Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ნინოწმინდის სათემო რადიო NOR-ის

ჟურნალისტს მზია ხმალაძეს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს პასუხი თქვენს მოთხოვნაზე

„ქალაქ ნინოწმინდის სათემო რადიო NOR-ის ჟურნალისტი, მზია ხმალაძე ამზადებს მასალას
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე, კერძოდ მადათაფის ტბაზე. როგორც იცით მადათაფის
ტბაზე არის პატარა დამბა, რომელიც დაზიანებულია. ამის გამო შემოდგომით და ზამთარს
მიახლოებულ პერიოდში ტბის ნაწილი შრება და ჭაობდება:
1. არსებობს თუ არა რაიმე პროექტი დამბის შესაკეთებლად, ან დაჭაობების პრობლემის

აღმოსაფხვრელად.
2. თუ არსებობს, რას მოიცავს იგი? და სად შეგვიძლია ვნახოთ.

3. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?“

პასუხი:

მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის, კლიმატის ცვლილებების შედეგი - ნალექების


სიმცირე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტბებში წყლის დონეზე. ამ რეალობის წინაშე დგას
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მრავალი ტბა. დაცული ტერიტორიების სააგენტო
პერიოდულად ახორციელებს ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტბების კვლევას,
შედეგების გათვალისწინებით კი, ხდება საჭირო ზომების მიღება.

გასულ წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, მადატაფას ტბაში წყლის


მარეგულირებელი დამბის მოწყობის მიზნით, შეისყიდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია, რომელიც დღეის მდგომარეობით, შესაბამისი საექსპერტო კვლევების
მიზნით, წარდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნულ ბიუროში.

You might also like