Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

გურამ გეგეშიძე: შურისძიება

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას

ძიება გვერდზე

ძიება საიტზე

შურისძიება

ყველა, ვინც ხედავდა იმ ბიჭებს ბაზარში, ერთად


მიმავალთ, ერთს წინ, უფრო მაღალს, ხმელ-ხმელს,
შუბლზე ჩამოყრილ მუქ წაბლისფერთმიანს და მეორეს
უკან, უფრო მსუქანს, ფუნჩულას, რომელსაც თეთრი,
ოდნავ ჭორფლიანი სახე და წითელი თმა ჰქონდა,
ხვდებოდა, რომ ესენი ძმები იყვნენ, ეს ბიჭები არ
ჰგავდნენ ერთმანეთს არც სიარულით, – უფროსი
წელში გამართული, მსუბუქად დააბიჯებდა, პატარა კი
დათვის ბელივით მიბაჯბაჯებდა, – არც კანის ფერით, –
უფროსი შავი იყო, – მაგრამ ისინი მაინც ჰგავდნენ
ერთმანეთს, იმდენად, რამდენადაც ყოველთვის
ჰგვანან ხოლმე ერთმანეთს ძმები და ყველა, ვინც
ხედავდა იმ დღეს მათ ბაზარში, ხვდებოდა, რომ ის
ბავშვები ძმები უნდა ყოფილიყვნენ. ზოგიერთებმა
იცოდნენ კიდეც, ვინ იყვნენ ეს ბავშვები. მათ
იცოდნენ, რომ ამ ბავშვებს მშობლები არა ჰყავდათ და
მოხუცი ბებია ზრდიდა. ბებია ძალზე მოხუცი იყო,
ძალზე მოტეხილი თავისი დარდით, და ბავშვები
ხშირად, თითქმის მთელ დღეს უსაქმოდ
დაწანწალებდნენ ქუჩებში. სასადილოს წინ ცარიელ
ყუთზე მჯდარმა გამხდარმა კაცმა, რომელიც
გამვლელ-გამოვლელს ათვალიერებდა, იმწამსვე იცნო
უფროსი ბიჭი. ის იცნობდა ამ ბიჭის მამას და ერთხელ,
დიდი ხნის წინათ, სანამ მამა მოუკვდებოდათ, ამ
კაცმა ნაყინი უყიდა უფროს ბიჭს, რომელიც მაშინ
ძალიან პატარა იყო და მამას ქუჩაში სასეირნოდ
გამოეყვანა. ეს იყო და ეს.

სასადილოს წინ მშიერი ძაღლები დაწანწალებდნენ


საჭმლის საძებნელად. ძაღლები დაძრწოდნენ
ცარიელ კასრებსა და ყუთებს შორის და მიწას
სუნავდნენ. ბიჭები იდგნენ ცოტა მოშორებით, ჭრელ–
ჭრელი საზამთროებით დატვირთულ ორთვალასთან,
რომლიდანაც ცხენი გამოეშვათ, მაგრამ აღვირით იყო
მიბმული იქვე, ორთვალას ბორბალზე და თავზე
თივიანი თოფრაკი ჰქონდა ჩამოცმული. ორთვალა
აყირავებული იყო და საზამთროების ნაწილი მიწაზე
ეყარა. ბებერი თეთრი ცხენი, რომელსაც წვრილ-
წვრილი ლურჯი ფორაჯები ჰქონდა მთელ ტანზე,
თივას ახრამუნებდა თოფრაკში. ორთვალის ქვეშ
საზამთროს ნარჩენები ეყარა, ირგვლივ ბუზები
ბზუოდნენ და ჰაერში ცხენის ჩენჩოსა და დამპალი
საზამთროს სუნი იდგა. ამ მყრალი სუნის გამო
ადვილად შეიძლებოდა შეგძულებოდათ საზამთრო.
ასე იყო ეს, მაგრამ ბიჭები იდგნენ და ინტერესით
უყურებდნენ მწვანე წინსაფრიან ცალხელა
გამყიდველს, რომელსაც მარცხენა ხელი
იდაყვსქვემოთ წაჭრილი ჰქონდა და მარჯვენა ხელში
გრძელი, პრიალა დანა ეჭირა. იგი ოსტატურად
ხმარობდა დანას: იღებდა საზამთროს, მარცხენა,
წაჭრილი ხელის იღლიის ქვეშამოიღებდა და გრძელი,
პრიალა დანით ლამაზად სერავდა ქერქს. ბიჭები
ინტერესით უყურებდნენ გამყიდველს. სასადილოს წინ
მჯდარი კაცი უყურებდა ბავშვებს და ფიქრობდა,
ეყიდა მათთვის საზამთრო თუ არა, რადგან საზამთრო
ახალი შემოსული იყო და ჯერ კიდევ საკმაოდ ძვირი
ღირდა. შემდეგ უფროსმა ბიჭმა შემთხვევით მოიხედა
და დაინახა სასადილოს წინ მჯდარი კაცი. ბიჭი
დააკვირდა კაცს, და ამ დროს კაცი წამოდგა ყუთიღან
მტკიცე გადაწყვეტილებით, მისულიყო ბავშვებთან და
ეყიდა საზამთრო, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ
გადაიფიქრა. „ეჰ, ეს ბავშვები, სულ ერთია, არ
მიცნობენ, რას მიხვდებიან, რომ მაგათი მამის
ამხანაგი ვარ“, – ამ ფიქრით მობრუნდა იგი და
სასადილოში შევიდა, სადაც დაასხმევინა
დახლიდარს ერთი ჭიქა არაყი და საკუთარ თავზე
გულგატეხილმა დალია. მან დადგა ჭიქა და
ამოიოხრა:•–„ეჰ!..“

