Professional Documents
Culture Documents
განზომილება
განზომილება
განზომილება
წიგნი პირველი
გვირაბი
თავი პირველი.
დეკადენტური დილა
მარტო რომ დავრჩი, ერთხანს ბოლთას ვცემდი და ფიქრებს ვაგროვებდი, მერე საწერ მაგიდას
მივუჯექი და დეპეშას ჩავუღრმავდი.
რა თქმა უნდა - და ყოველი ღირსი სანაკლიელი (რომელთა რიცხვი, სამწუხაროდ, დიდი აღარ
არის) ჩემს ადგილას ამასვე გეტყოდათ - ბიძაჩემის ცნობა, ვითომც სანაკლიო უფსკრულში
გადაჩეხილიყოს, არასწორი იყო. უფსკრულში რომ გადაიჩეხო, უფსკრულს ზემოთ უნდა
იმყოფებოდე. ერთადერთი ადგილი, სადაც სანაკლიო ჯერ კიდევ შეიძლება გადაიჩეხოს,
ჯოჯოხეთია. მაგრამ ეს შესაძლებლობაც წმინდა თეორიულია, ვინაიდან ამისათვის საჭიროა,
ხსენებული ღირსი სანაკლიელები უკლებლივ და უნაშთოდ აღვიგავოთ პირისაგან მიწისა, რაც,
ჩემი ღრმა რწმენით, პრაქტიკულად გამორიცხულია. და რომც მომხდარიყო ამდაგვარი რამ
სასწაული, ბიძაჩემი ისე როგორ დაეცემოდა, სინამდვილე შეელამაზებინა და „ჯოჯოხეთის“
ნაცვლად „უფსკრული“ ეხმარა!
იმ ვარაუდს, რომ ტყუილი უნებური იყო, კიდევ უფრო განამტკიცებდა სიტყვა „ყველაფერი“,
რომელიც, რაკი მისატოვებელი არა მქონდა რა (ისეთი ეფემერული განძის არსებობა,
მაგრამ გამომეღვიძა არა რვის ნახევარზე, არამედ ექვსის ნახევარზე, და გამომაღვიძა არა
საათმა, არამედ ტელეფონმა.
თვალის გაუხელელად მივხვდი, რომ ჯერ ისევ ბნელოდა. ძილბურანში მდორედ გახსნილ
ცნობიერებას ერთი ხანობა იმედი ჰქონდა, ტელეფონი თავისით გაჩუმდებოდა. მერე, რაკი ეს იმედი
გაცუდდა, ხელი გინებ-გინებით მოვაფათურე და ყურმილი ავიღე.
- ალო .
ვიდრე „ა“-ს ჩავათავებდი, ისევ მოვასწარი ძილის მორევში ჩაყვინთვა და „ლო“ უკვე
ფსკერიდან ამოვიბუყბუყე. აბა მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ განწირულის ეს მეცადინეობა ფუჭი იყო,
რომ ძილი და მოსვენება დიდი, დიდი ხნის განმავლობაში აუხდენელ ნატვრად მექცეოდა, რომ
შეზარხოშებულ ბედისწერას მე საბრალოსთვის ხელი უკვე ყურში წაევლო და იდუმალ მოვლენათა
ეპიცენტრისკენ მიმაწიალებდა!
ყურმილში კაცის ხმა გაისმა, მაღალი, წვრილი, რაღაც უნაყოფოდ მკივანა და დეკემბრის ქარივით
ცივი ხმა, რომელიც დაუბრკოლებლად გადიოდა ყურებში და ყინულოვანი საბერველებით
პირდაპირ თავის ქალაში მიბერავდა.
- გამარჯობა, ღუტუ, შენი! დათიკო ვარ მე, ეწერელი დათიკო, ხო მიცანი?! - აქ ხმა შეყოვნდა,
მაგრამ შეყოვნება ძალზე ხანმოკლე იყო და, სანამ მე მძინარე ენას პირში მოვატრიალებდი,
ისევ ხოშკაკალასავით წამოვიდა, - რატო გირეკავ, თუ იცი: ეწერში რო ღვთიშობლის ეკლესია
გვედგა, ხო გახსოვს?
- გაქრა, კაცო.
- რა ქნა?
- გაქრა. გევიღვიძეთ გუშღამ დილას, შენ ხარ ჩემი ბატონი, გევიხედეთ და სადაა ეკლესია! აღარაა.
აპაა! ახლა, ჩემო ღუტუნა, შენი იმედი გვაქ და, შენ იცი, რავა მალე ჩამოხვალ!
- კაცო! - იყვირა მაშინ ჩემი გონების გამოფხიზლებულმა ნაწილმა, - არა . მაგრამ ეწერელმა
დათიკომ ყურმილი უკვე დაკიდა. ტუ-ტუ-ტუ!
რეგვენი!
რა ოპტიმიზმის პატრონი უნდა იყო, რომ ჩვენებურ ტელეფონს ასე ბრმად ენდო! გაქრა! რას ქვია
გაქრა! რა გააქრობს ეკლესიას, მით უმეტეს დღეს, როცა ურწმუნო და მორწმუნე ყველა ეკლესიაზეა
გადარეული?! ეწერი სადღა ჯანდაბაშია და რომელი საათია?
ჩემი ვეებერთელა, მრგვალი საათი მოჭრილი თავივით იდო მაგიდაზე და სიბნელიდან უნდოდ
მაკვირდებოდა. შუბლზე პაწაწინა რქა ედგა და ავისმომასწავებლად დაკრეჭილ ციფერბლატზე
ორი შავი, წვეტიანი ეშვი ხრუტუნით შეექცეოდა დროს. ამ სანახაობამ შემზარა და მოჭრილ
თავს თვალი ავარიდე. მერე ცოტა დავმშვიდდი და ისევ შევხედე. ეშვები ექვსის ნახევარზე ისხდნენ.
გადავწყვიტე ძილი განმეგრძო და თვალები დავხუჭე. იმავ წამს აღმოვაჩინე, რომ გარეთ ჩიტები
თავდავიწყებით წიოკობდნენ.
სამყაროული ჰარმონია.
ნეტა ყოველ დილით ასეთი გნიასი უდგათ თუ დღეს საგანგებო რამ საკითხის გამო შეიყარნენ,
რომელიც უეჭველად გამთენიის ხანს უნდა გადაიჭრას და უეჭველად ჩემი ფანჯრის წინ, თორემ
სამარადჟამოდ გადაუჭრელი დარჩება?
რაღას ვიზამდი! შევუკურთხე ეწერს, შევუკურთხე, ზოგადად, ადამიანის სააღმომჩენებლო გენიას და,
ეგებ მართლა ღუტუ ვარ და აქამდე არ მიმხელდნენ? დილის ექვსის ნახევარზე ყველა წესიერ
კაცს სძინავს. ვითომ? ეგებ ყველა წესიერ კაცს კი სძინავს, მაგრამ ყველაზე წესიერ კაცს არ სძინავს .
მაგალითად, სანაკლიოში მამაჩემი ალბათ უკვე წვერს იპარსავს და იდეოლოგიურ
სილოგიზმებს სარკეში რაღაც ჩემთვის გაუგებარი ნიშნის მიხედვით ახარისხებს. მკაცრი და
მიუდგომელი ლოგიკა იმას როგორ დაუშვებს, ეკლესია გაქრეს, და, რომც გაქრეს, ისე როგორ
იქნება, ეს ამბავი ეწერელი დათიკოს სალაპარაკო შეიქნას! ან კი რა არის „გაქრობა“? ეს სიტყვა
ხომ - ისევე, როგორც ყველა სხვა სიტყვა - უფორმო და ბუნდოვანია და კაცმა არ იცის,
სინამდვილეში რას ნიშნავს! ან ღუტუ ვითომ ისეთი რა სულიერია, გამქრალი ეკლესია ხელახლა
გააჩინოს, და თუ მართლა ასეთი სასწაულმოქმედია, მაშ, ღუტუ რატომღა ჰქვია? კითხვები,
კითხვები, კითხვები. და ყველა მათგანი უპასუხო.
ხელ-პირს რომ ვიბანდი, ერთი უგვანი აზრი ამეკვიატა: იქნებ სიცოცხლისათვის ყველაზე
მოხერხებული დრო განთიადია-მეთქი. ეს აზრი დიდხანს ფარისევლურად მიღიტინებდა გონებაში,
როგორც რომანტიკული ოდის ურცხვი იმპულსი, და მხოლოდ ნასაუზმევს, რის ვაი-ვაგლახით,
მოვიშორე. მერე ტანთ ჩავიცვი და წასასვლელად მოვემზადე.
ადრე ამდგომსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი. რატომ ვერ დაეწევა, არავინ იცის და აი კიდევ
ერთი უპასუხო კითხვა.
ის იყო, გასვლას ვაპირებდი და უკანასკნელად მიმოვიხედე, ისეთი ხომ არაფერი მრჩება, რაზედაც
ბიძაჩემის მითითება არ ვრცელდება-მეთქი, რომ გონებაში კვლავ ამოტივტივდა ეწერელი დათიკო.
მაშინ სპორტული ჩანთა, რომელშიაც წვრილმანი და აუცილებელი ხარახურა მეყარა, ძირს
დავაგდე და წიგნების კარადიდან ქართული ენციკლოპედიის მეოთხე ტომი გადმოვიღე.
ამან გულიდან ზედმეტი ჯანღი გადამყარა. თუმცა კალაპოტიდან მაინც ამოვარდნილი ვიყავი და
თავს ისე ვგრძნობდი, როგორც უცხო პლანეტაზე მოხვედრილი კაცი, რაც - თუ სივრცეს დროით
შევცვლით - ამ უთენია სავსებით რეალური შედარება ჩანდა.
ირგვლივ ჯერ კიდევ ბინდი იდგა. ცა ნაცრისფრად ემხო მიწაზე და ქვეყნად - ყოველ
შემთხვევაში, სადამდეც თვალი წვდებოდა - კაციშვილი არ ჭაჭანებდა. გრილოდა და ნესტიანი
სიგრილე გამოუძინებელ სხეულში უსიამო ჟრჟოლად მივლიდა.
ალბათ ამანაც იმოქმედა, რომ დავძარი თუ არა მანქანა, მომეჩვენა, თითქოს ეს ქალაქი, რომელსაც
ჩემს გულში სიყვარულის სკალაზე მეორე ადგილი უჭირავს, პომპეუსი იყო და მის ბინადართ დიდი
ხანია ვეზუვის სქელი ლავის ქვეშ მარადიული ძილით ეძინათ. მე კი თავზარდაცემული გავრბოდი.
გავრბოდი უკანმოუხედავად. გავრბოდი და ვცდილობდი, რაც შეიძლება მალე გავცლოდი
აქაურობას, ვინაიდან ამდენი სიკვდილის გვერდით ჩემი სიცოცხლე როგორღაც უადგილო და
უხერხული ჩანდა.
ყოველივე ეს, რასაკვირველია, მტკნარი სისულელე იყო და, თუკი რეალურად რამეს ნიშნავდა,
ნიშნავდა მხოლოდ იმას, რომ სუბიექტური იდეალიზმის მყიფე მოდელზე აღმოცენებულ
ქვეყნიერებას ძილ-ღვიძილის ნისლი ჯერაც არ გადაეყარა. სინამდვილეში, ჩემი თანამემამულეები -
ეჭვი არაა, ცოცხლები და საღ-სალამათები - საბნების ქვეშ იმყოფებოდნენ და არა ლავის ქვეშ.
არც მე გავრბოდი. მე, თუ მაინცდამაინც, მივრბოდი, მივრბოდი ბენზინის საყიდლად, ვინაიდან
ვიცოდი, რომ მთელ ტრასას, ამ თავიდან იმ თავამდე, წითელ ზოლად გასდევდა სიტყვა
„დეფიციტი“, რომელიც ისე შეეფარდება სიტყვა „კრიზისს“, როგორც აგური კედელს, და თუ ეს
წითელი ზოლი უდროო დროს და უალაგო ალაგას რეალურ შინაარსად გამჟღავნდა, ადვილი
შესაძლებელია, სანაკლიოში მიმავალი მგზავრი სადმე შუა გზაში ჩარჩე და დანიშნულების
ადგილას ვეღარასოდეს მიაღწიო.
მაგრამ ყველაფერი, რაც იწყება, თავდება კიდეც (ბანალური ფრაზა კარგია არა იმდენად იმის
გამო, რომ სწორია, რამდენადაც იმის გამო, რომ კოლექტიური ცნობიერების ნაყოფია). და
მართლაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილს რომ გავცდი და მოედანს მივუახლოვდი - პატარა
მოედანს, რომლისთვისაც იმ დროს ჯერ კიდევ არ გადაგვერქვა სახელი - სიცოცხლის ნიშანი
გამოჩნდა.
კაცმა რომ თქვას, ეს ნიშანზე მეტი იყო: მოედნის ქვედა კიდეში, ერთ-ერთი ქუჩის შესაყართან,
ავტობუსი იდგა და ირგვლივ რამდენიმე კაცი ფუსფუსებდა.
თავიდან კინოსტუდია მეგონა და, რაკი ადრიანი დილაც იყო, ვიფიქრე, ალბათ რაღაც
თანამედროვე დუელს იღებენ, ვთქვათ, რომელიმე რაიკომის სანთელ-საკმეველსა და რეგიონული
მაფიის ნათელ-მირონს შორის-მეთქი, მაგრამ მალე ავტობუსის მინაზე წარწერა გავარჩიე.
ტელევიზია ყოფილა და არა კინოსტუდია.
ამ აზრმა, რაკი ერთი ამიტაცა, აღარ მომასვენა და მცირე ყოყმანის შემდეგ მანქანა უკანვე
მივატრიალე.
ხოლო მთავარი შეუსაბამობა, რაც მთელს ამ მრუდე დილას შანთივით ჰქონდა გაყრილი, იმაში
მდგომარეობდა, რომ მე ჩემი არსებით, წარმოშობით, აღზრდით, განათლებით, სულიერი
წყობით, ბიძაჩემის ლოცვა-კურთხევით, ბუნებით, გამოცდილებით, მსოფლმხედველობით, ერთი
სიტყვით, ყველა ნაკლითა და ყველა ნაკლულოვანებით, ფხიზელი რეალისტი ვარ.
„იქნებ „უფსკრული“ გაცილებით უფრო ღრმა ცნებაა, ვიდრე მე მგონია! იქნებ ეწერელი დათიკო
ზეგარდმო ძალის შიკრიკია! იქნებ სამყაროს საფუძვლები მოერყა!“, - გავიფიქრე მე და ჩემი
ანგარიშით ეს იყო უკანასკნელი სერიოზული სისულელე, რაც იმ დილით გავიფიქრე.
ამასობაში „ზაპოროჟეცის“ თუხთუხი მიწყდა, ლოდის სიმძიმემ გულის პიკი გადაიარა და თავქვე
კლასიკური ფიზიკის კანონები (მასის შენახვის კანონი, ნიუტონის მეორე კანონი და სხვ.), რომელთაც
თავიანთი სიმართლე საქმით დაამტკიცეს, ზოგი პირდაპირ და ზოგი მოიარებით გვასწავლის,
რომ ნივთიერება არ შეიძლება გაქრეს. შეიძლება ერთი სახის ნივთიერება მეორე სახის
ნივთიერებად გადაიქცეს, მაგრამ არ შეიძლება უკვალოდ გაქრეს. აქედან გამომდინარე,
ეწერელი დათიკოს აკუსტიკური გამოცხადება ან ავადმყოფური ბოდვა იყო, ან მეტაფორული
მეტყველება. თუ ავადმყოფური ბოდვა იყო, საღი განსჯის საგანი ვერ იქნებოდა, თუ მეტაფორული
მეტყველება იყო, ეს მეტყველება უნდა გაშიფრულიყო და ლოგიკის ენაზე თარგმნილიყო.
მაგალითად, ასე: „რაკი ეკლესია არ შეიძლება გაქრეს, როგორც ნივთიერება, უნდა განვიხილოთ
მისი, როგორც იდეის, გაქრობის შესაძლებლობა, და უარყოფითი პასუხი გავცეთ, ვინაიდან
იდეა შეიძლება გაქრეს (თუკი შეიძლება გაქრეს) მთლიანად და არა ნაჭერ-ნაჭერ, ხოლო რაკი
ეკლესიის მთლიანი იდეა ჯერ არ გამქრალა, მაშასადამე, ვერც ეწერის ეკლესიის კონკრეტული იდეა
მანქანა დაუყოვნებლივ დავქოქე და გზას გავუდექი. რაკი ლოგიკის ფოსფორული ღერძი ერთი
მოვიხელთე, უკვე აღარაფრის მეშინოდა, მით უმეტეს, რომ ბენზინის რიგში საკმარისი დრო
მექნებოდა, რათა კარგად დამესვენა, შემორჩენილი ნისლიც გადამეწმინდა და საბოლოოდ
გადმოვბარგებულიყავი რეალიზმის მყარ რელსებზე.
ყველაფერი იმაზე უკეთ აგიხდეთ, ვიდრე მოელით! ყოველ შემთხვევაში, მე იმაზე დიდხანს მომიწია
რიგში დგომამ, ვიდრე მოველოდი. თავიდან კარგად მივიწევდით მიზნისაკენ - ზომიერი
სიჩქარით და თანაბარი პაუზებით, მაგრამ იმ დროს, როცა ჩემს წინ სულ ოთხი მანქანაღა დარჩა,
გაუთვალისწინებელმა გარემოებამ ცოტა შეგვაფერხა: ორი ჯეელი, რომლებიც ერთდროულად
მოგვადგნენ წინიდან, რათა ურიგოდ აეღოთ ბენზინი, ვერ შეთანხმდნენ, ჯერ რომელს აეღო და
მერე რომელს, და ამ ნიადაგზე შეიბნენ. თვალები დააბრიალეს, მკლავები დაიკაპიწეს და მუშტები
ერთმანეთს დააყარეს. არ ხმაურობდნენ, არ იგინებოდნენ, ენერგიას ფუჭად არ ხარჯავდნენ. ეს
იყო მხოლოდ, შიგადაშიგ ხმადაბლა ქშინავდნენ. რიგი შეჩერდა. მოუთმენლობის ნიშანი
ამასობაში (ვიდრე რიგში ვიდექი, საათზე მეტი გავიდა) დღევანდელი დღის ეს უმწიფარი
უვერტიურა - ყალბი რომანტიზმითა და ცრუ-ლირიკული ჭიკჭიკით გაჟღენთილი - როგორც
იქნა, მიწყდა და სამყაროში ჭეშმარიტი დილის ჯანსაღი თემა შემოიჭრა - მხნე, გამოძინებული
მელოდია. კოშმარულ-იდუმალი ბურუსის ნარჩენები, რომლებიც გონებაზე ჯერ კიდევ საფენებივით
მედო, ტკაცანით დაიწვა, ღამის ლანდები თეთრ სინათლეზე გაქრა და, თუმც ხერხემალში
კვლავაც ბუყბუყებდა ძილის ნელთბილი ჭაობი, ძალმოსილმა მზემ - კურთხეულ იყოს მისი
ჩახჩახა მცხუნვარება - რეალური კავშირის ძაფები ისე აანთო და ააბრიალა, მალე ყველა ეჭვისგან
განვთავისუფლდი და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემს „ნივას“ გულმსუბუქად მივაჭენებდი ტრასაზე.
იმის დრო აღარ მქონდა, გავრკვეულიყავი, ფსიქიკამ მიმტყუნა თუ მართლა ზეგარდმო ძალა
მანიშნებდა რაღაცას. მანქანა გავაჩერე და მერე უკუსვლით წავედი.
მკაცრი და დაღლილი ჯერ კაცი რა არის, რომ ქალი რა იყოს, მაგრამ, მე რომ შევკრთი და გულმა
რეჩხი მიყო (ეს კი იმ წამს მოხდა, რა წამსაც მისი ხმის მკვახე ტონი ტვინმა აბსტრაქციის
ხსნარში გაავლო და შედეგად სიტყვა „უჟმური“ მიიღო), ამის მიზეზი სიმკაცრე და
დაღლილობა არ ყოფილა. ტონს, კი, სწორედ სიმკაცრე და დაღლილობა განაპირობებდა,
მაგრამ განაპირობებდა, როგორც შუამავალი, როგორც გამტარი, და არა როგორც მიზეზი.
მიზეზი ასაკი უნდა ყოფილიყო - დინამიური წერტილი, რომლის ქვედა ობიექტური ზღვარი
ჩემი ვარაუდით, ოცდაშვიდ წელზე გადიოდა, ზედა - ოცდათერთმეტზე, ეს კი ქალის
ბიოლოგიურ განვითარებაში ისეთი კრიტიკული ეტაპია, როცა იდუმალების პირველი -
რომანტიკული - საბურველი უკვე დამდნარია, ან - ეფექტური, მაგრამ სწრაფწარმავალი
ტერმინი რომ ვიხმაროთ - ამორტიზებული, ხოლო ახალი - უფრო სქელი და უფრო იდუმალი
- ჯერ არ მოქსოვილა, და ხასიათიც - უკვე გაძარცული, მაგრამ ჯერ კიდევ შეუმოსავი - ამ
ხანგრძლივ შუალედში შიშველი და პოლარული ძალაა, სწორხაზოვანი, შუმი, უმართავი. თუ
ქალი გათხოვილია, ეს ძალა საშიში არ არის, პირიქით, იგი ბუნებრივი სიმწიფეა - მშვიდი,
რბილი და ზოგჯერ მწყალობელიც, მაგრამ თუ გასათხოვარია და თანაც - ყველას ჯვარი გწერიათ
- ქალწული, მაშინ დიდი ტაქტი გვმართებს, დიდი სიფრთხილე და დიდი წინდახედულება,
ვინაიდან ასეთ დროს ხასიათის პოლუსი ბასრია, ალოგიკური და ბრმა, როგორც ორლესული
ხანჯალი უკონტროლო იმპულსების ხელში.
და თუმცა ხმა რბილი ჰქონდა და სახის კანი სუფთა, მაინც, რაკი ხმასაც და სახის კანსაც ზემოდან
თოფისწამალივით ეყარა სუსხი, ვამჯობინე თვალი ამერიდებინა. „ნეტა ყვითელპორტფელიანი
ქალმა ერთხანს მიყურა. მერე მზერა ტრასაზე გადაიტანა, მხრები აიჩეჩა და კიდევ უფრო გამხდარი
გამოჩნდა. საერთოდ, მატყუარა გარეგნობა ჰქონდა, ისეთი, დიდხანს რომ ვერ მიხვდები, ლამაზია
თუ ულამაზო. ერთადერთი, რისი თქმაც ამთავითვე შეიძლებოდა, ის იყო, რომ გრძელი პალტო
არ უხდებოდა.
მხრების აჩეჩვა, ბუნებრივია, თანხმობის ნიშნად მივიღე და საქმეს შევუდექი. ჯერ დაქოქვა ვცადე, მერე,
ამ მცდელობამ რომ ნაყოფი არ გამოიღო, კაპოტი ავხადე და მთელი ცოდნა ახლა იქ დავაბანდე.
სამწუხაროდ, ყველაფერი ამაო გამოდგა: „ზაპოროჟეცს“ საამქვეყნიო პირი არ უჩანდა. ბოლოს,
მას შემდეგ, რაც ჩემი მწირი შესაძლებლობანი სრულად და უშედეგოდ ამოვწურე, კაპოტი ისევ
დავხურე.
ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ წამით სუნთქვა შემეკრა. რამ დააეჭვა ეს ქათამი?
მართალია, ჩემი პატიოსნება არც ისე ლაჟვარდოვანია, ვარსკვლავების მეტს არავის
ეთამაშებოდეს, მაგრამ იმას როგორ ვიფიქრებდი, ასეთი ჩარჩული შესახედაობა თუ ჰქონდა!
პასუხს აღარ დავლოდებივარ, საბარგულიდან თოკი ამოვიღე, ერთი ბოლო ჩემს მანქანას ჩავაბი,
მეორე მისას, სანიშნებლად შუაში პიონერული ყელსახვევი გამოვნასკვე, რომელიც მსგავსი
შემთხვევებისთვის საგანგებოდ მქონდა შეძენილი, და - რაკი ამასობაში ჩემი წეღანდელი უხეში
პასუხი მე თვითონ უამურად ამომაღოღდა გულზე, ნახევრადშემრიგებლური კილოთი
ვუთხარი: - დაბრძანდით. და თუ გინდათ, სიკვდილამდე დავალებული ვიყო თქვენგან,
ეცადეთ, რომ: პირველი - სიჩქარეში არ ჩააგდოთ, და მეორე - მუხრუჭს ფეხი ბოლომდე არ
დააჭიროთ.
ამაზე ქალმა თავი დამიქნია და მომეჩვენა, თითქოს გულში ჩუმად რაღაც ჩაინიშნა. ჩავსხედით
ჩვენ-ჩვენს მანქანებში და ასე - მეტაფორულად რომ ვთქვათ - ხელიხელჩაკიდებულები
გავუდექით გზას. მალე მარჯვნივ, პატარა ვაკეზე, პროფილაქტორიუმიც გამოჩნდა და იქით
გადავუხვიეთ. ეზოში რომ შევედით და მანქანებიდან გადმოვედით, პირველსავე სულიერს -
ერთ სქელ, მაისურისამარა ბანჯგვლიან კაცს, რომელსაც მხარზე რელსის ნაჭერი ედო და თავით
ფეხამდე მაზუთში იყო ამოგანგლული, წინ გადავუდექი და ჩვენი გასაჭირი შევჩივლე. ვიდრე
მე საქმის ვითარებას ვაცნობდი, კაცი ჩემს თანამგზავრს უყურებდა და გულწრფელი უტიფრობით
მაგრძნობინებდა, რომ ჩემს ცქერას მისი ცქერა ერჩივნა. სათქმელი რომ მოვათავე, თავი უკან
გადაიგდო და მაღლა ცას ასძახა: - რომეო! მუშტარს გამოხედე!
მე მისი წაბაძვით ცას ავხედე, მაგრამ მოვტყუვდი. რომეო, თითქოს დიდ წყვდიადს პატარა წყვდიადი
გამოეყოო, ერთ-ერთი გვერდივი ბოქსიდან გამოძვრა და სწრაფი ნაბიჯით გამოეშურა ჩვენკენ.
სრულიად ახალგაზრდა იყო, თითქმის ყმაწვილი, და - დაბალი, შავი, გაჩხინკული - არმატურის
ჟანგიან გადანაჭერს ჩამოჰგავდა. სამაგიეროდ ცხვირი ჰქონდა პრეტენზიულად გრძელი და, გარდა
ამისა, ქუთუთოებგადმოფარებულ, წყლიან თვალებში შორეული და უსაგნო, ზოგადისტორიული
სევდა ედგა. ტანთ ლურჯი კომბინეზონი ეცვა და ჭუჭყიანი ჩვრით გზადაგზა გულმოდგინედ იწმენდდა
ხელებს.
რაღა თქმა უნდა, მონოლოგი მთლად ამ სახით არ წარმოთქმულა, მაგრამ ყველა აზრი და
სიტყვების ერთი ნაწილი ოსტატ რომეოს ეკუთვნის. უაღრესად მიზანმიმართული ყმაწვილი
- დღეს, ხვალ, ზეგ და მორჩომილი იქნება, - ამ სიტყვებით ჯიბიდან, რომელშიაც ცოტა ხნის წინ
ზინზლიანი ჩვარი ჩაიტენა, ფანქარი და ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო. და თუმცა სამივე ეს
ნივთი იოლად წარმოიდგინება ერთ ჯიბეში, წამით მომეჩვენა, თითქოს ილუზიონისტმა
გაცვეთილი ფოკუსი გაგვიკეთა, - სახელი და გვარი თუ შეიძლებოდეს.
- სალომე ერისთავი, - თქვა ქალმა. მის ხმაში ჯერ კიდევ ისმოდა ყოყმანი, მაგრამ ოსტატმა
(ისევე, როგორც მე) ეს ყოყმანი ფსიქოლოგიურ ინერციად მიიჩნია და ყურადღება არ მიუქცევია.
მე ერთბაშად მთელი არსებით შევიგრძენი ძველი სენტენცია იმის შესახებ, რომ, ვინც სიკეთე
ჩაიდინა, სისულელე ჩაიდინა. იმავ წამს გონებაში, როგორც ინსტინქტური მეხამრიდი, გაჩნდა
პასუხი: „არ გავუმხელ, რომ მეც სანაკლიოში მივდივარ, და ავტობუსის პირველივე გაჩერებასთან
მოვიშორებ“. ვიცი, ამგვარი განზრახვა ნაკლულოვანი ზნეობის ნიშანია, მაგრამ ვიდრე
შემაჩვენებდეთ, გაიხსენეთ, თქვენ თვითონ რამდენჯერ გიცდიათ უსიამოვნო მოვალეობისაგან კიდევ
უფრო უკადრისი საშუალებით დაგეძვრინათ თავი! ჩემი მოვალეობა კი არა მარტო უსიამოვნო,
არამედ უაღრესად მძიმეც იყო. მართალია, ეს ქალი სულ რაღაც ერთი საათის წინ ვნახე და,
შეიძლება ითქვას, არც კი ვიცნობდი - მით უმეტეს, რომ ამ ერთი საათიდან ნახევარი საათის
განმავლობაში ერთმანეთთან კონტაქტი მხოლოდ თოკის მეშვეობით გვქონდა დამყარებული -
მაგრამ საზოგადოდ ხომ ვიცნობ ქალს! ის ხომ ვიცი, რომ უფლის ეს მეორადი ქმნილებები, თუ
ისეთ ადგილას გიყელეს, საიდანაც გასაქცევი არსაითა გაქვთ, შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებენ,
რომ თავიანთი ინტელექტუალური განძი სრულად გადმოგილაგონ, ხოლო რაკი ამ საქმისთვის
- სტატისტიკა ზუსტია, შეგიძლია თამამად ენდო - ჩვენი ნათესაობა ერთადერთია, ვისაც დღემდე
საკუთარი მწერალი არა ჰყოლია. ეს მოუშუშებელი იარა მთელი ჩემი მოწამებრივი სიცოცხლის
მანძილზე მტანჯავდა და მაწვალებდა, როგორც ქრონიკული სურდო, ხოლო დროდადრო -
უფრო მეტად პოლიტიკური ტემპერატურის ცვალებადობისას - ეროვნული
არასრულფასოვნების კომპლექსსაც მიჩენდა. არ დაიჯერებ და ზოგჯერ იქამდე მივსულვარ,
ლამის მე თვითონ ამეღო ხელში კალამი. შენი სიბეჯითე რომ გამომყოლოდა, ალბათ ავიღებდი
კიდეც. კაცმა რომ თქვას, ან კი ვინ დამძრახავდა, რომ ერთი-ორი შედევრი შემეთხზა, თუკი
ამით მთელს საგვარეულოს ლაქას ჩამოვრეცხდი და მაგ შენს სუსტ მხრებსაც დღეს ესოდენ
უსიამო ტვირთისგან გავათავისუფლებდი! მაგრამ რას იზამ: ღმერთებს არ შეუძლიათ
სამყაროული წონასწორობა არ დაიცვან, ამიტომ იძულებული არიან, ფასეულობანი
იმდაგვარად გადაანაწილონ, რომ ნიჭი და სიბეჯითე უფრო ხშირად სხვადასხვა ჭურჭელში ხვდება.
და თუმც აქედან გარდუვალი აუცილებლობით გამოდის დასკვნა, რომ ის, რაც ჩვენთვის
კეთდება, ჩვენსავ ხარჯზე კეთდება, მაინც კი დღეს მოვალენი ვართ მადლი აღვავლინოთ უფლის
მაგრამ, აზრს რომ თავი დავადგათ, ისიც უნდა ვთქვათ, როგორ გაზომოს.
„დიახ! - მახსოვს, ძლიერ გაიმკაცრა ხმა ბიძაჩემმა, როცა ამ რთულ იდეალისტურ პასაჟს მიხსნიდა,
- სიტყვა, ვითარცა არსის აურა, არა მარტო ნების მოციქულია, არამედ მარადისობის
მახარებელიც. მეორე მხრივ, იგი მაგიური ძაფიცაა და მწერალს, თუ მწერალი მწერლად
ვარგა, - ეს აუცილებელი პირობა გამაფრთხილებელი ნიშნისმოგებით წარმოთქვა და, ვიდრე
განაგრძობდა, ერთხანს ჭირვეული მუშტრის თვალით მიყურა, - შეუძლია უკუკავშირის ზონდად
გამოიყენოს. კაცმა რომ თქვას, ნიჭიც სწორედ ეს არის. იცოცხლე, სიტყვაზე უფრო საიმედო შიკრიკი
აზრი იქნებოდა, რადგან - სჯობს ისევ შედარება მოვიშველიოთ, შენთვისაც კარგი წვრთნა იქნება:
აქედანვე მიეჩვევი სახეებით აზროვნებას - აზრია იდეისა და მოვლენის დამაკავშირებელი
სრუტე, რომელშიაც გუბის წყალიც დის და ოკეანისაც, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი ხშულ ჭურჭელშია
მოთავსებული და შეფარდებითი საზომით არ იზომება. რომ არა სიტყვა, აზრი შიდა ორბიტას
ვერ გასცდებოდა, ადამიანთა ჯოგი საზოგადოებად ვერ იქცეოდა, გენიოსები საკუთარ წვენში
მოიხარშებოდნენ და სოკრატეზე საწყალობელსა და უბედურს მთელ ათენში კაცს ვერ იპოვიდი.
ასე რომ იძულებული ვართ სიტყვა ვიკმაროთ. თუ ვივარგებთ, ვიკმარებთ კიდეც. ოღონდ ის კი
ახლა კი, ვიდრე ამბავს განვაგრძობ, მინდა შენდობა ვთხოვო მკითხველთა იმ ნაწილს,
რომელსაც არაფრად ეპიტნავება ამდაგვარი ექსკურსები საგანთა ვიწრობებში, სადაც ჟანგბადი
შეთხელებულია, მაგრამ თავს მაინც ძალას ატანს, ვინაიდან არ უნდა ვინმეს რამეში ჩამორჩეს.
მეორე მხრივ, თუმცა ვიცი, ახლა ამის დრო არ არის, ისიც უნდა ვთქვა, რომ არიადნას ძაფი სხვა
არაფერია, თუ არა აზროვნების მხნე სიმბოლო, რომელსაც ძალა შესწევს უბნელეს
ლაბირინთებში ჩაეშვას, რათა იქ მინოტავრის დამარცხებით ახალი სიმბოლო შექმნას და,
დღის სინათლეზე ამობრუნებული, შემეცნების ცადატყორცნილ კიბეზე ერთი საფეხურით
მაღლა აღმოჩნდეს. კიბის საფეხურთა მეთოდური დაპყრობა კი აუცილებელია, ვინაიდან,
უფსკრული რომ გადავლახოთ და აქეთა მთიდან იქითა მთაზე მოვხვდეთ, ამ უფსკრულზე
ისეთი ხიდი უნდა გავდოთ, რომელიც მიზეზ-შედეგის მკვიდრ, მონოლითურ ბურჯებზე იქნება
დაყრდნობილი.
წინამავალი ეპიზოდები ამ მხრივ ცოტა თავისებური გამოდგა. პირველ მათგანში (ტრასის პირას)
ქატო სრულებით არ დარჩენილა. სალომე ერისთავმა აქ ორად ორი წინადადება წარმოთქვა და
თუმც ვერც ერთ მათგანში ის მთავარი სიტყვები ვერ დავინახე, რომელთა დანიშნულებაა ხასიათის
ერთიანი პეიზაჟი თვისებათა მრავალფეროვან რელიეფად დააპოს, მაინც კი ორივე საჭირო
და გამოსადეგი ჩანდა, ვინაიდან ორივეში დენთი იყო ჩადებული და ეს დენთი - ამაში ეჭვი არ
მეპარებოდა - მერე და მერე, სხვა სიტყვებთან ხახუნის შედეგად, ისე აალდებოდა, მრავალ
ჩაბნელებულ კუთხე-კუნჭულს გაანათებდა. სამაგიეროდ მეორე ეპიზოდში (პროფილაქტორიუმის
ეზო) მთელი ნახევარი საათის განმავლობაში ერთთავად ქატო იფრქვეოდა და მხოლოდ
ეპიზოდის ფინალში, სულ უკანასკნელ წამს, როცა რომეოს გამოვეთხოვეთ და მანქანაში
ჩავსხედით, სალომე ერისთავმა, როგორც იქნა, ისეთი წინადადებაც წარმოთქვა, რომელიც, თუ
სრულად და უცვლელად არა, სხვათა სიტყვის „ო“ -თი გადმოცემას კი მაინც იმსახურებს:
იგოეთამდე წამოგყვებით და მეტს აღარ შეგაწუხებთო. მე ამაზე პასუხი არ მიმიცია. ვერც მივცემდი.
მართალია, გულის სიღრმეში იმედი ოპტიმისტურად ბაქიბუქობდა, ამ ჩვენს დაუპატიჟებელ
სტუმარს სულ მალე მოვიშორებთო (სხვათა შორის, ამ სამარცხვინო აქტის შესაძლო სცენად მე და
ჩემს იმედს გუნებაში სწორედ იგოეთი გვქონდა შეგულებული), მაგრამ იმედს უკან ავად
იგორგლებოდა გაკაპასებული სინდისი და, ვიდრე პრაგმატიზმსა და მორალს შორის ეს უგემური
კინკლაობა დასრულდებოდა, მეც ყოყმანის მეტი სხვა არაფერი დამრჩენოდა. საერთოდ, ეს პასაჟი,
თუ დავუკვირდებით, იმაზეც მიუთითებს, რომ დიალოგის ხელოვნება მართლა ძალზე რთულია.
მაგალითად, ეს ამბავი რომ ნამდვილად არ გადამხდენოდა და სალომე ერისთავი
შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფი იყოს, ასეთ რამეს ალბათ ვერ ვათქმევინებდი, ვინაიდან
გონიერება (თუნდაც მდედრობითი) მოითხოვდა, ჯერ დაედგინა, მე სად მივდიოდი, და მერე
გადაეწყვიტა სადამდე წამომყოლოდა. მან კი პირველი ნაბიჯი რატომღაც გამოტოვა და
პირდაპირ მეორე გადადგა, რითაც, მართალია, თავისი ხასიათის შესახებ კი მითხრა რაღაც
მნიშვნელოვანი, რაღაც სპეციფიკური, რაღაც ისეთი, რაც გაშიფვრის შემდეგ ალბათ ნებისკენ
რაღა ბევრი გავაგრძელო, მას შემდეგ, რაც ხსენებული წინადადება წარმოითქვა და მე იგი
უპასუხოდ დავტოვე, მანქანაში ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. საზოგადოდ, დუმილი -
იცით ალბათ - საუბრის ორგანული ნაწილია და, თუ ზომიერება დაცულია, ყოველთვის
ხერხდება მისი სიტყვებად თარგმნა. ოღონდ - თუ ზომიერება დაცულია. თუ ზომიერება დაცული
არ არის და დუმილი მისთვის მიჩენილ საზღვრებს გასცდა, მალე მეორე უკიდურესობაში
გადავვარდებით.
მე ამ შეკითხვას დიდხანს ვეძებდი და ამიტომ, როცა ვიპოვე, ძალზე საიმედო მეჩვენა, მაგრამ
ადამიანი, თუ შეცდომის შვილი არა (ეს, ვფიქრობ, მეტისმეტია), შეცდომის ნათლული კი
ნამდვილადაა.
ასე. ამომწურავად, მაგრამ მშრალად და ნეიტრალურად. არც კილო, არც ინტონაცია, არც
ჟესტიკულაცია, თავიც კი არ მოუტრიალებია. თითქოს ავტომატში მონეტა ჩაუშვეს და
ავტომატმაც ამ მონეტის ღირებულების შესაბამისად იმუშავა. ზუსტად, წერტილიდან
წერტილამდე. შემოიარა დადგენილი წრე და გაჩერდა. პაწაწინა ნაპრალიც კი არსად
დაუტოვია, რომ შიგ საუბრის შემდგომი ძაფი გამეყარა.
ვიდრე საკუთარ თავზე უაზროდ გაბრაზებული ახალ შეკითხვას ვაკოწიწებდი (ჯერ ვაპირებდი
მეკითხა, პაპასკირი ვინ იყო-მეთქი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ სულ პაპასკირის ირგვლივ
ტრიალიც არ ივარგებდა, ხოლო რაკი ამას მივხვდი, ბუნებრივია, პაპასკირის ირგვლივ დავიწყე
ტრიალი და პაპასკირს ვეღარაფრით გავცდი), იგოეთს მივაღწიეთ და ჩემმა სიტყვაძვირმა
თანამგზავრმა თვითონ დაარღვია დუმილი.
მარჯვენა მხარეს, გზის პირას, მართლა იდგა ორი მახინჯი ავტობუსი, რომლებიც კაცმა არ იცის სად
მიდიოდნენ.
ამას რომ მკაფიოდ ვგრძნობდი, პარალელურად იმაზე ვფიქრობდი, თუ რატომ გაჰყო ამ ქალმა
ჩემი საქციელი ორ ნაწილად - თანაგრძნობად და დახმარებად. სანამ ამ ამოცანას ვუკირკიტებდი,
მან ეტყობა იფიქრა, ვერ გაიგონაო და, ავტობუსებს რომ გავცდით, გამიმეორა: - გამიჩერეთ.
ავტობუსში გადავჯდები.
მაგრამ გამარჯვებული სინდისის ოხშივარმა ამასობაში თავის ქალაში შემოაღწია და იქ, წვეთებად
კონდენსირებული, ტვინის ხვეულებს ცვრად და ნამად დაედო.
- სანაკლიოში არ მიბრძანდებით?
- დიახ.
- მართლა?
გაკვირვების მიზეზი დიაღაც რომ ჰქონდა, მაგრამ ჩემი ფშუტე თავდაჯერება (შენი ფშუტე
თავდაჯერება, მისი ფშუტე თავდაჯერება, ჩვენი ფშუტე თავდაჯერება, თქვენი ფშუტე
- რატომ გიკვირთ?
- იმიტომ, რომ სანაკლიოში მიმავალს აქამდე ორჯერ მაინც უნდა ეთქვა, სანაკლიოში
მივდივარო.
- ერთი, ხელოსანს რომ ჩემი მისამართი ჩავაწერინე, და მეორე, იგოეთს იქით აღარ
წამოგყვებით-მეთქი, რომ გითხარით. საკვირველია, ახლა რაღამ გაიძულათ .
ვიდრე ტვინის შრეებში გაქრებოდა, ამ წინადადებამ გზად მრავალი უფორმო მუხტი დატოვა,
რომლებიც ჩემი ცნობიერების ეკლებზე მოუსვენრად ფეთქავდნენ, და მე - ეს სავსებით
- სიმართლე ბებერ ძროხას ჰგავს: მძიმედ იხარშება. სამაგიეროდ, როცა მოიხარშება, ცხადი
ხდება, რომ ცნობიერებას ჯერ კიდევ რუდიმენტები მართავენ, არალეგალური, იატაკქვეშა
რუდიმენტები. გადაჯდომას ახლა აზრი არა აქვს. თუ ლაპარაკი ჩემზეა, მე მირჩევნია დარჩეთ;
რაკი ქვაბი უკვე შემოვდგით ცეცხლზე, ვიცი, სინდისი, რომ გადაჯდეთ, მაშინ უფრო შემაწუხებს. თუ
ლაპარაკი თქვენზეა და თქვენ ის გაწუხებთ, რომ მე მაწუხებთ, უკვე ბარიბარში ვყოფილვართ და
საწუხარიც აღარაფერი გქონიათ. და ბოლოს, რაკი სიცოცხლე ტანჯვაა, როგორც არა ერთი
და ორი საქმეში ჩახედული კლასიკოსი ირწმუნება, ჩემი მხრივ გარანტიას ვიძლევი, სანაკლიოს
მშვიდობით მიაღწევთ, თუნდაც თქვენ სულ მიანებოთ თავი მუხრუჭს და ეს საქმე მთლიანად მე
მომანდოთ, - და ამის გაგონებაზე რომ დასამუხრუჭებლად მოღერებული ფეხი სწრაფად უკანვე
წაიღო, კილო ჯერ შევარბილე, მერე იმ სახიფათო ზღვრამდე გავათბე, რომლის იქით უკვე
ფარისევლური ინტონაცია იწყება, - ისიც გაითვალისწინეთ, რომ მე - ცხადია, რუდიმენტების
ზეგავლენით - პირდაპირ პაპასკირის რვაში მიგიყვანთ, რასაც ავტობუსი ალბათ არ იზამს. გარდა
ამისა, რაკი ვიცი, რომ გულახდილობა უტაქტობაა, ხოლო ჩემი გულახდილობა მოუზომავიც იყო,
პატიებას ვითხოვ.
- თუ არ დამამადლებთ.
- კატასტროფის?
- არ გაგიგიათ?
- არა.
- ხუმრობაა?
- ღმერთმა შეგინდოთ, - გამეღიმა მე, - ასეთ ტლანქ ხუმრობას ბიძაჩემის თავში რა უნდა!
საბიძაჩემისთავო ხუმრობა თეთრია და ნატიფი, როგორც ესთეტიზმის ყველაზე წმინდა საცერში
გამტკიცული ფქვილი.
- ნუ დაიჩემებთ! იქნებ, ვისაც თქვენ ელაპარაკეთ, იმან არაფერი იცოდა! მეხის გავარდნასაც
ხომ ზოგი იგებს და ზოგი ვერა! ადვილი შესაძლებელია „უფსკრულში“ და „გადაჩეხვაში“ ბიძაჩემი
ისეთ რამეს გულისხმობს, კლასიკურ ლინგვისტიკას თმა ყალყზე დაუდგეს. ყოველ შემთხვევაში,
ამთავითვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ უფსკრული, როგორც უფსკრული, და
გადაჩეხვა, როგორც გადაჩეხვა, გამორიცხულია:
- აა! კონკრეტულად რისთვის გამომიძახა, არ ვიცი. ბიძაჩემი ის კაცი არაა, კარტი წინასწარ გახსნას,
თუნდაც მთელი ქვეყანა შიგ იყურებოდეს. სამაგიეროდ, სამუშაო გეგმა კი უეჭველად
შედგენილი ექნება. რამე ოპტიმისტური და განუხორციელებელი გეგმა. რაც შეეხება იმას, თუ
რატომ მაინცდამაინც მე გამომიძახა, ეს კითხვა ფუჭია. ერთადერთი ცოცხალი არსი, ვისი
გამოძახებაც ბიძაჩემს გაჭირვების ჟამს შეუძლია, მე ვარ, და ერთადერთი ცოცხალი არსი, ვისაც
გაჭირვების ჟამს ჩემი გამოძახება შეუძლია, ბიძაჩემია. თუმცა, სიმართლეს რომ ძირისძირობამდე
ჩავდიოთ, ეს იმდენად რეალური გამოძახება არ არის, რამდენადაც მხატვრული ხერხი.
ბიძაჩემისთვის ჩემი გამოძახება საკუთარი შინაგანი ძალების დარაზმვას ნიშნავს, ხოლო თუ მე
მაინც მივდივარ, მივდივარ იმიტომ, რომ ამ ძალების რეალური განსახიერება ვარ. ერთი
სიტყვით, დეპეშა მხოლოდ საშიშროებას ადასტურებს, საშიშროების ხასიათს არ განმარტავს.
ამაზე თავი კი დამიქნია, მაგრამ დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რომ რისი თქმაც მინდოდა, ნათლად
და გასაგებად ვუთხარი. მერე უეცრად მკითხა: - ტელეფონი არა გაქვთ სახლში?
- რა გასაკვირია! - თქვა მან ისე, რომ ევას ვინაობით არ დაინტერესებულა, - ყველაზე უწინ ადამიანს
ყველაზე ბუნებრივი შეკითხვა მოგდის თავში. მერე თქვენ რა უთხარით?
- დიახ .
აქ, როგორც იქნა - შესაძლოა იმის გამო, რომ ეს პასუხი ცოტა უადგილოდ გაისმა - მივხვდი,
რომ ჩემი შიშის მიერ წინასწარ განაწილებული როლები სინამდვილეში დიამეტრულად
შეცვლილიყო: მე გაუთავებლად ვყბედობდი, ის კი მხოლოდ პაუზებს ავსებდა. რომ
მცოდნოდა ასეთი სიტყვაძუნწი იყო, ჩემს გულში ამოდენა ალიაქოთს, ცხადია, არ ავტეხდი.
სამაგიეროდ, რაკი ბოლოს და ბოლოს შევიტყე, რომ საუბრის გაძღოლა მე მომიხდებოდა,
ლოდი ჩამომეხსნა და შვებით ამოვისუნთქე. მაინც, ეჭვის უკანასკნელი ბაცილებიც რომ
ჩამომებერტყა, გადავწყვიტე, ყველაფერი კიდევ ერთხელ შემემოწმებინა. ამ მიზნით პატარა და
უწყინარი ექსპერიმენტი წამოვიწყე: გულში ათწუთიანი დუმილი გამოვაცხადე. ახლა ეს ძნელი
არ იყო. რაკი ყამირი გატყდა და ურთიერთობას საფუძველი ჩაეყარა, უხერხულობის შიში
აღარ მქონდა. მართლაც, შავშვებიდან მოყოლებული ვიდრე გორის გზისგასაყარამდე
ორივენი მშვიდად და უშფოთველად, შეიძლება ითქვას, იდილიურად ვდუმდით. მე გზას
გავცქეროდი და ვცდილობდი ბიძაჩემთან მომავალი შეხვედრის სავარაუდო სცენარი
დამეზუსტებინა: ის სკამის ზურგს მიყრდნობოდა, ხელები მუხლებზე ეწყო და ფიქრებში ჩაფლულიყო.
მაშინაც კი, როცა ორ „კამაზსა“ და ორ „იკარუსს“ ერთ გასწრებაზე გავუსწარი და შემხვედრი
მანქანაც გვარიანად დავაფრთხე, არ გამორკვეულა და დამუხრუჭება არ უცდია. ბოლოს, მდინარე
მეჯუდა რომ გადავიარეთ და ბენზინის სადგურს მივაღწიეთ (სადაც ბენზინი არ იყო), ექსპერიმენტი
დასრულებულად ჩავთვალე და გადავწყვიტე საუბარი განმეახლებინა. მაგრამ, ვიდრე
გადაწყვეტილებას შევასრულებდი, თვითონაც მიიღო ანალოგიური გადაწყვეტილება და
დამასწრო კიდეც. წყნარად და სრულიად ნეიტრალური კილოთი, თითქოს ეს ერთი რამ
უმნიშვნელო ფრაზა ყოფილიყო, რომელიც კაცმა შეგიძლია არც წარმოათქმევინო პერსონაჟს,
მკითხა: - ბიძათქვენი იონა კამკამიძეა?
- იცნობთ?! - შევძახე აღტაცებით და წამით (ალბათ იმის გამო, რაც ბავშვობის ცისფრად
დაჟანგული ჭიშკარი გამოვიხურე, ასეთი ყიჟინა პირიდან არ ამომსვლია) გულში გარდასულ
ჩემი აღტაცება იმდენად დიდი იყო, რომ სალომე ერისთავს კოპები ცოტა გაეშალა და
ნაწილობრივ ჭმუნვის ღრუბელიც გადაეყარა.
- გაგონილი მაქვს.
- მეორასიათასე.
მე გაკვირვებით შევხედე.
- მეორასიათასე? აა! არა, ეს ახლახან იყო. მე ძველს ვიხსენებ. თუმცა . - აქ გულში ცოტა რამ
ვიანგარიშე და დავუმატე, - თუმცა ეს ამბავი ცხრამეტი წლის წინ მოხდა. თქვენ მაშინ შეიძლება
დაბადებულიც არ იყავით.
კი ვგრძნობდი, რომ მეტისმეტი მომდიოდა, მაგრამ ლაგამის მოზიდვა ვეღარ მოვასწარი, და თუმცა
ამის გამო გულში საკუთარ თავს ცოტა შემოვწყერი, საბოლოოდ ეპიზოდი, რომ არ მოველოდი, ისე
კარგად დასრულდა: სალომე ერისთავმა ჩვენი ნაცნობობის მანძილზე პირველად გაიღიმა.
გაიღიმა და წამით სულ სხვა კუთხით წარმოჩნდა. ღიმილი, რომელსაც ჭმუნვა კვლავაც
არშიასავით ჰქონდა შემოვლებული, თითქმის მოუხელთებლად გაჩნდა და გაჩენისთანავე ისევ
გაქრა. არსებითად, მთელი ღიმილი ის იყო, რომ მოკუმული ტუჩები ერთი შეთრთოლება
შეუთრთოლდა. და მაინც ამ მოუხელთებელი წამის განმავლობაში სახის გამომეტყველება
მკვეთრად შეეცვალა. მახსოვს, იმის გაფიქრებაც კი მოვასწარი, თუ მისი სანაკლიელობა და
ამასთან დაკავშირებით ჩემი გრძნობების უადგილო აფუება არ მატყუებს, ღიმილი მოუხდა-მეთქი.
- დაბადებული ვიყავი. იმ ზაფხულს ათი წლისაც გავხდი. ოღონდ იუბილე ბუნდოვნად მახსოვს.
სამაგიეროდ მეორასიათასის იუბილე მახსოვს კარგად. სწორედ იმ დღეებში მომიხდა სანაკლიოში
ჩასვლა.
- მეორასიათასე გრანდიოზული იყო, მაგრამ მეასიათასესთან ვერ მოვა. ვერც მასშტაბით, ვერც
პეწით, ვერც შესრულების დონით. ერთ იუბილედ მეასიათასისა მარტო ფინალი ღირდა -
ბიძაჩემის დაქორწინება, რის შედეგადაც მამაჩემი პროფესიონალი პესიმისტი გახდა.
- დისწული.
- ა, დისწული .
- დიახ, - თქვა სალომე ერთისთავმა და მე ახლაღა მივხვდი, რომ ამ სიტყვას წეღანაც სხვაგვარი
სუნი აუვიდა, ისეთი სუნი, როგორიც შეიძლება აუვიდეს შინააარს, რომელიც საკუთარ ფორმას
არ ემთხვევა. მერე, გვარიანად გრძელი დუმილის შემდეგ, უეცრად მკითხა: - რამდენი შვილი
გყავთ?
- საერთოდ.
- არც ერთი.
ასეთ ეკალბარდებს ყველაზე უკეთ უტიფარი სიცრუე კაფავს და მეც სწორედ ეს ნაცადი იარაღი
მოვიმარჯვე: - მმმ . თეორიულად. წარმოსახვის ძალით. სხვათა მაგალითით.
მაგრამ ამჯერად ვერც ეს უებარი საშუალება გამომადგა. სალომე ერისთავმა უტიფრობას ანგარიში
არ გაუწია და სიცრუეს ისე მოეპყრა, როგორც ნამდვილ არგუმენტს: - სხვათა მაგალითით
საკუთარ გრძნობას როგორ ზომავთ?
- ვერ ვზომავ, - ვაღიარე მაშინ, - ვცრუობ. სანამ საკუთარი უზნეო შვილი არ მეყოლება, უზნეო
შვილის სიყვარული ჩემთვის ბუნდოვანი თეორია იქნება. თუმცა გარწმუნებთ, შედარებას ეს
ხელს არ უშლის, რადგან უცნობი მოვლენის უცნობი მოვლენითვე განმარტება, განსხვავებით
ლოგიკური ცოდნისაგან, რაც უცნობი მოვლენის ნაცნობი მოვლენით განმარტების შედეგია,
იძლევა - თუ, რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნაც იქნა - ემოციურ ცოდნას, რომელიც, მართალია,
ნაკლებ ზუსტია, ვიდრე ლოგიკური ცოდნა, სამაგიეროდ გაცილებით უფრო მტკიცეა და საიმედო.
და თუ მე სანაკლიოს მიმართ ჩემი დამოკიდებულება მარჯვედ ვერ გამოვხატე, მიზეზი ის უნდა
იყოს, რომ ღვთის შეწევნა დამკლებია, თორემ პრინციპი უტყუარია. მე ეს საკითხი საგანგებოდ
მაქვს შესწავლილი. მაგრამ - კითხვა რომ შემოგიბრუნოთ - თქვენ კი გიყვართ სანაკლიო?
- ასეთ მხურვალე ფონზე იქნებ დისონანსად გაისმას, მაგრამ, სანაკლიოში რომ სიმართლე
ჩაიყვანო და იქაურობა აჩვენო, მგონი ისეთები თქვას, უხამსობამაც კი ყურებზე ხელი მიიჭიროს.
- მამიდები.
- მამიდები?!. ბევრი?
- სამი . ორი.
- ოთხი, - მიპასუხა მან და, მადლობა ღმერთს, ისე განაგრძო, სიტყვის ჩასაგდებად დრო არ
დამიტოვა, - მაგრამ მამიდა ნუცა სოფელში ცხოვრობს. სანაკლიოში - სამი. უფრო ორი . მამიდა
ნატო წუხელ გარდაიცვალა.
იმის გაფიქრებაც კი უტაქტობაა, რომ კაცს ასეთ რამეზე გაგეცინოს, და მე, ცხადია, არც
გამცინებია, თუმცა - რაკი ამგვარი საშიშროება რეალურად არსებობდა, მაინც ვიტყვი - რომ
გამცინებოდა, გამეცინებოდა არა მამიდა ნატოს გარდაცვალებაზე (ამაში სასაცილო არაფერი
დამინახავს), არამედ ადამიანის ვიწრო და სწორხაზოვან ბუნებაზე, რომელსაც ძალიან უჭირს იმის
დაშვება, რომ შესაძლებელია მამიდების რიცხვიც ათვლის სისტემაზე იყოს დამოკიდებული.
- სამოცდარვის.
მამიდა ნატოს გარდაცვალებამ (უფრო სწორად, ცნობამ მამიდა ნატოს გარდაცვალების შესახებ)
ვითარება სხვა მხრიდან გაანათა და ერთბაშად გამოჩნდა აქამდე სიბნელეში გახვეული ვარაუდი,
რომ სალომე ერისთავის უგუნებობის მიზეზი, ვინ იცის, გარემოება იყო და არა ბუნება და რომ,
შესაბამისად, შეკრულ კოპებში ჩანდა არა ხასიათი, არამედ, ასე ვთქვათ, სამგლოვიარო
განცხადება. მთლად წყალგაუვალი დიაგნოზი ეს, რასაკვირველია, ვერ იქნებოდა, მაგრამ აქ,
სიკვდილის საზეიმო ფონზე, ძალზე მაღალი ჩანდა იმის ალბათობა, რომ მიზეზები და შედეგები
სწორედ ამგვარი თანმიმდევრობით ყოფილიყო დალაგებული.
ერთხანს დუმილი ჩამოვარდა. მამიდა ნატოს ასაკი ამას თითქოს მაინცდამაინც მკაცრად არ
მოითხოვდა, მაგრამ ასაკს ჩვევამ აჯობა, რომლის თანახმადაც სიკვდილის ხსენებას რიტუალური
დუმილი უნდა მოჰყვეს.
მათარას წყალი რამდენჯერმე გამოვავლე, მერე ნახევრად ავავსე და, სალომე ერისთავი რომ
მანქანიდან გადმოვიდა, მივაწოდე.
ალბათ ბოლომდე უნდა ამევსო. ბოლომდე რომ ამევსო, ვინ იცის, თავის უკან გადაგდება არ
დასჭირვებოდა. ახლა კი დასჭირდა. თავი უკან გადაიგდო და ღმერთს შეხედა. და თუმც
დარწმუნებული ვარ, ეს არაფერ შუაში იყო, ისევე როგორც არაფერ შუაში იყო მისი თხელი
პალტოს სიგრძე და ფერი, აქ, სოფლის ბოლოს, მტვრიან შარაგზაზე, კრამიტით დახურულ
სახლებსა და ვაშლის ბაღებს შუა მას ახლა სიტყვა „დისონანსი“ უფრო შეეფერებოდა, ვიდრე
სიტყვა „ქალი“ (ეს ორი სიტყვა რომ ერთმანეთს პირწმინდად და საგულდაგულოდ არ
გამორიცხავს - ამას ვამბობ როგორც შემთხვევით დაეჭვებულთა, ისე პროფესიონალ
სკეპტიკოსთა გასაგონად - მე სხვაზე ნაკლებად არ ვიცი). დალევა რომ მოათავა, მათარაში
ჩარჩენილი წყალი გადაღვარა და ცარიელი მათარა დამიბრუნა.
აქ ცოტა ხანს - ვიდრე მეც დავლევდი და მერე მათარას ხელახლა ავავსებდი - მისკენ
ზურგშექცევით ვიდექი, ხოლო მას, ვიდრე მე ზურგშექცევით ვიდექი, პალტო გაეხადა.
- არა, გმადლობთ.
- მაშ წავიდეთ.
- წავიდეთ.
- საჭესთან? რატომ?
- აჰ, არა.
- მობეზრებული გაქვთ?
- არ მიყვარს.
- არც მე. მაგრამ მე სხვა გზა არა მაქვს, - მერე, რომ დავიძარით, ვკითხე, - მაგიტომ
შეელიეთ ასე იოლად და, მე თუ მკითხავთ, იაფადაც?
- რატომ?
- აბა რატომ?
ამაზე ერთხანს ჩუმად იყო, თითქოს გუნებაში რაღაცას წონიდა. მერე თქვა: - სამასი მანეთი რომ
გადამეხადა, ბევრი თავსატეხი გამიჩნდებოდა. ეს ექვსასი მანეთი კი კარგად წამადგება, - აქ
წამით ისევ გაჩუმდა და მერე, ლაპარაკი რომ განაგრძო, ხმაში ოდნავი, მხოლოდ ძალიან
მახვილი ყურისთვის შესამჩნევი ძალდატანება დაეტყო, - მამიდა ნატოს დასაფლავება უნდა.
- მეოთხე.
- მართლა?! მეოთხე სკოლა, შეიძლება ითქვას, ჩემი სკოლაა. თავის დროზე მანდ
ერთდროულად ორი შეყვარებული მყავდა . მაშ, პაპასკირის ქუჩაც ალბათ შორს არ იქნება.
არც კილოზე და არც სახეზე ისეთი არაფერი შეტყობია, რაც შეიძლებოდა ირონიისთვის
მიმემსგავსებინა.
- რომანტიკული ბავშვობა გქონიათ, - თქვა ამაზე მცირე პაუზის შემდეგ. მე გაკვირვებით შევხედე.
- ყველა არ არის „ყველა“. თქვენ იქნებ მიგიხაროდათ კიდეც და, ვინ იცის, კომკავშირის კრებებსაც
ესწრებოდით. მე იმთავითვე მგრძნობიარე ბუნება მქონდა. სკოლაში წასვლის წინ გულ-გვამი ისე
მიხურდებოდა, ზამთრობით ოთახის ტემპერატურა თვრამეტიდან ოცდაერთ გრადუსამდე
ამყავდა. ყოველი დღე - კი, უქმეების გარდა, მაგრამ სხვა მხრივ გამონაკლისის გარეშე -
გოლგოთაზე ასვლა იყო. ჯვრის ატანაშიც ხელის წამომკვრელი არავინ მყავდა. ის კი არა,
დაჩივლებასაც ვერ ვბედავდი - ღმერთო, რატომ მიმატოვე- მეთქი - იმის შიშით, რომ მამაჩემი
გაიგებდა და პედაგოგიურ ჯვარზე გაკრულს ახლა იდეოლოგიურ ჯვარზე გამაკრავდა.
- არსად, - გაკვირვებითა და, მგონი, ცოტა მწყრალადაც მივუგე მე. მერე მივხვდი, რომ ასეთი
პასუხი, კილოც რომ არ მივიღოთ მხედველობაში, მაინც უტაქტო და უხერხული იყო, ამიტომ შევეცადე
ამეხსნა, - პარაზიტი ვარ. მატერიალურ საზრდოს მამაჩემისგან ვიღებ, იდეურს ბიძაჩემისგან. და
მოსალოდნელ მორალურ შეფასებას სავსებით ვეთანხმები.
- კი. ქართული ენის სპეციალისტი ვარ. ცოტა მოუქნელი ტერმინია, ალბათ საჩოთიროც, მაგრამ
სამაგიეროდ სავსებით ოფიციალურია და დოკუმენტურად დადასტურებული.
მაგრამ ახალი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე. მხოლოდ ძველი ინფორმაცია დამიდასტურდა იმის
შესახებ, რომ კეკლუცობა არ სჩვეოდა. კეკლუცი ქალი, მით უფრო, თუ ასაკის პრობლემაც უდგას,
ასეთ შენიშვნაზე ალბათ ხაზგასმულად გაიცინებს და გათამაშებული საყვედურით საყვარლად
ჩაიღუღუნებს: „ნუ, მაგდენი ხნისაც არა ვარ! “ და თუ ამას არ ჩაიღუღუნებს, რაღაცას მაინც
ჩაიღუღუნებს. მან კი სრულიად ფხიზელი კილოთი მკითხა: - რომელ მოედანზე? - იმავ წამს
თავი სწრაფად მოატრიალა და დაკვირვებით შემათვალიერა, - მაშ ეს თქვენ . რას აკეთებდით იქ,
მოედნის შუაგულში?
- რად გინდოდათ?
- კი.
- მისდევთ კიდეც?
- მამიდებსაც უყვართ?
- დიახ.
- დანარჩენებს რა ჰქვია?
- და ოთხივე გაუთხოვარია?
- ოთხივე.
- მამა?
- მამა?
- ადრე გარდაიცვალა?
- კვიპროსზე რა უნდოდა?
რატომაც არ ღირდა! მე, მაგალითად, აქამდე არასოდეს გამეგონა ვისიმე მამა კვიპროსზე
მოეკლათ, და საერთოდ, ალბათობის თეორიის თანახმად, ასეთი რამ ძალზე იშვიათად უნდა
ხდებოდეს. მაგრამ რაკი მითხრა არ ღირსო, ჩანს არ სურდა მოყოლა, ხოლო რაკი არ სურდა,
ვერც მე ჩავეძიებოდი. ამიტომ ესღა ვთქვი: - ნება თქვენია . მამიდებიც პაპასკირის რვაში
ცხოვრობენ?
- სწორედ მიმიდები ცხოვრობენ პაპასკირის რვაში. მამიდა ნუცას გამოკლებით. მამიდა ნუცა
სოფელში ცხოვრობს.
მამიდების არითმეტიკულ ტოლობაში მამიდა ნუცა ეტყობა მაკლები იყო (თუ ნამდვილად
- კი.
- აქ ერთი პატარა რესტორანია . ვიწრო შესახვევი რომ მოჩანს მარჯვნივ, მანდ. ბევრი
ვერაფერიშვილია, მაგრამ წახემსება თუ გინდათ, დანამდვილებით ვიცი, მოწამვლის
საშიშროება მინიმალურია.
- მე - მით უმეტეს. მე ისეთი ძალები მეწევა სანაკლიოსკენ, გზაში საჭმელად იშვიათად ვჩერდები.
- რა ძალები?
- შესაძლოა, „ძალები“ ცოტა გაზვიადებული ნათქვამია. სულ ორი ძალაა, მაგრამ რაკი ენაში
ორობითი რიცხვი არა გვაქვს, იძულებული ვარ მრავლობითი ვიხმარო. ერთია ბიძაჩემი,
როგორც მოვლენა, რომელშიაც ზოგჯერ არსი ჩანს, შეუხედავი, მაგრამ მაინც არსი, მეორე -
- თითქმის ყველა იქა მყავს, ვინც კი საერთოდ მყავს. ურიცხვი და ულევი ნათესავი. ნაირ- ნაირი
ჯურისა და ხარისხის .
როგორც ითქვა, სურამის გადასახვევამდე თითქმის ჩუმად ვიარეთ. ყოველ შემთხვევაში, ისეთი
არაფერი თქმულა, კაცს გამოსატოვებლად დაენანოს. სურამის გადასახვევს რომ გავცდით და
სურამი მარცხნივ მოვიტოვეთ, დაფიქრებით იკითხა: - საფრთხე მართლა ემუქრება?
- ვის?
- დამწერლობას.
- ღმერთმა უწყის. უფრო ალბათ ვერა. მაგრამ, ჩემი ფიქრით, ამას არა აქვს გადამწყვეტი
მნიშვნელობა. მთავარი პრინციპის ქონაა და არა პრინციპის განხორციელება.
- მისია?
- დიახ . - კიდევ ერთხელ დამიხვედრა ეს სიტყვა, როგორც უცხო ფარი, მერე უცებ მკითხა:
- არც მე. მამიდებს რომ ვწერ ხანდახან მოკლე და მშრალ წერილებს, ისინი წერილებად არც
ჩაითვლება. ადამიანი კი . თქვენ, ალბათ არ დაიჯერებთ, წერილებს უნდა წერდეს
(დამეჯერებინა?). ადამიანს წერილის წერა უხდება. ერთი სიტყვით, მე იმის თქმა მინდა, რომ
ბიძათქვენი მართალია.
!!!
მე კარგახანია შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ ქვეყნიერება კანს იცვლიდა, მაგრამ რამდენად
მწვავედ მიმდინარეობდა ეს პროცესი, არ ვიცოდი. ამიტომ, თუმც დარწმუნებული ვიყავი, რომ
სწორად გავიგონე, მაინც ყოველი შემთხვევისთვის დავაზუსტე: - რა ბრძანეთ?
- ბიძათქვენი მართალია-მეთქი.
ჩუმათელეთში ვიყავით. და მე მეეჭვება, ჩუმათელეთის დიდსა და, ვინ იცის, სახელოვან ისტორიაში
ეს აზრი ოდესმე ასე პირდაპირ და მიუკიბავ-მოუკიბავად გამოთქმულიყოს.
მე უსიამოდ გამაჟრჟოლა.
- თუ იმას გულისხმობთ, რასაც თქვენ ეძახით სიმართლეს, ბატონი ბრძანდებით! თქვენ ოღონდ
შესძელით და შეძლებით როგორ არ შეიძლება! მაგრამ თუ იმასაც გულისხმობთ, სხვები რასაც
ეძახიან, მაშინ ბანალური კონტრშეკითხვა უნდა დაგისვათ: რა არის სიმართლე?
- ასე იყოს.
- ვიცი.
- დავიწყებ . - ეს რომ თქვა, გაჩუმდა და ერთხანს ჩუმად იყო. სახე ისეთი კონცენტრირებული
ჰქონდა, თითქოს კიდევ ერთხელ წონიდა მოსალოდნელ შედეგებს. მერე თქვა, - ირონია
გამოქვაბულია. შიგ ადამიანი შიშს ემალება.
- რა შიშს?
- წარსულის შიშს, მომავლის შიშს, არსებობის შიშს, უსასრულობის შიშს. გაუცნობიერებელ შიშს,
რომელიც ყველა უჯრედში ჰყავს ჩაბუდებული .
- სულიერი არსება? - წამით დაიბნა, ვერ გაიგო, რა ადგილას მოხვდა მისი მეტყველების მესერს
ეს დაუფიქრებელი გრამატიკული კენჭი. მერე კი, დაბნეულობის ის ერთი მოკლე წამი რომ
გაილია, ნაცვლად დამშვიდებისა უეცრად, თითქოს ყველა დანარჩენი წამი ერთმანეთში აირია
და ადგილზე დატრიალდაო, შეშფოთებული ხმით წამოიძახა, - იქ რა ხდება?!
- სად?
- შეხედეთ!
რიკოთის გვირაბის წინ უამრავი მანქანა მოგროვილიყო. მანქანებს შორის ხალხი ირეოდა.
კონცენტრაცია რიკოთზე
ჩემი „ნივა“ გზის განაპირას, თეთრი „ვოლგის“ უკან გავაჩერე და გადმოვედით. იმავ წამს სხვებიც
მოგვადგნენ. ქვემოდან კი კვლავ უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მანქანები. მოდიოდნენ და
მოდიოდნენ. მთელი ქვეყანა გზაზე გამოფენილიყო.
თეთრ „ვოლგასთან“ ლამაზი და მოდურად ჩაცმული ქალ-ვაჟი - ჩემი ვარაუდით, ცოლ- ქმარი
- იდგა. ქალი მაღალი იყო, ზომიერად სავსე, ჯიშიანი; წაბლისფერი თმა კეფაზე აეკრიფა და
ქათქათა ყელ-კისერი მოეშიშვლებინა. და თუმცა სათვალის დიდრონი შუშები ცოტა ამპარტავნულად
უელავდა, როგორც ფეშენებელური სასტუმროს შუქ-რეკლამა, მის მიმზიდველ სანდომიანობას ეს
ვერაფერს აკლებდა. ვაჟი უფრო წერწეტი იყო. წერწეტი და სუსტი. გვერდზე გაყოფილი გრძელი
ქერა თმა ჰქონდა, კრიალა სახის კანი, ნაზი და თეთრი, და მიბნედილი, წყლიანი თვალები.
- არ ვიცი, - შეფიქრიანებული კილოთი მიპასუხა ვაჟმა. ქალმა ისე შემომხედა, თითქოს ჩემგან
კითხვას კი არა პასუხს მოელოდა და, პასუხის ნაცვლად რომ კითხვა მიიღო, ცოტა არ იყოს,
იმედგაცრუებული დარჩა.
პასუხად მან თავი დამიქნია, მაგრამ წარბებშუა ვერტიკალური ნაოჭი გაუჩნდა - არასწორი და
არამკაფიო, როგორც აკანკალებული ხელით ჩამოსმული ხაზი - და მე ჩემდაუნებურად დავძინე: -
მალე დავბრუნდები: მართლაც, ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, შეძლებისდაგვარად, მალე
დავბრუნდი. დავბრუნდი ტვირთმძიმე და ხელცარიელი: ერთი მხრივ, უამრავი ვარაუდი,
ათასგვარი ჭორი, ჭრელი ამბები და ნაირ-ნაირი შთაბეჭდილებები მოვიტანე, მეორე მხრივ,
სარწმუნო და დამაჯერებელი ვერაფერი შევიტყე. გვირაბს საერთოდ ვერ მივაღწიე. რაც უფრო
მივიწევდი წინ, მით უფრო ძნელი და ძნელი ხდებოდა გზის გაკაფვა, და პირვანდელი გაკვირვება,
გამოწვეული იმით, რომ ერთ ბეწო ტერიტორიაზე ამდენი მანქანა იდგა, გაკვირვების
პასუხად მან თვალებით რაღაც მითხრა ფრიად უწმაწური და ცივად გატრიალდა (ჯინსები ეცვა). მეც,
ვიდრე ჯგუფში ამ ახალი ვერსიის გამო კამათი დაიწყებოდა, სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას
და გზა განვაგრძე.
მაგრამ ჩემზე უფრო ჩქარა, ეტყობა, ამ ჩემმა ვერსიამ იარა. ყოველ შემთხვევაში მე მას,
ესტაფეტაში ჩაბმულსა და გახალხურების შელოცვილ წყალში ერთპირ უკვე ამოვლებულს,
სულ ცოტა ხანში ორჯერ წავაწყდი.
- რითი?
- რავა რითი?
- რითი ჯის?
- აბა?!
- არა აქვს?
- არა!
- აბა რა იცი, რომ არა აქვს? იქნება იმისთანა აქვს, იმასთან შედარებით მიმოზა ქელბაქიანის
გავა პინკპონკის ბურთად მოგეჩვენოს!
- რანაირი სხვანაირი?
- ეეეუჰ!
- რატო?
- არა.
- ნწ-ნწ-ნწ! და, ვინც გველეშაპი არაა, იმან რა ქნას?! ისე, ერთი რამე კი მეფიქრება .
- ხო .
- არსებობს ვითომ?
- გველეშაპი? რას გეტყვი, თუ იცი . თავიდან მეც ვეჭვობდი. თავიდან კი არა, კაი ძალი ხანი ვეჭვობდი,
მარა აგერ ახლა იმისთანა კაცმა თქვა, კიო . სათქმელად არ გეუბნები და . მოწიე ყური! იმისთანა
კაცმა თქვა, კიო, ეროვნული დამოუკიდებლობისთვის რომ იბრძვის.
- რას მელაპარაკები!
- ჩჩუ. ორი.
- ორი?
- ჩჩუ-თქვა! ლდერბი.
- რა ლდერბი?
- ჩჩუ! რვა ნომერი და ცხრა ნომერი. ჩჩუ! არ მითქვამს და არ გაგიგონია . ჩჩუ და დამარხე!
- ე!
- ვაა!
- ახლო ნახე?
- რას ლაპარაკობ შენ! ახლო ვინ მიგიშვებს! ვერ უყურებ, რა ამბავია! რაც ჩანს, ხო ჩანს და ერთი
მიტინგი ხალხი მაგას იქითაა.
- აუჰ! ამან თუ შპარგალკა მოინდომა, გლახათაა საქმე! მაგას წინდაწინ ვინ გეტყვის,
ქალბატონო. გამოსაშვები გამოცდები კი არაა!
- ვაა!
- ო, მალემრწმენნო!
- ბატონო?
- ამას დახე!
- ვაა!
- დიდუჰ!
გვირაბს, როგორც გითხარით, ვერ მივაღწიე. უხილავი სარდალი ლაშქრის რიგებს სწრაფად
ამჭიდროებდა და დაბრკოლების კუთრი წონაც გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა.
მართალია ერთი ხანობა მაინც ჯიუტად ვცდილობდი ატომებს შორის ჯერ კიდევ დარჩენილ
ვიწრო ხვრელებში გამეკვლია გზა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, როცა ყველა შესაძლებლობა
ამოვწურე და ზღვარს მივადექი, სადაც ადამიანები და მანქანები ერთიან, მკვიდრ, მონოლითურ
მასად შედუღაბებულნი, გადაულახავ ზღუდედ გადამეღობა, იძულებული შევიქენი
გამოვტრიალებულიყავი. უკან რომ მოვდიოდი, ირგვლივ დიდი ყაყანი იდგა და ჰაერი სავსე
იყო ქაოტურად გაბნეული ბგერებით, რომლებიც წამიწამ ერთმანეთს ეხლებოდნენ. ბგერები
სხლტებოდნენ ერთიმეორისაგან, ამსხვრევდნენ ერთიმეორეს, იკინძებოდნენ ერთიმეორეზე,
იხსნებოდნენ ერთიმეორეზე, ერთდებოდნენ, კავშირდებოდნენ, ივსებოდნენ, ძლიერდებოდნენ,
იზრდებოდნენ, იზრდებოდნენ, იზრდებოდნენ და საბოლოოდ ქმნიდნენ ხმოვანი გარსის ვეება
ქსოვილს, რომელიც, როგორც ატმოსფერო დედამიწის ბურთს, გნებავთ, როგორც თავდაცვის
ინსტინქტი საფრთხეში ჩავარდნილ სიცოცხლეს, არამკითხე პატრონად და მცველად
შემოხვეოდა აქაურობას (იხ. აუდიორუქა). მე, უკვე ოდნავ დაყრუებული, ოდნავ გაბრუებული
და გვარიანად დაძაბული, ფრთხილად მივაბიჯებდი გნიასის ამ ბლანტ ქარბორბალაში და იმ
ადგილას, საიდანაც წამოვედი, რაღაც მოუხელთებელი, მაგრამ არსებითი ნიშნით გაცილებით
უფრო შეცვლილი დავბრუნდი, ვიდრე ცვალებადობის ყველაზე მკაცრი მათემატიკური და
ფსიქოლოგიური ფორმულით მომეთხოვებოდა.
