს სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, იმსჯელოს
უცხო ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. უშუალოდ ამ ღონისძიების
გამოყენებასთან დაკავშირებით კი სასამართლო მსჯელობს საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი შესაბამისი რეგულაციების
გამოყენებით. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ
საკუთრების უფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული, რაც, შესაბამისად,
იწვევს საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება თავის თავში უმეტეს შემთხვევაში მოიცავს
საკუთრების უფლების შეზღუდვას, რომელიც გამართლებულია აღსრულებადი
გადაწყვეტილების მიღების საჭიროებით. მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოყენებით ხდება საკუთრების უფლების შეზღუდვა, მაგრამ მხარეთა
უფლებების დაბალანსებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
შეიცავს ნორმებს, რომლებიც მოპასუხე მხარს ანიჭებს უფლებამოსილებას
მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული
მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაზეც სასამართლო
იმსჯელებს საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
უცხო ქვეყანაში წარმოებულ დავასთან მიმართებით სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოყენება საქართველოს სასამართლოების მიერ ხდება საქართველოში
მიმდინარე სამართლებრივი დავებისთვის დადგენილი წესებით. კანონი ადგენს
სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო სასამართლო
განსაზღვრავს, არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი განსახილველ საქმესთან
დაკავშირებით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს იმ შემთხვევაში
თუ მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არ არსებობს ნორმა, რომელიც საქართველოს
სასამართლოს დაავალდებულებდა ე.წ. „უცხო ელემენტით“ დატვირთულ დავაში
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას შეესწავლა საქმის მასალები,
რომლებიც წარმოდგენილია ძირითად დავაში და მხოლოდ მათზე დაყრდნობით
მიეღო გადაწყვეტილება. როდესაც დავა სხვა ქვეყანაში მიმდინარეობს,
მოსამართლისთვის უცნობია შესაბამისი სამართალწარმოების ეტაპი, მივიდა თუ არა
სასამართლო შუალედურ გადაწყვეტილებამდე, როგორ შეიძლება დასრულდეს დავა,
არსებობს თუ არა სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობა და ა.შ. უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოყენებისთვის საკმარისია მხოლოდ მტკიცებულება, რომ სხვა
ქვეყანაში მხარეებს შორის არსებობს სამართლებრივი დავა.
უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების
გამოყენების საკითხის პრობლემურობა განაპირობა არსებულმა სამართლებრივმა
მოწესრიგებამ, ამ მიმართულებით არსებულმა ნორმატიულმა საფუძვლებმა,
რომლებიც პირდაპირ არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტი-
ლების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოფის ღონისძიების
ეროვნული სასამართლოს მიერ გამოყენების შესაძლებლობას.
ამოსავალი არგუმენტი, რამაც განაპირობა ეროვნული სასამართლოს მხრიდან
აღნიშნული სამართლებრივი ვაკუუმის ყველაზე რელევანტური გადაწყვეტა
მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით
დადგენილი მატერიალურსამართლებრივი შედეგის მარტოოდენ ცნობითა და
აღსასრულებლად მიქცევით, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში, აზრი დაკარგოს,
თუკი მხარე, რომლის სასარგებლოდაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული,
საპროცესო უზრუნველყოფის მიღმა აღმოჩნდება. ასეთ ვითარებაში, მხარის
კანონიერი უფლებები და ინტერესები მნიშვნელოვნად დაზიანდება, რაც
კანონმდებლის ინტერესს, ბუ- ნებრივია, ეწინააღმდეგება.
ამ მოცემულობაში, საკასაციო პალატამ არსებული სამართლებრივი პრობლემა
გადაჭრა სკს-ის მე-20 მუხლის ფართოდ განმარტების გზით და აღნიშნა შემდეგი:
„აღნიშნული მუხლის ნორმატიული მოწესრიგების პირობებში საქართველოს
უზენაესი სასამართლო აღჭურვილია უფლებით უცხო ქვეყნის სასამართლოში
მიმდი- ნარე საქმეზე გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნორმით
გან- საზღვრულ შემთხვევებში. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნორმის
რეგულირების ქვეშ სარჩელის უზრუნველყოფასთან ერთად უცხო ქვეყნის
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების
უზრუნველყოფასაც უნდა ვიგულისხმოთ, რამდენადაც სწორედ სასამართლოა ის
ორგანო, რომელსაც შეუძლია, მხარე გადაწყვეტილების აღუსრულებლობის
რისკისგან დაიცვას. ამასთან, რამდენადაც კანონმდებელმა ეროვნულ სასამართლოს
უცხო ქვეყანაში არსებული დავიდან გამომდინარე სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოყენების უფლება მიანიჭა, უპრიანია ეს უფლება უკვე გამოტანილი
გადაწყვეტილების აღსრულების მიზნები- სათვისაც იქნეს რელევანტური.
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად
მიიჩნია სპეციალური კანონის მე-20 მუხლის იმგვარად განმარტება, რომ მისი
რეგულირების ქვეშ სარჩელის უზრუნველყოფას- თან ერთად იგულისხმებოდეს,
უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების
საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების უზრუნველყოფაც“.
საგულისხმოა, მე-20 მუხლის მიზნებისათვის სარჩელის უზრუნველყოფისა და
გადაწყვეტილების უზრუნველყოფის გამოყენების წინაპირობების დაცულობაც,
რომლებიც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას შემდეგი ორი ფაქტობრივი
მოცემულობისას ითვალისწინებს:
ა. თუ უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი;
ბ. საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია გააჩნია.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთ-ერთი ფორმა – ყადაღა


შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს მხოლოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ
უძრავ და მოძრავ ქონებაზე (მათ შორის ფულად სახსრებზე). სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად
აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება, ის
წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონებრივი ულებების დაცვის
გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და
რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა
იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის
არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი
ღონისძიების გამოყენება

უშუალოდ უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების,


კერძოდ – საკუთრების უფლების შეზღუდვას. ყადაღისა და მსგავსი ღონისძიებების
დაწესება წარმოადგენს კანონმდებლობის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების
კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო აღნიშნული ჩარევა (შეზღუდვა)
გამართლებული იქნება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის
უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან
დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მათ შორის
აუცილებელი ბალანსის დადგენის მიზნით. საერთაშორისო სამართლებრივ
ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ
პრინციპს, რომელიც კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს
(არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას.
საჯარო წესრიგი წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო
ორგანიზაციათა (extra-national community) ეკონომიკური, სამართლებრივი,
მორალური, პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ფუნდამენტური
სტანდარტების ერთობლიობას. სკს-ის მე-5 მუხლითაა გათვალისწინებული საჯარო
წესრიგის ნორმების მოქმედების სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ სამოქალაქო
ბრუნვის ფუნდამენტალური პრინციპების დაცვით,არამედ, ასევე, საჯარო
სამართლის(მაგალითად ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის,
პოლიტიკური უფლებების) დაცვაში. ამრიგად, საჯარო წესრიგის ნორმები
მოწოდებულია, დაიცვას ცნობა-აღმსრულებელი სასამართლოს ქვეყნის
მართლწესრიგი უცხო ქვეყნის სამართლებრივი ნორმების მოქმედებისგან, რომლებიც
ფუნდამენტურად შეუთავსებელია მასთან _ ეკონომიკური, მორალური თუ
პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. სასამართლო მოწოდებულია,
უზრუნველყოს თავისი ქვეყნის ზემოთ აღნიშნული ფუნდამენტური სამართლებრივი
პრინციპების ხელშეუხებლობა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.
შუალედურის შემდგომ განვლილი თემები

1. § საერთაშორისო განსჯადობა და მისი ფარგლები


2. § იმუნიტეტი (საკონსულო, დიპლომატიური, სახელმწიფოს)
3. § უცხოელთა საპროცესო უფლებები
4. § უცხოელი, როგორც პროცესის მონაწილე
5. § საპროცესო ხარჯების უზრუნველყოფა
6. § საერთაშორისო სამართლებრივი დახმარება
7. § შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის
8. § ურთიერთდახმარების სახეები
9. § კომპეტენტური ორგანოები
10. § შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები
11. § მტკიცებულებათა მოპოვება
12. § უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა
13. § განცხადების მიმართვა და წინაპირობები
14. § ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებები
15. § შუამდგომლობის ფორმა
16. § საცნობი გადაწყვეტილება
17. § ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები
18. საჯარო წესრიგი
19. სარკისებრი პრინციპი
 საერთაშორისო განსჯადობა და მისი ფარგლები
 იმუნიტეტი (საკონსულო, დიპლომატიური, სახელმწიფოს)