ეს იყო და ეს.

ბიჭები გამოვიდნენ ბაზრიდან და მექუდის


ფარდულთან შეჩერდნენ. მექუდის ფარდული ბაზრის
შესასვლელთან იდგა. დახლზე იდო მრგვალი სარკე,
რომელშიც ქუდის მყიდველს შეეძლო დაენახა თავისი
თავი. კედელზე მიჭედებულ ლურსმნებზე ეკიდა
ახლადშეკერილი ქუდები. რომელთაც უთოსაგან
არასასიამოვნო სუნი ასდიოდათ. ბიჭები იდგნენ
მექუდის ფარდულთან და ხარბად, უყურებდნენ
ტროტუარზე მჯდარი ბოშა ქალის შავ ძუძუს, რომელსაც
იგი ბავშვს აწოვებდა. ქალსა და ბავშვსაც თავი
ყვითელი ნაჭრით ჰქონდათ წაკრული. ბოშა ქალს
კისერზე ყვითელი, ბრჭყვიალა, მრგვალი ლითონები
ეკიდა მძივების მაგიერ და ყურის ბიბილოებშიაც
ოქროსფერი რგოლები ჰქონდა გაყრილი. როცა ბოშა
ქალი თავს ატრიალებდა და გამვლელ-გამოვლელს
ეძახდა „მარჩიელი-მარჩიელიო“, რგოლები აქეთ-იქით
ქანაობდა. ბოშა ქალი ბავშვს ძუძუს აწოვებდა და თან
იაფფასიან პაპიროსს წევდა. ხალხი დადიოდა
ტროტუარზე მჯდარი ბოშა ქალის წინ, ზოგი,
სანოვაგით დატვირთული, სახლისაკენ მიიჩქაროდა,
ზოგი ახლა მიდიოდა ბაზარში, ბაზრიდან კი ყაყანი
ისმოდა. ბოშა კაცი, ბოშა ქალის ქმარი ან ბიძა,
რომელსაც გრძელი შავი ულვაში ჰქონდა, თავზე
ფაფახი ეხურა და შუა თითზე ოქროს ბეჭედი ეკეთა,
გასაყიდად გამოტანილ რკინის ჯაჭვებს ალაგებდა
მიწაზე ერთმანეთის გასწვრივ და უშლიდა ხალხს
ქუჩაში წესიერად გავლას ქუჩაში წესიერად გავლა
ისედაც არ შეიძლებოდა.