აუდიორუქა
- ნამეტანი გრძელ აქციას ნუ წამოიწყებთ. ხომ იცით, თქვენც სიკვდილის შვილები ხართ და იგენიც.
- ჩაიწი, ნუ მეფარები!
- ნუ ეფარები!
- კი მარა, თუ პროფესიონალი მოღალატე ხარ, რჩევას რეიზა დაიწყეფ, ვისაც გეტყვიან, იმას
უღალატეფ და, რავარც გადაგიხდიან, ისე უღალატეფ.
- არა, ბიჭო!
- საღოლ, ძმაო!
- გაგიჟდნენ კინაღამ.
- აბა რა მოუვიდოდათ!
- გინდ ასე თქვი, ჩემო ნაპოლეონ, გინდ ისე, ჩვენი გადასატანი ჩვენ უნდა გადავიტანოთ.
- რა იცი, რო არ არსებობს?
- ხათუნა!
- დავსახლებულიყავით ბარეღამ ამ ტყეში. აწი ქეც რო გეიხსნას, ერთ კვირას მოვუნდებით აქიდან
გასვლას.
- ახლა გასაგებია.
- დედა-დედა-დედა!
- ვატყობ კი.
- ბატონო.
- „გიყვარდეს მოყვასი შენი .“ ბუნების კანონებში ვერ თავსდება, ხოლო „შეიყვარე მტერი შენი .“
ვერც ლოგიკის ჩარჩოში. როგორ ავხსნათ ეს?
- მადლობთ.
- ნეტა იმის ტურა მქნა, ესენი რაღას დაწანწალებენ წაღმა-უკუღმა! ვერ დაეტევიან იმ თავიანთ
კაი-კაი ქვეყნებში!
- ხათუნა-თქვა!
- არ იქნა შენი სრულწლოვანება! მოდი, გოგო, აქ! წაატანს ამ უბედურს ვიღაცა ხელს და .
- გასკდა გული!
- კაცო!
- ჰო.
- დავიზეპიროთ თუ რა ვქნათ?
- სხვა?
- აუ, აუ, აუ! შეხედეთ! აქეთა რვა ნომერია, იქითა ცხრა. ჭირიმე თქვენი, ახლა მიტინგს
გამართავენ!
- ა, ჭობი!
- გეგონოთ, მაგაა რაცაა! რვაზე ნაკლები ახლაც არაა, ვენაცვალე! მალე ისე გაქაჩავს, ექვსი
გახდეს იქნება.
- მე თუ ბუდუ ვარ და მაშინაც ბუდუ ვიყავი, ჯერ რვა ნომერი უნდა ვახსენოთ, მერე ოცდა- სამი და
ბოლოს ექვსი. სამარკოები მაგენს ქონდესყენ.
- მოიცა, ჭობი, სად მიხვალ?! გულს ნუ აყვები, ჭობი, გვტკივა, რავა არ გვტკივა! თქვენც ნამეტანი
იცით. ჩაუკაკლავს ახლა იმ კონკორდია დეგენერატს ყველაფერს და უყარეთ მერე კაკალი!
ვითომ არ იცით, რო დღეს არა და ხვალ მაგენის ხელში გადავა, რაც ციხეები და კოლონიებია!
- კალიმაც?
- მერე მეორე?
- ხათრიჯამად იყავი.
- ნოუ პრობლემ.
- უტუები არიან თუ კუტუები, არ ვიცი, მარა ფულზე ყველას თვალები აქ დაპრაწული. მისი წილი
მოუტეხე და მაროჟნივით დაგიდნება ყველა, გინდა უტუ იყო და გინდა ის . მოდი აქ, ჭობი, შე ჩაუხა!
- ფეხუცა.
- ჭიქაა ეს?!!!
- პროგრესი? მაგრამ პროგრესი ხომ სხვა არა არის რა, თუ არ უწყვეტი არჩევანი ზნეობასა და
ცივილიზაციას შორის ცივილიზაციის სასარგებლოდ.
- ვითომ?
- ზნეობა ხაზი არ არის. ზნეობა შარვალია. შარვალი ზოგს აცვია და ზოგს არა. ვისაც არ აცვია,
თავიდანვე უშარვლოდ დატუნტულობს. ვისაც აცვია, ცოტა ხანში იმასაც უპატარავდება და მერე
ისიც უშარვლოდ დატუნტულობს. მაგალითები გინდა? ა ბატონო: - გამოადგი ადამიანო, ფეხი!
- რამდენი?
- რამდენიც გინდა.
- მაინც?
- რა ვიცი .
- საღოლ! პოეტი ხარ იმისთანა, თვალები რომ ამოგჩიჩქნოს კაცმა, ჰომეროსს გადაუხურავ!
- დაგბამბავ მე შენ!
- ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ყოფიერების პირველმიზეზზე ვსაუბრობდით, ითქვა, რომ ერთი,
როგორც იდეის ფორმა, და არაფერი, როგორც იდეის შინაარსი, ქმნიან ერთარსოვანი
სამების პირველ ორ წევრს. ახლა ამას უნდა დაემატოს სიყვარული, რომელიც, როგორც
განხორციელების პირობა, სამების მესამე დამფუძნებელი წევრია.
- ხათუნიი!
- ოფიციალურად?
- ხოდა, ყველაფრის ცოდნა რომ შეუძლებელია, იაგო ჩემო, ეს უკვე ნიშნავს, რომ შემეცნება
იმთავითვე მცდარი გზით წავიდა.
- ხომ იტყვიან: „დღეს ასი თუმანი ვიშოვე“? იტყვიან. მაგრამ აბა თუ ვინმე იტყვის: „დღეს კარგი
მეტაფორა ვიშოვე“!
- შეხედა კეისარმა ბრუტოსს და გაკვირდა კეისარი ნამეტანი. ისე გაკვირდა, მეტი აღარ
შეიძლებოდა. დავიჯერო, ჩემო ბრუტოს, შენც მაგენისკენო? - შეიცხადა. ნუ დაიჯერებ, თუ გინდაო, -
- თუ, მაშდამე, სახელმწიფო ცოცხალი ორგანიზმია, ხოლო ხელისუფლება - მისი ტვინი, მაშინ
საქართველოს ქრონიკული ტვინის ანთება სჭირს და, რაც დრო გავა, იგი უფრო და უფრო მძიმე
ფორმას მიიღებს.
- რატო, რატო?
- ქალო!
- მივიდეთ ახლო?
- მივიდეთ, მივიდეთ.
- მოიცა, კაცო! ამათ თუ თავისებური ბღავილი მორთეს, მივიდეთ კი არა, სად დავიმალოთ, იმაზე
იფიქრე!
- გადაებან ერთმანეთს!
- ა ბატონო, ა!
- მართალია.
- ღმერთმანი, მართალია.
- ველური სკა, ბატონებო, თუ საჭირო ტექნიკა და ტექნოლოგია ვიშოვეთ, დიდი შეღავათი იქნება
ჩვენი გაფაღარათებული ეკონომიკისათვის.
- რას ამბობ! ღმერთმა დამიფაროს, ჭკუა ვასწავლო ვინმეს, მით უმეტეს მაგისთანა უჭკუოს!
- ნელა, შე საოხრე!
- შევსულიყავით ჯერ .
- გამეყარა.
- ე!
- დიახ, მაგრამ იმავ დროს, იმავ გარკვეული აზრით, ისიც შეიძლება ითქვას, რომ შრომამ
დაღუპა ადამიანი.
- არ ჩაიხადო, დემეტრე!
- გადატიხრული?
- ჭურში ზიხარ?
- მასა.
- მასა .
- ეეე!
- არ იცოდი და მოითმინე.
- კეთილი, მაგრამ თუ ჰერკულესის გადაჭარბება შეუძლებელია, მაშ რაღა აზრი აქვს ისეთი ხალხის
გაჩენას, რომელთა დანიშნულება გმირობაა?
- დაგიხატავენ!
- კი მართალია, ყველანი კომპრომისის მაგნიტურ ველში ვიბადებით, მაგრამ ესეც ხომაა, რომ
ბედისწერა ზოგს ცენტრში მიგვიჩენს ადგილს, სადაც მიზიდულობის ძალა მეტია, ზოგსაც
პერიფერიაში.
- იმას შეხედეთ!
- მაგ რაა! ცოტა ხანში აქაურობა ერთ დიდ ფეხისალაგად რომ იქცევა, მაშინ ნახე!
- ჭირი და ხორველა!
- აი, თურქეთის ხონთქარი შენა და! ძლივ ძილი წამამეპარა, შენამც წამოგპარვია მიქელ-
გაბრიელი, რა მეთურქეთიხონთქრებოდა!
- ძალიან კარგი. ვუწოდოთ მაშ ამას პირობითად ნაციონალისტური ხურვება და წავიდეთ წინ.
- მე მეუბნებით?
- სპიჩკა .
- უხ შენი!
- კიდევ?
- მუცელი.
- თუნდაც.
- ლიტერატურულად „ოხშივარია“.
- მომასმენინეთ რა!
- აუჰ! არა.
- ბანი, ვალიკო!
- რატომაც არა! სიამოვნებით აგიხსნით: როდესაც ზეგარდმო ძალას სურს რაიმე გვამცნოს,
ინფორმაციას კოდის სახით დებს მიზეზ-შედეგობრიობის დინამიკაში და, თუ კოდი რთული არ
არის, ანუ მიზეზ-შედეგის იმაზე მეტ რგოლში არ არის გაბნეული, ვიდრე შემეცნება გაწვდება, ჩვენ
კოდს ვშიფრავთ და ინფორმაციას ვითვისებთ. ეს არის სულ. მაგრამ თუ ინფორმაცია რთული
სახითაა მოწოდებული და შემეცნების ამჟამინდელ შესაძლებლობებში ვერ ეტევა, ჩვენ
ვპოულობთ ან მხოლოდ მიზეზს ან მხოლოდ შედეგს და მას „სასწაულს“ ვუწოდებთ, რაც ჩვენი
უფლებაა.
- ქალო-თქვა!
- არა, დედა.
- მონავალა თურმე.
- ვინ?
- განავალ-გამონავალა.
- რა იცი?
- თქვეს.
- ვაახ, კაცოო!
- ნწ-ნწ-ნწ!
- რა გაყვირებს, შე კაცო?!
- ვა-ხა-ხა-ხა-ხა!
- კი, კაეშანი.
- რავა?
- რამ შეგაშინა, შე გლახა?! ცისმარა! დაიდე ერთი, ჩემი გოგო, ე ვაშლი თავზე და გამიჩერდი
ოცდახუთ ნაბიჯში!
- გარშოკ!
- ქოთან!
- ჰა-ჰა-ჰა . სხვათა შორის, როგორც კი რუსეთიდან თავს დავიხსნით, ამ რუსიციზმებს, დღეს რომ
ასე გვაღიზიანებს - თუ ყველას არა, უმრავლესობას მაინც - ენა თავის წიაღში მიიღებს და ისე
ორგანულად ჩადებს ლექსიკურ საგანძურში, ვერც კი შევამჩნევთ. ასე იყო ნასპარსევს, ასე იყო
ნაარაბევს, ასე იყო ნათურქევს, ასე იყო ნამონღოლევს, ასე იყო ნაირანევს, ასე იყო
ნაოსმალევს. ნარუსევსაც, ეჭვი არაა, ასე იქნება. ახლა ჯერ ფსიქოლოგიური ბარიერი უყენია.
- საბაოთი.
- ხო, ხო!
- შენ გენაცვალე კაკლებში! ბაჯაღლო ოქრო არ ამოსდის პირიდან?! ამასთან ერთად, ძმაო,
ჯოჯოხეთში წავალ შინდისფერი დროშით!
- ხოო .
- დუ იუ სპიკ ინგლიშ?
- რაც ქვია.
- მაგას არ გადავუთარგმნი!
- ფუჰ! მატლიანია!
- გმადლობთ.
- ამოდისო?!.
- ჯანდაბა! რა ვიცი .
- სპიჩკა ხომ არ .
- აჰა, დაიჭი. ოღონდ ამის მერე, იცოდე, სპიჩკა აღარ თქვა. ან ასანთი თქვი, ან წუმწუმა, თორემ
გუდიანი ლიდერი მოვა და წაგიყვანს.
- ვინც არ წუხს, ბედს ურიგდება, ბედს შერიგებული კი გამოსავალს ვერ იპოვის. მაშასადამე წუხილი
უნაყოფო არ არის.
- კამეჩი წევს და იცოხნის, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი
ჰგონია.
- სკლინტუს, მოისვენე!
- რა იცი?
- დაუკვირდით: როგორ შეიძლება ბოროტება სიკეთის უკანა მხარე იყოს, როცა სიკეთე
აბსოლუტურია, ბოროტება შეფარდებითი, სიკეთე ზოგადია, ბოროტება კონკრეტული, სიკეთე
უწყვეტია, ბოროტება წყვეტილი, სიკეთე ტრანსცენდენტურია, ბოროტება იმანენტური. არა,
ბატონებო. ბოროტება უპირისპირდება არა სიკეთეს, არამედ თავისუფლებას, როგორც
სიკეთის მატერიალისტურ იპოსტასს. ეს ორჯერ ორი ოთხი გახლავთ.
- ნუ ახლა .
- დუ იუ სპიკ ინგლიშ?
- რა გაყვირებს თუ იცი?!
- დუ იუ სპიკ .
- უაა!
- ჰაა!
- ი!
- ე!
- იიააა!
- გაზარმაცდა ქვეყანა, ბატონო, თითის განძრევა აღარავის უნდა. შვილი რო შვილია, ხალხი
ვიცი, თავისით იმის გაკეთებაც ეზარებათ.
- ვა!
- ვაა!!
- ვააა!!!
- ოცდაექვსი წლის.
1
“მწამს, იმიტომ რომ აბსურდია” – (ლათ.).
- კაი ერთი!
- გეუბნები.
- მონა იმიტომ არის მონა, რომ მონაა. ბატონი იმიტომ არის მონა, რომ ბატონია. მოურავი იმიტომ
არის მონა, რომ მოურავია.
- კაცი ჩვევის ჟილეტია. წვერი თუ უპოვე ერთი, ისე დაარღვევ, ძაფის მეტი ხელში არაფერი
შეგრჩება.
- აქედან რა გამოდის? აქედან ის გამოდის, რომ, თუ სულიერი ხარ, არ შეიძლება შვილი არ იყო.
შეიძლება არ იყო მამა, დედა, ბებია, ბაბუა, და, ძმა, დეიდა, მამიდა, ბიცოლა, ძალუა, ბიძა,
დიშვილი, ძმიშვილი, ბიძაშვილი, დეიდა-შვილი, მამიდაშვილი და სხვა ახლო თუ შორებელი
ნათესავი, მაგრამ შვილი არ იყო, არ შეიძლება. მაშინ ისმის კითხვა: აქედან რაღა გამოდის? აქედან
ის გამოდის, რომ, თუ შვილი ხარ, ვინმეს შვილი ხარ და მაშასადამე შენს გარდა არსებობს
კიდევ ვიღაც, ვინც, შენი არ იყოს, რაკი არსებობს, შვილია, და რაკი შვილია, ვინმეს შვილია.
მაშინ ისმის კითხვა: აქედან რაღა გამოდის? აქედან ის გამოდის, რომ სულიერი არსების
არსებობა უეჭველად გულისხმობს სიმრავლეს. მეორე მხრივ, ჩვენ ვაღიარებთ - და
ვაღიარებთ სამართლიანად - რომ ღმერთი ერთია. და აქედან რაღა გამოდის? აქედან უკვე
ის გამოდის, რომ ღმერთი ან არსებობს, მაგრამ სულიერი არ არის, ან სულიერია, მაგრამ არ
- კაი და, დავუშვათ მეტი აღარ გათხელდა ოზონის ფენა და დედამიწაზე სიცოცხლე ერთ მილიონ
წელიწადს კიდევ გაგრძელდა. ამ ერთ მილიონ წელიწადს სულ რუსეთთან ვიქნებით? რავა
გეკადრებათ!
- სკლინტუს, მოისვენე!
- ადამიანს თავისი არსებობის დიდი ნაწილი ახლობლებში აქვს დაბანდებული და, როცა იმ
ქვეყანას მიდის და ეს თავისი საქონელიც მიაქვს, იმ ადგილებში ცარიელი ხვრელები რჩება.
სწორედ ამ სიცარიელის შეგრძნებაა წუხილი. საერთოდ წუხილი სხვა არა არის რა, თუ არა
სიცარიელის შეგრძნება.
- დააკვირდი აბა: გინდ გითქვამს „ორი დღის წინ“, გინდ გითქვამს „ორი დღის უკან“. არაფერს
გეუბნება ეს?
- რათაო?
- იმიტო რო ეგრეაო.
- სჯობიან მაშ!
- გითხარი?
- ზნეობაზე?
- ყველამ ჩვენ-ჩვენ გულში ჩავიხედოთ, ჩემო ვილმა. „ვერ P£ელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად
მთასა ზედა დაშენებულსა“, შენიშნავს მახარებელი. ჩვენ თუ ვბოზობდით იმ პერიოდში, შენც
ბოზობდი. პარალელურადაც ბოზობდი, მიმდევრობითაც ბოზობდი და საერთოდ არავის
არასოდეს არაფერში ჩამორჩენიხარ. რაში გჭირდება ახლა ეს ფარისევლობა და ლეღვის
ფოთლების აფარება, ვერ გამიგია.
- მოხმარების შნო ვინ მოგვცა ქართველებს, თორემ სამი კოზირი ჯერ კიდევ გვაქვს: ხალხური
სიმღერა, კულინარია და გასათხოვარი ქალები. ხალხური სიმღერით შეგვიძლია მსოფლიო
მოვხიბლოთ, კულინარიით შეგვიძლია მსოფლიო დავიპყროთ, გასათხოვარი ქალებით
შეგვიძლია მსოფლიო დავინათესავოთ.
- იმასაც თურმე შეჰყვარებია, იმ უთაურასა. ისე შეჰყვარებია, ისე შეჰყვარებია, რომა ბოლოს
შესძულებია.
- უხ შენი!
- კი მაგრამ რატომ?
- ვერა.
- არც ეს, არც ის. რაღაც შუალაა. აქედან შეხედავ - სხეულთა თეორიული ჯამია, იქიდან
შემოხედავ - სივრცის თეორიული განსხეულებაა.
- „საცობიო“, მაგ მართლა საცობმა. ისე, კი შეეტყო, თავიდან რომ „პრობკის“ თქმა უნდოდა,
მარა ბოლოს მიგვიხვდა და თათარიახნად გადააკეთა.
- ლაურა? იიფ!
- ლაურა? ოო!
- უყურე შენ!
- დემეტრე, არ ჩაიხადო!!
საათზე მეტი არ იქნებოდა გასული, როდესაც ამოსავალ წერტილს - რაღა თქმა უნდა, ამ
სიტყვის დროებითი და საეჭვო მნიშვნელობით - დავუბრუნდი.
სალომეს - არ ვიცი, შესცივნოდა თუ რა იყო - პალტო ისევ წამოესხა. იდგა ასე, პალტოს ქვეშ
მკლავები ერთმანეთზე გადაეჭდო და მანქანების ზღვას მჭმუნვარედ გასცქეროდა, როგორც
დამარცხებული გენერალი, რომელსაც მეფის წინაშე მძიმე და დამამცირებელი თავის მართლება
მოელის. შედარება ფორმალურია - მეფე ვინ მოგვაშავა - მაგრამ ჩემი აზრით არანაკლებ ძნელი
უნდა იყოს თავის მართლება მოხუცი მამიდების წინაშე, განსაკუთრებით თუ ისინი ბევრნი არიან.
ლამაზი ცოლ-ქმარი კვლავაც ქერუბიმებს ჰგავდნენ, თუმც კი იმის გამო, რომ ცხვირ-პირი
ჩამოსტიროდათ, სილამაზის სკალაზე მათი პერსონალური სინდიყი თითო დანაყოფით მაინც
დაცემულიყო.
- რას გაარკვევ! - მივუგე მე და ქალს შევხედე, - რამდენი ადამიანია, იმდენი ვერსიაა, - მერე, რა
დავინახე ქალმა წარბები ერთმანეთისკენ წაიღო, დასკვნა ცოტა შევარბილე, - ყოველ შემთხვევაში
რამდენი მანქანაცაა, იმდენი ვერსია კი ნამდვილად არის.
მე მხრები ავიჩეჩე.
- ძალიან ბევრი ხალხია. თანაც . - აქ კინაღამ ვთქვი, თანაც გააჩნია როდის დაღამდება-მეთქი,
ქალმა ამოიოხრა. ვაჟმა პასუხად ხელი მაჯაში მოჰკიდა. მე ამით ვისარგებლე და გავეცალე.
თქვენი დალაგებული გონებისათვის ალბათ ამთავითვე ნათელია (ცოტა ხნის შემდეგ, როცა
ჩემი არეული გონებაც დალაგდა, ჩემთვისაც ნათელი შეიქნა), რომ ეს შიში უსაფუძვლო იყო:
თუნდაც გადაეწყვიტა წასვლა, ჩემს მობრუნებამდე მაინც არ წავიდოდა - ტაქტის ანგელოზები,
თავაზიანობის ანგელოზები, ზრდილობის ანგელოზები, საერთოდ, ადამიანურ ურთიერთობათა
კანონები არ გაუშვებდნენ - მაგრამ მაშინ ასეთი შესაძლებლობა სავსებით რეალური მეჩვენა
და მისი დანახვა ისე გამეხარდა, თითქოს ხანგრძლივი და სახიფათო ფრენის შემდეგ მშობლიურ
აეროპორტში დავშვებულიყავი. პირველი ფრაზაც, რომელიც წარმოვთქვი, არსებითად ამ
დღემოკლე სიხარულის ბუდიდან იყო გადმოვარდნილი: - მგონი ინგლისურის მასწავლებელს
უფრო ჰგავხართ, ვიდრე დედოფალ კლეოპატრას.
- აბა რა გითხრათ! მაგ კითხვას სხვებმა ვერ გასცეს პასუხი და მე რა შემიძლია, უბირსა და
სწორხაზოვანს! ჩემი მბჟუტავი ჭრაქის შუქზე მხოლოდ ის ჩანს, რომ მოვლენის დედააზრი უშუალოდ
დიამეტრის გადაკვეთის წერტილშია, სადაც ბუნებისმეტყველების კუთხოვანი ლოგიკა უქმდება და
მის ადგილს შემოქმედების სფერული ლოგიკა იკავებს.
- შონია ვინღაა?
- მაშ კიდევ უფრო გავრცელებული ყოფილა, ვიდრე აღირიცხება. თუმცა რაკი უარყოფითია,
მთავარი ვერ იქნება. ამის თავდები ჩვენი სპეციფიკაა. მოკლედ, რამდენადაც მე ამ საქმისა რამე
გამეგება, შონია ის არის, ვინც ფარულად მოქმედებს და სააშკარაოზე მხოლოდ ფინალში თუ
გამოვა.
სალომე ერთხანს ჩუმად მიყურებდა. მერე წყნარად და ცოტა ნაღვლიანად თქვა: - ჩემმა საბრალო
მამიდებმა კი ისეთი მოლოდინი იციან, რომ უყუროთ, გული მოგიკვდებათ.
- ამ დილით მიგელოდნენ?
- წუხელვე მიმელოდნენ.
- დილით ჩამოვალ-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ მათთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. ერჩივნათ
წუხელ ჩავსულიყავი, ამიტომ წუხელვე მიმელოდნენ. საერთოდ, ყოველთვის მიმელიან. როცა
დანამდვილებით იციან, ვერ ჩავალ, მაშინაც მიმელიან. დგანან ფანჯარასთან მორიგეობით და
მიმელიან. მე კი თვეში ერთხელ თუ ჩავაკითხე, ესეც დიდია.
- ჩემი ბრალია. მანამ რომ მოვსულიყავი გონს, სანამ აქ ასე მკვიდრად ჩავცემენტდებოდით,
ეგებ უღელტეხილით გადავსულიყავით .
- რა იცით?
ღმერთო შეგცოდე და ქალსა და ბატს მგონი მართლა აქვთ რაღაც საერთო. განსაკუთრებით
შემეცნების პროცესში. თუმცა ეს სპეციალური კვლევის საგანია და სხვა დროისთვის გადავდოთ.
აქ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სალომეს შუბლი კიდევ უფრო შეეჭმუხნა, ხოლო
გამომეტყველება, თუ რამდენიმე კომიკურ დეტალს არ მივიღებთ მხედველობაში, სულ მთლად
ტრაგიკული გაუხდა.
- რატომ?
- რაკი ყველა გზა ერთდროულად ჩაიკეტა, მიზეზების ძებნა წყლის ნაყვაა. ასეთ დროს მიზეზი
სადღაც სხვაგანაა, გარეთ, უცნობ და უჩინარ სფეროებში. რეალურ სივრცეში მხოლოდ
კოორდინაცია ხდება და იდუმალი წრე იკვრება. კოორდინაცია კი, ისევე როგორც იდუმალი
წრე, აჩრდილია. აჩრდილს რას დააკლებ! ასე რომ თავზეით ძალა არ არის, განგების ნებას უნდა
დავემორჩილოთ.
- ვისხდეთ და ველოდოთ .
- რა გამოთქმებს?
სალომემ წამით თვალი თვალში გამიყარა. რაც შეეძლო, მტრულად მიყურებდა და სახე ისე
დაძაბოდა, ეტყობოდა კბილი კბილზე ჰქონდა დაჭერილი, რის გამოც სურათის სიმძაფრესა
და სერიოზულობას, მიუხედავად ორგანული და გამჭოლი გულწრფელობისა, კომიკურობის
ცოტაოდენი წყალი მაინც ჰქონდა შეყენებული.
- არა მგონია, სამი-ოთხი საეჭვო საათი ამდენ წვალებად ღირდეს. წასვლას ახლა ალბათ ისა
- განგების ნება მხოლოდ საფუძველია, რომელიც მიზნად ისახავს - ეს თეორია ბიძაჩემს ეკუთვნის,
მე უბრალოდ ვემხრობი და ვიზიარებ - არა ჩვენი ნების დათრგუნვას, არამედ შესაძლებლობათა
დასაზღვრას. ჩვენ ახლა კრიტიკულ სიტუაციაში ვართ, როცა უკიდურესად ძნელია მკაფიო ხაზის
გავლება ნამდვილსა და არანამდვილს შორის. არადა, სწორედ ასეთ დროს უნდა ვიცოდეთ ზუსტად,
რაზე მიგვიწვდება ხელი და რაზე არა, რათა ჯანსაღ ინსტინქტს დავეყრდნოთ, უნიადაგო ფანტაზიას
კი დროებით მაინც დავეხსნათ. გამორიცხული არ არის ეს ხალხი მალე სულ ლანდებად,
აჩრდილებად და მოჩვენებებად გადაიქცეს. არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, ჩვენი ზემოური მეზობლები,
„ვოლგის“ პატრონები .
- გვანცა და ირაკლი.
- ჰოო? გაიცანით?
სალომემ წამით შეავლო თვალი ქერუბიმებს და სახე უეცრად ისეთი გაუხდა, თითქოს
შემკრთალი და შეცბუნებული მთელი ძალით დააწვა ქვაბის სარქველს, დამწყვდეული ღიმილი
რომ გარეთ არ გამოპარვოდა.
- დიახ, ის არის.
- არა.
- იმიტომ რომ პროცესი თქვენს თვალწინ მიმდინარეობდა. ასეთ დროს ძნელია ცვლილებების
შემჩნევა. ჩემთან ერთად რომ წამოსულიყავით, თქვენც შეამჩნევდით; თუმცა ჩემთან ერთად რომ
წამოსულყავით, ალბათ იმასაც შეამჩნევდით, რომ არავითარი ისეთი მიზეზი არ არსებობს, რის
გამოც გვირაბში შესვლა შეუძლებელი ან თუნდაც გაძნელებული იყოს.
- ჩვენივ ნება. უკანასკნელ ხანებში რეალობის მუხტები მოგვაკლდა, სამაგიეროდ ილუზიის მუხტები
დაგვიგროვდა და წონასწორობაც დაირღვა. სინამდვილის სამეფოში გამონაგონი შეიჭრა.
- ფეხით წავალ.
არ არის?
- ალბათ.
- რატომ?
- ის მხოლოდ მისიანებს ეხმარება და, ვისაც დაეხმარება, ყველა მისიანია. თქვენ ვერ
დაგეხმარებათ.
- ნება თქვენია. სცადეთ, მაგრამ ვიდრე ამ გაუფრთხილებელ ნაბიჯს გადადგამთ, ერთ კითხვაზე
მიპასუხეთ: ამაღამ რომ ვერ ჩახვიდეთ სანაკლიოში და ხვალ ჩახვიდეთ - ვთქვათ, ნაშუადღევს
- ამას რაიმე კატასტროფა მოჰყვება?
- ალბათ არა, მაგრამ იმის გარანტია სადაა, რომ ხვალ ნაშუადღევს ჩავალ?
- თქვენ?
- მე. ამჯერად ბედმა მე მომაშვირა თითი. კაცმა რომ თქვას, სამართლიანადაც მოიქცა. მე უკეთ
ვივლი - იმედია ეს განცხადება თქვენს თავმოყვარეობას არ შელახავს - და უფრო იოლად
მივაღწევ სანაკლიომდე. ამბავსაც ჩავიტან, მამიდებსაც, რაზეც ოპტიმიზმი გამწვდება,
გავამხნევებ, თუ საჭიროებამ და შეძლებამ ერთ წერტილში მოიყარა თავი, ეგებ რამე დახმარებაც
გავუწიო და, რაც მთავარია, შესაფერის ჯილდოს მივიღებ. თუმცა მგონი ჯერ არც მითქვამს, რომ
ხანდაზმულ მანდილოსნებთან დარბაისლური საუბარი ჩემი ძველი ჰობია?
- თქვენ აქ დარჩებით და, როცა გზა გაიხსნება, მაშინ წამოხვალთ. თუ გზაში წამომეწიეთ, ხომ
წამომეწიეთ, თუ არა და სანაკლიოში დამიბრუნებთ მანქანას. მანამ კი მუხრუჭებიც თქვენს
განკარგულებაში იქნება და სიჩქარის კოლოფიც. ვინიცობისაა ავტოინსპექტორმა დაგისტვინოთ,
თამამად შეიგინეთ. ჩემს მანქანაში ეს ნებადართულია. მე ყოველთვის ასე ვიქცეოდი.
- ეს თავგანწირვაა .
ამიტომ სახეზე რომ წამიერმა ღიმილმა გადაურბინა, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ტვირთი
შემიმსუბუქდა.
ხოლო ზოგადი სახელწოდება იმ მძიმე, მაგრამ საპატიო სენისა, რაც მე მაშინ შემეყარა, გახლავთ
მოვალეობის გრძნობა, რომლის პირველი სიმპტომები, გემახსოვრებათ, ადრევე გამომაჩნდა.
თავის დროზე - თუ მკითხველთა ერთგულება ცოტა ხანს კიდევ შევინარჩუნე და მშვიდობით
მივაღწიე იმ თავს, რომელსაც ვგულისხმობ - დაწვრილებით მოგახსენებთ ჩემს შეხედულებას იმის
შესახებ, თუ რა არის მოვალეობის გრძნობა, რა არის მორჩილების გრძნობა, რითი
განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან და რატომ იყო, რომ ჩვენი უახლოესი წინაპრები -
მაგალითად მამაჩემი - მთელი ცხოვრება მორჩილების გრძნობით იყვნენ გაჟღენთილი და
მაინც კი თავი ისე ეჭირათ, თითქოს გაჟღენთილი იყვნენ მოვალეობის გრძნობით, აქ კი მინდა
კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ის სენი, რაც მე მაშინ შემეყარა, იყო მოვალეობის გრძნობა,
რომელმაც ჩუმად და გადატანითი მნიშვნელობით გვერდზე გამიხმო და გამაფრთხილა, რომ
ამ ეტაპზე ჩემი უპირველესი ამოცანა იყო, ბედისწერის მიერ ესდენ ვერაგულად შემოპარებული
ეს სალომე ერისთავი მაქსიმალურად სწრაფად და . როგორა ვთქვა . უდანაკარგოდ
ჩამებარებინა მისი რიცხვმრავალი მამიდებისათვის და რომ ამ ამოცანის შესრულებაზე მე ჩემი
ღირსებით (?!) ვაგებდი პასუხს.
დიაღაც! დიაღაც რომ შემწევს და მაშინაც შემწევდა ქადილის ძალა, დიაღაც რომ გონიერი
არსება ვარ და მაშინაც გონიერი არსება ვიყავი, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ გონიერება არ
არის უმთავრესი ნიშანი, რითაც ადამიანი პირუტყვისგან განსხვავდება. მართალია ხანდახან,
როცა კაცობრიობაზე ზედმეტად აღრენილი ვარ, ცივი ულმობლობით ვამტკიცებ - საჭირო
არგუმენტაციასაც, განსაკუთრებით ცოცხალი მაგალითების სახით, ღვთის შეწევნით იოლად
ვპოულობ - რომ ადამიანსა და პირუტყვს შორის არ არის არავითარი განსხვავება თვინიერ
გონებითი განსხვავებისა, რაც ოდენ რაოდენობრივია - ამდენად, არაარსებითიც - და შესაბამისად
ადამიანი იგივ პირუტყვია, ოღონდ შედარებით მეტყველი პირუტყვი, მაგრამ უფრო ხშირად ამ
დებულებას მაინც ის დებულება ჯაბნის, რომ ფუყე და უმაქნისი გონება სანახევროდაც კი ვერ
ავსებს განსხვავების იმ ვეებერთელა ხევს, რომელიც ადამიანსა და პირუტყვს ერთმანეთისაგან
ჰყოფს. თავად განსაჯეთ - განა პირუტყვს შეუძლია მამიდათა იდუმალი გულისთქმა გაიგოს,
მამიდათა მოუთმენელი მოლოდინი განიცადოს, მამიდათა მარტოობის, მამიდათა სევდის,
მამიდათა ნატვრის თანაზიარი გახდეს?! რასაკვირველია არა! ათასგზის არა და ათი ათასგზის
არა! აი რა არის თვისობრივი განსხვავება! აი რატომ არის ადამიანი ადამიანი და რატომ არ
არის ადამიანი პირუტყვი (ცხადია, ეს ყველაზე არ ითქმის)!
- ვახშმის თადარიგი?
- სადილი ვთქვათ. ტერმინებში არ არის საქმე. მთავარია, ცოტა რამ მოვიმარაგოთ, რომ ამაღამ
მშიერ-მწყურვალი არ დავრჩეთ.
- წამოდით.
მანქანას რომ ვკეტავდი, ჩემი მხედველობის არეში წამით „ვოლგის“ ლამაზი მგზავრები მოხვდნენ.
- გვანცასა და ირაკლის არ გავაცნოთ ჩვენი განზრახვა? - ვკითხე სალომეს, - იქნებ უნდათ რამე
დაგვაბარონ.
- გააცანით.
ამაში საკვირველი არაფერი ყოფილა. გონების სიზანტე, თორემ წესით ადრევე უნდა
მივმხვდარიყავით, რომ სასადილო გამოფხეკილი დაგვხვდებოდა. მეორე მხრივ, სასადილო
სწორედ იმიტომ დაგვხვდა გამოფხეკილი, რომ გონების სიზანტე საყოველთაო და
სავალდებულო კანონი არ არის. სიბრძნე მარტივია: ადამიანთა ნაწილი ფხიანია, ნაწილი უფხო.
ფხიანი ადამიანები დროულად და მარჯვედ დატრიალებულან, რისი წყალობითაც
გამოცარიელებული და გამოკეტილი სასადილოს წინ ჩვენსავით უფხო და ჩვენსავით
პირშიჩალაგამოვლებული საზოგადოებაღა დაგვხვდა, რომელსაც, რაკი ბრძოლა უკვე წაგებული
ჰქონდა, სხვა აღარა დარჩენოდა რა, გარდა იმისა, რომ გული მოეფხანა, და მართლაც, ჩვენ რომ
მივედით, სწორედ ამ საქმით იყო დაკავებული. თავისი უფხოობა და უხერხემლობა უკვე სავსებით
ჰქონდა შეგნებული, მაგრამ რაკი ადამიანს ბუნებისა და ფსიქიკის ზოგ სიღრმისეულ თვისებათა
გამო ყოველთვის ის ურჩევნია, ბრალი სხვას დასდოს, ხოლო გულის მოფხანა მაშინაა კარგი
- და საერთოდ გულის მოფხანა სწორედ ეს არის - როცა კონკრეტულსა და კერძო
ურთიერთობებს არ ეხები, ცხარედ, მაგრამ უმისამართოდ ბრდღვინავდა. მკვახე-მკვახე და
მსუყე-მსუყე გამოთქმებით კიცხავდა და გმობდა ზოგად სიხარბეს, ზოგად ეგოიზმს, ზოგად
გულქვაობას, მოყვასის გასაჭირის არად ჩაგდებას და სხვა მრავალ მანკიერებას (ზოგი ამ ამბავში
პიროვნების უფლებათა ხელყოფასაც ხედავდა და აბსტრაქტულ დამნაშავეთა მიმართ ბუნდოვან
სანქციებს მოითხოვდა). სასადილოს გამგე თავადაც გრძნობდა, რომ საზოგადოების მხრივ ამ
- აბა ეს ერთი ბეწო დუქანი ამოდენა ჯარ-ჯამაათს როგორ გაწვდება?! ეხლა კაცის სიხარბეც
ხომ ანგარიშში ჩასაგდებია და, თუ გასაჭირი რამ ადგას, მაშინ გასაჭირიც ანგარიშში
ჩასაგდებია! ადამიანი რომ ხიფათს იგრძნობს, ნადირი იმასთან არაფერია; აი აქ აწვება სისხლი
და ცოფი! - გაშლილი და ერთმანეთს მიტყუპებული ორივე ხელის თითები ყელთან მიიტანა
და მაყურებელს კიდევ ერთხელ დაანახვა ხელის ზურგებზე, განსაკუთრებით სახსრებთან, ბუჩქ-
ბუჩქად აბიბინებული ბანჯგვლები, - ერთი საათის წინ, ერთი საათიც არ იქნება, ხუთი კაცი
შემოვიდა, თუკი რამ ისეთი მქონდა, რომ კუჭი მონელებას შეძლებდა, სულ ერთიანად იყიდეს.
აბა მე რა მექნა? ერთი კი ვუთხარ, დალოცვილიშვილებო, ცოტა რამ სხვასაც დაუნარჩუნეთ-
მეთქი, მაგრამ განა ასეთ დროს ადამიანს ადამიანის ენა ესმის! ისეთი შემომიბღვირეს, ისეთი
შემომიტიეს, ისეთი შემომიყეფეს და ისეთი შემომაგინეს, ღმერთმა თქვენც გაშოროთ და თქვენს
ნაგრამსაც. თოფსაც დამკრავდნენ, თუ რომ დასჭირვებოდათ, და თვალს არ დაახამხამებდნენ.
მაშ, გამემტყუნება, რომ ნებას დავყევი?! ე დალოცვილი ქვეყანა, რა ჩემგან გესწავლებათ, ისეა
მოწყობილი, სიმართლის ჭერი, კანონის ბურჯი თუ მკვიდრად არ შეუყენე, ან დღე დაგემხობა
თავზე ან ღამე! კანონი კიდე იმათ ეჭირათ ხელში. იყიდეს, განა წამართვეს! ჩემთვინ ხო არავის
დაუვალებია, ერთიანად არ გაყიდო, ნაწილ-ნაწილ გაყიდეო! ჰოდა, მივეც. მივეც და იმათაც
წაიღეს . ხორცი, იცოცხლეთ, კიდევ ბლომად მაქვს გამოწერილი, მაგრამ ამ სოდომსა და გომორაში
ვინ რასღა ამოიტანს!
- გშიათ?
- ვინც ამოდენა სურსათი იყიდა, ალბათ იმიტომ იყიდა, რომ მერე გაყიდოს და სარგებელი ნახოს.
- სწორედ მანდ არის ჩვენი მთავარი ცთუნება. რა უფრო შეჰფერის სულდიდ ქმნილებას? ან, უფრო
რეალისტურად რომ ვთქვათ, ისეთ ქმნილებას, რომელსაც თავი სულდიდი ჰგონია?
არამზადებთან დაიჭიროს საქმე თუ მამიდებს შეუჭამოს ძღვენი? ეს არის დილემა და
წყევლაკრულვიანი საკითხავი, თორემ ჭაბუკ დავითს ნამდვილი არჩევანი არც ჰქონია. მისი არჩევანი
პრიმიტიული გამოცდა იყო, რომელსაც უფალი პერიოდულად გვიწყობს ხოლმე, რათა
დარწმუნდეს, რომ განვითარების ამ ეტაპზეც ადამიანის სული კუჭშია მოთავსებული. ჩვენი
გამოცდა გაცილებით რთულია და ჩვენს ადგილას ყველა პატიოსანი დავითი ჩვენსავით დიდხანს
იყოყმანებდა, ვიდრე საბოლოოდ გადაწყვეტდა, რა ექნა - ჩარჩებთან უკადრისი აღებ-მიცემობა
გაეჩაღებინა და უზნეობის ამ პატარა ფერხულში ჩაბმულიყო, თუ მამიდებისთვის შეწირული
საღვთო ნამცხვარი მოეპარა და ქურდის სახელი დავარდნოდა.
სალომეს გაეღიმა.
- მამიდებს არ ეწყინებათ .
- არც იეღოვას სწყენია, დავითმა რომ მის ქურუმს პური შეაწერა. ან კი რატომ უნდა სწყენოდა!
გამოცდებსაც ხომ ფორმალურად აწყობს, თორემ განა უგამოცდოდ არ იცის, რა კუჭი ჩაუდგა
და რა სული შთაბერა თავის ქმნილებას?! მაგრამ აქ სხვა რიგის გამოცდაა, რომელიც სულისა
და კუჭის პრობლემას სცდება. ღირსება ცვალებადი სიდიდეა, როგორც მთვარე, თანაც
მთვარისგან განსხვავებით მისი კლებისა და მატების პერიოდულობა დაუდგენელია. ბიბლიური
დავითი არ ვიცი რას ირჩევდა, ჩვენს ადგილას რომ ყოფილიყო, მე კი ქურდობა მირჩევნია. თქვენი
მამიდები იდეალისტები არიან?
- მე მგონი იდეალისტები არიან, - თქვა ყოყმანით, მერე უფრო მტკიცედ დასძინა, - კი,
იდეალისტები არიან. რატომ მეკითხებით?
- იდეალისტების გაძარცვას სინდისი შედარებით იოლად ეგუება. მაშ წავიდეთ, იქნებ წყალი
მაინც ვიშოვოთ.
წყალი ვიშოვეთ. მართალია მთელი საათი მომიხდა რიგში დგომა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს
ვიშოვეთ. მათარა ავავსე და უკან, ჩვენი მანქანისკენ გავბრუნდით.
ვიდრე მანქანას მივაღწევდით, ორი ისეთი ეპიზოდი მოხდა, რომლებსაც არ ეგების დუმილით
- ნუთუ ისიც?
- თქვენ რაღას გადმოხვედით! ხომ ხედავთ, ისედაც ყუაზეა დასული ეს საწყალი დედამიწა!
- მრავალსერიანი გადაიღე.
- არა, არა, ნუ გეშინია, მაგრად ვდგევართ. ყოველ შემთხვევაში, ხვალ დილამდე შეგიძლია მშვიდად
იმუშაო.
- მაინც რა მიზეზიაო?
- აა!
- სხვათა შორის, - ჩაერია კამბეჩა, - ჩემს ცხოვრებაში ჯერ რიკოთზე ღამე არ გამითევია. ხომ
საკვირველია, მაგრამ თუ დამიჯერებთ, ამაღამდელი ღამე იქნება პირველი . შენ სად გიდგას კარავი,
იაკო?
- ვაკეში ყოფილხარ.
- სადა?
- აბა ჩუღურეთი?
- შევიარე.
- არის რამე?
- არაფერი გიჭირთ, - ვუთხარი მე, - სულ სხვები შიმშილობენ, ერთხელ თქვენც იშიმშილეთ, თუ ვერ
გაძლებთ და, წარსული გაიხსენეთ. აგერ ტყე და აგერ ნადირი. იარაღი ხომ გაქვთ?
- თუ ვინიცობისაა დაიძარით?
- სახიფათო გზა აგირჩევიათ, მწირებო. თუმცა ახლა უხიფათო რა არის . გაფრთხილდით მაინც:
ყველა ქვევრში ნუ ჩარგავთ თავს. ის გიჟები მართლა გახლავთ?
- ვერა, კამბეჩო.
- რატომ?
- სანაკლიოში მივდივარ. სანაკლიოში რომ მიდიხარ, ხომ იცი, გზიდან არ უნდა გადაუხვიო.
- ნათესავია.
- ბრავო! - მითხრა და ბეჭზე მოწონების ნიშნად დამკრა ხელი, - მაშ გვიამბე პავლედ
გარდასახვის სასწაულებრივი ამბავი. აგვიხსენი, როგორ ხდება, რომ კაცი, რომელმაც უმწიკვლოდ
განვლო ცხოვრების მთელი ნახევარი, უეცრად ნათესავების მეურვედ იქცევა?
- არ არის გასაკვირი, - შენიშნა კამბეჩამ, - ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ ნათესავიც შროშანია.
უფრო იმათ თვალში, ვისი ნათესავიც არ არის.
- ეგ საიდუმლოა.
- რა არის საიდუმლო?! ის, რაც თქვენ იცით და ის, რაც აზამათ ლომგულმა იცის,
საიდუმლოა?!
- შამათივით ლოგიკაა, - დაემოწმა კამბეჩაც და მე მომიბრუნდა, - კეთილი, იაკო, გეტყვით: კაი ყმა
დასახლებას აპირებს ბაღდათში.
- ოღონდაც, თუ ძმა ხარ, - სასწრაფოდ ჩაერია სანდრა, რა დაინახა, რომ ყველაფერი, რაც გულში
გავივლე, სახეზე აღმებეჭდა, - სიტყვების ჩამოთვლას ნუ დაიწყებ, ვიცით შენი ლექსიკური
სიმდიდრის ამბავი და ისედაც გენდობით, თანაც ყველა სიტყვა და ყველა ფრთიანი თქმა -
ცოტა შენც გვენდე - რასაც კი საქმე და ვითარება მოითხოვდა, უკვე ითქვა, თითო-თითოდ
დავულაგეთ მაგიდაზე, მაგრამ არ გაჭრა. უნდა და რა ქნას! შეუყვარდა მიწა. აი შენც ხომ
კინაღამ ნათესავები შეგიყვარდა. და თუ ახლა არ შეგყვარებია, ვინ არის თავდები, რომ მერე
არ შეგიყვარდება! იქ, შორეულ ბაღდათში, კაი ყმას ბაბუამისის ნასახლარი ეგულება.
- აკი გეუბნებოდი, კამბეჩო, ავანსებს ვერ გასცემს-მეთქი, - ცრუსაზეიმო კილოთი თქვა სანდრამ,
- გახსოვს! ჯერ კიდევ შარშან ამ დროს გითხარი, ეგ ისეთი კაცია, გაის ამ დროს
რომ რიკოთზე გადავეყაროთ, „ვარციხის“ გულისთვის ავანსებს ვერ გასცემს, მით უმეტეს, თუ მარტო
არ იქნა-მეთქი? გახსოვს? წყალი თუ მაინც აიღე, ჟაკ?
- ფიი! - დაიღმიჭა სანდრა, - შენ რომ ელოლიავები, ეგ პატარა ნამუსია, რომელსაც, ვისაც დიდ
ნამუსზე ხელი არ მიუწვდება - ჩემი თუ არ გჯერა ბიძაშენს ჰკითხე - ის ებღაუჭება. ჩვენი ბრძენი
და თვინიერი ხალხი ვიდეოკამერას მოწიწებით უთმობს გზას. აბა, საღამოს გელოდებით.
- გადავცემთ.
- სალტე?
- ან რაიმე მონათესავე ცნება. მარწუხი, ბორკილი, ყულფი, ალყა . ერთი სიტყვით, ისეთი რამ, რასაც
შეუძლია შეგვკრას და შეგვბოჭოს, განსაკუთრებით - შეგვნივთოს.
მართლაც, კაცი, რომელმაც ეს სიტყვა წარმოთქვა, ისეთი სიმაღლისა იყო და ისე ახლო იდგა,
მის ბაგეთაგან წამოსული ჰაერის ტალღა სწორედ კეფაზე უნდა მომწვდენოდა. გრძელი და
ხმელი სახე ჰქონდა, მაღალი, მოსული ცხვირი, დაღარული შუბლი, განიერი ნიკაპი, ცისფერი
თვალები, წითური თმა და კამბეჩასავით ალალი ღიმილი.
- გარსი, - თქვა მან, მე და სალომე რომ მივუტრიალდით, - მაგრამ, გარსი არა როგორც სალტე,
არა როგორც მარწუხი, არა როგორც ბორკილი, არა როგორც ყულფი და არა როგორც
ალყა .
მე ერთხანს ცივად ვუყურე (სალომეს მზერა უფრო გაკვირვებულ ინტერესს გამოხატვდა). მერე
ვკითხე: - არამედ?
- კერძოდ?
- ქერქი, ტყავი და კანი. - მსუყე ხმა ჰქონდა, დაჯერებული კილო და წარმოთქმის ცოტა
გამაღიზიანებელი მანერა, თითქოს ცდილობდა ცალკეული სიტყვებისთვის თავისთავადი და
სალომემ თვალი გააყოლა. მერე, უცნობი რომ გაქრა, დაფიქრებით თქვა: - მგონი მართალი
ხართ.
- რაზე ამბობთ?
- ცნობიერებაზე.
- ვითომ გაისეირნეს?
- მეც მეეჭვება.
- შეამჩნიეთ?
- რა შემჩნევა უნდოდა!
- ალბათ.
აუდიორუქა ფრაგმენტი №2
- შონიასია ვითომ?
- მერე, ჩემო კარგებო - საქართველო რომ დღეს ყრუ ჩანს, ბრმა და შეურაცხადი, მართლა ყრუ,
ბრმა და შეურაცხადი არ გეგონოთ. მიზეზი სხვა ჭრილშია საძებნელი. კერძოდ: დღეს ქვეყანას ერთი
ის დრო დაუდგა, როცა მორალურ და ინტელექტუალურ ფასეულობათა დიდი გადანაწილება
უნდა მოხდეს და, ამ პროცესის გაიოლების მიზნით, ეს ფასეულობანი დროებით გარეთაა
გამოტანილი. ამიტომ შიგნით სიცარიელემ დაისადგურა. დღეს, ჩემო კარგებო, საქართველო
საგამოფენო დარბაზს ჰგავს, რომელშიაც ექსპოზიციის განახლება ხდება და ამიტომ სურათები
ჩამოხსნილია.
- როცა არჩევანი მარქსსა და პურს შორისაა, ჩემო ბიძიებო, მაშვინ მარქსიც პურს რჩეობს, აბაა!
- რა და, მფრინავი თეფში კიდია თურმე იქითა ბოლოში და, რომელი მანქანაც მოეწონება,
მგზავრებიანად მიყავს.
- მიდიი!
- გეუბნები.
- მტყუანს .
- ეგრე!
- ჭირი შენ!
- სულ წავალ!
- გამო-მეთქი!
- ორმა ძმამ მიწის ორი ნაკვეთი იყიდა. ერთმა თავისი მიწა გადააბრუნა. მეორე ზარმაცი იყო და
არ გადააბრუნა. რომელმაც გადააბრუნა, კაი მოსავალი მიიღო. რომელმაც არ გადააბრუნა,
ჩვენ რომ ვიცით, ის მიიღო. საქართველოს გადაბრუნება სჭირდება. ერთი კარგად, ღრმად,
საფუძვლიანად გადახვნა.
- მოდის?
- მოსულა უკვე.
- ჩუ, კაცო!
- რას ქვია ჩუ! რას დაგვზდევს აპა, რო დაგვზდევს! რავა, ინკუბატორში გამოყვანილები
ვგონივართ მაგას ჩვენ, დაპაჩინკებულები ვგონივართ, საჭურისები, წარმართები,
კოსმოპოლიტები, მასონები, თერგდალეულები, მედავითნეები, უცხოპლანეტელები, რეგენტები,
რენეგატები, დეგენერატები, მუნიანები, სვირინგიანები, ლიბერალები, კონფორმისტები, ზანგები,
პროკომუნისტები, ქაჩლები, დემოკრატები, ცისფრები, ალისფრები, ბანკროტები, ფრთოსნები,
ერის მოღალატეები, ხალხის მტრები, კოჭლები, კუზიანები, ბრუციანები
- მიუხედავად ცეკასა და სუკის მუქარისა, ცამეტ ივლისს, თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს,
მტკვარ-არაგვის შესართავთან სახალხო ნათლობა გავმართეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა;
ოცდასამი კაცი მოინათლა, მარტო ერთი უწლოვანი ბავშვი დაგვეხრჩო.
- რომ წარმოვიდგენ, უნდა მოვკვდე - არადა, მოვკვდები ხო, აბა რა იქნება, დღეს არა - ხვალ,
ხვალ არა - ზეგ, აპრილში არა მაისში, მაისში არა ივნისში, წლეულს არა - გაისად, გაისად არა
გარდამეისად, ამ საუკუნეში არა - იმ საუკუნეში, იმ საუკუნეში დანამდვილებით, ერთი სიტყვით, ადრე
იქნება თუ გვიან იქნება, სად გავექცევი და სად დავემალები, მაინც ხო მომაგნებს, მაინც ხო
გადამიდგება გზაზე, მაინც ხო ჩამოკრავს ზარი, და ამას რომ წარმოვიდგენ, აღარც კი მჭირდება
ზარის ჩამოკვრა, ისედაც ვკვდები და ვთავდები შიშით. სხვებიც ასე არიან ნეტა თუ მე ვარ მარტო
დასჯილი და გამეტებული? .
- დე, მშია!
- როდის უნდა გვეშველოს ჩვენ! როდის უნდა ამოვძვრეთ ბიუროკრატიზმის ჭაობიდან! მესამედ
ჩამომიყვანეს თბილისში არაფრის გულისთვის.
- ყველაფერს გავადინე წვენი - ბენდუქიძე ვარ მე გუგული - რასაც ხელი მოვკიდე! კაცმა თუ
მოინდომა? და კაცი თუ კაცია? ეს ქვეყანა გაცხადებული ფულია. რა მხარესაც გაიხედავ,
ყველგან ფული ყრია. მთავარია დახრა შეიძლო და აკრეფა არ დაიზარო.
- ა ძმაო მოძღვარი!
- დაძინებისას ბოლო სიტყვა უნდა იყოს „ფული“ და გაღვიძებისას პირველი სიტყვა უნდა იყოს
„ფული“.
- ხანდახან რომ სინდისი სისულელეს ჩაგიფუჩუნებს ყურში, იმწამსვე ხმა უნდა ჩააწყვეტინო.
ვინ კითხავს სინდისს! სად საქმე და სად სინდისი! სინდისს რა ენაღვლება: ჭამა არ უნდა და სმა,
ჩაცმა არ უნდა და დახურვა, ეზო არ უნდა და გარემო, გავლა არ უნდა და გამოვლა, პარიზი
- ჰო-ჰო-ჰო, რა შეუბერა!
- ფულია არსებობის ანი და ჰაე. ფული და მხოლოდ ფული! ღმერთი არაფრის მომცემი არაა.
ფულზე უნდა იფიქრო, ფულის ირგვლივ უნდა მოუყარო თავი შინაგან ძალებს, ფულზე უნდა
გქონდეს დაუნჯებული გონიც და გონებაც და, თუ გულმა ლოცვა მოგთხოვა, ფულზე უნდა ილოცო.
სინდისი იმას დაუტოვეთ, ვისაც ფული არა აქვს. ვისაც ფული აქვს, იმას ფულიც ყოფნის. ასე არის
ეს და თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს, ძაანაც ცდება.
- იიფ! ეს რომ კვირაში ერთხელ ტელევიზორში გამოიყვანო, ჩვენი ეკონომიკა ორ-სამ თვეში
დაიძრება ნულოვანი წერტილიდან.
- ოთხმოცი! აბაა! ესაა ქვეყანა?! სამედიცინოზე კიდევ ჰო, მაგრამ აქაც ოთხმოცი, გენცვა?! სვინდისი
აღარაა?! ნამუსი აღარაა?! აღარაფერი აღარაა?!
- პარაზიტებო!
- ცოლი გამიიდიდგუულდაა .
- ჩვენში დარჩეს და, გაუდიდგულდა კი არა, უარესი დამართა, მაგრამ ვინ ეტყვის!
- უცნაური? უცნაური კი არა, მე მგონია, გვარიანად წაიდებილებს. ამას წინეებზე დედამისს ეძახის: „დე!
შვიდი უკვე გასუქდა?“ როგორია? თურმე იმას კითხულობს, შვიდი საათი თუ გახდაო! მოიცა, სად
მიხვალ, კიდე გითხრა: ხელი ჰქონდა ერთხელ შეხვეული. მარცხენა. რა დაგემართა-მეთქი,
ვეკითხები. გავიჭერიო. რითი გაიჭერი-მეთქი. მეც რას ჩავაცივდი! მამუკამ სიტყვა გატეხა და ნატეხი
შემერჭოო. ელაპარაკე!
- წამო, კაი რამე გაჩვენო! წამო, წამო, გაერთობი. უყურე ახლა . უკაცრავად, ჩემო ბატონო, თუ
შეიძლება თქვენი დაბადების თარიღი გვითხარით.
- როგორია?
- ეეეჰ!
- ერთი შვილი რუსეთს გამექცა, მეორე შვილი რუსეთს გამექცა, მესამე შვილი რუსეთს გამექცა,
მეოთხე შვილი მე არა მყავს. რა ვქნა?
- როგორ თუ უკანასკნელი?
- აღარ გათენდებაო.
- ვაი!
- ვითომ?
- არ გათენდება კაია!
- დიანა!
- აბა?
- ფეჰ!
- დაიწყება მაშ.
- რა უნდათ?
- ბუს კვერცხები.
- იმე!
- კაცს თუ ლაგამი არ ამოსდე. ბოროტებას ჩაიდენს, ლაგამი თუ ამოსდე, ამით ბოროტება უკვე
ჩადენილია. აი ეს არის ჩარჩო და არსებითად სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ვაცხადებთ,
რომ სამყარო სასრულოვანია.
- რამდენიც მომკვდარა!
- რამდენიც არა!
- არა ხარ მართალი, ჭიჭის ვენაცვალე. ყველა მთვრალი იყო. ზოგი ღვინით, ზოგი
სიყვარულით, მაგრამ ყველა პაგალოვნათ მთვრალი იყო.
- თეორიულ სირთულეებზე ჩვენ ნამდვილი წარმოდგენა არა გვაქვს, არწივებო. ადამიანს დიაღაც
შეიძლება მიეცეს იმის უნარი, რომ, თუ ჭეშმარიტი წადილით აივსება, თავისი ცხოვრების
ნებისმიერ განვლილ ეპიზოდში დაბრუნდეს, მაგრამ ვისაც ამის უნარი მიეცემა, იმის უნარი წაერთმევა,
რომ თავისი ცხოვრების ისეთი ეპიზოდი იპოვოს, იქ დაბრუნების ჭეშმარიტი წადილით აივსოს. ეს
გახლავთ, ქორ-შევარდნებო, ზეგარდმო ბალანსი.
- შენ მაინც გაჩერდი თუ კაცი ხარ! კამერ-იუნკერი აკლია ახლა აქოურობას, მეტი არაფელი!
- აა! მაგანაც რა ქნას, მაგ ბეჩავმა! გაჭირდა ცხოვრება, დეფიციტი გახდა ყველაფერი. ამ
ძნელბედობის ჟამს მანქანის ნაწილებს სადღა იშოვნის?! და აჰა, იპარავს! მდაა . ცემა არ გინდა,
შვილო. აგინე ამომწურავად და გაუშვი.
- კარგი.
- რა!
- კარგი.
- კუკუ, დედამთილო!
- რა შობი ახლა?
- აპაჰ!
- ჩემდათავად დამჩოქებლის .
- ადამიანები იმით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ ერთ ნაწილს ჰგონია, რაც მე ვიცი, სხვამ
არავინ იცისო - ესენი ოპტიმისტები არიან, მეორე ნაწილს ჰგონია, რაც მე ვიცი, ყველამ იცისო. ესენი
პესიმისტები არიან.
- თოთხმეტით ცამეტი!
- კონფორმისტული გატაცებანი.
- თოთხმეტით თოთხმეტი!
- მედროვეობაზე მეოცნებე.
- რელიგიური ცთუნება.
- თხუთმეტით თხუთმეტი!
- თავისუფლების მაჯლაჯუნა.
- თექვსმეტით თხუთმეტი!
- თექვსმეტით თექვსმეტი.
- მოკლე წერტილი.
- ჩვიდმეტით თექვსმეტი!
- გარდასული მარადისობა.
- ჩვიდმეტით ჩვიდმეტი!
- შავგვრემანი ზანგი.
- თვრამეტით ჩვიდმეტი!
- ვიღაც დაინტერესებული იდიოტი თითო მანეთს აძლევს თურმე თითო მეტრის გავლაში.
- შენი კეთილები სახლში გეყოლება! დამიწყებს ახლა თავიდან ლათაიებს! ისტორია! ისტორია!
ისტორია არა გეოგრაფია! სადა აქვს საქართველოს ისტორია?! საქართველო სომხეთი კი არაა!
- კარგი ერთი და! მითხარი მაშ, ან ბოროტი ცხოველი სად გინახავს, ან ბოროტი მცენარე?!
ბოროტება ცნობიერების ზედნაშენია. შეიძლება ზედნაშენი აბსოლუტური იყოს?!
- ა კიდო!
- ტაში-ტაში-ტაში!
- მწვანეები! მწვანეები!
- რავა?
- რავა და, ეს მზე და მთვარე-თქვა, მიფიქრია ხანდიხან, ეგებო ჩვენი მოგონილია და, მასალა
რო მიგვაკტება, ქე ჩაქრეს იგიც და იგიც!
- როგორ?
- არა?
- აბა ჰე!
- ქვეყანა რომ ჩემისთანა კაცს ვერ გამოიყენებს, მამანტი ჩემო, კია ის ქვეყანა დასაღუპი.
- გაგვჩხრეკენ ვითომ?
- რა ვიცი .
- რატომ, კაცო?
- მოგიკვდეთ მოშურნე! ვინ გედავებათ, ძმაო, თქვენი საქმე თქვენ იცით, გინდა მაიმუნისგან
იყავით წარმოშობილი და გინდა კვერნისგან! მაგრამ ჩვენ შეგვეშვით! ჩვენი გენეალოგია
ღვთაებრივია. ჩვენ იქიდან მოვდივართ, ე! პირადად ჰელიოსის ნაგრამი ვართ, თუ ძალიან
გაინტერესებთ, და აიეტი გვივის წინაპრად. ბიჭოს!
- არ გამოდის ხომ?
- არა.
- რა?
- სი .
- სი .
- ზა .
- ზა .
- რმა .
- ცეე!!
- არ ისროლოს, კაცო!
- არ ყოფილა საშველი.
- აბა რა გითხრათ .
- მჭიდე.
- მჭიდე? დეედააა!
- შეგირცხვა ულვაში!
- რას გვერჩიან ამ ქართველებს ნეტა გამაგებინა! ან იქნებ ვინმეს ჰგონია ასეთი რამ მარტო
საქართველოში ხდება, აჰ?! ქურდებიც მარტო ჩვენში არიან, ბოზებიც, ჩათლახებიც,
მკვლელებიც, ფარისევლებიც, უნამუსოებიც, დედლებიც, გამყიდველებიც, მკრეხელებიც,
დამსმენებიც, ქვეშიდან გამომსვლელებიც, გონებადაბნელებულებიც, გაპირუტყვებულებიც,
ხარბებიც, წამგლეჯებიც, მონებიც, ლაქუცებიც, პირმოთნეებიც, შემძრომებიც, გამომლოკავებიც,
ვირეშმაკებიც, ბაქიებიც, ლაქიებიც, გოშიებიც, გუდაფშუტებიც, ორპირებიც, სამპირებიც,
მრავალპირებიც, ორგულებიც, სამგულებიც, მრავალგულებიც, ჩასაფრებულებიც, მოღალატეებიც,
დაუნდობლებიც, უკეთურებიც, ქვემძრომებიც, ქვეწარმავლებიც, ნაძირალებიც, გარეწრებიც. აჰ?!.
სხვებს ფრთები ასხიათ და ყოველ საღამოს ანგელოზებში დაიარებიან ყავის სასმელად, აჰ?!.
- მოიცა ერთი წამით! ყური თუ არ დამიგდე, ისე რას გაიგებ! ადამიანები არიან ხომ ეს
კომუნისტები?
- ადამიანები არა!
- კაცობრიობის მანქანას დრო მართავს, მაგრამ რად გინდა: მთვრალი უზის მაგ გაფუჭებული
საჭეს.
- მაწვალოონ .
- სანამ სამოცის გახდები, ქანცის გაწყვეტამდე უნდა იმუშაო, ხელისგულები გადაიტყავო, იწვალო,
ოფლი ღვარო, ტვინი იჭყლიტო, თავი იმტვრიო, რომ მერე, სანამ ოთხმოცის გახდები და სული
ამოგძვრება - თუ მანამ არ ამოგძვრა - ცოტა დაწყნარებულად იცხოვრო. ეს არის სულ ჩვენი
არსებობა. მიზეზიც, მიზანიც, დანიშნულებაც, ალფაც და ომეგაც. მითხარით ახლა, ღმერთი რომ
ამას დამანათლებს, ის ღმერთი როგორ ვიწამო?
- ყიამყრალი!
- წურბელა!
- მძორი!
- ნეხვი!
- რამდენი კაცი იქნება ახლა აქ, ამ ხალხში იმისთანა, ქურდი რომ არ იყოს?
- ბავშვებიანად?
- რაიო, რაიო?
- მაგ არ ვიცი, მარა ის კი ვიცი, რომ სიჩქარე ჩართული გვაქვს და ზადნით შევდივართ
შუასაუკუნეებში.
- არაა .
- რა?
- რამ გაყო .
- რაო?!
- რაო, რაო?!
- აი, თუ არ გაყო!
- არ მოკლან, კაცო!
- ნუ მეხახუნებით თუ შეიძლება!
- რელიგიას და კანონს მანამ შეუძლია მართოს საზოგადოება, სანამ გზა სწორია და იოლი სავალი.
- სად, კაცო?
- გვირაბში.
- არ ყოფილა შონია.
- აბა?
- კვაშალი ყოფილა.
- არ გადამრიო!
- რა განსხვავებაა?
- არა?
- გესმის?
- ტყვიამფრქვევია. მაქსიმკა.
- ღმერთო, გვიშველე!
- გათენებულააა, გამიშვიიი .
- კვაშალს.
- კვაშალი იყოს.
- რა?
- სადაა აქ საგიჟეთი?
- ქვეშმიწერით შეიძლება?
- რა შობი, კაცო?!
- წამო, რა გაჩვენო!
- არ არის ეს რიკოთი.
- აჰ?
- რა არის აბა?
- რატომ?
- ზევითაა.
- ვაი!
- ვაშააა!
- რა იქნა შონია?
- გვირაბში.
- ზოგჯერ . იცით .
- კვაშალი.
- არ გამოდის ხომ?
- არა.
- ტაში-ტაში-ტაში!
- შონიააა!!
- კვაშალიიი!!
- ჩადის მგონი.
- რა ვიცი .
- ეს არ არის რიკოთი.
- ტაში! ტაში-ტაში-ტაში!
- ისა . ხანდახან
- იიიო!
ამასობაში დაღამდა კიდეც. სანამ დაღამდებოდა, სამი ბიჭი მოვიდა, რომელთაც შავი ფერის
უცხო რამ უნიფორმა ეცვათ. მოვიდნენ, თან გასაღები მოიტანეს და გვანცა- ირაკლის მანქანა
გააღეს. მე ამ დროს ერთ ღიპიან მოქალაქეს ვესაუბრებოდი, კერძოდ, ვცდილობდი
მაქსიმალურად გასაგები ენით ამეხსნა რელიგიურობის გრძნობის, როგორც ადამიანადქცევის
ერთი უმთავრესი პრინციპის, არსი. ამიტომ, რომ არა სალომე, ყმაწვილების შემოსევა
შეიძლება ვერც კი შემემჩნია. როდესაც მივბრუნდი, კარი უკვე გაღებული ჰქონდათ.
- რას შვრებით, ბიჭებო? - უფრო დაინტერესებული, ვიდრე მკაცრი კილოთი ვიკითხე მე.
- რასაც ვშვრებით, - აგდებულად მიპასუხა ერთმა, ისე, რომ ჩემკენ არც მოუხედავს.
- ჩვენთვის არ არის სხვისი, - ჩაერია ამ დროს მეორე, - სხვისი შენთვისაა და ნუ ერევი სხვის
საქმეში.
- თვითონ სად არის? - ვიკითხე მცირე პაუზის შემდეგ. სახელი არ მითქვამს, რაც ჩემი
მზაკვრული ტაქტიკა იყო.
- ვინ? - არ წამოეგენ ანკესზე მამაძაღლები და მეც სხვა არა დამრჩენოდა რა გარდა იმისა, რომ
უკანასკნელ კოზირს ჩამოვსულიყავი.
- გურამი.
ღამემ სიჩუმე მოიტანა, რომელიც, უსიამო მოლოდინის თხელ ჟრუანტელში ამოვლებული, ფერდობს
შიშისა და ხიფათის მსუბუქ საბურველად გადაეფარა. ხალხი ნელ-ნელა ჩურჩულზე გადავიდა.
ჩურჩულს იდუმალების - უარყოფითი ნიშნით დამუხტული იდუმალების - ცივი სუნი ასდიოდა.
თვითმოქმედი ფანტაზიის რომელიღაც დანაყოფზე რიკოთი დედამიწას მოსწყდა და სადღაც,
შორეულ სამყაროში აღმოჩნდა, როგორც კუნძული, რომელსაც ირგვლივ სიცარიელის ვეება
ოკეანე ერტყა.
- მაქვს.
მთვარე ბჟუტავდა.
სალომე მანქანაში შევიდა, რამდენიმე წუთი დაჰყო იქ და გამოვიდა. პალტოს ქვეშ ახლა თბილი,
ყელიანი ჯემპერი მოუჩანდა და მე უცებ მომაგონდა, რომ კამბეჩასა და სანდრას შეხედულება თუ
არ ცრუობდნენ - რაღაც კუთხით პროფილაქტორიუმის ბანჯგვლიანი ჯეელის - შეიძლება გახსოვთ
- შეხედულებას ეხმიანებოდა.
- მამიდებისა არ მოგერიდოთ.
- მართლა?
- რატომ არ გათხოვდა?
- მმმ . იდეოლოგიური.
- იდეოლოგიური?
- დიახ. საქმრომ იგი იდეოლოგიაში გაცვალა და არა სხვა ქალში. ახლა ეს შესაძლებელია
სასაცილო ჩანს, მაგრამ, როგორც მამიდებისგან გამიგონია, იმ კაცს - საქმროს - მამიდა ნატო
ძალიან ყვარებია და ძალიანაც გაძნელებია ამ ნაბიჯის გადადგმა. ბოლოს და ბოლოს,
მისთვის ხომ ყოველივე ეს კიდევ უფრო მტკივნეული უნდა ყოფილიყო, რადგან ამის შემდეგ
გამუდმებით სირცხვილსა და სინანულში უნდა ეცხოვრა.
- მოკვდა?
- დიახ.
მე სახტად დავრჩი.
- მე უფრო იმედგაცრუების ბრალი მგონია. კარგი კაცი რომ ცუდ საქციელს ჩაიდენს, ადამიანი
ამას ძნელად ეგუება. ის კაცი კი კარგი კაცი ყოფილა. მამიდა ნატოსგანაც და დანარჩენი
მამიდებისგანაც ქება ხშირად მსმენია მისი, აუგი არასოდეს. მხოლოდ ებრალებოდათ.
ებრალებოდათ, როგორც გზააბნეული მგზავრი, და მიაჩნდათ, რომ მისი ხვედრი უფრო მძიმე უნდა
ყოფილიყო, ვიდრე მამიდა ნატოსი.
- და არ გათხოვდნენ .
- გეტყვით.
რიკოთზე ჩუმი და ნაცრისფერი ღამე იწვა. მთვარეს ჭვარტლი მოსდებოდა და ისე ვერ ანათებდა,
როგორც ეწადა. და თუ ირგვლივ რამე მაინც ჩანდა, ჩანდა როგორც ჩრდილი, ჩრდილი
გატრუნული და ხიფათის მომლოდინე.
სალომე დაიღალა და მანქანაში ჩაჯდა. და თუმც კარი ღია დატოვა, მარტო დარჩენილს წამით
ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ზურგჩანთა მოვიხსენი და შემსუბუქებულმა მხნედ ვუყელე
რაღაცას, რაც მოწინააღმდეგის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ეს, რაღა თქმა უნდა, სისულელე იყო,
მაგრამ სისულელე ნორმის ფარგლებში, ეფემერული სისულელე, რომელიც ჩვეულებრივ კვალს
არ ტოვებს. არე-მიდამოს ისევ ისე შიშის თხელი საბანი ეფარა და საბანქვეშ დაძაბული,
გატრუნული და დაყურადებული სიჩუმე იწვა. მეც, თავისთავად ცხადია, საბანქვეშ ვიყავი, რის
გამოც ახლა გაცილებით უფრო ნამდვილი და რეალური ჩანდა ფანტასტიკური ვარაუდი იმის
შესახებ, რომ რომელიღაც რეპტილია, რომელიღაც ამფიბია, რომელიღაც მუხლუხო ფერდობზე
ამოცოცებულიყო და ვიწრო გვირაბში გაძრომას ლამობდა, და მე ამ ორგანიზმის შემადგენელი
ნაწილი ვიყავი, არა აუცილებელი, მაგრამ განუყოფელი, უჯრედი რამ, ან მოლეკულა. უფრო
ალბათ ატომი, პაწაწკინტელა ატომი, რომელსაც ორბიტაზე ელექტრონი დააკლდა და,
ნაკლული ელექტრონის ადგილას რომ გაქცევის იმპულსი არ აღმოცენებულიყო, ატომთმშენებელმა
გამოთავისუფლებულ ორბიტაზე ვინმე სალომე ერისთავი გაამწესა, რითაც ამბოხის
მოსალოდნელ ნაპერწკალს მოვალეობის იმპულსთა ნაკადი მიუშვა. კაცმა რომ თქვას, ეს ზედმეტი
სიფრთხილე იყო: დედა ორგანიზმს მტკიცე გარსი ჰქონდა შემოკრული შონიას სახით, როგორც
არა, გაქცევა იმთავითვე გამორიცხული იყო სიტყვა „იმთავითვეს“ ისეთი მნიშვნელობით, რომლის
სათავე რეალური დროის მიღმაა. შემადგენელი ნაწილი კავშირია და მხოლოდ კავშირთა
ერთობლიობაა არსი. კავშირი კი ვერსად გაიქცევა. კავშირის გაქცევა შეუძლებელია.
ასე და ამგვარად, როგორი უნდა იყოს კაცი, ვისაც ძალუძს საკუთარ თავზეც ამაღლდეს,
თანამოძმეებზეც, გარემოებებზეც, მატერიაზეც და იდეის იმდაგვარ სიმაღლეს მიაღწიოს, საიდანაც
მშვიდად შეიძლება ოთხ ქალს ერთდროულად გადაუჭრას სიცოცხლის ძარღვი? მშვიდად?
შესაძლოა არც ისე მშვიდად, მაგრამ მთავარია, რომ შესაძლოა .
- რა?
- რომელი კაცის?
- რომელმაც მამიდა ნატო უარყო და პროლეტარიატის დიქტატურას შეერთო. ამას მცირე სიჩუმე
მოჰყვა; მერე სალომე მანქანიდან გადმოვიდა.
- რად გინდათ?
- რომ არ ვიცი .
- არ იცით? რატომ?
მალავენ.
- მერედა მოიწადინებთ?
- არ ვიცი. თუ ძალიან ეძნელებათ გამხელა, გულს ვერ ვატკენ. მაგრამ . ასე რით
დაგაინტერესათ იმ კაცმა?
- გამორიცხული არ არის, რომ მან გილგამეშზე უფრო ღრმად ჩაიხედა სიბნელეში და, ვინ იცის, რა
დაინახა! ყოველ შემთხვევაში, მე ჯერ არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელსაც ოთხი ქალი
ერთდროულად დაეტოვებინოს გაუთხოვარი. მაშ, დამეხმარებით?
- გაიგონეთ?
- კი.
- ვისი?
- რა პირისსანახავი?
- შეიძლება, მაგრამ არც უარგიყვიათ, ერთი სიტყვით, კამბეჩამ და სანდრამ რომ დაგინახეს .
იცით, ზოგს ტვინში უჯრედები უსწორმასწოროდა აქვს განლაგებული - ცრუ დასკვნა გამოიტანეს.
ერთი ანდაზისა არ იყოს, მელას რაც ელანდებოდა .
- კაი ყმის ძმობილი. თუ იმის თქმას აპირებთ. რომ სიტყვა „ძმობილი“ ანაქრონიზმია,
გეთანხმებით, ანაქრონიზმია, მაგრამ მეორე მხრივ ფაქტია და ფაქტი კი ისეთი არგუმენტია,
რომლის გაბათილება მხოლოდ სასწაულის მეშვეობით თუ შეიძლება. ხოლო ორივე მათგანი,
აზამათ ლომგულიცა და კაი ყმაც, სანდრასა და კამბეჩას ძმობილები არიან.
