Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 6

ფორუმის ადმინისტრატორის გზამკვლევი

პრეამბულა:

ფორუმი აწყობილია სიზუსტით. გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეცდომები


დაშვებული არაა. თუ ხედავთ, რომ რაღაც არ მუშაობს, ე.ი ის ჩანაფიქრშივე არ უნდა მუშაობდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ცვლილება შესაძლებელია, საჭიროა იყოთ ყურადღებით.

ინსტრუქციათა გზამკვლევში განხილულია:

✓ ხალხის მენეჯმენტი
✓ როლის გაცემა ან ერთზე მეტი როლის ქონა
✓ ახალი ჯგუფის (როლის) შექმნა
✓ ლოგების ნახვა
✓ დახმარების სისტემა

ხალხის მენეჯმენტი

1. შევდივართ AdminCP-ში.
2. მომხმარებელთა სექციიდან ვირჩევთ Members.

3. მომხმარებელთა სიაში ვეძებთ სასურველ მომხმარებელს. (მარჯვნივაა ძებნის ველი; იქვეა


ფილტრებიც).
4. სასურველი მომხმარებლის პოვნის შემდეგ იტვირთება მისი სრული ინფორმაცია.
5. აქედან შეგვიძლია დავარედაქტიროთ მომხმარებლის ყველა პარამეტრი, შევუცვალოთ
როლი, დავადოთ ბანი და ა.შ

როლის გაცემა და ერთზე მეტი როლის ქონა

ზემოთ მოცემულ ფოტოს მარცხენა მხარეს ვხედავთ სექცია Groups და მის მარჯვნივ შემოხაზულ
სიტყვა „რედაქტირება“-ს. როლის შესაცვლელად ვაჭერთ მაგ ღილაკს.

ამ დიალოგში ზედა (აუცილებელ) ბოქსში ვსვავთ მომხმარებლის მთავარ და ძირითად როლს.


მაგალითად, თუ იგი უმცროსი ადმინისტრატორია მივცემთ Junior Administrator-ის როლს და
მორჩა, Secondary Roles-ში არ ვირჩევთ არაფერს. პირდაპირ ვაწვებით Save-ს.

ხოლო, თუ ტიპი ადმინისტრატორიცაა და სიტყვაზე, არალეგალური ფრაქციების მენეჯმენტი,


მხოლოდ ამ შემთხვევაში ვირჩევთ Illegal Faction Management-ს მეორეულ როლად, ხოლო ზემოთ
ვირჩევთ Administrator-ს. ანუ ტიპი ადმინისტრატორი იქნება + IFM. ერთი და იგივე როლი
ზემოთა და ქვემოთა დიალოგშიც არ უნდა მოვნიშნოთ. ზემოთ როლის მიცემაც საკმარისია.

ახალი ჯგუფის შექმნა

ჯგუფები არის იგივე როლები, მაგ. Guests, Lead Administrators, Members და ა.შ. ჯგუფებს
რედაქტირება არ სჭირდებათ, მაგრამ თუ ახალი ჯგუფის შექმნაა საჭირო, მიჰყვვით
ინსტრუქციებს:

1. შედით AdminCP-ში.
2. შედით მომხმარებლების სექციებიდან Groups-ში.
3. ახლა მოიფიქრეთ თქვენი ახალი ჯგუფი, მიმდინარე ჯგუფებიდან ყველაზე მეტად
რომელს შეესაბამება. მაგალითად გინდათ შექმნათ ჯგუფი, რომელიც ექნება Fire
Department-ის წევრებს. ამ შემთხვევაში როლებში უკვე დაგხვდათ Sheriff’s Dept.
Representatives (შერიფის წარმომადგენლები) როლი, ანუ გამოიყენებთ ამ როლს ახალი
როლის საფუძვლად.
4. ვაკოპირებთ მოქმედ როლს ახალ როლში.

5. ახლა დავიწყეთ ახალი როლის შექმნა ძველის საფუძვლით. ვუცვლით სახელსა და ფერს.
ძირითადი უფლებების შეცვლა არაა საჭირო თუ როლი სწორად ავარჩიეთ მესამე ეტაპზე.
6. ქვემოთ ვაჭერთ Save-ს.

ლოგების ნახვა

1. შედით AdminCP-ში.
2. მოხმარებელთა მენიუს ბოლოში აირჩიეთ რისი ლოგები გაინტერესებთ:
ადმინისტრირების თუ მოდერაციის.
3. შედით რომელიმეში და მარჯვნივ ზემოთ დაინახავთ ღილაკს: MODERATOR LOGS ან
ADMINISTRATOR LOGS ან ADMIN CP LOGINS (ადმინისტრატორის პანელში
ავტორიზაციის ლოგები).

დახმარების სისტემა

1. შედით AdminCP-ში.
2. დოლარის მენიუში შედით დახმარების მოთხოვნებში.
3. მანდაა მოცემული ყველა მოქმედი დახმარების მოთხოვნა. თვითონ სისტემა
გადათარგმნილია, ამიტომ მარტივი გასაგები უნდა იყოს მართვა.

ფორუმთა მართვა

1. შედით AdminCP-ში.
2. გახსენით ფორუმების სექცია. აქაა მოცემული ყველა ფორუმი, შეგიძლიათ შეუცვალოთ
სახელი, გადაადგილოთ იგი ან შეცვალოთ მასში უფლებები (ფორუმის გასწვრივ
ჩამოშალეთ ფუნქციები და იხ. Permissions.

You might also like