Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 10

კურიკულუმი

პროგრამის დასახელება ელექტრული ინჟინერია


Electrical Engineering
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/ ბაკალავრი ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში
კვალიფიკაცია Bachelor – Electrical and Electronic Engineering
ფაკულტეტის დასახელება საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი
პროგრამის ომარ ზივზივაძე, დოქტორი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების
ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები/ დეპარტამენტის პროფესორი.
კოორდინატორი ტელ.: +431 222164, მობილ.: + 599 515064
ელ. ფოსტა: omar.zivzivadze@atsu.edu.ge, omarzivzivadze@yahoo.com
პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა პროგრამის ხანგრძლივობა -8 სემესტრი
(სემესტრი, კრედიტების რაოდენობა) პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
სწავლების ენა ქართული
პროგრამის შემუშავებისა და აკრედიტაციის საბჭოს
განახლების თარიღები;
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები (მოთხოვნები)
სრული საშუალო ან მისი ექვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს
მოქალაქეებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დოკუმენტი, რომელიც მას ანიჭებს
სტუდენტის სტატუსს ან ექვივალენტური დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სახელმწიფოებს
შორის შესაბამისი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში.

სტუდენტის სტატუსის მოპოვება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე შესაძლებელია


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდეგ შემთხვევებში:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში
მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი
ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
გ) პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა
და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში
ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ
კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლ ობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საბაკალავრო პროგრამაზე „ელექტრული ინჟინერია“ ასევე შესაძლებელია გარე და შიდა მობილობის წესით
სტუდენტთა ჩარიცხვა.
პროგრამის მიზნები
პროგრამა მიზნად ისახავს ელექტროობის, კერძოდ კი, ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის თანამედროვე
მიღწევათა შედეგებზე დაფუძნებული შესაბამისი დარგის ფართო ცოდნისა და უნარების მქონე და ბაზრის
საჭიროებებზე ორიენტირებული, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ბაკალავრის მომზადებას.
პროგრამა ფოკუსირებულია ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ელექტროენერგეტიკა, ტელეკომუნიკაცია,
ბიოსამედიცინო ელექტრონიკა, ელექტრული და ელექტრონული სპეციალური დანიშნულების ხელსაწყოები, და
შესაბამისად განსაზღვრულია შემდეგი სპეციფიური მიზნები:
ელექტროენერგეტიკის მიმართულებით:
მოამზადოს სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია საკმარისი თეორიული ცოდნა ელექტროენერგეტიკული
საწარმოების ტექნოლოგიური პროცესების მართვისა და ტექნიკური აღჭურვილობის ექსპლუატაციის
განსახორციელებლად, დარგის ეკოლოგიური და ეკონომიკური ასპექტების პრაქტიკულ საქმიანობაში
გასატარებლად.
ბიოსამედიცინო ელექტრონიკის მიმართულებით:
მოამზადოს სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებების სადიაგნოსტიკო,
თერაპიული და ქირურგიული, ასევე პორტატული სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების მუშაობის
პრინციპების თეორიული ცოდნა და მისი პრაქტიკაში ექსპლუატაციისა და მომსახურების უნარი.
ტელეკომუნიკაციის მიმართულებით:
მოამზადოს სპეციალისტი, რომელსაც მიღწეული თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით შეუძლია
სატელეკომუკაციო საშუალებების ექსპლუატაცია და მომსახურება დადგენილი მოთხოვნების, მოქმედი
ნორმების, წესებისა და სტანდარტების დაცვით.
ელექტრული და ელექტრონული სპეციალური დანიშნულების ხელსაწყოთა მიმართულებით:
მოამზადოს სპეციალისტი, რომელსაც ექნება საკმარისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები
სპეციალური დანიშნულების ელექტრული და ელექტრონული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციისა და
მომსახურეობის, ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებისა და შესაბამისი დასკვნების გაკეთებისათვის.
სწავლის შედეგები
საბაკალავრო პროგრამის „ელექტრული ინჟინერია“ კურსდამთავრებული:
ცოდნა და გაცნობიერება  აანალიზებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ელექტრული და
ელექტრონული სისტემების ფუნქციონირების, ტექნიკური საშუალებების
მუშაობის პრინციპების შესახებ მიღებულ ცოდნას.
 საზღვრავს და კრიტიკულად აფასებს დარგის შესაბამის ტექნოლოგიურ
პროცესებსა და მოვლენებს, ძირითად ტექნიკურ საშუალებებსა და სისტემებს.
უნარი  ახორციელებს დარგისათვის დამახასიათებელი საპროექტო სამუშაოებს,
გეგმავს სასერვისო და საინსტალაციო სამუშაოებს;