- ვის როგორ ურჩევნია . სანდრა, მაგალითად, სულ სხვას ამჯობინებს. ჭეშმარიტებას, ჩემი აზრით,
ყველაზე უფრო კამბეჩა მიუახლოვდა.
- ჯაკომო!
- დიეგო!
იმავ წამს ხელის ფარანიც აინთო, რომლის შუქი ჯერ სალომესკენ იქნა მიმართული - და არა
მარტო მიმართული, არამედ ორჯერ თავით ფეხამდე ატარებულ-ჩატარებული - და მხოლოდ ამის
შემდეგ ჩემკენ.
- გამარჯობათ! - მხარი აუბა კაი ყმამაც. მისი ბანი წვერ-ულვაშით დაფარული პირიდან ისე ამოვიდა,
როგორც ვულკანის მომასწავებელი გუგუნი ეკალ-ბარდებით შენიღბული გამოქვაბულიდან.
მერე სიჩუმე ჩამოვარდა. მე სიჩუმეს იმდენი დავაცალე, რომ თვალშისაცემი გამხდარიყო. მერე
სალომეს მივუბრუნდი: - აი მოვიდნენ, როგორც მოსალოდნელი იყო. ეს კაი ყმაა. მართლა კაი
ყმაა, მაგრამ ახლა თმა-წვერშია შეფუთული და არა ჩანს. ესეც - აზამათ ლომგული: მას
წარდგენა არ სჭირდება. ეს კი, ჩემო ცნობისმოყვარებისმიერო ძმებო, სალომე ერისთავი
გახლავთ. ვიცი, ინტერესის სული ამოსვლაზე გაქვთ, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ:
სალომე „ზაპოროჟეცში“ იჯდა და გეზი სანაკლიოსკენ ეჭირა, სადაც მამიდების გარკვეული
რაოდენობა ჰყავს. „ზაპოროჟეცი“ პატარა იყო და ლურჯი. იგი გზაში გაფუჭდა. სალომემ მიზეზი
ვერ გაუგო და ძალიან დაღონდა. ამ დროს ბედად მე წამოვეწიე და დახმარების ცივილიზებული
ხელი გავუწოდე. გაფუჭებული „ზაპოროჟეცი“ სალომემ უახლოეს პროფილაქტორიუმში გაყიდა.
იგი იაფად იყიდა ვინმე ადგილობრივმა რომეომ, რომლის გვარი ცნობილი არ არის.
- მონტეგი, - ამოიგუგუნა კაი ყმამ გამოქვაბულის ფსკერიდან და მისი მრგვალი ხმის კილო იყო
საზეიმოც, მოწყალეც, თავმდაბლურიც, დაჯერებულიც, მაღალსერიოზულიც.
- ახლა გასაგებია, - თქვა აზამათ ლომგულმა და ჯიბიდან ერთი ბოთლი კონიაკი ამოაძრო,
ეს კამბეჩამ და სანდრამ გამოგიგზავნეს.
- ნუ თვალთმაქცობ!
- დიაღაც!
- დიაღაც!
- ნამცხვარს არ მიირთმევთ? - წყნარად იკითხა ამ დროს სალომემ. ამის გაგონებაზე კაი ყმას
სიტყვა პირზე შეაშრა.
- აუ, რა გემრიელია!! - კაი ყმამ გასინჯვამდე მოუხადა ხარკი ზრდილობას, რათა მერე
წვრილმანებზე აღარ მოცდენილიყო, ეკალ-ბარდებით შენიღბული გამოქვაბული წამით გამოაჩინა
და მას შემდეგ, რაც მთელი ნაჭერი - კარგა მოზრდილი - ერთიანად გააქრო შიგ, ისევ ეკალ-
ბარდებში ჩამალა.
მაშინ მე კონიაკი გავხსენი. ჭიქაც მოვძებნე. ერთი ჭიქა სალომესაც აღმოაჩნდა. აზამათ ლომგულმა
ხელები გაასავსავა, ეგ ბოთლი თქვენ გეკუთვნით, ჩვენ იქაც ბევრი გვაქვსო, მაგრამ კაი ყმამ რომ
ჩიჩვირი ჩამოუშვა და ჩუმად გაიბერა, მის გაწირვას ისევ კონიაკის გაწირვა ამჯობინა და თითო
ჭიქა დავლიეთ (სალომემ მეოთხედი ჭიქა დალია). სამაგიეროდ მეტი უკვე აღარ დათმო და მას
შემდეგ, რაც მანქანის კაპოტთან ეტიკეტით გათვალისწინებული დრო დავყავით და შეფერხების
მიზეზთა შესახებაც ცოტა წავისაუბრეთ (ეს იყო ჯანსაღი და ძირითადად რეალისტური
საუბარი, რომელშიაც ჯოჯოხეთს მხოლოდ გაკვრით შევეხეთ, გველეშაპი და მფრინავი თეფში კი
საერთოდ არ გვიხსენებია), ეშხში შესულ კაი ყმას, რომელმაც ამასობაში მეოთხე ნაჭერი შთანთქა
და მეხუთე ნაჭრისკენ გაიწია, ხელი მკლავში წაავლო, და ფეხი ფეხზე გამაფრთხილებლად
დააბიჯა. კაცმა არ იცის, სადამდე გაგრძელდებოდა და რით დამთავრდებოდა მათი ჩუმი
ძიძგილაობა, კონფლიქტში რომ სალომე არ ჩარეულიყო. სალომე მოულოდნელი კუთხით
და მშვიდობიანი მისიით ჩაერია: მანქანიდან კიდევ ერთი მოზრდილი ნაჭერი - ასე, ოცი
სანტიმეტრი ოც სანტიმეტრზე - ნამცხვარი გამოიტანა, კალკის ქაღალდში ფრთხილად შეახვია
და მობღლაძუნე ძმობილებს წასაღებად გაუმზადა. აზამათ ლომგული უარზე დადგა, მაგრამ
კაი ყმამ მწყრალი ბანით დატუქსა, ამას კამბეჩასა და სანდრასთვის გვატანენ და შენ ვისი
სახელით უარობო და ძვირფასი ძღვენი მოწიწებით ჩაიბარა. აზამათ ლომგულმა გაალმასებით
ჩაილაპარაკა, ცოტა ხანსაც გაგიძლებ და, ადგილამდე თუ მშვიდობით ჩაგიყვანე, მერე კისერი
გიტეხიათ ორივეს - შენცა და იმ შენს ბაღდათელ ღმერთსაცო, თან ცდილობდა ცოტა
შემწყნარებლური, ცოტა ნაძალადევი და ცოტა მომბოდიშებელი ღიმილით ვითარება განემუხტა.
ბოლოს, როდესაც წასვლის დრო მოუვიდათ, აზამათ ლომგულმა შემპარავი კილოთი მკითხა:
- კამბეჩამ - ბაღდათში წამოსვლა შევთავაზეო. მართალია? მე ვუთხარი, მარტო რომ არ არის-
მეთქი?
- ენას ძვალი არა აქვს, - მივუგე მე, - კამბეჩას ენას არც ხრტილი აქვს.
აზამათ ლომგული (კაი ყმაზე აღარაფერს ვამბობ) ვერ მიხვდა, ეს გულწრფელად იყო ნათქვამი
თუ ყასიდად. საერთოდ, მანქანის თემის ეგზომ მოულოდნელი კუთხით წარმოჩენამ ცოტა
დააბნია. თუმც კი მისია ბოლომდე ამოწურა: - ა, ჯაკომო?
- არა, აზამათო, - შორს დავიჭირე მე, - ხომ ხედავ, რა ამბები ხდება! სანაკლიო უფსკრულშია
გადაჩეხილი, ქვეყანა თავზე გვენგრევა, გვირაბები და გამოქვაბულები თვალდათვალ იქოლება,
დღე ისე ღამდება, კაცმა არ იცის, ისევ გათენდება თუ არა . აბა ამ დროს ბაღდათში როგორ
წამოვალ ღვინის დასალევად, რომელიც არ ისმევა!
- აბა, აბა! - გავუტრიზავე მე, - იქაური ატეესი ერთი წვერით თურმე ზესთასოფელშია
ჩართული. ალო! უფალი შინ ბრძანდება? რა უნდა ღმერთს, გაგიწყრა მისი მადლი,
ბაღდათში?!
- აბა სად არის? სანაკლიოში? - ნელიად ამოიგუგუნა კაი ყმამ მცენარეული საფარის ქვეშიდან,
მაგრამ საკუთარი ირონია მეტისმეტად გესლიანი ეჩვენა და, ეს მომაკვდინებელი გესლი რომ
ცოტათი მაინც გაენეიტრალებინა, ფრაზა შემრიგებლური და - როგორც ასეთ დროს გულჩვილ
ადამიანებს ემართებათ ხოლმე - ცოტა სულელური სიცილით მოაპირკეთა.
- სულ ცოტა, ერთი კვირა, ვუპასუხე მე, - ისე კი, შეიძლება ქვეყნიერების აღსასრულამდეც მომიხდეს
იქ დარჩენა. შემოივლით?
- კარგი.
როგორც კი ერთი ნაჭერი შევჭამე, მყისვე მივხვდი, რომ, ვიდრე კაი ყმის სიხარბეს დაგმობ,
კაცმა ჯერ საკუთარი თავი უნდა გამოსცადო.
- გმადლობთ.
- არა.
- დიახ.
სხეულში თითქოს სუსხიანი ქარი შემომეჭრა და ძარღვებში დაიქსელა. რა მიზეზი იყო, ვერ მივხვდი.
რომ მივტრიალდი, ერთი რამ უწესრიგოდ აჩონჩხლილი ჯეელი დავინახე, მთვარის მკრთალი
შუქი მეტის საშუალებას არ იძლეოდა და მხოლოდ გრძელი ხელები და გადახოტრილი თავი
გავარჩიე. ხმა წვრილი და ბავშვური ჰქონდა. მოთმინებით იდგა პასუხის მოლოდინში და
წყნარად, რიტმულად ირწეოდა. მე ერთხანს ვუყურე და ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა,
გავიაზრე, თუ რატომ გაჩნდა ჩემს სხეულში ის ცივი ქარი: ზემოთ მოტანილი ფრაზა, რომელიც
მე რამდენჯერმე მაქვს აღნიშნული აუდიორუქაზე, ამ ჯეელს არ ეკუთვნოდა. ყოველ შემთხვევაში,
იმ ჯეელთან შედარებით ეს ჯეელი ტანად უფრო დიდი ჩანდა, ასაკით უფრო მცირე. ხმაც უფრო
წვრილი ჰქონდა. და მხოლოდ სიტყვები იყო იგივე. ამით დაბნეული უსიტყვოდ მივჩერებოდი.
ჯეელმა რწევა შეწყვიტა და გაშეშდა. ერთხანს ასე იდგა, გეგონებოდათ საკუთარ სხეულს უგდებდა
ყურს და ცდილობდა რომელიღაც შემაშფოთებელ კითხვაზე ძნელი პასუხი ეპოვა. ბოლოს
რაღაც იდუმალი, თითქოს დედამიწის ღრმა წიაღიდან ქურდულად ამომავალი ხმითა და
ექოსავით უსაშველოდ გაგრძელებულად თქვა: - კიიიი .
სალომემ მოზრდილი ნაჭერი მოჭრა. ჯეელი ერთხანს მაინც გაშეშებული იდგა. მერე ორივე
ხელი გაიწოდა და მე მომეჩვენა - რა ვიცი, მომეჩვენა? - რომ ამ ხელებს სახსრები იმაზე მეტი
ჰქონდა, ვიდრე ამას ანატომიის სახელმძღვანელო ითვალისწინებს. ნამცხვარი ასევე ორივე ხელით
ჩამოართვა, მაგრამ მიიტანა არა პირთან - თუმც კი თავიდან, დარწმუნებული ვარ, სწორედ
ასეთი განზრახვა ჰქონდა - არამედ მკერდთან. აქ ცოტა ხანს ისევ გაშეშდა. გაშეშდა
ნამცხვარჩაბღუჯული და თავაწეული. მერე უეცრად შეტრიალდა, ერთბაშად მოწყდა ადგილს და
ცხენივით გაჭენდა.
- რაი მერე?
- რეალობა, ჩემო ბატონო, კონიუნქტურის საალერსო სახელია. კი, ანგარიში როგორ არ უნდა
გაუწიო, მაგრამ დროდადრო თუ მარადიულ ფასეულობებსაც არ შეავლე თვალი, ჩაგიხვევს
კონიუნქტურის სადღვები მანქანა და აგანთხლევს ერთიანად. აიღე, მაგალითად, კაცი
რომელსაც შია და საჭმელი არა აქვს. ამისთანა კაცი რომ მარტო რეალობას მიაცივდეს და
მარადიული ფასეულობანი ფეხებზე დაიკიდოს, ან მათხოვარი უნდა გახდეს, ან ქურდი, ან მონა
(ქე ქნა, მისი არ იყოს, ჩვენ რო ვიცით, იმან)!
- გაიგე ძმაო: შენ ადამიანი ხარ და ის ძროხაა. ძროხას შეიძლება გაუწყრე, მაგრამ არ შეიძლება
ძროხაზე განაწყენდე! კაცი რომ ძროხაზე განაწყენდება, ის კაცი თვითონაა ძროხა.
- ო, მაგათი დედა!
- ჭაში თუ ორმოში?
- ხან იქაა და ხან იქ. ხომ იცი, პლურალისტია, ორმოდან ამოიყვან, ჭაში ჩავარდება, ჭიდან ამოიყვან,
ჯურღმულში ჩავარდება, ჯურღმულიდან ამოიყვან, ჭაობში ჩავარდება და არის ასე .
- დუნდუა.
- ჯამბულა მაჩალკაა.
- არა-მეთქი!
- მომეშვი, თუ კაცი ხარ! ვინ იცის და კანტმა იცის, მაგრამ კანტს აქ ვინ დაუჯერებს, მიიხედ- მოიხედე!
- კი აპა!
- მარტო ზეითა .
- ხელი ფაფას!
- ე გოგო!
- რატომ?
- არ გესმის და რა გელაპარაკო!
- რომ არ მესმის, მიტო გეკითხები და, შენ თუ გესმის, მითხარი, რას მიმალავ!
- თვითონ გამოუშვიათ.
- გარეთაც რომ გიჟები ჰყავდეთ ალბათ. მერე იტყვიან, მთელი ქვეყანა გაგიჟდაო.
- რაში ჭირდებათ?
- ნუშობიმაგაზ!
- აბა მე, ძმაო, ჩემი დღე და მოსწრება ერთი ცოლი მყავს და ერთი მანქანა მაქვს . არა ისე სხვის
მანქანაზე კი ვმჯდარვარ, ეგრეც არაა საქმე!
- ვაშააა!
- ქონებას თუ ვიხვეჭ, იმიტომ ვიხვეჭ, რომ მერე უანგაროდ გავცე და სახელი მოვიხვეჭო.
სახელისთვის მინდა ყველაფერი და სახელი ხომ ჩემი მატერიალური დოვლათი არ არის! სჯობს
ხომ სახელის მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა?! აბა რაღას მედავებით? განა სახელოვანი
შვილი ქვეეყნისთვის საამაყო არ იქნება?!
- ერთ კვადრატულზე?
- ჰო.
- კი.
- ჩაკიდეთ რა ხელი, გთხოვთ! ერთმა ერთი მხრიდან, მეორემ მეორე მხრიდან. იქნება
გამოვარიდოთ! გამოსულიყავი შენით, ვალოდია!
- დღე და ღამე ავიღოთ. ჩვენ ვამბობთ: მიზეზი იმისა, რომ ნახევარსფეროებზე დღე-ღამე მკაცრი
მორიგეობით ენაცვლება ერთმანეთს, არის დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძის ირგვლივ (სხვათა
შორის, ეს ღერძი წარმოსახვითია). მაგრამ ხსენებული მიზეზი ფორმალურია, ზედაპირული,
ემანაციური. და ვინც შეძლებს ამ ნივთიერ ემანაციას თავი დააღწიოს და არსის სიღრმეში შევიდეს,
სადაც მითოლოგიური ძირებია, ის ჭეშმარიტ მიზეზსაც იპოვის, რაც იმაში მდგომარეობს, რომ
აუცილებელია ვიღაც მუდამჟამ ფხიზლობდეს, თორემ, თუ ორივე ნახევარსფეროზე
ერთდროულად დაღამდა და მთელი დედამიწა ერთდროულად მიეცა ძილს, გამორიცხული
არ არის, რაიმე გაუთვალისწინებელი ინციდენტი მოხდეს და ისე გავიპაროთ ძილში ყველანი,
- ნაბიჭვრებო!
- მოკლეს?
- თავისით მოკვდა.
- ჰოუ!
- მოდი აქ!
- რა იყო?
- რა ამბავი?
- რაღა რა ამბავი! შენ რო შენი დღე და მოსწრება სიუჟეტებს ეძებ გაჭირებული ჯანით, ა,
იმისთანა სიუჟეტი ჰქონია აგერ კაცს, თითებს ჩაიკვნეტ! მიდი რა, ბონდო, მოუყევი ამასაც.
- უცხოეთი არაა ეს! შემირცხვეს მაშინ ულვაში, სიუჟეტში ფული ავიღო. ვიწყებ აბა.
- უნდა ჩაიწერო?
- კი.
- ქალს, კაცო! კაცს რას ერჩოდა! კაცი კი არ უყვარდა! ერთი სიტყვით, უტრიალა კაი ხანს და,
როგორც იქნა, შეუსწრო. არა, ისე კი არა. ლაპარაკზე შეუსწრო. მარტო იყვნენ ოთახში და
ლაპარაკობდნენ. მიუგდო ყური და რა ესმის: ქალი ეძალება და კაცი უარზეა. ჰაი აქეთ, ჰაი იქით -
უარზეა. ბოლოს, რო ვერ მოიშორა, პირდაპირ უთხრა, არ მომწონხარ, ქალო, და თავი
დამანებეო. არ მომწონხარო! ეს რომ ქმარმა გაიგონა, გადაირია. ამ მათხოჯის და მაიმახის
დასაწუნი რა სჭირს ჩემს ცოლსო! შეუვარდა იმ უბედურს და რაც სიგრძე ჰქონდა, ის სიგანე
მისცა. აბაა! ასე უყვარს ზოგს ცოლი. გამოგადგება?
- კი.
- ჰოდა, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს. დაწერე და, ჰონორარს რომ დაამღერებ, ჩემი
სადღეგრძელოს დალევა არ დაგავიწყდეს.
- დიდი მადლობა!
- ნუ ლაპარაკობ .
- ნუშობითქვამაგაზ!
- დურაქი ჰოფილა.
- რატო, კაცო?
- აგაშენა ღმერთმა! ვიწყებ აბა: ერთ ღიპიან კაცს - ღიპი დაიხსომე, ესაა მთავარი -
მოურჩენელი სენი ჭირს, ისეთი, რომ ერთ წელიწადში მოუთავებს საქმეს. სენი შენ თვითონ აირჩიე -
მე შენ გეტყვი, გვაკლია, ხა-ხა-ხა! ამ კაცმა რომ გაიგო, ერთი წელიწადი დამრჩაო, ნამეტანი
შეწუხდა, გასვენებაში ქვეყნის ხალხი მოვა და რას იტყვიან, კუბოში რომ ასე ღიპიანს მნახავენო.
ერთი სიტყვით, შერცხვა ძალიან და დიეტაზე დაჯდა. მთელი ის ბოლო წელიწადი იმას მოახმარა,
რომ ღიპი დაეგდო, გამხდარიყო, ადამიანს დამგვანებოდა და კუბოში ღირსეული შესახედაობა
ჰქონოდა.
- დიდი მადლობა!
- ქართლოსას მერე?
- ანდა .
- ტახტზე ვინც ზის, ის არის ქვეყნის სახე და ღირსება. ჩონჩორიკი რომ დადო ტახტზე -
- ლოგიკა, ბატონებო, ბასრი იარაღია. განსაკუთრებით ჭკვიანი კაცის ხელში. თუ ნაბიჯ- ნაბიჯ
გაყვები, არ შეიძლება კეთილი ნაყოფი არ გამოიღოს. გავყვეთ მაშ ნაბიჯ-ნაბიჯ. დავსვათ კითხვა:
ვინ არის შონია? ან უფრო მარტივად და გასაგებად: ვიცით თუ არა რამე შონიას შესახებ?
- კვაშლის.
- არც ჯაყელი.
- არც ჯუღელი.
- კი.
- ბრძანეთ!
- შონიას ცოლისძმაა.
- რა ჭირთ ასეთი?
- საზოგადომოღვაწეობა.
- გადამდებია?
- ებიჭო, მეფსია!
- ხომ აქსიომაა ის დებულება, რომ რაოდენ დღეგრძელიც უნდა იყოს ადამიანი, რაკი
პრინციპულად მოკვდავია, არ შეუძლია ყველაფრის წაკითხვა მოასწროს, რაც დაწერილა. ამ
აქსიომას კი აუცილებლობით მივყავართ დასკვნამდე, რომლის თანახმადაც უეჭველად უნდა
არსებობდეს ინფორმაციათა (მათ შორის, ესთეტიკურის) ათვისების სხვა მეთოდი. ხოლო რაკი
არსებობს, ადრე თუ გვიან აღმოჩნდება კიდეც.
- აგიპლაკავს.
- აგპლაკავ მე შენ! გადი იქით! აგიპლაკია ფეხები, წაგიგდია ენა და რას ტლიკინობ არ იცი!
ჭკუა არ გაქ თავში ამხელა ძროხას! არ უყურებ?! რაღაი დამშლელი არ გყავს, უნდა მოხსნა პირი
და, რაც ენაზე მოგადგება, ფქვა და ფქვა ხო?! არ დამიდგინა აქ წესები და კანონები!
- ადამიანი ისე ცოტა ხანს ცოცხლობს, ყოყმანისთვის დრო არც კი უნდა რჩებოდეს.
- კაცი რომ ფანჯარაში ლამაზ ნივთს გამოსდებს, ამით თითქოს რაღაცას გჩუქნის.
- იქნება გახარბებს?
- მარკუს ავრელიუსი მესიზმრა. რამ დამასიზმრა! იმ თავის კაი ცხენზე იჯდა და აღმა მიდიოდა
წყალდაწყალ. უკან ლენინი უჯდა. ლენინს ხელები წელზე ჰქონდა მარკუსისთვის შემოხვეული და
შეშინებული იყო. ეტყობოდა პირველად იჯდა ცხენზე. რას არ ნახავ კაცი სიზმარში!
- ეს არის, კი.
- სიუჟეტი არ მომიტანია, ჩემო კაკული, მაგრამ რჩევას მოგცემ ისეთს, ბარე ორს გამოდგომია
და შენც გამოგადგება.
- „სიტყვის კაცი ხარ თუ საქმისაო?“, ჰკითხა დევმა. „საქმე რა ჩემი საქმეა, სიტყვა მათქმევინე,
სხვა მეტი არა მინდა რაო“, მიუგო ქართლოსმა.
- პეტრე!
- ბატონო!
- წამო!
- მოვდივარ!
- ნიფხვებოო!
- პერანგის ამხანიკებოო!
- მერე: ქმარს თავი არ შეაბრალო, სიბრალული, იცოდე, სიყვარულს ჭამს და, იმას რო სპობს,
თვითონაც იწამლება. მერე .
- ქართველებს, ჩემო, იგი კი არ უნდათ, რომ კანონი ქონდესყენ, ქართველებს იგი უნდათ, რომ
კანონი ყავდესყენ.
- კვაშალი მონავალა.
- მართლა კაცო?
- რატო გაუშვით?!
- ამ სიცხეში, ქალო?!
- მომიწევს ნეტა?
- გააჩნია.
- ფანტასტიკას იღებს?
- გაბახების პრობლემასაც?
- კი.
- ხო.
- მიდი აბა!
- ომია. მტრის ქალაქი ალყაშია. შეტევა დანიშნულია ოცდახუთი მაისისთვის. ამ დროს ცაზე კომეტა
გამოჩნდა. მეცნიერებმა იანგარიშეს და დაადგინეს, რომ ოცდასამ მაისს კომეტა დედამიწას
დაეჯახება და ააფეთქებს. მაშინ სასწრაფოდ შეიყარა სამხედრო საბჭო და შეტევა ოცი მაისისთვის
გადმოიტანა. ვარგა?
- მიღებულია?
- მიღებულია, კი.
- ესაა საქმე?!
- წუმწუმა თუ არა გაქვთ, ქალბატონო, ხელი მიბოძეთ; - არ არის ეს რიკოთი, გეუბნებით მე თქვენ!
- შორეულ ალბიონზე ორასი დღე წვიმიანია, სამასი ღრუბლიანი? ამოცანა გვეკითხება: სულ
რამდენი დღეა წელიწადში შორეულ ალბიონზე?
- რა ხმაა ეს?
- გოშია წკავწკავებს.
- ნამდვილად?
- კი.
- ბატონო ივლიანე!
- ბატონო!
- პატარა უძახე შენ! კი, პატარაა, აბა რა არის, მარა რა შენაძლება! დეედააა! უნახავიაო, ხო არ
ითქმის ჩემზე და, დობას გეფიცები, აქობამდე ამისთანა არაფელი მინახავს!
- გამოვარდება ჩემი ისარი და შენს კაპარჭში მოადენს ტყლაშანს! ზოგჯერ . ისა . ხანდახან .
- ბინდისფერია სოფელიიი .
- დავეტოლოთ ერთმანეთს?
- დავეტოლოთ.
- კარგი.
- მეც.
- სიტყვები არ გესიზმრება?
- კი. შენ?
- მეც.
- გავცვალოთ, თუ გინდა.
- გავცვალოთ.
- კარგი.
- მაინც?
- რატომ „ხალი“ არა და „მხალი“ კი, „ხარი“ არა და „მხარი“ კი, „ვალი“ არა და „ძვალი“ კი .
- ე ბიჯო, ვინაა ეს! რას გადამეკიდე, ძმაო, რო გადამეკიდე, რომელი ფილიპე მახარაძე მე მნახე!
- „ბრჭყალი“ არა და „წყალი“ კი, „გვარი“ არა და „ზვარი“ კი, „ღარი“ არა და „ცვარი“ კი,
- დედა, ღმერთო!
- დედამთილი და მამამთილი.
- ვააიმეეე!
- ნწ-ნწ-ნწ .
- მმმ . რა ვიცი .
- მერამდენეა?
- ბოლო.
- მერამდენე?
- მეთორმეტე.
- კი.
- და რას ნიშნავს?
- რა?
- „დეკემბერი“
- რას ნიშნავს?
- მეათეს.
- კი.
- კი.
- კი. შენიც?
- ჩემიც.
- ნათესავები იქნებიან.
- უყურეფ, კაკული?
- ნუ იწყევლები, კაცო! რაც მე გულში ნატვრა მიდევს, ის რომ ყველა ამისრულდეს, მეც
დავიღუპები და ქვეყანაც!
- ხომ არ არის სამყარო, ჩემო იადონო და ჩემო სამოთხის ჩიტო, ჩემი ემანაცია და ამდენად
ყველა და ყველაფერი, რაც „ობიექტურად“ არსებობს, ჩემი ორეული?
- ჩრდილოეთიდან.
- ლაზღანდარებოო!
- გადამრევს ეს! რა უნდა რიკოთზე ბაგრატის ტაძარს! ბაგრატის ტაძარი ქუთაისშია. არა,
ერმალო?
- ატყოფ, კაკული?
- თფუი ეშმაკს!
- მადმუაზელ!
- გვადმუაზელ!
- ექსკრემენტებოო!
- ჩახვთი?
მესამე პირის ფორმას რომ მივმართავ, ეს წმინდა გრამატიკული არჩევანია, თორემ მე და სალომეც
ზუსტად ისევე ვიყავით ყოველივე ამის მოწმე და მონაწილე, როგორც სხვები. კერძოდ, თორმეტ
საათზე ჩვენც მანქანაში ვისხედით. დაძინებით არ გვეძინებოდა, მაგრამ რაკი ციოდა, მანქანაში ყოფნა
ვამჯობინეთ. სროლა რომ ატყდა, გადმოვედით. ოღონდ ეს არის, უმრავლესობისგან
განსხვავებით, პირველი სროლის შემდეგ უკან არ შევბრუნებულვართ. მეორე სროლა რომ
ჩათავდა, მაშინ კი ვაპირებდით შებრუნებას, მაგრამ აქ ჩვენი ყურადღება კოცონმა მიიპყრო.
უფრო სწორად, კოცონმა სალომეს ყურადღება მიიპყრო - მე მაინცდამაინც არ ვგიჟდები
კოცონებზე და საერთოდ ბავშვობის შემდეგ ცეცხლთაყვანისმცემელი არასოდეს ვყოფილვარ. ეს
- რაც შეეხება კოცონს ზოგადად როგორც ცეცხლს, როგორც სტიქიონსა და ელემენტს,
კონკრეტულად აქ დანთებული კოცონები კი პირადად ჩემთვის მხოლოდ იმის ნიშანი იყო, რომ
რიკოთმა შიშის საბანი გადაიხადა. ორგზის ატეხილი სროლის შემდეგ ასეთი განცხადება იქნებ
უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, სწორედ სროლამ წარმოქმნა ჰაერის ის
მძლავრი ტალღა, რომელმაც შიშის ღრუბელი დახია და გაფანტა. საქმე ის გახლავთ, რომ შიში
სიბნელის საბანქვეშ იწვა და სიბნელეში ყოველი კაცი მარტო იყო შიშის წინაშე, ეს კი ძნელი
გადასატანია. თანაც აქაურ შიშს, ბუნდოვანსა და იდუმალს, სახელი არ ერქვა და მიზეზი არ ჰქონდა.
ასეთ შიშს მხოლოდ სავსე რწმენა თუ გაუმკლავდება, ხოლო საცა რწმენა არ არის, იქ ვერაფერი
უმკლავდება გარდა კოლექტიურობისა. რიკოთმაც კოლექტიურობა დაუპირისპირა.
კოლექტიურობის გრძნობა სროლამ გააღვიძა. და გადაიხადა რიკოთმა საბანი, წამოდგა,
კოცონთა და ხმათა ქსელი გააბა და შიში ჩამოიბერტყა. და თუ ვინმე იტყვის კოლექტიურობა
არის არა შიშის რეალური დაძლევა, არამედ ფსიქოთერაპია, რომლის მოქმედება დროებითიაო,
მე ამ მოსაზრებას სავსებით გავიზიარებ, ოღონდ იმასაც გადაჭრით განვაცხადებ, რომ მასში საპყარი
სოფიზმი მეტია, ვიდრე ჯანმრთელი ლოგიკა, ვინაიდან ქვეყნად ყველაფერი დროებითია. ჩვენი
შეფერხებაც დროებითი იყო, ეს გაუვალი ღამეც დროებითი იყო, თავად რიკოთიც დროებითია
და საერთოდ უდიდესი ნაწილი იმ შინაარსისა, რასაც სიტყვა „ნამდვილში“ ვგულისხმობთ, სიტყვა
„დროებითშია“ თავმოყრილი, რის გამოც დროებითს - თუკი ჩვენს აზროვნებას პასუხისმგებლობის
გრძნობა აქვს - ისე უნდა მოვეკიდოთ, როგორც მარადიულს.
გულახდილად რომ ვთქვა, არც მინანია. საქმე ისაა, რომ კოცონებთან მე ვიხილე ე. წ.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რეალურად არსებულა ჩვენი თანდაყოლილი - არ ვიცი, ეგებ
დასაბამიერიც - რომანტიზმი. რომანტიზმი მოგონება ყოფილა და არა გამოგონება (რაც
გარკვეულწილად ჩვენს მეორე თანდაყოლილ თვისებას, სანტიმენტალიზმს, ამართლებს). ერთი
სიტყვით, მას შემდეგ, რაც აღგზნებულ გონებაზე ფაფუკი, ლბილი და საამო ღრუბელი
მზრუნველ ბინდად შემოებურა, ამ ხალხისთვის ნათელი შეიქნა, რომ მთავარი იყო გვირაბი
მხატვრულად გადალახულიყო, გადაილახებოდა თუ არა რეალურად, ამას მნიშვნელობა უკვე
აღარ ჰქონდა.
ფორმალური და ზედაპირული რეალობა, რაღა თქმა უნდა, არსად გაქცეულა და ყველაზე უფრო
„ნამდვილი“, მკაფიო და თვალშისაცემი, რაც მე იქ ვნახე, იყო სმა, სიმღერა, ცეკვა- თამაში, ყაყანი,
ღლაბუცი, ხუნტრუცი, სიცილი, ხორხოცი, თავდავიწყება, მაგრამ ამ ყოველდღიურობის შიგნით
ამჯერად მკაფიოდ გამოჩნდა რაღაც უჩვეულო, აქამდე დამალული ნერვი, რომელიც ბოლოს
და ბოლოს მიწვდა იდუმალ სიმებს და გარდასული დროის მიღმა მარადიული დროის
შეგრძნება გააღვიძა. და ისტორიის მდინარებაში კარგად გამობრძმედილი ეს ხალხი, ვინც
სამყაროს იდუმალებათა შემმეცნებელი მთავარი სული ხანგრძლივი ძიების შემდეგ მუცელში
ჰპოვა (რის გამოც ამა სოლიდურსა და ღრმა ორგანოს სხვა ორგანოებთან შედარებით დღეს
გაცილებით უფრო დიდი ზომები აქვს, უფრო გაბერილია, უფრო დაჭიმული, უფრო მობუყბუყე
და უფრო მგრძნობიარე), აქ ამ ზედროული კოცონების პირას ისეთივე თავდავიწყებით შეეხეტა
საკუთარ ფანტაზიაში, როგორც მისი შორეული წინაპარი, რომელიც, როგორც წინაპრის წესია,
მარტივად აზროვნებდა, გულუბრყვილოდ ენდობოდა ხატოვანსა და სურნელოვან შედარებებს და
ასე ეგონა, სამყაროს იდუმალებანი მიწყივ ქმნადობაში იხსნებოდა და შემოქმედებაში
მჟღავნდებოდა, ვითარცა ღმერთი გამჟღავნდა შესაქმეში. ასეთ დროს დონესა და ხარისხს
მნიშვნველობა არა აქვს, მთავარია - ქმნიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ (რა ვიცი,
შეეძლოთ?) არ შეექმნათ. არ გეგონოთ, ოდას ვუძღვნიდე ვინმეს, მით უფრო მშობლიურ ტომს,
რომელსაც მუდმივი ცრუ ორსულობა სჭირს. მე მხოლოდ გაკვირვება მინდა გამოვთქვა.
პათეტიკის შესარბილებლად კი, ვფიქრობ, იმის თქმაც იკმარებს, რომ შემოქმედის ბუნებრივ
ბრწყინვალებას აქ საკუთარი ვიზუალური მხარე - დაქვეითებული და შეუსაბამო - ერთიანად
აქარწყლებდა და ანიორწყლებდა (არსებითად სწორედ ვიზუალური მხარეა ის, რის გამოც
სკეპტიკოსებს რომანტიზმი გამოგონება ჰგონიათ და არა მოგონება. არც გაემტყუნებათ: განა
იოლია ჭაობში მარგალიტის თვალი იპოვო! ).
რაღა ბევრი გავაგრძელო, მე და სალომემ კოცონების პირას წმინდა სახის შემოქმედება ვიხილეთ
მაღალი ნაყოფიერების ჟამს, რამაც, სალომესი არ ვიცი და, ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება
მოახდინა, რომ ზოგიერთი დასკვნა (მათ შორის მსოფლმხედველობრივიც), რომელიც აქამდე
მტკიცე და მყარი მეგონა, საფუძვლიანად მოარყია და გადასასინჯი გამიხადა. ნაყოფი ბევრი
იყო და მრავალგვარი: დიდი და პატარა, მოსული და მოუსვლელი, საღი და ჭიანი,
მოწყვეტილი და თავისით ჩამოვარდნილი, პრიალა და ხალებიანი . მე განზრახული მქონდა
ყველა ისინი თქვენს სამსჯავროზე გამომეტანა, მაგრამ მერე - სულ ახლახანს - გადავიფიქრე.
ამის მიზეზის, აგრეთვე ზოგი სხვა - ასეთივე ჯანსაღი და პრაქტიკული - მოსაზრების გამო აქ არ
შევეხები ყველა კოცონს, რომელთა შუქზე ჩვენ ზეგარდმო კაკალს ამქვეყნიური ფანტაზიის ჭოკი
დავცხეთ და ისე საქმიანად ჩავეფალით შემოქმედებით თავდავიწყებაში, უკვე ვეღარ ვარჩევდით, სად
საგანი იყო და სად საგნის ჩრდილი, მხოლოდ ერთ მათგანზე
- უფრო კრებსითზე, ვიდრე ცალკეულზე, უფრო წარმოსახვითზე, ვიდრე რეალურზე, უფრო ზოგადზე,
ვიდრე კონკრეტულზე - შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ეს აუცილებელია და ამ აუცილებლობის
დასამტკიცებლად სამი ისეთი საბუთი მაქვს, ცალ-ცალკეც კი სამივე საკმარისი იქნებოდა. ერთი
- ყველა უცნობი, ვისთანაც აქ შემთხვევამ და ვითარებამ წამიერად შემახვედრა და მცირე
ინტერესი მაინც დამიტოვა, ამ კოცონის პირას ვნახე თავმოყრილი. მეორე - ამ კოცონის პირას
იყო გულისგული და ცენტრისცენტრი იმ უმთავრესი თემისა (შესაძლოა უმთავრესი ძარღვისაც),
რომელმაც შუქის ძაფებით ქსელი გააბა, კოცონები ერთმანეთთან ფარული, მაგრამ მტკიცე
კავშირით დააკავშირა და ეს კავშირი ფერდობს საყრდენად შეუდგა, რითაც წამით ის უცხო
ნატვრისთვალი გამოაჩინა, რომელსაც ეს ხალხი ყოველთვის ისე ეძებდა (და დღესაც ისე ეძებს),
არც კი იცოდა (და დღესაც არ იცის), მართლა არსებობს თუ არა. და მესამე - ის მხატვრულ-
მსოფლმხედველობრივი დამღა, რომელიც ცისა და მიწის იღბლიანი კონტაქტით დანთებულ
ყველა კოცონში - მაშინდელშიც, მანამდელშიც, მერმინდელშიც - მეტ-ნაკლები სიცხადით მოჩანს,
როგორც გული იდეა, როგორც დვრიტა, როგორც მარადისობის ნიშანი, განსაკუთრებით
მკაფიოდ და ხელშესახებად სწორედ ამ კოცონის პირას გამოჩნდა.
ასე და ამგვარად -
უფლისწული და გველეშაპი
ხელმწიფის პატარა ვაჟმა, სხვა მისი კბილა გოგო-ბიჭების დარად, ბავშვობა ლაღად და
მხიარულად გაატარა, მერე კი მამამ გასაწვრთნელად საუკეთესო ოსტატები მოუწვია, ოსტატები
ცოდნას და გამოცდილებას არ იშურებდნენ და უფლისწულიც ყველაფერს ბეჯითად და
დაუზარელად სწავლობდა.
მაგრამ იმ ბედნიერ ქვეყანას უეცრად ერთი უნახავი და გაუგონარი სენი შეეყარა: ჯადოსნურმა
ბაღმა, თითქოს წყალი დააკლდაო, ჭკნობა დაიწყო და ადამიანებმა, თითქოს ლოდი
დააწვათო, ქედზე სიმძიმე იგრძნეს. ხელმწიფემ, რაც კი იმ მხარეში გამოჩენილი სწავლული,
მეცნიერი, მისანი და ვარსკვლავთმრიცხელი იყო, ყველა სასახლეში დაიბარა და მიზეზი ჰკითხა.
იმათაც, რა ყოველივე კარგად, გამოწვლილვით გაჩხრიკეს, ერთხმად მოახსენეს, შენი
სახელმწიფოს გადაღმა სამყაროს ნაპრალი გასჩენია, საიდანაც შხამი ჟონავს, და ქვეყნის
დასნეულების მიზეზიც ეს არისო. რა უშველსო? იკითხა ხელმწიფემ. გმირი ჭაბუკი უნდა წავიდეს
და, როგორც იქნება და არ იქნება, ის ნაპრალი დაგმანოსო, მიუგეს. ოღონდო, დასძინეს, ასეთი
საბედისწერო და პრობლემატური ნაპრალის დაგმანვას მხოლოდ ისეთი გმირი შეძლებს, ვინც
ჭეშმარიტად ძალგულოვანია, ჭეშმარიტად ზნესრული და ჭეშმარიტად გამჭრიახიო. იმ ქვეყანაში
სულ დარჩეული და შემკული ვაჟკაცები ცხოვრობდნენ, ძალგულოვანიც ბევრი იყო მათ შორის,
ზნესრულიცა და გამჭრიახიც. ბევრმა მოიწადინა წასვლა და წავიდნენ კიდეც, მაგრამ
საუბედუროდ, ვინც წავიდა, ყველა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მათი მნახველიც კი აღარავინ
გამოჩენილა. ეს იმიტომ მოხდა, რომ, თუმც კი ბევრი მათგანი ძალგულოვანი იყო, ბევრი
ზნესრული და ბევრი გამჭრიახი, ისეთი არავინ ყოფილა, სამივე ეს თვისება ერთად ჰქონიყო.
„ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, შენი სამემკვიდრეო საუფლოს გადაღმა, სადაც სინათლე
შედედებულია და არსი დამურკლული, იწყება გაუმჭვირვალე მხარე, რომელშიაც ყველაფერი,
რაც არის, განფენილია და ნაწილებისგან შედგება, და არა არის რა ისეთი, განფენილი არ იყოს
და ნაწილებისგან არ შედგებოდეს. იმ დაუჯერებელ მხარეში მრავალი დაუჯერებელი ქვეყანაა
და ყოველ მათგანში დაუჯერებელი ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც ერთმანეთი - კარგად
მიატანე გულისხმა - უყვართ და სძულთ. დარწმუნებით იმის თქმა, მართლა არსებობს თუ არა
ეს მხარე, ძნელია, ვინაიდან, იქაურობა ვეება მდინარითაა დაფარული, რომლის ულმობელი
ტალღები დიდი სიჩქარით მიქრიან არარსებობის თავდაღმართში და, რაც კი არსებობს,
ყოველივე თან მიაქვთ, რის გამოც ყველაფერი, რაც არსებობს, არსებობს კიდეც და
იმავდროულად და არც არსებობს .“ - ასე იწყებდა თხრობას ბრძენი მოძღვარი და მერე
სხვანაირად აგრძელებდა იმისდა მიხედვით, თუ რომელი არაკის მოყოლას აპირებდა. არაკები
კი მუდამ სევდიანი იყო. მათ მოსმენაზე უფლისწულს თვალზე ცრემლი ადგებოდა ხოლმე და გული
ყელში ებჯინებოდა. ერთი არაკი, რომელსაც სახელად „ოსტატი“ ჰქვია, მას შემდეგ, რაც შესავალი
ისე ჩაათავა, როგორც ზემოთ ვთქვი, მოძღვარმა ასე განაგრძო: „იმ დაუჯერებელ მხარეში,
სხვათა შორის, ერთი ისეთი ქვეყანაცაა, სადაც კაცისკვლა რა არის, დიდხანს არ იცოდნენ. არავინ
არავის კლავდა და ყველა მაშინღა კვდებოდა, როცა ჟამი მოუწევდა. ჟამი კი ზოგჯერ
იგვიანებდა. ეს რომ იმ მხარის დიდმა ხელმწიფემ გაიგო, ძლიერ განრისხდა: მაშ რიღასთვის
შემოვიღეთ ეს კაცისკვლის კანონი, თუკი არ შესრულდებაო?! საჩქაროდ მოიწვია ნაზირ-
ვეზირები, მწიგნობრები, მისნები, მოგვები, მჩხიბავები, ვარსკვლავთმრიცხველები და
საზოგადოებრიობის წარმომადგენლები და ბჭობა გამართა. ყველამ რაღაცა თქვა. ერთნი
ურჩევდნენ, სხვა ქვეყნებში შევარჩიოთ გამოცდილი, ერთგული და პატიოსანი მკვლელები და
მაგ ქვეყანაში ჩავასახლოთ, რათა მათი ხელით დამყარდეს სათანადო წესრიგიო. მეორენი
ურჩევდნენ, პირიქით, ეგ უჟმური და უსაქციელო ხალხი ავყაროთ და მცირე-მცირე გუნდებად,
ისე რომ ვნება ვერავის მიაყენონ, დანარჩენ ქვეყნებში მიმოვფანტოთო. საზოგადოებრიობის
წარმომადგენლები კიდევ უფრო შორს წავიდნენ: სულ გადავბუგოთ, მაგის რჯული კი დაიქცეს და
მაგის ღდინი კი ამოვარდეს, ქვეყნიარებას ამით ბევრი არა დააკლდება რა, სამაგიეროდ,
მომავალი ურჩები და მუზმუზელები აქედანვე მიეჩვევიან კანონისა და ჩვენი საყვარელი ხელმწიფის
ასე დაასრულა ბრძენმა მოძღვარმა ეს არაკი და, რა დაინახა, უფლისწულს თვალზე ცრემლი
მოადგა და გული ყელში მოებჯინა, მეორე არაკი, რომელსაც „დიდებული“ ჰქვია, შესავლის შემდეგ
ასე განაგრძო: „იმ დაუჯერებელ მხარეში, სხვათა შორის, ორი ისეთი ქვეყანაცაა, რომელთაგან
ოდესღაც ერთი მშვიდობისმოყვარე იყო, მეორე კი ომისმოყვარე. ოღონდ აქ ისიც უნდა
ვთქვათ, რომ, რაკი ის მხარე ერთ ადგილას კი არა დგას, არამედ დროის ყოვლისწამლეკ
მდინარეშია და მასთან ერთად მიედინება, მშვიდობისმოყვარე ქვეყნები იქ მხოლოდ
შეფარდებითად არიან მშვიდობისმოყვარენი და ომისმოყვარე ქვეყნებიც მხოლოდ
შეფარდებითად არიან ომისმოყვარენი. ასეა თუ ისე, ომისმოყვარე ქვეყანას მშვიდობისმოყვარე
ქვეყანა დაპყრობილი ჰყავდა, დიდძალ ხარკს ართმევდა და სხვაფრივაც ძალზე ავიწროებდა.
დიდხანს ითმინა ჩაგვრა და ძალმომრეობა მშვიდობისმოყვარე ქვეყნის ხალხმა, დიდხანს
აძლია ხარკი დამპყრობელს და ბოლოს, მოთმინების ძაფი რომ გაუწყდა და მისაცემიც აღარა
ჰქონდა რა, იმ ქვეყნის სახელოვანი და მამაცი შვილები საიდუმლოდ შეიყარნენ და ერთმანეთს
შეჰფიცეს, ან ყველანი დავიხოცოთ, ან ქვეყანა მონობისგან ვიხსნათო. მაგრამ
გადაწყვეტილების მიღება ადვილია, აღსრულება კი ძნელი. და რომ აღსრულება
გაადვილებოდათ, ერთი ჩინებული ხერხი მოიფიქრეს: ქვეყნის უკეთეს ვაჟკაცთაგან აარჩიეს
ერთი დიდებული - ყველაზე მამაცი, ყველაზე ერთგული და ყველაზე თავდადებული - და,
ვითომ განდგომილი და საკუთარი ხალხის მოღალატე, დამპყრობთა ბანაკში მოხერხებულად
შეაპარეს. დამპყრობლები შეთქმულებს ეშმაკობას ვერ მიუხვდნენ, დიდებული პატივით მიიღეს
და ღალატის საფასურად მაღალი თანამდებობაც მისცეს. დიდებული ერთხანს მართლაც
კეთილსინდისიერად ცდილობდა შეთქმულების ქსელი გაება მტრის ბანაკში, მაგრამ მერე და
მერე, ხანი რომ გამოხდა და ცხოვრებას გემო გაუგო, თანდათან გაუტკბა ზემდგომთა უხვი
წყალობა და ქვემდგომთა ქლესა მორჩილება, გაუტკბა ფუფუნება და განცხრომა, მოვალეობაც
მიავიწყდა, ფიციც, ქვეყანაც, ხალხიც, ნათესავებიც, მეგობრებიც და ბოლოს, უკვე სულით ხორცამდე
გადაგვარებულს, მარტო იმის შიშიღა ჰქონდა, ვაითუ გამიგონ, რომ თავდაპირველად ავი
განზრახვით ვიყავ შემოპარული, და თავი გამაგდებინონო. ბევრი იფიქრა ამ საშიშროებაზე თუ
ცოტა, ადგა და ქვეყნის ხელმწიფეს მოახსენა, ერთგულმა კაცებმა ჩუმად ამბავი მომიტანეს, თურმე
შენს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებაო, და შეთქმულთა ვინაობაც ჩაუკაკლა.
უფლისწულს რომ ამის გაგონებაზე თვალი ცრემლით აევსო და გული ყელში მოებჯინა,
მოძღვარმა მომდევნო არაკი, რომელსაც სახელად „გმირი“ ჰქვია, რა რომ შესავალი ჩაათავა,
ასე განაგრძო: „იმ დაუჯერებელ მხარეში, სხვათა შორის, ერთი ისეთი ქვეყანაცაა, სადაც ერთ დროს
დიდი გმირის მოსვლა იყო ნაწინასწარმეტყველევი. ეს ქვეყანა ოდესღაც ერთ ავ ხელმწიფეს
დაეპყრო და სწორედ მაშინ ეწინასწარმეტყველათ თურმე მოხუც მისნებს: ამა და ამ დროს დიდი
და უძლეველი გმირი გამოჩნდება და ქვეყანას გაათავისუფლებსო. ეს წინასწარმეტყველება
თაობიდან თაობას გადაეცემოდა და საუკუნეების მანძილზე ქვეყანა მომავალი გმირის
მოლოდინით ცოცხლობდა. წინასწარმეტყველების აღსრულების ჟამი რომ დადგა, სად იყო
და სად არა, მართლა გამოჩნდა ვიღაც უცხო მხედარი. აბა აქაურებს საიდან უნდა
სცოდნოდათ, რომ იგი ნაწინასწარმეტყველევი გმირი კი არ იყო, არამედ ერთი ვინმე ჯაბანი
მეომარი, რომელიც შორეული ბრძოლის ველიდან გამოქცეულიყო და თავშესაფრის ძებნაში
ამ კუთხეში გადმოხვეწილიყო! რაკი წინასწარმეტყველების აღსრულების ჟამი იდგა, იფიქრეს,
სწორედ ეს არის, ვისაც ამდენი ხანი სასოებით ველოდითო, და ვაშას ძახილით ირგვლივ
შემოეხვივნენ. ბევრი იუარა იმ გადამთიელმა, არა ვარ გმირი და არა ვარ
განმათავისუფლებელი, ერთი უბირი და საწყალი კაცი ვარ, გამიშვით, ჩემი გზით წავიდეო, მაგრამ
ვინ გაუგონა! აბა რას ამბობო, უთხრეს, ამდენი ხანია ამ დღეს ველით და ახლა, ნატვრა რომ
როგორც იქნა აგვიხდა, სად გაგიშვებთო! მოურბენინეს აბჯარი, შეუკაზმეს ბედაური, შეაბეს ხმალი
და მოამზადეს საომრად. რა ვერ დაარწმუნა ბრძოლის ველიდან გამოქცეულმა იქაურები, რომ
გმირი არ იყო, იფიქრა, ესენი ისე არიან ატროკებული, ურჩობა რომ განვაგრძო, სულ ერთია,
ცოცხალს არ გამიშვებენ; ისა სჯობს, ნებას დავყვე და, ვინ იცის, იქნებ ბრძოლის ველიდან უფრო
მოვახერხო გამოქცევა, ამ საქმეს მაინც მიჩვეული ვარო. მართლაც, იმ ქვეყნის ხალხს
გამოუცხადა, სწორედ ისა ვარ, ვისაც ელოდით, და თუ აქამდე უარზე ვიდექ, მხოლოდ იმიტომ,
რომ თქვენი რწმენისა და ერთგულების გამოცდა მინდოდაო, და თუმც კი ძალიან ემძიმებოდა და
ესიკვდილებოდა, აბჯარი აისხა, ბედაურზე ამხედრდა და ხმალი იშიშვლა. იმ ქვეყნის
მცხოვრებლებმაც, რაკი ერთი დაიჯერეს წინასწარმეტყველების ახდომა, გული მოიცეს და მტერს
ისე მამაცურად შეუტიეს, სულ კუდით ქვა ასროლინეს. მერე ის ცრუ გმირი განთავისუფლებული
ქვეყნის ტახტზე დასვეს და მანაც, რაკი, ნამდვილი გმირი არსად ჩანდა, სიკვდილამდე ისე იმეფა,
ვითომ ნამდვილი გმირი ყოფილიყო. დღესაც იმ სახელმწიფოში მისი ნაშიერნი მეფობენ. ხოლო
ნამდვილი გმირი, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად იმ ხანებში მართლა გამოჩნდა,
მალევე უსახელოდ დაიღუპა: ვიდრე იმას გაარკვევდა, სად მტერი იყო, და სად მოყვარე, ერთი
შუბი მტერმა აძგერა, მეორე მოყვარემ და ისე მოკვდა, მისი გამოჩენა არავის გაუგია. ახალი
დროის მისნები იმასაც კი ამბობენ, სწორედ ცრუ გმირის მოსვლა იყო ძველ მისანთა მიერ
ნაწინასწარმეტყველევი და სწორედ ცრუ გმირი იყო ნამდვილი გმირიო“.
კიდევ ბევრი სევდიანი არაკი მოყვა ბრძენმა მოძღვარმა და ყოველი არაკის მოსმენაზე ყმაწვილ
უფლისწულს თვალზე ცრემლი ერეოდა და გული ყელში ებჯინებოდა. ბოლოს, მოთმინების
წავიდა უფლისწული. იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ქვეყნის საზღვარს რომ მიატანა,
ერთი მდინარე დაინახა. წევს მდინარე უძრავად. იმოდენაა, გაღმა ნაპირი ძლივსა ჩანს, და
ისეა გატრუნული, თითქოს თვლემსო. მიადგა მდინარეს უფლისწული, გაღმა უნდა გავიდეს,
მაგრამ არც ხიდია სადმე, არც, ნავი, არც ბორანი. ცურვით გადავალო, გაიფიქრა და ის იყო
უნდა შეედგა კიდეც ფეხი წყალში, რომ უეცრად მდინარე აბუყბუყდა, აგუგუნდა, აბორგდა, აქაფდა,
ერთბაშად შუა გაიპო და იქიდან გველეშაპი ამოიმართა. გაახილა თვალი გველეშაპმა და
გაშეშდა იქაურობა. დააღო პირი გველეშაპმა და დაბნელდა იქაურობა. შეისუნთქა გველეშაპმა
და ადგა ქარიშხალი. ისეთი ქარბორბალა დატრიალდა, ვეებერთელა ხეებს ძირფესვიანად
თხრის, უზარმაზარ ლოდებს ფოთლებივით ათამაშებს და ყველაფერს, რასაც კი წვდება, ერთიანად
იწოვს და ისრუტავს. სუნთქვის ქარიშხალი უფლისწულსაც გველეშაპის ხახისკენ ეწევა, მაგრამ
გაუძალიანდა უფლისწული სუნთქვის ქარიშხალს, გაუმკლავდა; ძვრა ვერ უყო სუნთქვის
ქარიშხალმა უფლისწულს. დამუწა მაშინ პირი გველეშაპმა და კვლავ მდინარეში გაუჩინარდა.
შეფიქრიანდა უფლისწული. შეფიქრიანდა, მაგრამ შეშინებით არ შეშინებულა. ზემოთ აუყვა
მდინარის პირს და იქაურობას რომ კარგა მანძილზე გასცდა, ახლა იქ დააპირა წყალში შესვლა.
ის იყო უნდა შეედგა კიდეც ფეხი, რომ ისევ აბუყბუყდა მდინარე, ისევ აგუგუნდა, ისევ აბორგდა
და აქაფდა. მერე ისევ გაიპო შუა და ისევ გამოჩნდა გველეშაპი. გაახილა თვალი გველეშაპმა
და გაშეშდა იქაურობა. დააღო პირი გველეშაპმა და დაბნელდა იქაურობა, შეისუნთქა
გველეშაპმა და ადგა ქარიშხალი. ამჯერადაც გაუმკლავდა უფლისწული ქარიშხალს. ბოლოს
კი, როცა კიდევ რამდენიმე ადგილას სცადა ბედი და საცა სცადა, ყველგან გველეშაპი დახვდა,
გადაწყვიტა სხვა რამ გზა მოეძებნა. დაჯდა მდინარის პირას, დახუჭა გარეგანი თვალი და
ნატვრის თვალი გაახილა. იჯდა ასე ნატვრის თვალზე დაუნჯებული და მთელი არსებით
ნატრობდა, ისე გადავიდე ამ მდინარეს, შიგ შესვლა არ დამჭირდესო. როდესაც მთელი თავისი
არსება ამ ნატვრაში ჩადო, გაიხედა და ხედავს, თეთრი გედი მოფრინავს. მოფრინდა გედი, დაეშვა
ბოლოს, მას შემდეგ, რაც მრავლის უმრავლესი ქვეყანა გაიარა, ურიცხვი და უთვალავი
საკვირველება ნახა და გულის სისხლიც ბლომად გასდინდა, ის დაუსრულებელი
თავდაღმართიც ჩაათავა. ჩაათავა თავდაღმართი და ერთ ტრიალ მინდორზე გავიდა,
რომელიც იმოდენა იყო, ბოლო არ უჩანდა. მინდორს შუაში მღვრიე, ბინძური და განიერი მდინარე
ჩაუდიოდა. გაიხედა უფლისწულმა და ხედავს; გამოჩნდებიან პირქუში ადამიანები, რომლებიც
ლანდებს გვანან, მდუმარედ და ფეხაკრეფით მოაბიჯებენ, ნიავივით უჩუმრად და უხმაუროდ
გადაივლიან ტრიალ მინდორს და უწმინდურების მდინარეში შედიან; იმავ წამს აბუყბუყდება
მდინარე, აქაფდება, აზვირთდება, წამოიმართება უწმინდურების ერთი ვეებერთელა ტალღა,
არავინ იცის, რამდენჯერ შემოიარა უფლისწულმა ის პირშეკრული წრე, რამდენჯერ ავიდა პიტალო
კლდეზე და რამდენჯერ ჩამოვარდა. და აი, დადგა ჟამი, როცა იგრძნო, რომ უკვე შეეძლო იმ
შიგანაქოთებულ გველეშაპს შებმოდა. მართლაც, ერთხელ, როდესაც ჩვეულებისამებრ აათავა
აღმართი და გველეშაპიც ჩვეულებისამებრ მოირკალა, პირი პირში ჩაიდო და კბილი კბილს
მოსჭიდა, უფლისწულმა ღმერთი ახსენა და იმ უხსენებელს დიდი ბრძოლა გაუმართა. თითო ფეხი
თუ ღმერთმა ინება, ვინ იცის, იქნებ ეს დიდებული დღე ჩვენს მოსწრებაში დადგეს.
ღამის ორი საათისთვის კოცონები ჩაიბჟუტა და მალე რიკოთს ძილქუში დააწვა. მანამ კი ასე თუ
ისე ღირსშესანიშნავი მხოლოდ ის მოხდა, რომ სამმა თმაგაშლილმა ქალმა ჩამოიარა, თან
ცელოფანის მოზრდილი პარკი მოჰქონდათ, რომელიც თითო ხელით სამთავეს ეჭირა, და
ხაზგასმულად გაბმული, ნახევრად საზეიმო, ნახევრად სამგლოვიარო კილოთი მორიგეობით
გვამცნობდნენ და გვაუწყებდნენ, გვირაბის გახსნას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ყურუმსაღები
გასამრჯელოს ითხოვენ და, ვისაც რამდენი შეგიძლიათ და გემეტებათ, საერთო საქმისთვის
გაიღეთო. რაკი თაღლითობა თითქმის შეუნიღბავი იყო, ბევრი არაფერი გაგვიღია, თუმცა, რაც
გავიღეთ, ქალები იმითაც კმაყოფილი დარჩნენ, დაგვლოცეს, ჯვარი გადაგვწერეს და ხითხითით
გაეშურნენ შემდეგი კოცონისაკენ.
თუ სალომეს მშვიდი, თანაბარი სუნთქვა იმის მაუწყებელი იყო, რომ ღამის სიჩუმეს ნელ- ნელა, ასე
ვთქვათ, ევოლუციურად, აეხდებოდა ცრუ-იდუმალი პირბადე, ირაკლის გამოჩენამ პირბადე
იგი ნერვიულად დახია და ნაკუწები ორთავ ხელით ზურგსუკან გადაყარა. ირაკლი
თავჩაქინდრული მოაბიჯებდა და მომეჩვენა, თითქოს რაღაცით - რითი არ ვიცი, მაგრამ ის კი
ვიცი, რომ ვინც აქ რაიმე ქარაგმასა და ქვენა აზრს დაუწყებს ძებნას, მწარედ მოტყუვდება -
ეროვნულ დემოკრატს ჰგავდა. გაფითრებული იყო (ეგებ ამაში ბრალი სნეულსა და
ფერდაკარგულ მთვარეს მიუძღოდა), ნაბიჯი არეული ჰქონდა (ეგებ მომავალი მიწისძვრის ნიშნები
ამ დროს უკვე გამოჩნდა) და სახეზე გაუცხოებული გამომეტყველება ედო (ეგებ არსებული წეს-
წყობილების გამო), ცარიელი, განყენებული, არაფრისმთქმელი გამომეტყველება. მთელი ქვეყნის
გულთამხილავები, ექსტრასენსები, მოგვები და პარაფსიქოლოგები რომ ერთ საერთო
კონსილიუმზე შეკრებილიყვნენ, ამ სახეზე ისეთს ვერაფერს იპოვნიდნენ, სიცოცხლის ნიშნად
გამომდგარიყო. მართალია, ირაკლი მოდიოდა და ერთი შეხედვით ეს უკვე კმაროდა სიცოცხლის
საბუთად, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ზოგჯერ ქვაც მოდის, ზოგჯერ ღრუბელიც მოდის,
ზოგჯერ ღვარცოფიც მოდის . რაც უფრო ახლოვდებოდა ირაკლი და რაც უფრო იკვეთებოდა
მისი მოხდენილი ფიგურა მღვრიე რიბირაბოს ფონზე, მით უფრო იზრდებოდა ჩემი
შეშფოთება.
- გვანცა?
ეს კითხვა არსებითად საკუთარ თავს დავუსვი, ვინაიდან წესად არა მაქვს ჩემი გადასაწყვეტი
პრობლემები სხვას, მით უფრო, შემთხვევით დამგზავრებულ ქალს, შევუთანხმო.
ირაკლის მიტკლის ფერი ედო. ამის შემჩნევა ახლა ძნელი აღარ იყო, ვინაიდან განთიადს ძალაცა
და სინათლეც უკვე საკმაოდ ჰქონდა მოკრებილი. ირაკლიმ მანქანის კარი გამოაღო, ჩაჯდა
და ისევ მიხურა.
მაშინ მე ფრთხილად გადმოვედი მანქანიდან, თავი ისე დავიჭირე, თითქოს ალიონის ფერთა
თამაშით ვიყავი მონუსხული და შენი ირაკლი სრულებით არ მაინტერესებდა და ნელი ნაბიჯით
ავიარე და ჩამოვიარე. ირაკლის ზუსტად ისე, როგორც ცოტა ხნის წინ მე, ხელები საჭეზე ეწყო,
ოღონდ ჩემგან განსხვავებით ამ ხელებს ნიკაპით ეყრდნობოდა და არა შუბლით, და
თვალგაშტერებული წინ, ზემოთ იყურებოდა. სახე ახლაც უტყვი და უსიცოცხლო ჰქონდა და ამ
უტყვსა და უსიცოცხლო სახეზე - ვისთვისაც მიტკლის შედაrება გაუგებარი დარჩა, იმათ რომ ეს აზრი
კიდევ უფრო გაუგებარი საშუალებით გავაგებინო - ფერი არ ედო.
- დიახ.
- არ ვიცი. მამიდების გამოტეხა, აკი გითხარით ძნელი არ არის. მაგრამ თუ შევატყე, რომ
განსაკუთრებით მოსაფრთხილებელი საიდუმლო ჰგონიათ, ვერ დავაძალებ, მიუხედავად იმისა, რომ
ამდენი ამაგი დამდეთ.
- რა გაეწყობა, იმედს დავჯერდები. მით უმეტეს, რომ უკვე ოთხი საათი ხდება და უნდა ვიჩქარო.
- რად გინდათ?
- არაფრად, მაგრამ ამაგი, ხომ იცით მათრობელაა. ადამიანი კი ლოთია: რაც უფრო მეტს ჩაიდენს,
მით უფრო თვრება, და რაც უფრო თვრება, მით უფრო მეტი უნდა ჩაიდინოს.
მე გაკვირვებით მივხედე და, მივხედე თუ არა, გაისმა კიდეც ის საშინელი ხმა. ჯერ მანქანის ღმუილი
გავიგონეთ - ისეთი, რომ იფიქრებდით, მთელი რიკოთი გაზის პედალს დააწვაო. ღმუილს ჭახანი
მოჰყვა, რომელშიაც ყველაზე გამოუცდელი და უმეცარი ყურიც კი ამოიცნობდა დაჯახების
ხმას. ამის შემდეგ კვლავ ღმუილი, კიდევ ერთი - არანაკლები ძალის - დაჯახება, ისევ ღმუილი -
ცოტა უფრო ხანგრძლივი, მერე შედარებით გაუგებარი ხმაური, ყოველ შემთხვევაში, ერთბაშად
რომ ვერ განსაზღვრავ, ისეთი, და ბოლოს ხალხის სასოწარკვეთილი კივილი.
მე ამ დროს უკვე მანქანებს შორის მივიკვლევდი გზას. პირველ ღმუილზე არა, მაგრამ პირველი
ჯახანის შემდეგ კი სწრაფად მივაძახე სალომეს, რაღაც ამბავია-მეთქი, მანქანიდან გადმოვხტი
და ახლა, როცა ყურისწამღები - და ეტყობა საფინალო - კივილი გაისმა, სულ ახლო ვიყავი
შემთხვევის ადგილთან, სადაც უკვე ბლომად ხალხი ირეოდა და ორი შელანძღული მანქანა იდგა
- ერთს თავი ჰქონდა შელანძღული, მეორეს ბოლო - ხოლო მათ შორის დარჩენილი იყო მესამე
მანქანის ადგილი. ადგილი, მაგრამ არა თვითონ მანქანა. მანქანა უკვე ხევში ეგდო. დაზიანებულ
მანქანებს შუა ბერიკაცი ვინმე მიმორბოდა, ხელებს უაზროდ და ენერგიულად იქნევდა და
უბილწესი სიტყვებით იგინებოდა. რამდენიმე კაცი უკვე დაშვებულიყო ციცაბო ფერდობზე. მეც
დავეშვი. მარჯვედ მივქროდი და მალე დავეწიე კიდეც მოწინავეთ. ასე რომ ხევში ყველანი
ერთდროულად ჩავცვივდით. აქედან რომ ჩვენ მივადექით დალეწილ მანქანას, იქიდან
ავტომატებით შეიარაღებული რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭი მოადგა, რომელთაც შავი პერანგები
ეცვათ, შავი სათვალეები ეკეთათ და შუბლები შავი დოლბანდებით ჰქონდათ გაკრული. ბიჭებმა
დაგვასწრეს, ხევი გადმოირბინეს, მანქანას წინ გადაუდგნენ და გზა გადაგვიღობეს, თუმცა ამის
მიუხედავად ჩვენ ცხადად დავინახეთ დაღუპული, რომელიც მანქანიდან ადრევე
გადმოვარდნილიყო და ამიტომ ისე დასახიჩრებული არ იყო, როგორც მოველოდით.
სათვალე აღარ ეკეთა - ეტყობა გზაში მოძრობოდა - მაგრამ მე სათვალის გარეშეც ვიცანი
ხმელი ინტელექტუალი, რომელიც სიცოცხლეში, ყოველ შემთხვევაში, სიცოცხლის უკანასკნელ
წუთებში, იმ აზრს ადგა, რომ დრო ერთია, განუყოფელი და აბსოლუტური და რომელმაც ვინ
იცის, იქნებ იმიტომ მოისხიპა ეს თავისი განაწამები აზრები ესოდენ დაუნდობლად, რომ ამ
ცოდვილ, ფარისეველ და ხარბ ქვეყანაზე ფიქრთა გამზიარებელი ვერავინ ჰპოვა.
- თქვენ შონიას ხალხი ხართ? - ვკითხე მე უტაქტოდ. მან მუქარით შემომხედა. პასუხი არ გაუცია.
- წახვალთ თუ არა?! - მკაცრად თქვა მაშინ სხვამ და თვალები დაგვიბრიალა. შესაძლოა ეს კიდევ
უფრო უფროსი იყო.
დღეს, როდესაც მთელი საწყობი ტყვია-წამალი უნდა დაგიცალონ ცხვირთან, რომ ნახევარი
ნაბიჯი მაინც გადაგადგმევინონ უკან, შესაძლოა ჩვენი მოქმედება სამარცხვინო მოგეჩვენოთ, მეტიც,
ზოგიერთმა, ვინც მოჭარბებულად სულსწრაფია და შედეგი მიზეზზე წინ მიურბის, იქნებ
სიმხდალეც დაგვწამოს. სინამდვილეში, მერწმუნეთ, ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალა
ჩვევაა. დღეს, ალბათ, ის ხალხი, როგორც ყველა სხვა ნორმალური ადამიანი, ავტომატის კაკანს
ისეთსავე ყურადღებას აქცევს, როგორც კატის კნავილს, ბუზის ბზუილსა და ტანკის გრუხუნს, მაგრამ
მაშინ ავტომატის ჯერი ახალი ხილი იყო და ჩვენი რეაქციაც მოულოდნელი შეკრთომით უნდა
აიხსნას და არა სიმხდალით. ცხადია, მხდალს ყველგან შეხვდებით და ჩვენს შორისაც ერივნენ.
ეს გამოჩნდა კიდეც. ოღონდ - და სწორედ ეს არის ნიშანდობლივი - გამოჩნდა არა რეაქციით,
არამედ რეაქციის ინტენსივობით. მართლაც, ერთი-ორი კაცი ისეთი სისწრაფით გაიქცა ამ
დაკიდებულ აღმართში, რომ სხვა, ჩვეულებრივ, ფსიქოლოგიურად ნორმალურ ვითარებაში
ამის მეათედიც კი წარმოუდგენელი იქნებოდა.
ის იყო ავათავე ფერდობი და ჩემი მანქანისკენ დავეშვი, რომ უეცრად ვიღაცამ გზა
გადამიღობა. მე უკმაყოფილოდ ავიხედე და ის ნახევრადნაცნობი ბრძენკაცი შემრჩა ხელთ,
რომელიც შონიასა და გარსის იგივეობის დამტკიცებას კანის, ტყავისა და ქერქის მეშვეობით
ცდილობდა.
- შეცდომა იქნა დაშვებული. ორთავ მხრიდან. თქვენგნითაც და ჩემგნითაც. არა სალტე. და არა
გარსი. რაღაც სხვა. რაღაც ისეთი, რისი დიაპაზონიც უფრო ვრცელია, ვიდრე ნებისმიერი
სულიერისა და ნებისმიერი უსულოსი, რადგან ნებისმიერ სულიერზე მაღლაც ადის და ნებისმიერ
უსულოზე დაბლაც ეშვება. ხოლო თავად არც უსულოა, არც სულიერი.
რა არის ისეთი - მეორეხარისხოვან ნიშნებს რომ მოვეშვათ - რაც არც სულიერია და არც უსულო?
- კერძოდ?
- ფალოსი!
- ჩვენ არა გვაქვს მწყობრი ცნობიერება და თეორიული საყრდენი. ჩვენ გვაქვს ფეთქებადი ენერგია
და სტიქიური მგრძნობელობა. ჩვენი მოქმედება იმპულსური და შემოქმედებითია. ამაზე მეტს რა
საბუთს ითხოვთ?
- ტვინს ძალას ნუ დაატანთ. არ უხდება. აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ მალე მიწა იძვრის,
მაინც არა გვაქვს, მაგრამ თუ იძრა, ნიშანი კიდევ უფრო ძნელი ამოსაცნობი იქნება. იფიქრეთ. ტვინს
ნუ იჭყლეტთ, მაგრამ თავსაც მოდუნების ნებას ნუ მისცემთ. ადამიანი ზომიერი
აზროვნებისთვისაა გაჩენილი, გინდ ცოგიტო თქვი, გინდ ცოგიტარე. გარდა ამისა გახსოვდეთ:
ჭეშმარიტება სუბიექტურია და არა ობიექტური, მრავალია და არა ერთი, და რაც მთავარია,
ლოგიკით არ მიიღწევა. ლოგიკით ისევე არ მიიღწევა, როგორც . ამ დროს ხალხში ნაცნობი
შენიშნა და გასძახა, - ერეკლე! - მერე, ერეკლემ რომ მოიხედა, კიდევ გასძახა, - დამიცადე! - და
ისევ მე მომიბრუნდა, - კარგი შედარება უნდა მეთქვა, მაგრამ მეჩქარება. კიდევ რომ
შეგხვდებით, მაშინ გეტყვით. იფიქრეთ ფალოსობაზე! - ამ სიტყვებით გატრიალდა, ერეკლეს
მკლავი მკლავში გამოსდო და მალე ორივე თვალს მიეფარა.
- კაცი გადაიჩეხა.
- მანქანით.
- როგორ მოუვიდა?
- თავისი ნებით.
- გადარჩა?
- დაიღუპა . იმ კაცმა ცოტა ხნის წინ აქ ჩამოიარა, ჩვენს მანქანასთან. თავის თავს
ელაპარაკებოდა. მე გარეთ ვიდექი - თქვენ დასაძინებლად ეწყობოდით - და ყური მივუგდე.
უიმედოდ იყო. დრომ შეაშინა. ჯერ შეაშინა, მერე შეშინებულს დააწვა და გასრისა. ვერსაიდან დროს
გვერდი ვერ აუქცია. ვერსად დანაყოფი და ხვრელი ვერ უპოვა. ვერაფრით ვერ წარმოიდგინა,
რომ შეიძლება დროის რამე ისეთი ნაწილიც არსებობდეს, კაცს ხელის ჩასაკიდად გამოადგეს.
- თვითონ თქვა?
- იქნებ ფარისევლობაში არ არის საქმე - მშვიდად თქვა სალომემ და წამით მომეჩვენა, თითქოს
მე შესამოწმებლად ცას ავხედე და, შუბლზე, ცხვირზე და მარცხენა თვალის უპეში რომ წვეთები
დამეცა, ვთქვი: - დაიწყო კიდეც.
და მართლაც დაიწყო. ღრუბლები ვეება დირიჟაბლებივით დაეშვნენ ძირს და მიწა ცივმა ნისლმა
დაფარა. ისე ჩამობნელდა, კაცი ჰორიზონტს ხელით მიწვდებოდი. მერე თქეში წამოვიდა. ცა
გაიხსნა და, რაც კი რამ ეგროვებინა, ერთიანად გადმოუშვა. მე და სალომემ მანქანას შევაფარეთ
თავი. ორივენი წინ დავსხედით. წვიმა უმატებდა და უმატებდა. სიზუსტეს თუ გამოვეკიდებით,
იმას, რაც ახლა ციდან მოდიოდა, ჩქერი ან აღმატებითი ხარისხის გამომხატველი სხვა რამ
სახელი უფრო შეეფერებოდა, ვიდრე წვიმა. ტრასაზე პატარ-პატარა ღვარები აქაფებულ მდინარედ
შეერთდნენ. წყალმა ხმელეთი დაფარა და მე წამით ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს რიკოთი
ზღვის ფსკერად იქცა, ჩვენ კი, აქ დაბინავებული მგზავრები - წყლის ბინადრებად. ირგვლივ
მონოტონური, მაგრამ გამაყრუებელი ხმაური იდგა. მე რომ ნოე ვყოფილიყავი და უფლისგან
რაიმე შესაბამისი შეტყობინება მქონოდა, წამით არ დავეჭვდებოდი, რომ წარღვნა დაიწყო.
მიუხედავად ამისა, სასოწარკვეთაში არ ჩავვარდნილვარ და ჯერ კიდევ მხნედ ვფიქრობდი,
მანქანას ვერ აატივტივებს-მეთქი.
წვიმა კი უშენდა და უშენდა. ვიღაც, ვისაც უფლებაცა აქვს ამისა და შესაძლებლობაც, გამოცდას
გვიწყობდა, აინტერესებდა, რამდენ ხანს გავძლებდით, როდის წარგვეკვეთებოდა სასო,
როდის გაგვიწყდებოდა მოთმინების ძაფი და როდის მოგვიღებდა ბოლოს შიში. დიდხანს
გვაწვალა, როგორც ონავარი ბავშვი აწვალებს ჭიაყელას, რომელიც სოროში შეძრომას
ლამობს და მხოლოდ მაშინ, როცა გამძლეობის ზღვარს მივაღწიეთ და შესაძლებლობის პიკზე
ავედით, საიდანაც შეურაცხადობის უფსკრული გამოჩნდა, დაგვინდო და თავი დაგვანება.
ჯოჯოხეთური ხმაური თანდათან მიწყდა. ჯერ კიდევ წვიმდა, მაგრამ ეს ახლა მხოლოდ წვიმა
იყო და გლობალური კატასტროფის ავი მუქარა აღარ ახლდა.
კიდევ ცოტა ხანი და საბოლოოდ გადაიღო; მერე ნისლიც აიკრიფა, ნიაღვრებიც ჩაიწურა და
რიკოთს სინათლე მოეფინა. მართალია სინათლე ცოტა უცნაური იყო - მეტისმეტად წითელი და
მეტისმეტად მატერიალური - მაგრამ მე ეს დაღლილ ფსიქიკას მივაწერე, ამიტომ ყურადღება
არ მიმიქცევია, მით უფრო, რომ ამაზე არც სალომეს უთქვამს რამე.
- არა მგონია, - ვუპასუხე მე, - ყოველ შემთხვევაში, თუ დაიქუხა, მიწამ დაიქუხა და არა ცამ.
სალომემ ერთი გაკვირვებით შემომხედა. იმავ წამს ისევ გაისმა გუგუნი და სალომემ კვლავ
შემომხედა გაკვირვებით, ოღონდ მისი გაკვირვება ახლა, ჩანდა, იმით იყო გამოწვეული, რომ
ჩემი ვარაუდი სწორი გამოდგა.