ევროპულ დოქტრინაში საკმაოდ რთულია განსჯადობის ცნების სრულად


განსაზღვრა, გამომდინარე იქიდან, რომ იგი შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც
საერთაშორისო იურისდიქცია, ასევე, როგორც დამოუკიდებელი პროცესუალური
საკითხი. განსჯადობაში ვგულისხმობთ სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლების
განხორციელების ფარგლებს, ე.ი მის კომპეტენციას. საერთაშორისო საპროცესო
სამართალი იცნობს „იმუნიტეტის“ ცნებას, რომელიც განსაკუთრებულ რეჟიმში
ამყოფებს სუბიექტთა გარკვეულ წრეს და მათზე არ ავრცელებს უცხო ქვეყნის
იურისდიქციას. სუბიექტებში მოიაზრება როგორც ფიზიკური პირები (ამ იმუნიტეტს
„ექსემცია“ ეწოდება), ასევე, სახელმწიფო, სახ. ორგანოები, ცენტრალური ბანკები,
შეიძლება გარკვეული ქონება ან ნივთიც კი ვიგულისხმოთ („ექსტერიტორიულობა“).
საერთაშორისო განსჯადობა (კომპეტენცია), როგორც საერთაშორისო სამოქალაქო
პროცესის ინსტიტუტი, განსაზღვრავს სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე,
საერთაშორისო კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოქმნილი რომელი
დავები უნდა მიიღოს განსახილველად ქვეყნის სასამართლომ (სასამართლო
სისტემამ). ხოლო აღნიშნული საკითხის გადაჭრის შემდეგ, უკვე ეროვნული
(შიდასახელმწიფოებრივი) სამოქალაქო საპროცესო კანონდებლობით დგინდება,
ქვეყნის კონკრეტულად უფლებამოსილი საქმის წარმოებაზე.
სასამართლო კომპეტენციის განსაზღვრისას დოქტრინაში იყენებენ სამ კრიტერიუმს:
1. ტერიტორიული განსჯადობა, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით/
გერმანული განსჯადობა.
2. მოდავე მხარეთა მოქალაქეობა.
3. მოპასუხის ფაქტიური ყოფნა/ საერთო სამართლის განსჯადობა.
საქართველომ გაიზიარა გერმანული განსჯადობის სისტემა, სკს-ის მე-8 მუხლის
მიხედვით, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ
მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან
ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. მე-9 მუხლი კი აკონკრეტებს საქართველოს
საერთაშორისო კომპეტენციას.
საერთაშორისო განსჯადობის ფარგლების ძირითადი განსახილველი საკითხია
სწორად იმუნიტეტი. დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთა მიმართ მოქმედებს
ვენის 1961 წლის კონვენცია, რის პათოსსაც ატარებს სკ-ის 59-ე მუხლი:
„საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და მათი
ოჯახების წევრები, აგრეთვე მისიების მომსახურე პერსონალი თავისუფლდებიან
საქართველოს სასამართლოების განსჯადობისაგან “დიპლომატიურ ურთიერთობათა
შესახებ” ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციის მიხედვით“. ხოლო რაც შეეხება
საკონსულო წარმომადგენლებს, კანონის მე-60 მუხლის მიხედვით, „საქართველოში
მოქმედი საკონსულო წარმომადგენლობების თანამდებობის პირები და საკონსულოს
მოსამსახურეები თავისუფლდებიან საქართველოს სასამართლოების
განსჯადობისაგან “საკონსულო ურთიერთობათა შესახებ” ვენის 1963 წლის 24
აპრილის კონვენციის მიხედვით“.
ვენის კონვენციები, ზოგადად, განასხვავებენ ორი სახის იმუნიტეტს: პერსონალურ
იმუნიტეტსა და სამსახურებრივ იმუნიტეტს. პერსონალური იმუნიტეტი ვრცელდება
დიპლომატიურ აგენტებსა და მათი ოჯახის წევრებზე, თუ ისინი არ წარმოადგენენ
ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქეებს. მსგავსი იმუნიტეტი აგენტს აძლევს
უფლებას, არ მისცეს ჩვენება, მის მიმართ არ განხორციელდეს სააღმსრულებლო
ღონისძიებანი. იმუნიტეტი ვრცელდება სისხლის, სამოქალაქო და
ადმინისტრაციული სამართლის იურისდიქციაზეც. პერსონალური იმუნიტეტი
გამოირიცხება იმ შემთხვევაში:
1. სანივთო სარჩელზე, თუ კერძო უძრავი ქონება იმყოფება ადგილსამყოფელი
ქვეყნის ტერიტორიაზე და დიპლ. აგენტი არ ფლობს ამ ქონებას წარმომადგენლობის
მიზნით.
2. სამემკვიდრეო სარჩელი, აგენტი, როგორც კერძო პირი, ანდერძის
აღმსრულებელია, ან ქონების მზრუნველი, ან დანაკისრის მიმღები.
3. სარჩელი ეხება აგენტის პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობას, რომელსაც ეწევა
ოფიციალურ ფუნქციათა ფარგლებს გარეთ, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.
პერსონალური იმუნიტეტი, ვენის კონვენციის შესაბამისად, არ ათავისუფლებს
აგენტს მისი მააკრედიტირებელი სახელმწიფოს იურისდიქციისგან.
კონვენციის 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 აბზაცების მიხედ- ვით დიპლომატიური
წარმომადგენლობის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი სარგებლობს
შეზღუდული იმუნი- ტეტით. მათი იმუნიტეტი შეზღუდულია მხოლოდ
საქმიანობის განხორციელების ფარგლებში (ადმინისტრაციული იმუნიტე- ტი).
შეზღუდული იმუნიტეტი არ ვრცელდება დიპლომატიუ- რი წარმომადგენლობის იმ
პერსონალზე, რომლებიც მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები არიან.
იმუნიტეტით არ სარგებლობენ კერძო სამეურნეო სფეროში დასაქმებული პირები
(მოსამსახურეები ან უცხოელი მზარეუ- ლი). ამის მიუხედავად ისინი კონვენციის
37.4 მუხლის მიხედვით სარგებლობენ პრივილეგიებით, რაც შეიძლება საგადასახადო
ან სხვა სახის შეღავათებით გამოიხატოს.
სამსახურეობრივი იმუნიტეტი მეტად შეზღუდულია და ვრცელდება
დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის წევრებსა და მათ ოჯახის
წევრებზე, სახელმწიფოში მოწვეულ უცხო ქვეყნების სხვა წარმომადგენლებსა და მათ
თანხმლებ პირებზე (61-ე მუხლი), ასევე, საკონსულო თანამდებობის პირებსა და
მოსამსახურეებზე. ეს უკანასკნელნი არ ექვემდებარებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის
სასამართლო თუ ადმ. ორგანოების იურისდიქციას, საკონსულო ფუნქციების
შესრულების ფარგლებში. გამონაკლისია სამოქალაქო სარჩელები, რომლებიც:
1. გამომდინარეობენ საკონსულოს თანამდებობის პირის მიერ დადებული
ხელშეკრულებიკდან, რომლის საფუძველზეც მათ პირდაპირ ან ირიბად აკისრიათ
წარმდგენი სახელმწიფოს აგენტების ვალდებულებანი.
2. მესამე პირმა აღძრა ადგილსამყ. სახელმწიფოში საგზაო- სატრანსპორტო
საშუალების, გემის ან თვითმრინავისთვის უბედური შემთხვევუთ გამოწვეული
ზიანისთვის.
საინტერესოა გერმანული სასამართლო პრაქტიკა, როდესაც სასამართლომ არ
გაავრცელა საკონსულო იმუნიტეტი კონსულზე, რომელიც ასევე წარმოადგენდა
თავისი ქვეყნის უდიდესი ხე-ტყის ექპორტიორი სახელმწიფო კომპანიის
წარმომადგენელს და სურდა იმუნიტეტზე მითითებით აეცილებინა გადასახადების
გადაუხდელობის საფუძველზე აღძრული სარჩელი.
ექსტერიტორიული იმუნიტეტი ვრცელდება უძრავ და მოძრავ ნივთებზე,
როგორებიცაა საელჩოსა და საკონსულოს კუთვნილი შენობები, არქივები,
კურიერული ტვირთები.
იურისდიქციული იმუნიტეტი ვრცელდება ასევე:
1. სახელმწიფოზე და სახ. ორგანოებზე- როგორც საერთ. კერძო სამართლის
სუბიექტზე,
2. სახ. საწარმოებზე- იგულისხმება სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოები,
მისი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. მაგ. ფოსტა, რკინიგზა და ა.შ. მთავარია,
ისინი ასრულებდნენ იმ ფუნქციებს, რასაც სახელმწიფოს დაკვეთით ასრულებენ
3. ცენტრალურ ბანკებზე- ბანკები განსხვავდებიან სახელწმიფო საწარმოებისგან
იმით, რომ ასრულებენ როგორც სახელმწიფო, ისევე, არასახელმწიფო ამოცანებს,
მიუხედავად მისი ორგანიზაციული ფორმისა. მათ მხოლოდ მაშინ აქვთ იმუნიტეტის
მოთხოვნის უფლება, თუ ასრულებენ სახელმწიფოს მიერ მინიჭებულ სპეციალურ
სუვერენულ ფუნქციებს.
3. სპეციალურ საერთ. ორგანიზაციებზე- მაგალითად ნატო, რომლის სამხედრო
მოსამსახურეების მიერ ზიანის მიყენების ანაზღაურების წესი და პირობები
რეგულირდება 1951 წლის 19 ივნისის სატუტით. კერძოდ, ნატოს სამხედრო
მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანის შედეგად წარმოშობილი ვალდებულების
ანაზღაურება ეკისრება მათ მომვლინებელ სახელმწიფოს (ზიანის ანაზღაურება
წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ნატოს შენაერთებს აქვთ დისლოკაციის
ადგილი)
და საზღვაო გემებზე/ სამხედრო ხოლალდებზე.
უცხო სახელმწიფოს სამოქალაქოსამართლებრივ განსჯადობაზე უარის თქმა
იმუნიტეტის მოტივით შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა მისი კონკრეტული ქმედება
ეხება მისი სუვერენული ხასიათის ქმედებებს (acta iure imperii). ხოლო ის ქმედებები,
რომლებიც სუვერენიტეტთან არ არის დაკავშირებული და კერძოსამართლებრივი
ხასიათისაა (acta iure gestionis) ჩვეულებრივ უნდა განიხილოს სასამართლომ.
სახელმწიფომ შეიძლება უარი თქვას თავის იმუნიტეტზე, რომელიც შეიძლება
გამოიხატოს:
1. საერთაშორისო ხელშეკრულებით;
2. წერილობითი ხელშეკრულების გამოკვეთილი დებულე
3. წარმოშობილი დავის შემთხვევაში, ნათლად გამოხატუ- ლი თანხმობით;
4. უპროტესტო დაშვებით;
5. საარბიტრაჟო შეთანხმებით.
1. საქართველოს, ისევე როგორც უცხო სახელმწიფოს, შეუძლია მო- ნაწილეობა
მიიღოს საერთაშორისო კერძო სამართლებრივ ურთიერთობე- ბში.
2. უცხო სახელმწიფოს წინააღმდეგ არ შეიძლება აღიძრას სარჩელი საქართველოს
სასამართლოებში, თუ არ იქნება მისი წინასწარი თა- ნხმობა.
3. უცხო სახელმწიფოში არ შეიძლება აღიძრას სარჩელი საქართვე- ლოს
სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუ არ იქნება მისი თანხმობა.
4. უცხო სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო კერძო სამართლე- ბრივი
ურთიერთობის მონაწილეს, შეუძლია აღძრას სარჩელი ჩვენი ქვე- ყნის
სასამართლოში საქართველოს იურიდიული თუ ფიზიკური პირების წინააღმდეგ.
იმუნიტეტი გაქარწყლდება და იმუნიტეტის მქონე პირმა მონაწილეობა უნდა მიიღოს
საქმის განხილვაში ყოველთვის, როდესაც:
1. თვითონ იმუნიტეტის მქონე პირი უარს ამბობს თავის იმუნიტეტზე და არაა
წინააღმდეგობა საქმე განიხილოს ამ ქვეყნის სასამართლომ;
2. ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო იმუნიტეტის მქონე პირთან, წინასწარ იქნა
გათვალისწინებული, რომ დავის შემთხვევაში, ეს დავა განიხილოს იმ ქვეყნის
სასამართლომ, რომელ ქვეყანაშიაც პირი სარგებლობს იმუნიტეტით.
3. მაკრედიტირებელი სახელმწიფო უარს აცხადებს, უფრო ზუსტად იმუნიტეტს
მოუხსნის პირს, რომელიც ამ იმუნიტეტით სარგებლობს.