 ახორციელებს ძირითადი ტექნოლოგიური სისტემებისა და
მოწყობილობების, ტექნიკური ობიექტების, დარგის შესაბამისი ელექტრული
და ელექტრონული აპარატურის ექსპლუატაციასა და მომსახურებას;
 გეგმავს დარგის შესაბამის ტექნოლოგიურ პროცესებს,
 მონაწილეობს საწარმოო ობიექტების მუშაობის რეჟიმებისა და ძირითადი
მახასიათებლების შერჩევასა და გაანგარიშებაში, მიღებულ შედეგებს
გამოიყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში;
 ახორციელებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნიკური ან
ტექნოლოგიური პრობლემის იდენტიფიკაციას, ფორმულირებას და
განსაზღვრავს მათი გადაჭრის გზებს უკვე ცნობილი მეთოდებისა და
მიდგომების გამოყენებით.
პასუხისმგებლობა და  საზღვრავს საკუთარი პროფესიული ზრდის აუცილებლობასა და
ავტონომიურობა შესაძლებლობებს, და მოიძიებს შესაბამის ინფორმაციასა და რესურსებს
შემდგომი პროფესიული ზრდის მიზნით.
ელექტროენერგეტიკის  ახორციელებს მონიტორინგს და აანალიზებს ელექტრული ენერგიის
კონცენტრაცია წარმოების, გადაცემისა და განაწილების ერთიან უწყვეტ პროცესს და
უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპტიმალურ მართვას
და მასში შემავალი ენერგეტიკული დანადგარების გამართულ
ფუნქციონირებას.
 გაიანგარიშებს და პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებს
ელექტროენერგეტიკული ობიექტების ძირითადი და დამხმარე
მოწყობილობების ელემენტებისა და სქემების,  ელექტროენერგეტიკული
დანადგარების მუშაობის რეჟიმებსა და ძირითად საბაზო ენერგეტიკულ
მახასიათებლებს. 
 განსაზღვრავს და აანალიზებს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში
წარმოქმნილ ავარიულ სიტუაციებს და სახავს მათი ლიკვიდაციის გზებს.
 კონტროლს აწესებს ელექტრული ენერგიის ხარისხზე და სახავს მისი
განმსაზღვრელი ძირითადი პარამეტრების (ძაბვა, სიხშირე) სახელმწიფო
სტანდარტის ფარგლებში დაბრუნების (რეგულირების) ღონისძიებებს.
ტელეკომუნიკაციის  საზღვრავს და ახასიათებს ანალოგური და დისკრეტული შეტყობინების
კონცენტრაცია სისტემებისა და აპარატურის, მონაცემთა გადაცემისა და სატელეფონო
კავშირის ქსელების, ელექტრონული მართვის კომპლექსების, მობილური
კავშირის სისტემების თოერიული საფუძვლებისა და მოქმედების
პრინციპებს.
 ახორციელებს ტელეკომუნიკაციის ქსელებში და ინფორმაციის დამუშავების
მოწყობილებებსა და სისტემებში პროცესების მოდელირებას და პრაქტიკაში
გამოიყენებს მათი ტექნიკური ექსპლუატაციის ალგორითმებს.
 ზომავს ტელეკომუნიკაციის ხელსაწყოების, მოწყობილობების, არხებისა და
ტრაქტების მახასიათებლებს და ამუშავებს გაზომვის შედეგებს.
ბიოსამედიცინო  საზღვრავს და კრიტიკულად აანალიზებს რადიოელექტრონულ
ელექტრონიკის კონცენრაცია კომპიუტერულ მოწყობილობებში გამოყენებული ძირითადი ანალოგური და
ციფრული კვანძების ელექტრონულ და ფუნქციონალური სქემების მუშაობის
პრინციპებს;
 აღწერს და განმარტავს მიკროპროცესორულ მოყობილობათა ელექტრონული
და სტრუქტურული სქემების, თანამედროვე სამედიცინო და
ელექტროგამზომი ხელსაწყოებისა და მათი მუშაობის პრინციპებს;.
 იყენებს სადიაგნოსტიკო, თერაპიული და ქირურგიული აპარატურის აუდიო-
ვიდეო და კომპიუტერულ ტექნიკას, ასევე პორტატულ სამედიცინო
აპარატურას და ახორციელებს მიღებული მონაცემების დამუშავებას
შემდგომი გამოყენებისათვის.
სპეცდანიშნულების  ახორციელებს სპეციალური დანიშნულების ხელსაწყოთა მოქმედების
ელექტრულ და პრინციპების დახასიათებასა და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებას;
ელექტრონული ხელსაწყოთა  უსადაგებს სპეციალური დანიშნულების ხელსაწყოებს კონკრეტულ
კონცენრაცია საჭიროებებს და გამოიყენებს მათ დანიშნულებისამებრ.
სწავლების მეთოდები
დისკუსია/დებატები, თანამშრომლობითი სწავლება, ჯგუფური მუშაობა, პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლება, შემთხვევების შესწავლა, გონებრივი იერიში, როლური და სიტუაციური თამაშები, დემონსტრირების
მეთოდი, ინდუქციური და დედუქციური მეთოდი, ანალიზის და სინთეზის მეთოდი, ვერბალური, ანუ
ზეპირსიტყვიერი მეთოდი, წერითი მუშაობის მეთოდი, ლაბორატორიული მეთოდი, პრაქტიკული მეთოდები,
ახსნა-განმარტებითი მეთოდი, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება.
პროგრამის სტრუქტურა
საბაკალავრო პროგრამის მოცულობაა- 240 კრედიტი, რომელიც სასწავლო გეგმაში გადანაწილებულია შემდეგი
სახით:
 ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო სასწავლო კურსები - 160 კრედიტი
 ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის არჩევითი სასწავლო კურსები - 20 კრედიტი
 არჩევითი კონცენტრაციები - 30 კრედიტი
 თავისუფალი კომპონენტი - 30 კრედიტი
სასწავლო გეგმა იხ. დანართი 1.
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები/
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სტუდენტთა შეფასების სისტემის (აწსუ აკადემიური
საბჭოს დადგენილება N5 (17/18), 15.09.2017) შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამა „ელექტრული ინჟინერია“
ითვალისწინებს სტუდენტთა ცოდნის შმდეგი შეფასების სისტემას.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება შეადგენს 100 ქულას,


სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება პროგრამის თითოეულ კომპონენტში მოიცავს
შუალედურ და დასკვნით შეფასებებს, რომელთაგან ბოლო არის დასკვნითი გამოცდა.

კერძოდ, სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა თავის მხრივ მოიცავს შემდეგი შეფასების ფორმებს:
სტუდენტის აქტივობა სასწავლო სემესტრის განმავლობაში (მოიცავს შეფასების სხვადასხვა კომპონენტებს) - არა
უმეტეს 30 ქულა;
შუალედური გამოცდა - არა ნაკლებ 30 ქულა;
დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელის შუალედური შეფასებების კომპონენტებში
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ჯამურად შეადგენს არანაკლებ 18 ქულას.
დასკვნით გამოცდაზე სტუდენტის მიერ მიღებული შეფასების მინიმალური ზღვარი განისაზღვრება 15 ქულით.

შეფასების სისტემა უშვებს:


ხუთი სახის დადებით შეფასებას:
(A) ფრიადი – 91-100 ქულა;
(B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
(C) კარგი – 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – 51-60 ქულა.

ორი სახის უარყოფით შეფასებას:


(FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა
დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
(F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი
და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა


დაინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული
ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება
საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული
შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების
შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა
ცალკეულ კურსებში შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრულია შესაბამისი კურსის სილაბუსით.