სალომემ თავი დამიქნია და მესამედაც გაისმა გუგუნი. ამჯერად კიდევ უფრო ხანგრძლივი.
ჩვენ გაუნძრევლად ვიჯექით ახალი ბიძგის მოლოდინში, მაგრამ მეტი აღარ გამეორებულა.
- სად?
შესაძლოა ნაპრალი არც იყო, ბზარი იყო, მაგრამ იმოდენა კი იყო, ბზარი რომ გეთქვა, გულს
მიგაკლდებოდა, რატომ ნაპრალი არ ვთქვიო.
მე ჯერ სალომეს შევხედე, მერე მანქანებს დავაკვირდი, მანქანები თავთავიანთ ადგილას იდგნენ,
მაგრამ მალე სმენას ჩართული ძრავების შორეული თუხთუხი მოწვდა. მაშინ მანქანიდან
გადავედი. მართლაც, ზემოდან, საცა მზერა ვერ აღწევდა, აშკარად ისმოდა ძრავების ხმა.
სალომეც გადმოვიდა.
- კარგია, ფეხით წასვლა აღარ დაგჭირდებათ .მართლა როგორ დაბზარულა ტრასა! ნეტა
ის კაცი თუ წაიყვანეს?
მე რაღაცამ გამაკვირვა, მაგრამ თავი ძრავების ხმაურით მქონდა სავსე და უცბად ვერ მივხვდი,
- რა მოხდა?
თითქოს ცხენოსნებია .
- კი. რაც უნდა საოცარი იყოს, ცხენოსანთა რაზმია . ნუთუ ამის გამო ვიდექით ამდენ ხანს .
- შეიძლება.
ამასობაში მხედრები სულ ახლო მოვიდნენ და მე და სალომემ მანქანას მივაშურეთ, რათა რიტმი არ
დაგვერღვია და, როგორც კი ჩაგვივლიდნენ, დავძრულიყავით.
ულაყის უზნეო საქციელი სალომეს არ შეუმჩნევია. მე კი, რახან არ ვიცოდი, ეს კარგი ნიშანი
იყო თუ ცუდი, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და, როგორც შეურაცხყოფილი კაცის წესია, სხვა
მანქანები მოვათვალიერე იმ იმედით, რომ ბედის მოზიარეებს ვიპოვიდი. მართლაც, ჩემდა
სასიხარულოდ, რამდენიმე სხვა მანქანასაც ედო იგივე ნიშანი. უკანაც მინდოდა შემემოწმებინა,
მაგრამ ვეღარ მოვასწარი: ამასობაში ყველა ცხენოსანი გაგვცდა და, მოძრაობა რომ არ
შემეფერხებინა, მანქანა დავძარი.
წინ ნელა მიღოღავდა ირაკლის მანქანა და მე ირაკლის კეფას მივჩერებოდი. ერთხანს ვუყურე
და მერე ჩემთვის ვიკითხე: - ნეტა გვანცა რა უყო?
ირაკლი, ეჭვი არაა, კვლავაც წინ მიგვიძღოდა, მაგრამ მე ახლა გვირაბს ვიყავი მიჩერებული
და ირაკლის ვეღარ ვამჩნევდი.
რაც უფრო მივიწევდით ზემოთ, მით უფრო ცხადი და ცხადი ხდებოდა, რომ გველეშაპი,
ქვესკნელი და მრავალი სხვა საკვირველი შედარება, რომლებიც უხვად აღმოცენდა
ატმოსფეროს ამ დაძაბულ და გავარვარებულ ფენაში, მხატვრულ განზომილებას
განეკუთვნებოდა და არა რეალურს. გვირაბი ჩვეულებრივი იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც
არაერთხელ მინახავს.
მაგრამ თქვენის ნებართვით აქ ოდნავ წინ გადავხტები, რათა შესავალი ბარემ მოვასრულო
და უდროო დროს უკან მობრუნება აღარ მომიხდეს, და იმასაც გიამბობთ, რაც რომ სანაკლიოს
შესახებ უახლოესი წარსულის ფორმით უნდა ითქვას.
კ ვ ა რ ც ხ ლ ბ ე კ ი
დიად დამთხვევათა და უცხო კვანძთა ელვისფერ ფონზე (ამ დამთხვევათა და კვანძთა შესახებ
ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვილაპარაკებთ) ჰორიზონტის ხაზთან უკვე გამოჩნდა პრ.
დიდებულიძის გრანდიოზული (თუმც შესაძლოა ცოტა ამორფული) ფიგურა, რომელიც სულიერ
ძალთა უკიდურესი დაძაბვითა და ღვთაებრივი ინსპირაციის მეოხებით უკანასკნელ წამს მაინც
შექმნა ჩემმა ამოუხსნელმა სანაკლიომ, მაგრამ, როგორც დავთქვით, ვიდრე თქვენს ყურადღებას
მთლიანად და განუყოფლივ მივმართავ მისკენ, მოვლენებს ოდნავ გავუსწრებ და ჯერ იმას ვეცდები,
ჟამსა და ჟამიანობას გადარჩენილი ნაწილები შევაგროვო და შეძლებისდაგვარად ის გარემო
აღვადგინო, სადაც სიკვდილის პირას მისულ ამ დევგმირს ეგზომ მოულოდნელად და
სასწაულებრივად სიცოცხლის სული კიდევ ერთხელ მოეფინა.
თავისუფლება, მოგეხსენებათ (ზოგს შეიძლება არც მოეხსენება) ისეთი რამაა, ვერ დაინახავ,
ვერ გაიგონებ, გემოს ვერ გაუსინჯავ, სუნს ვერ გაუგებ და ხელით ვერ შეეხები, ხოლო რაკი ის
მეექვსე გრძნობა (ნუმერაცია, რაღა თქმა უნდა, პირობითია), რითაც მისი დადგენა ხდება,
სანაკლიელებს არ გააჩნიათ, მოსალოდნელი იყო, ქალაქს კიდევ დიდხანს ეცხოვრა ამ
გამოუცნობი მოვლენის გვერდით ისე, რომ არც რა მისი თვითონ შეეტყო და არც რა თავისი
მისთვის შეეტყობინებინა, მაგრამ სადღაც ვიღაცამ საჭიროდ დაინახა რაღაცა
გაეთვალისწინებინა და თავისუფლებას თან ინსტრუქცია მოჰყვა, რომელიც, გრიფის მრისხანე
შესახედაობით („სრულიად საიდუმლო“) შეშინებულმა ქვეშევრდომებმა, პირდაპირ შინ
მიართვეს ქალაქის უზენაეს მამას.
ბიძაჩემს ამ დროს, ბუნებრივია, ეძინა. ტახტზე იწვა აივნის კუთხეში და, ანგელოზივით ნეტარი,
გარდასული დროის იმ ფაფუკსა და გრილ ბურუსში დაცურავდა, როცა ბიცოლაჩემ იაიას
ჯერ კიდევ არ შეხვედროდა და, ბედნიერი და უცოლო, არხეინად დაჭიხვინებდა
ღრუბელთქარავანში, როგორც თეთრი ცხენი თეთრ რემაში. მაგრამ რეალური ვითარება,
მოგეხსენებათ, სიზმარეულ ჩვენებებს ძნელად ესადაგება, ხოლო რაკი ბიცოლაჩემმა ქალაქის მამის
ბუნდოვან პათეტიკაში საკმაო მიზეზი დაინახა ხმაურის ასატეხად, აივანზე გავიდა, ბიძაჩემი
ღონივრად შეანჯღრია და ჩასძახა: - ადექი, კაცო, გაკეთდა ქვეყანა!
მაგრამ ბიძაჩემი ამ რეალურ ოჯახურ ბედნიერებას სათანადოდ ვერ აფასებდა და გული თავისი
საეჭვო სიზმრებისკენ მიუწევდა. ახლაც მხოლოდ ცალი თვალი (ისიც ნახევრად) გაახილა, რათა
დარწმუნებულიყო, რომ დოინჯშემოყრილი სილუეტი, რომელიც სულთამხუთავივით წამოადგა
თავს, ნამდვილად ცოლი იყო და მძინარე ხმით ბლანტად ამოილუღლუღა: - მტყუანს .
მაშინ ბიძაჩემმა ორთავ თვალი გაახილა. გაახილა ფართოდ, გაახილა გაკვირვებით, გაახილა
ურწმუნოდ. ერთხანს ასე - კონცენტრაციის უნაყოფო მცდელობით - მისჩერებოდა ცოლს, მერე
ცოტა უფრო მაღალფარდოვანი კილოთი, ვიდრე ვითარება მოითხოვდა, შესძახა: - მართლა თუ?!
- და საზეიმო მაღალფარდოვნებამ რომ სხეულიდან მოსალოდნელი გამოფხიზლების ცივი
ხიჭვები ფრთხილად ამოაცალა, სახეზე კვლავ არაამქვეყნიური ნათელი დაეფინა და უკვე
ჩამტკბარი ხმითა და ნელი წამღერებით დაასრულა, - აბა, მაშ ავსებულა სანაკლიო გმირებით!
.სანაკლიო მტვრიანი ქალაქია. საითაც უნდა წახვიდეთ, მტვერს აქ ვერსად დაემალებით. იგი სქელ
ფენად ადევს ყველა საგანსა და მოვლენას, რომელიც საკმარისად სწრაფად არ მოძრაობს
(სანაკლიოში კი საკმარისად სწრაფად არაფერი მოძრაობს, საათი რომ საათია, ისიც
ყოველთვის უკან რჩება, წინ არასოდეს მიდის); იგი თვალისმომჭრელად ლივლივებს ჰაერში,
განსაკუთრებით ზაფხულობით, და დილის მზეზე ირეალურობის ჟრუანტელისმომგვრელ
განცდას იწვევს; იგი უძრავია, ვითარცა აწმყოს მარადიული სამეფო გაუქმებული დრო-ჟამის
ნანგრევებზე. მაგრამ როცა ქალაქში განახლების ან სხვა რამ იდეურად გამართული სიო
დაუბერავს და სანაკლიელებს აიძულებს თვალები დააჭყიტონ, ყურები დაცქვიტონ და პირი
დააღონ, მაშინ კი ამოძრავდება და ამ გაფართოებულ არხებს შხუილითა და მაღალი
დიფუზიური გულმოდგინებით ავსებს, რის გამოც მოქალაქეები ერთმანეთს დაუკონკრეტებელ
წინამორბედმა დასტური თქვა. ოღონდ, ბატონი კრეონტის გასაკვირად, იონა კამკამიძის მოწვევაც
მოითხოვა (ვისაც „ბიძაჩემი იონა“ წაკითხული აქვს და იცის, რომ ძაღლის ნაკბენი მაშინ უკეთ
დაშუშდება, თუ ის ძაღლი სხვებსაც დაკბენს, ვფიქრობ, ბატონი კრეონტის გაკვირვება არ
გააკვირვებს).
და აი, როგორც იქნა - დრო ულმობლად მიქროდა და ბიძაჩემი, როგორც ერთ დროს
ემპედოკლე, უკვე სამოცს უკაკუნებდა - სანაკლიოს თავზე სიცოცხლის კიდევ ერთი
ქარბორბალა დატრიალდა; სამშობლოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თავგანწირული შვილი,
რომელმაც თავის მხრივ არ დააყოვნა და დაუფიქრებლად გადაეშვა უხილავ მორევში.
- აქამდე ვინ უკავებდა?! - გაიკვირვა ბიძაჩემმა, მაგრამ მისი გაკვირვება მეტისმეტად ყასიდი
იყო და ბატონი კრეონტი ცოტათი გაწყრა: - კარგი ერთი, თუ ძმა ხარ, ნუ დამიწყებ შენებურად
დემაგოგიას! - სევდიან-უკმაყოფილო კილოთი თქვა და სულ ოდნავ აუწია ხმას. მერე ისევ
დაღმავალი ტონით დაასრულა, - ვითომ ჩემი გაჭირვება არ მეყოფა!
ბატონი კრეონტის ხმის კილოსა და სახის (განსაკუთრებით თვალების) გამომეტყველების უკან წამით
ისეთმა შემზარავმა უფსკრულმა იელვა, რომ ბიძაჩემის მუცელში წარმოსახვითი ღუმელი
რეალური გუგუნით აინთო. ბიძაჩემი ცხლად აიქოჩრა, მაგრამ მაინც, რაკი ღუმელი გადამჭრელი
მოქმედებისათვის საკმარის სიმხურვალეს ჯერ კიდევ ვერ გამოჰყოფდა, თავი დაიმუხრუჭა და
დროის მოგების მიზნით იკითხა: - იქნებ ვინმეს უკვე აქვს რაიმე მოსაზრება?
- აი, - მიუგო ბატონმა კრეონტმა და ქაღალდის დასტა ახლო მიუჩოჩა. ამ „მოსაზრების“ არსი
ჩემთვის ცნობილი არ არის. სამაგიეროდ ცნობილია ის, რაც არსზედაც მეტია, კერძოდ -
ბიძაჩემის წინდაუხედავი შეფასება, რომელიც კმაყოფილებით გაუზიარა კრებას: - ამის
შემდგენელი, მეტი რომ არა ვთქვა, რეგვენია.
- აგერ, ამის შედგენილია, - თქვა და მარჯვენა ხელი ოთხი ერთმანეთზე მიტყუპებული თითით -
ბიძაჩემმა კი თვალი თვალში გაუყარა, რაც დიდი უგუნურება იყო და მცირე პაუზის შემდეგ ლირიული
კილოთი უთხრა: - მაინც ბრუნავს .
პარადოქსი მოჩვენებითია.
- ნისლის ნაყვა იქნებოდა, მაგრამ ფიქრით კი ბევრი იფიქრა. იმ ნახევარ საათს ხომ
ფიქრობდა, ვიდრე ეს ნისლი ჩანდა, იმ ნახევარ საათსაც ხომ ფიქრობდა, ვიდრე სხდომაზე
შესვენება იყო გამოცხადებული, მერეც, სანამ სახლში მივიდოდა, და მერეც, სანამ საბოლოოდ
დაავიწყდებოდა, სულ ფიქრობდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა - ეს გრძნობა შინაგან ხმას
ემყარებოდა - თითქოს ამ არასანაკლიურ გამოცხადებაში რაღაც ნიშანი და სიმბოლო იმალებოდა.
ამ პატარა შესავლის შემდეგ, რომლითაც, რაც ჯერ კიდევ აუბურდავი იყო, ისიც აბურდა, და რაც
ჯერ კიდევ დაუბნელებელი იყო, ისიც დააბნელა, მეთოდურად შეუდგა ახალი, ძალზე
ორიგინალური თეორიის ჩამოყალიბებას. სანაკლიელ ქურუმთათვის, რომლებიც იერარქიის
ტაძარში კრძალვით მიმოდიოდნენ და მაღლით მონიჭებულ იდეოლოგიას შეფრფინვით
ემსახურებოდნენ, ასეთი თეორიის დამტკიცება, მეტი რომ არა ვთქვათ, ძნელი იყო; ამიტომ
ბიძაჩემმა დიალოგის ხერხს მიმართა (სოკრატეც, როგორც ცნობილია, ასე იქცეოდა): -
არსებობს თუ არა, ვანიკო ბატონო, ადამიანის ენაში სიტყვა
„შეცდომა“?
2. განვითარების რაც უფრო მაღალ საფეხურზე დგას სულიერი არსება, მით უფრო მაღალია
მასში შეცდომის კოეფიციენტი.
- ერთი სიტყვით, - ომახიანად (ბიძაჩემს რომ ვიცნობ, ალბათ, ცოტა მრისხანედაც) დაასკვნა
მან, - თუ შეცდომის ჩადენა ცნობიერების ნიშანია, ხოლო ჩადენის ინტენსივობა გონების ხარისხის
მაჩვენებელი, შეცდომის აღიარება სულიერების ნიშანია, ხოლო აღიარების ინტენსივობა
თავისუფლების ხარისხის მაჩვენებელი. და რაკი სანაკლიოში თავისუფლება სწორედ
თავისუფლებისგანაა თავისუფალი, ჩვენი რეფორმისტული ვალია, პირველ რიგში ქალაქის თავსა
და ტვინს ავყაროთ ბორკილები, რათა სრულიად სანაკლიოს ამით ბორკილთმსხვრევის
ნიშანი მივცეთ, - აქ, ბატონ კრეონტს რომ დაღრეჯილობა შეატყო, ხმაში თაფლი და შაქარი
შეურია, - საშიში არაფერია, დასაწყისისთვის ერთი პატარა შეცდომა გვეყოფა, რომელსაც ვინმე
ერთგული და სანდო მუშაკი პრესის მეშვეობით საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანს, რათა
ამ პატარა სასწაულის შემხედვარე ქალაქმა თქვენი რეალური თავისუფლება თავის პოტენციურ
თავისუფლებასთან გააიგივოს და საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ იერარქია მოჩვენებითია,
ყველანი ერთსა და იმავე პალოზე ვართ გამობმული. მთავარიც ეს არის. სანაკლიელი კაცი ხომ
თავისუფლებას განიხილავს, როგორც შეფარდებით სიდიდეს, რომელშიაც არსებითია არა
თავად თავისუფლება, რომლის განსაზღვრა მას დამოუკიდებლად არ ძალუძს, არამედ ის, რომ
ყველანი ერთ ტაფაში ვიხრაკებოდეთ.
მაშინ დისკუსიაში ჩაება კაცია გოგია, რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა, ვინაიდან მშვენივრად უწყოდა
მცირე ყაყანის შემდეგ, რომელიც უკვე არა მარტო მშვიდობიანი იყო, არამედ ტკბილიც, კომისია
მართლაც შეიქმნა. კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ბატონი კრეონტის თანაშემწე, იგივ
საიდუმლო მრჩეველი. ბიძაჩემი იონა კომისიაში შეყვანილ არ იქნა.
სწორედ ასეთი მტერი იშოვა იმხანად ბატონი კრეონტის თანაშემწის (იმავ საიდუმლო მრჩევლის)
სახით, რომელმაც თავისი ძლევამოსილი ლაშქრობა (რომელიც, როგორც თავის ადგილას
ვნახავთ, ერთ-ერთი, კერძოდ, რიგით მესამე, ნასკვის განასკვით დასრულდება), იმით დაიწყო,
რომ ბიძაჩემს ელიტარულ კასტაში ფეხი ამოუკვეთა, ანუ, თავად ბიძაჩემის თქმით,
პირშიჩალაგამოვლებული დატოვა, ბიცოლაჩემის თქმით, მშრალზე დატოვა, კაციას, ჩემი
უფროსი ბიძაშვილის თქმით, თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა, ხოლო დანარჩენი ბიძაშვილების
თქმით, რომლებიც ასაკისა და სხვა ბუნებრივი უპირატესობის წყალობით სხვებზე უკეთ ადევნებენ
თვალს ჟარგონის განვითარებას,
„მოტეხა“.
თუმცა ტერმინებში არ არის საქმე. ყოველ შემთხვევაში, მაშინ საქმე გაცილებით უფრო რთულად
იყო, ვიდრე რაგინდარა ტერმინით შეიძლება გამოიხატოს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ერთი ხანობა
მაინც ელოდა მორიგ სხდომაზე გამოძახებას, მაგრამ არ გამოიძახეს, იმედი ნელ-ნელა დაკარგა,
ძილი გაუტყდა, შფოთვა დასჩემდა, დაბნეული და გულმავიწყი გახდა და ბოლოს მისი
აბობოქრებული და დაუსაქმებელი (დააკვირდით, რა საშიში შეხამებაა!) ენერგიის ზღვა ისე
აღელდა, ლამის ნაპირები წალეკა. ადიდებულმა ენერგიამ ბიძაჩემს მთელ ტანზე გამოაყარა.
ბიძაჩემს ენერგია აქავდა. მთავარმა ძარღვმა კონტროლის ლაგამი გადაღრღნა და გონების
მარწუხებს დაუსხლტა. ვისაც გამოცდილი გაქვთ, უჩემოდაც გეცოდინებათ, რომ ეს უილაჯობის ისეთი
მწვერვალია, როცა კაცი მზადა ხარ საკუთარი ხორცი დაიძიძგნო, ვისაც არ გამოუცდია,
უბრალოდ ვუთხრათ, რომ, როგორც ზვავის შეკავება შეუძლებელია, როგორც მეწყრის
შეკავება შეუძლებელია, როგორც ვულკანის შეკავება შეუძლებელია, როგორც მიწისძვრის შეკავება
შეუძლებელია, ასე შეუძლებელი იყო იმ პერიოდში ბიძაჩემის ავად დაგორგლილი ენერგიის
შეკავება. მოკლედ, ბიძაჩემის საარსებო სივრცეში საშიში სუბიექტური ვაკუუმი წარმოიქმნა. ბიძაჩემი
დაემსგავსა თუნუქის ბიდონს, რომლიდანაც ჰაერი ამოტუმბეს.
ერთადერთი, რაც ამ ვითარებაში უშველიდა, იყო ობიექტი, ანუ გრამატიკული სიზუსტეც რომ
დავიცვათ - ირიბი ობიექტი, რომელიც ლავად ამოხეთქილი პირდაპირი ობიექტის შთანთქმასა
და მონელებას შეძლებდა.
ასეთი ობიექტი არსად ჩანდა. მართალია, ერთი ხანობა ბიძაჩემი ცდილობდა მთელი ჯავრი
საკუთარ ოჯახზე ამოეყარა, რაშიც ჩუმ-ჩუმად, ისე რომ არ შეემჩნევინებინა, საგონებელში
იცადეს სანაკლიელებმა, იცადეს და, რაკი გაძვირების მეტი მნიშვნელოვანი სხვა არა მომხდარა
(გაკვრით უნდა შევნიშნოთ, რომ მოგვიანებით, როცა სტატია გახმაურდა და ბიძაჩემს კიდევ
ერთხელ გაუვარდა სახელი სანაკლიოში, ადგილობრივი მოსახლეობა მისი საქციელის
დასახასიათებლად იყენებდა არა ლიტერატურულ „მზაკვრობას“, არამედ დიალექტურ
„ხიმანდრობასა“ და „მაკვარანცხობას“, კერძოდ, ნაკლისწყლის მარჯვენა მხარე უპირატესობას
„მაკვარანცხობას“ ანიჭებდა, მარცხენა კი „ხიმანდრობას“, თუმცა გამონაკლისებიც იყო
„მაღვალაკობის“ სახით).
რაც შეეხება შემსრულებელს, შემსრულებელი მალე გამოჩნდა. არავინ იცის, სად, როდის და რა
მიზნით შეისწავლა ბატონი კრეონტის თანაშემწემ გეომეტრიის საფუძვლები, მაგრამ ფაქტია,
რომ პირველმა სწორედ მან იფეთქა.
პროცედურა დიაღაც საამური იყო და ბიძაჩემი მალე ალბათ სრულ განცხრომას მიეცემოდა,
მაგრამ უეცრად გაკვირვებითა და შეშფოთებით შენიშნა, რომ ეს გამობრძმედილი კაცები,
ქალაქის ეს ღირსი მამები, ტყავს ისე ვერ აძრობდნენ, როგორც მათს გამოცდილებასა და
პროფესიონალიზმს ეკადრებოდა.
„ბატონო კამკამიძე!
მინდა გაუწყოთ, რომ ა/წ 17/ V გაზეთ „დილის სანაკლიოში“ გამოქვეყნებულ თქვენს
საყურადღებო სტატიაში „თავისუფლება. შემობრუნება 360 0“ დაშვებულია სერიოზული
შეუსაბამობა. კერძოდ, თუ ცნება „360 0“ აბსოლუტური მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, მაშინ
რას უშვრებით დროის, სივრცისა და მოძრაობის თანმდევ ზემოქმედებას? ხოლო თუ მხედველობაში
გაქვთ სპირალი, რომელსაც ბუნების კანონები უფლებას აძლევს პერმანენტულად
მიისწრაფოდეს წრისაკენ, მაგრამ იმის უფლებას კი არ აძლევს, რომ წრედ იქცეს, მაშინ რატომ
არ მიუთითებთ, რომ ლაპარაკია არა სუფთა 360 0-ზე, არამედ ისეთ 360 0-ზე, რომელიც
კორექტირებულია პირობითობის შესაბამისი კოეფიციენტით? საერთოდ, ვის შეუძლია თქვას, რას
უდრის 360 0 გრძნობად სამყაროში?
პატივისცემით - პრ. დიდებულიძე“ ბიძაჩემს ტანში ჟრუანტელმა დაუარა; მერე მხრები აიჩეჩა და
წერილი მაგიდაზე მიაგდო. ცოტა ხნის შემდეგ ისევ მიუბრუნდა, აიღო, დახედა და რა ნახა,
გამომგზავნის მისამართი არ ეწერა, იგივე მხრები ამჯერად ზედიზედ ორჯერ აიჩეჩა. და
თუმცა ჩვენ ახლა ამისთვის არ გვცალია, ჯერ მეორე ნასკვს უნდა მივხედოთ.
ზოგი რამ იმითაა კარგი, რომ მარადიულია. ზოგი რამ იმითაა კარგი, რომ წარმავალია,
ცხოვრება იმითაა კარგი, რომ წარმავალია, და თუ მარადიული ურია ჯერ კიდევ ცოცხალია,
დარწმუნებული ვარ პირველი ის დამემოწმება.
.ოდესღაც სანაკლიო - ყოველ შემთხვევაში თავად სანაკლიელებს ასე სწამთ - აიეტის ყანა იყო;
საერთო-სახალხო საკუთრება მოგვიანებით გახდა. აიეტის ყანა კი - ვინ არ იცის
ეს ძველად მოხდა, დიდი ხნის წინ. და აი, დიდი ხნის შემდეგ ისევ დაჰკრა ჟამმა. მზისა და ჯართის
ნაშიერთაც არ დააყოვნეს, წამსვე სტარტზე დადგნენ და რაკი ჰაერში უკვე ტრიალებდა ქვის
ნაცნობი სუნი, ერთიანად ყურადღებად იქცნენ.
ვიღაცამ რაღაცა ვერ მოზომა და არაფერს, რომელზედაც თავისუფლება ისე იყო გამობმული,
როგორც ძროხა თეორიულ პალოზე, ყავლი გაუვიდა. პალო დრომ შთანთქა და ძროხამ აიშვა.
იდეა იდეოლოგიის კონტროლს დაუსხლტა და თავისუფლება ეპიდემიად იქცა.
ხოლო ბუნება რომ სიცარიელეს ვერ იტანს, ეს ჯერ კიდევ ცივილიზაციის გარიჟრაჟზე იყო ცნობილი.
ბუნება დაუღალავად დაფუსფუსებს და საცა სიცარიელეს დაინახავს, ამოუქოლავს არ ტოვებს.
არ ვიცი, ვინ მოაფრქვია და, ვინც მოაფრქვია, ამისთანა რა მოაფრქვია თავისუფლობანას თამაშით
გართულ სანაკლიელებს, მაგრამ ფაქტია, რომ უეცრად საუკეთესო შვილებმა იხუვლეს და,
როგორც სოკო ნაწვიმარზე, სანაკლიოში პოლიტიკური ორგანიზაციები წამოიშალა. ელვის
უსწრაფესად შეიქმნა ნაირ-ნაირი პარტიები, კავშირები, ჯგუფები, გაერთიანებები, ასოციაციები,
კლუბები, ორდენები, საზოგადოებები, ლიგები, ფორუმები, მთავარი კომიტეტები, ნაკლებად
მთავარი კომიტეტები, ისე კომიტეტები . ცალკე უნდა აღინიშნოს ქალთა ორგანიზაციები, რომელთა
რიცხვი სანაკლიოში კიდევ უფრო დიდი იყო, ვიდრე სხვა კუთხეებში, ვინაიდან გარდა
ფილიალებისა, რაც აქ ყველა საერთორესპუბლიკურ ორგანიზაციას ჰქონდა, მრავალი
დამოუკიდებელი ამქარიც დაარსდა, ისეთები, მაგალითად, როგორიცაა სანაკლიელ ბანოვანთა
კავშირი, სრულიად თავისუფალ მანდილოსანთა ასოციაცია, ვეტერან დიაცთა კლუბი, მამალი
ქალების გაერთიანება, პოლიტიკური კავშირი „ამორძალი“, უბიწო ასულთა საქველმოქმედო
საზოგადოება, ასოციაცია „ჟუჟუნა“, შავგვრემან ქალთა კავშირი, კლუბი „ქართვლის დედა“,
ყოფილ ქალწულთა ინტელექტუალური ცენტრი, მოიერიშე დედათა ორდენი, გაერთიანება
„რა ხელჰყრის პატივს ნაზი ბულბული“, ჭრელი ლეჩაქის ლიგა, ღვთიშობლის სახელობის
კლუბი „დედავ, ისმინე ქართლის ვედრება“, ღმერთთან მოუბარ ქალთა სექტა და სხვა (ახლა
ყველასთვის ნათელია - და თავის დროზეც არაერთი პოლიტოლოგი, სოციოლოგი,
ფსიქოლოგი და ფსიქიატრი მიუთითებდა - რომ ქალთა ორგანიზაციების ესოდენი სიმრავლე
მანამ უნდა გამხდარიყო სპეციალისტთა საგანგებო კვლევის საგანი, სანამ ამ ორგანიზაციათა
ბაზაზე „წვეროსან მანდილოსანთა ლაშქარი“ აღმოცენდებოდა, სახელგანთქმული და მრისხანე
სექტა, რომელმაც, როგორც საყოველთაოდ ცნობილია . თუმცა ეს უკვე სულ ახალი ისტორიაა
და ჩვენი ამჟამინდელი ინტერესების სფეროში არ შემოდის).
მაშინ სხვა ნიშნით სცადეს გაერთიანება (თავისუფლების ძროხა კვლავაც ღობე-ყორეს ედებოდა).
ეს ნიშანი გახლდათ პატრიოტიზმი და მისი უპირატესობა წინა ნიშანთან შედარებით სწორედ
იმაში მდგომარეობდა, რომ იგი, როგორც მაშინ ვარაუდობდნენ, წმინდა სიყვარულის შვილია.
მაგრამ პარტიებმა საერთო ენა მაინც ვერ გამონახეს. ამის მაგივრად პატრიოტიზმის წახნაგები
დაითითოვეს და დათითოებული წახნაგების წვეტიანი ქიმები ნიშნისმოგებით მიუშვირეს ერთმანეთს,
მერე კი, რაღაი ამასობაში სახალხო შეიარაღების ახალი ეტაპიც შეესწროთ, კრიჭაში დგომა აღარ
იკმარეს და პირდაპირ ბრძოლის ველს მიაშურეს.
თავიდან ძალიან ჭირდა ერთი პარტიის მეორესგან განსხვავება. და თუმც მთლად იოლი არც
მერე გამხდარა, მაინც მრავალრიცხოვან შეტაკებათა შედეგად ასე თუ ისე ჩამოყალიბდნენ,
შედარებით დამოუკიდებელი სახეები მიიღეს და იერარქიის ხეზე საბოლოოდ განლაგდნენ.
ნაწილი ზედა ტოტებზე აღმოჩნდა, ნაწილი ქვედაზე, ნაწილიც შუაში. შუათანები - მით უმეტეს,
ნაბოლარები - მაშინაც არავის აინტერესებდა, მოწინავეები კი, ვფიქრობ, უნდა მოვიხსენიოთ, რათა
ისტორიის ქარმა და წვიმამ მათი კვალი არ წაშალოს. მოწინავეთა შორის გახლდნენ
მკაფიოდ გამოხატული ნაციონალისტური პარტია „სანაკლიელ ქართლოსიანთა კავშირი“,
რომელსაც კარლო წუწუნავა მეთაურობდა (წუწუნავას - თუ გახსოვთ, მან ჯერ კიდევ „ბიძაჩემ
იონაში“ გამოიჩინა თავი - არც ამჯერად უმტყუნა ალღომ: როგორც კი ქვეყანა აირია, რამდენიმე
თანამოაზრესთან ერთად მყისვე გამოსცა გაზეთი „ჯილაგი“ დევიზით „წვეთი სისხლის არ არის
ჩემში არაქართული“, რომლის გარშემო წვეთ-წვეთად მოაგროვა წმინდა სისხლის
სანაკლიელები და საბოლოოდ ისეთი ორგანიზაცია შექმნა, რომ ხელისუფლების
სისხლისგამშრობთა სიაში ერთ-ერთ პირველ ნომრად შევიდა), შემდეგ - „ლიბერალ-
დემოკრატთა რადიკალური ფრთა“, რომელსაც შტაბი სასაფლაოზე ჰქონდა, ვინაიდან სათავეში
ხერხეულიძე ედგა, შემდეგ - სახელგანთქმული „შავგვრემან ქალთა კავშირი“, რომელსაც „მამალი
ქალების ასოციაცია“ შეუერთდა და მომავალ „წვეროსან მანდილოსანთა“ საბაზო
გაერთიანება გახდა, შემდეგ - ყოფილ კომკავშირელთა ეროვნულ-პატრიოტული ძმობა „კომკა“,
რომელმაც დიდხანს დამოუკიდებლად იარსება, მერე კი „სანაკლიელ ქართლოსიანთა კავშირს“
შეუერთდა „ახალგაზრდა ქართლოსიანელთა“ სახელით. მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვანი
და ყველაზე გავლენიანი პარტია იყო „დემოკრატიული შტურმი“. ამ პარტიის ლიდერი
გახლდათ - უნდა გაგაკვირვოთ (თუმცა რა ვიცი, იქნებ ვერც გაგაკვირვოთ, დღეს ვინმეს
გაკვირვება ძალიან ძნელია) - კრეონტ წილოსანის ყოფილი თანაშემწე და საიდუმლო
მრჩეველი - ვოლფგანგ (დავით) კუტუბიძე.
პატრიოტიზმის ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში კი, სადაც ნაკურთხი წყალი თავდაუზოგავად დუღდა,
ყველაფერი ჩაიხარშა, აიზილა და აილუფხა. ფენები და ქანები ერთმანეთში აირია. წინანი
უკან აღმოჩნდნენ და უკანანი წინ, მარჯვენანი მარცხნივ და მარცხენანი მარჯვნივ, ზემოთანი
ქვემოთ და ქვემოთანი ზემოთ, აქეთურნი იქით და იქითურნი აქეთ. რაღაც ფსკერზე მიიწვა და
რაღაც ფსკერიდან აიფხიკა. ლექი აიშალა და ყოველივე გაჟღინთა. ქაფმა ნაღებობა
თავად განსაჯეთ: ნასკვი I - ვინ იფიქრებდა, რომ სისტემა, რომელსაც თითქოს საიმისო არაფერი
ეტყობოდა, მოულოდნელად ჭიანი კბილივით მოირყეოდა!
ნასკვი - ვინ იფიქრებდა, რომ სანაკლიოში, სადაც არასოდეს არაფერი მოძრაობდა, უცებ
ასეთი პოლიტიკური და პატრიოტული ქარბორბალა დატრიალდებოდა!
ნასკვი I - ვინ იფიქრებდა, რომ ბიძაჩემის მახვილგონივრულ თეორიას ვინმე - უახლესი ხუთი
საუკუნის განმავლობაში მაინც - პრაქტიკული მიზნებისთვის გამოიყენებდა!
მაგრამ ასეთი იყო ზოგადი ვითარება, ხოლო კონკრეტული მიზეზი, რამაც ამ ზომამდე მიიყვანა,
მეოთხე ნასკვი გახლდათ.
მართლაც, ვინც გაითვალისწინებს ბიძაჩემის საზოგადოებრივ შეგნებას, კერძო შეგნებას, მათ შორის
მიმართებას, ზნეობრივ საზომთა სისტემას და სხვა მნიშვნელოვან მსოფლმხედველობრივ
სისხლძარღვებს, ვერ დაიჯერებს, რომ ზემოთ აღწერილი ვითარების გამო იგი ფოსტაში
წავიდოდა, რომელიც მისი სახლიდან კარგა მოშორებითაა, და ასეთ - უფრო სამხედრო
მინისტრისთვის, ვიდრე რომელიმე მშვიდობიანი და სავსებით სამოქალაქო ბიძისთვის შესაფერის
- დეპეშას აფრენდა. არა, ანარქიას არ ძალუძს ბიძაჩემის ფილოსოფიური კრედოს შერყევა. მეტიც:
ამ მოხარშულ ქაოსში იგი ისე ლაღად და მსუბუქად გრძნობდა თავს, როგორც სიცარიელე
ატომებს შორის (ან პირიქით). ბიძაჩემის შეშფოთების მიზეზი შეიქნა ქალაქ სანაკლიოს
მოულოდნელი კონსოლიდაცია, რომლის ცენტრში, ვითარცა კისერი ყულფის რგოლში, აღმოჩნდა
პრ. დიდებულიძე.
ბიძაჩემმა კი ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა და მას შემდეგ, რაც ცოტა კიდევ უქმად იჩეჩა მხრები,
მესამედ სცადა ბედი. ეს ის დრო იყო, როდესაც თავისუფლება საბოლოოდ მოკვდა და მის
საფლავზე მეწამული პატრიოტიზმი ამოვიდა. ბიძაჩემი პატრიოტიზმის ქიმიური შემადგენლობით
დაინტერესდა და პრ. დიდებულიძის ყურადღების მისაქცევად მალე ხერხეულიძის გაზეთში
გამოაქვეყნა ჩინებული სტატია „მშობლიური მიწა. განზომილებათა რიცხვი“. სტატია
გეომეტრიული იყო ამ სიტყვის ოდინდელი მნიშვნელობით, კერძოდ, ბიძაჩემი ამტკიცებდა, ჩვენი
პატრიოტიზმი რეალურად მხოლოდ ორგანზომილებაში არსებობსო. იმიტომ, რომ
დღესდღეობით მშობლიური მიწისა მხოლოდ სიგრძე-სიგანე თუ ვიცით მეტ-ნაკლები
ისტორიული სიზუსტით, სიღრმეზე კი არავითარი წარმოდგენა არა გვაქვსო. არადა, მიწა ხომ
სამგანზომილებიანი სუბსტანციააო! ბოლოს და ბოლოს, როცა ერთმანეთს სამარეს ვუთხრით, განა
მშობლიურ მიწაში არ ვუთხრითო?! მაშ, ისიც უნდა დავადგინოთ, რა მანძილზეა მიწის სიღრმისეული
განზომილება მშობლიურიო. მაგრამ როგორ დავადგინოთო? რომელი ფორმულით
გაიზომებაო? მანძილის კვადრატის უკუპროპორციულიაო? მანძილის კვადრატის
პირდაპირპროპორციულიაო? არც ერთია, არც მეორე და სრულიად სხვა პროპორციები აქვსო?
მაინცო? ჩვენი მშობლიური მიწა სიღრმეში სხვის მშობლიურ მიწას ებჯინება თუ მშობლიურ მიწასა
და მშობლიურ მიწას შორის რაიმე ნეიტრალური, ბუფერული, არამშობლიური ზონა დევსო?
ამ მესამე სტატიაზე ბიძაჩემი დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ მოტყუვდა. ამჯერად არათუ პრ.
დიდებულიძე არ გამოეხმაურა, ყუმბარაც კი არავინ შეუგდო ეზოში. მაშინ ძალიან მოიწყინა,
ფრთები ჩამოყარა, მხრების ჩეჩვასაც უმატა და ძნელი სათქმელია სადამდე მიიყვანდა ეს ჩუმი
მელანქოლია, უფალ ღმერთს რომ მისი დარდი გულთან არ მიეტანა და წყალობის თვალით არ
გადმოეხედა.
უფალმა ღმერთმა ეს საკვანძო ეპიზოდი ასე წარმართა: ერთ მშვენიერ დღეს ქალაქის
ცენტრალურ მოედანზე (სადაც ოდესღაც ბიძაჩემმა მეასიათასე სანაკლიელის - ხოლო უფრო
გვიან მეორასეათასისაც - იუბილე გამართა) ერთდროულად სამ პოლიტიკურ ძალას
გაამართვინა მიტინგი: „დემშტურმს“, „ქართლოსიანთა კავშირსა“ და ოფიციალურ ხელისუფლებას
(ამ უკანასკნელი ძალის მონაწილეობით ჩანს უფალმა ღმერთმა ადამიანებს რაღაც ანიშნა,
მაგრამ ადამიანებმა ღმერთის ნიშანი ვერ გაიგეს). მიტინგი წესზე და რიგზე მიედინებოდა -
სამივე მხარე საკუთარ თავს აქებდა და დანარჩენებს ლანძღავდა - და თითქოს საგანგაშო
აღარაფერი იყო მოსალოდნელი, როცა ერთმა ცნობილმა ორატორმა, რომელიც
ძირითადად ოფიციალური ხელისუფლების მისამართით იგინებოდა, სიტყვა ასე დაასრულა:
„მაგენების ინტერნაციონალურ სიმართლეს ჩვენ ჩვენი ნაციონალური სიმართლე უნდა
დავუპირისპიროთ“. თითქოსდა ისეთი საბედისწეროც რა არის ამ ფრაზაში? ალბათ არაფერი,
უბრალოდ, მეოთხე კვანძი მზადდებოდა.
„კრაზის“ ძარაზე რომ მიფორთხავდა, სადაც ტრიბუნა იყო გამართული, ჯერ არავინ იცოდა,
წამის შემდეგ თუ მათ წინაშე პრ. დიდებულიძე წარსდგებოდა. და თუნდა სცოდნოდათ .
მართლაც, დაბალსა და ჩაკურატებულ წამყვანს რომ მიკროფონი გამოგლიჯა და დამსწრე
საზოგადოებას ეს პატარა ინფორმაციული ვაკუუმი შეუვსო, თამამად შეიძლება ითქვას, მზეს ამით
არც მომატებია ბრწყინვალება და არც მოკლებია. ყოველ შემთხვევაში უცნობმა სახელმა და
უცნობმა გვარმა სრულიად შეუმჩნევლად გადაიარა მომიტინგეთა თავებს ზემოთ და ალბათ
სულ მთლად შეუმჩნევლად გაქრებოდა, მოედანზე რომ სხვა ყურთა შორის ბიძაჩემის ზომიერი
სიდიდის ყურებიც არ ყოფილიყო.
ბიძაჩემი მიტინგზე მოსეირის სტატუსით იმყოფებოდა, მაგრამ პრ. დიდებულიძე რომ მსმენელებს
წარუდგა, ცალი მხარი შეუთრთოლდა და შეეცადა, მუჯლუგუნებითა და სხვა ძალისმიერი ხერხებით
ტრიბუნისკენ გაეკაფა გზა, რასაც მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწია. ხოლო პრ. დიდებულიძემ, წინა
ორატორის მიერ მომკილი ტაში რომ ჩაცხრა, სიტყვასიტყვით თქვა შემდეგი: „მე ვარ
სიმართლე, - იტყვის სიმართლე; მე ვარ სიდიდე აბსოლუტური და განუყოფელი. მე ვარ მადანი
წმინდა და შეურეველი. ჩემს დეფინიციას ნუ შეეცდებით, ჩემი დეფინიცია შეუძლებელია. მე
მოედანზე შეკრებილი საზოგადოება - განურჩევლად იმისა, ვინ რომელ მიტინგზე მოვიდა და ვინ
რომელ იდეას ემხრობოდა - პრ. დიდებულიძის სიტყვას ღრმა დუმილით შეხვდა. მართალია,
ორმა თუ სამმა კაცმა კი დაუსტვინა ნაძალადევი სიმხნევით, მაგრამ ისინი ნასვამები იყვნენ და
იმის გამო განაწყენდნენ, რომ, როგორც ნასვამ კაცებს მოსდით ხოლმე, იფიქრეს, ჩვენ ვერ
გავიგეთ, თორემ სხვებმა კი გაიგესო, რაც, ცხადია, მცდარი ვარაუდი იყო.
ბიძაჩემი, როგორც იქნა, გამოერკვა და, როცა პრ. დიდებულიძე „კრაზიდან“ ჩამოფოფხდა,
ხელახლა აამუშავა მუჯლუგუნები.
მეორე დღეს, შებინდებისას, ოთხი კაცი, რომელთაგან ერთი ნომინალურად ქალი იყო, შინ
ეწვივნენ პრ. დიდებულიძეს.
ბევრი ალბათ გამკიცხავს იმის გამო, რომ ამდენი დეფიციტური ქაღალდი შევალიე
პოლიტიკურ და ცრუპოლიტიკურ ფენებს, რომელთაგან ზოგის ყვავილები უკვე ჩამოცვენაზე
იყო და ზოგსაც საერთოდ არ ეწერა ყვავილის გამოტანა (ერთი შეხედვით, მართლა რა ჩვენი
საქმეა ასეთი ბანალური პრობლემები!), მაგრამ თავის დასაცავად და გასამართლებლად
რამდენიმე ძლიერი არგუმენტი მაქვს, რომელთაგან მხოლოდ ორ უმთავრესს დავასახელებ.
პირველი უმთავრესი ისაა, რომ „კვარცხლბეკი“ მომსწრეთათვის, შემსწრეთათვის და
დამსწრეთათვის არ დაწერილა; იმათთვის დაიწერა, ვინც შემდეგ მოვიდა და ამიტომ თავიანთი
თვალით არ უნახავთ ის, რაც მე და მრავალმა თქვენგანმა ჩვენი თვალით ვნახეთ, ხოლო რაკი
თავიანთი თვალით არ უნახავთ, ჩვენი თვალით ნანახს უნდა დასჯერდნენ და ჩვენი ნაამბობის
მიხედვით შეიქმნან წარმოდგენა. წარმოდგენის შექმნა კი ეპოქის ასეთი საკვანძო მონაკვეთის
შესახებ აუცილებელია, ვინაიდან ეს მონაკვეთი ეტაპის დასასრული იყო, როცა ამანათრბენის
მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა შუალედურ ფინიშს მიაღწია და ჭრელი ჯოხი - ჯერ კიდევ
გაუშიფრავი სიმბოლო - მომდევნო ჯგუფს გადასცა, რომელიც უკვე თავქუდმოგლეჯილი მირბის
ახალი შუალედური ფინიშისაკენ. ასეთი მომენტები უეჭველად უნდა აღინუსხოს და მომავალ
თაობებს გადაეცეს, რათა მომავალმა თაობებმა, როცა თავად შეიქნებიან საკვანძო მომენტის
თვითმხილველნი, ახლის ძველთან შედარება შეძლონ. რაღა თქმა უნდა, ჩემს მიერ აღწერილი
ეპიზოდი სუბიექტური ისტორიაა (მაგალითად, ბოროტების ფერი აქ ბევრად უფრო ბაცია,
ხოლო ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდნენ ბიძაჩემი და პრ. დიდებულიძე მთელი
ქალაქის პირისპირ, როგორ ჩაერთო ბრძოლაში ბიცოლაჩემი იაია და საერთოდ როგორ
წარიმართა ეს უთანასწორო ბრძოლა, გარემოსა და „კვარცხლბეკს“ აღარ განეკუთვნება და
ამიტომ ერთ-ერთ მომდევნო თავში იქნება მოთხრობილი. აქ დამატებით მხოლოდ იმას დავძენ,
რომ სახელი „იონა“ - ამას ადვილად მიხვდება ყველა, ვისაც შეუძლია ზედაპირს მოწყდეს და
მცირე ხნით საკუთარი სულიერი წონასწორობის ცენტრში განმარტოვდეს - აგებულებითაც,
ჟღერადობითაც და იდუმალი შინაარსითაც ჭექა-ქუხილს ჩამოჰგავს.
თავი მეოთხე.
პ ი რ ვ ე ლ ი წ ი გ ნ ი ს დ ა ს ა ს რ უ ლ ი
გვირაბი, ანუ დასკვნა, რომლითაც ეს პირველი წიგნი ღვთის წყალობითა და ავტორის ბეჯითი
შრომის მეოხებით როგორც იქნა გასრულდა.
ვიდრე კვლავ სიუჟეტის გუთანში შევებმები და თხრობას განვაგრძობ, მინდა ვისარგებლო პაუზით
და ყველას (განსაკუთრებით ზოგიერთს) ვურჩიო: ამ წიგნში სიმბოლოებს ტყუილად ნუ
დაუწყებთ ძებნას, სიმბოლო მდინარის გაღმა მხარეა, მე კი მამულები გამოღმა მხარეს მაქვს
და შიგ ისეთი კოშკი მიდგას, საძირკვლიდან სახურავამდე სადა და გამჭვირვალე აზრის აგურითაა
ნაგები. გულახდილად რომ ვთქვა, ჩემი უმთავრესი მხატვრული მიზანი სწორედ ის არის,
იდუმალების ხელოვნური ნისლი გონების მახვილით გავარღვიო და ყოფიერების ფიზიკურ,
არადა, იმ ერთი ბრძენკაცისა არ იყოს, ვინ იცის, ჭეშმარიტებას იქნებ მართლა ინტუიცია უდგას
კვალში და არა გონება, და მის მოსანადირებლად უკეთესი იარაღი შეგრძნებაა და არა განსჯა?
მართლაცდა, თუ დავაკვირდებით, ყოველ ადამიანს აქვს ბუნებრივი და თანდაყოლილი
(აგრეთვე გაუბზარავი და შეუვალი) გრძნობა, რომ შესაძლებლობა მრავალია, ხდომილება კი
ერთი. და ამ ბუნებრივ გრძნობას განსჯა ვერაფერს დააკლებს, თუნდაც ათასი საპირისპირო საბუთი
მოიპოვოს. განსჯის მონაცემები ადამიანმა შეიძლება მიიღოს, გაითვალისწინოს, აღიაროს კიდეც,
მაგრამ დაჯერებით მხოლოდ შეგრძნების ნაკარნახევს დაიჯერებს, დაჯერებაზე მტკიცე არგუმენტი
კი არსებობის იმ მონაკვეთში, რომელშიც გრძნობიერი, ეგრეთწოდებული „ამქვეყნიური“ სიცოცხლე
მიედინება, ჩვენ არ გაგვაჩნია, გვინდა თუ არა და „სწორია“ თუ არა, ყველაზე მეტად ჩვენ ჩვენს
შეგრძნებებს ვენდობით და - თუ დაკვირვებიხართ, - მით უფრო ვენდობით, რაც უფრო
რთული და მძიმე გამოცდის წინაშე აღმოვჩნდებით. სხვათა შორის, სწორედ აქ იჩენს თავს
მთელი სიგრძე-სიგანით ადამიანის ღვთაებრივი ინდივიდუალობა, დამოუკიდებლობა,
ერთადერთობა და განუმეორებლობა და სწორედ აქ არის ის არქეჭალა, სადაც
რაციონალიზმის ისეთი ვულკანებიც კი, როგორიცაა ვთქვათ, ლოგიკაზე ამხედრებული დიდი
არისტოტელე, ირაციონალიზმის საძმო კრატერში სხედან.
ამას იმიტომ მოგახსენებთ რომ მინდა დაგარწმუნოთ: იმ გაორებას, რომელზედაც ქვემოთ მექნება
ლაპარაკი, ტრადიციულად გაგებულ დუალიზმთან საერთო არა აქვს რა.
როდესაც გვირაბს გავცდით, და უცხო ფათერაკი უკან მოვიტოვეთ, გულში ჯერ კიდევ
მიფეთქავდა შემაშფოთებელი გრძნობა, თითქოს ჩემი წარსული - ის, რაც დღეს ჩემს
წარსულად მიმაჩნია - აქამდე არ არსებობდა. აქამდე არსებობდა სხვა წარსული, რომელიც
გვირაბში მოულოდნელად შეიცვალა. უფრო სწორად იგი შეუმჩნევლად იცვლებოდა მთელი
ამ უკანასკნელი დღის, გრძელი, გამოუძინებელი და ცოტა არ იყოს კალაპოტიდან მართლა
საეჭვოდ ამოვარდნილი დღის განმავლობაში. გვირაბში ეს ცვლილება საბოლოოდ
დასრულდა და სიბნელეს რომ გავცდით, უკან უკვე სხვა წარსული მქონდა გამობმული. ადამიანი კი,
მოგეხსენებათ, ყოველ ცალკეულ მომენტში საკუთარი წარსულის ნაყოფია. ხოლო რაკი ეს
დებულება საკმარისად ობიექტურია, ჩემი ამ მეტამორფოზიდან - თუკი ეს მეტამორფოზა
მართლა სარწმუნოა - ბუნებრივად გამოდიოდა საშიში დასკვნა, რომელსაც შეეძლო ყველა სხვა
დასკვნა, რაც კი ადამიანს ისტორიის გრძელ გზაზე უგროვებია, ერთი დაკვრით აეფეთქებინა,
მეტიც - თავად არსებობაც კი, ანუ ის, რასაც ტრადიციულად არსებობას ვეძახით, ეჭვის ქვეშ
დაეყენებინა.
არადა, კაცმა რომ თქვას, ისეთიც რა მოხდა, ქვეყანა შევძრა? თითქოს არაფერი. ერთი
თვალშეუდგამი წამის განმავლობაში, რომლის გაზომვა არ ხერხდება და ამიტომ „წამიც“ წმინდა
პირობითი გამოთქმაა, უეცრად დავინახე - არაზუსტი სიტყვაა, მაგრამ უკეთესი არ არსებობს - რომ
მანქანაც, გზაც, გვირაბიც, მე და სალომეც და საერთოდ ყველაფერი, რაც ჩანდა და არ ჩანდა, ორად
გაიყო. ამის ზუსტად აღწერა შეუძლებელია. ამიტომ ასე ვიტყვი: რაც ერთი იყო, იქცა ორად და
ორივე ისეთი იყო, რომ თითოეული ერთადერთი იყო. გასაგებია, რომ გაუგებარია, მაგრამ
უფრო ნათლად არ გამოითქმის. შორეულ და ბუნდოვან შედარებად შეიძლება გამოდგეს
გეომეტრიული ხაზი, რომელიც სიგრძივ გაიხლიჩა და ორ ისეთ აბსოლუტურ და მარადიულ
ურთიერთპარალელურ ხაზად იქცა, როგორსაც ვერც ბუნება დაუშვებს და ვერც აზროვნება. აი
ასეთ პარალელურ ყოფად გაიყო ერთი ყოფა. ხოლო საკვირველი აქ არის არა ფაქტი, არამედ
ის, რომ ეს ფაქტი ჩემს შეგრძნებათა ბადეში მოყვა. ვიცი, ბევრი არ დამიჯერებს, მაგრამ მე ჩემსას
მაინც ვიტყვი, ვინაიდან სრულ სიმართლეს ვამბობ. მოკლედ ერთი გაელვების განმავლობაში,
რომლის ობიექტური ხანგრძლივობა უცნობია, მე ვიმყოფებოდი ორ სხვადასხვა ხაზში, რომელთა
შორის არანაირი კონტრაქტი არ არსებობდა, გარდა იმისა, რომ მე ერთსა და იმავე დროს ორთავ
ხაზსაც ვგრძნობდი და თითოეულის ერთადერთობასაც.
იქნებ ოდესღაც, „ნამდვილ“ წარსულში ღუტუ ვიყავი, ხოლო ეს გარდასახვა გაცილებით ადრე
დაიწყო, ვიდრე მგონია? იქნებ ვიღაცამ რომელიღაც ღილაკს ჯერ კიდევ გუშინ, გამთენიის ხანს
დააჭირა თითი, რათა ჩემი სანაკლიური წარსული ეწერული წარსულით შეცვლილიყო, მაგრამ
გაუთვალისწინებელი შეფერხების გამო სრული ჩანაცვლება ვერ მოხერხდა და ეწერი და
სანაკლიო ერთმანეთში აირია? იქნებ მე რომ მგონია სანაკლიოში დავიბადე, ეს ამ გაუგებრობის
ბრალია და სინამდვილეში ეწერში დავიბადე, ეწერში გავიზარდე, ეწერის მკვიდრი ვარ და
სასაფლაოს ბოლოში ეკლესია გაქრა? იქნებ იმ, აწ უკვე დაკარგულ წარსულში სულაც არ
ვყოფილვარ ბიძაჩემის დისწული, იქნებ დედაჩემი კამკამიძის ქალი არ არის და მამაჩემს
არასოდეს ჰქონია ცრუ იდეოლოგიური გატაცებანი? იქნებ სანაკლიო საერთოდ არ არსებობს
და თუ არსებობს, მხოლოდ მხატვრულ განზომილებაში არსებობს? იქნებ „ბიძაჩემი იონა“
მართლა იმის დაწერილია, ვისი ხელმოწერაც უზის, მე კი პერსონაჟი ვარ და ჩემი უგუნური
მცდელობა, რეალურ სამყაროში განვხორციელდე, შემწყნარებლური თანაგრძნობის თბილსა და
ამაზრზენ ღიმილს იწვევს? იქნებ ეს გვირაბი საიდუმლო ლაბორატორიაა, რომელსაც რომელიმე
თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, ყოველ შემთხვევაში, არავითარი ნიშანი არ ჩანდა
იმისა, რომ ფსიქოლოგიური (ან რეალური) ზამბარა ასეთი სისწრაფით, ასეთი ძალითა და
ასეთი ეფექტით გაიშლებოდა: გვირაბი - ადრეც ვთქვი - ისეთი დამხვდა, როგორიც მახსოვდა.
ერთი განსხვავება ის იყო, რომ მიწისძვრის გამო გზა დაბზარულიყო, და, გარდა ამისა, ჩვენ რომ
შევედით, შუქი ჩაქრა.
- აჰა, - დავუდასტურე მე, - მაგრამ არაფერია. რაკი გზა გაიხსნა, გვირაბს ჩვენ თვითონ
გავანათებთ, - აქ წამით დავეჭვდი, მერე დავუმატე, - დინამოს მეშვეობით.
- რომელ წერილზე?
ჩემი მანქანის შუქი გვირაბის ძირს უხვად და კონტრასტულად ეფინა, კედლებს რბილად და
დაბინდულად, ხოლო ჭერს საერთოდ ვერ წვდებოდა და იქ სიბნელე შავ მაჯლაჯუნასავით იწვა.
- რა შედარებაა! - მივუგე მე, - სად ის და სად მე! ის სიზარმაცის ეტალონია, წმინდა იდეა,
სრულყოფილი დაო. მე კი საცოდავი ეპიგონი ვარ, ჩრდილი, ემანაცია .
პირველი საეჭვო ნიშანი ის იყო, რომ დროის შეგრძნება დავკარგე. ცხადია, არა ისე
კატასტროფულად, როგორც იმ თვითმკვლელმა ინტელექტუალმა - მან ზღვრის შეგრძნებაც
დაკარგა და საკუთარ თავს გასცდა, რაც მე არ მიქნია - მაგრამ ხანი რომ გამოხდა, გულზე
თანდათან რაღაც უცხო, არაამქვეყნიური კაეშანი შემომაწვა, ძარღვებში ცივმა შეშფოთებამ
მალე ისიც შევნიშნე, რომ მარტო ვიყავით. არც წინ და არც უკან, სადამდეც კი თვალი და ყური
წვდებოდა, ჩვენი მანქანის მეტი მანქანა არ ჭაჭანებდა. ეს კიდევ უკვე მეორე საეჭვო ნიშანი იყო და
მე აქ უეცრად გამახსენდა ვიღაცის ნათქვამი - ამ გვირაბს მარტო შესასვლელი აქვს,
გასასვლელი კი არაო. შიშს ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩამოხუთულ ჰაერში რაღაც ავი წინათგრძნობა
კი დაიბადა. დაიბადა და თუმც რეალური ხიფათის რაიმე კონკრეტულ სახეობად ჯერ არ
ჩამოყალიბებულიყო, მტკიცედ ჩამიდგა კვალში. მიწისქვეშეთზე, სიბნელეზე, სივიწროვეზე,
სინესტეზე და აგრეთვე წინამავალ გაუგებარ თავგადასავალზე გადამჯდარი, იგი ჩუმი ქადილით
მომდევდა და თანდათან კეცავდა მანძილს.
კიდევ კარგახანს რომ ვიარეთ, ვეღარ მოვითმინე და სალომეს ვკითხე: - რომელი საათია?
საათი მეც მქონდა, მაგრამ მაინტერესებდა, ისიც გრძნობდა თუ არა განგაშის ხმას.
რაც უფრო ღრმად შევდიოდით გვირაბში, მიწისძვრის მიერ წარმოქმნილი ბზარები თანდათან
იზრდებოდა. ბოლოს, როდესაც ჩემი ვარაუდით იმდენი ხანი გავიდა, სამი ამისთანა გვირაბი
მაინც უნდა გვქონოდა გავლილი, ბზარები ვიწრო ნაპრალებად იქცნენ.
- ჭახანი იყო, მივუგე მე, - თუ უცხოპლანეტელები არ არიან, მაშინ საიდანღაც ქვა ჩამოვარდა.
- აი კიდევ!
ხმები მეჩხერი იყო და ხან აქ გაისმოდა, ხან იქ, თითქოს გვირაბის კედლებში ჩაცემენტებული
სნაიპერები კენჭებს გვიშენდნენ. თუმცა ამ უჩინარი ქვასროლიების „სნაიპერებად“ მოხსენიება
შესაძლოა გადაჭარბებული პატივია, ვინაიდან არც ერთი კენჭი მანქანას არ მოხვედრია.
შორეული სიღრმიდან სიბნელე მოგვჩერებოდა და, ჩემი მანქანის გრძელი შუქი რომ გვირაბის
ძირს მკვეთრად და კონტრასტულად ანათებდა, კედლებს რბილად და დაბინდულად, ხოლო
ჭერს საერთოდ ვერ წვდებოდა, ამით კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობოდა სიბნელის
რეალურობა და საშიში სიმკვრივე.
თუმცა, შიშის ჭეშმარიტი წყარო იყო არა სიბნელე, არამედ დროის შეცვლილი ტემპი, რომელიც
სიბნელეს, უბრალოდ, იარაღად იყენებდა. არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვიარეთ, ის კი მახსოვს, რომ
რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მეტი ძალდატანება მიხდებოდა თავზე, რათა მოცურებული
გონება დამეოკებინა და სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
როდესაც გზის ორსავ მხარეს, მარცხნივაც და მარჯვნივაც, ორი ფართო ზოლი, თითო ასე მეტრი-
მეტრნახევარი სიგანისა, გამოიყო, მე კარგახანს ვერ მივხვდი, ან რას ნიშნავდა ეს, ან რას
მოასწავებდა. სიტყვა „გამოყოფაც“ მოგვიანებით გაჩნდა, ვინაიდან ის, რაც მოხდა, თავიდან
გამოყოფას არ ჰგავდა, და თუ ჰგავდა, მხოლოდ ფერით გამოყოფას ჰგავდა: ძირითად გზასთან
შედარებით ეს ზოლები უფრო ბაცი იყო. ერთი პირობა ვიფიქრე, იქნებ ნაპრალებია-მეთქი, მაგრამ
რამდენ ხანს მივდიოდით ასე, არ გამიგია. ახლა არც ის მახსოვს, მეშინოდა თუ არა. ერთი ფიქრი,
რომელიც გამუდმებით და მოუშორებლივ გონების ყველაზე ხილულ ადგილას წრიალებდა და,
რომელიღაც მთავარ ნერვს ჩაფრენილი, მთელი ამ ხნის განმავლობაში წამით არ მომშორებია,
ის იყო, რომ მე მოვალე ვიყავი სალომეზეც მეზრუნა და ამიტომ ნება არ მქონდა საკუთარი
თავისთვის ემოციების გამოხატვის თავისუფლება მიმეცა. ეს მცნება მტკიცედ კი მქონდა
შეთვისებული, მაგრამ მისი - ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მცნების - შესრულება მხოლოდ
გარკვეულ ზღვრამდე თუ იქნებოდა შესაძლებელი, ვინაიდან კაცი მხოლოდ გარკვეულ
ზღვრამდეა საკუთარი თავის პატრონი; ასე რომ, ეს ზღვარი ადრე თუ გვიან დაუძლეველ
დაბრკოლებად გადამეღობებოდა.
ამასობაში, თითქოს პიკი გადაიარესო, კლდეებმა დაწევა დაიწყეს და აწეწილ გონებაში კვლავ
გაჩნდა იმედის სხივი. მართლაც კლდეები დაიწივნენ, დაიწივნენ და ბოლოს - არ ვიცი რამდენ
ხანში - ჯერ ჯებირებად იქცნენ - სწორ, კუთხოვან, ზედაპირმოცემენტებულ ჯებირებად - ხოლო მერე,
კიდევ უფრო რომ დაეშვნენ და დადაბლდნენ, ტროტუარებად.
იმედის სხივმა სიმშვიდე დამიბრუნა და შვება ვიგრძენი. შვება იმდენად მკაფიო იყო, გონების
თვალს ფარანივით ვაყოლებდი. ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც ტროტუარი კიდევ
უფრო დაიწია და ბოლოს გზისპირს გაუთანაბრდა - ისე რომ ადრინდელივით მხოლოდ
ფერითღა გამოირჩეოდა - შვება სიხარულად მექცა.
სამწუხაროდ სიხარული ხანმოკლე გამოდგა: ვერც კი მოასწრო მთელ სხეულში შეეღწია, რომ
ახლა ზოლები ქვემოთ წავიდა, გზას ჩასცდა და ის, რაც ცოტა ხნის წინ ტროტუარი იყო ამ სიტყვის
საკმაოდ საღი და გამართული მნიშვნელობით, ისეთ რამედ გადაიქცა, რის მიმართაც სიტყვა
„ტროტუარი“ მხოლოდ მინუსი ნიშნით შემეძლო მეხმარა და ისიც მცირე ხნით, ვინაიდან ეს
„ტროტუარი“ სწრაფად მიიწევდა ქვემოთ და უკვე ვერანაირი ტერმინი მის გამოსახატავად ვეღარ
გამოდგებოდა. თუმცა ცნებათგანსაზღვრასა და სიმბოლოებს ვინღა დაეძებდა! საგონებელში
მანქანა ძალზე ნელა მიმყავდა. ძალზე ნელა, ძალზე ფრთხილად და ძალზე დაკვირვებით.
საბედისწერო ზოლები კი სულ უფრო ქვემოთ და ქვემოთ მიიწევდა.
ზოლები აღარ ჩანდა. ზოლები უკვე მდინარეს დაეფარა, რომელიც, რამდენადაც მანქანების
ფარებიდან მოწყვეტილი და უფსკრულში გადაჩეხილი შუქი დანახვის საშუალებას იძლეოდა,
განიერი და ღრმა იყო. მშვიდად, აუჩქარებლად მიაგორებდა ზვირთებს და დუდუნით
მიედინებოდა. ხოლო გზა, რომელსაც ჩვენ მივუყვებოდით, ხიდი აღმოჩნდა, დიდ მდინარეზე
გადებული ბონდის ხიდი, უმოაჯირო და ვიწრო, იმდენად ვიწრო, რომ ზედ მანქანა ძლივს
ეტეოდა.
მდინარე ძალზე შორს იყო ქვემოთ, მაგრამ როდესაც თვალი შევაჩვიე, მაინც დავინახე, რომ შიგ
ვარსკვლავები ირეკლებოდა. რასაკვირველია, ეს ცრუ ვარსკვლავები იყო - ჩვენ ხომ გვირაბში
ვიმყოფებოდით! როგორ (ან რატომ) ირეკლებოდა არარსებული ვარსკვლავები წყალში, ვერ
მივხვდი, მაგრამ გაკვირვებით არ გამკვირვებია და მალე პატარა, თეთრი ხომალდიც
დავინახე. ხომალდი დაბრეცილი და ფორმადაკარგული ჩანდა, ვინაიდან მდინარეში
ჩაწოლილი სქელი ნისლი სინათლეს ნაწილობრივ შთანთქავდა და ნაწილობრივ ირეკლავდა.
მცირე ხნის შემდეგ გაღმა ნაპირზე (გამოღმა ნაპირი არ არსებობდა) ვრცელ, დამრეც
ფერდობზე შეფენილი ქალაქიც დავინახე. ქალაქი იმოდენა იყო, ბოლო არ უჩანდა და ისევე,
როგორც მდინარე, საკუთარი წარმოსახვის მღვრიე ნისლში იწვა, საიდანაც - შორს, ზემოთ,
ჰორიზონტთან - ობლად ამოშვერილიყო მაღალი მთის შიშველი წვერი, რომელიც ძალიან
ჰგავდა ფანტასტიკური აქლემის კუზს, უაქლემოდ დარჩენილსა და ჰაერში გამოკიდებულს.
ქალაქი ხეხილის ბაღებში იყო ჩაფლული, მაგრამ ნისლში ხეებიცა და სახლებიც - ლურჯი
ხეები და მოწითალო სახლები - ისე ირწეოდნენ და ბარბაცებდნენ, თითქოს წელში არიან
გადამტვრეულნი და საცაა ჩაიკეცებიანო.
ხიდის გადავლა რაღა თქმა უნდა ვერაფერი შეღავათი იყო: როცა ორ უფსკრულს შუა მიდიხარ,
რა მნიშვნელობა აქვს უფსკრულების ძირში წყალია თუ მიწა!
იმავ წამს გვირაბში მღვრიე სინათლემ შემოიხედა და მაშინ იყო, რომ სალომეს საზეიმო
ნიშნისმოგებით ვუთხარი: - აკი, სხვები რომ წავიდნენ, იმ გზით არ მივდივართო! აგერ!
კიდევ რა?
ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი განგების ნებაა. ჭეშმარიტად. მაგრამ განგება ჩვენს
ყოველდღიურ წვრილმანებში - იმ წვრილმანებში, რომლებიც მის მიზანსა და ჩანაფიქრს არ
ემსახურება - არ ერევა, რათა თავისუფლების ილუზია შეგვინარჩუნოს და ამის წყალობით ის
იდუმალი საქმე, რისთვისაც შეგვქმნა, მეტი ენთუზიაზმით გვაკეთებინოს. ხოლო ადამიანის ერთი
ღირსება ისიცაა, ზუსტად განსაზღვროს, სად თავდება ამ უსაგნო თავისუფლების ასპარეზი და
როდის უდგება დრო, როცა ჩხირკედელაობას უნდა მოეშვას და მთლიანად განგებას მიენდოს. მე
თვითონ ამ ჭეშმარიტებას გვიან ჩავწვდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩავწვდი, დაბეჯითებით ვიცი:
არა ერთი და ორი მკითხველი (ვეჭვ, უპირატესად ისინი, ვისაც ყურადღებით არ წაუკითხავს
ან საერთოდ არ წაუკითხავს) ალბათ ბრალად დამდებს, თითქოს ისეთ რამეებს ვეძებდე, რაც
სინამდვილეში არ არის, და ამ ნიადაგზე შესაძლებელია მკვახე- მკვახე სიტყვებიც დამიშინოს.
რას ვიზამ - ავტორის ლანძღვა მკითხველის კონსტიტუციური უფლებაა. მაგრამ ბატონებო,
ბატონებო! განა საგანთა არსი იმით ამოიწურება, რასაც საგანთა ბუნება გვიმჟღავნებს?! განა
მოვლენებში, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ხდება, მხოლოდ ის არის, რაც „სინამდვილეში“ არის?!
განა სალამურის გულში, რომელიც „სინამდვილეში“ ცარიელია, ურიცხვი საკვირველი
მელოდია არ არის ჩაბუდებული?!
ზოგი იმასაც იტყვის, ყოველივე ეს სიზმარს ჰგავსო, და მეც უყოყმანოდ დავეთანხმები - დიახ, ჰგავს;
ოღონდ თუ ამ ზედაპირული დაკვირვებიდან ვინმე „ლოგიკურ“ დასკვნასაც გამოიტანს - სიზმარი
იყოო - ის კი მწარედ მოტყუვდება. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია
გითხრათ: თუ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება სიზმარი არ არის, მაშინ არც ეს იყო სიზმარი.
კიდევ რა?
და ბოლოს: საკუთრივ „განზომილება“ გვირაბს რომ გავცდებით, მაშინ დაიწყება. რაც აქამდე
იყო, შესავალი იყო. და თუმც ერთი შეხედვით სწორი ჩანს შენიშვნა, თითქოს შესავლის
კვალობაზე გრძელი და გაჭიანურებული შესავალი გამოგვივიდა, სინამდვილეში ამგვარი
შენიშვნაც უნიადაგოა. მართლაცდა, თუ ყველა პრობლემას ურთიერთკავშირში განვიხილავთ,
განა რაც ამის შემდეგ დაიწერება, ისიც შესავალი არ არის? განა რაზედაც ხელი, თვალი და
საერთოდ შეგრძნების ორგანოები მიგვიწვდება, ყველაფერი შესავალი არ არის? განა მთელი
ამქვეყნიური ჩვენი ცხოვრება შესავალი არ არის?
მაგრამ სჯობს აქ წერტილი დავსვათ და შევისვენოთ. წინ კიდევ დიდი გზა გვიდევს.
ს ა ნ ა კ ლ ი ო
ხოლო ცენტრალურ მოედანთან, ეკლესიასა და თეატრს შუა, ვერნისაჟას სახინკლის წინ, ამ ზოგად-
პესიმისტურ ფონზე მხცოვანი ავტოინსპექტორი ასე მოძღვრავდა ახალგაზრდა კოლეგას: - რაც
მისწავლია, ყველაფერს გასწავლი და მაღალ მორალურ სულისკვეთებასაც შთაგინერგავ.
ოღონდ ერთი კი დაიხსომე: ვინც ავტოინსპექტორად არ დაბადებულა, ის ავტოინსპექტორი ვერ
გახდება. სწავლა სინათლეა, მაგრამ საკმარისი არ არის. ჩვენს საქმეში მთავარი თანდაყოლილი
ალღოა. გაქვს თუ არა თანდაყოლილი ალღო, ამას გამოსაცდელი ვადა დაგვანახებს. მანამდე
ის დაისწავლე, რისი დასწავლაც შესაძლებელია. პირველ რიგში ავტოინსპექციის მიზანი და
დანიშნულება უნდა გაიგო. კრებებს რომ ყური უგდო, გეგონება ჩვენი მთავარი ამოცანა ის
არის, მძღოლები ვაიძულოთ, მოძრაობის წესები დაიცვან. თუ როდისმე კრებაზე გამოსვლა
დაგაძალონ, შენც ასე თქვი, იმიტომ რომ თქმით ასე უნდა ითქვას. სამაგიეროდ, მოქცევით ისე
უნდა მოიქცე, როგორც ადგილი და ვითარება გიკარნახებს. ხომ გაგიგონია, ცხოვრება
არსებობისთვის ბრძოლააო! ავტოინსპექტორის ცხოვრებაც არსებობისთვის ბრძოლაა.
განსაკუთრებით, ჩვენში. მედგრად უნდა ვიბრძოლოთ და ბრძოლით ვიშოვოთ დავლა და ალაფი,
თორემ ყველა მძღოლს თუ ფრთები გამოესხა და წითელ შუქზე აღარავინ გაიარა, არსებობისთვის
კი არა, არარსებობისთვის გვიბრძოლია და ისაა! მონადირეს ნადირი ჭირდება, შვილო,
მასწავლებელს მოწაფე, ექიმს ავადმყოფი, მოსამართლეს მომჩივანი და წესრიგის დამცველს
წესრიგის დამრღვევი. დაოჯახებული ხარ?
- აგაშენა ღმერთმა. ვინ შეგინახავს იმ სამ შვილს და ვინ გამოგიზრდის? წესიერი მძღოლი თუ უწესო
მძღოლი? უწესო, ხომ? ჰოდა, ჩვენც იმას უნდა მოვუფრთხილდეთ, ვინც ჩვენი მარჩენალია.
- ესაა, შვილო, ალღო. ინტუიციას რომ იტყვიან. ამის სწავლა არ შეიძლება. ეს დაბადებით უნდა
დაგყვეს. აბა, ახლა შენ სინჯე.
ვიდრე გონს მოვეგებოდი, მანქანიდან უკვე გადათრეული ვიყავი და სახე თბილად და საამურად
მქონდა ჩაფლული ვრცელ, ღრმა და ფუმფულა მკერდში, რის გამოც ბარიტონი, რომელიც მალევე
ვიცანი, ყრუდ ჩამესმოდა, ვითარცა შორეული ქუხილი.
აქ ბარიტონმა ერთბაშად მომწყვიტა მკერდს, მხრებში ჩავლებელი ხელებით ოდნავ უკან გამწია და
გამომცდელად მომაჩერდა.
- ისევ ისე ფუმფულა ხარ, მედეა, - შევეცადე პირდაპირი პასუხისთვის თავი ამერიდებინა.
- კი, ისევ ისე ფუმფულა ვარ, - სათნო ღიმილით დამემოწმა მედეა, მაგრამ პასუხისათვის თავის
- იონა კამკამიძე ფლიდია და სლიპინა. ადრეც ფლიდი და სლიპინა იყო, მაგრამ ახლა, როცა
სიბნელე გადაიყარა და ეროვნული ფარნის შუქზე ყველა დაფარული გაცხადდა, კიდევ უფრო
ფლიდი და სლიპინა გამოჩნდა. ზოგი იმასაც იძახის, იმპერიის აგენტიაო და, რა იცი, რომ სწორი
არ არის! დღეს ყველამ საბოლოოდ უნდა გააცხადოს თავისი არჩევანი და არადანი.
საბოლოოდ და გამოთქმით. ასე ითხოვს დრო. ზეგ . დარჩები ზეგამდე?
- კი.
მე მის მზერას გავაყოლე თვალი. სალომე თავისთვის იჯდა კუთხეში. ჩვენკენ არ იყურებოდა.
- არა.
- ზეგ დღის ორ საათზე პიონერთა სახლში მოდი. კონფერენცია გვაქვს. კუტუბიძის ირგვლივ
უნდა დავირაზმოთ და ფაღარათიანი წუწუნავა მუხის კუბოში ჩავაწვინოთ. მოხვალ?
- აუცილებლად.
- მამიდებისკენ.
- დიახ.
პაპასკირის რვა აღმოჩნდა ორ დიდ სახლს შორის მოქცეული, ერთ დროს თეთრად
შეფეთქილი, მაგრამ აწ უკვე ჭუჭყის ფერში გადასული ბელეტაჟის ტიპის პატარა სახლი,
რომელსაც, როგორც ბავშვის ნახატს, ზემოთ ორი კუთხოვანი ფანჯარა ჰქონდა, ქვემოთ - ცალფა
კუთხოვანი კარი და სულ ქვემოთ - ხუთი თუ ექვსსაფეხურიანი ქვის კიბე. სახლი ძველი იყო. ამ
სიძველეს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს კარისა და ფანჯრების ზომაზე მეტად ვიწრო და
წაგრძელებული ფორმა, რაც, რომ არა თვალშისაცემი კუთხოვანება, ალბათ, ეკლესიის შორეულ
ასოციაციასაც გამოიწვევდა. კარს, თითქოს საგანგებოდ გაუტყავებიათო, სქელი, თავის დროზე
უხვად წასმული ღია ყავისფერი საღებავი თითქმის მთლიანად გადასცლოდა.