 უცხოელთა საპროცესო უფლებები


 საპროცესო ხარჯების უზრუნველყოფა
სკ-ის 57-ე მუხლის მიხედვით, საერთაშორისო საპროცესო პრინციპთაგან ერთ-ერთია
უცხოელთა და ქართველთა თანასწორობის პრინციპი, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და
იურიდიული პირები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები სამოქალაქო
პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი
გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები. ეს
ეხება როგორც უფლებაუნარიანობას, ასევე, ქმედუნარიანობას. მათ შეუძლიათ
აღძრან სარჩელი სასამართლოში- იყვნენ მოპასუხე ან მოსარჩელე, ჩაებან მესამე
პირებად, როგორც მხარეები, გაეცნონ საქმის მასალებს, გადაიღონ ასლები,
განაცხადონ აცილება, იშუამდგომლონ სასამართლოსთან, წარადგინონ
მტკიცებულებები, გაასაჩივრონ გადაწყვეტილებები და განჩინებები. მათზე
ვრცელდება ყველა საპროცესო პრინციპი, პირობითად, დისპოზიციურობის
პრინციპიდან გამომდინარე მათ შეუძლიათ ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან
საქმე დაამთავრონ მორიგებით. აწარმოონ საქმეები პირადად ან წარმომადგენლის
მეშვეობით, ეს უკანასკნელიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე,
ასევე, უცხოელი. სწორად ამაში გულისხმობს კანონი „გარანტიებს“. ამ გარანტიებს
შორის არის 58-ე მუხლით განსაზვრული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების
გარანტია, კერძოდ:
თუ მოსარჩელე უცხო ქვეყნის მოქალაქე, იურიდიული პირი ან მოქალაქეობის
არმქონე პირია და საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან
რეზიდენცია საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვს, მას მოპასუხის შუამდგომლობის
საფუძველზე სასამართლოს დადგენილებით შეიძლება დაეკისროს დადგენილ
ვადაში სასამართლო ხარჯების ანაზღაურების გარანტიის მიცემა.
გარანტია საჭირო არ არის, თუ:
ა) ქვეყანა, რომლის მოქალაქეცაა მოსარჩელე, საქართველოს ფიზიკური და
იურიდიული პირებისაგან გარანტიებს არ ითხოვს;
ბ) მოპასუხეს არ შეუძლია დაასაბუთოს მოთხოვნა გარანტიის მიცემის თაობაზე.

სასამართლო ხარჯების ანაზღაურების გარანტიად პრაქტიკაში გამოიყენება გირაო,


მიზანია რომ უზრუნველყოფილი იყოს მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო
ხარჯების ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი მოსარჩელე წააგებს პროცესს.
გარანტიაზე შუამდგომლობა მოპასუხეს შეაქვს საქმის ზეპირ განხილვაზე, ხოლო რაც
შეეხება საქმის წინასწარ მომზადების სტადიაზე შუამდგომლობას, კანონის დუმილის
მიუხედავად, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, გამართლებულია
რომ სასამართლომ განიხილოს ეს შუამდგომლობა და თუ მიზანშეწონილად
ჩათვლის, დანიშნოს კიდეც მოსამზადებელი სხდომა მის განსახილველად.

 უცხოელი, როგორც პროცესის მონაწილე

ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდება მატერიალურ სამართლებრივი და