მერე უფროსი ბიჭი მივიდა მექუდის დახლთან და


სარკეში ჩაიხედა. უმცროსი სარკეს ვერ სწვდებოდა,
ამიტომ დახლს მოეჭიდა, ძლივძლივობით აძვრა
სარკესთან, ჩაიხედა შიგ და ჩამოხტა ძირს. ამის
შემდეგ უფროსმა ბიჭმა პაპიროსი იყიდა
მეპაპიროსესთან და მერე ორივენი წამოვიდნენ
ბაზრიდან გრძელი, მოასფალტებული ქუჩით. აქა-იქ
ქუჩაში გუბურები იდგა, რადგან წინა დღით წვიმდა•
წყალი უკვე შრებოდა• ახლა მოღრუბლული დღე იყო,
მაგრამ ხანდახან, როცა მზე გამოანათებდა, მწარედ
ცხელოდა. ქუჩის ორივე მხარეს თხრილები იყო,
თხრილების იქით ტრიფოლიატის ღობეები, ღობეებს
იქით, ეზოების სიღრმეში სახლები იდგა, წინ კი
თავწახრილი ღორები მიდიოდნენ ღრუტუნით. ქუჩის
ბოლოს თეთრად შეღებილი ქვის სახლი მოჩანდა
ბიჭები თეთრ სახლამდე აღარ მოსულან, მარჯვნივ
შეუხვიეს და ჩუმად განაგრძეს გზა. ისინი არც ერთხელ
არ დალაპარაკებიან ერთმანეთს, რადგან
ერთმანეთთან სალაპარაკო არაფერი ჰქონდათ.
მოდიოდნენ ერთად, თითქოს რაღაც უხილავი ძაფით
გადაბმულები; უფროსი წინ, მას მოკლე ტრუსი და
გამოსუნებული მაისური ეცვა. უმცროსი უკან,
შედარებით განიერი ტრუსი ეცვა, რომელიც შეიძლება
არც იყო მისი. მიდიოდნენ ერთად, მაგრამ ისე,
თითქოს ვერც ამჩნევდნენ ერთმანეთს, თითოეული
თავისთვის, თავის ფიქრებში წასული. ასე ხშირად
დადიან ძმები, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარები
არიან.

და აი, ისინი მიდიოდნენ. მიდიოდნენ და უცებ ქუჩის


პირას მდგარი ორსართულიანი აგურის სახლის
აივნიდან ბავშვების ჟრიამული გაიგონეს. მერე
აივანზე დაინახეს უფროსი ძმის ტოლი ბიჭები. ის
ბიჭები წუწავდნენ ერთმანეთს წყლით და მათთან
ერთად იყო სულ ცოტათი უფრო დიდი გოგო, ლამაზი
გოგო, რომელიც ეხვეწებოდა ბიჭებს, არ შემასხათ
წყალიო, მაგრამ ბიჭები გოგოსაც წუწავდნენ, არ
ინდობდნენ და გოგო კიოდა. უფროს ძმას რატომღაც
აღიზიანებდა იმ გოგოს კივილი. ამავე ეზოს რკინის
ჭიშკართან გრძელხალათიანი სქელი ქალი იდგა,
ხელში ცარიელი ვედრო ეჭირა და როცა ძმები
ხალათიან სქელ ქალს გაუსწორდნენ, ქალმა
დედობრივი, ტკბილი ხმით სთხოვა უფროსს:

– ბიჭიკო, თუ ღმერთი გწამს, წყალი მოვიტანე!

მაგრამ ბიჭი არ გაჩერდა და თავაზიანად უპასუხა:

– არ მწამს, დეიდა, ღმერთი...

და შემდეგ გაიგონა ზურგს უკან ქალის წყევლა:

– დასწყევლოს ღმერთმა შენი თავი, რა უზრდელი ხარ,


ვისიცა ხარ... და შემდეგ ფლოსტების ფლატუნი, როცა
ქალი გადადიოდა ქუჩის მეორე მხარეს, ონკანისკენ
და შემდეგ ისევ ტკბილი, დედობრივი ხმა:

– შენ მოვიტანე, დედიკო, წყალი, შენი ჭირიმე...

უფროსი ბიჭი მობრუნდა. მან დაინახა, როგორ შეაჩეჩა


სქელმა ქალმა ცარიელი ვედრო უმცროს ძმას და
იმანაც მორჩილად გამოართვა, უსიტყვოდ, თვითონ კი
ვედროზე თითქმის უფრო პატარა ონკანისკენ
წაჩანჩალდა. უფროსი ბიჭი უცბად აენთო. მიირბინა
თავის ძმასთან, გამოსტაცა ვედრო ხელიდან და
თხრილში გადაისროლა. შემდეგ წამოარტყა თავში და
წინ გაიგდო.