- აი ჩემი ტელეფონები, - ვუთხარი სალომეს მას შემდეგ, რაც უბის წიგნაკიდან ფურცელი ამოვხიე
და ზედ ტელეფონის ორი ნომერი - მამაჩემისა და ბიძაჩემის - დავუწერე, - თქვენს ნომერსაც ჩავიწერ.
იმედი მაქვს, დანაპირებს შეასრულებთ.
- იმ კაცის ვინაობა ხომ უნდა გამიგოთ, მარქსიზმის კლასიკოსებზე რომ დაიწერა ჯვარი!
- დაგპირდით?
- ეგრე იყოს.
სალომე მანქანიდან გადავიდა (სწორედ მაშინ იყო, მამიდებმა რო ხელები ლოყებზე იტკიცეს
და ფანჯარას ჩქარ-ჩქარა მოშორდნენ). მეც გადავედი და ბარგი გადავუტანე - ერთი საშუალო
ზომის სამგზავრო ჩანთა და ერთიც ხელჩანთა (კანაფით ჯვარედინად შეკრული ყუთი,
რომელშიაც - თუ გახსოვთ - ფეხსაცმელი არა და ნამცხვარი კი მართლა იდო ერთ დროს, უკვე
აღარ არსებობდა).
- ჩამოხვედი, ჩემო ანგელოზო?! - შესძახა ერთმა მამიდამ, კიბე სწრაფად ჩამოირბინა და მოეხვია.
- შენ კი შემოგევლოს შენი მამიდა მაგდა, ჩემო მზეთუნახავო! - შესძახა მეორე მამიდამ, მანაც
სწრაფად ჩამოირბინა კიბე და ისიც მოეხვია.
მამიდებს ღრმა ცისფერი თვალები და თეთრი სახის კანი ჰქონდათ. ჩემკენ არ გამოუხედავთ.
ირგვლივ უვლიდნენ ძმისწულს, ეხვეოდნენ, ეფერებოდნენ, კოცნიდნენ. ლოყებზე, ყელში,
საფეთქლებზე, შუბლში, თმაში . საყელოს ზემოთ ადგილი არ დაუტოვიათ, რომ არ ეკოცნათ.
იმდენი კოცნეს, რომ მე ბოლოს და ბოლოს იძულებული შევიქენი ამ ტემპერამენტიანი და, ცოტა
არ იყოს, გადამდები რიტუალისათვის თვალი ამერიდებინა და მზერა სახლის სახურავისკენ
მიმემართა.
„არადა, როგორც გნატრობდა, ჩემო ვარსკვლავო და ჩემო ანგელოზო!“ - მხარი აუბა მეორემ),
მაგრამ შეხვედრა ძირითადად მაინც სიხარულის ნიშნით წარიმართა. ხოლო მე ვიდექი მანქანის
კარს ლენჩად მიყუდებული და აბსურდის სიმბოლოს განვასახიერებდი, ვინაიდან ვატყობდი,
წასვლა უხერხული იყო და დარჩენა უაზრობა. ბოლოს, როდესაც ალერსით გართულ ერთ-
ერთ მამიდას მხრებიდან შალი ჩამოუცურდა, მე, იმით გამოცოცხლებულმა, რომ ჩემს უქმ
არსებობას ამით მცირე მიზანი და გამართლება მაინც გაუჩნდა, შალი ავიღე და ფრთხილად
წამოვასხი. ამაზე მან მადლიერი ღიმილით შემომხედა, მაგრამ იმავ წამს, თითქოს ჩემს
დანახვაზე რაღაც მოაგონდაო, სალომეს მიუბრუნდა და შეშფოთებული ჰკითხა: - მანქანა რა
უყავი?
- გამიფუჭდა. იმის შეკეთებას დროც დიდი უნდოდა და ფულიც. მამიდა ნუცა სადაა?
- სულ აქ იყო. ახლა მეორემ ითავა პასუხის გაცემა, - მამიდა ნატო რომ ისა, მერეღა წავიდა სოფელში.
კაბა არ ჰქონდა წამოღებული - შავი. შენ რატომღა დაიგვიანე?
- გუშინ წამოვედი, მამიდა თეკლა. დილაადრიან წამოვედი, მაგრამ ჯერ იყო და მანქანა
გამიფუჭდა, მერე რიკოთის გვირაბი დაგვხვდა დაკეტილი და მთელი დღე და ღამე მოგვიხდა
ლოდინი. ეს ადამიანი რომ არ შემხვედროდა და მადლი არ მოესხა, კიდევ მეტი
დამაგვიანდებოდა.
- გმადლობთ, ჩემო ბატონო! - თბილი ღიმილით მითხრა მამიდა თეკლამ, მაგრამ როგორც
კი შემომხედა, ღიმილი წამსვე რაღაც რთული, მრავალწახნაგოვანი ცნობისმოყვარეობით
შეეცვალა და ყურადღებით დამაკვირდა.
- დიდი მადლობა! - მხარი აუბა მამიდა მაგდამაც და ახლა ის დამაკვირდა. ერთხანს რომ ასე
მიყურა - დაბნეული და ცოტა შეშფოთებული ინტერესით - მერე თავი გადაიქნია, თითქოს
უამური რაღაც ფიქრი მოიშორაო, და დასძინა, - კეთილი ხალხითაა ეს ქვეყანა რომ ჯერ კიდევ
ფეხზე დგას.
- სინდისმა შეაწუხა.
- სინდისმა თუ შეაწუხა, აბა მეტს რაღას თხოვ, დედა! - შენიშნა მამიდა თეკლამ.
- სინდისია, სიკეთეს რომ უკვალავს გზას, - განმარტა მამიდა მაგდამ. ხოლო მე გავიფიქრე:
„ერიჰაა!“
მამიდა თეკლამ პასუხად სალომეს შეხედა, ახლა მას დააკვირდა და მითხრა: - იქნებ ცოტა
დაისვენოთ. ჩაის მოგიდუღებთ . ნამგზავრი ხართ .
მამიდებმა კიდევ ერთხელ შეხედეს ერთმანეთს. მერე მამიდა მაგდამ თქვა: - ზეგ და მაზეგ.
ბიცოლაჩემს მე გამორჩევით ვუყვარვარ და უნდა ვთქვა, საფუძველიც აქვს: თავის დროზე, როდესაც
გასაგები (შესაძლოა მისატევებელიც) მიზეზის გამო ჩვენი სანათესაო მას ამრეზით შეხვდა და
ამ ხაზის გადაბიჯებას, რომელიც დედაჩემის სოციალურმა თავმოყვარეობამ გაავლო, დიდი
ხნის განმავლობაში ვაგლახად ვერავინ ბედავდა, მე ვიყავი ერთადერთი მეამბოხე და
გამონაკლისი. მეამბოხე, გამონაკლისი და ხიდი, როგორც დაპირისპირებულთა შესაძლო
ერთიანობის ნორჩი სიმბოლო. მე პატარაობიდანვე თავისნათქვამა ბავშვის რეპუტაცია
მქონდა, რასაც წარმატებით ვიყენებდი იმისთვის, რომ ირგვლივ მყოფთ იმაზე უფრო
თავისნათქვამა ვგონებოდი, ვიდრე ვიყავი. მართლაც, მიუხედავად უმკაცრესი მოთხოვნისა,
რაც, თუმც აშკარა მითითების სახით არასოდეს ჩამოყალიბებულა, დედაჩემის პერმანენტულ
წყევლას მუდამ მკაფიო რეფრენად გასდევდა, მე ყველასაგან დაწუნებულსა და გარიყულ
ბიცოლას, რომელიც - მრავალრიცხოვან პიროვნულ ღირსებებს რომ თავი დავანებოთ -
უსაყვარლესი ბიძის მეუღლე იყო, სულ მალე შევეთვისე. მანაც, ჩემი ალალი დამოკიდებულება
- ასე უნდა მოგვანატრო თავი?! - ახლაც გაბადრული გამომეგება და ორივე ლოყაზე მაკოცა.
- რას იზამ! ძნელია მოუცლელი კაცის ცხოვრება . შემოდი. - ამ სიტყვებით სახლისკენ გამიძღვა
- დაჯექი, ყავას მოგიდუღებ. მონატრებული გექნება ჩემი ყავა.
- ჩუ, ბიჭო! - გამიწყრა ბიცოლაჩემი, სწორედ მაგ ჭკუაზეა მამაშენი, შენ და ბიძაშენს აგყვეთ!
ბიცოლაჩემი ყოველმხრივ სანიმუშო ქალია, მაგრამ იმდენი, ცხადია, მანაც არ იცის, რომ ბიძაჩემი
განუმეორებელია.
- რა ვიცი . თუ სხვაგანაც ყოველ ღამე ამისთანა ტყვიის წვიმაა, აღარ ყოფილა ამ ქვეყნის
საშველი! ბავშვები სოფელში გადავმალე. სახლში არ ყოფილხარ ჯერ?
- არა.
- რა დაემართა?
- არაფერი.
- მაშინ შევატან. - მერე, ყავა და პატარა თეფშით სულგუნი რომ გამოიტანა, ვკითხე, -
კაციასი რა ისმის?
- არა, არა. დროზე მირჩევნია წავიდე. იქნებ ცოტა გამოძინებაც მოვასწრო, ვიდრე ბიძაჩემი
გამოჩნდება.
- ნაგველეშაპევზე.
რაც თავი მახსოვს, ბიძაჩემი სულ წერას ჰყავს ატანილი. ამიტომ ეს მოულოდნელი
განცხადება, ცოტა არ იყოს, უადგილო მეჩვენა.
- ახალია რამე?
- ქალაქი რას მიქვია, ბიცოლა ია! მე აქ არა ვარ! ბიცოლაჩემმა ცერად შემომხედა.
თუ დრო, ბოდიში თქვენთან და, ერთგვაროვანი მასაა, რომელიც თანაბარი სიდიდის დღეებად
იყოფა, მაშინ მე თბილისელი უფრო ვარ, ვიდრე სანაკლიელი, რადგანაც ჩემი წილი
ოცდაჩვიდმეტი წლიდან სანაკლიოში მხოლოდ ჩვიდმეტი მაქვს გატარებული, თბილისში კი
სრული ოცი. მაგრამ არის კია დრო ერთგვაროვანი (თავი რომ დავანებოთ უხეშსა და
პლებეურად მკვრივ სიტყვას „მასა“) და იყოფა კია თანაბარი სიდიდის დღეებად? ამ კითხვაზე
დამაკმაყოფილებელი პასუხი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ფსიქიკა - ფსიქიკა კი
ანგარიშგასაწევი ფაქტორი გახლავთ - არ ენდობა ასეთ მარტივ შეფარდებებს, ვინაიდან ამ
შეფარდებათა გამაბათილებელი მრავალი სოლიდური არგუმენტი მოეპოვება.
ამ ძვირფას სახლში მე ჩემი საკუთარი ოთახი მქონდა, კუთხის პატარა, წყნარი ოთახი მეორე
სართულზე, რომლის ფანჯარა ეზოს უკანა მხარეს გადის, სადაც, სიღრმეში, ჩემი საყვარელი ბლის
ხე დგას. ჩემს ბავშვობას სხვა ოთახებზე უკეთ ეს ოთახი იცნობს, ვინაიდან სწორედ ამ ოთახში
გაიარა მისმა ყველაზე დიდმა, ყველაზე მწვავე, ყველაზე გრძნობიერმა ნაწილმა. აქაა დარჩენილი
კვალი უაღრესი და უდარესი ჩემი სიმწარისა და სიტკბოსი. აქაა დარჩენილი ჩემი განმარტოების
ყველა მგზნებარე მონოლოგი - საზეიმო-მაღალფარდოვანიცა და ტრაგიკულ-მაღალფარდოვანიც
- სიხარული და წუხილი ჩემი, ყიჟინა და ელდა ჩემი, სინათლე და სიბნელე ჩემი, ზეცად ასვლა
და ქვესკნელს ჩაშვება ჩემი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, ყველა მაჟორი და ყველა მინორი,
რისგანაც მე და ჩემი ბავშვობა შევდგებოდით. დღესაც, აქ რომ შევალ, მოგონებები მყისვე იღვიძებენ
და ენად გაკრეფილები ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევენ. და თუმც ყოველივე ეს ფრიად და
ფრიად ტკბილ-მწარეა და ამაღელვებელი, მაინც კი აქაური მოგონებები და მათი
გაუთავებელი ლაქლაქი სრულებით ვერ შეედრება იმ შთაბეჭდილებას, რომელიც სასტუმრო
ოთახის დიდი და გარინდებული სიგრილის გახსენებაზე ერთნაირად შემძრავს ხოლმე.
ახლაც, ზარს რომ ვრეკავდი, რომლის ღილაკი - თუ როდისმე დაგჭირდეთ - ჭიშკრის მარჯვნივ,
ბეტონის ღობის თავზეა მოთავსებული, თან იმას ვცდილობდი, აჩქროლებული გული დამეურვებინა.
- იკო, დედა!
რომ მაკოცა, მერე ერთხანს დაკვირვებით მათვალიერა, რათა დარწმუნებულიყო, რომ, რაც მისი
ხელი მომაკლდა, ჩემს ჯანმრთელობას სერიოზული რამ საფრთხე არ დამუქრებია, და ბოლოს
შვებით თქვა: - მადლობა ღმერთს, ჩამოხვედი!
- კარგად. რა იყო?
მაშინ კიდევ ერთხელ შემომხედა და ამჯერად სახეზე ისეთი გამომეტყველება დაედო, რომელიც
მე ჩემს გულში ვთარგმნე - ვფიქრობ, საკმაოდ ზუსტად - როგორც „არამკითხე“, თუმც კი თვითონ
სხვა სიტყვებით გამოხატა: - მოგახარა?
ვერ ვიტყვი, რომ ასეთი რამ მამაჩემისგან ძალიან გამიკვირდებოდა, მაგრამ დედაჩემის ხმაში
მოულოდნელად რაღაც უცხო სიმი შეირხა და ჯერ კიდევ შორეული, მაგრამ უკვე ხიფათის
მაუწყებელი ხმა გამოსცა. ამიტომ, მანქანა რომ ეზოში შეიყვანე და ჭიშკარი დავკეტე, ხელი
მოვხვიე და ვკითხე: - რა მოხდა, დედა?
დედაჩემაა ერთი ისე შემომხედა, ბავშვობაში რომ შემომხედავდა ხოლმე, როცა რამე
ღირსშესანიშნავ სისულელეს ვიტყოდი.
- საერთო ენა კი არ გამონახა, დედა, სხვადასხვა ჭკუაზე არიან და დასაკბენად მიუწევთ გული
ერთმანეთისკენ. ხანდახან იმისთანებს იტყვიან, მიკვირს სად ისწავლეს. მარიხი თუ სახლში არაა,
ჩუმადაა. რამე რომ მოუნდება, დაიკვნესებს. მე მისი კვნესის ხმაზე უნდა მიხვდე, რა უნდა. ასე
რომ, ნუ გაიკვირვებ, თუ ხმა არ გაგცეს. ნურც გაიკვირვებ და ნურც ყურადღებას მიაქცევ. რაც
მამაჩემს ოჯახში არაფერი ეკითხებოდა. ის, უბრალოდ, ოჯახის სახე იყო, ფორმალური, მაგრამ
აუცილებელი და შთამბეჭდავი სახე, რომელსაც დისტანციიდან უნდა უყურო, როგორც ზეთის
საღებავით დახატულ პეიზაჟს, თორემ ნატიფი ხელოვნების მაგივრად შეიძლება ხელთ უგემური
მასალა შეგრჩეს. რაკი დისტანციას აქაც დედაჩემი არეგულირებდა, შორით დანახული მამაჩემი
ნათესავების თვალში პატივისცემის, რიდისა და ზოგჯერ მოწიწების აღმძვრელი იყო და ისეთი
ადამიანების სიაში შედიოდა, რომლებსაც გულკეთილი მიამიტობით „დიდ კაცებს“ ეძახდნენ. ასეთ
სახეს ვაგლახად ვერ შეუთამამდებოდით და ვერ გაუშინაურდებოდით. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ
ამ მეტად საჭირო დისტანციის დაცვას მამაჩემი შეძლებისდაგვარად თავადაც უწყობდა ხელს.
უწყობდა, კერძოდ, იმით, რომ ნათესავებთან სიარულს მაქსიმალურად არიდებდა თავს და სახლში
უფრო ხშირად უცხოური პიჟამა ეცვა.
მამაჩემს რომ ოჯახში ფუნქცია არ ჰქონდა და ოდენ ფორმალურ სახეს წარმოადგენდა, ერთგვარ
ხარისხის ნიშანს, რომლის ერთადერთი მოვალეობა იყო მტერი და მოყვარე დედაჩემის მიერ
მიჩენილ ადგილას დაემაგრებინა, ამას დრომდე - ვიდრე ყოველდღიური წესი და რიგი
თავისი მონოტონურობისა და თვითიდენტურობის წყალობით მარადიულობის შთაბეჭდილებას
ქმნიდა - ვერავინ ამჩნევდა, რაც გასაკვირი არ არის, ვინაიდან მამაჩემი თავის როლს მორჩილად
და ძალზე ბუნებრივად ასრულებდა და, გარდა ამისა, ცხოვრების დიდ ნაწილს სამსახურში
ატარებდა, სადაც, როგორც ვვარაუდობდით, შედარებით რეალურად არსებობდა. მართალია,
მერე და მერე ეს ვარაუდიც ეჭვის ქვეშ დადგა, მაგრამ პირადად მე ამ ეჭვს არ ვიზიარებ:
ბოლოს და ბოლოს რეალურია არა ის, რაც რეალურია - ვინაიდან არავინ იცის, რა არის
რეალური - არამედ ის, რასაც ადამიანი აღიქვამს, როგორც რეალურს. ასეა თუ ისე, დიდი
ხნის განმავლობაში მამაჩემის საოჯახო ყოფის ფორმალურობა შეუმჩნეველი იყო, როგორც
ბუნებრივი საგანი საგანთა ბუნებაში. მაგრამ დრო მიდიოდა (ან მოდიოდა) და ერთ მშვენიერ
დღეს მამაჩემი, როგორც მორალურად გაცვეთილი რგოლი, სამსახურებრივი ჯაჭვიდან ამოღებულ
იქნა.
- ახლა წევს. შუადღისას შეიძლება ადგეს. მიდი, ნახე. მე მანამ საუზმეს მოგიმზადებ. ჭადი
გამოგიცხო?
- კარგს იზამ.
მე წამით დაბნეული გაკვირვებით შევხედე დედაჩემს. ერთის მხრივ, ძალზე საეჭვო იყო, რომ მას,
ერთმმართველობრივი იდეის თანმიმდევრულ განმახორციელებელს, მამაჩემი თვითონ
გაესახლებინა საწოლი ოთახიდან, ვინაიდან შეუძლებელია კაბინეტში მყოფი ქმარი ისეთი
კონტროლის ქვეშ გყავდეთ, როგორც საწოლ ოთახში მყოფი ქმარი. მეორე მხრივ, არანაკლებ
საეჭვო იყო, ასეთი საბედისწერო ნაბიჯი მამაჩემს საკუთარი ინიციატივით გადაედგა. სად უნდა
ეპოვა ამოდენა გამბედაობა? „და თუ იპოვა - მახსოვს, გავიფიქრე მე - მაშინ რაღაც გაუგებარი
მანქანებით დამოუკიდებლობის იმდაგვარი ხარისხისთვის მიუღწევია, რომელშიაც,
საფიქრებელია, გლობალური ნგრევის მომასწავებელი ნიშნები დევს“.
დედაჩემმა ეს ეჭვი იოლად წაიკითხა ჩემს სახეზე, მაგრამ პასუხის მოცემა საჭიროდ არ ჩათვალა.
მაშინ მე შევტრიალდი და მარცხნივ წავედი.
მამაჩემი რბილ ტახტზე იწვა და საბნის ქვეშ თავისი ცნობილი პიჟამა ეცვა, რომელიც, დღესაც
არ ვიცი, რამდენიმე ეგზემპლარად არსებობდა, თუ ერთი იყო, მაგრამ უცვეთელი.
ამბობენ, იმის მიხედვით, თუ რა წიგნები აქვს ადამიანს - მიუხედავად იმისა, კითხულობს თუ ისე აქვს,
ჩვენში რომ იციან, - შეუმცდარად შეიძლება ხასიათის გამოცნობაო.
მამაჩემს, თუმც კი მაინცდამაინც დიდი ბიბლიოთეკა არ ჰქონია თავის კაბინეტში, რაც ჰქონდა,
ის მართლა მკაცრად ჰქონდა შერჩეული და დახარისხებული. ბიბლიოთეკას აქ ორი კარადა
ეჭირა. ერთში ის წიგნები ეწყო, რომლებშიაც მარქსისტულ-ლენინური მოძღვრების არსი იყო
დაკრისტალებული. ბელადების ნაშრომები - საუცხოოდ გამოცემული, საუცხოოდ მოვლილი და
ბელადების ხარისხის მიხედვით ზემოდან ქვემოთ დალაგებული სქელ-სქელი ტომები. ამავე
კარადაში ეწყო ლიტერატურა, რომელიც ხსენებული მოძღვრების პოზიტიურსა და
- როგორა ხარ, მამა? - ვკითხე მე და ტახტის წინ შევდექი იმის ლოდინში, რომ თვითონ
- დაჯექი, - მითხრა მან. არც გადაკოცნა მოინდომა და არც ხელის ჩამორთმევა, რაც უეჭველი
ნიშანი იყო იმისა, რომ თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეტისმეტად გაზვიადებული
წარმოდგენა ჰქონდა.
მე ოთხი ნახევრად რბილი სკამიდან ერთი ავიღე, ახლო მივიტანე ტახტთან და დავჯექი. თან
გავიფიქრე: „თუ სრული სახელითაც მომმართა, მაშასადამე, რაღაც ეპოქალური ეჭვი ღრღნის“.
საქმე ის გახლავთ, რომ სრულ სახელს არავინ მეძახდა, გარდა მამაჩემისა; მამაჩემი ბავშვობაში
იმ შემთხვევაში მეძახდა, როცა ამას ჩემი დანაშაულის სიმძიმე მოითხოვდა, და მხოლოდ მას
შემდეგ, რაც ბავშვი აღარა ვარ, ორჯერ ისეთ შემთხვევაშიც დამიძახა, როცა განსაკუთრებით
მტკივნეული და მძიმე პრობლემა ჰქონდა გადასაწყვეტი და მორალური ან ინტელექტუალური
მეორე მხრივ, სულაც არ იყო გამორიცხული - ახლა ასეთი ვარაუდი სარწმუნოც კი ჩანს - რომ
ჩვენი საუბარი წინდახედულად იქნა განგების მიერ გადადებული იმ დრომდე, ვიდრე მე სულიერად,
ინტელექტუალურად, მსოფლმხედველობრივად საკმაოდ დავღვინდებოდი საიმისოდ, რომ
ცალმხრივად შემძლებოდა კონფლიქტის არიდება.
მაგრამ შევძლებდი კია? იყო კია დამდგარი საჭირო წამი? არადა, ეტყობოდა, მამაჩემს
უკანასკნელი ძალები მოეკრიბა .
- ბიძაშენი რომ თხას იყიდის, ის თხა ბიცოლაშენმა მოწველოს. იდეოლოგიის გარეშე რანაირად
უნდა იცხოვრო?! რამეს ხომ უნდა დაეყრდნო?!
- ბიძაჩემს ისეთი ბედი აქვს, - ყოველი შემთხვევისთვის ცოტა შორიდან დავიწყე მე, - მართლა
თუ იყიდა თხა, შეიძლება ვაცი გამოდგეს, ადამიანის ამოსაცნობი ნიშანი თავისუფლებაა.
იდეოლოგია კი თავისუფლების მტერია.
მამაჩემს პოზა არ შეუცვლია - ისევ და ისე გულაღმა იწვა თავქვეშ ხელებამოწყობილი და ჭერს
დაფიქრებით შესცქეროდა - ეს კია, რომ სიტყვა „თავისუფლების“ გაგონებაზე სახეზე რაღაც უცხო
კმაყოფილების მსუბუქმა ტალღამ გადაუარა (აბა მე მაშინ რა ვიცოდი, სწორედ ამ სიტყვას
თუ ელოდა, როგორც პაროლს, რათა საპასუხო პაროლი წარმოეთქვა!); მერე ნელა,
დამარცვლით და სულ ოდნავი ნიშნისმოგებით მკითხა: - რამდენი კაცი შეიძლება
ერთდროულად თავისუფალი იყოს? - ამ სიტყვებით ერთბაშად, მკვეთრი მოძრაობით წამოჯდა,
ასე წამომჯდარი შემოტრიალდა, ფეხები ტახტიდან გადმოაწყო, ისე რომ საბნის კუთხე პიჟამას
მუხლებსზემოთღა უფარავდა, თვალი თვალში გამიყარა და ამჯერად უფრო შემპარავად, ვიდრე
ნიშნისმოგებით, გაიმეორა, - რამდენი კაცი შეიძლება ერთდროულად თავისუფალი იყოს?
- ერთი, მხოლოდ ერთი. მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლება თავისუფალი იყოს. ისიც იმ
შემთხვევაში, მეორე ადამიანი თუ არ არსებობს. - აქ შეისვენა და ეფექტს დაელოდა. მე
დაბნეული შევცქეროდი. მაშინ მან მცირე ყოყმანის შემდეგ, ისე კი, რომ არ შეტყობია, ჩათვალა
თუ არა ჩემი დაბნეულობა საკმარის და დამაკმაყოფილებელ ეფექტად, განაგრძო, - შენ
პატარაობიდანვე შენი საკუთარი ჭკუა გქონდა და ისეთ საქმეზე, რაც არ გჯეროდა ან არ
მოგწონდა, ვერავინ დაგიყოლიებდა. შენი და-ძმები - გივის გარდა, გივის სხვა სიგლახე სჭირს -
ფეხის ხმას არიან აყოლილი. ოღონდაც არაფერზე აფიქრო და თუ გინდა ცეცხლში და
ქვესკნელში გამოგყვებიან. კი მართალია, შეხედულებები შენი მცდარია და იმათიც, მაგრამ შენი
- წარმოიდგინე, ვითომ ერთ დიდ, თვალუწვდენელ მინდორში ხარ. მარტო ხარ და შენს მეტი იმ
მინდორში კაცი არ ჭაჭანებს. ხომ სრული იქნება შენი თავისუფლება? კი. მთელი ის მინდორი შენი
საკუთრებაა. რამხელაც ისაა, შენც იმხელა ხარ. თუ ის დიდია, შენც დიდი ხარ, თუ ის ძალიან
დიდია, შენც ძალიან დიდი ხარ, თუ ის უსასრულოა, შენც უსასრულო ხარ. ყველაფერი შენია და
ყველაფერი შენს ნებაზეა. საითაც გინდა, იქით წახვალ, რასაც გინდა, იმას იზამ. ახლა ის
წარმოიდგინე, რომ ერთხანს რომ მარტო იყავი, მერე ვიღაც გამოჩნდა, ვთქვათ გივი, შენი ძმა
და ახლა ერთის მაგივრად ორნი ხართ. ესე იგი რა? ესე იგი მინდორი უკვე ორივეს გეკუთვნით.
თავისუფლებაც ორივესია და მაშდამე, ორადაა გაყოფილი.
- როცა მარტო დადიხარ მინდორში - რამდენიც გინდა იარე, შენს თავისუფლებას მისხალი
არ მოაკლდება და ბეწვი არ ჩამოვარდება. როცა ორნი დადიხართ, რაც უნდა დიდი იყოს
მინდორი, არ შეიძლება ადრე თუ გვიან ერთმანეთს არ გადაეყაროთ. ერთმანეთს რომ
გადაეყრებით, ან ერთი უნდა მიდგეთ გვერდზე, ან მეორე. ეს არის თავისუფლების დაყოფა
და შეზღუდვა. თუ ორნი ხართ, თავისუფლება ორად იყოფა, თუ სამნი ხართ, სამად, თუ ოთხნი
ხართ, ოთხად და რამდენიცა ხართ იმდენად. ასე რომ თავისუფლება ის არ არის, შენ რომ
გგონია და ბევრს რომ ჰგონია. თუ სიმართლე გინდა, თავისუფლება სულ არ არსებობს. თქვენ
რომ თავისუფლებას ეძახით, ის ანარქიაა. ზოგიერთს რომ უანარქიოდ წარმოგიდგენიათ
თავისუფლება, ის ილუზიაა. სადაც თავისუფლების მოსურნე ერთზე მეტია, იქ თავისუფლება
სახიჩარია. თავისუფლება ძალადობის წყაროა. ჩვენი ცხოვრების საძირკველი არის არა
თავისუფლება, არამედ ძალადობა. სანამ სახელმწიფო წარმოიქმნებოდა, ქვეყანაზე განუკითხავი
ძალადობა იყო გამეფებული. როცა სახელმწიფო წარმოიქმნა, დალაგებული ძალადობა
გამეფდა. სახელმწიფო თავისუფლების ნანგრევებზე შენდება. ამიტომ ძალადობაა. ზოგან მეტი,
ზოგან ნაკლები, მაგრამ ყოველთვის ძალადობა. ძალადობა ცუდი არ არის. იმიტომ, რომ
აუცილებელია. რაც აუცილებელია, ის არ შეიძლება ცუდი იყოს. ძალადობის გარეშე
საზოგადოება დაიშლება, ძალადობა საზოგადოების წებოა. შენ გოდორი არასოდეს
რაც თავი მახსოვს, მამაჩემს ჩემი თანდასწრებით ამდენი არასოდეს ულაპარაკია; თანაც
არავითარი ნიშანი არ უჩანდა იმისა, რომ ადრე თუ გვიან (გვიან მაინც) მოათავებდა. ამიტომ
დედაჩემის ხმამ - რატომ უნდა ვითვალთმაქცო და ვიფარისევლო ტყუილუბრალოდ - შვება
მომგვარა. ეს არც იყო გასაკვირი - მაგრამ რაკი მამაჩემი (დედაჩემის ხმის გაგონებაზე მას აზრი
გაუწყდა, სიტყვა პირზე შეაშრა, აღმაფრენა ჩაუქრა და ნირი წაუხდა) ეჭვიანი ყურადღებით
დამაცქერდა, რათა შეეტყო, მისი მონოლოგის უეცარმა დამუხრუჭებამ ემანდ შვება ხომ არ
მომგვარა, თვალი შეძლებისდაგვარად მშვიდად გავუსწორე და შევეცადე თავი ისე დამეჭირა,
ვითომ დედაჩემის ძახილი არც კი გამეგონოს. მივაღწიე თუ არა მიზანს, არ ვიცი - ჩემი მცდელობის
მიმართ მამაჩემს რაიმე თვალნათლივი დამოკიდებულება არ გამოუხატავს. სამაგიეროდ, მეორედ
რომ გაისმა (ცოტა უფრო ხმამაღლა) დედაჩემის ძახილი, მშვიდად მითხრა: - დედაშენი გეძახის.
- ბატონო!
- ჩამოდი, დედა, ისაუზმე. მამაშენსაც უთხარი, იქნება მაგიც ჩამოვიდეს. მე მამაჩემს მივუბრუნდი.
- ჩავიდეთ?
სანამ ბუხრის პირას ვისხედით და საუზმეს შევექცეოდით, მე და მამაჩემი უფრო მეტად ჩუმად
ვიყავით და მე საშუალება მქონდა მამაჩემის წეღანდელი ნალაპარაკევი, რომელშიაც
მრავალი კითხვა და მრავალი ეჭვი იდო, შეძლებისდაგვარად გამეანალიზებინა.
მაგრამ, ამ კითხვაზე რომ პასუხი გამეცა, ჯერ ის უნდა გამერკვია, თუ რისი იმედით
მიზიარებდა გულის ნადებს ესოდენ დაუფარავად, რისი იმედით შევყავდი იმ იდუმალ
წალკოტში და სანუკვარ ნაკრძალში, სადაც ოჯახის წევრებს აქამდე ფეხი არასოდეს დაგვედგა.
რას გამოელოდა ჩემგან? ჩემ შეხედულებათა შერყევის იმედი ვერ ექნებოდა, ჩემი გულაჩუყების
იმედი ვერ ექნებოდა, ჩემი უჭკუობის იმედი ვერ ექნებოდა (ცრუ თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი,
რომ ამ მხრივ ხუთი შვილიდან მხოლოდ მე ერთს მაღიარებს). ჩემი მოსყიდვის იმედი ვერ
ექნებოდა. მაშ, რისი იმედი ჰქონდა?
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე (ჩემთა ფიქრთა დენაზე, ეჭვი არაა, ცხელმა ჭადმა და ჭყინტმა
ყველმაც კეთილმყოფელი გავლენა იქონია), ბოლოს და ბოლოს დავასკვენი, რომ მამაჩემს
გულის მოოხება სჭირდებოდა - რაც მიზეზთა და მიზეზთა, ჯერჯერობით უცნობთა, გამო მისთვის
ეტყობა ახლა სასიცოცხლო აუცილებლობა იყო - და ობიექტად მე ამირჩია, ვინაიდან (sic და
ყურადღება! აქ ერთი პატარა, მაგრამ იშვიათი ჯიშის ძაღლის თავია დამარხული) ჩემი ტაქტის
იმედი ჰქონდა. ნუ გაიკვირვებთ და ნურც ისეთ რამეს დამწამებთ, ცოდვა გაიმრავლოთ. თუ
ოდესმე რეკლამის გაკეთება დავაპირე, მერწმუნეთ, აქცენტს ტაქტზე არ ავიღებ. უბრალოდ აქ
ლაპარაკია ტაქტის ერთ სპეციფიკურ სახეობაზე, რომელიც მე და მამაჩემის დაულაგებელ
ურთიერთობაზე სარეველასავით ამოვიდა. ზემოთაც, მგონი, ვთქვი, უმოკლეს სანათესაო თოკზე
გამობმულები, ჩვენ გამუდმებით ერთმანეთის ირგვლივ ვტრიალებდით და, გვინდოდა თუ არ
გვინდოდა, ერთმანეთის თვალებში ვირეკლებოდით, ხოლო მეორე მხრივ, გულმოდგინედ
ვცდილობდით ერთიმეორის მზერას არ წავწყდომოდით, რათა ჩვენ-ჩვენი გულისა და გონების
როგორც ითქვა, საუზმეზე ცოტა ვილაპარაკეთ. მამაჩემს თითქმის არ ამოუღია ხმა. ორი თუ სამი
მოკლე ფრაზა წარმოთქვა, ეს იყო და ეს. ამიტომ ძირითადი დატვირთვა დედაჩემს დააწვა,
რომელსაც მე ჩვენების ამბავი ვკითხე. დედაჩემის ნაამბობიდან ზოგი რამ საყურადღებო
აღმოჩნდა. მაგალითად ის, რომ მარიხს თურმე სამსახური მიეტოვებინა (აქ უნდა აღვნიშნო,
რომ იმ ორი-სამი ფრაზიდან, რაც მთელი საუზმის განმავლობაში წარმოთქვა, მამაჩემმა ერთი
სწორედ ამ თემას მიუძღვნა. კერძოდ, როდესაც საუბარი მარიხის ხსენებულ ნაბიჯს შეეხო -
მოულოდნელსა და გაუგებარს - შენიშნა: „პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა“, რაზედაც
დედაჩემმა ელვისებური და მწყრალი მზერა სტყორცნა). სხვა დედაჩემის ნაამბობში ახალი და
განსაკუთრებით საინტერესო არაფერი ყოფილა.
მარიხის მომდევნო ჩემი ორი უფროსი და-ძმა, ციალა და ლადო, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
ციალა ამ თხუთმეტიოდე წლის წინ თავის ერთ კოლეგას, ვიღაც რუს- ქართველა ქიმიკოსს,
რომელსაც - თუმც კი გვარად ვაშალომიძე იყო - სახელად ვიტალი ერქვა და ქართველები
ველურ და უკულტურო ხალხად მიაჩნდა, ცოლად გაჰვა და ლენინგრადში (იყო მაშინ ასეთი
სახელწოდების ქალაქი) დასახლდა, რის გამოც მარიხი მას დაშაქრული გესლით ჩრდილოეთის
ციალას ეძახდა; ხოლო ლადო, ოჯახში ყველაზე წყნარი და მშვიდობისმოყვარე კაცი,
სანაკლიოში კი ცხოვრობდა, მაგრამ ცალკე იდგა ნაკლისწყალგაღმა, სიმამრის დანატოვარ
სახლში, რომელსაც ირგვლივ ნახევარი ჰექტარი მაღალნაყოფიერი მიწა ერტყა.
ის იყო ვამთავრებდით კიდეც საუზმეს, რომ მარიხი შემოგვესწრო, თან მდედრობითი სქესის
ორი სულიერი არსება მოიყოლია, რომელთაგან ერთს ელზა ერქვა, ხოლო მეორეს ციცარი.
მარიხი, ბოლოს რომ ვნახე, იმაზე მეტად გამხდარი ჩანდა, მაგრამ რაკი ასეთი რამ
შეუძლებელი იყო, გაკვირვებითა და ცოტა შეშფოთებით გავიფიქრე, ეტყობა სიგამხდრის
პრაქტიკული ზღუდე გადალახა და თეორიულ ნაკრძალში შეიჭრა-მეთქი. საზოგადოდ, მარიხი
თავიდანვე ძალიან გამხდარი იყო და ამ მხრივ ოჯახში ყველასგან მკვეთრად გამოირჩეოდა.
მარიხმა გადამკოცნა და მერე ელზა და ციცარი წარმომიდგინა, როგორც - სწორედ ასე თქვა -
მამულისათვის თავდადებული ქალბატონები.
- სიღრმე, კარლო წუწუნავამ რომ იხილა, ისე უნდა! - შენიშნა ციცარმა და ქაღალდის
ხელსახოცით პირი მოიწმინდა, რის შედეგადაც საჭმლის ნარჩენების ნაწილი კი მართლა მოიშორა,
მაგრამ მათ ადგილას ხელსახოცის სველი, დაგორგლილი ნარჩენები დატოვა.
- ხოკ, - დაემოწმა დობილს ელზა, - რაც მაგას იმპერიის უწმინდურობები უხილავს, ბარე ორს არ
მოელანდება!
- კარლომ რომ იხილა, ისეთი სიღრმე, ცხადია, ბევრს არ უხილავს, მაგრამ ჩემი ძმა, როგორც
მოსალოდნელი იყო, ციტატით გაგვიმასპინძლდა. თუმცა არა მგონია, გილგამეში ან
უთნაფიშთი ჰყავდეს მხედველობაში.
- რაღა არ მეწყინოს! - უსასოო ღიმილით თქვა დედაჩემმა, - ბიძაზე ასე უნდა ილაპარაკო, დედა?!
ელზამ დაასლოკინა. დედაჩემმა წყალი მიაწოდა. ელზამ დალია, მარიხმა თქვა: - ზოგი კი არა,
ბევრი ამბობს. ამიტომაც გვიდევს წინ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. სული თუ არა გაქვს
მტკიცე და სპეტაკი, თვალისთვის ქრისტე და ანტიქრისტე ძნელი გასარჩევია. ამიტომ ცდებიან
მრავალნი. მალე გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართება სინათლესა და სიბნელეს შორის. ჩვენი
- ამის დახსომება, იკო, არც შენ გაწყენს, - ცოტა ნაძალადევი სიცილით მითხრა მარიხმა, მერე ამ
ნაძალადეობის გასაქარწყლებლად ქოჩორში ხელი ჩამავლო და მსუბუქად შემანჯღრია.
ნჯღრევა რომ მოათავა, ვუთხარი: - ორი ღამეა არ მიძინია. წუხელ და იმის წინ. ამიტომ, ცოტა
თვალი თუ არ მოვატყუე, შეიძლება თვლემა წამომეპაროს და მამულისთვის თავდადებული
ქალბატონების წინაშე სირცხვილი ვჭამო, - მერე თავად ქალბატონებს მივუბრუნდი, - ამ ერთხელ
თუ მაპატიებთ, სააპოკალიფსედ უსათუოდ გამოვსწორდები.
მეორე სართულზე რომ ავედი, ძილმა ისე წამართვა თავი, ერთი შეყოყმანება შევყოყმანდი,
იქნებ მეც გავწირო მამაჩემი, ჩემს ოთახში შევიპარო და, ვიდრე ბიძია იო საგანგაშო სირენას
ააყვირებს, ცოტა წავიძინო-მეთქი, მაგრამ, როგორც კი ეს გავიფიქრე, გონების თვალწინ მყისვე
გაწბილებული მამაჩემი დამიდგა, რომელიც ყველასგან (მათ შორის, ჩემგანაც) მოძულებული, თუმც
კი პრესტიჟულ პიჟამაში და მედიდურ ხალათში გამოწყობილი, ალბათ მოუსვენრად მიმოდიოდა
თავის კაბინეტში და საწყალობლად ებღაუჭებოდა ჩემი ხელახლა დამარტოხელების იმედს. და
მე მივხვდი, რომ დედაჩემის ნათქვამი - ხმას არავის გვცემსო - მთლად სწორი არ იყო. ყოველ
შემთხვევაში, სამეცნიერო-პოპულარული კეთილსინდისიერება მოითხოვდა, ვიდრე იტყოდა,
ხმას არავინ გვცემსო, ჯერ ეთქვა, ხმას არავინ ვცემთო.
მთლად სწორი არც ჩემი ხილვა აღმოჩნდა. მამაჩემი არ მიმოდიოდა. დაფიქრებული იდგა
ფანჯარასთან და ჩინურ ხალათსაც მედიდურობისა ბევრი აღარაფერი შერჩენოდა.
კარი რომ შევაღე, არ მოუხედავს, ისე მითხრა: - ატყობ, ქვეყანა რომ იქცევა?
- დააკვირდი ამ ორ ქალს, მარიხმა რომ მოიყვანა? რა არის აბა ეს, თუ ქვეყანა არ იქცევა?!
ან იქნებ გგონია მთელ სანაკლიოში მაგ ორია მარტო ამისთანა შავი?! როგორ გეკადრება!
მაგნაირებითაა სავსე ქალაქი. რამ გააჩინა, თუ ქვეყანა არ იქცევა? საიდან გაჩნდნენ?
- მე მოდის კაცი არასოდეს ვყოფილვარ, კი უნდა იცოდე შენ ეს. მე ყოველთვის პრინციპის კაცი
ვიყავი.
- მერე? რაში უნდა დასჭირვებოდა კომუნისტურ რეჟიმს ამისთანა ხალხი? რისთვის უნდა შეექმნა?
- არ იყო საამაყო?
ქვევრი იყო, უკანასკნელ ხანებში, როცა, როგორც ის მედეა და ეს ჩვენი მარიხი ნიშანდობლივი
ხმაშეწყობით იტყოდნენ, კომუნისტური სიბნელე გაიფანტა და ეროვნული მზის შუქზე ყველა
დაფარული გაცხადდა, კიდევ უფრო დაცარიელდა. ახალი ძალა ამ მზამზარეულ ქვევრს
საკუთარი იმპულსებით აავსებს.
მამაჩემმა კვლავ მშვიდად მომისმინა, მაგრამ პასუხს რომ მაძლევდა, ოდნავ შეფერხდა, თითქოს
მის სიმშვიდეს გზად რაღაც მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი დაბრკოლება შეხვდა.
- ხალხზე ასე ლაპარაკი არ შეიძლება, - თქვა წყნარად, მაგრამ ცოტა გაუცხოებული ხმით, -
ხალხი ბრძენია.
მამაჩემი, რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მეტისმეტად პატიოსანი იყო, და, რაკი მოვალეობის
გრძნობაც ძალზე განვითარებული ჰქონდა, გარემოებათა სპეციფიკა რომ ფარისევლობას
დაავალებდა, ამ დავალებასაც პატიოსნად ასრულებდა.
- ისტორია არ ადასტურებს ხალხის სიბრძნეს. ისტორია იმას ადასტურებს, რომ ხალხს არაფერი
ისე არ სწადია, როგორც საბელი და პალო. კომუნისტები, ერთი სიცრუე რომ გამოუჩნდებოდათ,
დასაფარავად ზედ მეორე სიცრუეს ადებდნენ, სიმართლეს პრინციპულად ერიდებოდნენ.
არადა, სტრატეგიული თვალსაზრისით, სიმართლე ყოველთვის უფრო მომგებიანი უნდა იყოს,
ხალხი ბრბოა.
- შენ მაგ ხალხში არ შედიხარ და მაგ ხალხის ნაწილი არა ხარ? - ჯერ კიდევ წყნარად მკითხა
მამაჩემმა, ოღონდ ახლა ეს სიწყნარე ხაზგასმული იყო და შიგ სევდა ერია.
ამის თქმა ადვილი არ იყო, მაგრამ უეცრად გულში გამკრა, ხომ შეიძლება ასეთი საუბრის
საშუალება მეტად აღარ მოგვეცეს-მეთქი. გაბედულება ამ ეჭვმა შემმატა, განხორციელებისთვის
საჭირო ასპარეზი და ნიადაგი კი ზემოთ ნახსენებმა შინაურუცხო დამოკიდებულებამ გამიმზადა.
და მე, ესოდენ ხელსაყრელი წინაპირობებით წაქეზებულმა, ბუნდოვან გულისთქმას, რომელიც
სადღაც გრძნობისა და გონების საზღვარზე თუხთუხებდა და არც კი ვიცოდი, რამდენად
შეესაბამებოდა სინამდვილეს, ვერბალური ფორმა მივეცი. ახლა, როცა მამაჩემის სამოქმედო
ბერკეტებსაც შინაურუცხოობის ურთიერთმაკონტროლებელი ძალები მართავდა, ეს მაინცდამაინც
დიდი რისკი არ იყო: როგორც კი ამ ძალების შინაური ნაწილი როყიოდ პირდაპირი პასუხის
წამოსროლას დააპირებდა, უცხო ნაწილი თავშეკავების ხელს წამსვე პირზე ააფარებდა.
ათიდან ცხრა შემთხვევაში უსათუოდ ასე იქნებოდა, ხოლო ათიდან ერთი შემთხვევა მე
ყოველთვის განგებისთვის მაქვს მინდობილი და თქვენც გირჩევთ ასე მოიქცეთ, თუ არ გინდათ
ცხოვრება სულ მთლად დუბელად გექცეთ.
- ეს ეტყობა ჩვენი შებრკოლების პუნქტია, სადაც საერთო ენას ვერ გამოვძებნით, - ვუთხარი
მე პასუხად, - იქნებ ჩანაფიქრის მიხედვით, გლობალურად და ისტორიულად, ხალხი მართლა
ბრძენია, ამდენი მე არ ვიცი, მაგრამ იმ კონკრეტულ ეპოქაში, რომელშიაც ვცხოვრობთ, ის
კონკრეტული ხალხი, რომელზედაც ლაპარაკი გვაქვს, იდეოლოგიური ზიარჭურჭელია, ცარიელი
ქვევრი, ბრბო, ფარა.
- და შენ ამ ხალხის ნაწილი არა ხარ, ხომ? - ისევ მკითხა მან და ხმის კილოში სკეპტიციზმი იმ დოზით
შეურია, რაც საკმარისია (მაგრამ მხოლოდ საკმარისი და მეტი არა) საამისოდ, რომ შეკითხვაში
შემკითხველის პასუხიც ივარაუდო. მერე, ჩემდა სასიხარულოდ (მე აღარ მინდოდა ამ პრობლემაში
ჩაღრმავება და მამაჩემის ხელახალი დაინტერესება ცუდად მენიშნა), შეუსვენებლად დასძინა, -
მარიხი? მარიხზე რას იტყვი?
- მარიხს რაღაცა ხომ არ აწუხებს, მამა? - ცოტა უნამუსოდ, მაგრამ ვფიქრობ საკმაოდ მარჯვედ
გადავიყვანე მე საუბარი სხვა ხნულში, - კიდევ უფრო გამხდარა.
- აპაჰ! - როგორც გამართული მატარებელი კარგი მეისრის ხელში, ისე თვინიერად გადავიდა
მამაჩემი ჩემს მიერ გამზადებულ ახალ რელსზე, - დიდი ხანი რომ არ გინახავს, იმის ბრალია,
თორემ როგორც იყო, ისევ ისეთია. მაგ კი არა, ბოლო ხანებში ცოტა მგონი მოიკეთა კიდეც.
- როცა ამნაირი შავ-შავი ქალები მოჰყავს, მაშინ მართლა უფრო გამხდარი ჩანს, ვიდრე
სინამდვილეშია, - თქვა მამაჩემმა და ისე, რომ არც კი უცდია ამ უცნაური დებულების ახსნა, განაგრძო,
- როცა საქმროსთან ერთად მოვა - ამ საღამოს მოვა ალბათ, მაგრამ ამ საღამოს შენ სახლში
- ბეჭი?
- საჩემოს ვამბობ. ახლა ხომ ყველა სათავისოს ლაპარაკობს! ერთი საჩემო ღირსება
ნამდვილად აქვს: რომ მოვკვდები, მიტირებს.
ვაღიარებ, რომ ჩემი „ხომ არ გაგიცივდა?“ და „ექიმს არ ეჩვენე?“ ვერ იყო მთლად იმ ხარისხისა
და იმ გულწრფელობის თანაგრძნობა, როგორსაც, საფიქრებელია, მამაჩემი მოელოდა (ვინ იცის,
სამართლიანადაც), მაგრამ რას ვიფიქრებდი შეფასებას თუ ესოდენ შეუფარავი და გამჭვირვალე
ქარაგმით გამოხატავდა!
მე ვიგრძენი, რომ იგი ახლა ისეთ კუთხეში მიპირებდა მიმწყვდევას, სადაც სულელური არჩევანის
გაკეთება მომიხდებოდა მასა და დედაჩემს შორის (თქვენ ვისკენ ბრძანდებით, ქალბატონებო და
რაღა ბევრი გავაგრძელო, კაცმა არ იცის, სადამდე შევტოპავდით და, სადაც შევტოპავდით,
იქიდან როგორ გამოვაღწევდით, მოულოდნელ მხსნელად რომ - ძალიანაც ნუ გაიკვირვებთ
- ბიძაჩემი არ მოგვვლენოდა.
ტელეფონი კუთხეში, პატარა მაგიდაზე იდგა საფერფლის გვერდით და მამაჩემმა მას ამრეზით
გახედა.
ბიძაჩემს ისეთი კილო ჰქონდა, ბარე ორ გენერალს შეეხარბებოდა, ხოლო როცა ბრძანებაც
გამომიცხადა - მანქანითა და სრული სამგზავრო აღჭურვილობით დაუყოვნებლივ აქ გაჩნდიო,
მის გენერალურ კილოში ისეთი ინტონაციები გაკრთა, აშკარა იყო, რაღაც დიდი და საპატიო
დავალება მელოდა, რომელსაც წარმატების შემთხვევაში შესაძლოა ჩინის მომატებაც კი
მოჰყოლოდა. ეს ოპტიმისტური კვესება ბოლოში სიტყვიერადაც გაამაგრა: - აჰა, გეძლევა
შანსი - ვინ იცის, ერთადერთი - მცირეზე ამაღლდე და დიდს მოეჭიდო. სამშობლო უკვე იმ
ზღვარზე დგას, როცა შეუძლია ყველა ერთგული შვილი მსხვერპლად შეიწიროს. მაშ, ნუღა
დააგვიანებ.
ყურმილი რომ დავდე, მე და მამაჩემი ერთხანს ჩუმად ვიყავით და ჩვენი სიჩუმე დაძაბული იყო.
ბოლოს მამაჩემმა თქვა: - შენი გულის მესაიდუმლე ყოველთვის ბიძაშენი იყო. არ ვიცი, რა
ანდამატი აქვს ამისთანა. კი მინდოდა ერთი გულდაგულ მელაპარაკა შენთან, მაგრამ არა უშავს .
- წადი, - მიპასუხა მამაჩემმა, - სხვა დროს იყოს. ნაჩქარევად და ნაძალადევად მაინც არ ივარგებს
ჩვენი ლაპარაკი. იქნებ მერე გამოგიჩნდეს დრო. ხვალ, ზეგ . როცა იქნება. გინდა დღე, გინდ ღამე.
თუ იშოვი დროს, რაღაც-რაღაცა მინდა გითხრა, სანამ თბილისში დაბრუნდები. მერე რა ვიცი,
იქნებ ვეღარც მოგვიხერხდეს .
მამაჩემს უნდოდა ეთქვა, ახლა თუ ვერ მოვასწარით დალაპარაკება, შემდეგ ჩამოსვლაზე ეგებ
და მაინც: შეძლებდა მამაჩემი ამ ახალი ხმის უწყვეტ ფონზე სიცოცხლის ბოლომდე ერთგულ
და უკანასკნელ დარაჯად დადგომოდა ღრმად ჩაფლავებულ ძველ იდეას, რომელსაც მტერმაც
და მოყვარემაც შესაშური ტემპით და შესაშური ერთსულოვნებით შეაქცია ზურგი?
მაშინ მე ვკითხე: - მართლა, ბიძია იო - ჰერმესზე გამახსენდა - შენ ვისკენა ხარ? ბიძაჩემმა
დამანამუსებლად შემომხედა.
აქ ბიძაჩემს სახეზე ისეთი გამომეტყველება დაედო, ლენჩიც კი მიხვდებოდა, რომ კითხვის ასე დასმა
ჩემის მხრივ მორალური და ინტელექტუალური კაპიტულაციის ტოლფასი იყო. ამიტომ სწრაფად
დავძინე: - ეს ის ცნობილი მესამეა, ბიცოლა ია, შენ რომ მიხსენე?
- შენი უმეცრება ადვილი ასახსნელია, - მიპასუხა ბიძაჩემმა, - შენი ცნობისწადილი ღრმად ბუნებრივი;
ვიდრე საკუთარი თვალით არ ნახავ პროფესორ დიდებულიძეს, რომც გითხრა, მაინც არ დამიჯერებ,
რომ ჭეშმარიტება ის არის, რისკენაც პროფესორი დიდებულიძეა, და ეს ჭეშმარიტების ყველაზე ზუსტი
და ამომწურავი განმარტებაა.
- ბიძია იო .
- ხომ გითხარი!
- არ გითქვამს.
მე დავეჭვდი.
მაგრამ ბიძაჩემმა, ასე ვთქვათ, ჩემს კითხვას არც კი დახედა და გაუხსნელად დამიბრუნა უკან: -
რომელ უფსკრულში გადაიჩეხა?
- მე მეკითხები?
- ჰო. არ გკითხო?
- შენ რატომ უნდა მკითხო, როცა მე უნდა გკითხო! მე გამოგიგზავნე ის გაალმასებული დეპეშა,
რომელშიც შავით თეთრზე ურცხვად ეწერა, სანაკლიო უფსკრულში გადაიჩეხაო, თუ შენ
გამომიგზავნე?!
- რას ამბობ, ბიძია იო! ჩვენ კიდევ ვულკანი გვინდა, ყოველი ქართველი ისედაც მოთუხთუხე
ლავითაა გატენილი! ან რა ისეთი სიმდიდრე ვულკანია, რომ სანატრელი გაგვიხდა? რაში
გამოვიყენებთ?
- რაში აღარ გამოვიყენებთ! სხვა თუ არაფერი, მწვადებს მაინც შევწვავთ. მწვადებსაც რომ თავი
დავანებოთ - თეორიულად ვამბობ - მარტო ის რად ღირს, გათოშილი მონადირე რომ ღამე
ხელ-ფეხს ეროვნულ ვულკანს მიუფიცხებს! არადა, მთავარი არც ეს არის. საზოგადოდ, შენ
ვულკანის ფასი არ გესმის და, როგორც ვხედავ, არ გესმის ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ
პროფესორ დიდებულიძეს არ იცნობ და მეორე - ვულკანზე საჭირო გულმოდგინებით
არასოდეს გიფიქრია. არადა, საკმარისია სულ ერთი წამით - ოღონდ ღრმა და სრული
კონცენტრაციით - წარმოიდგინო, რომ რომელიმე მაღალი მთის კარგად ამოკრატერებული
წვერიდან გამუდმებით - დღისითაც და ღამითაც - ამოდის მოცისფრო კვამლი, რომელიც შენი
ქვეყნის ყველა წერტილიდან მოჩანს, რათა მიხვდე, ურთიერთსიყვარულისა და ეროვნული
სიამტკბილობის რა მძლავრ იმპულსს ბადებს ამგვარი საერთო-ეროვნული ბუხრის ცქერა,
რომლის კვამლი ყველას, ვისაც ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს პატრიოტული გრძნობა, ერთი
მხრივ მშობლიურობის ჟრუანტელისმომგვრელი განცდით ავსებს, ხოლო მეორე მხრივ
წარღვნითა და სიკვდილით ემუქრება! მარტო ეს კმარა ხომ იმისათვის, რომ კაცმა ვულკანი
ინატრო? ახლა სხვა მიზეზებიც ვნახოთ. აბა, მიიხედე უკან . ანდა ნუ მიიხედავ, წინ იყურე და ისე,
მიუხედავად წარმოიდგინე, რა მოჩანს ახლა ჩვენს უკან. ჩვენს უკან ახლა მოჩანს მტვერში
- როგორ?
- მეტი თვითკონტროლი, დიეგო. სულ რამდენიმე წამის წინ გისაყვედურე სულსწრაფობა და სულ
რამდენიმე წამს არ გაგყვა კეთილი რჩევა. ელემენტარულ გამოცდას ვერ უძლებ.
- ელემენტურ.
- ვისაც გაშლი, მეტ-ნაკლებად ყველა ეპოქად გაიშლება და, ვისაც დაკეცავ, ყველა
პიროვნებად დაიკეცება. ეს სიცოცხლის თვისებაა. განსაკუთრებით - ცნობიერი სიცოცხლის.
- მეც მანდა ვარ. მეც სწორედ მეტ-ნაკლებობაზე გელაპარაკები და არა თვისებაზე. ყველა
ერთნაირად არ იკეცება და - მით უმეტეს - არ იშლება. როდესაც დიდი სოკრატე თავისი
ინტელექტის უწმინდესი ბადით ფილოსოფიურ მორევში თევზაობდა, იმ დროს საბერძნეთში
მეთევზეები ბუზებივით ირეოდნენ, ხოლო მიზეზი იმისა, რომ სოკრატე ორაგულებს იჭერდა,
სხვები კი ჭიჭყინებს, სწორედ „მეტ-ნაკლები“ ინტენსივობა იყო. პროფესორი დიდებულიძე
ისეთი ღრუბელია, რომელსაც დიდრონი პორები აქვს და ეპოქის იდუმალ წვენში რომ ჩაყოფ,
აურაცხელ ინფორმაციას იწოვს (სხვათა შორის - და ეს კარგად დაიხსომე - არა მარტო
ფილოსოფიურს), ხოლო როცა ხელს მოუჭერ, შეგიძლია ეს ინფორმაცია უდანაკარგოდ ჩაწურო
ჯამში ან სხვა, შენთვის უფრო სასურველ ჭურჭელში.
- ჯერჯერობით მეტის თქმა მეტი იქნება. ისედაც ბევრი გამოგვივიდა. ეს საკრალური თემაა,
დიეგო, და მასზე ფართო და მასშტაბური ლაპარაკი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ობიექტს
იხილავ, ან, უკიდურეს შემთხევაში, როცა სიტუაცია იმდენად მყუდროა და კამერული, რომ
კონცენტრაციის მინიმალურ საშუალებას მაინც იძლევა. აქ, ტრასაზე, სადაც ერთ მხარეს
ტყემლებია სიგრძივ ჩამწკრივებული, ხოლო მეორე მხარეს ავტოინსპექტორები, ასეთი თემის
დამუშავება მიზანშეწონილი არ არის. აგერ, სოფელი ეწერიც გამოჩნდა.
- თუ ესეც ნაჩქარევი შეკითხვა არ არის, ბიძია იო, და სიბრძნისაკენ მიმავალ გზას ძალიან არ
ჩამიხერგავს, მართლა გადამალული გყავს, როგორც ჩვეული პირდაპირობით თქვა
- ვის უმალავ?
ორღობეს, როგორც ორღობის წესია, ორსავ მხარეს ღობე მისდევდა, საიდანაც ორი პატარა
სახლი, ორი პატარა ეზო, ორი პატარა კარმიდამო ჭიშკრებით, აივნებითა და სარკმლებით
ერთმანეთს შესცქეროდა. ეს სახლები სოფლისგან ოდნავ განცალკევებით იდგნენ, როგორც
გახდილი ფეხსაცმელები ჩეროში წამოწოლილი პატრონისგან. სახლებს იქით, როგორც
გაკვრით უკვე ვთქვი, ამწვანებული მინდორი იყო (მე მინდორში ლურჯი ყვავილებიც დავინახე),
რომელიც თანდათან მაღლდებოდა და ბოლოს მთის კალთაზე შეფენილ ხშირ ტყეს ერთვოდა.
ერთი ამ ორ სახლთაგან, კერძოდ ის, რომელიც ხელმარჯვნივ, სოფლის მხარეს იდგა, ბიძაჩემის
მოპოკერე პარტნიორს ეკუთვნოდა. ამის მიხვედრას დიდი ჭკუა და გულთმისნობა არ
სჭირდებოდა, თვალის ერთი გადავლება კმაროდა, რომ ბანქოსა და სოფლის მეურნეობის
შეუთავსებლობაში დავრწმუნებლიყავით. დაბალ ბოძებზე შემდგარი ფიცრული სახლი ცალ
მხარეს ისე გადაბრეცილიყო, ერთი წიხლი რომ გეთავაზებინათ, წამსვე ნასახლარად
იქცეოდა. სახურავიდან ქარსა და უამინდობას ყავარი სანახევროდ უკვე აეყარა. მოზრდილი
აივანი მოაჯირის დამპალი ნაშთით იყო მოვარაყებული და ზედ ასასვლელ ერთადერთ
საშუალებას მისადგმელი კიბე წარმოადგენდა. სახლის წინ მთელ ეზოში უხვად აბიბინებული
მაღალი და ხასხასა ბალახი ნათლად მოწმობდა მიწის ჩინებულ ხარისხსა და დიდ თეორიულ
შესაძლებლობას. სახლის უკან, ნაკვეთის მთავარ ნაწილში, სადაც ერთ დროს ვაზი უნდა
ყოფილიყო, ახლა დამცირებული, შეურაცხყოფილი, აბუჩად აგდებული და ჩაწიხლული
ნავაზარიღა დარჩენილიყო - გადაზნექილი, გადაღუნული, გადაქცეული, უხარდნო და
უჭიგოო, გაუსხლავი და გაუფურჩქნავი, უწამლო და უშაბიამნო, უკვირტო და უნაყოფო,
საწყალობელი რამ მცენარე, რომელსაც სარეველა ბალახი ხარბი გააფთრებით შესეოდა, როგორც
- რად გინდა სასაფლაო? - შუბლშეჭმუხნვით გადმომხედა ბიძაჩემმა აივნის არც თუ ისე დიდი
სიმაღლიდან, რის გამოც მე წამით - ჩემდაუნებურად, რაღა თქმა უნდა - წარმოვიდგინე,
თითქოს ეს ოღროჩოღრო აივანი სახალხო თეატრის სცენა იყო და ბიძაჩემი - არ ვიცი კი,
ბიძაჩემი თან - პარალელურად - კიბეზე ჩამოსვლას შეუდგა, რაც ასვლაზე უფრო რთული და
სახიფათო პროცედურა გამოდგა და დროც მეტი დასჭირდა, თუმცა ბოლოს და ბოლოს
ყველა დაბრკოლება წარმატებით გადალახა. მე დაველოდე, ვიდრე უკანასკნელ საფეხურსაც
ჩამოსცდებოდა, და მერე ვკითხე: - იმ სახლში ვინ ცხოვრობს?
- მართალი ხარ, - მითხრა ბიძაჩემმა, - მაგას ვეღარ მივაქციე ყურადღება. ვაღიარებ, რომ მართალი
ხარ. სხვათა შორის, სიბრძნის ერთი ნიშანდობლივი მახასიათებელი ისიცაა, რომ შეცდომის
აღიარებისა არ ეშინია. ესეც დაიხსომე. სადმე და ოდესმე უეჭველად გამოგადგება. ეჭვი არაა,
მაგ სახლში ვიღაც ცხოვრობს. თუ მუდმივად არა, მცირე წყვეტილებით კი მაინც. გულით
მიხარია, რომ დროდადრო სწორ დასკვნებს აკეთებ. - აქ ბიძაჩემი დაიხარა, მცირეოდენი კვნესით
მიწაზე დაჯდა და მეც მიმიპატიჟა, - დაჯექი დიეგო. ადამიანი ხშირ-ხშირად უნდა დაჯდეს მიწაზე,
რათა უკეთ იგრძნოს მიწა. მიწა უპირველესია ელემენტთა შორის. ანთეოსიც რომ არ
ვახსენოთ, რომელიც, გაკვრით ვთქვათ, დიდი ჭკუით არ გამოირჩეოდა, საამისო საბუთი
ისედაც ბევრია. ვინც ამას უარყოფს და წინა პლანზე სხვა რომელიმე ელემენტს წამოსწევს, ვთქვათ
ცეცხლს, მწარედ ცდება. მიწაა ადამიანის დედა. დედას კი ვერავინ შეედრება, მათ შორის, ვერც
მამა, - აქ ბალახის ღერო მოგლიჯა, ერთხანს უცქირა, მერე კიდევ ერთხანს ხელში ატრიალა,
ბოლოს პირში გაირჭო და კიდევ უფრო ღრმააზროვანი კილოთი განაგრძო, - ადამიანი მიწაზეა
გაჩენილი და რაც უნდა იყოს მისი გაჩენის მიზეზი - მაიმუნი, ენგელსი თუ კოსმოსიდან
შემოტანილი სპეცთიხა - მთავარია, რომ იგი მიწაზეა გაჩენილი. ხოლო მიწა - ეს იცოდე, დიეგო -
ნაკლისწყლის პირასაც ის არის, რაც ევფრატის პირას, მიწა ყველგან ერთია. ყველგან
მშობლიურია და ყველგან წმინდა.
ქალი ხანშიშესული იყო, ტანმორჩილი, გამხდარი და ჭაღარა. ტანთ ბამბაზიის ხალათი ეცვა,
რომელიც სოფლის ზოგად იერსახეს ჰარმონიულად ეხამებოდა, მაგრამ თავზე ლურჯი ბერეტი
ეხურა, რომელიც ამ ეფემერულ ჰარმონიაში სერიოზულ ბზარს აჩენდა. მაღლით მზე დაჰნათოდა
და ფონად მწვანედ გაფოთლილი ზვრები და ხეხილის ბაღები მოჰყვებოდა. ჩვენ რომ შეგვნიშნა,
ნაბიჯს მოუჩქარა და სულ მალე ორღობეში შემოუხვია .
- ნუცა.
- თუნდაც.
- ჯერ ერთი, დათიკო ბიძია არ არის, ბიძია იო, ბიძია შენც მეყოფი და ისეთ რამეს, რაც არ მითქვამს,
ნუ მომაწერ. მეორეც, კატაკლიზმები და აპოკალიპსები აქ არაფერ შუაშია, ეს ქალი მამიდა ნუცაა.
- შენ რომ მამიდა არა გყავს, დიეგო? - ფსიქიატრის შემპარავი კილოთი დამიყვავა ბიძაჩემმა.
- ვინ სხვას? სხვას თუ ჰყავს, მაშინ უნდა თქვა არა „ეს ქალი მამიდა ნუცაა“, არამედ „ეს ქალი
სხვისი მამიდა ნუცაა“.
ამასობაში ქალი, რომელიც ჩვენი ესოდენ მწვავე კამათის საგანი შეიქნა, ახლო მოვიდა და კიდევ
უფრო განმიმტკიცა რწმენა, რომ იგი მამიდა ნუცა იყო: მე კარგად მახსოვდა ორი დანარჩენი
მამიდა და ისიც კარგად ვიცი, რომ ასეთი მსგავსება სხვანაირად არ აიხსნება.
როდესაც სულ ახლო მოვიდა და ორ მოპირდაპირე ჭიშკარს შუა აღმოჩნდა, იმის ნაცვლად,
რომ იქითა ეზოში შესულიყო (ყოველ შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ იქითა ეზოში
შევიდოდა, ვინაიდან ძალზე საეჭვოა ასეთი ასაკისა და გარეგნობის ქალს პოკერის
მოთამაშესთან, რომელიც დამატებით ბიძაჩემის ამფსონიც იყო, რამე საერთო ჰქონოდა, სხვა
სახლი კი, როგორც გითხარით, ამ ორღობეში არ იდგა), მოულოდნელად ჩვენს ეზოში
შემოვიდა, რამაც ბიძაჩემი აიძულა სასწრაფოდ ზეზე წამომდგარიყო და ქუდი მოეხადა.
- თქვენ ალბათ იონა კამკამიძე ბრძანდებით, - უთხრა მამიდა ნუცამ იონა კამკამიძეს.
წარდგენის პასუხად მამიდა ნუცამ წამით შემომხედა და ისევ ბიძაჩემს მიუბრუნდა, მაგრამ მერე,
ყველაფერი ეს ძალიან სწრაფად მოხდა, ალბათ იმის მეასედი დროც არ დასჭირვებია, რაც
აღწერას დასჭირდა. მერე მამიდა ნუცა ისევ ბიძაჩემისაკენ მიტრიალდა.
- საბაბი არაფერ შუაშია, - შენიშნა მამიდა ნუცამ, - ეს წუთია თქვენს მეუღლეს ტელეფონით
ველაპარაკე.
- თქვენ გინდათ თქვათ, ქალბატონო, - დაფიქრებით დაიწყო ბოლოს ბიძაჩემმა, - რომ იმ სახლში
ცხოვრობთ, - თითი გადაღმა სახლისკენ გაიშვირა, - და ტელეფონი არა გაქვთ?
მაშინ, ვიდრე ბიძაჩემი დარღვეული წონასწორობის აღდგენას ელოდა, ხოლო მამიდა ნუცა იმ
სავალდებულო პაუზის გასვლას, რომლის შემდეგ მიპატიჟების გამეორებას აპირებდა, მე ვთქვი:
- თქვენ ნუცა ერისთავი ბრძანდებით.
მამიდა ნუცა უძრავად იდგა. ჯერ უძრავად იდგა, მერე მარჯვენა ხელი ხალათის ჯიბეში ჩაიყო და
სათვალე ამოიღო. მრგვალშუშიანი და წვრილჩარჩოიანი პატარა, ძველმოდური სათვალე.
სათვალე ორივე ხელით გაშალა, გაიკეთა (არ მოუხდა), ყურადღებით დამაცქერდა (და ამ დროს
კიდევ ერთხელ - ოღონდ ვერ მივხვდი, ამჯერად რა ნიშნით - დაემსგავსა სალომეს), წამით თითქოს
დოინჯის შემოყრაც დააპირა, მაგრამ ისევ გადაიფიქრა და დაბალი და ნელი, შორეული
სიღრმიდან მომავალი ხმით მკითხა: - თქვენ საიდან იცით ჩემი ვინაობა?
- იმათ საიდანღა იცნობთ? - მამიდა ნუცა თვალებში მიყურებდა და მის მზერაში რაღაც ისეთი
მომეჩვენა, მზე რომ გაავდრების წინ კბენას დაიწყებს.
- თქვენი დები ამ დილით ვნახე (ეს დაუვიწყარი დილა იყო), როცა სალომე შინ მივიყვანე
(პაპასკირის რვაში). თვითონ სალომე კი გუშინ დილით გავიცანი.
აქ მამიდა ნუცამ კრიტიკულად და ცოტა მწყრალად გახედა ჩემს მანქანას, რომელიც სოფლის
მწვანე, წყნარ და ჯერ კიდევ მოიდილიურო ფონზე მზეს მიფიცხებულ პრეისტორიულ ცხოველს
ჰგავდა. მერე ბიძაჩემს შეხედა. თვალებში კვლავაც მოუწესრიგებელი გრძნობები ედგა და მე
იმის შიშით, რომ ამ გრძნობებისთვის უხეში, მცდარი და საჩოთირო ვერბალური გეზი არ მიეცა
(როგორც მოგვიანებით მივხვდი, ეს შიში უსაფუძვლო ყოფილა), ვუთხარი: - სალომეს მანქანა
გაუფუჭდა გზაში და, რაკი მეც სანაკლიოში მოვდიოდი, წამოვიყვანე. ამდენი იმიტომ
მოვგვიანდით, რომ რიკოთის გვირაბი ჩაკეტილი დაგვხვდა. მხოლოდ დღეს გაიხსნა გზა,
ალიონზე. სამივე და - მეოთხე, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს, არ მინახავს - გასაოცრად
ჰგავხართ ერთმანეთს. მაგრამ თუ ის ორი თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, თქვენ
ორივესგან განსხვავდებით. არა გარეგნობით. უფრო . როგორ გითხრათ . რიტმით. თქვენი
ერთხანს უხმოდ მიყურა, მერე კი, ჩემი აზრით, უფრო მოახლოებული (და გაუგებარი)
დაბნეულობის გასაფანტავად - თქვა: - წამობრძანდით.
- ჩემი აზრით, ბიძია იო, - მივუგე მე - ჩვენი ვალია, თანხმობა ვთქვათ ქალბატონი ნუცას თავაზიან
მიპატიჟებაზე.
- მანქანა? მანქანა ბევრი შეგვხვდა, ქალბატონო, ხომ იცით ჩვენი ტექნიკური საუკუნის ამბავი!
მაგრამ თქვენ გინდათ თქვათ, რომ ერთ-ერთ მათგანში პროფესორი დიდებულიძე იჯდა და
ჯერ დაუდგენელ პირებს იგი გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავდათ?
- სანაკლიოში მიჰყავდათ.
- ბატონო!
- დიახ.
- ბატონო.
- ბატონო.
- მანქანის მარკაზე არაფერს გკითხავთ. ეს უტაქტობა იქნება. მით უფრო, რომ ასეთ
წვრილმანებში ვერც მე ვერკვევი, მაგრამ იქნებ ფერი მაინც .
- ბიძია იო, - მე შემეშინდა, რომ იგი მეტისმეტად გაუტევდა და ამ სათნო ადამიანს უხერხულ
მდგომარეობაში ჩააგდებდა, - არ არის სამართლიანი საქციელი, მანდილოსანს ასეთ ვითარებაში,
როცა, მისივე განცხადებით, იმის დროც აღარ დარჩა, გონება მოეკრიბა, განსაკუთრებული
ნიშნების დახსომება მოსთხოვო.
- მობრძანდით.
- ნახევარი საათი არაფერია, - მხარი დამიჭირა მამიდა ნუცამ, - ნახევარი საათის წინ შეიძლება
ყოველი წამი გადამწყვეტი იყო. ახლა არა.
მართლაც, ცოტა ხნის შემდეგ, ვიდრე მე და ბიძაჩემი ხეჭეჭურ მსხალსა და ნიგვზის ჩურჩხელას
მსუბუქი კრუტუნით შევექცეოდით და ზედ თუთის არაყს ვაყოლებდით, მამიდა ნუცამ, შეპირებისამებრ,
დალაგებით გვიამბო პრ. დიდებულიძის გატაცების ამბავი.
- არადა, ხვალ საღამოს, - დაასრულა მამიდა ნუცამ, - პანაშვიდზე აპირებდა მოსვლას. ბიძაჩემმა
შუბლი შეიჭმუხნა.
- ბიძია იო, - სასწრაფოდ ჩავერიე მე, ვინაიდან კარგად ვიცი, როგორ უგდებს ხოლმე ყურს ბიძაჩემი
ქალების ლაპარაკს, - ესენი ოთხნი დანი იყვნენ. ერთი ძმაც ჰყავდათ, მაგრამ ის ადრე დაიღუპა.
ოთხნი დანი - ქალბატონი ნატო, ქალბატონი მაგდა, ქალბატონი თეკლა და ქალბატონი ნუცა.
მათგან ქალბატონი ნატო გუშინწინ . გუშინწინ, არა? - მამიდა ნუცას მივუბრუნდი მე.
- დიახ.
- აჰ! მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი, ქალბატონო! ვინ იფიქრებდა! აჰ! - ეს რომ თქვა
და თავი ვალმოხდილად ჩათვალა, ისევ ისე სწრაფად შეიცვალა გამომეტყველება, - ხოლო თქვენი
ქმედება უნაკლოა. განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ ჭრილში. აგერ დიეგოც დამემოწმება,
რომელსაც თავისი პროფესიული საქმიანობის გამო ფსიქოლოგიასთან ინტენსიური ურთიერთობა
აქვს. მართლაცდა, ისეთ მძიმე ვითარებაში, როდესაც ცალკე უცხო და, როგორც თქვენ
მოსწრებულად ბრძანეთ, ბოროტი კაცები გიფორიაქებენ გონებას, ცალკე გამომშვიდობების
მოულოდნელი გარდუვალობა და ცალკე საყვარელი დის გარდაცვალება, ის, რაც თქვენ
მოიმოქმედეთ, დიაღაც შესაძლებლობის მაქსიმუმია. ამაზე მეტის მოთხოვნა ადამიანისგან
უნამუსობაა. ამიტომ, თქვენის ნებართვით, მეც მხოლოდ თეორიულ სინანულს გამოვთქვამ იმის
გამო, რომ გარემოებამ საშუალება არ მოგცათ მანქანის ნომერი დაგემახსოვრებინათ და იგი
ფსიქოლოგიური კვლევისთვის რეალურ დომკრატად შეგეყენებინათ! თუ დომკრატი არ ჰქვია,
დიეგო, იმას რასაც ვგულისხმობ? აჰ, ქალბატონო, ქალბატონო! მანქანის ნომრისთვის აბა სად
გეცალათ, თორემ მანქანის ნომერი რომ დაგეხსომებინათ!