საპროცესო სამართლებრივი ურთიერთობები, ასევე, ამ ურთიერთობებში „მხარის“
ცნება. ერთ-ერთი ფუნდამენტური სხვაობა მდგომარეობს იმაში, რომ სამოქალაქო
საპროცესო ურთიერთობის სავალდებული მონაწილე არის სასამართლო. ეს იმას
ნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო ურთიერთობა წარმოიშობა არა პირებს შორის,
არამედ მოსარჩელესა და სასამართლოს შორის, მოპასუხესა და სასამართლოს შორის
და არა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის. მხარის ცნების სრულყოფილად
განსაზღვრისათვის შეიძლება მივუთითოთ კიდევ ერთ გარემოებაზე. ესაა ინტერესთა
დაპირისპირებულობა სასარჩელო წარმოების დროს _ მოსარჩელე ცდილობს მიიღოს
მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება, მოპასუხე კი ცდილობს, რომ სასამართლომ
უარი უთხრას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მხარეთა ინტერესების
დაპირისპირებულობა სასარჩელო წარმოების სავალდებულო პირობაა.
მოსარჩელე არის პირი, რომელმაც აღძრა სარჩელი თავისი უფლების დასაცავად,
მოპასუხე არის პირი, რომელმაც, მოსარჩელის განმარტებით დაარღვია მისი უფლება,
თუმცა შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მოსარჩელეს არა აქვს ის უფლება, რომლის
დაცვასაც იგი მოითხოვს ან მოპასუხედ დასახელებულ პირს სინამდვილეში არ
დაურღვევია ეს უფლება. ამრიგად, მხარეები სამოქალაქო სამართლის
თვალსაზრისით ეწოდება იმ პირებს, რომელთა სახელით მიმდინარეობს საქმე და
რომელთა შორის დავა სამოქალაქო უფლების შესახებ სასამართლომ უნდა
განიხილოს და გადაწყვიტოს.
რაც შეეხებათ უცხოელებს, სამოქალაქო პროცესში მათ უზრუნველყოფილი აქვთ
სამართლებრივი დაცვა, მათ შორის, სასამართლოსადმი დაუბრკოლებლად
მიმართვის შესაძლებლობა იმავე მოცულობით, რა მოცულობითაც ჩვენი ქვეყნის
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ეს უფლება გარანტირებულია არა მარტო
ეროვნული (შიდასახელმწიფოებრივი) ნორმატიული აქტებით, არამედ მრავალი
საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით.
სკ-ის 57-ე მუხლის თანახმად, `უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები,
აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირები სამოქალაქო პროცესში საქართველოს
ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, რომლითაც
საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები~. ამრიგად, უცხოელებს
საქართველოში მინიჭებული აქვთ ნაციონალური რეჟიმი, ხოლო სამოქალაქო
პროცესში მათ უჭირავთ იგივე სამართლებრივი მდგომარეობა, როგორიც ჩვენი
ქვეყნის მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოელებს
შეუძლიათ ჰქონდეთ სამოქალაქო საპროცესო უფლებები და მოვალეობები. ამასთან,
იმისათვის, რომ მათ განახორციელონ სამოქალაქო საპროცესო უფლებები, ისინი,
ისევე როგორც საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირები, უნდა
პასუხობდნენ გარკვეულ მოთხოვნებს. ამ მოთხოვნებს შორის პირველ რიგში
აღსანიშნავია საპროცესო უფლებაუნარიანობა. სსკ-ის მე-80 მუხლის თანახმად,
`საქართველოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით,
ჰქონდეთ სამოქალაქო საპროცესო უფლებები და მოვალეობები“, ხოლო სკ-ის 21-ე
მუხლის მიხედვით, უცხოელებს გააჩნიათ ისეთივე უფლებაუნარიანობა და
ქმედუნარიანობა, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს. ქართული კანონდებლობის
მიხედვით, საპროცესო უფლებაუნარიანობის წარმოშობის და განვითარების
თვალსაზრისით რაიმე შეზღუდვა არ არსებობს. არ არსებობს იგი პირის ფიზიკური
თუ ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვითაც. ასეთი ან სხვა სახის შეზღუდვები
კიდეც რომ არსებობდეს იმ უცხო ქვეყნის კანონმდებლობაში, რომელი ქვეყნის
მოქალაქეც ეს ფიზიკური პირია, საქართველოს სასამართლოებმა მაინც უნდა
იხელმძღვანელონ ჩვენი ქვეყნის საპროცესო კოდექსით, ლიტერატურაში
გავრცელებული შეხედულების თანახმად, თუ უცხოელი თავისი ქვეყნის სამართლის
მიხედვით პროცესუალურად არაქმედუნარიანია, იგი შეიძლება აღიარებულ იქნეს
ქმედუანარიანად იმ ქვეყნის კანონით, რომელსაც სასამართლო განეკუთვნება. ხოლო
საპროცესო ქმედუნარიანობის წარმოშობის საფუძველი და წესი იგივეა, რაც
მატერიალური ქმედუნარიანობის წარმოშობისთვისაა საჭირო, ე.ი. საპროცესო
ქმედუნარიანობა მჭიდროდ უკავშირდება ქმედუნარიანობას მატერიალურ
სამართალში. იგივე მდგომარეობაა უცხო ქვეყნის სამართალშიც.
ისე, როგორც ფიზიკური პირების მიმართ, იურიდიული პირების საპროცესო
უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა საქართველოსა ევროპის ქვეყნების
სამართალში მჭიდროდ უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივ
უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას. პრინციპი,რომლითაც ეს ქვეყნები
ხელმძღვანელობენ, შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად:
ა) ის, ვინც აღჭურვილია ზოგადად უფლებაუნარიანობით, იგი აღჭურვილია
საპროცესო უფლებაუნარიანობითაც.
ბ) ის, ვინც აღჭურვილია ზოგადად ქმედუნარიანობით, იგი აღჭურვილია საპროცესო
ქმედუნარიანობითაც.
საქართველოში უცხო ქვეყნის იურიდიულ პირებს გააჩნიათ ისეთივე
უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა, როგორიც ჩვენი ქვეყნის იურიდიულ
პირებს.
გავრცელებული შეხედულების თანახმად, იურიდიული პირის შექმნას,
რეორგანიზაცია, უფლებაუნარიანობა და სხვა საკითხები ინდა მოაწესრიგოს იმ
სახელმწიფოს კანონდებლობამ, რომელსაც ეკუთვნის იურიდიული პირი, ანუ
იურიდიული პირის პირადმა კანონმა. ამ საკითხზე არსებობს სხვადასხვა მოსაზრება.
ინკორპორაციის თეორიის თანახმად, იურიდიული პირის ეროვნულობა, მისი
პირადი კანონი განისაზღვრება იმ ქვეყნის მიხედვით, სადაც იურიდიული პირი
შეიქმნა და რეგისტრირებულია.
ექსპლუატაციის დოქტრინის მიხედვით, პირად კანონად უნდა ჩაითვალოს
იურიდიული პირის ძირითადი საქმიანობის შესრულების ადგილი.
კონტინეტური ევროპის ქვეყნებში გავრცელებულია ბინადრობის დოქტრინა,
რომლის თანახმად, იურიდიული პირის პირად კანონად განისაზღვრება მისი
ადმინისტრაციული ცენტრის ადგილსამყოფელი, ანუ პირად კანონად გვევლინება იმ
ქვეყნის კანონი, რომელ ქვეყანაშიც იურიდიული პირის ადმინისტრაციას
მდებარეობს (სკ-ის 24-ე მუხლი).
უფლებაუნარიანობასა და ქმედუნარიანობასთან ერთად, პირს უნდა გააჩნდეს
იურიდიული ინტერესი მის მიერ აღძრული სარჩელის გადაწყვეტისადმი, რათა იგი
დაშვებულ იქნეს პროცესზე მხარედ. იურიდიულ ინტერესს იღვალისწინებს როგორც
საქართველოს, ასევე, სხვა ქვეყნების კანონდებლობაც. განსხვავება შეიძლება
მდგომარეობდეს იურიდიული ინტერესის მოცულობაში. ზოგიერთი ქვეყნის
კანონდებლობის თანახმად, ინტერესი ვრცელდება ყველა სახის სარჩელზე,
ზოგიერთი ქვეყნის კანონდებლობის მიხედვით კი მხარეს უნდა გააჩნდეს ინტერსი
მხოლოდ აღიარებითი სარჩელების მიმართ. ჩვენი კანონმდებლობით, იურიდიული
ინტერესი არ წარმოადგენს ამ პირობას, რომლის გარეშე პირი ვერ იქნება დაშვებული
პროცესში მხარედ, ანუ რომლის გარეშე სასამართლო ვერ მიიღებს განსახილველად
სარჩელს, რადგან, თუ პირმა მიმართა სასამართლოს, იგულისხმება, რომ მას უკვე
გააჩნია იურიდიული ინტერესი (დაინტერესებულია ამ საქმის გადაწყვეტით). სხვა
ვითარებასთან გვაქვს საქმე აღიარებითი სარჩელების შემთხვევაში. სსკ-ის 180-ე
მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი
ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის
აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის
იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით
მოხდეს. იურიდიული ინტერესის მოცულობა ფასდება სარჩელის განმხილველი
სასამართლოს კანონმდებლობით.

 საერთაშორისო სამართლებრივი დახმარება

სახელმწიფოთა შორის ურთიერთდახმარების პრინციპი აღიარებულია


საერთაშორისო სამართალში. ასევეა სამოქალაქო საპროცესოშიც, რადგან როგორც
გერმანელი იურისტი შაკი აღნიშნავს, ქვეყნის იურისდიქცია წყდება მის სახელმწიფო
საზღვართან. არადა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისთვის კერძო პირებს
თავიანთი ქვეყნის მუდმივი მხარდაჭერა სჭირდებათ, თუნდაც მის ფარგლებს გარეთ.
სახელმწიფო ვერ შეიჭრება მეორე სახელმწიფოს იურისდიქციაზე, გამომდინარე
სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პრინციპიდან. სწორად ამიტომ საჭირო გახდა
მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშკრულებების დადება სამართლებრივი
დახმარების შესახებ, ყველაზე მნიშვნელოვანია ჰააგის საერთ. კერძო სამართლის
კონფერენციაზე 1905 წელს მიღებული მრავალმხივი კონვენცია სამოქალაქო
პროცესის შესახებ. რომელიც საფუძვლად დაედო სხვა მრავალ კონვენციას,
რომელსაც საქართველო არ მიერთებია, მაგრამ იგი მიერთებულია ევროპულ
კონვენციას უცხოეთის კანონმდებლობაზე ინფორმაციის შესახებ.
ამ ყველა კონვენციის მიუხედავად, სამართლებრივი დახმარების გაწევა მაინც კეთილ
ნებაზეა დამოკიდებული (კომიტა), ხოლო თავად პროცესის მონაწილეებს არ აქვთ
უფლება პირდაპირ მოთხოვონ უცხო ქვეყნის შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი
დახმარების გაწევაზე. აღნიშნული დახმარების აღმოჩენა, როგორც წესი,
აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციაა, ასევე, დიპლომატიური მისიის ან
საკონსულო წარმომადგენლობის, თუ სამართლებრივი დახმარება მათი გასაწევია. სკ-
ის 62-ე მუხლის მიხედვით, თუ საქმის გარემოებების გასარკვევად, ფაქტების
დასადგენად, დოკუმენტების გადაცემის ან სხვა მიზნით აუცილებელია სასამართლო
მოქმედებების განხორციელება საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაძლებელია
აღიძრას შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სათანადო დაწესებულების მიმართ,
შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის დასაბუთებული უნდა იყოს და
უნდა მოიცავდეს მისი შესრულებისათვის საჭირო მონაცემებს.
ერთმანეთისგან განასხვავებენ სახელშეკრულებო სამ-ივ დახმარებას, რომელიც
გულისხმობს საერთ. ხელშეკრულების საფუძველზე დახმარების მიღებას, მეტწილად
გადამწყვეტ როლს ასრულებენ დიპლომატიური მიზიები და საკონსულოები. მეორეა
არასახელშეკრულებო სამ-ივ დახმარება, რომლის მოთხოვნა ან მასზე თანხმობა
მხოლოდ სასამართლოსა და მსგავს ორგანოს შეუძლია. მსგავს ზღვრებს ავლებს
ლონდონის კონვენცია.
არასახელშეკრულებო დახმარების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების
პირობებს ითვალისწინებს სკ-ის 63-ე მუხლი, საქართველოს სასამართლოები
აკმაყოფილებენ უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობებს
სამართლებრივი დახმარების შესახებ. უცხო ქვეყნების სასამართლოების
შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო
მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც შუამდგომლობის აღმძვრელი
სასამართლო მიმართავს მეორე ქვეყნის სასამართლოს თხოვნით, გამოყენებულ იქნეს
მისი საპროცესო ნორმები, ამ შემთხვევაში სასამართლო შეიძლება დაეთანხმოს, თუ
აღმძვრელი სახელმიწფოს წესები არ ეწინააღმდეგება მეორე სახელმწიფოს საჯარო
წესრიგს, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადებს უარს.
შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ დახმარების გამწევი ორგანოს მიერ
ხდება შესაბამისი დოკუმენტაციის მოგროვება და მისი ოფიციალური წესით
დამოწმება. თუ მისი გადაცემა დადგენილი წესით ვერ ხერხდება, შეიძლება მისი
გაგზავნა დაზღვეული წერილის მეშვეობით. ამ დროს მოქმედებს „ფოსტის ყუთის“
პრინციპი და დოკუმენტი გადაცემულად ითვლება მისი ჩაბარების მომენტიდან.
ასევე, შესაძლებელია დოკუმენტის გადაცემაზე სპეციალური უფლებამოსილი პირის
დანიშვნა, რასაც არეგულირებს 66-ე მუხლი, თუ ერთ-ერთ მხარეს, რომელსაც
საცხოვრებელი ადგილი ან რეზიდენცია საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვს და არ
ჰყავს საქართველოში მცხოვრები წარმომადგენელი, მას შეიძლება სასამართლოს
განჩინებით დაევალოს განსაზღვრულ ვადაში დანიშნოს საქართველოში მცხოვრები,
დოკუმენტების გადაცემაზე უფლებამოსილი პირი. თუ მხარე ამ ვადის განმავლობაში
არ დანიშნავს დოკუმენტების გადაცემაზე უფლებამოსილ პირს, დოკუმენტების
ყველა შემდგომი გადაცემა დაზღვეული წერილის მეშვეობით განხორციელებულად
ჩაითვლება მისი ფოსტისათვის გადაცემიდან ერთი თვის შემდეგ.

 შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის


 კომპეტენტური ორგანოები

სკ-ის 62-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია თუ რა წესით უნდა მიმართონ


საქართველოს სასამართლოებმა უცხო ქვეყნის სასამართლოებს
1. საზღვარგარეთ მყოფ პირებისათვის დოკუმენტების და მათ შორის, სასამ. უწყების
გადაცემის მიზნით;
2. მოწმეთა დაკითხვის თუ სხვა საპროცესო მოქმედებების შესრულებისთვის;
საქართველოს სასამართლოებს შეუძლიათ მიმართონ უცხო ქვეყნის სასამართლოებს
იმ საპროცესო მოქმედებათა შესასრულებლად, რომელთა მიზანია:
1. სასამართლოში განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა,
რისთვისაც შეიძლება საჭირო გახდეს მოწმის დაკითხვა, ადგილზე დათვალიერება,
ექსპერტის დანიშვნა და აშ.
2. სხვადასხვა ხასიათისა და შინაარსის დოკუმენტების გადაცემა იმ პირისათვის,
ვინც საზღვარგარეთაა, როგორიცაა მაგალითად- სასამართლო უწყება.
შუამდგომლობის აღძვრა უცხო ქვეყნის სათანადო დაწესებულების მიმართ
რეგულირებულია 62-ე მუხლით, რომელიც არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ არ
განმარტავს თუ რომელი დაწესებულებაა „სათანადო“. მინსკის კონვენცია და
შესაბამისი ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებები არეგულირებენ იუსტიციის
დაწესებულებებისა (კომპეტენტური ორგანოების) და ცენტრალური ორგანოს

საქმიანობას. ამ ორი ტერმინის შინაარსობრივი გამიჯვნა არის მნიშვნელოვანი


საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების კონტექსტში. ცენტრალური
ორგანო არის შესაბამისი სახელმწიფოს ის კონკრეტული საჯარო უწყება, რომელიც
საერთაშორისო ხელშეკრულებით განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში
როგორც მთავარი ორგანო, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს იუსტიციის
დაწესებულებათა ურთიერთდაკავშირება სამართლებრივი ურთიერთდახმარების
განხორციელების მიზნებისათვის. იუსტიციის დაწესებულებას წარმოადგენს ყველა
ის კომპეტენტური სახელმწიფო დაწესებულება თუ ორგანო, რომლებიც საჯარო
ხელისუფლებას ახორციელებენ სამოქალაქო ან/და საოჯახო სამართლებრივ
ურთიერთობებთან დაკავშირებით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
იუსტიციის დაწესებულებათა სიაში შემავალი ასეთი ორგანოები შეიძლება იყოს:
საქართველოს, საერთო სასამართლოები, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტო, საქართველოს ეროვნული არქივი, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო
და სხვ. სამართლებრივ ურთიერთდახმარებას უშუალოდ ახორციელებენ იუსტიციის
დაწესებულებები, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობას აწარმოებენ
ცენტრალური ორგანოების გავლით, ამ ორგანოების თხოვნის საფუძველზე მაგ.
დიპლომატიური არხები.
ჩვენი პრაქტიკის მიხედვით, ეს ძირითადად არის იუსტიციის სამინისტრო და სხვა
ცენტრალური მართლმსაჯულების ორგანოები. მაგალითად, შუამდგომლობა
დიპლომატიური მისიისმეშვეობით ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროსადმი მიმართვით, რომელიც თავის მხრივ მიმართავს
საელჩოს/საკონსულოს, ეს უკანასკნელი კი იმ ქვეყნის საგარეო სამინისტროს,
რომელიც შუამდგომლობას გადაუგზავნის თავისი ქვეყნის სასამართლოს.
სამართლებრივი დახმარების იმ ორმხრივი ხელშეკრულებების თანახმად, რომლებიც
არსებობს საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის, სამართლებრივი დახმარების
კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

აქვე მნიშვნელოვანია განისაზღვროს, თუ რამდენად შეუძლია ხელშემკვრელი


სახელმწიფოს მოქალაქეს:

1. გამოტოვოს იუსტიციის დაწესებულება და უშუალოდ მიმართოს საკუთარ


ქვეყანაში მოქმედ ცენტრალურ ორგანოს;

2. გამოტოვოს იუსტიციის დაწესებულება და საკუთარ ქვეყანაში მოქმედი


ცენტრალური ორგანო და უშუალოდ მიმართოს მეორე სახელმწიფოს ცენტრალურ
ორგანოს.
პირველ საკითხთან მიმართებით საქართველოში დამკვიდრებულია პრაქტიკა, რომ,
როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა
ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეს, შეუძლია, უშუალოდ მიმართოს
საქართველოს ცენტრალურ ორგანოს. გამონაკლისია სსიპ – სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტო, რომელსაც თავისი კომპეტენციის საკითხებზე,
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N59 ბრძანების
შესაბამისად, დელეგირებული აქვს ცენტრალური ორგანოს ფუნქციები.
საბოლოოდ, ცენტრალური ორგანოების სია გამოიყურება შემდეგნაირად:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სამოქალაქო აქტებისა და რეგისტრაციის
შესახებ დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროების შემთხვევაში –
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სამინისტრო;
სკ-ის 66-ე მუხლმა დაამკვიდრა წესი, რომლის მიხედვითაც, თუ ერთ-ერთ მხარეს,
რომელსაც საცხოვრებელი ადგილი ან რეზიდენცია საქართველოს ფარგლებს გარეთ
აქვს და არ ჰყავს საქართველოში მცხოვრები წარმომადგენელი, მას შეიძლება
სასამართლოს განჩინებით დაევალოს განსაზღვრულ ვადაში დანიშნოს
საქართველოში მცხოვრები, დოკუმენტების გადაცემაზე უფლებამოსილი პირი. თუ
მხარე ამ ვადის განმავლობაში არ დანიშნავს დოკუმენტების გადაცემაზე
უფლებამოსილ პირს, დოკუმენტების ყველა შემდგომი გადაცემა დაზღვეული
წერილის მეშვეობით განხორციელებულად ჩაითვლება მისი ფოსტისათვის
გადაცემიდან ერთი თვის შემდეგ. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა
ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. რაც
შეეხება მეორე საკითხს, ამ შემთხვევაში მოქალაქეს მოუწევს, ფოსტით გააგზავნოს
საკუთარი განცხადება სხვა სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოში. დამკვიდრებული
პრაქტიკით, საქართველოს ცენტრალური ორგანო უარს იტყვის ასეთი განცხადების
შესრულებაზე, რადგან შეუძლებელი იქნება განმცხადებლის პერსონალური
მონაცემების იდენტიფიცირება.
რაც შეეხება საქართველოს სასამართლოთა მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოთა
შუამდგომლობების მიღებისა და შესრულების წესებს, საქართველოს სასამართლოები
აკმაყოფილებენ უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობებს
სამართლებრივი დახმარების შესახებ. ამასთან, 64-ე მუხლი ჩამოთვლის
შუამდგომლობაზე უარის შემთხვევებს, როდესაც
ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად
სამართლებრივ პრინციპებს;
ბ) შუამდგომლობით გათვალისწინებული მოქმედება არ განეკუთვნება საქართველოს
სასამართლოების კომპეტენციას.