– წამოეთრიე აქეთ! – დაიღრიალა მან.

– აი, შე ჯიბგირო, ჯიბგირო! – აყვირდა სქელი ქალი, –


უყურეთ ამ ჯიბგირს, რას ბედავს, ჯიბგირი!..

– წადი, შენს შვილებს მოატანინე წყალი, – მიაძახა


ბიჭმა ქალს, – პატარა ბავშვს უნდა წელი მოსწყვიტოს.

მერე ის მიდიოდა, უკან არ იხედებოდა და თანდათან


უფრო შორიდან ესმოდა სქელი ქალის ყვირილი და
კმაყოფილი იყო თავისი საქციელით. ის მისჩერებოდა
თავისი პატარა ძმის ჭუჭყიან ქუსლებს და სადღაც
გულის სიღრმეში ბუნდოვნად გრძნობდა, რომ
თავიდანვე გამოიცნო ამ ქალის ხასიათი. ბუნდოვნად
გრძნობდა, რომ სწორედ ამით იყო ასე კმაყოფილი.
„ეს ქალი ზედმეტი ჭამისაგანაა გასუქებული და არა
ავადმყოფობისაგან“, – ფიქრობდა ის.

ასფალტი და ეზოები მოთაედა, უკან დარჩა. ბიჭები


მიჰყვებოდნენ მტვრიან შარაგზას მინდვრებს შორის.
ახლა ისევ უფროსი მიდიოდა წინ, უმცროსი უკან. გზის
მარჯვენა მხარეს მიტოვებული სამჭედლო იდგა. ეს
იყო ირიბად გადახრილი, ნახევრადწაქცეული ქოხი,
რომელსაც ისლის სახურავი გადამძვრალი ჰქონდა.
ქოხის ირგვლივ უსარგებლო ჯართი ეყარა.
მოშორებით, გზის პირას მაღალი, თეთრი ვერხვები
იდგა და ფრიალებდა. ბიჭებმა ჩაუარეს ქოხს, ჩაუარეს
ვერხვებს, გაიარეს კიდევ ცოტა მანძილი და
მდინარესთან მივიდნენ. უფროსი ბიჭი გაჩერდა
ხიდზე და წყალს დააკვირდა. წყალი იყო მღვრიე,
ყვითელი. უმცროსი შორიახლო დადგა. ის უყვებოდა
თავის ძმას, რომელიც ჩაფიქრებული დასცქეროდა
მდინარეს და მოუთმენლად იცდიდა, მან იცოდა, რომ
ახლა ჩაუხვევდნენ მარჯვნივ და გაჰყვებოდნენ
ბილიკს, რომელიც საბანაოზე მიიყვანდა მათ.
საბანაოზე ყოველთვის იყვნენ ბიჭები, დილიდან
საღამომდე. ყველაზე ადრე მოსულები შუაღღემდე
რჩებოდნენ იქ. შუაღღეზე უკანსკნელად ჩადიოდნენ
წყალში, მერე წყლიდან ამოვიდოდნენ და ნაპირზე
ხტუნაობით შრებოდნენ. შემდეგ იცვამდნენ და
მიდიოდნენ. როცა ისინი მოდიოდნენ, აქ უკვე იწვა
სილაში უფრო გვიან მოსული ორი-სამი ბიჭი. მათი
წასვლის შემდეგ კიდევ მოდიოდა რამდენიმე. ეს
ყოველთვის ასე იყო. ახლა ისინი გორაობდნენ მზეზე
და ხანდახან ბანაობდნენ. მერე მათი წასვლის დროც
დგებოდა. როცა ესენი მიდიოდნენ, საბანაოზე
ბრუნდებოდნენ ის ბიჭები, რომლებიც დილით იყვნენ
აქ. ამასობაში მზე დასავლეთისკენ იხრებოდა,
იცვლებოდა წყლის ფერი, თანდათან გრძელდებოდა
ხეთა ჩრდილები. საღამო ხანს ის ბიჭები, რომლებიც
დილით იყვნენ საბანაოზე, მერე წავიდნენ და ისევ
დაბრუნდნენ, იცვამდნენ და საბოლოოდ მიდიოდნენ.
მათ მაგიერ ახლა სხვები მოდიოდნენ და დიდხანს,
დიდხანს ბანაობდნენ, მანამ, სანამ სრულებით
დაბინდდებოდა, წყალი გაცივდებოდა და ბანაობასაც
ხალისი დაეკარგებოდა. ბიჭები დგებოდნენ, ზანტად
იცვამდნენ და მიდიოდნენ შინ, რომ მეორე დილით
ისევ მოსულიყვნენ საბანაოდ. ასე იყო ეს ყოველთვის.
აქ იყო დაწესებული ერთგვარი მორიგეობა, რომელსაც
არავინ მეთვალყურეობდა, არავინ
ხელმძღვანელობდა, მაგრამ მაინც თავისუფლად
ხორციელდებოდა. საბანაოზე ყოველთვის იყო ვიღაც.
შუადღეზე კი იქაურობა სავსე იყო ცამეტ-თოთხმეტი
წლის ბიჭებით. უფრო დიდი ბიჭები ქვემოთ
ბანაობდნენ, სადაც წყალი შედარებით ღრმა იყო და
მდინარე უფრო ფართო. აქ კი იყო მოსამზადებელი
კლასი, ქვემო საბანაოში გადასასვლელად.