მე მეტი გაოცებისა და აღტაცებისგან პირი დავაღე, ბიძაჩემს კი მშვენიერი საბაბი მიეცა, მამიდა
ნუცას სადღეგრძელო დაელია და მისთვის გენიოსი ეწოდებინა, რაც მამიდა ნუცამ ხელების
სავსავით გააპროტესტა და, თავის მხრივ, გენიოსად პრ. დიდებულიძე გამოაცხადა. ამის
პასუხად ბიძაჩემმა მომხიბლავი ღიმილით განუმარტა, ერთი მეორეს ხელს არ უშლისო. მაშინ
მამიდა ნუცამ ყოყმანით, სინანულით, ცოტაოდენი შიშითა და ფარული იმედით ეჭვი გამოთქვა,
შესაძლოა ნომერი, რომელიც მე დიდი ამბით ჩავიწერე, სწორი არც იყოს, ოპერაციის წინ ბოროტმა
კაცებმა, ვინ იცის, მანქანას ნამდვილი ნომერი მოხსნეს და ყალბი მიამაგრესო. ბიძაჩემმა ამაზე
ყურადღებით შეხედა და თავი კმაყოფილებით დაიქნია.
- თქვენ, ეჭვი არაა, ასე მოიქცეოდით. მეც ასე მოვიქცეოდი. სავარაუდოა, რომ დიეგოც ასე
მოიქცეოდა და ყოველი ხერხიანი კაცი, ვისაც კონსპირაცია რამედ უღირს, და მცირეოდენი
დეტექტიური განათლებაც აქვს, ასე მოიქცეოდა. თქვენი მომხდურები კი ასე არ მოქცეულან.
ამგვარი დასკვნის საბაბს სწორედ ეს ნომერი მაძლევს, რომელიც პირიპირზე ემთხვევა ერთი
ნაცნობი მანქანის ნომერს. და თუ ეს ჩემი ვარაუდი სწორია - ხოლო ჩემი ვარაუდი რომ სწორია,
ამას მანქანის ფერიც ადასტურებს - აქედან შეგვიძლია ორი ალტერნატიული დასკვნა
გამოვიტანოთ: ბოროტმოქმედებს ან ჭკუა და განსწავლულობა არ ეყოთ, ან რაღაც მიზეზის
გამო ფარულ მოქმედებას აშკარა მოქმედება ამჯობინეს. პირადად მე, თუმც კი მათს ჭკუასა და
განსწავლულობაზე მაღალი აზრისა არა ვარ, მეორე ვარაუდი უფრო მართებული მგონია. ასეა
თუ ისე, თქვენს მიერ ჩაწერილი ნომერი, სამწუხაროდ, სწორი ჩანს.
მამიდა ნუცა სიტყვა „სამწუხარომ“ ცოტა არ იყოს დააბნია, მაგრამ მიუხედავად დაბნეულობისა
(უფრო კი, ალბათ, იმის შიშით, რომ ამ უადგილო სიტყვის გამოისობით ემანდ ეჭვების ისეთ ჩქარსა
და ხიფათიან დინებაში არ მოხვედრილიყო,საიდანაც თავის დაღწევა უკვე ფრიად და ფრიად
გაძნელდებოდა) სასწრაფოდ გამოაცხადა, თუ საჭირო შეიქნება, შემიძლია სამივე ბოროტი კაცი
სახეზე ვიცნოო, რის პასუხადაც ბიძაჩემმა ერთი თავისი იმდაგვარი დიდაქტიკური ღიმილით გაუღიმა,
რომელიც, ჩვეულებრივ, ცივი წყლის მაგივრობას სწევს ხოლმე. მერე თქვა: - ყველამ თავისი
საქმე უნდა აკეთოს. ჩვენ დეტექტივის ჭაობში ესოდენ ღრმად ვერ ჩავეფლობით. უცილებელი
ხარკი გავიღეთ და კმარა. მეტის უფლებას არც პროფილი გვაძლევს ჩვენი და არც რანგი. თანაც
მას შემდეგ, რაც თქვენ ერთი დეტექტიური გმირობა უკვე ჩაიდინეთ და ეპიზოდს ნათელი
მოჰფინეთ, ამის აუცილებლობა აღარცაა. მაგრამ ეს მიბრძანეთ, საიდან დაასკვენით, რომ
სანაკლიოში მიდიოდნენ? მათ ხომ გითხრეს, სანაკლიოში არ მივდივართო.
- სასაფლაოს ბოლოში?
- ახლაც დგას?
- ბატონო?
- შორს არის?
- არა ჩანს.
- საკვირველია.
- საკვირველი ის არის, ბიძია იო, რომ გამობრძმედილ სიბრძნეს მოთმინება არ ჰყოფნის, ხოლო
ამაზე საკვირველი ის არის, რომ თურმე საქართველოში შეიძლება ამოდენა სოფელი
არსებობდეს და იქ ერთი დათიკო არ იყოს.
- ადრე კი იყო, - ჩაერია მამიდა ნუცა - ერთი მოხუცი დათიკო იყო, მაგრამ ის დათიკო შარშან
გარდაიცვალა.
მე ერთბაშად, თითქოს ტვინში ელვამ დაკვესაო, მივხვდი იმას, რასაც კარგა ხანია ბუნდოვნად
ვგრძნობდი: როცა ეწერელი დათიკო სოფლის უცნაურ გასაჭირს შემომჩიოდა, მე მისი ხმა -
თუ გახსოვთ - ვამსგავსე ცივ ქარს, რომელიც თავის ქალაში მიბერავდა. ამგვარი განსაზღვრება
- თუმც კი არ გამიმხელია - იმთავითვე არაზუსტი მეჩვენა. და მხოლოდ ახლა შეიქნა ცხადი,
რომ მართლაც არაზუსტი ყოფილა; დათიკოს ხმა მაშინ სამარიდან ისმოდა.
- ყველაფერს თავისი დრო აქვს, დიეგო. - მკაცრად თქვა ბიძაჩემმა, - ჩვენ ახლა ომში
მივდივართ.
ბიძაჩემმა თვალი თვალში მდუმარედ გამიყარა, რათა მომავალი მკვახე სათქმელი პაუზით
სათანადოდ შეემზადებინა, მაგრამ აქ ჩვენს კინკლაობაში კვლავ მამიდა ნუცა ჩაერია.
მამიდა ნუცა აივნის ქვედა კუთხეში იდგა, ორღობის მხარეს. მე რომ მივედი, ხელი გაიშვირა
და მითხრა: - აქედან ორ მარცხენა ცაცხვს შორის მოჩანს.
მე დავაკვირდი. თავიდან ვერაფერი გავარჩიე, მაგრამ ბოლოს, როცა ის იყო უნდა მეთქვა კიდეც,
არაფერი მოჩანს-მეთქი, უეცრად დავინახე. მართლა ერთი წამით დავინახე და თანაც დავინახე
მხოლოდ გუმბათი, რომელიც თითქოს ჰაერში ეკიდა, მაგრამ მე - ადრეც მითქვამს - რეალისტი
- მაშ წავიდეთ.
- სანაკლიოში?
- სანაკლიოში.
- ეგებ ქალბატონ ნუცასაც უნდა წამოსვლა? - კითხვის თვალით შევხედე მე მამიდა ნუცას და,
ყოყმანი რა შევატყე, დავძინე, - შიში ნურაფრისა გექნებათ, ჩემმა მანქანამ ერისთავების
მომსახურების ერთი გამოცდა უკვე ჩააბარა.
- ხუთ წუთში მზად ვიქნები, - თქვა მამიდა ნუცამ და ხუთ წუთში მართლა მზად იყო.
ხოლო ამ ხუთი წუთის განმავლობაში, ვიდრე მამიდა ნუცა ემზადებოდა, მე და ბიძაჩემს შორის
ასეთი საუბარი გაიმართა: - ეს არაყი, დიეგო, - ასე დაიწყო ბიძაჩემმა, - ორნახადი
კეთილშობილებაა. თუთა ღვთაებრივი მცენარეა, რომელიც აბრეშუმის ჭიას არ უნდა
დავანებოთ. იგი ღმერთების საგანგებო გადაწყვეტილებით იქნა გაშენებული და ოდესღაც მისგან -
ისევე, როგორც რიგი სხვა, ასევე ღვთაებრივი მცენარისაგან - მაღალკალორიული ნექტარი
- შთამბეჭდავი, მაგრამ უქმი ოდაა, - ვუთხარი მე, - სულ ერთია, ადამიანის ენა თუთის არაყს
ისე მაინც ვერ შეაქებს, რამე არ დააკლოს. სხვათა შორის, ასევეა თაფლის არყის საქმეც. და
საერთოდ, მაგ ფუჭ მაღალსიტყვაობას სჯობს იმ შენი პროფესორი დიდებულიძისა მითხრა
რამე.
- კეთილი, გეტყვი. მე იმედი მქონდა, აქ, ბუნების წიაღში, ერთმანეთს შეგახვედრებდით და უჩემოდაც
მიხვდებოდი, რომ დროა მცირე ნადირთა ხოცვას მოეშვა, რადგანაც ბიძაშენმა გრანდიოზული
პერსონაჟი გიშოვა, რომელსაც დღეის ამას იქით მთელი შენი ნიჭი - იმედი მაქვს, უფრო დიდი,
ვიდრე ზოგ-ზოგი შენი კოლეგისა და თანამოკალმისა - უნდა მოახმარო. რაღაი
მოწინააღმდეგემ დაგვასწრო და გაცნობის ცერემონიალი დროებით გადაიდო, მგონი მართლა
სჯობს იმას, რაც უკვე გითხარი, ცოტაც მივუმატო. ოღონდ ერთი დაიხსომე: შენი მხრივ
ქარაფშუტობა იყო პროფესორ დიდებულიძის მოხსენიება ისე, როგორც მოიხსენიე. პროფესორი
დიდებულიძე, დიეგო, ჩემი არ არის. ის არც შენია. არც სხვისია. ის არის. ყოველგვარი წინამავალი
განსაზღვრის გარეშე. თუ „სუფევს“ უნდა - სუფევს, თუ „ჰგიეს“ უნდა - ჰგიეს. ამდაგვარი
წვრილმანები შენ უკეთ იცი. შემდგომ ამისა, პროფესორი დიდებულიძე არის თვალსაჩინო ნიმუში
იდეისა და გარემოების შუღლისა, რომლის მეშვეობით უფალი ცდილობს რაც შეიძლება
კონტრასტულად დაგვანახვოს შესაძლებლობა და ხდომილება. მაგალითისათვის ავიღოთ
ისეთი მკაფიო და გამოჩენილი ხდომილება, როგორიცაა ფილოსოფოსი კანტი. რაღაი კანტი
კენიგსბერგში დაიბადა და ფილოსოფოსი გამოვიდა, ახლა ადვილია იმის თქმა, რომ
კენიგსბერგში კი არა, კალინინგრადში რომ დაბადებულიყო და ფილოსოფოსი კი არა,
კოლექტივის მერგოლური გამოსულიყო, მრავალი ინტელექტუალური ბარიერი, რომელიც
დღეს გადალახულია, გადაულახავი იქნებოდა. ასეთია რეალური ვარაუდი, რომლებიც იმას
ემყარება, რომ კანტი რეალურად კენიგსბერგში დაიბადა, მაგრამ კანტი რომ რეალურად
კალინინგრადში დაბადებულიყო და კოლექტივის მერგოლური გამოსულიყო, მაშინ აზრად
არავის მოუვიდოდა, კაცობრიობას თუ უმისოდ რამე დააკლდა.
- ანასუნი შენს საქმეს ბიძია იო, და აი, რატომ: უფალი, რომელიც იმას ცდილობს,
შესაძლებლობანი და ხდომილებანი ერთ საწნახელში ჩაყაროს, ღმერთო შეგცოდე და, ჯერ კიდევ
ადამიანური აზროვნების არტახებშია ჩაჭედილი. შესაძლებლობა და ხდომილება სხვადასხვა
ტიპის სიდიდეებია, სხვადასხვა განზომილებაში მიედინებიან, სხვადასხვა ბუნების კანონებს (და არა
ბუნების სხვადასხვა კანონებს) მორჩილებენ და, რომც განაპირობებდნენ ერთმანეთს - ორგზის
ანასუნი შენს საქმეს, ბიძია იო, - ამას ლოგიკის მეშვეობით მაინც ვერ დაამტკიცებ.
- რას ამბობ, ბიძია იო! ამ გაგანია მატერიალიზმში ობიექტურ იდეალიზმს ვინ გააჭაჭანებდა!
ამოიწვერებოდა თუ არა საერთო-სახალხო ყანაში, წამსვე მარქსისტული თოხით აჩეხავდნენ.
- მეც მაგას ვამბობ, დიეგო. რომ არ გააჭაჭანებდნენ, რომ არ გაახარებდნენ, რომ აჩეხავდნენ,
რომ აკაფავდნენ, რომ აჩალავდნენ, რომ მოსხიპავდნენ, რომ გათელავდნენ, რომ ჩაწიხლავდნენ
და საფურაჟედ რომ გამოიყენებდნენ, მაგიტომაა, რომ კაცობრიობას სამუდამოდ ჩაუქრა კიდევ
ერთი ბრდღვიალა კვარი .
- ბდღვრიალა.
- საბუთი ბევრი მაქვს, ხოლო ერთ პატარა დამატებით საბუთს ჭკვიანი კაცი ჩვენი
სტუმართმოყვარე დიასახლისის მომხიბლავ ჟღურტულშიც შეამჩნევდა.
- ჭკვიანი კაცი, ბიძია იო, სადაა თორემ, იმასაც შეამჩნევდა, რომ მაგ ჟღურტულს სუბიექტური
ალმური ასდიოდა.
ორი წუთის შემდეგ უკვე სანაკლიოს გზას ვადექით, ხოლო ორმოცი წუთის შემდეგ ჩემი
„ნივა“ კიდევ ერთხელ დავამუხრუჭე პაპასკირის ქუჩაზე, რვა ნომერი სახლის კიბესთან.
ამ ჭეშმარიტად უადგილო ჰიმნის გამო მის მაგივრად მე შემრცხვა, მაგრამ ჩემი სირცხვილი
კიდევ უფრო უადგილო გამოდგა, ვინაიდან მამიდა ნუცამ, მოლოდინის წინააღმდეგ, პასუხად
ცისფერ თვალთა რბილი მზერა დანდობილად შეანათა და დამსახურებული შემოქმედის
მადლიერი ღიმილით გაიღიმა.
- თქვენ?!. - მაგრამ იმავ წამს მამიდა ნუცა შენიშნა და გაკვირვება სიხარულით შეეცვალა, -
მამიდა ნუცა!
მზეთუნახავმა დარჩენილი მანძილი თითქმის სირბილით ამოიარა, ჩანთა მანქანის წინა მარცხენა
ბორბალთან დაუდევრად მიაგდო და მამიდა და ძმისწული ერთმანეთს ჩაეკონენ.
- ეწერში რა გინდოდათ? - იგი ჯერ კიდევ, თუმცა უკვე ინერციითღა, ცდილობდა ის უხილავი
ძაფი მოეხელთებინა, რომლითაც გზააბნეული შედეგები მიზეზთა პალოზე უნდა ყოფილიყვნენ
გამობმული.
- აბა რა გითხრათ! თუ ყველა ნიშანს, რაც ამ ორი დღის მანძილზე მოგვეცა, ერთად
მოვუყრით თავს, შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ ჩემი რომელიმე წინაპარი თქვენი რომელიმე
წინაპრის მოურავი იყო.
- ჰო, მართლა! - საჩქაროდ შევაწყვეტინე მე, ვინაიდან საფუძვლიანი ეჭვი მქონდა, რომ „პერანგის
ამხანაგის“ თქმას აპირებდა, - ეს არის, სალომე, სახელგანთქმული იონა კამკამიძე, ჩემი
უსაყვარლესი ბიძა.
სხვა დროს, სიტყვა რომ გამეწყვეტინებინა, ბიძაჩემი საავდრე ღრუბლად აიგოგრლებოდა და თავს
ჭექა-ქუხილს დამატეხავდა. დაპირებით ახლაც დააპირა, - ის კი არა, პირველი ნაპერწკლები უკვე
დააკვესა კიდეც - მაგრამ „სახელგანთქმული“ და „უსაყვარლესი“ რომ გაიგონა, მყისვე
მშვიდობიანად ჩაქრა, როგორც აბოლებული ნავთქურა, რომელსაც მოსალოდნელი
აფეთქების თავიდან ასაცილებლად ძველი ტომარა გადააფარეს.
სალომემ ტუჩები მოკუმა და, უკუქცეულმა ღიმილმა რომ თვალების კუთხეებში გამოჟონა, მე
საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამ თითქოსდა მოეშმაკურო ღიმილს, რომელიც ჩვენი გუშინდელი
და, როგორც ახლა წამით მომეჩვენა, გვარიანად ხანგრძლივი ერთად მოგზაურობის დროს
რამდენჯერმე ვნახე, იწვევდა არა ქცევების პიკანტური შეუსაბამობა საკუთარ იდეათა ბუნებასთან,
არამედ ამ შეუსაბამობის აღმძრავი უღრმესი და უადამიანურესი ბიძგები, რის გამოც მასში სითბო,
გულითადობა და თანალმობა მეტი იყო, ვიდრე ირონია.
ასეთი ღიმილით გაუწოდა ხელი და უთხრა: - თქვენს შესახებ ბევრი რამ მსმენია. გეტყოდათ
ალბათ . - აქ წამით შეფერხდა, ვერ გადაწყვიტა, ჩემს მრავალ სახელთაგან რომელი უფრო
შეეფერებოდა ჩვენი ურთიერთობის ამჟამინდელ დონეს; მერე ერთი ცერად ამომხედა და
ყოყმანით დასძინა. - თქვენი დისწული.
- სასაფლაოზე. მე შევცბი.
- სასაფლაოზე რა გვინდა?
- მიკვირს, დიეგო: მთელი დღე სასაფლაოსკენ იწევდი, როგორც მხარნაქცევი კვიცი; ძლივს
გაკავებდი, და ახლა, ნებას რომ დაგყევი, ტლინკების ყრა დაიწყე, სასაფლაოზე რა მინდაო .
- ეს კიდევ უფრო სხვა სასაფლაოა. მივალთ და ნახავ. რაღა მეთქმოდა! დავადექით სასაფლაოს
გზას.
- ბიძია იო! - შევძახე აღელვებულმა, - შეხედე! ეს ის ნომერი არ არის, მამიდა ნუცამ რომ
დაგვახვედრა?!
მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ვინ იყო კრეონტ წილოსანი ან რას ნიშნავდა ეს ბუნდოვანი
გამოთქმა - „საგანგებო საქმეთა რწმუნებული“. და როცა ბიძაჩემმა ადგილის, დროისა და
ვითარების გათვალისწინებით ძალზე მოკლედ ამიხსნა ერთიცა და მეორეც, მივხვდი, რომ მწვავე
სათავგადასავლო სიუჟეტში გავბმულვარ, რომელსაც ეროვნული და პოლიტიკური სარჩული კიდევ
უფრო სახიფათო შეფერილობას ანიჭებდა.
მაგრამ ბრძოლის სიმძიმემ ძირითადად ბიძაჩემის მხრებზე გადაიარა, ხოლო ბრძოლა რომ
მძიმე იქნებოდა, იმ წამს დავრწმუნდი, რა წამსაც ვიწრო დერეფნის ბოლოში დოქტორ
ხერხეულიძის კაბინეტიდან ვიღაცის (მერე გავიგე, კარლო წუწუნავა ყოფილა) მაღალი, მკივანა ხმა
მოგვესმა: - მერე? ვერ შევძელით საერთო ენის გამონახვა, როცა ისეთი ხორცმეტი შეგვექნა
მოსაშორებელი, როგორიც რომ ეს ეგრეთწოდებული დიდებულიძეა, მაგალითად?! თქვენ
მონდომება თქვით, თორემ, ეროვნული ინტერესები რომ მოითხოვს, გავერთიანდებით კი არა, ისე
შევიკვრებით, წინ ვერაფერი დაგვიდგება. ახლა მთავარია, ამისთანა წურბელები ყველა ვიპოვოთ,
ვამხილოთ და გამოვავ .
ტყუილს ვერ ვიტყვი - ხშირად არ მომცემია შემთხვევა, მაგრამ როცა კი მომცემია, ყველას, მტერსაც
და მოყვარესაც, ვისაც კი ყურები ასხია და ეს ყურები შესაბამისი ნერვებით ტვინზე აქვს
მიერთებული, ყოველთვის საგანგებოდ ვაფრთხილებდი: არ გინდათ ბიძაჩემთან თამაში, თუ
მაინცდამაინც, ცეცხლთან ითამაშეთ, თქვენს ასაკში ეს იმდენად საშიში არ არის, ბიძაჩემს კი
მოეშვით, ბიძაჩემი ცბიერია, მზაკვარია, გაიძვერაა და ერთდროულად იმდენ ბადეს ქსოვს,
შეუძლებელია რომელიმე მათგანში არ გაებათ- მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერავის ვერაფერი
შევასმინე.
რას იზამ! ადამიანს - და ეს სხვათა შორის, მარტო სანაკლიელებს არ ეხება - სწავლება უყვარს
და არა სწავლა.
შევდგით თუ არა ოთახში ფეხი, მყისვე ჩვენც ადგილობრივ კვამლში ჩავიძირეთ, სადაც მცირე
მოთელვის, მცირე მომზადების, მცირე ურთიერთდაზვერვის შემდეგ გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო,
რომელიც ბიძაჩემის სრული, მაგრამ ცოტა საჩოთირო გამარჯვებით დამთავრდა.
ბრძოლის მიზეზი - იცით უკვე - პრ. დიდებულიძე გახლდათ. პრ. დიდებულიძე, ნესტან-
დარეჯანისა არ იყოს, ტყვედ ჰყავდა ქაჯთა კოალიციას, რომელიც ყველა (ან თითქმის ყველა)
პოლიტიკურსა და, საერთოდ, ძალას აერთიანებდა, რაც კი იმხანად სანაკლიოში მოქმედებდა. რა
შეეძლო დაეპირისპირებინა ასეთი ზვავისთვის ერთ პაწია, უსუსურ ინდივიდს, რომელსაც მე და
ბიცოლაჩემის გარდა მხარდამჭერი არავინ ჰყავდა? პასუხი, ვფიქრობ, ცხადი უნდა იყოს. ცხადი და
სამწუხარო.
ბიძაჩემი დაჯდა და ფეხი ფეხზე შემოიდო. მისი წაბაძვით მეც შემოვიდე ფეხი ფეხზე, მაგრამ
დიდხანს ვერ გავძელი ასე და ისევ ჩამოვიღე. ოთახში სამარისებური დუმილი იდგა. თავიდან
- ბიძაჩემმა რომ ლაპარაკი დაიწყო - ხმაურმა იმატა და ერთი ხანობა აღმავალ ხაზს
მიუყვებოდა, მაგრამ რომელიღაც დანაყოფზე შეჩერდა; ჯერ აღმასვლა შეწყვიტა, მერე ნელ-ნელა
დაბლა დაეშვა და ბოლოს ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, არათუ ბუზის გაფრენას გაიგონებდით,
არამედ რამდენიმე ბუზის გაფრენა პირადად მე რეალურადაც გავიგონე. და რაკი სიტყვა ბუზზე
ჩამოვარდა, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ერთი ბუზი ბიძაჩემმა შეიპყრო კიდეც. ეს ასე მოხდა:
სწორედ მაშინ, როცა რიტორიკული კითხვა დასვა სუფთა ხელებისა და სუფთა ბიოგრაფიის
შესახებ, ერთმა გაქსუებულმა ბუზმა გამომწვევი ბზუილით ცხვირწინ ჩამოუქროლა; პასუხად
ბიძაჩემმა (რომელსაც, უნდა გითხრათ, ფამილიარობა ძალიან ეჯავრება) იდაყვში მოხრილი
მარჯვენა ელვის უსწრაფესად გაიქნია, კადნიერი ბუზი მუჭაში მოიმწყვდია და დოქტორ
ხერხეულიძის საწერ მაგიდაზე, რომელზედაც ზესთასოფელს მიმავალ სანაკლიელთა ვიზები
ფორმდება ხოლმე, მთელი ძალით დაანარცხა, ისე კი, რომ ლაპარაკი არ შეუწყვეტია და ნირი
არ შეუცვლია. ბუზი გულაღმა დაეცა და მოსარკევებულ ზედაპირზე ბზრიალი დაიწყო.
ერთხანს რომ იბზრიალა, მერე გაჩერდა, გაშეშდა და არავინ იცის როდემდე იქნებოდა ასე,
როგორც სხვათა ბრძოლაში დაცემული აბსურდული მსხვერპლი, მაგრამ, საბედნიეროდ,
დოქტორი ხერხეულიძე, რომელიც თავიდან ეტყობა ვარაუდობდა, რომ ბუზი უბრა- ლოდ
გრძნობადაკარგული იყო და, როგორც კი მოსულიერდებოდა, მაშინვე გაეცლებოდა აქაურობას,
ბოლოს და ბოლოს მიხვდა ამ ვარაუდის უსაფუძვლობას და იგი ზიზღიანი წკიპურტივით
გადააგდო ძირს. ბიძაჩემს კი, მას შემდეგ, რაც ხსენებული მკვლელობა ჩაიდინა,
მოკლულისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, მე მგონია მისი არსებობა - ამ შემთხვევაში იქნებ
უფრო სწორი იყოს „არარსებობა“ ითქვას - აღარც გახსენებია, მშვიდად, აუღელვებლად,
წარბშეუხრელად და ინტონაციის შეუცვლელად განაგრძო ლაპარაკი და ისე გავიდა ბოლოში,
სხვა რამ ინცინდენტი, გარდა ამ შემთხვევითი მკვლელობისა, აღარაფერი მომხდარა.
სამაგიეროდ, ახლა უნდა მომხდარიყო. ახლა, რა რომ გაჩუმდა, აუცილებლად უნდა
მომხდარიყო რაღაც; ამას ჰაერის დამუხტულობის ხარისხიც მოწმობდა. მაგრამ რა? მე
ბიძაჩემს - არ ვიცი, რა ფსიქოანალიტიკურ ფენომენთან გვაქვს საქმე, მაგრამ ერთხელ რომ
ვიხმარე, კვლავ ის მომადგა ენაზე - მოხარშულს ვიცნობ, ამიტომ ჩანაფიქრს თავიდანვე
მივუხვდი. და ეს ჩანაფიქრი, მერწმუნეთ, არა მარტო ნატიფი იყო, არამედ უტყუარიც. მაგრამ
ერთია თეორია და მეორეა თეორიის პრაქტიკული განხორციელება. ამ თვალსაზრისით კი ჩემი
მაშინდელი ვარაუდით (რომელიც, მადლობა ღმერთს, მცდარი გამოდგა) ბიძაჩემი მთლად
მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა. მართლაცდა, ფსიქოლოგიური იერიშის ძალა ხომ იმაშია, რომ
ბოლოს და ბოლოს, დიდხანს გაგრძელდა თუ ცოტა ხანს, დუმილი მართლაც დაირღვა. იგი
ერთმა ცალხელა კაცმა დაარღვია, რომელსაც ყელზე, ნიკაპქვეშ, გრძელი, ვერტიკალური
ნაიარევი დასდევდა და შეშლილის მღვრიე თვალები ჰქონდა, თუმცაღა სინამდვილეში შეშლილი
არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, იმ ემოციურ ფონზე, რომელიც იმჟამად სანაკლიოში სუფევდა,
სხვებისგან არაფრით განირჩეოდა. ამ კაცმა - იგი რომელიღაც მეორეხარისხოვანი და აწ უკვე
სამარადჟამოდ დავიწყებული პარტიის ლიდერი გამოდგა - კერძოდ, თქვა: - ე ჟამთაამღწერელი
რაღა მოხელე ჩიქვანია?
ეს, ასე ვთქვათ, მოთელვა იყო. მოთელვის შემდეგ კვლავ სიჩუმემ დაისადგურა.
ასეთი იყო პირველი კითხვა. იგი კუტუბიძემ დასვა. კუტუბიძე წარმოსადეგი კაცი იყო,
შევერცხლილი თმაც უხდებოდა და, საერთოდ, რომ არა უძრავი და სრულიად ცარიელი, შუშის
მსგავსი თვალები, ვიდრე გაიღიმებდა, შეიძლება სიმპათიურიც მოგჩვენებოდათ.
- ამაზე? - ბიძაჩემმა კასეტა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ასე დამაინტრიგებლად დაანახვა
შეკრებილთ, ისევ ამოიღო პიჯაკის დიდი ჯიბიდან, ხელში შეატრიალა და ისე დააცქერდა, თითქოს
თვითონაც დაეჭვდა, მართლა საინტერესო ხომ არა არის რაო. მერე თავი ღიმილით გაიქნია, -
ისეთი არაფერი .
- მაინც?
- არაფერი-მეთქი . შემიძლია გაჩვენოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამ წმინდა საბაჟოზე საჭირო ტექნიკური
აღჭურვილობა მოიძებნება . თუ გინდათ დაგიტოვებთ და მერე ნახეთ. ან სულაც გაჩუქებთ.
უნდა ვინმეს? არა ხომ? მაინც ეგდოს აგერ, იქნება მერე მოგინდეთ . - ამ სიტყვებით კასეტა
დაუდევრად მოისროლა მაგიდაზე, მაგრამ ამას რომ იდუმალი, გაუგებარი და ავის
მაუწყებელი ჩოჩქოლი მოჰყვა, ისევ აიღო, - კარგი, რაკი ესოდენ ავადმყოფური აჟიოტაჟი
გამოიწვია, ასე ვიზამ . თეიმურაზ ბატონო, ერთი ეგ საფერფლე მომაწოდე, თუ არ შეწუხდები, - და
თეიმურაზად მოხსენიებულმა ოთხკუთხა კაცმა რომ საფერფლე გაუწოდა, თავი გაიქნია, - ეგ არა;
მეორე. ის უფრო დიდია.
თეიმურაზმა მეორე საფერფლე მიაწოდა. ბიძაჩემმა საფერფლე წინ დაიდო, კასეტა გახსნა,
ფირი შიგნეულივით გადმოყარა საფერფლეზე, ასანთი ამოიღო, გაკრა, მოუკიდა და ყველაფერი
ეს ნელა, დინჯად, აუჩქარებლად მოიმოქმედა.
ამჯერად რომ დუმილი ჩამოვარდა, ის დუმილი უფრო საზეიმო იყო და თავისი პათეტიკური
უშინაარსობით მშვიდობის ჩიბუხის ჩამოტარებას ჰგავდა. ხოლო როცა ეს დუმილიც მოთავდა,
კრეონტ წილოსანის საგანგებო საქმეთა რწმუნებულმა იკითხა: - შენ ხომ არ გგონია, იონა, რომ მაგ
შენი ნამიოკების ვინმეს ეშინია?
რწმუნებული ხმელი კაცი იყო; საშიშრად ფერმიხდილი და უტყვი სახე ჰქონდა, ფართო,
მოტიტვლებული შუბლი, ჩახლეჩილი ხმა, ნელი, ხაზგასმულად თავდაჯერებული
ჟესტიკულაცია და მოღალატის იერი, რასაც კიდევ უფრო უსვამდა ხაზს შავი სათვალე. აი, ამ
რწმუნებულმა მომლოდინე დუმილის შემდეგ, რომლის ჩუმი შიშით სავსე სიბნელეში ვინმეს
წინამძღოლის თუ არა, მეგზურის როლი მაინც უნდა ეკისრა, ჯერ თავისიანებს მოავლო მზერა,
მერე ერთი მე ამხედ-დმხედა აგდებულად და მშვიდობიანი ზიზღით, ბოლოს შავი სათვალე
ბიძაჩემის გაცისკროვნებულ სახეს მიაპყრო და მკაცრი კილოთი, რომელშიაც ძალზე ფრთხილად
დაცურავდა შემრიგებლური ნახევარტონი, ჰკითხა: - შენ ხომ არ გგონია, იონა, რომ მაგ შენი
ნამიოკების ვინმეს ეშინია?
ბიძაჩემი არ ჩქარობდა. სიტუაციის სადავეები მტკიცედ ეპყრა ხელთ და იცოდა, რომ საბოლოო
გამარჯვებამდე ახლა ყველაზე სწრაფად ლოდინის ტაქტიკა მიიყვანდა.
მაგრამ მივუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, მით უფრო, რომ ამჯერად ბიძაჩემს დიდხანს აღარ
დასჭირვებია ლოდინი.
- ჩვენ სისხლი არ გვწყურია, - უწყინარი კილოთი თქვა კრეონტ წილოსანის საგანგებო საქმეთა
რწმუნებულმა და ნერწყვი გადაყლაპა, - აგერ ვარ მე, აგერაა ბატონი კუტუბიძე, აგერაა ბატონი
წუწუნავა, აგერ არიან დანარჩენი ბატონები .
ხოლო კრეონტ წილოსანის საგანგებო საქმეთა რწმუნებულის შემდეგ სიტყვით კარლო წუწუნავა
გამოვიდა.
- ადამიანს რომ გზა გაყავს, მაგალითად, - კარლო წუწუნავა, თუ გახსოვთ, ჯერ მხატვარი იყო,
მერე მწერალი, მერე გაზეთის გამომცემელი, ამიტომ ისე აზროვნებას სახეებით აზროვნება
ერჩივნა, - და წინ ლოდი დახვდება, ადამიანი სხვა ადამიანებს დაიხმარიებს და იმ ლოდს ხევში
გადააგდეს. მაგ დიდებულიძეა თუ დადებულიძე ეროვნულ- განმათავისუფლებელი
მოძრაობის გზაზე დგას. თუ კომპრომისი მისაღები იქნება, ეროვნული მოძრაობა, მე ჩემი
პარტიის სახელით ვიტყვი, კომპრომისზე წავა. თუ არადა - საწყენად ნურავის დარჩება - ყველაფერს
მოვსპობთ და ამოვძირკვავთ.
- გვითხრას აწი თავისი პირობები, - საქმისკენ უქნა პირი კრებას კუტუბიძემ და ბიძაჩემს მიუბრუნდა
- გვითხარი, შენი პირობები, იონა. ოღონდ, თუ კაცი ხარ, მაგ ფშუტე მუქარებს მოეშვი, მაგისი აქ
ეს წამქეზებლური შეძახილი ზედმეტი იყო. ბიძაჩემს წაქეზება არ უხდება. მან თქვა: - თუ გვსურს
ჩვენი მდგომარეობა გავაცნობიეროთ - ადამიანის განმასხვავებელი ნიშანი კი, გაგეგონებათ,
სწორედ თავისი მდგომარეობის გაცნობიერების უნარია - უწინარეს ყოვლისა ის უმარტივესი
ჭეშმარიტება უნდა ვაღიაროთ, („ვაღიაროთ“, დიეგო, თუ „აღვიაროთ“?) რომ სანაკლიოს
პოლიტიკურ, მორალურ და კრიმინალურ ძალთა ესოდენ განსაცვიფრებელი - ლამის
რელიგიური - ერთსულოვნების მამოძრავებელი ბერკეტი არის არა განზრახვა, არამედ
გულისთქმა. დაფიქრება რომ არ გეზარებოდეთ, თავადაც მიხვდებით, რომ ვერავითარი განზრახვა,
ვერავითარი აზრი, ვერავითარი ლოგიკა ამდენ განსხვავებულ პარტიას, ამდენ დაპირისპირებულ
კლანსა და ამდენ გადამტერებულ ხროვას ვერ შეარიგებს და ერთარსად ვერ შეათვისებს.
ამისათვის ისეთი რამ არის საჭირო, რაც არ იზომება, არ იწონება და ანალიზს არ
ექვემდებარება. მართლაც - ისემც კარგი დაგემართოთ - თქვენი შემანივთებელი და
შემადუღაბებელი ძალა ღვთისმიერი ძალაა, გარდუვალი, მარადარსი, პირველქმნილი,
პრიორიტეტული, კვინტესენციური ძალა, რომელიც არაცნობიერ ფენათა მიუწვდომელ
სიღრმეში თვლემს, როგორც ვულკანის ცხელი ფესვები. ეს გახლავთ კოლექტიური გულისთქმა,
ღვთაებრივი მცველი, ქერუბიმთა მბრუნავი მახვილი, რომლის პერიოდული გააქტიურება ცხადად
მოწმობს, რომ ჩვენი არსების გონიერი ნაწილი ჩვენი არსების არაგონიერ ნაწილთან შედარებით
ჯერ კიდევ სამარცხვინოდ მცირეა. ამიტომ ამგვარი ნახევრად ეგზალტაციური
ერთსულოვნების ჟამს ჩვენ, თიხის შთამომავალნი, თუმც კი გვგონია, თითქოს რომელიღაც
მკაფიო, ჩამოყალიბებულ, კარგად გაზეპირებულ იდეას ვემსახურებით, სინამდვილეში
ვემსახურებით პირველგულისთქმას, ხოლო მისი მეშვეობით შემოქმედის მიზანს, ვინაიდან
შემოქმედი სწორედ გულისთქმის მეშვეობით გვაქეზებს და თავის ღვთაებრივ ბიძგებს
გვანიჭებს. გულისთქმა მართავს ადამიანთა კრებულს, რომელსაც, მასა რომ უწოდო ან, მით
უმეტეს, ბრბო, შეიძლება ეწყინოს. გულისთქმა უფლის მშვიდობიანი იარაღია და იგი ჭეშმარიტი
მიზნისაკენ გვიკაფავს გზას, ხოლო ის იდეა, ჩვენ რომ ჩვენი მსახურების საგანი გვგონია, სინამდვილეში
ამ ღვთაებრივი გულისთქმის მცირე ცნობიერი ემანაციაა, საბაბი, რომელიც საწყის ეტაპზე, ვიდრე
სათანადოდ გავხელდებით, ბიძგის მაგივრობას გვიწევს. დღევანდელი თქვენი დიადი
კონსოლიდაციის საბაბი, კერძოდ, არის პროფესორი დიდებულიძე, რომლის ცხოვრებაში, თუ
ყველას არა, უმრავლესობას მაინც, რაღაც კვალი გაქვთ დატოვებული, ხოლო ცნობიერი
იდეა, რომელიც, როგორც ცნობიერი იდეის წესია, ფსიქიკის ზედა ფენებში გაჩნდა, და
რომელმაც კი არ გაგაერთიანათ, თუმც კი თქვენ ასე გგონიათ, არამედ გამაერთიანებლის როლი
შეასრულა, ეყრდნობა ლოგიკურ დებულებას: ვიდრე შენთა სახამუშო საქმეთა მოწმე ცოცხალია,
არც სულიერი კვარცხლბეკი გაქვს მტკიცე და არც მატერიალური. მე ამ იდეას, სიმართლე
გითხრათ, ვერ შევუერთდებოდი, მაგრამ, როგორც გითხარით, იგი სინამდვილეში მხოლოდ
საბაბია, ხოლო ჭეშმარიტი მიზანი, რამაც შინაგან შეგკრათ და შეგადედათ, არის, მაქსიმალურად
მარტივად რომ ვთქვათ, წმინდა ცოდვის აპოლოგია. ღმერთმა - გზანი მისნი, როგორც ვიცით,
შეუცნობელია - ადამიანი ცოდვილი შექმნა, და თუ იგი პერიოდულად მაინც ცდილობს ცხოვრება
უცოდველად განვლოს, ეს ურჩობა და მკრეხელობაა. ქვეყნიერება - ამას საღვთო წიგნები
აქ კი მიღალატა მოთმინებამ. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც უკვე იცით, ბიძაჩემს ორგზის
მოხარშულს ვიცნობ, თეთრი სახლის ხსენებაზე და იმის წარმოდგენაზე, რომ კაცს, რომლის ქებითაც
ტვინი ამომიღო, ამ სახლში მოსათავსებლად იმეტებდა, თავი ვერ შევიკავე და სულით ხორცამდე
- სისხლი, - განაგრძო მან, - ბატონი რწმუნებულისა არ იყოს, არც ჩვენ გვწყურია. ადრეც
რქაწითელი გვერჩივნა და ახლაც რქაწითელი გვირჩევნია. ამავე დროს, როგორც ხედავთ,
ჩვენი მხრივ კომპრომისი დიდია. წინადადება, იმედი მაქვს, გასაგებია. მხოლოდ ერთს დავუმატებ:
ხვალ, საღამოს შვიდი საათისთვის პროფესორი დიდებულიძე პანაშვიდზეა მისასვლელი
პაპასკირის ქუჩაზე, სადაც ერთი უმწიკვლო მანდილოსანი მიიცვალა. და თუ ხვალ პროფესორი
დიდებულიძე პანაშვიდზე მივიდა - შეგიძლიათ მეთვალყურეები გააყოლოთ - ეს იქნება ნიშანი
იმისა, რომ ჩემი წინადადება მიღებულია და პრაქტიკული საკითხებიღა დაგვრჩება
შესათანხმებელი. ახლა კი დაგტოვებთ, რათა სხვა საქმეებს მივხედო და თქვენც საშუალება
მოგცეთ ჩემი წინადადება შინაურ წრეში თავისუფლად და გულახდილად აწონ-დაწონოთ. ხვალ,
საღამოს შვიდ საათზე ხსენებულ პანაშვიდზე პროფესორ დიდებულიძის მისვლა თქვენი „ჰო“ იქნება,
მიუსვლელობა თქვენი „არა“. ასე რომ, პასუხს უეჭველად მივიღებ და ჩემს შემდგომ მოქმედებასაც,
ბუნებრივია, მას შევუწონი.
ბოლო ეპიზოდი, უნდა ვაღიარო, ბიძაჩემმა ჩინებულად ჩაატარა, ხოლო საფინალო სცენა, ანუ
დოქტორ ხერხეულიძის კაბინეტიდან ჩვენი საზეიმო გასვლა შეკრების მონაწილეთა მძაფრ
დუმილში მართლაც რომ მაღალეფექტური დამაგვირგვინებელი აკორდი იყო, მაგრამ მე
თავში დომხალი მედგა, ხოლო გულში რისხვა და ერთი სული მქონდა, რაც შეიძლება მალე
გავცლოდით აქაურობას, რათა ეს რისხვა, რომელიც ტექსტუალური თვალსაზრისით
ძირითადად უცენზურო ტრაფარეტებისაგან შედგებოდა, დროულად დამეტეხა ბიძაჩემის
უკუღმართი იდეებითა და ცრუ გეგმებით გატენილ თავზე იმ ვითომდა კომპრომისის გამო, რომელიც,
ეტყობოდა - და ყველაზე მეტად სწორედ ეს მაცოფებდა - თვითონ მართლა კომპრომისი ეგონა.
თავად ბიძაჩემი გაბღენძილი მიაბიჯებდა, გარს ტკბილმათრობელა ბურუსის სქელი, შავი გარსი
ეკრა და, ჩემი არ იყოს, მასაც ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლება მალე გავცლოდით აქაურობას,
რათა ყელში მობჯენილი თვითკმაყოფილება სიტყვებად დაენაწევრებინა და ის საამო, მაგრამ
სულისშემხუთავი ბურუსი ცოტათი მაინც გაეუხშოებინა. ასე მივედით მანქანამდე. და თუმცა მე
სანიმუშოდ მობილიზებული ვიყავი, მაინც დამასწრო და, მანქანაში რომ ჩავსხედით და დავიძარით,
პირველმა დაიწყო: - ესეც ასე! დღევანდელი დღის ამოცანა შესრულებულია, ეს კი იმას ნიშნავს,
რომ ხვალინდელი დღე განაღდებული გვაქვს. რომც არ დაჰყაბულდნენ ჩემს წინადადებას,
მაინც, ვიდრე არ შეამოწმებენ, მართლა რამე რეალური კოზირი მიჭირავს ხელში თუ ყველაფერი
ეს ბლეფია, მანამ აშკარა ომის დაწყებას ვერ გაბედავენ. შემოწმებას კი დრო უნდა. და ეს
დრო რომ მოიგონ, პროფესორ დიდებულიძეს ხვალ პანაშვიდზე აუცილებლად გამოუშვებენ.
- მაშინ საზეიმო ბანკეტს შევუკვეთავთ. იმათ ხარჯზე, რა თქმა უნდა. - აქ უცებ შეკრთა, თავი მკვეთრი
მოძრაობით მოატრიალა და იჭვნეულად დამაცქერდა, - ა? დიეგო! დიეგო, დიეგო, დიეგო!
ნუთუ ისე წახდი, რომ ნაამაგარ ბიძას უხამსი ეჭვი გინდა წასცხო პატიოსან სახეზე და ამით შენი
სრული უმწიფრობა აღიარო? მმდაა . არადა, თითქოს ყველაფერი ადვილი გასაგებია: მაგათ
ცოფი აქვთ ნაჭამი და უკან ახლა არაფერზე დაიხევენ. თანაც საუცხოო მეძებრები არიან. საცა
დავმალე, ყველგან მიაგნეს. ასეთ ვითარებაში სხვა რა დამრჩენია გარდა იმისა, რომ თვითონვე
დავამალვინო? თავიანთ დამალულს ხომ აღარ დაუწყებენ ძებნას?! გულსატკენია. ძალიან
გულსატკენია . შენ უკვე . რამდენი წლისა ხარ? მდა . მაგრამ ჩანს შენმა სიბრძნემ, მთელი შენი
საგვარეულოს თავმოსაჭრელად, ფეხი ვერ აუწყო ასაკს და სიბრძნენაკლული ასაკი ძველი
შაბლონებისა და ტრაფარეტების ტყვეობაში დარჩა. ბრძენის ერთი განმასხვავებელი ნიშანი კი
ისიცაა, რომ ტერმინების ყულფში თავს არ გაჰყოფს. ბრძენმა, დიეგო, იცის, რომ „შეშლილთა
სახლი“ და „ნორმალურთა ქალაქი“ შინაარსობრივად სხვა არაფერია, თუ არა „უმცირესობა“
და „უმრავლესობა“, რაც - მაგხელა კაცმა, სიბრძნე სულ არაა ამისთვის აუცილებელი, ისეც უნდა
იცოდე - არც გონებრივი მახასიათებელია და არც მორალური. ხოლო პატიოსანი კაცი,
რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად შერისხულიცაა, ნაკლულას პირას რომ თეთრი სახლი დგას,
იმაზე უკეთეს თავშესაფარს დღეს სხვაგან ვერსად იპოვის. ამაში სულ მალე დარწმუნდები. ჩვენ
ახლა სწორედ . აქ მარცხნივ . მაგ სახლის დირექტორთან მივდივართ. იგი ჩემი ძველი ნაცნობია.
თავი მეორე.
პ რ . დ ი დ ე ბ უ ლ ი ძ ე
პრ. დიდებულიძე ხან ვოროშილოვი იყო ხოლმე, ხან ბუდიონი და თუმც დასაწუნი არც ერთს არ
სჭირდა რამე და არც მეორეს - ბუდიონს აღმატებითი ხარისხის ულვაში ჰქონდა და თავში გრილი
სიო უღიტინებდა, ვოროშილოვს კიდევ კლიმენტი ერქვა და ტყვიას ტყვიაში აჯენდა - ბედს
მაინც ძალიან ემდუროდა (რასაც ზოგჯერ ისეთი სიტყვებით გამოხატავდა, რომლებიც ცნება
„სამდურავის“ შედარებით უმწიკვლო ლექსიკურ ბუდეში ვეღარც კი ეტეოდნენ). კი მართალია,
ძღინკიანი კობალა და მისი ოთხი ძღინკიანი დეიდაშვილი სულაც ბურჟუაზიის დამქაშები
იყვნენ და გამუდმებით იარაღს აჟღარუნებდნენ, ხოლო ცანცარა ამალიას ლოქო გულბაათი
ბნელეთის მოციქულის წოდებას ვერ გასცდა, მაგრამ კობალა და გულბაათი, ისევე, როგორც
მათი დარი და ფარდი მრავალი ჭიჭყინა, პრ. დიდებულიძეს მაგალითად არ უჩნდა. პრ.
დიდებულიძეს ბავშვობაში პირველობა უყვარდა და ამიტომ მისი ადრეული შურის საგანს ტყუპი
ძმა საკანდელიძეები წარმოადგენდნენ, რომლებიც ხალხთა მამასა და მასწავლებელს
განასახიერებდნენ. ტყუპი ძმა საკანდელიძეები ხალხთა მამასა და მასწავლებელს მორიგეობით
განასახიერებდნენ, ისე რომ ჩხუბი არ მოსდიოდათ.
ხოლო პრ. დიდებულიძის მამამ, რომელიც ოდენ საკუთარ თავს განასახიერებდა, რა დაინახა
კომუნისტები არსად წამსვლელები აღარ იყვნენ, გადაწყვიტა ბედს შერიგებოდა და ამ მიზნით,
კეთილსინდისიერად ჩაუჯდა მარქსიზმის კლასიკოსებს. სამწუხაროდ, გარჯა ამაო გამოდგა: ახალმა
მოძღვრებამ რწმენის ძველ ჯავშანში ვერ გაატანა და ჯაბუნაკი ჭამა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ამ
მარცხს რომ ახალი მარცხი მოჰყვა - კერძოდ, მის სახლს კომუნიზმისთვის მებრძოლმა ერთმა
პროლეტარმა დაადგა თვალი - წრეც შეიკრა და ოცდაჩვიდმეტის შემოდგომაზე (შემოდექზეო,
სანაკლიოში იტყოდნენ) უფროსი დიდებულიძე წაიყვანეს.
სანაკლიო იმ დროს ქვაფენილი ქუჩებით იყო დასერილი და ზედ ჯიშიანი ცხენები ოქროსფერ
ფაიტონებს დააქროლებდნენ, რომლებშიაც ისეთი რბილი კომფორტი სუფევდა, თურქეთის
დიდი ხონთქარიც კი, თუ აღმზრდელების მიერ თავიდანვე არ იყო გაფუჭებული, წუნს ვერ
მამის წაყვანის საზეიმო სცენა პრ. დიდებულიძის მეხსიერებაში ღრმად აღიბეჭდა. პრ.
დიდებულიძეს მაშინ ექვსი წელი უსრულდებოდა და იარაღის დანახვაზე (თოფისა იმდენად
არა, რევოლვერისა კი ძალიან) გული უჩქროლავდა ხოლმე. არადა, იმ დილით ოთხი
რევოლვერი დაინახა. სამი - სამზარეულოში, სადაც მამა საუზმეს უჯდა, ხოლო მეოთხე - გარეთ,
ჭიშკართან. ძნელი სათქმელია, ტყავისქურთუკიანმა კაცებმა ასე რატომ დაიგვიანეს.
სანაკლიოში ძუძუთა ბავშვმაც კი იცოდა, რომ მათი მოსვლის ჟამი ღამისა და დღის მიჯნა იყო, ის
საათი, როცა სინათლე უკვე დაძრულია, მაგრამ სიბნელემდე ჯერ არ მიუღწევია. ამათ კი
დაიგვიანეს. შეიძლება რომელიმე მათგანს კბილი ასტკივდა, ან კუჭი აეშალა, ან კარი ჩაეკეტა და
გასაღები დიდხანს ეძია. ასეა თუ ისე, სტუმრები რომ მოვიდნენ, პრ. დიდებულიძე უკვე ზეზე
იყო და სამი რევოლვერიანი კაცის დანახვაზე (ჭიშკართან დარჩენილი გვიან შენიშნა)
მღელვარებისგან გული ყელში მოებჯინა.
ისე, ცუდები არც ტყავისქურთუკიან მომხდურებს ეთქმოდათ. ყოველ შემთხვევაში, ერთ მათგანს,
როგორც ქვემორე ეპიზოდიც გვაჩვენებს, ნამდვილად არ ეთქმოდა ცუდი, ხოლო ერთის თვისებები
რომ დანარჩენებზე უკრიტიკოდ არ უნდა გაავრცელო, ეს პრ. დიდებულიძემ ჯერ კიდევ არ
იცოდა. რაც შეეხება იმ ერთს, იგი დაბალი კაცი იყო, შემელოტებული; სავსე მთვარესავით სახე
ჰქონდა (ბრტყელი, მრგვალი და მანათობელი) და სანიმუშოდ მოღრეცილი ცხვირი; გარდა
ამისა, ტუჩის კუთხეები მაღლა-მაღლა გაურბოდა, რის გამოც ისეთი გამომეტყველება ედო,
თითქოს გიღიმისო, და საერთოდ, ნაცარქექიას ჩამოჰგავდა, უფრო სწორად, იმ წარმოდგენას,
რაც პრ. დიდებულიძეს იმ ხანად ნაცარქექიას შესახებ ჰქონდა. აი, ამ ნაცარქექიას ხატმა და
„მეითმინე, ბიძიკო, პატარა და, რო გეიზდები, შენც ქე ჩამეიკიდებ, თუ ივარგებ, ამისთანას“. პრ.
დიდებულიძეს მაშინ მართლა მიეცა იმედი, მაგრამ როგორც მოვლენათა შემდგომმა
განვითარებამ ცხადყო, შუბლზე თურმე სხვა ნიშანი ედო და ბედისწერამ, რომელიც ნიშანთა
განხორციელებაზე აგებს პასუხს, იმ გზით არ გაუშვა, რა გზაზეც მაუზერს - ანუ, როგორც ის
მოცინარე კაცი ეძახდა, სასროლს - იშოვიდა და ჩამოიკიდებდა.
იქნებ პრ. დიდებულიძის ბავშვობაზე მკითხველის ყურადღება არც შემეჩერებინა - ჩვენი ინტერესის
საგანი მოწიფული პრ. დიდებულიძეა, მაგრამ რაკი დაბეჯითებით არავის ძალუძს თქმა, თუ
რა კვალს ამჩნევს კაცის ცხოვრებას ბავშვობის გამოცდილება, ვამჯობინე ზოგი - შედარებით
საეჭვო და ნიშანდობლივი - ეპიზოდი მოკლედ მაინც მომეთხრო. ბოლოს და ბოლოს, ვინ იცის,
არც ისე ხელწამოსაკრავი იყოს მაცთუნებელი ვარაუდი, რომ თუ კაცი მოწიფულობაში პრ.
დიდებულიძე ხარ, ეს იმ ბავშვობის - სწორედ იმ ბავშვობის და მხოლოდ იმ ბავშვობის - შედეგია,
რომელიც გამოიარე, და საკმარისი იყო მოცემული სქემიდან წამით ან მილიმეტრით გადაგეხვია,
რომ ის აღარ ყოფილიყავი, რაცა ხარ.
- უწილადებდა ხოლმე. გარდა ამისა მას, მრავალთაგან განსხვავებით, ცხენი ჰყავდა, რომელიც
ერთხელ დაჭედა კიდეც. ვილენმა და პრ. დიდებულიძემ ეს პროცედურა საკუთარი თვალით
ნახეს და - ვილენისა არ ვიცი და - პრ. დიდებულიძე ისე ღელავდა, გული ლამის ბუდიდან
ამოუვარდა. ცხენის დაჭედვაში პროლეტარ ჟორჟიკას მეწვრილმანე ვარდენა ეხმარებოდა. ეს
ვარდენა, გარდა იმისა, რომ მეწვრილმანე იყო, წვრილმანიც იყო, რის გამოც უბანი, სადაც იმ
ყუაზე დასულ ყოფაში კაცობის მთავარ საზომად ხელგაშლილობა ითვლებოდა, ძნელად
ჰგუობდა და პრ. დიდებულიძის მეხსიერებაშიც შესაძლოა ვერ დარჩენილიყო, რომ არა ერთი
უცნაური გარემოება: თავის თავს ყოველთვის - და რატომღაც ყოველთვის სიამაყით -
ვარდანად მოიხსენიებდა ხოლმე. ერთი სიტყვით, პროლეტარმა ჟორჟიკამ ამ ვარდენასა თუ
ვარდანას დახმარებით ცხენი წამოაქცია, ფეხები დაუბორკა, ჩლიქები მეწაღის ბასრი დანით
საჭირო ზომაზე გაუთალა, ზედ გამზადებული ნალები ჩააცვა და ნახვრეტებში ლურსმნები ჩააჭედა.
მერე დაჯდა და იმ სარგადაყლაპულ ვარდანასთან ერთად ღვინო დალია. ცხენს ტკენისა
არაფერი შეტყობია. ნაწყენი კი ჩანდა, მაგრამ ნაწყენი, საფიქრებელია, იმის გამო იყო, რომ
პატარა ბავშვების თვალწინ ასე უცერემონიოდ წააქციეს და გაკოჭეს.
ხოლო ვილენი მამის კვალზე მიდიოდა: თავის დიდ ცოდნას, რაც მრავალწახნაგოვან გინებათა
ამოუწურავი მარაგისგან შედგებოდა, დაუზარებლად და უანგაროდ უზიარებდა პრ. დიდებულიძეს.
გაკვეთილები, როგორც წესი, შეჯიბრის სახით ტარდებოდა და თუმცა - ბუნებრივიცაა - მუდამ
ვილენის გამარჯვებით მთავრდებოდა, ყოველი ამგვარი შეჯიბრის შემდეგ პრ. დიდებულიძე
ლექსიკურ არსენალს რამდენიმე ერთეულით იმდიდრებდა.
ასე - თამამად შეიძლება ითქვას, ტკბილად - ცხოვრობდნენ თითქმის ორი წელიწადი. მერე პრ.
დიდებულიძე და დედამისი სოფ. მაღლითში გადასახლდნენ. ოღონდ, ვიდრე
როგორც ტყავი გვაქვს გადაკრული ფიზიკურ სხეულზე, ისე გვაქვს ბედი გადაკრული
ასტრალურ სხეულზე, და როგორც ფიზიკური სხეული ტყავს ვერ გაექცევა, ისე ასტრალური
სხეული ბედს ვერ გაექცევა. მომდევნო არა და მომდევნოს მომდევნო ზაფხულის ბოლოს
პრ. დიდებულიძე და დედამისი, როგორც ითქვა, სანაკლიოდან წავიდნენ. პროლეტარ
ჟორჟიკას, რომელსაც ამ დროისთვის პროლეტარი აღარც კი ეთქმოდა, ის დარჩენილი
ოთახიც დასჭირდა. მაგრამ სიკეთეს ნურც ამჯერად დავუკარგავთ - ჩამორთმეული ოთახის
სანაცვლოდ დედა-შვილს ცოლის სოფელში ერთი ძველი, გამონაცვალი ქოხი გაუხერხა მიწის
პატარა ნაკვეთით, რაც უხვი საზღაური იყო; მართლაც, მიწის ნაკვეთი, რაგინდარა პატარა,
ბევრად სჯობს ქალაქის ოთახს - განსაკუთრებით ისეთ მძიმე დროში, მაშინ რომ იდგა.
საზოგადოდ, მიწა ადამიანის უკანასკნელი შანსია და ვინიცობისაა - ღმერთმა დაგიფაროთ და
- ერთ მშვენიერ დღეს თავისი საქმის კეთილად მცოდნე მისანმა ვინმემ გიწინასწარმეტყველათ,
ერთი შანსიღა დაგრჩათო, ჩემის მხრივ მიწინასწარმეტყველებია: შანსი იგი მიწაშია და, თუ
პოვნა გიწერიათ, მიწაში იპოვით, სხვაგან ტყუილად ნუ დაუწყებთ ძებნას.
ამის შემდეგ, ვიდრე სკოლას დაამთავრებდა, პრ. დიდებულიძე სოფ. მაღლითში ცხოვრობდა.
სანაკლიოში ათასში ერთხელ თუ ჩავიდოდა. როცა ჩადიოდა, მაშინაც, როგორც წესი
(რომელსაც, ბუნებრივია, გამონაკლისებიც ჰქონდა, განსაკუთრებით პირველი სიმწიფის ხანაში,
როცა მთელმა გრძნობადმა სამყარომ ქალის სახე მიიღო), ჩადიოდა არა სანაკლიოში, არამედ
სანაკლიოს ბაზარში, სადაც დედა-შვილი ჭირნახულის ნაწილს ჰყიდდა, რათა ნავთი, მარილი,
საწერ-კალამი და სხვა ისეთი რამ ეყიდა, რასაც მიწა ვერ იძლეოდა. მიწა კურთხეულია,
ერთგული და ბარაქიანი, მაგრამ ყველაფრის მოცემა არ ძალუძს. საზოგადოდ, ვიდრე
სანაკლიოში ცხოვრობდა, პრ. დიდებულიძე მიწის შესახებ მაღალი აზრისა არ ყოფილა.
სოფ. მაღლითი არც ისე მაღალი იყო, რომ მაღლითი სიმაღლის გამო დაერქმიათ.
უბრალოდ, იგი სოფ. მთისძირის თავზე მდებარეობდა, ხოლო რაკი ისტორიულად და
გეოგრაფიულად ეს სოფლები თითქმის განუყოფლები იყვნენ - იმ ვიწრო გარდამავალ ზოლზე,
ერთმანეთს რომ აშორებდათ, საერთო ყანები ეთესათ - ხოლო პოლიტიკურად და
ეკონომიურად სულ მთლად განუყოფლები, ვინაიდან ერთსა და იმავე კოლმეურნეობაში
შედიოდნენ, არსებითად, ერთადერთი ნიშანი, რითაც ასიმილაციის აქოთებულ ბოსელში
გამომწყვდეული მაღლითი დამოუკიდებლობის ილუზიას ინარჩუნებდა, სახელწოდება იყო.
მაღლითელები მკაცრი, მომთმენი და დამცინავი ხალხი იყო. მერე, როცა მრავალი სხვა სოფელიც
ნახა, პრ. დიდებულიძე, მართალია, იმ დასკვნამდე კი მივიდა, რომ ეს სოფლის საზოგადო წესია,
მაგრამ პარალელურად იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ ზოგიერთი სოფელი ამ წესს
განსაკუთრებული მონდომებით მისდევს, ხოლო რაკი მაღლითი თავისი მონაცემებით ამ
„ზოგიერთთა“ არა მარტო ძირითად სიაში, არამედ ძირითად ბირთვშიც შედიოდა, ვფიქრობ,
მართალს ვიტყვი, თუ ვიტყვი, რომ აქაურები გამორჩეულად მკაცრები იყვნენ, გამორჩეულად
მომთმენები და გამორჩეულად დამცინავები.
თავად პრ. დიდებულიძემ ეს იდეალისტური სიმწარე, როცა ამაოებათა ჯაჭვურ რეაქციაში უნუგეშოდ
ჩათრეული ზეგარდმო ტკივილით ნატრობ, ნეტა მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოსო, სოფელ
მაღლითში მრავალგზის იწვნია.
ამ სახელის თაობაზე წესით აქამდე უნდა მეთქვა ერთი-ორი სიტყვა. მართლაცდა, არ შეიძლება
უბრალოდ და უკომენტაროდ გამოაცხადო, ამ კაცს სახელად პრომეთეოსი ჰქვიაო. ვისაც
პრომეთეოსი ჰქვია, კომენტარიც სჭირდება. პრომეთეოსი, თუ ორიგინალზე არ ვილაპარაკებთ,
მარტო სახელი არაა. იგი უწინარეს ყოვლისა დამღაა და ნიშანი, ნიშანი იმისა, რომ კაცს, ვისაც
„პრომეთეოსი“ ჰქვია, იმ კაცივით ცხოვრება არ ძალუძს, ვისაც „პრომეთეოსი“ არ ჰქვია.
არაპრომეთეოს კაცს შეუძლია ამ ქვეყნიდან უკვალოდ გაქრეს და, როგორც ისტორია
გვიდასტურებს, დიდი უმრავლესობა ასეც იქცევა; ამაში არც უჩვეულოა რამე და არც დასაძრახი.
მაგრამ პრომეთეოსი უკვალოდ ვერ გაქრება; თუ გაქრა, კვალად კითხვა დარჩება: მაშ,
პრომეთეოსი რატომღა ერქვა? კითხვა სამართლიანია; სახელი პრომეთეოსი თავის თავში
უკვე გულისხმობს რაღაცის გაუქრობელ კვალს და, როცა შვილს პრომეთეოსს არქმევ,
პასუხისმგებლობას კისრულობ, ხოლო თუკი შენ თვითონ იაფეტი არ გქვია, რისკსაც სწევ.
დაბოლოს, როგორც ზემორე მსჯელობის ერთგვარი შეჯამება, შეიძლება ითქვას, რომ მამა,
რომელიც შვილს პრომეთეოსს არქმევს, მამის ნორმალურ არტახებში ვერ თავსდება. იგი ამ
არტახებიდან გამოსულია და პოლუსზე დგას, ან ერთზე, ან მეორეზე.
პრ. დიდებულიძის მამამ (რომელსაც იაფეტი არ ერქვა, ვინაიდან ეს მეტისმეტი იქნებოდა), შვილს
რომ პრომეთეოსი უწოდა, რისკი გასწია, ხოლო რაკი დროება მაშინ ჟამიანი იყო და პირველი
პრომეთეოსის ზეარისტოკრატიული ჩამომავლობა და საშიში დამოუკიდებლობა ისედაც
გამომწვევად ირეკლებოდა მუშათა და გლეხთა სისხლში ამოვლებულ ალამზე, ამ რისკს
პოლიტიკური სუნიც ასდიოდა. მართალია, შეუძლებელი იყო დადგენა, ვარაუდობდა თუ არა
მამა, რომ შვილი, რაკი სახელად პრომეთეოსი ერქმეოდა, მღვიმეში ცეცხლის შემოტანას
დაისახავდა მიზნად, მაგრამ ვინ აიტკიებდა მაშინ თავს იმის სარკვევად, ანტისახელმწიფოებრივი
ქმედება შემთხვევით იქნა ჩადენილი თუ წინასწარგანზრახულად?! საერთოდ კი, ალბათობა
ერთი სიტყვით, ჩემი აზრი ის გახლავთ, რომ პრ. დიდებულიძის მამამ შეგნებული არჩევანი გააკეთა.
ზემოთ ამ არჩევანს მე „ილუზია“ ვუწოდე. ახლა თავს ნებას მივცემ „შესაძლებლობა“ ვუწოდო,
თან ვეცდები დავასაბუთო, რომ არც მაშინ ვტყუოდი მაინცდამაინც და არც ახლა ვტყუი.
მართლაცდა, თუ საკითხს სათანადოდ ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ შვილისთვის
პრომეთეოსის დარქმევა მხოლოდ სასოწარკვეთილების ფუჭი სლოკინი როდია, ან
ცრურომანტიკული იმედის საზრდო, ან უტოპიის მტკნარი წყლების მოულოდნელი აზვირთება.
ამაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია პატარა აზრისმიერი ექსპერიმენტი ჩავატაროთ;
წარმოვიდგინოთ, ვითომ ქართველებმა ერთხმად გადავწყვიტეთ, ყველა შვილს (ვაჟებს, ცხადია;
ქალი რა შვილია!) პრომეთეოსი დავარქვათ, შევასრულეთ კიდეც მტრისა და მოყვრის გულის
გასახეთქად სიტყვა და აჰა, ჩვენებურ კაცებს სულ პრომეთეოსები ჰქვია და არავინაა ჩვენს
შორის ისეთი, პრომეთეოსი არ ერქვას. გადაიჭედა ჩვენი ედემი და წალკოტი პრომეთეოსებით,
მკალივით მოედო პრომეთეოსების ლაშქარი ძირძველ ქართულ მიწას, ტევა აღარ არის
ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ზიმზიმებენ ამერ-იმერში პრომეთეოსები, ფუთფუთებენ,
მზვაობრობენ, ირევიან ერთმანეთში, გვერდს ვეღარ უქცევენ ერთმანეთს, აწყდებიან ერთმანეთს,
ლოშნიან და ტყვიებს ახლიან ერთმანეთს, სვამენ, ღრეობენ, ყაყანებენ, მღერიან, ბარბაცებენ,
იგინებიან და ფახიფუხობენ. ყველა აქ არის, ყველა ფასონისა და ყალიბის პრომეთეოსი, რაც
კი ჩვენი მოდგმის ამაყ ხეს შეეძლო გამოესხა: ზეკაცები თუ ქვეკაცები, სიბრძნის ყულაბები თუ ისე
ყულაბები, რკინისგულიანები თუ ხისთავიანები, ღვთის პირში შემყურენი თუ ღვთის პირიდან
გავარდნილები, ქვასროლიები თუ პეპლიჭერიები, ღირსი მამები თუ ყველაფრის ღირსი მამები,
ერთსულოვნები თუ ერთუჯრედოვნები, მიმდევრები თუ მიმომდევრები . შედარებით მცირეა
ბისექსუალისტ პრომეთეოსთა რიცხვი, სამაგიეროდ უხვად არიან ხელისუფლების მხარდამჭერი
პრომეთეოსები. განა დასაჯერებელია, პრომეთეოსთა ამგვარ სიმრავლეში ცეცხლის მპარავიც
არ გამოერიოს?!. ასე რომ, უფროსი დიდებულიძის ჩანაფიქრი - თუკი ეს მართლა შეგნებული
ჩანაფიქრი იყო - არც ისე სასაცილოა, როგორც შორიდან ჩანს. ვიცი, მრავალი თქვენგანი
წამომძახებს, მაშ, ის რაღა იყო, გიორგიზე რომ ვიყავით ერთი ხანობა გადარეული და თითქმის
ყველა ვაჟს გიორგი გვერქვა, გველეშაპს კი ვერავინ ვერაფერი დააკლოო? ამაზე გიპასუხებთ:
ერთსა და უსასრულოდ მრავალს შორის არ არის ისეთი განსხვავება, როგორც „ყველასა“ და
„თითქმის ყველას“ შორის. ეს თვისობრივი განსხვავებაა და ილუზიაც, ზემოთ რომ ვახსენე, ამ
თვისობრიობაშია ჩამარხული: როცა ქვეყანა მხოლოდ პრომეთეოსებად სახელდებული ხალხითაა
დასახლებული, მაშინ არა მარტო მოსალოდნელია, არამედ გარდუვალიც, რომელიმე მათგანმა
ცეცხლი მოიპოვოს. ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, სამწუხარო გამონაკლისი კი იმაში მდგომარეობს,
რომ თუ ეს ქვეყანა საქართველოა, მოლოდინი შესაძლებელია ფუჭი და უნიადაგო აღმოჩნდეს,
ვინაიდან საქართველოში არ შეიძლება ვიღაც მეტიჩარა არ გამოხტეს, რომელიც მტრის ჯინაზე -
ან, მტერი თუ ვერ იშოვა, ისე, თავისი მავნე ბუნების გამო - შვილს უმალ ედგარს დაარქმევს ან
სამწუხაროდ, მამა პასუხს ვერ მოესწრო. ის რომ დააპატიმრეს, პრ. დიდებულიძისათვის ჯერ კიდევ
ძალიან ადრე იყო ისეთი სპეციფიკური ნიშან-თვისებების გამომჟღავნება, რომლებიც ცეცხლის
ან მისი ფარდი სხვა რამ ფიზიკური სიდიდის აღმოსაჩენად და მოსაპოვებლად შეიძლება
გამოდგეს.
ვინც მიჩვეული იყო, მიჩვეული იყო. ადრეული ბავშვობის ამხანაგები, მაგალითად, ისე ეძახდნენ
პრომეთეოსს, როგორც - სიტყვაზე - ზურიკოს ეძახიან ზურიკოს. სამაგიეროდ, ვინც პირველად
გაიგებდა პრომეთეოსი ჰქვიაო, უეჭველად შუბლს შეიკრავდა, თვალებს გადმოქაჩავდა, პირს
მოპრუწავდა, ნესტოებს დაბერავდა, ყბას მოიღრეცდა და ერთს იმნაირად შეიცხადებდა, ვითომ
იმაზე საკვირველი, იმაზე სასაცილო, იმაზე სამარცხვინო, იმაზე გულისამაჩუყებელი, ასე გასინჯეთ,
იმაზე გასაწიწმატებელიც კი, ვიდრე სახელი პრომეთეოსია, თავის დღეში არაფერი სმენოდეთ. პრ.
დიდებულიძე დიდხანს - შესაძლოა, ძალიან დიდხანს - ვერ მიხვდა, რა იყო აქ ესოდენ
ასაღელვებელი და შესაშფოთებელი: ბოლოს და ბოლოს თავად პრომეთეოსსაც ხომ
პრომეთეოსი ერქვა! მაგრამ რაკი იცოდა, ეს გაუბედავი - უღონოც, კაცმა რომ თქვას - არგუმენტი
საქმეს ვერ უშველიდა და პირს ვერავის ამოუკერავდა, უფრო ხშირად მამაზე ბრაზობდა.
აბა, ავყია მაღლითელები ასეთ მასალას ხელიდან როგორ გაუშვებდნენ! გაიგეს თუ არა,
პრომეთეოსი ჰქვიაო, მთელი სოფელი საოხუნჯოდ განეწყო.
სანაკლიო რომ სხვაა და მაღლითი სხვა, თეორიულად ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მთელი
სიცხადით - როგორც იტყვიან, ხელშესახებად - ეს განსხვავება მხოლოდ გადაკვეთის
წერტილებში იჩენს ხოლმე თავს. მართლაცდა, მაღლითში ჩასვლამდე პრ. დიდებულიძეს არასოდეს
მიუქცევია ყურადღება იმისთვის, რომ შარვალი ეცვა, პერანგი ეცვა, წუღები ეცვა და ქუდი ეხურა,
პირი უფრო ხშირად დაბანილი ჰქონდა, ხოლო ლოყები და ხელები თეთრი. მაღლითში ჩასულს
კი ყოველივე ეს ერთბაშად ეცა თვალში. ესეც და სხვა რამეც (მაგალითად, რომ მაჩვი და ზღარბი
სულაც არ არის ერთი და იგივე ცხოველი, ისევე, როგორც გულისცემის სიხშირე არ არის ერთი
და იგივე სოფლის ხმაურიან ორღობეში და ავად გატრუნულ ბნელ ტყეში, ხოლო ხეზე ასვლას
თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვა აუცილებელია, თუ არ გინდა მაღლითელები სიცილით
იმ მძიმე ჟამს - ასაკოვან მკითხველებს შესაძლოა ახსოვთ - ასანთს ცეცხლის ფასი ედო, ამიტომ
ცეცხლს თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ; რომ არ ჩამქრალიყო, ნაკვერჩხლებს
ღამღამობით ღადარში ინახავდნენ. მართალია, ცეცხლი ზოგჯერ მაინც ქრებოდა, მაგრამ მეთოდის
უტყუარი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ შეუძლებელი იყო მთელ სოფელში ერთდროულად
ჩამქრალიყო; თუ ვინმეს ჩაუქრებოდა, შეეძლო მეზობლისგან მოეტანა და ისევ გაეჩაღებინა.
და აი, ერთ საღამოს დედამ, რა ნახა ბუხარში ცეცხლი ჩამქრალიყო, შვილი, რომელსაც სახელად
პრომეთეოსი ერქვა, მეზობელთან გაგზავნა. პრომეთეოსიც წავიდა. არც დროთა შორეული
ჯახანი გაუგონია და არც სკოლის დირექტორის ამასწინანდელ კულტურტრეგერულ
გამოხდომაზე დაფიქრებულა; კეცის ნატეხი აიღო, წავიდა და ცოტა ხნის შემდეგ მოპოვებული
ცეცხლით უკანვე გამობრუნდა. გზადაგზა ნაკვერჩხლებს სულს უბერავდა, რომ არ ჩაქრობოდა.
მეზობლის სახლიდან, სადაც ცეცხლი იშოვა, თავის სახლამდე, სადაც ნაშოვნი ცეცხლი უნდა
მიეტანა, ოციოდე საჟენი იქნებოდა. ოცი საჟენი არაფერია უსასრულობასთან შედარებით,
შეგვიძლია სულ არ მივიღოთ მხედველობაში და ალბათ არც მივიღებდით, გზად რომ ბუხუტიე
ბლაყუნა არ შეფეთებოდა. „ბლაყუნა“ რატომ შეერქვა ამ ბუხუტიას, დღემდე არავინ იცის. ალბათ,
რამე სერიოზული მიზეზი იყო, თორემ რაღა მაინცდამაინც არაფრისმთქმელი და, არსებითად,
აბსტრაქტული „ბლაყუნა“ შეერქმეოდა სოფლის უმახინჯეს ყმაწვილს, რომელსაც ჯერ მარტო თავი
ედგა ციცაბო მხრებზე იმისთანა, გაციმციმებული ქვაბქოთანა რომ გინახავთ, ან თივის ზვინი,
ან ნაკორტალების კოშკი, - ან ტერასებად გაკორტნილ თმასაც თუ გავითვალისწინებთ -
ჯოსერის პირამიდა (ოღონდ ეს ბოლო შედარება მაღლითში იმ დროს ჯერ კიდევ გაუგებარი
იქნებოდა). რამ აუწოწოლა ასე, რა ედო შიგ და რისი მომასწავებელი უნდა ყოფილიყო
ყოველივე ეს, ერთმა ღმერთმა უწყოდა. საერთოდ - არა მარტო თავის, არამედ ზედ განივრად
მიტყეპებული პირისახის, ნაწრთობი შუბლისა და რიგ სხვა ასოთა გამოისობით - ისეთი უცხო რამ
სანახავი იყო, მთელი სიცოცხლე რომ გეოხუნჯათ, შუამდე ვერ მიხვიდოდით. თუმცა, თვითონ ის
სიმეტრიულად დაკბეჩილი თავი ისე ეჭირა, ვაგლახად ბუზს არ აიფრენდა. სამაგიეროდ სხვის
თვალში გამუდმებით ეძებდა ბეწვებს და თუ იპოვიდა, მის სიხარულსა და სიცილს საზღვარი არა
ჰქონდა.
ეტყობა შემთხვევითი არც ის უნდა ყოფილიყო, რომ პრ. დიდებულიძეს სწორედ ეს ბუხუტიე
შეახვედრა ბედისწერამ იმ მოკლე დისტანციაზე, რომელიც წეღან, უსასრულობას რომ შევადარეთ,
კინაღამ უგულებელვყავით.
ბედისწერის გამო წუწუნი, საერთოდ, პროტესტის ნებისმიერი ფორმა, წყლის ნაყვაა. ბედისწერა
ისეთი ინსტანციაა, დროსა და სივრცეს ნაწილებად არ ჰყოფს და თავის მოქმედებას არავის
თუ თქვენც დამეთანხმებით, ამ მცირე ლირიკული გადახვევის შემდეგ მაღლითში უკვე ისე შეგვიძლია
ჩავიდეთ, ვითომ მოყვრებისა და მოკეთეების სანახავად მივდიოდეთ.
ეს - ჩვენ. პრ. დიდებულიძე კი იქ თავის დროზე კრძალვით ჩავიდა. „ჩავიდა“ პრინციპულად სავსებით
სწორია, ვინაიდან მართლა ჩავიდა, მაგრამ თუ თანმდევ ფსიქოლოგიურ ჯანღსაც
გავითვალისწინებთ, ალბათ „მიახლება“ უფრო ზუსტი ტერმინი იქნება. დიახ, პრ. დიდებულიძე
სოფელ მაღლითს მიეახლა. მიეახლა ისე, როგორც შეიძლება მიეახლო უცხო ქალს, რომელიც
შორიდან დაგანახვეს და გითხრეს: „ეს დედაშენია“.