 ურთიერთდახმარების სახეები

გარდა ჰააგის კონვენციებისა, მნიშვნელოვანია ლონდონის კონვენცია, ლონდონის


კონვენციის (რომელიც ევროპის საბჭოს კიდევ ერთი ინსტრუმენტია) დებულებების
თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები იღებენ პასუხისმგებლობას, ერთმანეთს
მიაწოდონ ინფორმაცია სამოქალაქო და კომერციულ სფეროში არსებულ
კანონმდებლობასა და პროცედურებზე, ასევე მართლმსაჯულების ორგანოების
თაობაზე. ამ კონვენციას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს სკ-ის მე-3 მუხლთან
მიმართებით, ზოგადად, საქართველოში შესაბამისი იუსტიციის დაწესებულებების
(მაგალითად, სასამართლო ან ნოტარიუსი) მიერ უცხო ქვეყნის სამართლის
გამოყენების გასამარტივებლად.

სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში არსებული საერთაშორისო


ხელშეკრულებების თანახმად, სამართლებრივი ურთიერთდახმარების სახეებია:

1. დოკუმენტების შედგენა, გადაგზავნა, გამოთხოვა და ჩაბარება.

სასამართლო უწყება წარმოადგენს იმ ძირითად სასამართლო დოკუმენტს, რომლის


დახმარებითაც ეცნობება მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სხვადასხვა საპროცესო
მოქმედებების შესახებ. ისეთი ძირითადი პროცესუალური მოქმედებები როგორიცაა
მოპასუხისათვის სამართალწარმოების თაობაზე ინფორმაცია, ანუ სარჩელისა და
თანდართული დოკუმენტების გადაგზავნა, თანამომაწილისათვის უწყების ჩაბარება,
თუ მას სხვა თანამონაწილეებისგან მინდობილი აქვს საქმის წარმოება
მტკიცებულებათა მოპოვება, მოწმეთა გამოძახება და ა.შ. მოითხოვს უწყების
ჩაბარებას ოფიციალური დადასტურებით. ყველა აღნიშნულ მოქმედებებზე უწყების
ჩაბარება სასამართლოს არა უფლებას, არამედ ვალდებულებას წარმოადგენს.
პრობლემატურია აღნიშნული საკითხი, როდესაც ადრესატი ცხოვრობს სხვა
ქვეყანაში და უცნობია მისი საცხოვრებელი ადგილი თუ საერთოდ
ადგილსამყოფელი. თუ გავითვალისწინებთ პრინციპს, რომლის თანახმად,
სამართლებრივი დახმარების გაწევა ხდება იმ სახელმწიფოს საპროცესო ნორმების
გამოყენებით, სადაც იგი უნდა განხორციელდეს, საქართველოს სასამართლოს რჩება
ერთი გზა, კერძოდ, საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით; ასევე
პრობლემურია შემთხვევა, როდესაც მართალია ცნობილია მოპასუხის საცხოვრებელი
თუ ადგილსამყოფელი, იგი ცხოვრობს საზღვარგარეთ, მაგრამ არ ჰყავს
წარმომადგენელი და ამავე დროს არ ჰყავს დანიშნული სასამართლოს დავალების
მიუხედავად დოკუმენტების გადაცემაზე უფლებამოსილი პირი.

2. მისამართებისა და სხვა მონაცემთა დადგენა


3. სამართლებრივ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება.

როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ გაბატონებული პრინციპის თანახმად,


მოსამართლემ იცის სამართალი, ( iura novit curia). რომელიც თავის მხრივ
გულისხმობს თავისი ქვეყნის სამართალს. ანუ მოსამართლეს არ მოეთხოვება და ვერც
მოვთხოვთ, იცოდეს უცხო სახელმწიფოს სამართლის ნორმები, მათი არსი.
განსხვავებით ამისგან, ქვეყნების უმრავლესობა კანონმდებლობით ითვალისწინებს
მოსამართლის ვალდებულებას, აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია
საზღვარგარეთში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ. მაგ. საქართველოს სკ-ის მე-3
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად : ,,უცხო ქვეყნის სამართლის გამოყენებისას
საქართველოს სასამართლო იღებს საჭირო ზომებს მისი ნორმების არსის
დასადგენად, შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიალური განმარტების, გამოყენების
პრაქტიკისა და დოქტრინის გათვალისწინებით.‟

უცხოეთის კანონმდებლობაზე ინფორმაციის მიღების თაობაზე საზღვარგარეთის


მართლმსაჯულების ორგანოებისგან სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის
არსებობისას, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება იგი _
ფაქტს თუ სამართალს. ის, თუ რომელ გზას აირჩევს სასამართლო, დამოკიდებულია
მის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სამართლებრივი დახმარების
გაწევის რა გზებია გავრცელებული საერთაშორისო ურთიერთობებში. დახმარების
მოთხოვნაში აუცილებელია მითითებული იყოს: ა) მართლმსაჯულების ორგანო,
რომლისგანაც ის გამომდინარეობს;
ბ) საქმის შინაარსი, რომელიც შეძლებისდაგვარად ზუსტად განსაზღვრავს იმ
საკითხებს, რომელთა დაკავშირებითაც ესაჭიროება ინფორმაცია შუამდგომლობის
აღმძვრელ სახელმწიფოს და აგრეთვე

გ) ფაქტები, რომლებიც აუცილებელია, როგორც მოთხოვნის სწორი გაგებისათვის,


ასევე ზუსტი და დაწვრილებითი პასუხისათვის. ამასთან, თუ საჭიროება არსებობს,
შეიძლება თანდართული იყოს დოკუმენტების ასლები;

არასწორად განმარტებული კანონი კი შეიძება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების


აბსოლუტური საფუძველი.

4. სასამართლო გადაწყვეტილების, სააღსრულებო წარწერების ცნობა და


აღსრულება, ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენის ცნობა
და აღსრულება მათთან დაკავშირებული სამოქალაქო სარჩელის ნაწილში;
5. შესაბამისი ზომების მიღება სარჩელის უზრუნველსაყოფად და მოვალეთა
მოსაძებნად;
6. ექსპერტიზის ჩატარება;
7. მხარეთა მოწმეების დაკითხვა

საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში, მტკიცებულებათა შესახებ სამართლებრივ


ნორმები, შემდეგი საკითხების განხილვისას იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
კერძოდ:

1. მტკიცებულებათა დასაშვებობა;

2. მტკიცების ტვირთის განაწილება მხარეებზე;

3. მტკიცებულებათა განკუთვნადობა და შეფასება.

მტკიცებულებათა უზრუნველყოფა _ ესაა საპროცესო მოქმედება, რომელსაც


ასრულებს სასამართლო ან ერთპიროვნულად მოსამართლე იმ მიზნით, რათა
კანონით დადგენილი წესით დაამაგროს მტკიცებულებები სამოქალაქო საქმის
არსებითად განხილვის დროს მათი გამოყენებისათვის. ერთმნიშვნელოვნად
შეიძლება ითქვას, რომ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის აუცილებლობა
განისაზღვრება საქმის განხილველი მოსამართლის მიერ, ხოლო მისი განხორციელება
უკვე უნდა მოხდეს იმ ქვეყნის სასამართლოს დახმარებით, სადაც იმყოფება
აღნიშნული მტკიცების საშუალება, აუცილებელი ხდება მივმართოთ
სამართლებრივი დახმარების ინსტიტუტს.

 მტკიცებულებათა მოპოვება
როგორც წესი, შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე თხოვნის მიმღები
ხელშემკვრელი სახელმწიფო/მხარე თხოვნასთან დაკავშირებული საპროცესო და სხვა
მოქმედებების შესრულებისას ხელმძღვანელობს თავისი შიდა კანონმდებლობით. იმ
შემთხვევაში, თუ ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებით შეთანხმებულია/
შეთანხმდება ამ მოქმედებების შესრულების რაიმე პროცედურა, მაშინ ადგილობრივ
კანონმდებლობასთან მიმართებით სწორედ მას მიენიჭება უპირატესობა.

სამართლებრივი ურთიერთდახმარების ერთ-ერთი სახეა მტკიცებულებათა


მოპოვება. მტკიცებულებათა მოპოვებაში იგულისხმება მოწმის ჩვენებების,
ადმინისტრაციულ ორგანოებში დაცული დოკუმენტების, ექსპერტიზის დასკვნებისა
თუ ნებისმიერი სხვა დოკუმენტის ან სხვა სახის მტკიცებულების მოპოვება.
მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთ იურისდიქციაში მიმდინარე დავის
დროს საჭიროა მეორე იურისდიქციაში არსებული ქონების უფლებრივი
მდგომარეობის გარკვევა და შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტაციის გამოთხოვა.
მინსკის კონვენცია და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებები ცალკე არ
გამოყოფენ მტკიცებულებათა მოპოვების განსაკუთრებულ წესებს. ერთადერთი, რაც
ცალკე რეგულირებას ექვემდებარება, არის მინსკის კონვენციაში მოწმეთა და
ექსპერტთა გადაყვანის წესები, რომლებიც ასევე გათვალისწინებულია ორმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებშიც. მინსკის კონვენციის მე-9 მუხლი
ითვალისწინებს იმ მოწმეთა გარანტიებს, რომლებიც ერთი სახელმწიფოდან
გადავლენ მეორე სახელმწიფოში ჩვენების მისაცემად. გარანტიები, ძირითადად,
შეეხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმუნიტეტს და გადაყვანის
ხარჯებს. მსგავსი დებულებები გათვალისწინებულია უმეტეს ორმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებშიც. არსებული პრაქტიკით, მტკიცებულებათა
მოპოვება ექცევა მინსკის კონვენციისა და ორმხრივი საერთაშორისო
ხელშეკრულებების შესატყვისი იმ მუხლების მოქმედებათა სფეროში, რომლებიც
ზოგადად განსაზღვრავენ სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებს.
მტკიცებულებათა მოპოვებად შეიძლება ჩაითვალოს მინსკის კონვენციითა და
ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემდეგი
საშუალებები:

1. მოწმეებისა და ექსპერტების დაკითხვა და დოკუმენტების მოპოვება;

2. დიპლომატიური არხების მეშვეობით დოკუმენტების მოპოვება, მოქალაქეების


დაკითხვა, სხვადასხვა სასამართლო დავალების შესრულება;

3. მისამართებისა და სხვა მონაცემების დადგენა.

 უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა


უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობის საკითხს აწესრიგებს სკ-ის
68-ე და 69-ე მუხლები. ზოგადად, საქართველოს კანონმდებლობა ცნობს უცხო
ქვეყნის სასამართლოთა გადაწყვეტილებებს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც
მათი ცნობა არ ხდება. ეს შემთხვევები ჩამოთვლილია კანონის 68-ე და 69-ე
მუხლებში. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია 68.2 მუხლის `ბ) ქვეპუნქტი, რომლის
მიხედვითაც გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდა, თუ ის `ეწინააღმდეგება
საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ცნობილია, რომ რომელიმე
ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისი
ქვეყნის ტერიტორიაზე, ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება
მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოქმედებდეს სხვა ქვეყანაში, თუ ამ
უკანასკნელმა ის სცნო. მოახდინოს თუ არა სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოს
გადაწყვეტილების ცნობა, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, ამასთან
გადაწყვეტილების ცნობის დროს, ის არ უნდა შეიჭრას უცხო ქვეყნის სასამართლო
კომპეტენციაში.

უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა, პირველ რიგში ემსახურება


სამოქალაქო ბრუნვისა და მართლმსაჯულების საქმიანობის გამარტივებას. მოდავე
მხარისათვის მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ ერთი ქვეყნის სასამართლოში
შეტანილი სარჩელით ამოწუროს ყველა ის სადავო საკითხი, რომლითაც ის
მოპასუხეს ედავება. თანამედროვე სამოქალაქო ბრუნვა იმდენად რთულია, რომ
ხშირად სცილდება არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე ქვეყნის ფარგლებს. ამიტომ,
ხშირად სასამართლო გადაწყვეტილებაც აღსრულებას რამდენიმე ქვეყანაში
მოითხოვს. შესაბამისად, თუ რომელიმე უცხო ქვეყანა უარს იტყვის ამგვარი
გადაწყვეტილების აღსრულებაზე, მოდავე მხარე იძულებული იქნება, კონკრეტულ
საკითხთან დაკავშირებით შეიტანოს სარჩელი ამ ქვეყნის სასამართლოში, რაც
დამატების დროსა და ხარჯებს მოითხოვს.

უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებას სკ-ის 68.5 მუხლის თანახმად ცნობს საქართველოს


უზენაესი სასამართლო. კანონის თანახმად, ცნობაზე გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს უზენაესი სასამართლო (69.2 მუხლი). რაც შეეხება აღსრულების
საკითხს, კანონის 71.4 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილებას იღებს `საქართველოს
სასამართლო დადგენილების ფორმით“. რეალურად, მოცემული ფორმულირების
მაგივრად უნდა იკითხებოდეს „საქართველოს კომპეტენტური სასამართლო
დადგენილების ფორმით“. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და
აღსრულების საკითხი (თუ გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება), ერთი
შეხედვით თითქოს ურთიერთგანსხვავებულია, მაგრამ ისინი უერთმანეთოდ არ
განიხილება, როგორც ფორმალური თვალსაზრისით, ისე შინაარსობრივად. იმ
შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების ცნობასთან დაკავშირებული ფორმალობები,
რომელიც კანონის 68-ე მუხლით არის გათვალისწინებული, არ იქნა დაცული,
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებული უცხო ქვეყნის
სასამართლო გადაწყვეტილება, რომელშიც ასევე განცხადებულია გადაწყვეტილების
სავალდებულო აღსრულება, დამოუკიდებელი განჩინების სახით საერთოდ არ
გამოვა.

უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ


პრინციპებს:

1. უცხო ქვეყნის დაწესებულების კომპეტენტურობა;

სკ-ის 68.2 მუხლის `დ) ქვეპუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნის სასამართლო


გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი
დაწესებულება (სასამართლო) არაკომპეტენტური იყო. გამომდინარე აქედან,
პირველი, რაც უნდა გაარკვიოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ეს არის
გადაწყვეტილების გამომტანი უცხო ქვეყნის სასამართლოს კომპეტენტურობა. რაც
შეეხება იყო თუ არა ეს სასამართლო კომპეტენტური კონკრეტულ საქმესთან
დაკავშირებით, ამის გარკვევა არ ხდება. საქმე ის არის, რომ საქართველოს
კანონმდებლობა საერთოდ არ განიხილავს იმ კრიტერიუმებს, რომლის
საფუძველზეც უცხო ქვეყნის სასამართლო შეიძლება კომპეტენტურად ჩაითვალოს.
საქართველოს სამართალმა შეიძლება გამოიყენოს გერმანულ სამართალში
გაბატონებულ ე.წ. ასახვის პრინციპი, რომელიც გულისხმობს საქართველოს
უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობას მხოლოდ
მაშინ, როცა გადაწყვეტილების მიმღები უცხო სახელმწიფო დაწესებულებას,
საქართველოს კანონმდებლობით, შებრუნებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების
მიღების საერთაშორისო კომპეტენტურობა ექნებოდა. ასეთ დროს გადაწყვეტილების
მიმღები ქვეყნის დაწესებულების საერთაშორისო კომპეტენტურობა უნდა
შეესაბამებოდეს იმ გადაწყვეტილების ცნობით დაინტერესებული ქვეყნის
კანონმდებლობას.

2. გადაწყვეტილების საბოლოობა- ძალაშია შესული;

კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ის უნდა იყოს კანონიერ ძალაში
შესული, საბოლოო. საქართველო არ ცნობს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც
ბათილია. გადაწყვეტილების საბოლოობის, მისი ძალაში შესვლის საკითხი
განიხილება იმ ქვეყნის საპროცესო სამართლის მიხედვით, სადაც გამოტანილია ეს
გადაწყვეტილება.

3. უარის თქმის საფუძვლების არ არსებობა;

უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს ოთხგვარი: წინააღმდეგობა


მატერიალურსამართლებრივ საჯარო წესრიგთან, წინააღმდეგობა საპროცესო
საჯარო წესრიგთან, საპროცესო სამართლის ძირითადი პრინციპების დარღვევისას
და მრავალი გადაწყვეტილების კოლიზიისას. რაც შეეხება მრავალი
გადაწყვეტილების კოლიზიას, აქ ჩვენ საქმე გვაქვს კონკურირებად
გადაწყვეტილებებთან, რომელთა შორის უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ ქვეყნის
კომპეტენტური დაწესებულების გადაწყვეტილების ცნობას, რომელმაც პირველმა
მიიღო ეს გადაწყვეტილება. უარის თქმის საფუძველია, ასევე, 68-ე მუხლის მე- 2
პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება თუ ერთსა და
იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს
საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ერთ-ერთი
საქმე (ა-1867-შ-44-2010) ეხებოდა სწორად ამ გარემოებას, როდესაც საქართველომ არ
ცნო ქ.ვილნიუსის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან იმავე
მხარეებსა და იმავე დავის საგანზე ახალციხის რაიონულმა სასამართლოს მიერ
გამოტანილი იყო გადაწყვეტილება.

 განცხადების მიმართვა და წინაპირობები

უცხო ქვეყნის ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობაზე გამოტანილი საქართველოს


უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გამოდის დადგენილების ან
განჩინების სახით, თავისთავად მოიცავს განცხადებას მის აღსრულებაზე. სხვა მხრივ,
გადაწყვეტილების ცნობა არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ ფორმას.
გადაწყვეტილების ცნობა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და შესაბამისი ქვეყანა
ორმხრივი ხელშეკრულე- ბის ან მრავალმხრივი კონვენციის მონაწილენი არიან,
ხდება მის საფუძველზე. თუ არ არსებობს საერთაშორისოსამართლებრივი აქტი,
მაშინ, საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვე- ტილებას ცნობს
საერთაშორისო კერძო სამართლის კანონზე დაყრდნობით, ან კეთილი ნების
საფუძველზე. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყევტილების ცნობის შემდეგ
საქართველოს უზენაესი სასამართლო მის აღსასრულებლად იღებს
გადაწყვეტილებას დადგენილების ფორმით. ჩვეულებრივი ცნობისა და აღსრულების
პარალელურად, სა- ქართველოსაგან განსხვავებით, ზოგიერთი ევროპული სახელ-
წიფო იცნობს ცნობის განსაკუთრებულ, ე.წ. ექსეკვატურ პროცესს, რომელიც
გულისხმობს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობას, რომელსაც შემდგომში
მნიშვნელობა აქვს იმ სახელმწი- ფოს სასამართლოში არსებული პროცესისათვის,
რომელმაც ეს უცხოური გადაწყვეტილება უნდა ცნოს. მაგალითად, ავსტრიის
სასამართლოში არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს იმ პიროვნების
ნივთის საკუთრების უფლებას, რომელიც თავისი უფლებების დასაცავად ჩივის
საქართველოს სასამართ- ლოში. ასეთ დროს არსებობს მხარეთა განსაკუთრებული
ინტერესი, იმისათვის, რომ ავსტრიის სასამართლო გადაწყვეტილება (მთლიანად ან
ნაწილობრივ) ცნოს საქართველოს შესაბამისმა სასამართლომ. დავუშვათ, რომ
მოცემულ შემთხვევაში ცნობით შეიძლება დადგინდეს საკუთრების უფლება, რაც
დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე საქმესთან. აღნიშნულმა ცნობამ
საქართველოში მიმდინარე პროცესზე გარკვეული გავლენა შეიძლება იქონიოს და
შესაბამისი სამართლებრივი შედეგებიც გამოიწვიოს. მართალია, საქართველოს სკ
უშუალოდ არ აწესრიგებს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების
ამგვარ განსაკუთრებულ პროცესს, მაგრამ ჩვეულებრივი ცნობისა და აღსრულების
ფარგლებში შესაძლებელია ამგვარი პროცესის განხორციელება.
გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა იწყება მხარის მიმართვით, კერძოდ:
1. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ
გადაწყვეტილების მიღება შეიძება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მხარის
წერილობითი შუამდგომლობის აღძვრისა და განხილვის შედეგად.
2. შუამდგომლობის განხილვისა და გადაწყვეტის კომპეტენცია აქვს უზენაეს
სასამართლოს.
3. შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა. გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი
ბ. ქართული თარგმანი, დამოწმებული
გ. ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და აღსრულების აუცილებლობის
შესახებ.
თუ შუამდგომლობა არ შეიცავს საჭირო მონაცემებს და აუცილებელ დოკუმენტებს,
შეიძლება განმხილველმა სასამართლომ დანიშნოს ხარვეზის შევსების ვადა.
შუამდგომლობის განხილვისას ადგენს არსებობს თუ არა ცნობის გამომრიცხავი
საფუძვლები- 68.2.

 საჯარო წესრიგი
კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და
შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია
და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის
გარანტი. ამ პრინციპის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება კი, საჯარო
წესრიგის საწინააღმდეგოდ უნდა იქნეს მიჩნეული. (Nა-3984-შ-103-2013).
საჯარო წესრიგი - order public - უპირველეს ყოვლისა მატერიალურსამართლებრივი
კატეგორიაა, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს სამართლის იმ სფეროებთან,
რომლებიც იყენებენ მატერიალურ სამართალს; კონკრეტულად კი - საპროცესო სა-
მართალთან და კოლიზიურ სამართალთან. თავისთავად ეს დებულება არ
გამორიცხავს საპროცესოსამართლებრივ და კოლიზიურსამართლებრივ საჯარო
წესრიგის არსებობას, რომელიც ისევ და ისევ მატერიალური სამართლიდან
მომდინარეობს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, საჯარო წესრიგი, უპირველეს ყოვლისა,
მატერიალურსამართლებრივი კატეგორიაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-
ე მუხლი (მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი) გულისხმობს
გარიგების ბათილობას, “რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და
აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.” საჯარო
წესრიგთან მიმართებაში განიხილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე
(გარიგების ბათილობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო), 213-ე
(ინდივიდუალური საკუთრების გასხვისების დაუშვებლობა საერთო საკუთრების
შესაბამისი წილის გარეშე) მუხლები და ა.შ.
საპროცესოსამართლებრივი საჯარო წესრიგი გულისხმობს, ერთი მხრივ,
კონკრეტული საქმის ისეთ გადაწყვეტას, რომელიც არ ეწინააღმდეგება
მატერიალურსამართლებრივ წესრიგს და, მეორე მხრივ, თვით საპროცესო
სამართლებრივი საჯარო წესრიგს. საპროცესო სამართლებრივი პრინციპების
დაუცველობა საქმის წარმოებისას გავლენას ახდენს მატერიალური სამართლით
გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაზე. კოლიზიურსამართლებრივი
საჯარო წესრიგი თავისი შინაარსით ნეგატიური ხასიათისაა. ეს იმას ნიშნავს რომ
გამო- რიცხულია ლექს კაუზას მოქმედება, თუ ის საქართველოს საჯარო წესრიგს
ეწინააღმდეგება. რაც შეეხება საჯარო წესრიგის ფუნქციებს, ის შეიძლება
ნეგატიურიც იყოს და პოზიტიურიც. მისი ნეგატიური ფუნქციაა უცხო ქვეყნის
სამართლის გამოუყენებლობა, პოზიტიური ფუნქცია გულისხმობს უცხო ქვეყნის
სამართლის გამოუყენებლობის შემთხვევაში საქართველოს სამართლის გამოყენებას.
საჯარო წესრიგი შეიძლება იყოს ეროვნული, საერთაშორისო და ზეეროვნული
ხასიათის. საჯარო წესრიგის ამომწურავი დეფინიცია არ არსებობს, თუმცა იგი
სხვადასხვანაირად განიმარტება. ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, მასში
იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტალური პრინციპები, როგორიცაა
საკუთრების, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლებანი და აშ. საჯარო
წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული
მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს უპირველესად, სახელმწიფოსა და
საზოგადოების ინტერესებს. ნიუ-იორკის კონვენცია საჯარო წესრიგის განმარტებას
არ ახდენს, შესაბამისად, სახელმწიფო უფლებამოსილია საკუთარი პრინციპებიდან
გამომდინარე, საკუთარი საჯარო წესრიგი თავად განსაზღვროს
ეროვნული ანუ „შიდა“ საჯარო წესრიგი სახელმწიფოს მიერ ეროვნული
კანონმდებლობით აღიარებულ მორალისა და სამართლის ფუნდამენტურ
პრინციპებს მოიცავს. იმპერატიული ნორმების გათვალისწინება ქვეყნის
კანონმდებლობით ხდება, რათა დაცული იქნას სახელმწიფოს მიერ. საერთაშორისო
საჯარო წესრიგში იგულისხმება საერთაშორისო სამართლებრივი მორალისა და
კანონის სავალდებულო ნორმების ერთობლიობა. ეს არის მსოფლიოს
ცივილიზირებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი
პრინციპები, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. არსებობს კიდევ
ზეეროვნული საჯარო წესრიგი, რომელიც ზეეროვნულ სახელმწიფოთა
გაერთიანებაში ჩამოყალიბებული და იქ გაბატონებული სამართლის პრინციპებს
გულისხმობს. ასეთია, მაგალითად, ევროპის კავშირი, სადაც მოქმედებს ევროპის
სამართალი.

 სარკისებრი პრინციპი
უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას
მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების
ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი, სხვადასხვაა.
შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან
მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ
ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან
მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ.
„სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ
სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების
მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე. Nა-
4246-შ-126-2019-ის მიხედვით, სადაც მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებდა სკ-ის 68-ე
მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, კერძოდ,
უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ
უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება. მოწინააღმდეგე მხარემ
მიუთითა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი
დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის ( მინსკის
კონვენცია) 32-ე მუხლზე, რომლითაც წესრიგდება მშობელთა და შვილთა
სამართალურთიერთობა, აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის სანკტ-
პეტერბურგის კალინინის რაიონული სასამართლო ვალდებული იყო მინსკის
კონვენციის 22-ე მუხლის შესაბამისად, შეეწყვიტა საქმისწარმოება, რადგან
საქართველოში იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით
მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი, რაც ასევე წარმოადგენს საერთაშორისო
კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის
საფუძველს. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების
საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ
შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა
შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი
სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს
იურიდიული ინტერესი და ა.შ.

საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას


ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი
წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების
იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში
იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება
იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო
სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები,
რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად,
საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების
აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და
კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიოული შედეგი
უნდა გავრცერლდეს საქართველოში. საკასაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ
საცნობი გადაწყვეტილება განსაზღვრავს მხოლოდ არასრულწლოვანი ბაშვების
საცხოვრებელ ადგილს, შესაბამისად, გადაწყვეტილების მცნობი სასამართლო ვერ
გასცდება საცნობი გადაწყვეტილების ფარგლებს და ვერ დაადგენს ახალ
სამართლებრივ შედეგს.

გადაწყვეტილების მცნობი სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის


წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო
გადაწყვეტილებაზე.  

ამ მხრივ სახელმწიფოთა მიერ სხვა ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე უარის


თქმის საუკეთესო საშუალებად აღაირებულია დათქმა “საჯარო წესრიგის
შესახებ”.  გარდა ამისა, კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების ცნობაზე
უარის თქმის სხვა შემთხვევებსაც. ასე, მაგალითად, “საერთაშორისო კერძო
სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით:
გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება, თუ, ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ
კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის
კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა
გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო
დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ
დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის
სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ
ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეს
შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში
მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება
საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. 

სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი


დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის (ე.წ. „მინსკის
კონვენცია)  51-ე მუხლის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ამ
კონვენციით გათვალისწინებული პირობებით ცნობს და აღასრულებს სხვა
ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე გამოტანილ იუსტიციის დაწესებულებათა
გადაწყვეტილებებს სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე, ხოლო კონვენციის 53-ე
მუხლი კი, ითვალისწინებს, რომ შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი
აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის
კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. (№ა-2135-
შ-46-2015).

You might also like