და აი ასე, დღიდან დღეშდე• კვირიდან კვირემდე,


თვიდან თვემდე, მთელი ზაფხულის განმავლობაში,
მანამ. სანამ საგრძნობლად არ აგრილდებოდა, პატარა
ბიჭები თავს იყრიდნენ აქ, როგორც ინგლისელი
ჯენტლემენები თავიანთ კლუბში და, ერთობოდნენ.
ისინი საუბრობდნენ ათას რამეზე, იმაზე, თუ ვის
როგორი ხეხილი უდგას ეზოში, იმაზე, თუ ვინ რამდენი
თევზი დაიჭირა, ან რამდენი ჩიტი მოჰკლა
შურდულით. საუბრობდნენ ჩხუბზე, კინოზე, უფროს
ბიჭებზე, გოგოებზე, ეს ყველაზე უფრო საინტერესო
იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიჭები ტიტლიკანა
იწვნენ სილაში და მზე ზურგს უხურებდათ; ერთი
მათგანი, ისიც სილაში წამოწოლილი, ჰყვებოდა,
როგორ დაიმალა წინადღით ნაწისქვილართან
ბუჩქებში და როგორ უყურა ტიტლიკანა გოგოების
ბანაობას. დანარჩენები გატრუნულები, მორიდებული
და დაძაბული ღიმილით ხარბად უგდებდნენ ყურს,
რომ არაფერი გამოპარვოდათ, თან ცდილობდნენ, არ
გამოემჟღავნებინათ თავიანთი ცნობისმოყვარეობა.
ის კი დაწვრილებით, თანმიმდევრულად ყვებოდა
ყველაფერს; დანარჩენები ჩუმად უსმენდნენ, არ
უნდოდათ შეეშალათ მთხრობლისათვის, მაგრამ
ბოლოს ვიღაც ვეღარ ითმენდა და აკანკალებული,
აღელვებული ხმით, რომელიც საცაა უნდა ჩაწყდეს,
კითხულობდა:

– სულ ტიტველები იყვნენ?

– სულ ტიტველები! – იყო პასუხი და თხრობა


წყდებოდა და იმავე წუთში, ბიჭები უცბად
გაათკეცებული ძალით, მტერზე თავდასასხმელად
გამზადებული პაპუასებივით, საშინელი წივილითა და
ყვირილით, წამოიშლებოდნენ ხოლმე და პირდაპირ
თავით ეშვებოდნენ წყალში და წუწავდნენ
ერთმანეთს, აყურყუმალავებდნენ, ყირაზე
დგებოდნენ, იცინოდნენ, ყვიროდნენ, ღრიალებდნენ,
და უკიდურესობამდე მისულნი, გაშმაგებით უშენდნენ
მკლავებს წყალს. მერე იღლებოღნენ,
წყნარდებოდნენ, ამოდიოდნენ ნაპირზე და სილაში
წვებოდნენ. ახლა უკვე შეიძლებოდა მშვიდად
დასვენება მზის გულზე. ისინი იწვნენ მზეში და
პაპიროსს აბოლებდნენ.