ასეთ შორეულსა და, არსებითად, თეორიულ დედას ეგებ იმის უფლება კი აქვს, მორჩილება
მოგთხოვოს, მაგრამ სიყვარულს ვერ მოგთხოვს, ვინაიდან სიყვარული, როგორც პრ.
დიდებულიძე დაასკვნის მოგვიანებით, როცა ჟამი მოიწევა, თავისუფალი ნების ცნობიერებამდელი
გამოხატულებაა.
პრ. დიდებულიძე მორჩილად მიეახლა მაღლითს, მორჩილად გაიხადა ფეხთ, მორჩილად ჩაება
მაღლითური ცხოვრების ფერხულსა და რიტმში, მორჩილად ალაპარაკდა სპეცმაღლითურ
დიალექტზე, მორჩილად დაიდგა მოვალეობის უღელი . ერთი სიტყვით, ისე შეეხამა იქაურ სუნს,
ფერს, ხმასა და კლასიფიკაციას, მალე ორთოდოქსი მაღლითელისგან აღარაფრით
გამოირჩეოდა.
მაღლითში ჩასვლის შემდეგ, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, ყელში უმიზეზოდ რაღაც
უჭერდა და გული მტკივნეულად ეწურებოდა, ერთი-ორჯერ იტირა კიდეც ბალიშში თავჩარგულმა,
საერთოდ, რაღაც ისეთი სჭირდა, ასე ეგონა, ერთ ადგილას რომ დიდხანს გაჩერებულიყო, სული
ამოხდებოდა. მცირე ასაკის გამო მაშინ ვერ მიხვდა, რომ ეს ნოსტალგია იყო, ნოსტალგია
მოულოდნელად მიტოვებული სანაკლიოსი, რომელიც უკვე ემზადებოდა გასამშობლიურ-
ქალაქებლად, და ცოტაც რომ დასცლოდა, ალბათ გამშობლიურქალაქდებოდა კიდეც. რაკი
არ დასცალდა, პრ. დიდებულიძეც მშობლიური ქალაქის გარეშე დარჩა; თუმცა საბოლოოდ (ეგებ
საბედნიეროდაც) ეს ჭირი მარგებელი გამოდგა, ვინაიდან სწორედ მისი წყალობა იყო, რომ ამ
გამთანგავმა სენმა მალევე გაუარა, სანაკლიო დავიწყებას მიეცა და ცხოვრების ერთადერთი
ასპარეზი - თუ ბუნდოვან სივრცეებს არ ჩავთვლით, რომლებსაც ნედლი გონება დროდადრო
თავისთვის ხატავდა -
ხოლო თუ ყველაფერი ეს სწორია, მაშინ ისიც სწორი უნდა იყოს, რაც მეორენაირად ასე
გამოითქმის: როცა პრ. დიდებულიძე ადგილობრივ გარემოს შეერწყა, ადგილობრივ გარემოს
იგი ოდენ გარეგნული ფენებითა და ზედა შრეებით შეერწყა. ეს ფენები და შრეები, თუმც კი
ბუნებრივი ძაფით ნაქსოვი, ხელოვნური ფარდა იყო, რომლის უკან მამისგან ნაანდერძევი
დროშით ხელში იდგა ნამდვილი, უხსნადი და შედარებით ამაღლებული პრ. დიდებულიძე.
დიახ, თუ ის სწორია, ესეც სწორი უნდა იყოს, მაგრამ მაშინ ისიც სწორია, რომ აქ
მთხრობელსაც დიდი სიფრთხილე მართებს, ვინაიდან ასეთი სიტყვებითა და გამოთქმებით
შეიძლება ლიტერატურული ბედისწერის ისეთ ბილიკზე მოხვდეს, რომელსაც ორთავ მხარეს
პათეტიკის უქმად მოშრიალე ჭალა მისდევს.
სწორედ ეს კენჭი იყო ის ფარული სუბსტანცია, რაზედაც მომავალი პრ. დიდებულიძე უნდა
აღმოცენებულიყო.
თუმცა ზომიერების რაშმა ცოტა მგონი თავი წამართვა. ყოველ შემთხვევაში, „მთელი დღეები“
მეტისმეტია. სინამდვილეში პრ. დიდებულიძეს პატარაობაშივე - არსებითად, მაღლითში
ჩამოსვლისთანავე - მოუხდა იმ უსიამოვნო (და უკუნითი უკუნისამდე უსიამოვნო) ფერხულში
ჩაბმა, რომელსაც შრომას ვეძახით და ზოგჯერ ფარისევლურ ოდებს ვუძღვნით.
თავად სოფელი ფერდობების ქვედა კალთაზე, მდინარის გასწვრივ იყო გაშენებული. ცოტა
ზემოთ კოლექტივის ყანები იყო, ყანებს ზემოთ - ტყეები. ტყეები უღრანი იყო, დაბურული,
თითქმის გაუვალი, და ფერდობებს ისე ემხო, მოტვლეპილ თავებს რომ კრაველის წვეტიანი
ფაფახები ჩამოამხო. ხოლო ფერდობების გადაღმა მხარეს, როგორც ტუჩზე თითის მიდებით,
მონიავე ჩურჩულითა და ფარული სიამაყით გაგანდობდნენ აქაური ნაციონალისტები
(ოღონდ გაგანდობდნენ უეჭველად და ამას ვერსად გაექცეოდით), უძვირფასესი, უმდიდრესი და
უიშვიათესი რამ საბადოები ყოფილა, მაგრამ სოფელი მათს ადგილსამყოფელს საიდუმლოდ
ინახავდა იმ იმედით, რომ კომუნისტები ადრე თუ გვიან წავიდოდნენ და ეროვნული საუნჯე
ინტერნაციონალურ განიავებას გადაურჩებოდა (ამ უცნაურ მოვლენას პრ. დიდებულიძე
მოგვიანებით (ჟამი რომ მოიწევა) თავის გულში ასე ხსნის: „როცა ძალადობა სისტემად
ჩამოყალიბდება და ეპოქას იმედის უკანასკნელ ფესვებს გადაუჭრის, რეალური ცხოვრება
იძულებული ხდება ილუზიაში გაიხსნას და თავი შემოქმედებით გაიტანოს .).
პრ. დიდებულიძის დედა ექიმი იყო და არა ბიბლიოთეკარი, და თუმცა გაჭირვებაში ექიმი უფრო
გამოსადეგია, შესაფერის სამსახურს - თუნდაც გარემოებანი ათასჯერ უკეთესად დამთხვეოდა
ერთმანეთს - ალბათ მაინც ვერ იშოვიდა: მაღლითში სამედიცინო დაწესებულება საერთოდ
არ არსებობდა, ხოლო მთისძირის პატარა „პუნქტში“ ორად ორი შტატი ჰქონდათ - ერთი
ექიმისა და ერთიც ექთნისა - და ორივე დაკავებული იყო. რომც არ ყოფილიყო დაკავებული,
ძალზე საეჭვოა იქ პრ. დიდებულიძის დედა დაენიშნათ. თავად განსაჯეთ: მავნებლის ცოლი რომ
შესაფერის თანამდებობაზე დანიშნო, პატიოსან მშრომელებს რაღა პასუხი უნდა მისცე?! დედას
არც ჰქონია ასეთი არარეალისტური პრეტენზია, სამაგიეროდ ბიბლიოთეკას საავადმყოფოსავით
უვლიდა და იქ მუდამ თეთრი ხალათი ეცვა. ეს თეთრი ხალათი დროდადრო წარსულის
მოგონებებს უღვიძებდა და ღრმა სევდასთან ერთად მცირეოდენ სიხარულსაც ანიჭებდა, რაც
სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან ასეთი სიხარული მოგონების, ვითარცა ფორმის, თვისებაა და
შინაარსთან საერთო არა აქვს რა. სხვათა შორის, თეთრი ხალათი ზოგჯერ - ანაზდეულად,
წამიერად და უმიზეზოდ - პრ. დიდებულიძესაც აღუძრავდა ხოლმე მძაფრსა და გაუგებარ,
ამაფორიაქებელ, შეიძლება ითქვას, შემატორტმანებელ გრძნობას, რომლის რაობა და
წარმომშობი მიზეზები დიდხანს - ვიდრე იმ უცხო საუნჯეს დაეუფლებოდა, რაც იმხანად
მაღლითში უხვად ჩამოიღვარა, მაგრამ მაღლითელთა თვალთაგან დაფარული აღმოჩნდა -
ვერ ამოიცნო.
საკარმიდამო ნაკვეთი პატარა ჰქონდათ, მაგრამ არც ოჯახი იყო დიდი. გარდა ამისა,
მეზობლების რჩევითა და ხელშეწყობით მალე ერთი მეწველი თხაც გაიჩინეს. თუმცა თხა ძროხა
არ არის - და ეს ანბანური ჭეშმარიტება თხამაც ხამს იცოდეს და ძროხამაც - დასამალი არც
ისაა, რომ ცუდ ძროხას ზოგჯერ კარგი თხა სჯობს. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ თხას
(კონკრეტულს, შავსა და რქაგრეხილს), იგი, მართალია, ვარსკვლავებს არ ეთამაშებოდა (თხას ეს
არც მოეთხოვება), მაგრამ თუ ნოყიერ ბალახს არ მოაკლებდი, იმდენს იწველიდა, რომ ორი
სულის სამყოფი რძეც ყოფილიყო სახლში, ყველიცა და ნადუღიც. თხის მოვლა პრ.
დიდებულიძის ვალი იყო და ისიც, რაკი ყველიც ძალიან უყვარდა და ნადუღიც, ამ ვალს თხისა
და ოჯახის წინაშე პირნათლად იხდიდა.
ორი წლის შემდეგ დოლაბი კვლავ დატრიალდა. და როგორც ადრე - ოცდაჩვიდმეტში - ახლაც
უკუღმა დატრიალდა. შეირხა, შეტორტმანდა, არაყრაყდა და ნელ-ნელა წავიდა უკან. თავიდან
ზანტად მოძრაობდა, გეგონებოდათ, რომ მოვიწადინო, ხელით გავაჩერებო. ეს
შთაბეჭდილება თუმც კი თავის მოსატყუებლად ვარგოდა და ამ დანიშნულებით ერთი ხანობა
პრ. დიდებულიძეც ნაყოფიერად იყენებდა, რაღა თქმა უნდა, მცდარი იყო: ბედის დოლაბს რომ
ძალა აბრუნებს, ის ძალა F-ით არ აღინიშნება, მათემატიკური ფორმულით არ გამოისახება
და სხვა ძალთა ზემოქმედებას არ ემორჩილება. ასეთი ძალით დატრიალებულ დოლაბს,
სანამ თვითონ არ გაჩერდება, ვერაფერი გააჩერებს.
ალბათ ამითაც უნდა აიხსნას, რომ დირექტორი შინ არ შესულა, გარეთ გამოიხმო დედა, ცოტა
ხანს ელაპარაკა ეზოში და არც კი დამჯდარა, მალევე წავიდა. და თუ პრ. დიდებულიძე
თბილისში სამი დღე და ორი ღამე მოგვიანდა. ორშაბათს, დილაუთენია წასული, ოთხშაბათს,
დაღამებულზე ჩამოვიდა.
წასვლის წინა დღეს მეზობლის ქალებს, ანეტასა და ლიზას, რომელთაც, ერთი ის უცნაურობა
სჭირდათ, რომ ერთმანეთს უახლოეს ნათესავებად ერგებოდნენ, მაგრამ, კერძოდ, რა
ნათესავებად ერგებოდნენ, ზუსტად ვერავინ ამბობდა, შეეხვეწა, თქვენი ჭირიმე, თბილისში ვარ
ჩასასვლელი და მეცით პატივი, რომელსაც გეცლებათ ხვალინდელი ღამე ჩემსას გაათიეთ,
ბავშვი მარტო მრჩება და მეშინია არაფერმა დამიზაფროსო.
ეს რომ პრ. დიდებულიძემ გაიგო, ითაკილა (გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა) და ისეთი სახე მიიღო,
როგორიც უნდა მიიღოს მოზრდილმა ბიჭმა, რომელსაც ჯერ კიდევ პატარა ბიჭად თვლიან, თუმცა
გულში (ესეც გაიხსენეთ) მადლობელი დარჩა, ვინაიდან სინამდვილეში არც ისე მამაცი იყო,
როგორც რომ უნდოდა ყოფილიყო.
ისე, რაკი დედა ოთხშაბათამდე ვერ ჩამოვიდა, ერთი ღამის გათევა პატარა პრ.
დიდებულიძესთან ლიზასაც მოუხდა, რომელიც ამ დროისთვის სტაციონარზე ანეტამ შეცვალა,
მაგრამ ამჯერად წვრილმანებზე - რაგინდ პიკანტური იყოს - მართლა ნუ შევჩერდებით, იმას
მივხედოთ, რაც მთავარია.
გასაკვირი აქ არაფერია. შალიკოს შვილები არ ჰყავდა. არც ანეტასგან, არც ლიზასგან და არც
განსვენებული აგრიპინასგან, უბავშვებო ოჯახში ოსტატის სტუმრობამ კი შეუძლებელია
შეგირდის ცნობისმოყვარეობის აუზში წყალი არ ააღელვოს და არ აადგაფუნოს.
პრ. დიდებულიძე ღობის ძირას ჩასაფრდა, მაგრამ თვალთვალში სამი რამ უშლიდა ხელს: ერთი -
ღობე მჭიდროდწნული იყო, მეორე - გადაღმა, შალიკოს მხარეს, ეზოს მთელ სიგრძეზე
თხილის ბუჩქები გასდევდა, და მესამეც - კომშების პატარა კორომამდე, სადაც მასპინძლებმა
სტუმარი მიიღეს, ათი-თხუთმეტი საჟენი იქნებოდა. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ბევრი
ვერაფერი დაინახა და ბევრი ვერაფერი გაიგონა; არადა, თხილის ბუჩქები რომ ოდნავ
შალიკო ჰამაკში იწვა. ჰამაკი ორ ბებერ კომშს შუა იყო გაბმული. პირმოცინარე ცოლები აქეთ-
იქით ისხდნენ ბალახში და ქმარს წყნარად და რიტმულად არწევდნენ; დირექტორის გამოჩენაზე ეს
საქმიანობა შეწყვიტეს, რის გამოც შალიკომ თვალი გაახილა და წარბები კითხვის ნიშნებად
შეჰყარა. მაშინ დირექტორი დამხდურთ შლაპის მოხდით მიესალმა და მერე, სალამი რომ მოათავა,
შლაპამოხდილმა პატარა სიტყვა წარმოთქვა.
- ვიცი და დარწმუნებული ვარ, - ასე დაიწყო დირექტორმა, და თუმც ვერ დავიჩემებ, რომ
სიტყვასიტყვით ასე დაიწყო, რაკი სიცოცხლის ნებისმიერ გამოვლენაში, მათ შორის
მეტყველებაშიც, ადამიანი ყველა წვრილმანითა და ყველა დეტალით მჟღავნდება, ვფიქრობ,
სწორედ ასე დაიწყებდა - ბიბლიოთეკარის ბავშვი რომ ღამე მარტო არ დამიტოვეთ და
ამხელა დიდი მადლი ქენით, თავის დროზე ყველაფერი ორმაგად და მეტადაც მოგეზღვებათ,
მაგრამ ზოგიერთი მიზეზის გამოისობით, რომელი მიზეზების დასახელებაც არ შეიძლება, ამჟამად
ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ დღეის ამას იქეთ მაგ ოჯახთან ურთიერთობა საშიშია. არ
იფიქრო, ჩემო შალიკო, რამეს გიშლი ან რჩევას გაძლევ, ო, არა. რასაც გეუბნები, მიტო გეუბნები,
რომ ყველაფერი სისწორით იცოდე და, ვინცობისაა ჩემი ბიბლიოთეკარი არც დღეს დაბრუნდეს,
გარემოებათა გათვალისწინებით გადაწყვიტო, ამაღამდელი ღამეც გაათევიო რომელიმე ოჯახობას
- რომელსაც ეცლება, თავისთავად ცხადია - მაგ ბავშვთან თუ არა. ცოდნით უნდა გადაწყდეს ეს
საფრთხილო საკითხი, რომ უცოდინარობით იმისთანა ფათერაკი არ შეიმთხვიო, მერე
სანანებელი გაგიხდეს. პირადად მე, მაგალითად, გადაწყვეტილი მაქვს დავწერო დახასიათება,
როგორც სინდისი და ობიექტურობა მიკარნახებს.
ოთხშაბათ ღამეს პრ. დიდებულიძის დედა ჩამოვიდა და შალიკოს ოჯახი მძიმე არჩევანისგან
გაათავისუფლა. ხუთშაბათს პრ. დიდებულიძემ პირველად გაიგონა ეპოქის უსაშიშრესი სიტყვა
„უშიშროება“. პარასკევს სკოლის დირექტორმა ჰალსტუხი შეიბა და ბიბლიოთეკარის
დახასიათება რაიაღმასკომში წაიღო. ოღონდ ქადილი, რომელიც კოჭლი შალიკოსა და მისი
მეუღლეების წინაშე წარმოთქვა, მხოლოდ სანახევროდ შეასრულა. კერძოდ, დახასიათება
მართლა ისე კი დაწერა, როგორც სინდისმა უკარნახა, მაგრამ - ალბათ სწორედ ამის გამო -
ობიექტურობის წინაშე მცირედ შესცოდა, ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ დახასიათება
ზედმეტად ლიტერატურული გამოუვიდა და შიგ ორჯერ - ორჯერვე უადგილოდ - ნახსენები იყო
ამის შემდეგ პრ. დიდებულიძის დედა კიდევ ერთხელ გამოიძახეს თბილისში (სტაციონარზე
იმ ღამეს ანეტას უწევდა მორიგეობა და პრ. დიდებულიძესთან ლიზა დარჩა. რაც შეეხება
გაფრთხილებას, რომელიც სკოლის დირექტორმა ეგზომ წინდახედულად დაკიდა მათი
ოჯახის თავზე, იგი არავის გახსენებია და, საერთოდ, - ოდესმე ხომ უნდა ითქვას სიმართლე -
მაღლითში მავნებელთა და არამავნებელთა ოჯახებს ისე კარგად ვერ არჩევდნენ
ერთმანეთისგან, როგორც ეს უფრო ცივილიზებულ დასახლებებში ხდებოდა).
დიახ, პრ. დიდებულიძის დედა კიდევ ერთხელ - უკანასკნელად - გამოიძახეს და თავი დაანებეს.
ასე, რომ გადარჩა. მართალია, ეს იყო არა აბსოლუტური გადარჩენა, არამედ გადარჩენა
მხოლოდ იმ შეფარდებითი მნიშვნელობით, რა მნიშვნელობასაც მაშინ ამ სიტყვაში დებდნენ,
მაგრამ მაშინ ღმერთსაც ამგვარი შეფარდებითი გადარჩენისთვის სწირავდნენ მადლს და
ბედნიერებაც ამგვარ შეფარდებით გადარჩენას ერქვა, თორემ ცოტა უფრო გვიანდელი საზომით
ერთი ოჯახისთვის ისიც დიდი უბედურება იქნებოდა, რაც ამ ამბავს თითქოსდა უმნიშვნელო
კვალად დარჩა. მართლაც, ორი კვირის შემდეგ, როცა მაღლითის სკოლის ულვაშიანი
დირექტორი პენსიაზე გაუშვეს, ახალმა დირექტორმა - ენერგიულმა, მაგრამ უულვაშომ - თავისი
მოღვაწეობა იმით დაიწყო, რომ ბიბლიოთეკარი სამსახურიდან დაითხოვა, როგორც „პროფილით
შეუფერებელი“.
მანამ - თითქმის სამი წლის მანძილზე - დედა კოლექტივში მუშაობდა. არ წუწუნებდა, არ ჩიოდა,
შემჩნევითაც ცდილობდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ შუბი ხალთაში არ იმალებოდა. ან კი რა
დამალავდა! ხელებზე ბებერები დაასხდა, ტანად ისე ჩამოხმა, ცარიელი ძვალი და ტყავი
გახდა, სახეც თანდათან გაუუხეშდა და საბოლოოდ ისეთი შეიქნა, მაღლითელი დედაკაცებისგან,
რომლებიც თვით მთისძირელ დედაკაცებსაც კი ყველა პარამეტრით ჩამორჩებოდნენ, აღარაფრით
განსხვავდებოდა.
ამ დროისათვის თავად პრ. დიდებულიძეც უკვე მიწისმუშა იყო. ვიდრე დედა კოლექტივის ყანაში
მუშაობდა, ის საკარმიდამო ნაკვეთს უვლიდა. უვლიდა მუყაითად, მონდომებით, დიდი კაცივით,
ისე უვლიდა, რომ სამუშაოდან (ანუ, როგორც მაშინდელი მაღლითელები იტყოდნენ, სამუშევრიდან)
ერთი ასეთი ბაზრობის დღეს, ბედისწერამ გარემოებანი ისე დაალაგა, დასამთხვევი ისე დაამთხვია
დასამთხვევს, ასაცდენი ისე ააცდინა ასაცდენს, სივრცის კოორდინატები ისეთ წერტილში გადაკვეთა
და მერე ეს წერტილი ისე მოხერხებულად შეუხამა დროის კოორდინატთა გადაკვეთის
წერტილს, მოძრაობათა მრავალკვანძოვანი სქემაც ისეთი თანმიმდევრობით ჩართო და, საერთოდ,
ყველაფერი ისე მოაწყო, რომ პრ. დიდებულიძეს პროლეტარი ჟორჟიკა კიდევ ერთხელ ენახა.
„ზედა ბაზარში“ დაიარებოდა ხოლმე, ვინაიდან იგი უფრო ადვილი მოსამხარი იყო, მაგრამ
იმ დღეს მეწვრილმანე ვარდენასთან ერთად ქალაქში რაღაც საქმეზე გასული ლაპარაკ-
ლაპარაკში ისე აღმოჩნდა „ქვედა ბაზარში“ (იხ. აგრეთვე აკაშას ქრონიკა), არც კი გაუგია.
პრ. დიდებულიძემ პროლეტარი ჟორჟიკა ვერ იცნო. მართალია, დაინახა თუ არა, ინტერესის
ნაკვერჩხლები ისე აუღუდღუდდა, თითქოს მინავლული ცეცხლი საკეცით მოჩხრიკესო, მაგრამ
ცნობით ვერ იცნო, რასაც ის გარემოებაც მოწმობს, რომ მის დანახვაზე მოაგონდა არა
ვილენი, არამედ - ოღონდ ძალზე ბუნდოვნად - ცანცარა ამალია და ცანცარა გრიგოლი
თავიანთი ლოქო გულბაათით, დაფსხრიკული მარიამითა და შვიდსიმიანი გიტარით, აგრეთვე
ტყუპი ძმა საკანდელიძეები, ძღინკიანი კობალა ძღინკიანი დეიდაშვილებითურთ, ზოგიერთი
სხვა თანატოლი თუ უფროსი და მამის იდუმალი, უცნობი, დაუკონკრეტებელი ლანდი. დრო
რომ ჰქონოდა, ვინ იცის, ეგებ ვილენიც მოჰგონებოდა და თავად პროლეტარი ჟორჟიკაც ეცნო,
მაგრამ პროლეტარმა ჟორჟიკამ ამასობაში თვითონაც შეამჩნია დახლთან მდგომი დედა-შვილი.
თქვენ ბძანდებით ეს? ხო შვიდობით, ხო კარქათ და ჯამთელათ? მალადეც! ეს თქვენი ბიჭი არაა?
გამარჯობა, ბიძიკო, შენი! რავალი დიდი გაზდილა! ხო ხარ სტამბოლის კაჟივით?! მალადეც! ძაან
ქე მოხთენია სოფლის ხაიერი. ისე, რავა შეეწყვეთ იქოურობას? თქვენთვის უსროლია ავრორას! აპა
მე ქე მომსპო და გამიჩინა ჩიხოტკა ამ ქალაქმა. რა ვქნა, თვარა, თქვენი არ იყოს, მეც გევიქცეოდი
სადმე სოფელში. ვატყოფ, ადესა ჩამოგიტანიათ. ჩვენი ეზოსია ხომ? რაც მე ეს ადესა მისვია!
მაჩვენე! ოუჰ-ოუჰ-ოუჰ! გახედე, ვარდენი, სინათლეზე, რავა თავადიშვილის სისხლივითაა! რა
ჯობია ადესას! რამდენი წლის ხარ ახლა შენ, ბიძიკო? მალადეც! რავა კაცივით იყურება, კაცო!
ოუჰ-ოუჰ-ოუჰ! ყველას კი არ დეელევნება! გოუშინჯე პრობი, ვარდენი! რავალია? ადგილმა იცის, ხო
იცი შენ! სხვაგან კი არ მოდის ამისთანა. აპა, ერთი ჩამოგვისხი ბიძიკო, ეგერ ე, ვარდენი, ა ფული და
ნახევარი კილო მჟავე კიტრი იყიდე. მჟავე კიტრი მოუხდება ამას. ოუჰ-ოუჰ-ოუჰ! აპა, ეს დიდ
იმ ღამეს, მაღლითს რომ დაბრუნდნენ, დედა-შვილი გვიანობამდე ისხდნენ ბუხრის პირას. შვილი
შეკითხვებს სვამდა, დედა პასუხებს იძლეოდა.
კითხვა-პასუხის ძირითადი (ოღონდ არა ერთადერთი) საგანი მამა იყო. ესოდენ მკაფიოდ,
თავბოლოგაწყობილად, მტკივნეულად და ხანგრძლივად პრ. დიდებულიძის ცნობიერებაში
აქამდე ეს თემა არასოდეს ასახულა. მართალია, რაღაც ყრუ და გამოუთქმელ უხერხულობას
ყოველთვის გრძნობდა, ხოლო თუ საგანგებოდ და ინტენსიურად ჩაუღრმავდებოდა, ისიც კი
ეჩვენებოდა, თითქოს სიტყვა „მამა“ მის გულში რაღაც იდუმალ ნივთიერ შესაბამისობას ეძებდა,
რათა ხორცი შეესხა და რეალური არსებობა მოეპოვებინა, მაგრამ, როგორც ითქვა, ყოველივე
ეს აქამდე ტვინის უკანა, შორეულ თაროებზე ეწყო და ფაქტიურად მხოლოდ იმ ღამეს გახდა
ნათელი, რომ მამა ცხოვრების ერთი ძალზე მნიშვნელოვანი - შესაძლოა, აუცილებელიც -
შემადგენელი ნაწილი ყოფილა.
რა დააშავა?
დედის პასუხები იმ ყაიდისა და ხარისხისა იყო, რომ საბოლოო ჯამში მამა თუმც მკაფიოდ და
ხელშესახებად ჯერ კიდევ ვერ შემოვიდა შვილის გონებაში, ის მთავარი მაცნე კი შემოგზავნა,
რომელმაც დროშა შემოიტანა და განგაში ატეხა.
მეორე მხრივ, როგორც უკვე აღინიშნა, მამა დედა-შვილის ცხარე და აღგზნებული საუბრის
ერთადერთი თემა არ ყოფილა, იმ ღამეს წარსული ისე ძირისძირობამდე იქნა განჩხრეკილი,
რომ შეუძლებელია ასეთი ღამე კაცს ცხოვრებაში ბევრი შეგხვდეს. პრ. დიდებულიძის
მეხსიერებაში ჩაბჟუტული შუქი ისევ აინთო. ეს შუქი იქნებ საიმისოდ არ კმაროდა, რომ ყოველი
დეტალი ნათლად და მთლად ობიექტურად გამოჩენილიყო - სხვა თუ არაფერი, - ზოგ
ეპიზოდს დროთა განმავლობაში დედის ნაამბობი ჩაენაცვლა (აკი მრავალი წლის მერე, როცა
ფიქრებით კვლავ ამ სათუთ თემას ჩაღრმავებია, არაერთ ისეთ ეპიზოდს წამოსდებია, რომელთა
შესახებ დაბეჯითებით ვერ უთქვამს, საკუთარი გამოცდილებით იცოდა თუ დედის ნაამბობით),
მაგრამ ის არსებითი ეპიზოდები კი, რომლებიც ხანგრძლივად განსაზღვრავს და, ვინ იცის,
აქ ცოტა ხნით შევჩერდეთ. წინ სანტიმენტალიზმის მლაშე გუბეები გამოჩნდა, როგორც წყალუხვი
ტბები მიჩიგანის შტატის რუქაზე, და თუ არ გვინდა რომელიმე მათგანში ტყაპანი მოვადინოთ და
ცრემლებად დავდნეთ, მშვიდად გადავწყვიტოთ, ზემოდან ჯობს მოვუაროთ ამ რაქიტიან
დაბრკოლებას, ქვემოდან თუ გვერდიდან, თან მე ამასობაში ერთ აუცილებელ საქმეს მოვითავებ,
რომელიც ადრე თუ გვიან ჩემი მოსათავებელია: სოფელ მაღლითის რვაწლიანი სკოლის
დირექტორი ეგება მეტი აღარ დაგვჭირდეს და, ასე შუა გზაზე რომ არ მივატოვო კითხვის
ნიშნების საჯიჯგნად, ერთხელაც მივუბრუნდები და პუნქტუაციის რომელიმე პოზიტიურ
სადგურამდე - წერტილი იქნება, წერტილ-მძიმე თუ მრავალწერტილი - მივიყვან.
„უპრაგუნო“ თანამეცხედრის ტერმინია, მაგრამ აქ საყურადღებო ის არის, რომ მან ქმრის საქციელი
მოიხსენია არა როგორც უბრალოდ „უპრაგუნო წანწალი“, არამედ როგორც „სოფელ-სოფელ
უპრაგუნო წანწალი“, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ საქციელის ჭეშმარიტი მიზეზი ეგზომ
პრ. დიდებულიძის დედა - თავის ადგილას ესეც ცნობილია - მიუხედავად დირექტორის დიდი
და ფხიზელი თავდაჭერილობისა, მშვენივრად ატყობდა, რა ცეცხლი გუზგუზებდა მის
დარბაისლურ გულში, მაგრამ არ იმჩნევდა, ვინაიდან იმასაც ატყობდა, რომ ასეთი თვალების,
ასეთი ულვაშის, ასეთი მსოფლმხედველობისა და ასეთი თანამეცხედრის პატრონი თავს იმის
ნებას არასოდეს მისცემდა, გონიერების ჯებირი ყმაწვილური ამჩატებით გაერღვია და უკან
დასაბრუნებელი ხიდები ასე ერთი ხელის მოსმით დაეწვა.
- საჭმელი როა, მიტო, - თქვა პრ. დიდებულიძემ, - თვარა, ისე ლობიოს სხვაზე ნაკლები ყვავილი
კი არა აქ!
ივლისში ღელედიდი ჯერ კიდევ კარგა ცივია, ამიტომ ჭყუმპალაობის შემდეგ გახურებულ ლოდზე
გულაღმა (ან პირქვე) დაწოლა ერთი სიამოვნებაა, ხოლო თუ დაწოლის წინ ლოდს ორიოდ
მუჭა წყალსაც მოასხამ, რათა სიმხურვალეს ზედმეტი სიფიცხე გამოეცალოს, სულ მთლად
ნეტარებაა. მაღლითელმა ბავშვებმა ეს ისევე კარგად იცოდნენ, როგორც მოპარული კიტრის
გემო.
როცა გარეთ ომია და შიგნით სიღატაკე, შუადღის სიცხისგან თავის დასაცავად საუკეთესო საშუალება
არის არა თეთრი ქუდი ან ჭრელი ქოლგა, არამედ ყვავილების გვირგვინი. ლამაზი შეიძლება
ქოლგაც იყოს და ქუდიც, მაგრამ ქოლგასა და ქუდს ფული უნდა, ყვავილები კი მუქთაა.
მაღლითელმა ბავშვებმა ესეც კარგად იცოდნენ და ყოველ მათგანს თითო ჭრელი გვირგვინი
ჰქონდა. ამ მხრივ გამონაკლისი, ცხადია, არც პეტერე კოჭოიე იყო. პეტერე კოჭოიე იმ მხრივ
იყო გამონაკლისი, რომ, როცა გვირგვინს წნავდა, შიგ ლობიოს ორი მოზრდილი კავი შეჰყვა.
ორივე აყვავებული. ასეთ კურიოზს კი არ შეიძლებოდა ნორჩი მაღლითელების
საჭმელი როა, მიტო, თვარა, ისე, ლობიოს სხვაზე ნაკლები ყვავილი კი არა აქ!
აქ როლები ისევ შეიცვალა. სახტად დარჩენილ ბიჭებს ენა მუცელში ჩაუვარდათ, ეგზომ
მოულოდნელად წარმოქმნილი აუდიო-სიცარიელე კი კვლავ სამყაროს წეღანდელმა ხმაურმა
აავსო. ღელედიდის წარმართული ჩუხჩუხიც აღდგა, ჩიტების კაპასი ჟივჟივიც, ჭრიჭინების
იმიერჭრიჭინიცა და ნიავის უმიზნო შარიშურიც. ბიჭები დიდხანს იყვნენ ზარდაცემულები და
თვალებდაჭყეტილები. ბოლოს, ელდამ რომ გადაიარა და სამყაროს დინებიდან ამოვარდნილი
მათი ყმაწვილი თავები კვლავ სამყაროს დინებაში ჩაირთო, ვინც უფრო ჭკვიანი იყო, ხელადვე
მიხვდა (ბევრმა აღიარა კიდეც), რომ თვითონ ასეთ რამეს ვერასდიდებით ვერ მოიფიქრებდა.
ნაკლებ ჭკვიანები ამ ჭეშმარიტებამდე შედარებით გვიან მივიდნენ - მას შემდეგ, რაც დღის
(აგრეთვე ღამის) განმავლობაში ფიქრებით არაერთგზის მიუბრუნდნენ ამ იდუმალსა და ღრმა
დებულებას, სახტად კი ყველანი დარჩნენ და ელდა ყველას ეცა. ყველამ იგრძნო, რომ რაღაც
მნიშვნელოვანი მოხდა. მართალია, ბუხუტიე ბლაყუნა აღმოჩნდა გამონაკლისი - ბუხუტიამ
ვერაფერი იგრძნო, ვერაფერს მიხვდა (ვერც მაშინ და ვერც მერე), მეტიც, ასე გასინჯეთ, ხუმრობაც კი
სცადა („ეეეუჰ, პრომეთეოსი!“), და თუ რამემ გააკვირვა და შეაშფოთა, მხოლოდ იმან, რომ ამ
ხუმრობას მოსალოდნელი გამოხმაურება არ მოჰყვა - მაგრამ ბუხუტიე ბლაყუნა, თუ მთელ მის
უბადრუკ სიცოცხლეს მიუდგომლად, უშეღავათოდ და ცრუ ლმობიერების გარეშე განვსჯით,
არცაა სათვალავში ჩასაგდები. აი, ასეთი ღირსშესანიშნავი, შეიძლება ითქვას საეტაპო, ეპიზოდი
მოხდა ორმოცდაოთხი წლის თექვსმეტ ივლისს პრ. დიდებულიძის ცხოვრებაში. თუმცა აქვე
მინდა დაგარწმუნოთ, - არ ვიცი კიდევ ვიპოვი თუ ვერა შესაფერის დროსა და ადგილს - რომ
ოდენ ეგზოთერულ კენკრას არც მე დავჯერდები და არც თქვენ დაგაჯერებთ. ან კი ისე როგორ
წავხდებით, მაგ მყრალსა და მითოლოგიურ გველეშაპს ერთი-ორჯერ ეზოთერიის ედემში არ
შევეპაროთ და ზღაპრული ვაშლები არ ავწაპნოთ!
რაც შეეხება პრ. დიდებულიძის მომავალ დუმილს, ამ დიად დუმილზე წვრილად მაშინ
ალმურმა მალე გაუარა, მაგრამ ეჭვი იმისა, რომ ეს აზრი თვითონ არც ტვინიდან ამოსვლია,
არც გულიდან და არც სხვა ისეთი სავარაუდო ორგანოდან, საიდანაც ასე თუ ისე შესაძლებელია
კაცს აზრი ამოგივიდეს, არ მოშორებია. ერთი პირობა, სულო ცოდვილო, კი დააპირა,
ცთუნების ფარულ ნიშანს დამორჩილებოდა და თავისი მოულოდნელი გამოხდომა პეტერე
კოჭოიეს სიბრალულით აეხსნა, მაგრამ ყურპარტყუნა პატიოსნებამ, რომელიც არც თვითონ ჭამს და
არც სხვას აჭმევს, იმისთანა ყმუილი ატეხა, ეს ვერსია მყისვე ცივად გააგდო ხელიდან. თუმცა
პატიოსნებასაც რა ექნა: პრ. დიდებულიძის დაკვირვებას მკაფიოდ გამოხატული თეორიულ-
ფილოსოფიური ხასიათი ჰქონდა და ისეთი ცალკეული და შემთხვევითი ფაქტები, როგორიც იყო
პეტერე კოჭოიე, სრულებით არ აინტერესებდა (ნიშანდობლივია, რომ ამ მხრივ არც თავად
პეტერე კოჭოიას გასჩენია რაიმე ილუზია). სამაგიეროდ, რა დაინახა, ყველაფერმა მშვიდობით
ჩაიარა და ბუხუტიე ბლაყუნას ბრიყვული გამოხდომა ბავშვების მიერ ატაცებულ არ იქნა, თუმც
შიშისა და ეჭვის სამარცხვინო ტყვეობიდან ჯერ კიდევ არ განთავისუფლებულიყო, ცოტა მაინც
გათამამდა და შეეცადა ამ მკრეხელური აფორიზმისათვის რაიმე გონივრული საფუძველი მოეძებნა,
მაგრამ ვერ მოუძებნა. (ვინც აზროვნების ინტუიციურს, ლოგიკურსა თუ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს
იცნობს, დამეთანხმება, რომ ვერც მოუძებნიდა).
სხვა ამის მეტი - გითხარით კიდეც - რამდენიმე თვის განმავლობაში პრ. დიდებულიძეს
მნიშვნელოვანი არაფერი შემთხვევია. რამდენიმე თვის შემდეგ კი, მამის დაჭერიდან სწორედ
შვიდი წლის თავზე, ათას ცხრაას ორმოცდაოთხის ოქტომბერში, როცა ქორწილების სეზონი
ის-ის იყო დაიწყო, დედა გაუთხოვდა. ამ თემაზე ლაპარაკი ძალზე ძნელია, მაგრამ გაჩუმება სულ
მთლად შეუძლებელია, ამიტომ რაც სათქმელია, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ითქვას, ოღონდ
უნდა ითქვას მხოლოდ ის, რაც აუცილებლად სათქმელია. „დედა“ და „გათხოვება“
ერთიმეორის მიმართ მკვეთრად პოლარული ცნებებია და მათ შორის ყოველგვარი
ურთიერთობა, საგანთა დასაბამიერი ბუნებიდან გამომდინარე, განზიდულობის პრინციპს უნდა
მორჩილებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში - განზიდულობის ძალა თუ გადაილახა და ეს
ანტაგონისტური ცნებები ერთ ძაფზე აესხნენ - ისეთი ავთვისებიანი წინადადება წარმოიქმნება,
რომელმაც არ შეიძლება რაიმე ფათერაკი არ გამოიწვიოს. მართლაც, როცა ხსენებული სიტყვები
- თავისთავად ორივე კარგი - ქვემდებარედ და შემასმენლად დასხდნენ ერთმანეთის გვერდით
და მარტივი, გაუვრცობელი და ზარდამცემი წინადადება შეადგინეს, ამ წინადადების მეტასტაზები
პრ. დიდებულიძის დამბლადაცემულ ფსიქიკას რამდენიმე დღისა და რამდენიმე ღამის
განმავლობაში ისე მიარღვევდა, როგორც სახნისი წვიმით დამბალ მაღლითის მიწას.
ღმერთო, შენ მოუმართე ხელი ყველას, ვისაც დედა გაუთხოვდა ან მომავალში გაუთხოვდება,
მაგრამ ამ ამბის პიკანტურ ნაწილს, ნუ გამკიცხავთ და, ვერ ჩავეძიები: გარდა იმისა, რომ არც
სურვილი მაქვს ამისა, არც ძალა და, შესაძლოა, არც უფლება, მაინცდამაინც ვერც საჭიროებას
ვხედავ. თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ და ერთმანეთს ლაპარაკს ვაცლით, უეჭველად
მივალთ თამამ, მაგრამ ერთსულოვან დასკვნამდე, რომ დედების სამიჯნურო თავგადასავალში
არაფერია განსაკუთრებული და ბუნების საწინააღმდეგო. დედის გათხოვება მხოლოდ
შვილისათვის არის დედის გათხოვება; საკმარისია შვილი, ვითარცა კერძო შემთხვევა,
ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ და მთელი ყურადღება - მკვლევარის კეთილსინდისიერი
სრული მოლოდინი იმისა, რომ შვილი, თუ ნამდვილს ვერ შეიტყობდა, ბუნდოვან ეჭვს მაინც
აიღებდა (ფსიქოლოგიური შემზადებისთვის ესეც იკმარებდა), დედას იქამდე გაჰყვა, სადამდეც
გარემოებანი საშუალებას იძლეოდნენ. გარემოებანი საშუალებას იძლეოდნენ ოქტომბრის მეორე
დეკადამდე, როდესაც მთისძირის საავადმყოფოს მთავარი ექიმი - დროა ისიც ჩავრთოთ
მოთხრობის მდინარებაში - სამუშაოდ თბილისში მიიწვიეს, რის გამოც ყველა ვადა ერთბაშად
ამოიწურა და მთავარი პრობლემა, რომელიც აქამდე წარმატებით ეფარებოდა
მეორეხარისხოვან პრობლემებს და, მათ პრიზმაში გადატეხილი, ყოყმანისთვის მიზეზსაც
უხვად შოულობდა და საბაბსაც, წინა პლანზე გამოვიდა შიშველი და ოთხივ მხრიდან
განათებული.
როდესაც ყოყმანზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მყავს პრ. დიდებულიძის დედა და არა მთავარი
ექიმი. მთავარი ექიმი არ ყოყმანობდა. მას პრ. დიდებულიძის დედა ისე უყვარდა, როგორც ორმოც
წელს მიტანებულ ნორმალურად აღზრდილ, ნორმალურად განვითარებულ, ნორმალური
მსოფლმხედველობის მქონე კაცს შეეფერება, რომელიც მკაფიოდ გამოხატული დადებითი
პიროვნებაა, ხოლო თუ შეფასების კრიტერიუმში ეპოქის კოეფიციენტსაც შევიტანთ, რაიმე
განსაკუთრებული შეღავათის გარეშე შეიძლება კარგი ადამიანიც ვუწოდოთ (წარმოიდგინეთ
ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელი, ფერხორციანი, გაწონასწორებული და ბუნებრივი,
ზომიერად პრაქტიკული, სანდო და საიმედო კაცი, რომელსაც თავბოლო ისეთ ზომაზე აქვს
წაკვეთილი, რომ ვერც პატივმოყვარეობის მეტობით ვარსკვლავების დაკრეფა დაისახოს
მიზნად და არც ღირსების ნაკლებობით აქოთებულ ჭაობში ფეხის ჩადგმა იკადროს); ასეთი
ტიპის ადამიანები კაცობრიობის ყველაზე მყარ, ყველაზე ჯანსაღ, ყველაზე შუათანა ფენას
შეადგენენ და სხვა ფენებისგან იმით განსხვავდებიან, რომ მშვიდი ცხოვრება აქვთ, ნოყიერად
იკვებებიან, დიდხანს ცოცხლობენ და, როცა ბოლოს და ბოლოს დაიხოცებიან, სულიერსა და
ჩემი აზრით კი პრ. დიდებულიძის დედას ტყუილად ეგონა, ვითომ, შვილი თუ ადრევე
შეიტყობდა მის დაცემას (გულში ზოგჯერ ამ უკიდურესი ტერმინითაც მოიხსენიებდა ხოლმე
გრძნობათა, შესაძლებლობათა და ხდომილებათა იმ მღვრიე ედემს, რომელშიაც უკანასკნელ
ხანებში უხდებოდა ცხოვრება), ამით საუბარი გაუადვილდებოდა. უფრო სავარაუდოა - ნუ
ვილაპარაკებთ გაადვილებაზე, რაც ასეთ კონტექსტში, ცოტა არ იყოს, ქარაფშუტულად ჟღერს,
ვილაპარაკოთ შეძლებაზე - საუბარი სწორედ იმან შეაძლებინა, რომ ახალ ამბავს შვილი
სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და, მეხი რომ უეცრად გავარდა, უეცარმა მეხმა ყურიც
დაუყრუა, თვალიც დაუბრმავა, ტვინიც მოუჩლუნგა და მერე, დაყრუებულს, დაბრმავებულს,
გამოლენჩებულსა და წინააღმდეგობის უნარდაკარგულს ის თავისი ნაქები უკომპრომისობის
ბარიერებიც სწრაფად მიულეწ- მოულეწა.
გარედან რომ შეგეხედათ, საეჭვოს, ალბათ, ვერაფერს შეამჩნევდით, ასე გეგონებოდათ დედა-
შვილი რაღაც უბრალო და უმნიშვნელო, ყოველდღიურ საგნებზე წყნარად მასლაათობენო.
სინამდვილეში - გარედან დიაღაც ძნელია ამის შემჩნევა - პრ. დიდებულიძის დაბუჟებული
სხეული ტომარასავით იდო ჯორკოზე, ხოლო, ის რაც სხეულს ცნობას, გრძნობას და სიცოცხლის სხვა
ნიშნებს ანიჭებს, ისეთი სისწრაფით ტრიალებდა იმ ჯორკოს ირგვლივ, რომ მალე
პრ. დიდებულიძე ამაოდ ცდილობდა სიტყვა „მამისთვის“ ხორცი შეესხა. პირველი, რასაც ბნელმა
ნაჭუჭმა თავისი უხილავი კარი გაუღო, დედის ცრემლები იყო, რომლებმაც მართალია სიტყვა
„მამა“ მთლად ვერ წაშალეს, მაგრამ სითბოს სუნი კი განდევნეს და შვილის გამოფიტული სხეული
საკუთარი ნებით გაჟღინთეს.
ვაგონში ისე ისხდნენ, როგორც დედა, მამა და შვილი. ასი კაცისთვის რომ გეკითხათ, ასივე იმას
გეტყოდათ, დედა, მამა და შვილი არიანო. მართალია, პრ. დიდებულიძე გაბუსხული იჯდა და
ერთთავად იატაკს ჩასცქეროდა (რომელიც ჩვეულებრივი იატაკისაგან განსხვავებით მოძრავი
იყო, ეს კი ისეთი საინტერესო ფაქტია, რაოდენ გაბუსხულიც უნდა იყო, არ შეიძლება ერთხელ მაინც
არ მოგტაცოს ფიქრი), მაგრამ მის ამ გაბუსხულობას ზემოთ მოხსენებული ასივე კაცი, ეჭვი არაა,
რაიმე წვრილმანი და სწრაფგამდინარე უსიამოვნებით ახსნიდა.
მაგრამ წინ გრძელი გზა იდო (ჯერ მე აგერ ახლა რამდენი ხანი მოვუნდი მის გამოვლას ჩემი
სწრაფი „ნივით“ და წარმოიდგინეთ მაშინ რამდენი ხანი უნდა დასჭირვებოდა, როცა მატარებლები
მართლა წელკავიანებივით დაიარებოდნენ და ყოველ მეორე კილომეტრზე დასვენება
სჭირდებოდათ!); დიახ, წინ გრძელი გზა იდო და პრ. დიდებულიძესაც, შესაბამისად,
საფიქრალად ბევრი დრო ჰქონდა.
ვაგონში პრ. დიდებულიძის კბილა ერთი ბიჭი იყო, რომელსაც დედ-მამა (ალბათ ნამდვილი)
ახლდა. ბიჭს გაუთოვებული შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა. პერანგის საყელოზე, როგორც
საყმაწვილო სახრჩობელას ყულფი, წაჭერილი ჰქონდა შავი ბაფთა, და თუმცა ბაფთა - რაგინდარა
ფერისა - ისეთი ურყევი ნიშანი არ არის, რომ წარმატებით იწინასწარმეტყველო, რა გამოვა ათი-
თხუთმეტი წლის შემდეგ მისი პატრონისაგან, ამ შემთხვევაში ხუჭუჭ თმასთან, ვუნდერკინდის
გამომეტყველებასთან და შავ ყუთში, როგორც კუბოში ჩასვენებულ ვიოლინოსთან ერთად,
რომელიც გვერდით ედო ბიჭს, ისეთ დასრულებულ სურათხატს ქმნიდა, რომ თუ გინებით
რაც შეეხება ბაფთიანი ბიჭის დედას, იგი განსხვავებით ბაფთიანი ბიჭის მამისგან - რომელიც
ჰალსტუხიანი მუგუზალის სახედ და ხატად იყო შექმნილი - ულამაზეს თეთრ ცხვარს ჰგავდა და
ჰგავდა არა იმდენად წვრილად დახვეული წმინდა კრაველის თმით, რამდენადაც ვოკალით,
განსაკუთრებით, როცა მარცვალ „ბე“ -ს წარმოთქვამდა, მარცვალ „ბე“-ს კი ხშირად
წარმოთქვამდა, ვინაიდან შვილს ბენიამინი ერქვა: „ბეენიამინ“. და როდესაც ბენიამინმა თეთრი
დედის დაკვეთით („აბა, ერთი შენებურად, ბენია!“) ვიოლინო შავი კუბოდან ციმციმ ამოასვენა
და წრიპინი დააწყებინა, პრ. დიდებულიძის ფიქრებმა სტატისტიკიდან მორალზე გადაინაცვლა.
გაზაფხულზე, დედა რომ თბილისში გამოიძახეს, რათა უშიშროების დაგვიანებულ თუ განახლებულ
კითხვებზე პასუხი გაეცა, მისი ბედი სასწორზე დაიდო. უშიშროება ამოუხსნელი რებუსია. ვერ
გაიგებ, რა უდევს გუნებაში და ვის ემსახურება . სასწორი, რომელზედაც დედის ბედი
იწონებოდა, ერთი პინით ციმბირს დასცქეროდა, მეორეთი მაღლითს, და თითის უბრალო
წაკარება კმაროდა, რომ ან აქეთ გადახრილიყო, ან იქით. საბოლოოდ მაღლითის პინამ
გადასძალა, მაგრამ რატომ, არავინ იცის. იმ დროს პრ. დიდებულიძე პატარა იყო და
ცხადია, ეს ოცნება არა მარტო ფუჭი, არამედ ამორალურიც იყო და, მართლაც, ვუნდერკინდმა
რომ წრიპინი მოათავა და ვაგონში ფარისევლური ტაში გაისმა, პრ. დიდებულიძემ სინდისის
ქენჯნა იგრძნო.
საერთოდ, სამამინაცვლო ზომიერი კაცი იყო, ზომიერიც და წესიერიც, და, ბედს რომ იგი სხვა,
უფრო ნეიტრალურ, უფრო დაუძაბავ და ნაკლებ პირადულ ვითარებაში შეეხვედრებინა, პრ.
დიდებულიძეს ეგებ მოსწონებოდა კიდეც. განსაკუთრებით საგულისხმო - ალბათ პატივსაცემიც
- მის ქცევაში ის იყო, რომ გერის გულის მოგებას არ ცდილობდა. რაღა თქმა უნდა, ეს ოდენ
აბსტრაქტული მსჯელობაა და, თუ ვინმე მასში ბედისადმი მომავალი მორჩილების სიმპტომებს
დაინახავს, ამით მხოლოდ საკუთარ სიმპტომებს გაამჟღავნებს. პრ. დიდებულიძეს სირცხვილად
ისიც ჰყოფნიდა, რომ დედას თბილისში წამოჰყვა და ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, მისი ღალატის
მონაწილე შეიქნა. ერთი სიტყვით, რაიმე კომპრომისზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო და,
მართლაც, მეორე დღეს, როცა სუფრას უკვე სულ ბოლომდე გაცხრილული, გაცრილი და
გაფილტრული შინაურები უსხდნენ, მთავარი ინციდენტიც მოხდა.
იმ ღამეს, როგორც იქნა, მამამ შვილის თვალსაწიერში შემოაღწია და შვილმა მამა დაინახა.
მართალია, რაკი არ ახსოვდა, გადაჭრით ვერ იტყოდა, ზუსტად შეესაბამებოდა თუ არა
გამოცხადება ნამდვილს, მაგრამ ამას იქნებ არცა აქვს მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა,
ვინაიდან ცხოვრების ეს მონაკვეთი სიზმარს ჰგავდა (ხედვის რომელიმე კუთხიდან შესაძლოა იყო
კიდეც სიზმარი), სადაც ფაქტებს უკრიტიკოდ ვიღებთ ხოლმე.
მამამ ნაღვლიანად გაიღიმა და, თუმც თქმით არაფერი უთქვამს, სახეზე ისეთი გამომეტყველება
დაედო, კაცი რომ სირცხვილს ჭამს, ან უსიამოვნებას რასმე გადაეყრება.
შვიდი საათი შესაძლოა ძალზე ცოტაა საიმისოდ, რომ მომავალი განჭვრიტო და რაიმე
გულდაჯერებულ გადაწყვეტილებამდე მიხვიდე, მაგრამ ბედისწერა თუ ატყდა, საიმისოდ კი
სავსებით საკმარისია, რომ წარსულის რომელიმე ცუდად დაგდებულ ნატეხს ფეხი წამოკრა და
იმისთანა ორმოში მოადინო ტყაპანი, სამუდამოდ დაკოჭლდე.
რაკი დროის მოკვლის მეტი სხვა მიზანი არაფერი ჰქონდა, ალალბედზე მიაბიჯებდა და
ცდილობდა შეძლებისდაგვარად უტყუარი რამ ხერხი მოეგონებინა, რათა იმაზე მეტი, რაც
მატარებლით მგზავრობა დაუჯდა, არც ავტობუსით მგზავრობა დაჯდომოდა. დიდხანს იარა ასე
ფიქრებში ჩაფლულმა თუ ცოტა ხანს, ბოლოს, ქალაქის ცენტრს რომ მიატანა, მზემაც რომ ძალი
მოიცა და გაღვიძებულმა შიმშილმაც სტომაქში სიცარიელეს დაუწყო ძიძგნა, მეტი ვეღარ
მოითმინა და ერთ კაცს, რომელიც საამისოდ სხვაზე უფრო შესაფერისი ეჩვენა, დრო ჰკითხა.
იმის იმედი, რაღა თქმა უნდა, არა ჰქონია, რომ შვიდივე საათი გულგანგმირული ეყრებოდა მის
ფერხთა ქვეშ, მაგრამ ვერც იმას იფიქრებდა, ესოდენ მყიფე და სწრაფწარმავალ ჟამს თუ ამდენი
ხნის განმავლობაში ნახევარ საათზე მეტი ვერ ჩამოტეხა. ამიტომ, პასუხით იმედგაცრუებულმა,
გზა რომ განაგრძო, თან მტკიცედ გადაწყვიტა ამ თემაზე აღარ ეფიქრა.
მალე ბაზარს გასცდა, - ეს „ზედა ბაზარი“ გახლდათ - ხიდი ხელმარჯვნივ მოიტოვა, ქვევით დაეშვა,
განიერი, ასფალტიანი ქუჩა ჩაათავა, უფრო ვიწრო, მრგვალი ქვებით არათანაბრად
მოკირწყლულსა და ფერდობზე კლაკნილი ხაზივით გავლებულ ქუჩაზე გავიდა და თავისი
წეღანდელი, აშკარად ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო ცოტა არ იყოს სინანულით
შეპყრობილმა ის იყო ქეჩოს ფხანითა და მორცხვი ყოყმანით გაიფიქრა, რაც არის არის, მოდი
ერთხელაც ვიკითხავ დროსო, რომ დრო იგი, ყოველ შემთხვევაში მისი ის ნაწილი, რომლის
ერთი პირობითი წარმომადგენელი გრძნობად სამყაროში საათიცაა, ერთბაშად გაქრა.
ქუჩის გასწვრივ, ორთავ მხარეს, ეზოები იყო ჩამწკრივებული. ეზოები ერთმანეთს ჰგავდნენ.
ჰგავდნენ მეტ-ნაკლებად, ისე როგორც მათი პატრონები, ხოლო რაკი მეტ- ნაკლები მსგავსება
იგივეა, რაც მეტ-ნაკლები განსხვავება, ეზოები განსხვავდებოდნენ კიდეც მეტ-ნაკლებად
ერთმანეთისგან.
პროლეტარ ჟორჟიკას ხელში პატარა წალდი ეჭირა და ჭიგოს თლიდა. თუმცა, რას თლიდა
და რას არა, ამას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი ისაა, რომ გამოსაჩენზე იჯდა, იქ, სადაც
ცენტრალური ორიენტირის ადგილია, დანარჩენი კი (კოსტიუმი, საქმიანობა, ატრიბუტები,
რეკვიზიტი .) მეორეხარისხოვანია და იმდენად ბედზე არაა დამოკიდებული, რამდენადაც ბედის
გემოვნებაზე.
ისე, როცა ასეთ რამეს შევესწრებით, უნებურად (მაგრამ გარდუვალად) გვებადება კითხვა (კითხვა
გვებადება უფრო ფსიქიკაში, ვიდრე გონებაში): „აუცილებლობაა ყოველთა საფუძველთა
საფუძველი თუ შემთხვევითობა?“ რაც ლიტონი კითხვა კია, მაგრამ მთლად უსარგებლოც არ
ეთქმის, ვინაიდან სწორედ ამგვარი კითხვების წყალობითაა, რომ ფილოსოფოსები მუდამ
დასაქმებულები არიან და ღობე-ყორეს არ ედებიან, როგორც ეს ჩვეულებრივ სხვა, ნაკლებ
ფილოსოფიური პროფესიის ადამიანებს ემართებათ ხოლმე.
ეზოს მაღალი მესერი ერტყა. მესერს შუაში რკინის ჭიშკარი ჰქონდა დატანებული. ჭიშკარი ღია იყო.
ღია ჭიშკარში პროლეტარი ჟორჟიკა მოჩანდა.
პროლეტარი ჟორჟიკა ღია ჭიშკარში ისე მოჩანდა, როგორც საინდუქციო კოჭა, რომელზედაც
პრ. დიდებულიძის ადრეული ბავშვობა იყო დახვეული.
მოულოდნელობის ელდამ რომ გაუარა, ნაბიჯი სწრაფად გადადგა უკან და ღობეს ამოეფარა,
მერე კი ყველაზე დიდი ჭუჭრუტანა შეარჩია და ზედ მიეკრო.
არადა, თუ ეს მართლა ბედის ჩანაფიქრი იყო, ბედმა ჩანაფიქრი კარგად შეასრულა: პრ.
დიდებულიძემ უკვე დანამდვილებით იცოდა, რომ ეს სახლი, რომელსაც ასე ქურდულად
უთვალთვალებდა მესრის ჭუჭრუტანიდან, ერთ დროს მას ეკუთვნოდა. მას, დედამისსა და მამამისს.
ამ აღმოჩენით ოდნავ გაბრუებულმა ახლა გულს მიუგდო ყური, მაგრამ მოლოდინის
საწინააღმდეგოდ, მშობლიურობის თბილი და მომადუნებელი გრძნობა, დაკარგული ნივთის
პოვნისას რომ გვიჩნდება ხოლმე, არ გასჩენია. თუმც კი გული უთრთოდა, სახლი უცხო იყო.
სახლიც უცხო იყო და ეზო-გარემოც.
ამით ცოტა გაკვირვებული და ცოტა შეშფოთებული ჭუჭრუტანას მოშორდა, ეზოს გასცდა, ფეხს
კიდევ უფრო აუჩქარა, მოსახვევს რომ მიაღწია, მარჯვნივ შეუხვია, ზედა პარალელურ ქუჩაზე
გავიდა - ეს ქუჩაც პატარა, მრგვალი ქვებით იყო მოკირწყლული და ქვედა ქუჩისგან მხოლოდ
იმით განსხვავდებოდა, რომ კიდევ უფრო ვიწრო იყო და, გარდა ამისა, ქვებსა და ქვებს შუა
ამოტეხილი ბალახიც თითქოს უფრო მუქი და უფრო მაღალი ჩანდა - ამ ზედა ქუჩას გამოუყვა
უკან.
ამ მხარეს ეზო გაცილებით დიდი იყო, ვიდრე სახლის წინ, და ქუჩისა და მეზობელი
ეზოებისგან - აქედანაც და იქიდანაც - დაბალი, წნული ღობე ჰყოფდა. ეზოს მარჯვენა ნახევარი
ყანასა და ბოსტანს ეჭირა, სადაც ახლა, თუ აჩეხილი სიმინდის ძირებს არ ჩავთვლით, კარგა
ხნის მოკრეფილი, უკვე ჩამჭკნარ-ჩაყვითლებული, ნახევრადმკვდარი ლობიოსა და პამიდვრის
გარდა აღარაფერი ჩანდა. მარცხენა ნახევარში ხეხილი იდგა - ერთი დიდი კაკალი, ერთი ძირი
მსხალი, სამი ძირი შავქლიავი და ორი ძირი კარალიოკი. კაკალსა და ქლიავებს უკვე აღარაფერი
შერჩენოდათ და საგვიანო მსხალიც თითქმის მთლიანად გაკრეფილი იყო, სამაგიეროდ,
ფოთოლშემოძარცული კარალიოკები შიშველი ქალებივით იდგნენ მძიმედ დახუნძლულები და
ისე ელავდნენ, გეგონებოდათ, ოქროს ნაყოფი ასხიათ, რომელიც საჭმელად არ ვარგაო.
ხოლო ეზოს ბოლოში, სულ განაკიდეს, სადაც ღობე სამეზობლო მიჯნასთან მართ კუთხეს ქმნიდა,
განცალკევებით, ვითარცა ჯიბრიანი დისონანსი, აყუდებულიყო ძველი, პრ. დიდებულიძის
დროინდელი ფიცრული ჩეჩმა.
ზედა სართულზე სახლს ორი ფანჯარა ჰქონდა და ორივე დაკეტილი იყო. პრ. დიდებულიძეს
ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. საერთოდ, ზედა სართულს მხოლოდ გაკვრით შეავლო თვალი
და მერე მზერა - დაჟინებული, შეუპოვარი და ცოტა დანისლული
პრ. დიდებულიძემ ერთხანს კიდევ უცქირა წარსულის უკანა კარს და მერე, რა დარწმუნდა, ცრემლის
შეკავება უფრო და უფრო ჭირდა, იმავე გზით, რომლითაც მოვიდა, უკანვე დაბრუნდა და
სახლს კვლავ ქვემოდან მიადგა, სადაც მოგონებები გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო,
მრავალრიცხოვანიც, მრავალფეროვანიც და ხალისიანიც.
პრ. დიდებულიძე ნაცნობ ჭუჭრუტანას მიადგა. ახლა ეზო-გარემო ისე უცხო უკვე აღარ ეჩვენა.
მეტიც: მიწის პირს ისევ დაემჩნა მივიწყებული ნაფეხურები, ხოლო სახლის მეორე სართულზე,
რომელიღაც ოთახში, რომლის ფანჯრები, ღმერთო გამახსენე, საით გადიოდა, წიგნებით
გადაჭედილი თაროების ქვეშ, დიდ საწერ მაგიდას მამის აჩრდილი უჯდა. მამა მოსამართლე იყო
და ირგვლივ კანონები ეხვია.
ნეტა რა გვარები იყვნენო, გაიფიქრა პრ. დიდებულიძემ და გვარები ვერ გაიხსენა. შესაძლოა
არც არასოდეს იცოდა - როცა აქ ცხოვრობდა, მაშინ ხომ ძალიან პატარა იყო: მაშასადამე
(გაიფიქრა ისევ და გული რაღაც უცნობი ტკივილით შეეკუმშა), ახლა რომ სადმე
შეხვედროდნენ, ვერ იცნობდა; გულგრილად შეხედავდა, როგორც უცნობს და უბრად
ტკივილი რომ ცოტა დაუამდა, ცნობისმოყვარეობა მოეძალა და გულში იმის რკვევას შეუდგა,
თუ რატომ ხდება, რომ უახლოესი ადამიანები ზოგჯერ რაღაც მანქანებით უეცრად (გნებავთ ნელ-
ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ) უცხოებად იქცევიან.
რამდენ ხანს იყო ჩაძირული ამ თავის პატარა წარსულში, როგორც პატარა ჭაში, არ გაუგია.
სამაგიეროდ, როცა გამოერკვა და თავი მოულოდნელად კვლავ სახლს უკან, წნულ ღობესთან
აღმოაჩინა, ამ გარემოებით გაოცებულს, შეშინებულსა და ავი წინათგრძნობით შეპყრობილს
მყისვე დრო მოაგონდა და, რაკი იმ ვიწრო, ბალახმოდებულ ქუჩაზე კაცი სულიერი არავინ
ჭაჭანებდა, სწრაფი ნაბიჯით გაშორდა იქაურობას, რათა რაც შეიძლება მალე სადმე,
ხალხმრავალ ადგილას გასულიყო და საათი ეკითხა.
სხვა ამ ხანმოკლე მოგზაურობის შესახებ არსებითი, მგონი, არაფერია სათქმელი. ერთი ის შეგვიძლია
დავუმატოთ (შეგვიძლია არც დავუმატოთ), რომ, კაცი თუ ცოტა მოხერხებული ხარ და გარემოებაც
გაიძულებს, სანაკლიო-მთისძირის ავტობუსშიც ისევე ადვილად შეიპარები, როგორც თბილის-
სანაკლიოს მატარებელში.
ხოლო ორი დღის შემდეგ - მაღლითში დილდილაობით უკვე ჭირხლს დებდა და,
საერთოდაც, ზამთარი შორს აღარ იყო - დედამ რომ ჭიშკარი შემოაღო და ეზოში შემოვიდა,
მის დანახვაზე პრ. დიდებულიძე ერთბაშად მიხვდა, რომ მთელი ამ ორი დღის მანძილზე თურმე
განუწყვეტლივ, მოუთმენლად და დარწმუნებით ელოდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, ნეტა
მარტო ამოვა თუ იმ თავის ბესარიონსაც ამოიყვანსო. ასეთი წვრილმანები თითქოს არც ღირდა
ტვინის ჭყლეტად, მით უფრო მას შემდეგ, რაც დედის ქორწილზე დასწრებამ, ნაქორწილევს
თბილისიდან გამოქცევამ და, ბოლოს სანაკლიოში გარდასულ დღეთა სამარხის მოულოდნელმა
აღმოჩენამ მომავლის კოორდინატები ისერიგად გაანათა, რომ მამინაცვალი ჩრდილადღა
გამოჩნდა, რომელიც ვეღარც ჩამოსვლით დაადებდა ქვეყნიერებას რაიმე სათავისო ნიშანს
და ვეღარც ჩამოუსვლელობით, მაგრამ, დედა რომ დაინახა და დაინახა, რომ დედა მარტო
იყო, თავისდამოულოდნელად დიდი შვება იგრძნო.
დედამ - ზემოთაც მოგახსენეთ - იტირა. და იტირა არაერთხელ. მაგრამ ამჯერად შვილის სიჯიუტე
ვეღარ გატეხა. ვერც გატეხავდა: შვილისკენ მიმავალ გზაზე (რომელიც იმავდროულად
შვილისგან მიმავალი გზაც იყო, რაკი შვილი თითქმის ყოველთვის შეგვიძლია განვიხილოთ,
როგორც ერთგვარი საშუალედო პუნქტი), მთავარი დაბრკოლება მას ბავშვური
თავმოყვარეობა ეგონა და თვისთა ცრემლთა სამიზნედაც სწორედ ეს აბრიალებული
ბურბუშელა ივარაუდა, ის კი არ იცოდა, რომ სანაკლიოს ისტორიულ ღირსშესანიშნაობათა
დათვალიერებამ ამ ბუტაფორულ დაბრკოლებაში ნამდვილი ცემენტი ჩაასხა, რის შედეგადაც
წინააღმდეგობის მოღნიოშებული კარი ისე გამაგრდა, ძველი გასაღებითა და ძველი მეთოდებით
მისი გაღება უკვე შეუძლებელი იყო.
თუმცა, კარი კარად და შუაღამისას დედის ტირილს შვილიც შეუერთდა. ჩაეკონენ ერთმანეთს
და ჩაკონებულებმა იტირეს. ამჯერად პრ. დიდებულიძემ თავის ტირილში სამარცხვინო
ვერაფერი დაინახა და ონკანები ბოლომდე მოუშვა.
შალიკოს ცოლებმა სათნოების რაშები შეკაზმეს, ხელთ ლმობის ფარნები დაიჭირეს, საგზლად
სიტყვებისა და გამოთქმების ტკბილეული წაიღეს, გაცინებული პირით ჩაეშვნენ იმ ბნელსა და
პირქუშ ლაბირინთში, რომელიც ახლადგათხოვილი დედის ღრმა ფსიქოლოგიური
ჭრილობის ბაზაზე წარმოქმნილიყო, და მალე დაარწმუნეს კიდეც კოლეგა და პაციენტი, რომ
პატარა პრ. დიდებულიძეს, ვიდრე მიხვდებოდა, დედის უკეთესი ქვეყანაზე არავინ მყავსო -
ხოლო ამას რომ მიხვდებოდა და ადრე თუ გვიან შესაბამის ნაბიჯსაც გადადგამდა, შალიკოს
ცოლებისთვის დღესავით ნათელი იყო - მანამ, უდედობას ვერ ვიტყვით, მაგრამ უპატრონობას
კი არ აგრძნობინებდნენ: არაფერს გაუჭირვებდნენ, არაფერს მოაკლებდნენ, არავის
დააჩაგვრინებდნენ.
დიახ, ასეთი რამ ხდებოდა, მაგრამ იშვიათად ხდებოდა და მარტოობის დიდ სუფევაში
საგრძნობი დისონანსი ვერ შეჰქონდა. ამიტომ მაღლითში პრ. დიდებულიძის მარტოობა, შეიძლება
ითქვას, ურყევი იყო. ურყევი, გრანდიოზული და მრავალწახნაგოვანი, რომელთაგან ერთმა
პირველსავე ღამეს (ლაპარაკია თბილისში დედის დაბრუნების პირველ ღამეზე, როცა საეტაპო
ჭურჭელი ძველი ლექისგან საბოლოოდ დაიცალა და ახალი შინაარსისთვის გამოირეცხა) მამის
მოგონება გამოიწვია. შესაძლოა „მოგონება“ მთლად სწორი ტერმინი არცაა, ვინაიდან იმ მცირე
ოდისეის შემდეგ, რომელმაც ემოციურსა და შემეცნებით მწვერვალს სანაკლიოში მიაღწია,
როდესაც წარსულის ხაროში ჩავარდა, მამა არასოდეს დავიწყებია. მოგონებით კი მოაგონდა არა
მამა, არამედ მამის სიტყვები. ის იყო ახალჩაძინებულზე ერთი გაღვიძება, როგორც სჩვეოდა,
ისევ გაეღვიძა, რათა გვერდი ეცვალა და ძილის მეორე, მძაფრ ტალღას სწრაფად და,
შეძლებისდაგვარად, გამოუფხიზლებლად გაჰყოლოდა, რომ უეცრად ამ გარდამავალ
მდგომარეობაში, რომელსაც მთლად დარწმუნებით ვერც ძილს უწოდებ კაცი და ვერც ღვიძილს,
მკაფიოდ ჩაესმა მამის ხმა. მამის ხმამ სამი იარაღიანი კაცის თანდასწრებით (მეოთხე გარეთ იდგა,
ჭიშკართან) მშვიდად და დაყვავებით უთხრა: „შენი იმედი მაქვს და აბა შენ იცი, როგორ
გაუფრთხილდები დედას!“ ამან ძილის ახალი მოქცევა დიდი ხნით შეაფერხა. პრ. დიდებულიძე
გარინდებული უგდებდა ყურს სამყაროს, რომელშიც, როგორც ზარის შორეული რეკვა,
ერთხანს კიდევ ისმოდა მამის რბილი, ჟრუანტელისმომგვრელი ხმა. თავიდან ყველაფერი ცხადი
ჩანდა - მამის ხმა მამის ხმა იყო - მაგრამ მალე საიდანღაც ეჭვები შემოიპარნენ; ეჭვები
მატლებივით შემოეხვივნენ თავდაპირველ სიცხადეს და ცოტა ხნის შემდეგ ყოველივე ისე
აირია და აიბურდა, შეუძლებელი შეიქნა გარჩევა, მართლა მამას ეკუთვნოდა ეს სიტყვები თუ
მისსავ ფანტაზიას. კითხვა იმ ღამეს უპასუხოდ დარჩა, მერე და მერე დროისა და ფიქრის
გამოისობით კიდევ უფრო ჩაიხლართა და საბოლოოდ მწვავე პრობლემად ჩამოყალიბდა,
რომელიც კვირების განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა. დედას, ეჭვი არაა, ეცოდინებოდა,
მართლა თქვა თუ არა მამამ ხსენებული საკრალური ფრაზა, მაგრამ - თუმც დედა-შვილი
წერილებს კი სწერდნენ ზოგჯერ ერთმანეთს - წერილობითი სახით კითხვის დასმა ვერ გაბედა.
ამას ორი მიზეზი (ორივე ცრუ) ედო საფუძვლად: ერთი რომ ამ ტიპის კითხვებს
სანტიმენტალურობის ელფერი დაჰკრავს და ამიტომ დედას იგი შეიძლებოდა შერიგების
ერთი აფეთქება გაზაფხულის პირზე აფეთქდა, როდესაც პიკი კარგა ხნის გადავლილი ჰქონდა
და უკვე არსის ქვედა, ბუნდოვან შრეებამდე იყო ჩასული, სადაც ემოციის თვალი, ჩვეულებრივ,
ვეღარ წვდება ხოლმე.
დედის წასვლიდან დედის ჩამოსვლამდე ოთხი თვე იდო; ამ ოთხი თვის განმავლობაში პრ.
დიდებულიძემ თავის ნებაყოფლობით მარტოობას თითქმის ყველა წახნაგი მოუსინჯა, ზოგ მათგანს,
რომლებიც უფრო ბლაგვი ეჩვენა, წვერიც წაუმახა და, თუმც ოთხი თვე დიდი დრო არ არის,
ჭეშმარიტი მარტოსული გახდა. ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე სწამდა. მართალია, მის რწმენას
ჯერ ცთუნების გზაჯვარედინი არ გაევლო - რწმენის სიმტკიცე და გამძლეობა კი, როგორც
კაცობრიობის ისტორიული და მითოლოგიური გამოცდილებიდან ვიცით, მხოლოდ
გზაჯვარედინზე შეიძლება ასე თუ ისე ზუსტად დადგინდეს - მაგრამ პრ. დიდებულიძეს იმ
პერიოდში ცთუნება არ აშინებდა და ამიტომ დედას იგი გაზრდილი და დავაჟკაცებული ეჩვენა
(არ ვიცი, შესაძლებელია არც ისე გაზრდილი და დავაჟკაცებული ეჩვენა და ზოგი რამ
თვითონ წაუმატა, რათა აფორიაქებული სინდისისთვის თვალში ცოტაოდენი ნაცარი შეეყარა).
ოთხი თვე დიდი დრო არ არის-მეთქი, გითხარით, და უმრავლეს შემთხვევაში ასეცაა, ოღონდ
- უმრავლეს შემთხვევაში და არა ყოველთვის. მაგალითად, თუ გაზაფხულზე, ზაფხულში და
შემოდგომაზე ოთხი თვე, ისევე, როგორც ქვეყნიერების სხვა კუთხეებში, მაღლითშიც, ჩვეულებრივ,
ოთხ თვეს უდრის, ზამთარში, როდესაც დრო აქ მოძრაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის
და ისე გულისგამაწვრილებლად მიღოღავს, აღარც კი გჯერა, რომ გაზაფხული ოდესმე ისევ
დადგება, ოთხს კი არა, რატომ ოთხჯერ ოთხს არ უდრის. საქმე ის გახლავთ, რომ მაღლითში
ზამთარი მკვდარი სეზონია (ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე იყო) და ადგილობრივი მცხოვრებნი
იმ დროს ცოტათი დათვებს ემსგავსებიან. ზამთრის ძილს ეძლევიან-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ
ბუნაგებიდან კი იშვიათად გამოდიან, რის გამოც საზოგადოებრივ კომუნიკაციებზე, როგორებიცაა
ასე - ნელა, დუნედ, ფეხათრევით - მიდიოდა ზამთარი. სამაგიეროდ გაზაფხულზე, დედა რომ
დედის დანახვაზე კი მამა მოაგონდა. შესაძლოა იდუმალ ძალთა ჩანაფიქრიც ეს იყო: რაკი კვლავ
დადგა მეხსიერების ზედაპირზე მამის ამოსვლის ჟამი - ორ თვეზე მეტი იქნებოდა, იგი უკვე
კულისებში იყო, სხვა პრობლემათა დეკორაციების უკან - დედა საჭირო შეიქნა, როგორც საბაბი
და ფონი.