დასაქმების სფეროები
საბაკალვრო პროგრამის კურსდმთავრებულთა დასაქმების სფეროებია:
სათბობ–ენერგეტიკული კომპლექსების შემდეგი ობიექტები: ელექტრული სადგურები და ქვესადგურები,
ელექტრული ენერგიის გადაცემისა და განაწილების საწარმოები, ელექტრომომარაგების სისტემები; მაღალი
ძაბვის ელექტროენერგეტიკული, ელექტროტექნიკური და ტექნოლოგიური დანადგარები; სარელეო დაცვის
სისტემები; ენერგიის განახლებადი და არატრადიციული წყაროების ენერგეტიკული დანადგარები, სამრეწველო
საწარმოოთა ენერგეტიკული სამსახურები, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიები.
ტელეკომუნიკაციის და კავშირგაბმულობის ობიექტები; საერთაშორისო და საქალაქთაშორისო
სატეკომუნიკაციო კვანძები; სატელევიზიო დ რადიო სტუდიები; საკაბელო ტელევიზიები; სატელეკომუნიკაციო
სტრუქტურები.
სამედიცინო ელექტრონული აპარატურის მწარმოებელი, მომსახურე და მომხმარებელი დაწესებულებები
(კლინიკები, სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრები, ბიოსამედიცინო კვლევითი ლაბორატორიები,
სამედიცინო ტექნიკის სერვის-ცენტრები).
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურები. იუსტიციის სამინისტრო, საბაჟო (აეროპორტები საზღვაო
პორტები, სასაზღვრო ნაწილები), კერძო ფირმები, საექსპერტო ბიუროები და ლაბორატორიები.

სწავლისათვის აუცილებელი დამხმარე პირობები/რესურსები


საბაკალავრო პროგრამის „ელექტრული ინჟინერია“ განხორციელებაში ჩართულია უნივერსიტეტის აკადემიური
პერსონალი და ასევე მოწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
სულ პროგრამის განხორციელებაში ჩართულია იქნება: უნივერსიტეტის 4 პროფესორი, 26 ასოცირებული
პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი, 8 მოწვეული სპეციალისტი, მათ შორის, დოქტორის ხარისხის მქონე --8.
ასევე პროგრამის განხორციელებაში ჩართული იქნებიან უნივერსიტეტის ენათა ცენტრის მასწავლებლები.

საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალური რესურსები:


1. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ფაკულტეტის სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა;
2011 წლიდან უნივეტსიტეტში ჩაირთო ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემის ონლაინ–კატალოგის (OPAC)
სერვისი; ბიბლიოთეკას გააჩნია წვდომა ელექტრონულ ბაზებზე; http://search.epnet.com/;
http://journals.cambridge.org/
2. ფაკულტეტისა და დეპარტამენტის კომპიუტერული კლასები;
3. ლაბორატიული ბაზა:
 ზოგადი ელექტროტექნიკის ლაბორატორია
 ელექტროენერგეტიკული სისტემების ლაბორატორია
 განახლებადი ენერგიების ლაბორატორია
 ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლების ლაბორატორია
 ელექტრული მანქანების ლაბორატორია
 ზოგადი ელექტრონიკის და ციფრული ელექტრონიკის ლაბორატორია
 სპეც.დანიშნულების მოთვალთვალე და მძებნელი ტექნიკის ლაბორატორია
 ძალური ელექტრონიკის ლაბორატორია
 კავშირგაბმულობის ლაბორატორია (რადიოგადამცემი БРИГ-2 400ვტ სიმძლავრით, საშუალო და
მოკლეტალღოვანი)
სასწავლო გეგმა 2023
პროგრამის დასახელება: ელექტრული ინჟინერია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბაკალავრი ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში

დატვირთვის მოცულობა,
სემესტრი
სთ-ში

დაშვების წინაპირობა
საკონტაქტო

№ კურსის დასახელება კრ ლ/პ/ლ/ჯგ

შუალედ.დასკვნი
აუდიტორული

თი გამოცდები
სულ დამ I II III IV V VI VI I VIII

 
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო სასწავლო კურსები (160 კრედიტი)
1 უცხო ენა 1 (ინგლისური, 5 125 60 3 62 0/60/0/0 5              
გერმანული, ფრანგული, რუსული)
2 უცხო ენა 2 (ინგლისური, 5 125 60 3 62 0/60/0/0 5              
გერმანული, ფრანგული, რუსული)
3 უცხო ენა 3 (ინგლისური, 5 125 60 3 62 0/60/0/0 5            
გერმანული, ფრანგული, რუსული)
4 წრფივი ალგებრა და ანალიზური 5 125 45 3 77 15/30/0/0 5              
გეომეტრია
5 მათემატიკური ანალიზი-1 5 125 45 3 77 15/30/0/0 5              
6 მათემატიკური ანალიზი-2 5 125 45 3 77 15/30/0/0 5              
7 ალბათობის თეორია და 5 125 45 3 77 15/30/0/0 5              
მათემატიკური სტატისტიკა