ასე იყო ყოველთვის საბანაოზე და პატარა ბიჭმა


იცოდა, რომ დღესაც ასე იქნებოდა. მას უნდოდა იქ
წასვლა. გოგოებზე საუბარი აინტერესებდა. მას
მოსწონდა, როგორ ხტებოდნენ ბიჭები წყალში და
როგორ ცურაობდნენ. თვითონ ცურვა არ იცოდა და
ამიტომ ძალიან უყვარდა ყურება, როგორ ცურაობდნენ
სხვები. ის უცდიდა ძმას, რომელიც ხიდთან იდგა და
წყალს ჩასცქეროდა, მერე კი გადავიდა ხიდზე და
მდინარის მეორე ნაპირას ლერწმებში მიიმალა.
პატარა ბიჭი არ ელოდა ამას, რადგანა საბანაო გზა
აქეთ ნაპირზე იყო, მაგრამ აღარ უფიქრია და სწრაფად
მოჰკურცხლა უკან. და შეძვრა ლერწმებში თავისი
ძმის კვალდაკვალ. მას ეშინოდა ლერწმებში
სიარულისა და ამიტომ ცდილობდა მალე დაწეოდა
ძმას. მერე ისინი ტალახში მიაბიჯებდნენ. აზელილი
ტალახი გამაღიზიანებლად მოძვრებოდა ფეხის
თითებს შორის, ფეხი სრიალებდა. ყოველი ნაბიჯის
გადადგმის შემდეგ ისმოდა ტალახის
გულისგამაწვრილებელი ტყლაპუნი. ისინი მიდიოდნენ
ტალახში ტყლაპუნით და, როცა ტალახი მოთავდა,
უფროს ძმას ფეხში ეკალი შეერჭო. სანამ ეკალს
ამოიღებდა ფეხიდან, პატარა წინ წავიდა. მან გაიარა
ბუჩქები და დაინახა მდინარე ლერწმებსა და ბარდებს
შორის. ბიჭი გაძვრა ბალახებში, რომელიც თითქმის
ფარავდა მას და მდინარის ნაპირზე გაჩერდა.
მდინარე აქაც მღვრიე და ყვითელი იყო. იქითა
ნაპირზე მზეზე წამოწოლილიყვნენ ნაბანავები ბიჭები
და შრებოდნენ. იქითა ნაპირი უფრო მაღალი იყო.
აქეთა ნაპირზე, ზედ წყლის პირას, ერთმანეთის
გვერდით იდგა ტირიფის ხეები. ტირიფის
ჩამოძენძილი გრძელი ტოტები ცურავდა ჭუჭყიან
წყალში, ხოლო ხეების უკან მაღალი ბალახი და
ლერწმები იყო, სადაც წყალი არ იდგა; მიწა ფუყე იყო.
ყოველივე ამის გამო ბიჭები საბანაოდ იქითა ნაპირზე
მიდიოდნენ ხოლმე. ახლაც იწვნენ ქვიშაში
ტიტლიკანები, ტალახიანები და მისჩერებოდნენ
მოპირდაპირე შამბნარიან ნაპირს, საიდანაც წეღან
პატარალ წითელთმიანი ბიჭი გამოძვრა და ახლა
წყლის პირას იდგა.

–არიქა, რიჟა მოვიდა, რიჟა! – ატეხეს უცბად ყვირილი


ქვიშაში წამოწოლილმა ბიჭებმა და კისრისტეხით.
წამოიშალნენ. მათ დაუწყეს სველი სილისაგან
სახელდახელოდ გაკეთებული გუნდების სროლა
იქითა ნაპირზე მდგარ პატარა ბიჭს. ბიჭი მოიკუზა და,
სანამ ხეების უკან, მაღალ ბალახში დაიმალებოდა,
ერთი გუნდა კისერში მოხვდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია,
ჩუმად შეძვრა ბალახებში. სწორედ ამ დროს ბილიკზე
გამოჩნდა მისი ძმა, რომელიც უჩუმრად,
წითელკანიანების მზვერავივით გამოძვრა მაღალ
ბალახიდან და ნაპირზე გამოვიდა. ერთი გუნდა
იმასაც მოხვდა მკერდზე და იმწამსვე, როგორც კი მას
მოარტყეს, გუნდების სროლა შეწყ– და.

– ნოდარა! – დაიძახა უფროსმა ბიჭმა, – გამოვალ•


მანდეთ და ცხვირ-პირი დაგენაყება!..

– შენთვის არ მინდოდა! ––წვრილი ხმით დაიძახა


იქითა მხრიდან ნოდარამ, გამხდარმა, თხელმა ბიჭმა.

