Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ეკა ნანუაშვილი

,,დიდი გეთსბის“ ამერიკა

,,დიდი გეთსბი“ არის ამბავი ფუჭ სიყვარულზე კაცსა და ქალს შორის. თუმცა მთვარი
თემა უფრო ფართოა და ნაკლებად რომანტიკული. ყოველი მოქმედება ხდება 1922
წლის ზაფხულში და გეოგრაფიულად მიმდინარეობს ლონგ-აილენდზე, ნიუ-იორკში.
ფიცჯერალდი წარმოგვიჩენს 1920-იან წლებს, როგორც პერიოდს სოციალური და
მორალური ვალდებულებისგან დაქვეითებულს, ნათელს ჰფენს იმ დროს გამეფებულ
სრულ ცინიზმს, სიხარბეს და უაზრო ლტოლვას სიამოვნებისკენ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამ რომანში არის სიმდიდრე, უფრო ზუსტად როგორ


განსხვავდებიან და უკავშირდებიან ერთმანეთს 1920-იან წლებში ახლად
გამდიდრებული მილიონერები და ქვეყანის ძველი არისტოკრატული ოჯახები.
უესტ-ეგი და მისი მოსახლეობა წარმოადგენს ახლად გამდიდრებულებს, ხოლო ისტ-
ეგი და მისი მოსახლეობა, განსაკუთრებით ტომი და დეიზი, - ძველ არისტოკრატია.
ფიცჯერალდი გიხატავს ახლად გამდიდრებულებს, როგორც ვულგარულ და
მედიდურ ადამიანებს. ამის მაგალითია გეთსბი, რომელიც ცხოვრობს ჩინებულად
მოწყობილ ცალკე მდგომ სახლში, აცვია ვარდისფერი სამოსი, ატარებს როლს-როისს
და ყურადღებას არ აქცევს სოციალურ ნიშნებს, როგორიც იყო ლანჩზე დაპატჟიება.
ხოლო ძველი არისტოკრატია ფლობს გრაციას, გემოვნებას და ელეგანტურობას, რაც
ცალსახად ვლინდება ბიუქენენების გემოვნებიანი სახლით და დაიზის და ჯორდან
ბეიკერის თეთეი ფუშფუშა კაბებით. გეთბი, რომელმაც კრიმინალური აქტივობებით
იშოვა ფული და გამდიდრდა, გულწრფელი და თავდადებული გული აქვს. ეს
კარგად ჩანს მაშინ, როდესაც დეიზის ფანჯარასთან დილის ოთხ საათამდე იცდიდა,
რათა დარწმუნებულიყო, რომ ტომი მას არაფერს დაუშავებდა. გეთსბის კარგმა
თვისებებმა (ერთგულება და სიყვარული) მიიყვანა ის სიკვდილამდე, რადგან მან
დანაშაული, მირტლის სიკვდილი, თავის თავზე აიღო, დეიზი რომ არ დასჯილიყო,
ხოლო ბიუქენენების ცუდი თვისებები (მერყეობა და ეგოიზმი) საშუალებას აძლევს
მათ, ჩამოშორდნენ მირტლის სიკვდილთან დაკავშირებულ ტრაგედიას არამარტო
ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც.

,,დიდი გეთსბის“ მდიდარ სამყაროში კლასი ზეგავლენას ახდენს ცხოვრების


თითქმის ყოველ ასპექტზე, განსაკუთრებით სიყვარულზე. გეთსბის და დეიზის
ურთიერთობაც მჭიდროდაა დაკავშირებული კლასთან. მხოლოდ ფულის მოხვეჭის
და გამდიდრების შემდეგ გაბედავს და გადადგამს ნაბიჯს. წიგნის დასასრულიკენ
კლასის დინამიკა გვკარნახობს რომელი ქორწინება გადარჩება (ტომი და დეიზი),
რომელი განადგურდება (ჯორჯი და მირტლი) და რომელს არ ეწერა საერთოდ
არსებობა (გეთსბი და დეიზი).

ამ პერიოდი ამერიკაში ასევე აუცილებელია განვასხვავოთ ქორწინება და სიყვარული,


რომელიც ამ რომანში ერთმანეთშია გადახლართული; რომანი, სადაც ორ
უსიყვარულო ქორწინებაზეა საუბარი: კავშირი ტომი და დეიზი ბიუქენენბს შორის
და ჯორჯი და მირტლ უილსონებს შორის. ორივე შემთხვევაში ქორწინება ხდება
კომფორტის ან უპირატესობის გამო ვიდრე ნამდვილი სიყვარულისა. მირტლი ხსნის,
ჯორჯს იმოტომ გაყვა ცოლად, რომ ის ჯენტლმენად მიაჩნდა, იმედოვნებდა, რომ
ქმარი მას კლასობრივ სტატუს აუწევდა ერთ დღეს. ტომი და დეიზის შემთხვევაში კი
ისინი ერთმანეთს უხდებოდნენ, რადგან შესაბამისი კლასის წარმომადგენლები
იყვნენ და სურდათ მხოლოდ მხიარულება და მატერიალური კუთვნილება. გეთსბის
ყოვლისმომცველი ვნებაც დეიზისადმი ის ჩანს, თითქოს დაჟინებული ლტოლვა,
დაეუფლოს მიუღწევველს. ნიკის და ჯორდანის ურთიერთობასაც რომ გადავხედოთ,
შევამჩნევთ, მათ შორისაც არ არის ნამდვილი სიყვარული. ამას თვითონ ნიკიც
ამბობს, რომ არ მიყვარდა, მაგრამ აშკარად ნაზი, ცნობისმოყვარეობით აღსავსე
გრძნობა მაკავშირებდაო მასთან.

ბიბლიოგრაფია: https://www.sparknotes.com/lit/gatsby/themes/

You might also like