8 მექანიკის საწყისები 5 125 45 3 77 15/30/0/0 5


9 ფიზიკა -1 4 100 45 3 52 15/15/15/0 4
10 ფიზიკა -2 5 125 45 3 77 15/15/15/0 5
11 ქიმია 5 125 45 3 77 15/15/15/0 5
12 საინჟინრო გრაფიკა 6 150 60 4 86 15/15/30/0 6
13 ინფორმაციული ტექნოლოგიები 5 125 45 3 77 15/0/30/0 5
14 ელექტროტექნიკური ამოცანების 5 125 45 3 77 15/30/0/0 5 3
მათემატიკური უზრუნველყოფა
15 ელექტრული წრედების თეორია 10 250 90 3 157 30/30/30/0 10 10
16 ელექტრონიკის საფუძვლები 10 250 90 3 157 30/30/30/0 10 10
17 ელექტრომაგნიტიზმის საფუძვლები 5 125 45 3 77 15/15/15/0 5 10
18 ტექნიკური ელექტრომექანიკისა და 5 125 45 3 77 15/30/0/0 5 16
ელექტროდინამიკის საფუძვლები
19 ციფრული ელექტრონიკის 5 125 45 3 77 15/15/15/0 5 16
საფუძვლები
20 საინფორმაციო გამზომი ტექნიკა 5 125 45 3 77 15/0/30/0 5 10

21 ელექტროტექნიკური მასალები -1 5 125 45 3 77 15/0/30/0 5 9,11

22 ელექტრომაგნიტური ველები და 5 125 45 3 77 15/15/15/0 5 10


ტალღები
23 ელექტრომაგნიტური 5 125 45 3 77 15/30/0/0 5 15, 22
თანათავსებადობა
24 მეტროლოგია და სტანდარტიზაცია 4 100 45 3 52 15/15/15/0 4
25 ელექტრული ქიმიის საფუძვლები 5 125 45 3 77 15/15/15/0 5 11

26 გარემოს დაცვა და შრომის 3 75 30 3 42 15/0/15/0 3


უსაფრთხოების საფუძვლები
27 MathCAD ელექტრული და 3 75 30 3 42 15/0/15/0 3 13
ელექტრონული ინჟინერიის
ამოცანებთან მიმართებაში
28 მათემატიკური მეთოდები და 5 125 45 3 77 15/30/0/0 5 6
მოდელები ელექტრულ და
ელექტრონულ ინჟინერიაში
29 ელექტრული მანქანები და 5 125 45 3 77 15/15/15/0 5 18
აპარატები
30 ელექტროტექნიკური მასალები -2 5 125 45 3 77 15/15/15 5
(ნანოტექნოლოგიური მასალების
გამოყენება ელექტრულ და
ელექტრონულ ინჟინერიაში)
31 საწარმოო პრაქტიკა 5 125 45 3 77 0/45/0/0 5 15, 16, 22
სულ 160 4000 1500 93 2407
II. ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის არჩევითი საგნები (20 კრედიტი)
32 ძალური (ენერგეტიკული) 5 125 45 3 77 15/0/30/0 5 16
ელექტრონიკა
33 თბოენერგეტიკის საფუძვლები 5 125 45 3 77 15/30/0/0 5 10,15
34 ჰიდრო და სხვა განახლებადი 5 125 45 3 77 15/15/15/0 5 15, 16
ენერგიების ენერგეტიკის
საფუძვლები
35 ენერგეტიკის მექანიკური ამოცანები 5 125 45 3 77 15/30/0/0 5 8

36 ინფორმაციის უსადენო და 5 125 45 3 77 15/30/0/0 5 10


კაბელური გადაცემის საშუალებები
37 თანამედროვე მულტისერვისული 5 125 45 3 77 15/30/0/0 5 10
ქსელები
38 სატელეკომუნიკაციო 5 125 45 3 77 15/0/30/0 5
ტექნოლოგიები
39 სატელეკომუნიკაციო ქსელების 5 125 45 3 77 15/15/15/0 5 15
აგების საფუძვლები