– სულ ერთია!

– შენთვის არ მინდოდა, რა იყო, რა?! –


სასოწარკვეთილი ხმით დაიძახა ნოდარამ და მიწაზე
დაჯდა. დანარჩენებიც მიწყნარდნენ. მერე პატარა,
წითელთმიანი ბიჭიც გამოძვრა საფარიდან და იქითა
მხარეს ქვა ისროლა. ქვა ვიღაცას მოხვდა თავში და
გაისმა ბღავილი.

– ქვებს ნუ ისვრი, შე რიჟა მამაძაღლო! – დაიძახეს


გაბრაზებულმა ბიჭებმა, მაგრამ იმან კიდევ ისროლა
ერთი ქვა, რომელიც არავის არ მოხვედრია.

–რეზიკო, უთხარი, ქვებს ნუ ისვრის! – დაიძახეს


ბიჭებმა. ქვებს ნუ ისვრი,
– უთხრა უფროსმა ბიჭმა, რეზიკომ, თავის ძმას.

– აბა რატომ მეძახიან რიჟას?

–რიჟა ხარ და აბა, რა დაგიძახონ?!

უფროსი წინ წამოვიდა. ის ზედწყლის პირას გაჩერდა.


წელს ზემოთ ტიტველი იყო. ხშირი ბანაობისა და
მზეზე ხშირად ყოფნისაგან ტყავგადამძვრალი ზურგი
უშნოდ მოუჩანდა. პატარა იქვე იდგა... წელს ზემოთ
ისიც ტიტველი იყო. ეს იყო ნაზი, ფუნჩულა ბიჭი,
დაახლოებით ექვსი-შვიდი წლისა. მორცხვი,
ცისფერთვალება და ლოყაწითელი... მას ჰქონდა
თეთრი ქათქათა ტანი, რომელსაც მოუვლელობა
ძალზე ეტყობოდა. ის ბევრ ადგილას იყო დაკაწრული,
გარდა ამისა, ფართო, ჭუჭყიანი ლაქები აჩნდა
მკერდზე და კისერზე, რაც თვალში ძლიერ გეცემოდათ
იმისი ტანის სითეთრის გამო. მუხლს ქვემოთ, შიშველი
ფეხები შემხმარი ტალახით ჰქონდა დასვრილი.
ყოველივე ეს არ ეხამებოდა ამ ბავშვის სინაზესა და
ფაქიზ გარეგნობას. ის იდგა თავისი ძმის უკან
ტირიფებს შორის, მაღალ, ხმელ ბალახში და ხელები
ზურგს უკან დაეწყო. უფროსი ძმა ჭუჭყიანი წყლით
მკერდს იბანდა ტალახის მოსაცილებლად. ჭუჭყიანი,
ტალახიანი წყლის წვეთები წურწურით ჩამოსდიოდა
მკერდიდან მუცელზე, ტრუსზე და იქიდან ზოლებად
ედინებოდა ფეხებზე.

– რეზიკო, პაპიროსი მოიტანე? – დაუძახეს მას ბიჭებმა.

ახლა ის გამართული იდგა და სველ ხელს მკერდზე


ისვამდა. ჭუჭყიანი წყლის წვეთები ისევ მოცურავდნენ
მუცელზე, იქიდან შიშველ ბარძაყებზე.

– მოვიტანე, – დაიძახა რეზიკომ.

მერე წყალში შევიდა.

გახარებული ბიჭები მომავალი სიამოვნების


მოლოდინში ყვიროდნენ, ცქმუტავდნენ, ზოგიერთები
კი ისევ სილაში გაგორდნენ. ესენი იყვნენ ცამეტ–
თოთხმეტი წლის ბიჭები.

როცა რეზიკო წყალში შევიდა, მარცხენა ხელში


პაპიროსის კოლოფი ეჭირა (მარცხენა ხელი ზემოთ
ჰქონდა აშვერილი, პაპიროსი რომ არ
დასველებულიყო, ხოლო მარჯვენით წყალს სჭრიდა
წონასწორობის დასაცავად, რადგან ამ ადგილზე
თუმცა დინება სწრაფი არ იყო, წყალი ყელამდე
სწვდებოდა). ნაპირზე მჯდარმა ნოდარმა ჩუმად
აკრიფა ტანსაცმელი და ტიტლიკანამ სწრაფად.
მოუსვა.

