სამართალმცოდნეობა ციცი თევზაძე

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

1) ხელისუფლების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და მათი

ურთიერთობებისათვის. თუ არსებობს სახელმწიფო, არსებობს პოლიტიკა. მოდერნული


სახელმწიფო დაფუძნებულია ცივილიზებულ, კეთილგონიერ საზოგადოებაზე. მათი მიზანი
წარმოადგენს კეთილდღეობის ჩამოყალიბებას და მშვიდობის დამყარებას. ინგლისელი
ფილოსოფოსი, თომას ჰობსი, მიიჩნევს, რომ ადამიანი არ არის პოლიტიკური ცხოველი, არამედ
პოლიტიკა გარდაქმნის ცხოველს პიროვნებად. ჰობსის აზრით, იქ, სადაც ადამიანს აქვს
აბსოლუტური თავისუფლება, ვერ იარსებებს სახელმწიფო, რადგან მუდმივად მიმდინარეობს
ომი. ადამიანი როდესაც არის ბუნებით მდგომარეობაში, სადაც არ არის კანონები, არ არსებობს
ზღვარი, დაუცველია, რადგან ყველა ცდილობს დაეპატრონოს პირობითად მის ქონებას, რაც
საბოლოოდ საფრთხეში აგდებს სიცოცხლეს. სწორედ ამას ამბობს, რომ პოლიტიკის და
ზოგადად სახელმწიფოს არსებობა მნიშვნელოვანია, რათა ქაოსმა არ მოიცვას მთლიანი
საზოგადოება. თუ გვინდა არსებობდეს ჯანსაღი სახელმწიფო, უნდა არსებობდეს
სამართლიანობა. სადაც მუდმივი კონკურენცია მიმდინარეობს ინდივიდებს შორის,
მოდერნული სახელმწიფო ვერ იარსებებს. როდესაც გვსურს გაგვაჩნდეს თანამედროვე
ინსტიტუტი, აუცილებლად უნდა იქნას დაცული თითოეული ადამიანის უფლებები.
ამავდროულად საუბრობს რელიგიაზეც, რომელშიც ის ხედავს ორ წარმომშობ ძალას. პირველი
არის ადამიანის სურვილი, მიაღწიოს სიამოვნებას და მაქსიმალურად თავიდან აირიდოს
ტკივილი. მეორე კი არის უმეცრება. როდესაც იბადება შიშები ადამიანებში, იბადება ღმერთის
მნიშვნელობაც, რაც ერთგვარი ნუგეშია ადამიანისთვის. სწორედ ამ საფუძველზე იგება
პოლიტიკური სახელმწიფო, იდება ხელშეკრულება ინდივიდებს შორის. თმობენ უფლებების
ნაწილს, მაგრამ იღებენ უსაფრთხოების გარანტიას. სწორედ ამ უფლებების დათმობით იქმნება
ხელისუფლება და ყალიბდება პოლიტიკური მოდერნული სახელმწიფო. იმავე აზრს იზიარებს
რუსო და უფრო ვრცლად განმარტავს რელიგიის მნიშვნელობას სახელმწიფოს არსებობისთვის.
ის სამი სახის რელიგიურ რწმენას განანსხვავებს. პირველი არის ადამიანის რელიგია, რომელშიც
მოიაზრებს უმაღლესის არსებობას, რაც რეალურად ადამიანებს უსახავს იმედსა და აძლევს
ნუგეშს. მეორე არის მოქალაქის რელიგია, რომელშიც არის მოსაზრებული რიტუალები და
დოგმები. რელიგიის მესამე სახე კი არის ქურუმთა რელიგია, რომელიც მთლიანად
გამოყოფილია სახელმწიფოსგან და მოითხოვს ერთგულებასა და მორჩილებას სხვა
ინსტიტუტების მიმართ. ეს მოსაზრება რომ სამართლებრივ ფორმაში გადავიყვანოთ, მკაფიოდ
ჩანს, რომ კანონების არსებობა აყალიბებს სახელმწიფოს და ზოგადად პოლიტიკას. საბოლოოდ
კი ამტკიცებს, რომ უნდა დაფუძნდეს სამოქალაქო რელიგია. ამ ტიპის რელიგია შეგვიძლია
თავისუფლად მოვიაზროთ, როგორც მოდერნულობა. ეს ყველაფერი კი ეხმარება სახელმწიფოს
ჩამოყალიბებაში. თუ არ არსებობს ნორმები, ვერ იარსებებს პოლიტიკა. თავად მაქს ვებერი კი
განმარტავს რა არის მოდერნიზაცია, როგორ უნდა მოხდეს დაყოფა სხვადასხვა სფეროებისა და
ორგანიზაციების. ამავდროულად დიდ ყურადღებას ანიჭებს მმართველობის სტილს, რაც
მთავარი არის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის. ვებერის აზრით სახელმწიფო ხალხის ნებით
უნდა იქნას შექმნილი, რათა დამორჩილებაც მარტივი და მისაღები გახდეს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, თუ არსებობს სამართლებრივი ნორმები, ჩამოყალიბებული


ინსტიტუტი თუ ორგანო, რომელსაც შეეძლება საზოგადოების უზრუნველყოფა და
კეთილდღეობის დამყარება, შეიქმნება მოდერნული პოლიტიკური სახელმწიფო. ეს ყველაფერი
კი არის მშვიდობისა და ჰარმონიის საწინდარი.

2) სამართლებრივი უსაფრთხოება პირველ რიგში განისაზღვრება კანონების არსებობით. ეს


პრინციპი არეგულირებს სოციალურ ურთიერთობას. ინდივიდმა წინასწარ უნდა იცოდეს, თუ
მისგან რას მოითხოვს სამართლის ნორმა. ამავდროულად აუცილებელია, რომ ხელშეკრულების
ორივემ მხარემ დაიცვას კანონი. როგორც მოქალაქე, ასევე სახელმწიფო, ვალდებულია
დაემორჩილოს სამართლის ნორმებს, რათა ქაოსმა არ მოიცვას ყველაფერი. ამავდროულად
უსაფრთხოების პრინციპი მოითხოვს ტექსტის ზუსტ ფორმულირებას. რეალურად
სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი საზოგადოებას ეხმარება მარტივად გადაჭრან
პრობლემები, ზედმეტი კამათის გარეშე. ამ ყველაფრის საშუალებას კი სწორედ სამართლის
კანონები იძლევა. ნათელია, რომ სამართალი უნდა იყოს სტაბილური. ანუ უნდა იყოს
უცვლელი, მტკიცე და მყარი. როდესაც კანონმდებლობა არის სტაბილური, მოქალაქეს შეუძლია
იმოქმედოს კანონების მიხედვით, არ გასცდეს მას და დაემორჩილოს. საბოლოოდ ეს ორი
პრინციპი და ზოგადად სამართალი იცავს ადამიანის ღირსებას, სიცოცხლეს, საკუთრებას და
სხვა ძირითად უფლებებს. ამ ყველაფერს კი მშვიდობის დამყარება შეუძლია საზოგადოებაში.

You might also like