სამრეწველო ელექტრონული 5 125 45 3 77 15/30/0/0 5


40
მოწყობილობები
41 მიკროპროცესორული სისტემები 5 125 45 3 77 15/0/30/0 5 16
პროგრამირების ენის C++ გამოყენება 5 125 45 3 77 15/30/0/0 5
42
ელექტრონულ ინჟინერიაში
რობოტული ტექნიკის 5 125 45 3 77 15/15/15/0 5
43
ფუნქციონირების საფუძვლები
 
  სულ 20 500 180 12 308 20
 

არჩევითი კონცენტრაციები (30 კრედიტი)


არჩევითი კონცენტრაცია „ელექტროენერგეტიკა“ (30 კრედიტი)
44 ელექტრული ენერგიის გადაცემა- 10 250 90 3 157 15/60/15/0 10 15
განაწილეება
45 ელექტრომომარაგება 5 125 45 3 77 15/15/15/0 5 15
46 იზოლაცია და გადაძაბვები მაღალი 5 125 45 3 77 15/30/0/0 5 15
ძაბვის ტექნიკაში
47 ელექტრული სადგურების და 5 125 45 3 77 15/15/15/0 5 15
ქვესადგურების ელექტრული
ნაწილი
48 სარელეო დაცვა და ავტომატიზაცია 5 125 45 3 77 15/30/0/0 5
  სულ 30 750 270 15 465 30  
არჩევითი კონცენტრაცია „ტელეკომუნიკაცია“ ( 30 კრედიტი)
49 ტელეკომუნიკაციის თეორია და 5 125 45 3 77 15/30/0/0 5 16
სისტემები
50 ელექტროკავშირგაბმულობის 10 250 90 3 157 30/60/0/0 10
თანამედროვე ქსელები
51 ფიჭური მობილური კავშირის 5 125 45 3 77 15/30/0/0 5
ქსელები და სისტემები
52 ბოჭკოვან ოპტიკური 5 125 45 3 77 15/30/0/0 5
ტელეკომუნიკაცია
53 ტელეკომუნიკაციის ქსელები 5 125 45 3 77 15/30/0/0 5
  სულ 30 750 270 15 465 30  
 
არჩევითი კონცენტრაცია „ ბიოსამედიცინო ელექტრონიკა“ (30 კრედიტი)
54 სამედიცინო აპარატები და 10 250 90 3 157 30/60/0/0 10 2
სისტემები
55 კომპიუტერული და მაგნიტურ- 5 125 45 3 77 15/30/0/0 5 10
რეზონანსული ტომოგრაფიის
საფუძვლები
56 სამედიცინო ინფორმატიკა 5 125 45 3 77 15/30/0/0 5
57 სამედიცინო ფიზიკა 5 125 45 3 77 15/30/0/0 5 9, 10
58 ბიოსიგნალების დამუშავება და 5 125 45 3 77 15/30/0/0 5 10
ანალიზი

სულ 30 750 270 15 465 30


არჩევითი კონცენტრაცია „სპეცდანიშნულების ელექტრული და ელექტრონული ხელსაწყოები“ (30 კრედიტი)
59 ავტომატური თვალთვალის და 5 125 45 3 77 15/0/30/0 5 16, 20
კონტროლის ელექტრონული
საშუალებები
60 ელექტრული კრიმინალისტიკური 5 125 45 3 77 15/30/0/0 5 16
ტექნიკა
61 ოპტიკური და მიკროსკოპული 5 125 45 3 77 15/0/30/0 5 16, 20
ტექნიკური საშუალებები
62 ელექტროტექნიკური საშუალებები 5 125 45 3 77 15/0/30/0 5 15
63 სპეციალური დანიშნულების 10 250 90 3 157 15/60/15/0 10
ელექტრული ხელსაწყოები
   სულ 30 750 270 15 465 30  
თავისუფალი კომპონენტი (30 კრედიტი)
64 აკადემიური წერა 5 125 45 3 77 15/30/0/0 5
65 მიკრო და მაკროეკონომიკა 5 125 45 3 77 15/30/0/0 5
66 პროექტის მენეჯმენტი 5 125 45 3 77 15/30/0/0 5
67 თავისუფალი არჩევანი 15 375 135 9 231 5 10
სულ 30 750 270 18 462 5 5 5 10 5
  სულ ჯამი 240  6000  2220  138  3642   31 29 30 30 30 30 30 30  

You might also like