– ნოდარა არ გაუშვათ, დაიჭირეთ! – დაიძახა რეზიკომ


წყლიდან, მაგრამ გვიანღა იყო. ნოდარა რაც ძალი და
ღონე ჰქონდა, გარბოდა და ახლა მას ვეღარავინ
წამოეწეოდა. რამდენიმე ბიჭი მაინც გამოედევნა,
მაგრამ ისინი წინასწარ დარწმუნებულები იყვნენ,•რომ
ვეღარ დაეწეოდნენ და ამიტომ გულმოდგინედ არც
დასდევნებიან. სულ მალე მდევრები უკან
დაბრუნდნენ, ტიტლიკანა ნოდარი კი გზისკენ
გარბოდა. რეზიკო ნაპირზე გამოვიდა, პაპიროსი და
ასანთი ქვიშაზე დაყარა და ბრაზით თქვა:

–თქვენ კაცმა არც უნდა მოგაწევინოთ...

მერე სველი ტრუსი გაიძრო და ქვაზე გადაფინა.

სილაზე წამოგორებულმა ბიჭებმა პაპიროსის კოლოფი


გახსნეს და სათითაოდ გააბოლეს. რეზიკო მათ თავზე
ადგა და ჯერ არ ეწეოდა. ის იყურებოდა მეორე
ნაპირისაკენ, სადაც მისი პატარა წითელთმიანი ძმა
მიიკვლევდა გზას ლაქაშებში. იქ მუდამ მყრალი
წყალი იდგა, ხშირად ყიყინებდნენ ბაყაყები და
მიწაზე ბინძურ ბუჩქებს შორის დაძვრებოდა
სხვადასხვა ზომის, წითელ-წითელი ჭაობის გველები.
პატარა ბიჭი მიჰყვებოდა მდინარეს სათავისკენ,
საითაც მდინარის კალაპოტი უფრო ვიწრო იყო, არც
წყალი იყო ასე ღრმა და მისი წითელი თავი
დროდადრო გაიელვებღა შამბნარში. მერე იგი მთელი
ტანით გამოჩნდა მდინარის ნაპირას. რეზიკომ
დაინახა, როგორ შევიდა იგი წყალში ფრთხილად,
შიშით, მერე ისევ ამოვიდა ნაპირზე, გაიქცა კიდევ
უფრო ზემოთ, სადაც, ალბათ, დაბალი იყო წყლის
დონე, ისევ შევიდა; წყალში ფრთხილად,
აუჩქარებლად, მიაღწია მდინარის შუაგულს, აქ დინება
ყველაზე უფრო ჩქარი იყო და წყალი მხრებამდე
სწვდებოდა ბავშვს, გამოსცდა მდინარის შუაგულს,
სწრაფად გამოვიდა ნაპირზე და სირბილით გამოსწია
ქვიშაში წამოწოლილი ბიჭებისაკენ, მდინარის აქეთა
მხარეს. რეზიკო დაჯდა და პაპიროსი გააბოლა.

არავის შეუმჩნევია პატარა ბიჭის მოსვლა საბანაოზე.


ის მივიდა და მოშორებით ჩამოჯდა ქვაზე.

– ტრუსი გაიხადე და გაფინე მზეზე, – უთხრა რეზიკომ.

ახლა დანარჩენებმაც მიიხედეს მისკენ და დაინახეს


მორცხვად მჯდარი ბიჭი. ის იჯდა, როგორც სახლიდან
პატრონს წამოყოლილი ლეკვი, მორიდებით, ოდნავ
უხერხულად და ამავე დროს კმაყოფილი იმით, რომ აქ
არის. ერთმა პაპიროსი აიღო და მიაწოდა.

– მოწიე, რიჟა, შენც, არ გინდა?

– ეგ არ ეწევა, – თქვა რეზიკომ.

– მე არ ვეწევი, – თქვა რიჟამ.

ეს იყო და ეს.

და აი, ასე, ისხდნენ ბავშვები მდინარის პირას,


ბანაობდნენ, შემდეგ ამოდიოდნენ წყლიდან და
შრებოდნენ, ისევ ჩადიოდნენ წყალში, ისევ
შრებოდნენ, პაპიროსი სულმთლიანად მოსწიეს,

You might also like