მაგრამ, დედა რომ დაინახა, პრ. დიდებულიძეს მყისვე მამა მოაგონდა. დედა ორი დღე- ღამე
დარჩა და ამ ორი დღე-ღამის განმავლობაში მამის გამოცხადება მაქსიმალურად კონკრეტული
და ემოციური იყო. მამამ ამჯერად შვილის გარსში შეაღწია და იქ ისე დაბანაკდა ძარღვებსა
და უჯრედებში, რომ მისი სხეული შვილის სხეულს შეერწყა, მისი სული შვილის სულს და მისი
განცდები შვილის განცდებს. და თუმც ყრმა და უწრთობი პრ. დიდებულიძე ლამის გაისრისა ეგზომ
მძიმე სატანჯველის ქვეშ, ამ სატანჯველში იმდენი რამ ნახა ღირსსაცნობარი და გონების
ამაფორიაქებელი, რომც შეძლებოდა, თავს მაინც არ აარიდებდა. ასე მაგალითად, ციხის
ცხრაკლიტულში გამოკეტილ მამას რომ სიმწრისა და უილაჯობისაგან გული ეწურებოდა და
ყელში გორგალი აწვებოდა, შვილი ამ მოწურული გულითა და ყელში გაჩრილი გორგალით
ცხადზე ცხადად, არა წარმოსახვად, არამედ საკუთარ გამოცდილებად გრძნობდა, რა
მომაკვდინებლად ძნელი უნდა იყოს, გარეთ რომ თვალუწვდენელი სივრცეა გადაშლილი, შენ
კი პაწაწინა საკანში ხარ დამწყვდეული და ირგვლივ გაუვალი კედლები გარტყია; ან კიდევ, დედის
დანახვაზე რომ მამის სავარაუდო დანაბარები მოაგონდა - დედის დანახვაზე კი პირველ რიგში
სწორედ მამის სავარაუდო დანაბარები მოაგონდა - ისეთი შემზარავი სისრულითა და სიზუსტით
მიხვდა, როგორ ეწადა მამას, შვილი დედას გაფრთხილებოდა, ნაწლავებზე ლამის ცეცხლი
წაეკიდა. მაგრამ ყველაზე მძიმე, ყველაზე ღრმა და ყველაზე მტკივნეული განცდა იმან გამოიწვია,
მამამ რომ ერთხელ - შუაღამისას - საწყალობლად გადმოხედა და საწყალობლად და
რაღაცნაირი მორცხვი თვითსაყვედურით, თითქოს ეუბნებოდა, ვიცი, ეს ჩემი დანაბარები
სასოწარკვეთილების ფუჭი გაბრძოლება იყო, თორემ შენისთანა პატარა და უმწეო ბალღმა დედის
ორი დღის შემდეგ დედა წავიდა. წავიდა ისე, რომ პრ. დიდებულიძეს თავისი უმთავრესი კითხვა
არ დაუსვამს, რამდენჯერმე კი გადაწყვიტა, რამდენჯერმე კი დააპირა, რამდენჯერმე პირიც კი
გააღო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გაბედა.
იმ დროს, პრ. დიდებულიძე ამა საქმის რთულსა და იკლიკანტურ წვრილმანებში კარგად ვერ
ერკვეოდა, მაგრამ ანეტამ და ლიზამ რომ ერთხელ მეზობლის ბედით მოულოდნელად
დაინტერესებულ მეუღლეს უთხრეს, ექვსი თვის ფეხმძიმეაო, სახტად დარჩა. ან კი როგორ არ
დარჩენილიყო სახტად: მარტი - ერთი, თებერვალი - ორი, იანვარი - სამი, დეკემბერი - ოთხი,
ნოემბერი - ხუთი. მეექვსე? დედა ოქტომბრის ბოლოს გათხოვდა და მარტის ბოლოს ჩამოვიდა.
ოქტომბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე ხუთი თვეა. მაშასადამე, თუ ანეტამ და ლიზამ თავიანთ
შალიკოს სიმართლე უთხრეს - ხოლო ანეტა და ლიზა რომ თავიანთ შალიკოს სიმართლის
გარდა არასოდეს არაფერს ეუბნებოდნენ, ეს არა მარტო მაღლითში, არამედ ყველა
ახლომახლო სოფელში ცნობილი იყო - ხუთი თვის გათხოვილი დედა ექვსი თვის ფეხმძიმე
გამოდიოდა. ამის შემდეგ პრ. დიდებულიძის მარტოობა უფრო მკაცრი გახდა, უფრო ასკეტური
და ერთი ხანობა ცოტა გამომწვევიც, რაც, თუ მხედველობაში ვიქონიებთ, რომ მოქმედების ადგილი
მაღლითი იყო და მოქმედების დრო - ორმოციანი წლები, დიდად არ უნდა გაგვიკვირდეს.
ამას შესაშინებლად როდი გეუბნებით (თუმც სიფრთხილესაც - რა ჩემი შეხსენება გინდათ - თავი არა
სტკივა), უბრალოდ, ერთი ნიმუში მინდოდა მეჩვენებინა მარტოობის იმ ნადავლისა, ზამთრის
გრძელ ღამეებში რომ შეიძლება გადარაჯებულმა კაცმა მოიხვეჭო (სხვათა შორის, მაღლითში
გრძელ ღამეს ზოგჯერ „წლისდონ ღამეს“ ეძახდნენ და, ასე გასინჯეთ, დღესაც კი, როცა
მეტყველებასაც ეკონომიკის კანონები მართავს, აქა-იქ ჯერ კიდევ გაიგონებთ ხოლმე, წლისდონი
ღამე ჩამოდგაო).
ამასობაში გაზაფხულმა ფრონტის მთელი ხაზი დაიკავა. მარტოობის სეზონური სალტეები მზის
პირველსავე, ჯერ კიდევ ნელთბილ სხივებზე დადნა, დახშული ბუნაგები გაიხსნა და მაღლითში
კვლავ ახმიანდა სიცოცხლე. საზოგადოდ, გაზაფხული და მასთან დაკავშირებული სითბური
და ბიოლოგიური პროცესები თავისი უღრმესი დანიშნულებით მარტოობის წინააღმდეგ
მიმართული აქციაა, მაგრამ პრ. დიდებულიძისათვის ამას უკვე აღარ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა,
ვინაიდან ხანგრძლივი ზამთრის განმავლობაში თავის მომავალ დიად მარტოობას ისეთი მყარი
საძირკველი ჩაუყარა, რომ სეზონთა მონაცვლეობა ვაგლახად ვეღარაფერს დააკლებდა;
გულის ხნულში უკვე მარტოობის ნამდვილი თესლი უღივოდა, რომელსაც ირგვლივ მტკიცე
დამცველი გარსი ეკრა და ყოველდღიურობის ცხოველმყოფელობა, რაგინდ მძაფრი და
ინტენსიურიც უნდა ყოფილიყო, ამ გარსს ვერ გაარღვევდა. ვისაც ასეთი თილისმა აქვს - ამაში
პრ. დიდებულიძე მერე და მერე გამოცდილებით დარწმუნდა - შეუძლია მთელი დღე ხალხში
იტრიალოს და მაინც მთელი დღე მარტო იყოს. ის უმნიშვნელო კვალი კი, რომელსაც დღის
ჭუჭყი ყოველთვის ამჩნევს გარსს, ღამის იდუმალებაში ისევ ქრება და თილისმაც კვლავ
პირვანდელ ძალას იბრუნებს. მოკლედ, ის, რასაც მარტოობად მოვიხსენიებ და რასაც -
დანამდვილებით ვიცი - სწორედ მარტოობა ჰქვია, იყო ზამთრის, ფიქრისა და რაღაც უცხო
სუბსტანციის - გამოუცნობის, მოუხელთებელის, პირველარსებულისა და დიდ-ნაყოფიერის -
შეჯერებით მოპოვებული კიდევ ერთი უცვალებელი და უხრწნელი, პირობითად არსებულისაგან
განსხვავებით ჭეშმარიტად არსებული მარცვალი იმ მარცვლის გვერდით, რომელიც უფრო
ადრე წარმოიქმნა, როგორც დამოუკიდებლობის ბალავერი.
გარეგნულად არაფერი შეცვლილა. რაც რომ გაზაფხულდა, დღის დიდ ნაწილს პრ.
დიდებულიძე ხალხში ატარებდა - სკოლაში, ყანაში, სამწყემსურში, ტყეში, მდინარეზე,
ამხანაგებთან, მეურვეებთან, მეზობლებთან - მაგრამ ურთიერთობანი, როგორც ამ რამდენიმე
წლის წინ, როცა მაღლითურ ადათ-წესებში ჩაყურყუმალავებული თავისთავადობის კუნძულს
ეძებდა, ახლაც სულისა და გონების მხოლოდ ზედა შრეებს ეხებოდა, სიღრმეში კი ვერ აღწევდა.
სამაგიეროდ, სიღრმეში სხვა არხი გაიჭრა და მასში პრ. დიდებულიძის მეორე, ფარული ცხოვრება
მიედინებოდა, ეს არხები ერთიმეორეს არ კვეთდნენ, თითოეულს საკუთარი დრო ჰქონდა,
საკუთარი სივრცე და საკუთარი მიმართულება.
კარგად რომ დათბა, ბიჭები რამდენჯერმე აღმა აუყვნენ მდინარე ღელედიდს. აუყვნენ არა ნაპირ-
ნაპირ, როგორც შარშან (თუმცა იოლი საქმე არც ის იყო), არამედ წყალწყალ, იმ მარშრუტით,
რომლითაც მას შემდეგ, რაც წინა თაობის გამბედავი ბიჭები დაკაცდნენ და ყოველდღიური
ცხოვრების უღელი დაიდგეს, აღარავის ევლო. ღრმა კალაპოტში, რომლის ორივე ციცაბო
ნაპირი თხმელებით, ყრუხეებით, ძაღლყურძენათი, შქერით, მაყვლითა და ხშირი ბალახით იყო
დაფარული, ალაგ სრული უკუნი იდგა, ალაგ ოდნავ აღწევდა მღვრიე, ბაცი, შორეული
სინათლე, ალაგ კი ვეება, მკვრივი და ჩახჩახა შუქი ისეთი ძალით იღვრებოდა, გეგონებოდათ
მზე მდინარეში ჩამოსახლებულაო. გამაყრუებელ შხუილში ბიჭები ნელა მიიწევდნენ
წყალაღმა, მოლიპულ ლოდებზე წამდაუწუმ ფეხი უსხლტებოდათ, ჩანჩქერები ყოველ ნაბიჯზე
გზას უღობავდათ და ყველაფერი ეს - ჩანჩქერებიც, ლოდებიც, სიბნელეც, სინათლეც, საერთოდ,
მდინარის მთელი კალაპოტი - გაჟღენთილი იყო რაღაც უცხო, ჟრუანტელისმომგვრელი
იდუმალებით, რის გამოც პრ. დიდებულიძეს ზოგჯერ ისეთი განცდა ეუფლებოდა, თითქოს წყალს კი
არა, თავად დროს მიარღვევდნენ; და დრო მოკლდებოდა, როგორც მანძილი; დრო იკეცებოდა,
ვიწროვდებოდა, თხელდებოდა, ილეოდა და საკუთარ სათავეს უახლოვდებოდა; დროს ხანი
აკლდებოდა და შიგადაშიგ შიშველი პრეისტორია მოუჩანდა, სადაც ღმერთს ჯერ თიხა არ
მოეზილა და დედამიწა ადამიანისთვის არ მიეცა, ხოლო ეს რამდენიმე მაღლითელი ბიჭი,
უბრალოდ, კეთილგანწყობილი ლოგიკის მიერ გამონაკლისის სახით დაშვებული მცირე
ანაქრონიზმი იყო.
მაგრამ დაკვირვებებისა მერე ვთქვათ, ახლა კი ცალი თვალით ცხოვრების ერთ ისეთ მაგნიტურ
კუნჭულში შევიხედოთ, სადაც არც დაკვირვებებია, არც მძაფრი შთაბეჭდილებები, არც დიდი
სულიერი ძვრები და არც სხვა რამ საგანგებო და განსაკუთრებული მოვლენა, მაგრამ ამავე
დროს რაღაც არის გარდუვალი და საეტაპო. კერძოდ, ცხოვრების რუხ უდაბნოში აქა-იქ
აღმართულ ფერად მწვერვალთა შორის ეს გახლავთ ერთი პირველთაგანი, რომელსაც
სიყმაწვილეშივე ვიპყრობთ და ვეუფლებით. შესაძლოა, ბიჭები რომ გოგოებს გადაჭრით
გაემიჯნებიან და გარკვეული ვადით, ვიდრე დიდი უკუქცევა დაიწყება, მკაცრად მამრობით
კასტად ჩამოყალიბდებიან (ყოველ შემთხვევაში, მაღლითში ეს ასე მოხდა), ამის ერთი იდუმალი
მიზეზი ისიცაა, რომ ამგვარი განკერძოება საშუალებას იძლევა ტყეში, ღრეში, მთაში, მდინარეზე,
საერთოდ, ნებისმიერი ექსკურსიისა და ექსპედიციისას, უშიშრად და მთელი არსებით მიეცნენ
თაობათა დაუღალავი მეცადინეობის წყალობით უუძველესი სახით შემონახულ ერთ ფარულ
საქმიანობას. ამ საქმიანობას ჩვენ ჩვენი ეროვნული ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში - ზოგჯერ ერთსა და
იმავე კუთხეშიც კი - სხვადასხვა სახელი გვიქვია. და რომ ტერმინთა ამგვარ სიჭრელეში არსის
მთავარი ძარღვი არ დაგვეკარგოს - ეს კი ადვილი შესაძლებელია მოგვივიდეს, მით უფრო,
რომ ჩვენს მორალურად მდგრად ლექსიკონებში ამ ტერმინებს ვერ ნახავთ - ნაცადი ხერხი
ვიხმაროთ და ლაკონური, ნაჭედი ლათინური მოვიშველიოთ. ამ ენაზე, რომლის მიტოვება
კაცობრიობის ისტორიულ ქარაფშუტობათა შორის ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესია,
ხსენებული ცნება ისეთი მყარი და პირდაპირი (აგრეთვე მჟღერი, სახიერი და მსუყე) სიტყვით
აღინიშნება, როგორიცაა „მასტურბაცია“ (აბსოლუტური სიზუსტის პრეტენზიით შემიძლია
განვაცხადო, რომ სოფ. მაღლითში იმ დროს ეს სიტყვა ჯერ არავინ იცოდა, და სიზუსტის
ძალზე მაღალი კოეფიციენტით შემიძლია განვაცხადო, რომ პრ. დიდებულიძე იყო პირველი
მაღლითელი, ვინც იგი აღმოაჩინა, მისი მნიშვნელობა დაადგინა და ანალოგიური
მნიშვნელობის ბერძნულ ტერმინს შეუდარა).
ამ ხელობას ოსტატი არ სჭირდება, ყველა ახალბედა თავისით იკვლევს - და, უნდა ითქვას,
ყოჩაღადაც - გზას. მაგრამ იმასაც კი, რასაც ოსტატი არ სჭირდება, სჭირდება მოთავე, ბოტი,
წინამძღოლი. მაღლითში დასახელებულ პერიოდში ბოტის მოვალეობას ბუხუტიე ბლაყუნა
ასრულებდა, რომელიც ასაკით, ღონითა და თავდაჯერებით დანარჩენებზე მაღლა იდგა,
გამოცდილებაც მეტი ჰქონდა და ზოგი სხვა, წვრილმანი, მაგრამ ხშირად ძალზე მნიშვნელოვანი
ტექნიკური პარამეტრებითაც უპირატესობა მის მხარეზე იყო, რასაც არა მარტო სატრაბახოდ
იყენებდა, არამედ იმისთვისაც, რომ წინამძღოლის საპატიო წოდებაში მოცილე არ
გამოსჩენოდა. რაც შეეხება პრ. დიდებულიძეს, იგი ამ თვალთახედვით ერთი რიგითი
მაღლითელი იყო დანარჩენ მაღლითელთა გვერდით, არც სხვაზე ბევრად მეტი, არც სხვაზე
ბევრად ნაკლები. ოღონდ ის კი უნდა ვთქვათ, რომ, რაკი გული და გონება მაღალი და ნატიფი
აპრილის დამლევს - ეს კი მაღლითში ის დრო გახლავთ, როცა გარდასული სიცივის ჯერ კიდევ
შეუმშრალი კვალისა და მოახლოებული სიცხის პირველი ალმურის ცეცხლოვანი ჩაკონება
სისხლში ისეთ უცხო ბიძგებს აღძრავს, თითქოს სული ფრთებს ატყლაშუნებს და გასაფრენად
იწევსო - პრ. დიდებულიძეს ტყის ბილიკზე ქუსლში ეკალი შეერჭო. პრ. დიდებულიძე შეჩერდა,
ბალახში ჩაჯდა, ეკლიანი ფეხი მეორე ფეხზე შემოიდო, ფეხისგული ამოატრიალა, ეკალი
მოძებნა და მოშავო ფრჩხილებით ჩაეჭიდა. ამის დანახვაზე დანარჩენი ბიჭებიც შეჩერდნენ და
ოპერაციის დამთავრებას დაელოდნენ, რომ გზა ერთად განეგრძოთ. პრ. დიდებულიძემ ეკალი
ამოსწია, ამოაძრო, დახედა, გადააგდო და თქვა: - სიამეც ტკივილია, ოღონდ ტკივილზე ნაკლები
ტკივილი.
- რავა და, - მიუგო პრ. დიდებულიძემ, - რავაც სიცივე და სითბო. სიცივეც სითბოა, ოღონდ სითბოზე
ნაკლები სითბო.
ჩვენ უკვე ვიცით, თუ როგორი შეიძლება იყოს მაღლითელი ყმაწვილების რეაქცია ამგვარ
განცხადებაზე, ამიტომ, რაკი იმ ნაცნობი რეაქციისგან დიდად განსხვავებული არაფერი მომხდარა,
მეც ამ ეპიზოდზე მეტს აღარაფერს ვიტყვი.
ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ - ზემორე დაკვირვება ჯერ არც იყო ბოლომდე აღქმული და
მონელებული - როდესაც შუაღამის ხანს, ვიდრე სახლებში წავიდ-წამოვიდოდნენ, ბიჭებმა
გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ შეევლოთ სასაფლაოზე იმ იმედით, რომ მაკრინია ცოდვილის სული
ბოლოს და ბოლოს საფლავიდან ამოვიდოდა, ვინაიდან ძნელი დასაჯერებელი იყო, მისი
ცოდვების პატრონისთვის, სიკვდილის მიუკერძოებელ გუშაგებსა და მოწესეებს ამდენ ხანს -
უკვე მთელი კვირა იყო გასული, რაც დამარხეს - საფლავში მშვიდად წოლის ნება დაერთოთ,
პრ. დიდებულიძემ, რომელიც მხოლოდ იმიტომ წაჰყვა დანარჩენებს, რომ სილაჩრე არ
დაეწამებინათ, ზედ სასაფლაოს ჭიშკართან უეცრად გამოაცხადა: - ქეც რო ამევიდეს, ჩვენ მაინც
ვერ დევინახავთ.
- რატო? - ხმის კანკალით იკითხა პეტერა კოჭოიამ, რომელსაც იმისიც ეშინოდა, ვაითუ
დავინახოო, და იმისიც, ვაითუ ვერ დავინახოო.
- რატო და მიტო, - მიუგო პრ. დიდებულიძემ, - სხვის სიზმარს დეინახავ? - და, პეტერა კოჭოიამ
რომ თვალები დარცხვენით - იქნებ უარის ნიშნადაც - აახამხამა, განაგრძო - ვერა ხო? ხოდა,
სული კიდე უფრო სიზმარია, ვიდრე სიზმარი, და მით უმეტეს ვერ დეინახავ.
ამის შემდეგ თანატოლების თვალში (მოგვიანებით სხვათა თვალშიც) პრ. დიდებულიძე შეიცვალა:
სხვა სახე შეიძინა, სხვა იერი, სხვა წონა, სხვა სიმაღლე; იმ ზომამდე შეიცვალა, რომ თვით
„პრომეთეოსშიც“ კი, ამ სასაცილო და სალაღობო სახელში, თანდათან ისეთი ნიშნები იქნა
ნაპოვნი, რომლებიც რაღაც განსხვავებულზე - მეტიც: ძალიან განსხვავებულზე - მიუთითებდა.
რა იყო ეს ნიშნები, ცხადია, არავინ იცოდა, ცვლილებებს კი ის ფაქტიც ადასტურებს, რომ, ვინც თავის
- ღრმად თუ დავუკვირდებით - სხვა არა არის რა, თუ არა არსებობისათვის ჩუმი, მაგრამ
შეუპოვარი, გააფთრებული, მომქანცველი ბრძოლა, ხოლო ბრძოლა დიაღაც მომქანცველი
იყო, ვინაიდან პრ. დიდებულიძე ლამის ყოველ ცისმარე დღე ისეთებს ამბობდა, ბავშვები, რაც
უნდა მომზადებული, გაფაციცებული, მობილიზებული ყოფილიყვნენ, გაკვირვებისაგან პირს
აფჩენდნენ. ერთადერთი, ვინც პირს არ აფჩენდა, ბუხუტიე ბლაყუნა იყო, მაგრამ ეს
გამონაკლისად ვერ ჩაითვლება, რადგანაც ბუხუტი ბლაყუნას დაუფჩენელი პირი გაცილებით
მარტივად იხსნება (სხვათა შორის, ბავშვები სწორედ ასე ხსნიდნენ) მისი უჭკუობით, ვიდრე მისი
ჭკუით და, არსებითად, პირდაფჩენილობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე მეტყველებს. დიახ, იმას
ვამბობდი, პრ. დიდებულიძის უპირატესობის აშკარა აღიარებას ბავშვები უკვე ერიდებოდნენ,
მაგრამ ფაქტი, მოგეხსენებათ, ისეთი საზიზღარი რამაა, ვერსად წაუხვალ, მხოლოდ ის შეგიძლია
მოახერხო, რომ, როცა აღწერას დაუპირებ, სიტყვების ფრთხილი და გონივრული შერჩევით
ცოტა შეარბილო ან ცოტა გაამძაფრო, ცოტა გააბაცო ან ცოტა გაამუქო, სხვა ფაქტებში შემალო
ან ხაზგასმით გამოყო. ბავშვები - რაღა თქმა უნდა, გაუცნობიერებლად
- სწორედ ასე იქცეოდნენ: აღიარებით აღიარებდნენ, ოღონდ ძველ ენთუზიაზმს აღარ იჩენდნენ
და აღარც საკუთარ თავთან დამამცირებელ შედარებას მიმართავდნენ. საბოლოოდ სურათი
ისეთი გამოვიდა, რომელიც შეიძლება გამოიხატოს გამოთქმებით:
„დაკვირვებები“ იქმნებოდა ღამღამობით, ჩვენთვის უკვე ცნობილი დიდი მარტოობის ჟამს. პრ.
დიდებულიძე ასეთ დროს ნათლად გრძნობდა ხოლმე, რომ გონებაში ვიღაც (ტერმინი
უაღრესად პირობითია და მასში ფსიქოლოგიური და გრამატიკული ინერცია მეტია, ვიდრე
სიზუსტე, თორემ ისე კაცმა არ იცის, „ვიღაც“ უნდა ითქვას თუ „რაღაც“) დადიოდა და,
როგორც ინსპირირებული ობობა, შთაბეჭდილებათა და განცდათა მადნიდან მუყაითად
აძრობდა უწვრილეს ძაფებს, რათა უხილავი, ჯერეთ უცნობი, არსებითად, ექსპერიმენტული
ქსელი გაება. ოღონდ ღამეული მარტოობის ამ უკიდეგანობაში - და ეს ძალზე ნიშანდობლივია,
- შენ უნდა იყო კაი და, შენ თუ კაი იქნები, ყველაფერი კაი იქნება, - თქვა, მაგალითად, ერთხელ,
როდესაც საუბარი ეხებოდა სოფლის მეველეს, რომელსაც წინა დღეს ერმალო ჭკუანაკლულის
ძროხა დაეჭირა კოლექტივის ყანაში და თხილის ჟვერით უღმერთოდ ეცემა.
მეორედ სიკვდილის იდუმალ ბუნებას გადაწვდა და, თუმც ამის შესახებ ჯერ თვითონაც
წარმოდგენა არ ჰქონდა, თავისი მომავალი ცხოვრებისა და აზროვნების მთავარ ბჭეს მიადგა.
მესამედ, უბრალოდ ფაქტი დააფიქსირა, ასე ვთქვათ, სტატისტიკურ მონაცემებს გაუსვა ხაზი;
ოღონდ ეს ისეთი ფაქტი იყო და ისეთი სტატისტიკა, რომლებიც უფრო პოხიერ ნიადაგში, ეჭვი
არაა, ღრმად გაიდგამდნენ ფესვებს და დიდი დიაპაზონის საფიქრალსაც აღძრავდნენ.
(ამ მაგალითში ყურადღებას ის გარემოებაც იქცევს, რომ სიკვდილი უკვე მეორეჯერ იქნა ნახსენები).
პირველი: - სანამდი ვარსებობთ, ვერ გევიგებთ, რატომ ვარსებობთ, და, თუ გევიგებთ, ეს იმის
ნიშანი იქნება, რომ აღარ ვარსებობთ.
მეორე: - თუ გინდა ომები მეისპოს, ომს რო გამოგიცხადებენ, მაშინათვე უნდა დანებდე, - და რაკი
ამ აზრს, მიუხედავად თეორიული ხასიათისა, შესაძლო იყო სილაჩრის შორეული სუნი ასვლოდა,
დამატებითი განმარტება დაურთო, - ყველა რო დაგნებდება და თელი დედამიწა შენი ბრძანების
უსიტყვო შემსრულებელი გახდება, მერე რაღას შობი? ხო ან ღმერთობას მეინდომებ და რო არ
შეგეძლება, დარდით მოკვდები, ან სანატრელი აღარაფერი გექნება და, ცხოვრება რო აზრს
დაკარგავს, სიცოცხლეშივე ქვტრათ იქცევი.
მთისძირელი ბავშვები - ბარემ ესეც ვთქვათ - ისე აფჩენდნენ პირს, მაღლითელი ბავშვებისგან
ვერ გაარჩევდით.
- ჩემიც და ამ ქათმისაც, რას ემგვანებოდა ამისთანა სიცოცხლე?!“ ანდა მეორე (ცოტა უფრო
გვიანდელი) მაგალითი ავიღოთ, როდესაც ერთხელ, მთვარიან ღამეს, თავის ეზოში თეთრი
ბლის ძირას მჯდარს თავში ასეთმა გრძელმა ფიქრმა გაუარა: (იმ ფიქრში, სხვათა შორის, უკვე
მესამედ გამოჩნდა სიკვდილის სახე): „როგორც მთელი დღის ნაჯაფი მიწისმუშა საღამოს
დაღლილ-დაქანცული მილასლასებს შინისაკენ, ფეხებს ძლივს მიათრევს, ბეჭებს ვერ შლის,
წელში ამტვრევს, მკლავები არ ემორჩილება, ერთ ნაბიჯს რომ გადადგამს, მეორე ნაბიჯის
გადადგმა ისე ესიკვდილება, ურჩევნია გზაში წაიქცეს, ოღონდ კი ამ დაღლილობას გადარჩეს,
მაგრამ მაინც მიდის, რადგანაც ბოლოში მშობლიური სახლი ეგულება, სადაც მამაპაპურ
ტახტზე გემრიელად გაიშხლართება, მთელი სხეულით მოდუნდება, ყველა ტკივილს ერთბაშად
დააღწევს თავს და ტკბილ ბურანში ჩაიძირება, ასე შეუპოვრად მიდის სიცოცხლის უდაბნოში
მოვლენილი კაცი სიკვდილის ოკეანის გრილი და საამური ნაპირისაკენ“.
ალბათ დამეთანხმებით (არ ვიცი, საჭიროა თუ არა შეგახსენოთ, რომ ზემოთ მოტანილ
„დაკვირვებათა“ სტილში სახამუშო არაფერია, ვინაიდან ადამიანი, რომელიც მეტყველებაში,
ჩვეულებრივ, კილოკავს იყენებს, აზროვნებისას შეძლებისდაგვარად ცდილობს ლიტერატურული
ენის კანონები დაიცვას), ამგვარი „დაკვირვებების“ საჯარო გამოტანა არათუ მიზანშეწონილი არ
არის, შესაძლოა სახიფათოც იყოს, განსაკუთრებით დაცინვისადმი მაღლითელთა არაჯანსაღი
მიდრეკილების ფონზე.
ალბათ არც ის უნდა დარჩეს უთქმელი, რომ მწყობრი ცნობიერება - სიცოცხლის წყალზედა
ნაწილი, რომელიც მუდამ სამუშაოს ძებნაშია, ვინაიდან მუშაობაა მისი არსებობის პირობა და
ფორმა - პრ. დიდებულიძის დაკვირვებებში გვიან ჩაერია, მას შემდეგ, რაც საჭირო შეიქნა,
პირველადი დაკვირვებების მეორადი ანალიზი კი მაშინ შეიქნა საჭირო, როცა ერთ-ერთი რიგითი
დაკვირვების მეოხებით გაირკვა, რომ დაკვირვებებში, თვით დიდ-დიდ ბრძენთა დაკვირვებებშიც
კი, მხოლოდ ბუნდოვანი სახე დევს ჭეშმარიტებისა - მრავალგზის გარდატეხილი სხივი და
მრავალგზის არეკლილი ექო - და არა ცოცხალი ჭეშმარიტება, ამიტომ დაკვირვებები, მსგავსად
ყველა სხვა ამასოფლური ცნებებისა და კატეგორიებისა, ცვალებადობის კანონს ემორჩილება. ამ
მოულოდნელმა აღმოჩენამ მანამდე აღმოჩენილ დაკვირვებებსაც შესაბამისი დაღი დაასვა. ზოგი
მათგანი - მაგალითად, დაკვირვება იმის შესახებ, რომ ადამიანის დაბადება განპირობებულია
აუცილებლობით, ხოლო დაბადების ადგილი და დრო შემთხვევაზეა დამოკიდებული -
საერთოდ, უარყოფილ იქნა. ზოგი შეიცვალა. კერძოდ, რა გაირკვა, „დანახვა“ თავისი
უზოგადესი გაგებით (რაც შეიძლება გადმოიცეს სიტყვით „ხილვა“) მხოლოდ თვალის
პრეროგატივა არ არის, ნაწილობრივ შეიცვალა ის დაკვირვება, რომელიც ღაღადებდა, სხვისი
სულის დანახვა შეუძლებელიაო. ნაწილი დაკვირვებებისა უფრო ვითარდებოდა და
ღრმავდებოდა. მაგალითად, ერთ- ერთ დაკვირვებაში - გახსოვთ ალბათ - სიამე ტკივილის
ნაირსახეობად, მის კერძო შემთხვევად გამოცხადდა. ამ მიმართულებით ჩატარებულმა შემდგომმა
ანალიზმა მალე ლოგიკური აუცილებლობით მოითხოვა, საერთოდ, სხეული
გამოცხადებულიყო ტკივილად. მაშინ ასეც მოხდა, საბოლოოდ კი (ცხადია, ამ სიტყვის
დროებითი მნიშვნელობით) დადგინდა, რომ სხეული, ერთის მხრივ, მართლაც ტკივილის
ნივთიერი სახეა, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ნივთიერი სახე, ერთგვარი იარაღიცაა, დანადგარი,
ხელსაწყო, რომლითაც ადამიანის „მე“ -ზე ზემოქმედება ხდება.
სიტყვები საშიში იყო და ომახიანი, ხოლო პოლიტიკა, რომელმაც სულ ერთი წამით ამოყო წყლიდან
თავი, იმაში მდგომარეობს, რომ პრ. დიდებულიძე, თუმც კი გუმანით გრძნობდა (ოღონდ სადღაც
მეორე პლანზე) რაღაცას უქმად გამომწვევსა და ხაზგასმით ხაზგასმულს, გაუგებარ მიზეზთა გამო
მასწავლებლის ნათქვამმა აღტაცებაში მოიყვანა და ეს თავისი აღტაცება რამდენიმე ახლო
მეგობარს გაუზიარა, რასაც, საბედნიეროდ, არავითარი გართულება არ მოჰყოლია.
გახსოვთ, პრ. დიდებულიძის დედა რომ ერთხელ უშიშროებაში გამოიძახეს და საღამოს სკოლის
დირექტორი მოვიდა? დედა რომ ეზოში გაიხმო, ჩურჩულით ესაუბრა და საუბრისას ულვაში
ორგზის (პრ. დიდებულიძის ანგარიშით) შეუთრთოლდა? იმ ღამეს რომ დედამ სანაკლიოდან
წამოღებული წიგნები (როგორ არ ეკუთვნის მადლობა პროლეტარ ჟორჟიკას!) გადმოალაგა, პრ.
დიდებულიძისთვის გაუგებარი რაღაც ნიშნით გადაარჩია, გადარჩეულები ტომარაში ჩაყარა და
ნაშუაღამევს შვილის დახმარებით სკოლაში წაიღო? ბიბლიოთეკაში რომ შეიტანა და იქ სულ
ბოლოში, ყველაზე ბნელ კუთხეში, ერთ ნახევრად დაშლილ და ნახევრად დამპალ კარადაში
შეაწყო? გახსოვთ? მაშ, ახლა მე შევეცდები იმაში დაგარწმუნოთ, რომ გაუგებარი ნიშანი, რის
ჯერ ისა ვთქვათ, რომ ეს ამბავი სულ მალე დედასაც დაავიწყდა და შვილსაც. დედას რომ
დაავიწყდა, გასაკვირი არ არის: მის გულში იმ ხანად ისეთი ხანძარი გაჩნდა (საუკეთესო წიგნები
სწორედ ასეთ ხანძრებზე იწერება), წიგნებისთვის სადღა ეცალა! თუმცა, შვილს რომ დაავიწყდა,
მაინცდამაინც გასაკვირი არც ესაა: ამ ასაკში წიგნები იოლად გვავიწყდება, მართალია, დედამ
ისეთი საშიში სერიოზულობით გააფრთხილა, კრინტი არავისთან დაძრა და, საერთოდ, რაც
მოხდა, დაივიწყეო, რომ წესით არ უნდა დავიწყნოდა, მაგრამ ასაკის სილაღემ მაინც თავისი ქნა.
ასეა თუ ისე, რამდენიმე წელი გავიდა და გადამალული წიგნები არავის მოჰგონებია. და აი, ერთ
მშვენიერ დღეს - დედა უკვე კარგა ხნის გათხოვილი იყო, ხოლო შვილი მთისძირის ათწლედში
სწავლობდა - მაღლითის სკოლის მოხუცმა ბიბლიოთეკარმა პრ. დიდებულიძე სკოლაში
დაიბარა. პრ. დიდებულიძემ მხრები აიჩეჩა, მაგრამ მივიდა. ბიბლიოთეკარმა მის ზურგს უკან
კარი მჭიდროდ მიხურა და უეცრად ჯიქურ ჰკითხა, მამაშენს ალექსანდრე ჰქვია თუ არაო.
დასტური რომ მიიღო (დაბნეული, გაკვირვებული და ცოტა შეშფოთებული), თითით ანიშნა,
მომყევიო, და წინ გაუძღვა, თაროებით გადატიხრული ოთახი, სადაც ჩვეულებრივ, გარეშე
ხალხს, მით უფრო ბავშვებს, არ უშვებდნენ ხოლმე, სიგრძივ გადაჭრა, ბოლოში, ყველაზე ბნელ
კუთხეში ერთ ნახევრად დაშლილსა და ნახევრად დამპალ კარადას მიადგა, გამოაღო, ხელი
შეჰყო, ერთ-ერთი წიგნი ალალბედზე გამოიღო, მიაწოდა და, წარწერა წაიკითხეო, უთხრა. პრ.
დიდებულიძე რომ სიბნელეში უხერხულად აწრიალდა, დასძინა, სინათლისკენ მიიწიე და გაარჩევო.
პრ. დიდებულიძე უკვე ყველაფერს მიხვდა, ხოლო მერე, როდესაც ფანჯარასთან მივიდა. და
ბუტბუტით წაიკითხა: „ალექსანდრე დიდებულიძის წიგნებიდან“, გონებაში იმ შორეული ღამის ზოგი
დეტალიც ამოუტივტივდა - კერძოდ, სკოლის დირექტორის ათრთოლებული ულვაში და დედის
ნერვიული სიჩქარე წიგნების გადარჩევისას - და ცოტა არ იყოს, შეშინდა. შიში, საბედნიეროდ,
უსაფუძვლო გამოდგა. მოხუცმა ბიბლიოთეკარმა, რომელიც ადრე, როცა დედა მუშაობდა
ბიბლიოთეკარად, დამლაგებელი იყო, უთხრა, თუ გიყვარდე, ეს წიგნები მომაშორე, დედაშენს
ნამეტანი ძაან პატივს ვცემ, მარა, რევიზია რომ მევიდეს, სამსახურიდან მომხსნის, იმიტო რო
ბალანსზე არ მაწერია; აბა შენ იცი და შენმა კაცობამ, ამეღამეე თუ წეიღებ, ძაან დამავალებო.
ხიზანი წიგნები რომ დააბრუნა, პრ. დიდებულიძემ შინ დარჩენილი წიგნებიც ამოალაგა
სკივრებიდან და რამდენიმე ღამე მათს შესწავლას („შესწავლა“ აქ მხოლოდ საფუძვლიანი
დათვალიერების მნიშვნელობითაა ნახმარი) მოანდომა; მომდევნო რამდენიმე ღამე მამაზე
ფიქრობდა და, ბოლოს და ბოლოს, თუ გლობალურ მისიას არა, კონკრეტულ მოვალეობას
კი, რასაც მისგან კონკრეტული დრო მოითხოვდა და რის ნიშანსაც კონკრეტული შემთხვევა
იძლეოდა, მიაგნო. პროლეტარი ჟორჟიკა დიაღაც იარაღი იყო. ნუ ვიმარჩიელებთ - ვისი, მაგრამ,
იარაღი რომ იყო, ეს პრ. დიდებულიძის მაშინდელი ვარაუდით ცხადად გამოჩნდა.
მართლაცდა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს წიგნების ის ველური სიძულვილი, რისი წყალობითაც
მამის ბიბლიოთეკა პრ. დიდებულიძის ხელში აღმოჩნდა! თანაც მთლიანად, უკლებლივ,
ხელუხლებლად! ხოლო თუ პროლეტარი ჟორჟიკა იარაღი იყო, რომლის დანიშნულება იმაში
მდგომარეობდა, რომ მამის წიგნები შვილს გადასცემოდა, აქედან თითქმის აუცილებლობით
გამომდინარეობდა შვილის დანიშნულებაც, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ეს წიგნები ბეჯითად
შეესწავლა და მამის საქმე გაეგრძელებინა.
პირველ ხანებში ძალიან უჭირდა, მაგრამ თავს მოდუნების ნებას არ აძლევდა და ორიოდე
თვის შემდეგ, როდესაც რუსული ენის უღრანებში ცოტ-ცოტა გაიკაფა გზა და გაჭირვების
სიმძიმილს აქა-იქ გამარჯვებათა სიხარული ჩაუნაცვლა, წელში გატეხილ დაბრკოლებებს მეტი
ენერგიითა და მეტი ენთუზიაზმით შეუტია, ხოლო კიდევ რამდენიმე თვეც რომ გამოხდა, რუსულ
ენასთან დაკავშირებული სიძნელეებიდან მხოლოდ ნაშთები და კუდებიღა დარჩა, რამაც
საშუალება მისცა ბერძნული და ლათინური ენებისთვისაც მიეხედა.
სხვა მრავალი მაგალითიც შემეძლო მომეტანა იმის საილუსტრაციოდ, რომ წიგნებში შეიძლება
უფრო მეტი ამოვიკითხოთ, ვიდრე წერია, მაგრამ ამჯერად ეს ვიკმაროთ, და თუ რამის დამატებაა,
მხოლოდ ის დავამატოთ, რომ პრ. დიდებულიძე, როცა სკოლა დაამთავრა და თბილისს
გაემგზავრა, არა მარტო ბერძენთა და რომაელთა ენებში, ჩვევებში, ისტორიაში,
ლიტერატურაში, სამართალში და, ნაწილობრივ აგრეთვე, ფილოსოფიაში იყო გვარიანად
გათვითცნობიერებული, არამედ, საერთოდ, მრავალი თეორიული თუ პრაქტიკული პრობლემა
ჰქონდა გაანალიზებული და მრავალი დასკვნა - ზოგი უთუო და ზოგი სათუო - გამოტანილი,
რომელთა ნაწილი უკვე გაგაცანით და ნაწილსაც (ოღონდ ყველას ვერა, ყველა ძალიან ბევრია)
გზადაგზა გაგაცნობთ.
ყრუ-მუნჯი ნაზოიე მგონი ერთხელ უკვე ვახსენე. თუ არ მიხსენებია, ახლა ვახსენებ. იგი გლახა
იასონეს ერთადერთი ასული გახლდათ. პრედიკატი ესე - ეგებ ცოტა უხერხული, მაგრამ
სრულიად უწყინარი - გლახა იასონას მიენიჭა არა რაიმე ღირსშესანიშნავი სიგლახის
უკვდავსაყოფად, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ კაი იასონესგან განესხვავებინათ, რომელიც
ძველი ოფიცერი იყო, მრავალი ქვეყანა ჰქონდა მოვლილი. ექვს ენაზე შეეძლო გამარჯობის თქმა
და, გარდა ამისა, იმჟამად სოფსაბჭოს მდივნის პოსტი ეკავა.
პრ. დიდებულიძე სკოლას რომ ამთავრებდა, იმ გაზაფხულზე ბუხუტია ბლაყუნამ ყრუ-მუნჯი ნაზოიე
შეაცდინა. ბუხუტია ბლაყუნამ ოსტატურად ისარგებლა იმ გარემოებით, რომ გლახა იასონე
ქვისლის სატირალში იყო წასული, და ნაზოიე მისივ ვენახში სახლს უკან შეიტყუა.
ბუხუტიე შინ არ დაუხვდა. როგორც კი შეუტყვია, გლახა იასონე ნაჯახით მოიწევსო, მყის
მთისძირისკენ მოუკურცხლავს. ისე მირბოდაო, მნახველები ირწმუნებოდნენ, ქუსლებს - ბოდიში
და - უკანალზე იტყაპუნებდაო, და ამაში, ვფიქრობ, გასაკვირი არაფერია. მარშრუტი რომ
დადგინდა, მდევარი დევნილს კვალში ჩაუდგა და ახლა მაღლით - მთისძირის გზაზე,
რომელიც ალაგ ღელედიდის ნაპირს მისდევდა და ალაგ კოლექტივის ყანებს შუა მიიკლაკნებოდა
(ერთგან წაბლის ხეების ულამაზეს ხეივანზეც გადიოდა), უკვე ორნი მირბოდნენ.
ამ ეტაპზე ბედი დევნილს მიემხრო. სანაკლიოს ავტობუსი უკვე თუხთუხებდა და, ბუხუტიე რომ
ნაბიჯის შეუნელებლად შეხტა შიგ, დაიძრა კიდეც. მაშინ გლახა იასონამ, რომელმაც ზუსტად
თხუთმეტი წუთით დაიგვიანა, რა ნახა, საქმე წაგებული იყო, ფუნქციადაკარგული ნაჯახი
ქვეყნიერების იმ მხარეს მოუღერა, სადაც სანაკლიო ეგულებოდა, და გულბოღმიანი შინ
დაბრუნდა.
ამგვარად, ბუხუტიე გაიქცა, მაგრამ „გაქცევა“ მისი პაწაწკინტელა ჭკუის ისეთი ცნება იყო, რომელიც
სანაკლიოს ფარგლებს იქით აღარ ვრცელდებოდა. ისე, რეგვენი რომ არ ყოფილიყო, თავის
შეფარება სანაკლიოშიც მშვენივრად შეიძლებოდა, ვინაიდან სანაკლიო, მიუხედავად
სიმცირისა, მაინც საკმარისად დიდი იყო იმისთვის, რომ ერთ მაღლითელ ბლაყუნას იქ საიმედო
სამალავი ეპოვა. მართლაც, გლახა იასონე, თუმც კი იცოდა, სამსხვერპლო ვაცი სანაკლიოს არ
გასცდებოდა, საგონებელში ჩავარდა და შურისძიების იმედი რომ საბოლოოდ არ
გადასწურვოდა, სულს გინებით იბრუნებდა და თავს მუქარით იმხნევებდა. მაგრამ, როგორც ითქვა,
ბუხუტიე რეგვენი იყო. ერთი თვის თავზე - პრ. დიდებულიძეს გამოსაშვები გამოცდები უკვე
დაწყებული ჰქონდა - ვიღაც მთისძირელი კაცის პირით გლახა იასონას შემოუთვალა, შვიდას
ორმოცდაორ მანეთს მოგცემ და შემირიგდიო. ვინ იცის, სირეგვნე ეგებ არც არაფერ შუაშია,
იქნებ საწყალ ბუხუტიას მაღლითი მოენატრა - ცხოველსაც კი თავისი ტყე ენატრება - და
საბედისწერო შეცდომაც მშობლიური კუთხის სიყვარულმა ჩაადენინა და არა სირეგვნემ. ამას,
კერძოდ, მაფიქრებინებს თანხის ოდენობა - შვიდას ორმოცდაორი მანეთი. რაიმე მრგვალი თანხა
რომ დაესახელებინა, ასეთი ეჭვი არ გამიჩნდებოდა, მაგრამ შვიდას ორმოცდაორი დიაღაც
გლახა იასონა ალალი კაცი იყო, ტყვიას ისე ენდობოდა, როგორც ადამიანს, და რასაც ამბობდა,
ყოველთვის გულწრფელად ამბობდა. ახლაც ბუნებრივია, არ იცოდა, რომ ვიდრე ოფლად
გახვითქული მილიციის მორიგე ხმამაღალი ხვნეშით ადგენდა ოქმს და საკუთარი მწარე
გამოცდილებით რწმუნდებოდა, თუ რაოდენ რთული მეცნიერება ყოფილა სინამდვილეში
გრამატიკა, სანაკლიოს ნომერ პირველ საავადმყოფოში ბუხუტიე ბლაყუნა თავისი ველური
სასიცოცხლო ინსტინქტის უკიდურესი დაძაბვით ჯერ კიდევ უმკლავდებოდა სიკვდილის
ტალღისებურ შემოტევებს .
.იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი, აწ მოვეშვათ გლახა იასონას და ბუხუტია
ბლაყუნას - თუ საჭიროებამ მოითხოვა, მერეც დავადგენთ, რა ბედი ეწიათ ან რა ბედს ეწივნენ,
ახლა კი ჩვენი ქაღალდითა და კალმით პრ. დიდებულიძესთან ერთად თბილისს
გავემგზავროთ.
გზად საყურადღებო არა შემთხვევია რა გარდა იმისა, რომ სანაკლიოში, სადაც თბილისის
მატარებლის გასვლამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, გულმა არ მოუთმინა და კიდევ
ერთხელ მოინახულა მამისეული კარმიდამო.
თვითონ ამ ცამეტი წლის გახსენება მაინცადამაინც არ უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ
ამ დროს გასრულდა (თუკი საერთოდ დასაშვებია პროზად დაწერილ სერიოზულ ოპუსში კაცმა
ისეთი საეჭვო სიტყვა იხმარო, როგორიცაა „გასრულდა“) მისი განათლება და სწორედ ამ წლებში
აღიმართა წინაშე თვალთა მისთა სულისათა და გონებისათა ის გრანდიოზული პრობლემა,
რომლის გადაჭრა მრავალს უცდია, მაგრამ წარმატებისთვის ვერავის მიუღწევია. დიახ. თვითონ
ამ წლების გახსენება არ უყვარდა და შესაძლოა მართალიც იყო, მაგრამ მე, ვითარცა მემატიანე,
ვისაც უწინარეს ყოვლისა ობიექტურობა მართებს, თავს უფლებას ვერ მივცემ პერსონაჟის
ასე და ამგვარად -
პრ. დიდებულიძისათვის
უწინარეს ყოვლისა ის უნდა ითქვას, რომ თბილისს ჩასულმა პირდაპირ მამინაცვლის სახლს
მიაშურა, რაც ეჭვი არაა ყოველმხრივ სწორი გადაწყვეტილება იყო. მართალია, იმ ხუთი წლის
განმავლობაში, რაც ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, დედა-შვილი ერთმანეთს იშვიათად ხვდებოდა,
ვინაიდან დედა ძნელად იცლიდა მაღლითს ჩასასვლელად, შვილი კი, საერთოდ, არც ერთხელ
არ ჩასულა თბილისში, მაგრამ წერილებს კი, ასე თუ ისე, რეგულარულად სწერდნენ ერთმანეთს,
ხოლო წერილი ისეთი რამაა (ეტყობა, სწორედ ამის თქმა უნდოდა სალომე ერისთავს რიკოთის
მისადგომებთან), რაც უნდა ჯიუტი და შეურიგებელი იყვნენ მხარეები, არ შეიძლება ნელ-ნელა
არ მოლბნენ და ერთმანეთზე გული არ მოუბრუნდეთ. თუმცა, გარდა წერილებისა, აქ
განსაკუთრებით ნაყოფიერად მუშაობდა დრო - ეს ყოვლისგამმსჭვალავი და ცოტა ურცხვი
პანაცეა, რომელიც თავისი უწყვეტი და შეუპოვარი დინებით ნელ-ნელა ყველაფერს ძირს უთხრის.
არ შეიძლება აქვე ისიც არ ითქვას, რომ პრ. დიდებულიძის ცვლილებებს დედამაც თავის მხრივ
ცვლილებები დაახვედრა. გარეგნულად თითქოს არაფერი შეტყობია - ისე მოეხვია, როგორც
სხვა დროს მოხვევია, ისე ჩაიკრა გულში, როგორც სხვა დროს ჩაუკრავს, თვალებიც ისე
აუცრემლდა, როგორც სხვა დროს აცრემლებია, მაგრამ პრ. დიდებულიძეს მოეჩვენა, თითქოს
დედას თითებიდან ახლა მეათასედი გრადუსით ნაკლები სითბო გამოსდიოდა, ვიდრე სხვა დროს
გადმოსვლია, და გულიც მეათასედი წამით ნაკლები სიხშირით უძგერდა, ვიდრე სხვა დროს
აძგერებია. თუმცა, იქნებ ამ მეათასედებში არც იყო საქმე! ან კი ვის ძალუძს - თუნდაც ათასგზის
შვილი იყოს - მეათასედი წამი და მეათასედი გრადუსი იგრძნოს! იქნებ დედის ცვლილებათა
მთავარი წყარო და, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ძალა ორი პატარა ბეღურა იყო, ორი პატარა
მამინაცვალს დიდი ბინა ჰქონდა და გერს ცალკე ოთახი მიუჩინა. და გერი ნახევარდებთან,
ნახევარმამასთან და აწ კი ალბათ უკვე ნახევარდედასთან ერთად თავის ახალ ნახევაროჯახში
დაბინავდა.
„ღირსებას სასწორზე ვერ დავდებ“, - თქვა პრ. დიდებულიძემ (ცოტა ამაყად კი მოუვიდა), როდესაც
სადიპლომო თემის ხელმძღვანელმა მარქსიზმის კლასიკოსების უადგილო დამოწმება მოსთხოვა.
„მე თუ ვდებ, შენზე ნაკლები ბიჭი ვარ?!“ - იწყინა ხელმძღვანელმა, რომელიც მრავალი
გამოკვლევის ავტორი იყო და ამ საქმეში დიდი გამოცდილება ჰქონდა.
„და თუ შრომამ, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ - გარკვეული აზრით მართლა შექმნა
ადამიანი, მაშინ მე, გარკვეული აზრით, ჩემი სტუდენტობის პერიოდში, ამ უხამსი დებულების
არგუმენტი ვიყავი“.
„რომელია ყველაზე გავრცელებული ძირი ქართულ ზმნაში?“ - მკითხა მოულოდნელად და, „ყენ“-
მეთქი, რომ ვუთხარი, კმაყოფილი დარჩა.
„მე ადამიანურ მანკიერებებს ჩემს თავში დავუწყე ძებნა, - გაიფიქრა ერთხელ პრ.
დიდებულიძემ, - და რამდენადაც შემიძლია ამ სფეროში კომპეტენტური ვიყო, ყველა ვიპოვე“.
იყო მომენტები, როდესაც პრ. დიდებულიძე თავადაც დაეჭვდებოდა, ნეტა გიჟი ხომ არა ვარო, და
ამ ეჭვს მაღალი მეცნიერული გულმოდგინებით იკვლევდა (რაც არც ჩვენ გვაწყენს).
პრ. დიდებულიძე ჯერ კიდევ პატარაობისას მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ომის წინააღმდეგ ყველაზე
ქმედითი ზომა არის დანებება, და რომ მხოლოდ დანებებათა ჯაჭვს შეუძლია ომები საბოლოოდ
გააუქმოს, მაგრამ ეს დასკვნა იმდენად ცხადი ჩანდა, ვერ დაიჯერა, იფიქრა, ალბათ, რაღაც
შეცდომას ვუშვებ, თორემ ასეთ მარტივ ჭეშმარიტებას აქამდეც ხომ აღმოაჩენდნენო, და მხოლოდ
მოგვიანებით, როდესაც წამოიზარდა და ინდუქციური მეთოდის მოშველიებით თანდათან
დაადგინა, რომ ადამიანი გენეტიკურად სულელია, კვლავ ბავშვობის დროინდელი დასკვნისკენ
გადაიხარა.
როდესაც საკუთარ მამაზე უფროსი შეიქნა, პრ. დიდებულიძემ თავი უხერხულად იგრძნო და
გაიფიქრა: „უხერხულია, ადამიანი საკუთარ მამაზე უფროსი იყო“.
შაბათობით, მზის ჩასვლის ხანს, პრ. დიდებულიძეს ქალაქის სამხრეთ გარეუბანში უყვარდა
გასეირნება, სადაც ერთი პატარა ხის სახლი იდგა, რომლის ცქერა დიდსა და აუხსნელ
სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ ერთ დღეს აღარც ის სახლი დახვდა.
„იმ მომეტებულ ემოციაში - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რასაც ჩვილი ბავშვის მიმართ
ვიჩენთ ხოლმე, აშკარად ჩანს კანიბალიზმის კვალი. ჩვენ გვიყვარს ბავშვი, ვითარცა პოჭოჭიკი.
„შეგჭამ-შეგჭამ-შეგჭამ!“ - ნერწყვმომდგარი პირით ვეთამაშებით ბავშვს, ჭკუას ვკარგავთ ბავშვის
სუნზე და, როცა ვკოცნით, კოცნა ჩვენდაუნებურად კბენაში გადაგვდის“.
„ჩემი მთავარი ნაკლი ის არის, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რომ ჩემთა
ღირსებათა წარმოჩენა არ მეხერხება, ხოლო ჩემი მთავარი ღირსება ის არის, რომ ყველა ჩემს
ნაკლს მეთოდურად ვაცნობიერებ“.
„ციხეც ხომ პატიმარია, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რაკი პატიმარსაა მიჯაჭვული!
პატიმრის დარაჯიც ხომ პატიმარია, რაკი პატიმარსაა მიჯაჭვული! პატიმრის ბადრაგიც ხომ
პატიმარია, რაკი პატიმარსაა მიჯაჭვული! პატიმარს სურვილი მაინცა აქვს განთავისუფლების; იმათ
ესეც არა აქვთ“.
„მე ლოგიკა იმისთვის მჭირდება, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რომ ლოგიკის
მეშვეობით ლოგიკის ალყა გავარღვიო და ლოგიკის სამფლობელოდან ისეთ არეში გავიდე,
რომელიც ლოგიკას არ ექვემდებარება, მაგრამ ეს ხომ ლოგიკურად გადაუჭრელი ამოცანაა!“
„როცა სხვა კვდება, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - თამამად გამომაქვს დასკვნა
და დარწმუნებით ვამბობ: „მოკვდა“. მაგრამ მე თვითონ რომ მოვკვდები, როგორ უნდა მივხვდე,
რომ მოვკვდი? და თუ ვერ მივხვდები, ხომ არ არის ეს იმის მანიშნებელი, რომ „სხვა“ მოკვდავია,
„მე“ უკვდავი, ხოლო ინდუქცია - სისულელე?“
„არაფერია საშიში იმაში, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რომ ჩემი მოსაზრება
„მიზანი, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - სხვა არა არის რა, თუ არა ცნობიერების
ზედნაშენი, ხოლო თავად ცნობიერება სანთელია, რომელიც წუთისოფლის ბნელ გვირაბში
შემოსვლისას გვეძლევა, გასვლისას კი ისევ ჩამოგვერთმევა“.
„მხატვარი რომ საკუთარ ნახატს გაჩუქებს, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - საამაყო
კია, მაგრამ ცოტა საჩოთიროცაა, ვინაიდან, მოგწონს თუ არა, მაინც კედელზე უნდა გეკიდოს,
თორემ, ავტორმა რომ გაიგოს კედელზე არ გიკიდა, შეიძლება ეწყინოს“.
„თუ იმას დავამტკიცებ, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რომ მატერიალური სამყარო
არის რეალური სამყაროს წონასწორობის დარღვევა, მაშინ ისიც დამტკიცდება, რომ ბოროტება
თავისუფლების ნაკლებობაა და არა თავისთავადი რამ საბაზისო კოორდინატის“.
„ჩვენ ისე ვცხოვრობთ გრძნობად სამყაროში, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - როგორც
ბაღლინჯოები სამტრედიის სასტუმროში. ჩვენ პრინციპულად არ ძალგვიძს დავადგინოთ, თუ რა
კანონები მართავს ამიერსოფელს. ყოველ შემთხვევაში, მტკიცება იმისა, თითქოს მორალური
კანონები მართავს, ძირშივე მცდარია, ვინაიდან, თუმც მრავალი მაგალითი გვაქვს ამ აზრის
დამადასტურებელი, მრავალი მაგალითი ამ აზრის უარმყოფელი გვაქვს. ესეც არ იყოს,
დანამდვილებით არავინ იცის, რას ნიშნავს „მორალური კანონები“. საზოგადოდ, ადამიანმა
თვითნებურად და დაუმსახურებლად გამოაცხადა თავი „ბუნების გვირგვინად“. მართლაც, თუ
მხედველობაში მივიღებთ უსასრულობას, როგორც რეალურ კატეგორიას, ადვილად
დავინახავთ, რაოდენ მყიფეა ეს პრეტენზია. ჩვენ მეტ-ნაკლებად ვიცით, რა მოხდა, მაგრამ
სრულებით არ ვიცით, რა მოხდება, ამიტომ არ შეგვიძლია გრძნობადი სამყაროს შესახებ
რაიმე ისეთი აზრი შევიმუშავოთ, არსებობის უფლება ჰქონდეს. სამტრედიის სასტუმროში, მახსოვს,
ბევრი ბაღლინჯო იყო. დროის, სივრცის, ისტორიის, გეოგრაფიისა და კონსტიტუციის
თვალსაზრისით ბაღლინჯოები იმ არეალში ცხოვრობდნენ, რომელშიაც სასტუმროს
შინაგანაწესი მოქმედებდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს შინაგანაწესი ბაღლინჯოებზე ვერ
ვრცელდებოდა. მართალია, შესაძლებელი იყო ცალკეული ბაღლინჯო ზოგჯერ ამ შინაგანაწესის
ბორბლებში მოყოლილიყო, მაგრამ ეს შემთხვევის კაპრიზი იქნებოდა არა შესაბამისი პარაგრაფის
კანონზომიერი მოქმედება. სწორედ ასე, ჩვენ ვცხოვრობთ საწუთროში, მაგრამ თუ ამ საწუთროს
მართლა რაიმე კანონი განაგებს, ეს კანონი ჩვენ არ გვეხება; ჩვენ ამ კანონისას მხოლოდ შემთხვევით
ანარეკლებს ვხედავთ და, გარდა ამისა, ზოგჯერ, ვითარცა ბაღლინჯოებს, ბუნდოვანი
რეკომენდაციები გვეძლევა, რომელსაც რელიგიას ვუწოდებთ და უგულებელვყოფთ, ვინაიდან
არ ვიცით ვისგან გვეძლევა, რა მიზნით გვეძლევა და რატომ გვმართებს მათი აღსრულება.
ჟამიდან ჟამზე რომელიმე კანონის შემთხვევითი ათინათი იმდაგვარად მოგვხვდება თვალში,
რომ ჩვენი მიამიტობით გვგონია, თითქოს შეგვიძლია ბალავრად გამოვიყენოთ და ზედ
საჩვენო კანონები დავაფუძნოთ. ამგვარ ათინათს „სიკეთეს“ ვეძახით, თუმცა რას ვგულისხმობთ ამ
გამოთქმაში, მთლად ზუსტად არ ვიცით. ისიც არ ვიცით, რატომ ვთვლით, რომ „სიკეთე“ კარგია
(სასარგებლო), ხოლო „ბოროტება“ ცუდი (მავნებელი). ჩვენ ხომ არავითარი საბუთი არა გვაქვს
„იქ მირჩევნია, - გაიფიქრა პრ. დიდებულიძემ, როცა სიკვდილის მიმართულებით აქტიური სვლა
გადაწყვიტა, - იქ ისეთ ხალხში ვიქნები, ვისაც სიხარბის სენი უკვე მოხდილი აქვს“.
„თუ გამომეღვიძა, - გაიფიქრა პრ. დიდებულიძემ ერთხელ, როდესაც საუცხოო სიზმარში იყო, -
ყოველივე ამას წვრილად აღვწერ და, ვინ იცის, ეს აღმოჩნდეს საუკეთესო, რაც კი ოდესმე
შემოქმედის ხელიდან გამოსულა“.
„რა არის სიცოცხლე? რა არის სიკვდილი? რა არის თავისუფლება? - გაიფიქრა ერთხელ პრ.
დიდებულიძემ, - აი, სრული სია იმ კითხვებისა, რომელთა უკან ჭეშმარიტებაა“.
„რასაც სიკვდილის შიშს ეძახიან. - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - სინამდვილეში შურია:
შენ არ იქნები, სხვები კი იქნებიან; შენ ვერ დაიკმაყოფილებ ცნობისწადილს, სხვები კი
დაიკმაყოფილებენ. არადა, შური არც ისე ძნელი დასაძლევი უნდა იყოს. P. S. შიში რაღაა?“
„იქნებ ჩემი გზა დეგრადაციის გზაა, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - მაგრამ ვის ძალუძს
ამის დამტკიცება?“
„ჩვენ ისტორია საკმარისი გვაქვს, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - კულტურაც საკმარისი
გვაქვს, გონი და სულიც საკმარისი გვაქვს, მაგრამ მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო საზოგადოებად
ჩამოყალიბება ვერ შევძელით. საზოგადოება ერთიანი ხაზია, რომელსაც მიმართულება აქვს,
ჩვენ კი ჯერ ცალ-ცალკე წერტილების გროვა ვართ; საზოგადოება ერთიანი ქსოვილია,
რომელსაც დანიშნულება აქვს, ჩვენ კი ჯერ ცალ- ცალკე ნაკუწები ვართ“.
„თუკი ემპედოკლემ ისე დაასრულა სიცოცხლე ეტნას კრატერში, რომ ისტორიას ერთი
გადაბრუნებული სიტყვა არ უთქვამს, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რატომ უნდა
იყოს ჩემთვის იგივ საქციელი - თუ ეტნაში არა, რომელიმე ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ
არანაკლებად გავარვარებულ კრატერში - გამრუდებული ფსიქიკის ნიშანი?“
„მე მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე იმ ზომამდე მიყვარდა სიმართლე, - გაიფიქრა ერთხელ
პრ. დიდებულიძემ, - რომ შეუძლებელი იყო პესიმისტი არ გავმხდარიყავი“.
„ადამიანი უფრო მეტად გვიყვარს, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - ვიდრე ცხოველი;
ახლობელი ადამიანი უფრო მეტად, ვიდრე შორებელი; „სისხლი და ხორცი“ უფრო მეტად,
ვიდრე უცხო. აქედან კი ცხადად და მიუკიბავ-მოუკიბავად გამოდის დასკვნა: ადამიანში ჩვენ
საკუთარი თავი გვიყვარს და რაც უფრო მეტია ჩვენი „საკუთარი თავი“ ადამიანში, მით უფრო
მეტად გვიყვარს ეს ადამიანი. რაღა თქმა უნდა, ეს ეგოიზმია, მაგრამ ეს სასიცოცხლოდ
აუცილებელი ეგოიზმია. მართლაცდა, ყველა ერთნაირად რომ გიყვარდეს, რამდენს ვეყოფით
და რამდენს გავწვდებით?! ვინ გაუძლებს თუნდაც ნახევარ დღეს, ყველა ბავშვის სიკვდილს რომ ისე
განიცდიდეს, როგორც საკუთარისას? მაგრამ, თუ ეს დებულება მართლა ისეთი მტკიცე და
შეუვალია, როგორც მე მგონია, მაშინ რას ნიშნავს უფლის სენტენცია: „გიყვარდეს მოყვასი შენი,
ვითარცა თავი შენი“? რისი თქმა სურდა უფალს? “
„მე რომ ბავშვობაში და ბავშვობის მერეც ომის რაობაზე ვფიქრობდი და ვითომ რაღაც
დასკვნებიც გამომქონდა, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - იქნებ სწორი ახსნა ის არის,
რომ, რაკი ადამიანს ისეთი მტერი არ ჰყავდა, რომელიც ბუნებრივი გადარჩევის საყოველთაო
თამაშში ჩააბამდა, იძულებული შეიქნა თვითონ გახდომოდა მტრად საკუთარ თავს, რათა
ბუნებრივი გადარჩევის ხელოვნური საშუალება გამოეგონებინა. ამ თვალსაზრისით ომები, ვინ
იცის, უღრმესი ონტოლოგიური კოორდინატებიდან აღმოცენდება და ისეთივე სასიცოცხლო
აუცილებლობაა, როგორც სიკვდილი“.
„მე საკუთარი თავი ისე გავიცანი, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - როგორც
მეზობლის სარდაფში მცხოვრები კაცი, რომელსაც ქუჩაში სეირნობისას სარკმლიდან უყურებ
ხოლმე - და მიღებული ცოდნა ჩემს არსებობას ფარანივით მივანათე, რათა დაფარული
ცხადმეყო, მაგრამ რა ვიცი მე დღეს ჩემი არსებობის შესახებ? “
„მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს პარადოქსს ჰგავს, - გაიფიქრა ერთხელ პრ.
დიდებულიძემ, - სიტყვა „ყველგან“ სასრულოვნებას აღნიშნავს (რაც ენის ბუნებიდან
გამომდინარეობს და არა ფიზიკის ბუნებიდან). უსასრულობის აღმნიშვნელი სიტყვა არის „არსად“.
საქმე ისაა, რომ სიტყვას „ყველგან“, თუ ენას კარგად მივაყურადებთ, საწყისის ნიშანი აქვს. საწყისის
მქონე კი არ შეიძლება სასრულის მქონეც არ იყოს. სიტყვას „არსად“ არა აქვს საწყისი. „არსად“
თვითონ არის საწყისი, ოღონდ არა საკუთარი თავისა, არამედ „ყველგან“ -ისა. მაგრამ ეს ცოდნა,
სამწუხაროდ, მხოლოდ ინტუიციის მეშვეობით შეიძლება მოპოვებულ იქნას, რის გამოც ლოგიკურ
ჯაჭვში მისი ჩადება ვერ ხერხდება“.
„დრო აკვარიუმია, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რომლის გარშემო ღვთის სული
ტრიალებს. ღვთის სული აკვარიუმში ვერ შეაღწევს, ვინაიდან ღმერთს არ ძალუძს დროში ღმერთი
იყოს. ჩვენ ვხედავთ ღვთის სულის ანარეკლს და ვიცით, რომ იგი გარეთაა. სხვა ამის მეტი
არაფერი ვიცით“.
„პატიოსნების ხარისხი იზომება არა წესიერი და უწესო ქცევათა რაოდენობით, - გაიფიქრა ერთხელ
პრ. დიდებულიძემ, - რამეთუ ქცევა თავისი ბუნებით შემთხვევითია, არამედ იმ შეგრძნებით,
რომელიც ამა თუ იმ საქციელის ჩადენისას გვეუფლება“.
„რასაც ბედნიერებას ეძახიან, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - შემთხვევითი და, მკაცრად
თუ ვიტყვით, არაბუნებრივი განცდაა, რომელსაც ორი პოლარული მიზეზი იწვევს: ერთია, როცა
არსებობის სამი დიდი ნიშანი - გონება, გრძნობა და ვითარება - რაღაც მომენტში ერთმანეთს
დაეწევიან და წამით ერთ ხაზზე განლაგდებიან, და მეორეა, როცა - პირიქით - ეს ნიშნები ისე
დაშორდებიან ერთმანეთს, რომ მათ შორის კავშირი წყდება, რის გამოც თითოეული მათგანის
მოქმედების არეში ჩნდება ერთადერთობისა და უზენაესობის ცრუ შეგრძნება. პირველ
შემთხვევაში ბედნიერება ზერელე და მდაბიურია, მეორეში - ნატიფი და შფოთიანი. პირველი
ყველას გამოგვიცდია, მეორე მხოლოდ შეშლილებისა და ნახევრადშეშლილების ხვედრია.
„ეგრეთწოდებული „დიდი გრძნობები“,- გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - არის არა დიდი,
არამედ კონცენტრირებული, რაც იქიდან ჩანს, რომ მათი სიდიდე მათივ ხანგრძლივობის
უკუპროპორციულია“.
„ბრძენი კაცები, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - საჭირონი არიან, ვინაიდან ერთი
და იმავე პრობლემიდან, როგორც წესი, სხვადასხვა დასკვნა გამოაქვთ, რომელთაგან მეტ-
ნაკლებად ყველა მცდარია, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ და კიდევ დავრწმუნდეთ, რომ
ადამიანის მოვალეობა ძებნაა და არა პოვნა“.
„ვინმე უცხოს, თავისი გზით მიმავალ კაცს რომ შემთხვევით თვალს მოჰკრავ, - გაიფიქრა ერთხელ
პრ. დიდებულიძემ, - ამით მის ბედს რაღაც კვალს ამჩნევ და მის ცხოვრებაში რაღაც ცვლილება
შეგაქვს. მით უფრო - თუ გაიცანი, ხელი თუ ჩამოართვი, სტუმრად თუ ეწვიე, თუ ესაუბრე. ერთი
სიტყვით, ადამიანი შენს ხელთაა, ისევე როგორც შენ ადამიანის ხელთა ხარ. ამიტომ გვმართებს
დიდი დაკვირვება. არ უნდა მოვდუნდეთ; ყოველ წამს ყურადღებით უნდა ვიყოთ; აზრმა უნდა
იმუშაოს განუწყვეტლივ, როგორც გული განუწყვეტლივ მუშაობს“.
სანაკლიოში რომ განათლებული კაცის სახელი გაუვარდა, ქალაქის მთავარმა მამამ, რომელიც
ოჯახის დიდი მოყვარული იყო, პრ. დიდებულიძეს მოციქული მიუგზავნა, რათა შვილის
აღმზრდელად მოეწვია. „Non magister ad discipulum venire debet, sed discipulus ad
magistrum“ 2, - მიუგო პრ. დიდებულიძემ მოციქულს. მოციქულმა ვერ გაიგო. პრ.
დიდებულიძემ გაუმეორა. მოციქულმა მაინც ვერ გაიგო. მაშინ პრ. დიდებულიძემ გაზეთ
„სანაკლიოს დილას“ კუთხე მოახია და ზედ წაუწერა. მოციქულმა ნახევი წაიღო და უფროსს
მიართვა. ამ ამბავმა ქალაქის ზედა სართულში გვარიანი თავსატეხი კი გააჩინა, ვინაიდან
სანაკლიოში ლათინურის მცოდნენი არ იპოვებოდნენ, მაგრამ მონდომებამ თავისი ქნა და
უცნაური იგი ეპისტოლე ბოლოს და ბოლოს მაინც გაიშიფრა: „თეთრ სახლში“ აღმოჩნდა
ერთი ჩინებული მოლათინე, რომელიც ამ უსამართლოდ მივიწყებულ ენაზე ეპიგრამებს თხზავდა
ექიმებისა და პაციენტების შესახებ და ადგილობრივ კედლის გაზეთში აქვეყნებდა. რაღა ბევრი
გავაგრძელო, ეპისტოლის შინაარსი რომ შეიტყო, ქალაქის მამა განრისხდა და შურისძიება
განიზრახა, რაც ვერ აღასრულა, ვინაიდან იმ შედარებით ნეტარ დროში დიდ-დიდ მამებს ჯერ
კიდევ არ ჰქონდათ აშკარა ვენდეტას უფლება: პარტიული კოდექსი მოითხოვდა, რომ მათი
ყოველი მოქმედება ფორმალურად კანონთან შესაბამისი ყოფილიყო; კანონის მიხედვით კი პრ.
დიდებულიძეს ვინ რას დააკლებდა! სამსახურიდან მოსახსნელ მიზეზს უპოვიდით თუ სამართალში
მისაცემს! მაშინ მამათმამამ ჯავრი გულში ჩაიდო და უკეთეს შემთხვევას დაელოდა, რაც
ეროვნულმა მოძრაობამ მოუტანა დამოუკიდებლობის სახით.
„ყველაფერს ისა სჯობს, - ასე ფიქრობდა პირველ ხანებში პრ. დიდებულიძე, - რაკეტით ავფრინდე
და სამყაროს სიღრმეებში გადავიკარგო, მაგრამ იმ იდეის განხორციელება შეუძლებელია“.
„არა „დიდმა სიყვარულმა იცის დიდი სიძულვილი“, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ,
- არამედ „ცხოველურმა სიყვარულმა იცის ცხოველური სიძულვილი“. ეს კი განვითარების ეტაპია“.
2
მასწავლებელი კი არ მიდის მოწაფესთან, არამედ მოწაფე მასწავლებელთან. (ლათ).
„ადრე, - გაიფიქრა პრ. დიდებულიძემ, - სანამ ახალგაზრდა ვიყავი, წარმოსახვის ძალას რომ
დავძაბავდი და ჯოჯოხეთს წარმოვიდგენდი, ტანში მბურძგლავდა და გულ-მუცელი მემღვრეოდა;
მერე, როდესაც ასაკში შევედი და ცოტაოდენი გამოცდილებაც დამიგროვდა, მივხვდი, რომ
ჯოჯოხეთი თურმე არც ისე მარჯვე გამონაგონი ყოფილა. მართლაცდა, კუპრში რომ იხარშები,
ეს ალბათ ტანჯვა უნდა იყოს, მაგრამ კუპრში თუ მარადიულად იხარშები, ეს არ შეიძლება ტანჯვა
იყოს. ტანჯვას - ისევე, როგორც სიამეს - იწვევს არა ზემოქმედება, არამედ იმის შეგნება, რომ ეს
ზემოქმედება მუდმივი არ არის, სასრულოვანია და ადრე თუ გვიან აუცილებლად ამოიწურება.
მარადიული მდგომარეობა კი არც ტანჯვაა და არც სიამე. მარადიულობა უწინარეს ყოვლისა
ერთგვაროვნებას გულისხმობს, სადაც ყოველგვარი ემოცია, „დადებითიცა“ და „უარყოფითიც“,
- ანუ მუხტების თანაფარდობის ყოველგვარი დარღვევა - გამორიცხულია“.
„თუნდაც მართალი იყოს, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რომ ყოველი დაძინება
პრინციპულად გარდაცვალებაა და ჩვენ უბრალოდ ამას ვერ ვამჩნევთ, ვინაიდან ჩვენთან
ერთად ჩვენი ცნობიერების აპარატიც იცვლება, ეს აღმოჩენა ისეთივე უნაყოფო იქნება, როგორიც
შეიძლება იყოს, ვთქვათ, მასშტაბის ტოტალური შეცვლა, ანდა სხივის სიჩქარეზე დიდი სიჩქარე,
როდესაც, თანახმად პარადოქსების მოყვარული აინშტაინისა, საკუთარ რადიუსს გაცდენილი,
ასე ვთქვათ, წრეგადასული სხეული ორბუნებოვანებას კარგავს, რის გამოც მისი სიჩქარე,
თეორიულად თუ დასაბუთდა, რეალურად ვერ გამოვლინდება, და რეალურად თუ
გამოვლინდა, თეორიულად ვერ დასაბუთდება“.
„სიკვდილის სასარგებლო კიდევ ერთი საბუთი ისაა, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ,
- რომ, როდესაც ისტორიას ჩავუღრმავდებით, სივრცე-დროის ნაპრალიდან წარმავლობის
კვამლი ამოდის და გულსა და ტვინში ამაოების მწვანე სევდად ილექება. შესაძლებელია
ეკლესიასტესაც ასე ემართებოდა“.
„თუ ილია ჭავჭავაძე ქართველი ერის მამაა, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, -
„ბიბლიის დებულება იმის თაობაზე, რომ ადამიანის გული ბოროტისკენაა მიდრეკილი,- გაიფიქრა
ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - კანონის გარდუვალი აუცილებლობით მტკიცდება, რამეთუ
კანონის აუცილებლობას სხვა საფუძველი და სხვა გამართლება, თვინიერ ამ დებულებისა, არა
აქვს“.
„მონა თუ იბრძვის, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - იმისთვის იბრძვის, რომ სხვები
დაიმონოს, და არა იმისთვის, რომ თავისუფლება მოიპოვოს. თავისუფლების მოსაპოვებლად
მხოლოდ ის იბრძვის, ვინც თავისუფალია“.
„როცა ვამბობთ „რაც მეტი აქვს, მით მეტი უნდა“,- გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - ასე
გვგონია, თითქოს სიხარბის აბსოლუტური კანონი ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ საკმარისია ეს
დებულება სულიერ ფასეულებათა სფეროში გადავიტანოთ, წამსვე არსებობის ღვთაებრივ
პირველიმპულსს მივიღებთ“.
„მონობაში, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - სანამ გახსოვს, რომ მონა ხარ, ჯერ კიდევ
თავისუფალი ხარ; საბოლოოდ მაშინ იქცევი მონად, როცა დაგავიწყდება, რომ მონა ხარ“.
ერთხელ, როდესაც „სახარებას“ კითხულობდა, პრ. დიდებულიძემ გაიფიქრა: „თმის ერთი ღერიც კი
არავის ჩამოუვარდება თვინიერ ბუნების კანონთა“.
„მაშასადამე, სიცოცხლე ცუდია“. ასეთ შემთხვევაში იგი დიდი რელიგიების თანახმიერი იქნებოდა“.
„და სხეული ტაძარია სულისა თუ ციხე? - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, როცა ავად
იყო, - თუ ციხეა, უნდა დაინგრეს; თუ ტაძარია, უნდა გარემონტდეს“.
„სიკვდილი, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ადამიანი
სიცოცხლეს ეგუება და ურიგდება“.
- რატომ ვერ მიაღწევს მატერიალური სხეული სხივის სიჩქარეს? რატომ ვერ გახდება ადამიანი
ანგელოზი? რითია შეზღუდული გრძნობადი სამყარო? რა იმალება ამ შეზღუდვის მიღმა?“
სარჩევი
წიგნი პირველი........................................................................ 1
თავი პირველი. ...................................................................... 1
დეკადენტური დილა ............................................................... 1
თავი მეორე. ...................................................................... 47
კონცენტრაცია რიკოთზე .......................................................... 47
თავი მესამე. ...................................................................... 191
კვარცხლბეკი .................................................................... 191
თავი მეოთხე. ..................................................................... 223
პირველი წიგნის დასასრული ...................................................... 223
წიგნი მეორე ......................................................................... 234
თავი პირველი. .................................................................... 234
სანაკლიო ....................................................................... 234
თავი მეორე. ...................................................................... 316
პრ. დიდებულიძე ................................................................ 316