12 კლასი 1-5

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

XII კლასი ტესტი ისტორიაში, 1-5 2019-2020 ს/წ

I. ამოირჩიეთ სწორი პასუხი (თითოეული დავალება ფასდება 1 ქულით)

1. ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსი შეიქმნა: ა. 1799 წ.; ბ. 1800 წ.; გ. 1804 წ.; დ. 1814 წ.
2. ჩამოთვლილთაგან რომელი ბრძოლა არ იყო სახმელეთო? ა. აუსტერლიცთან; ბ. ტრაფალგართან;
გ. ბოროდინოსთან; დ. ვატერლოოსთან.
3. ჩამოთვლილთაგან რომელი ბრძოლა იყო ნაპოლეონის არმიისთვის წარმატებული?
ა. ლაიფციგი; ბ. ტრაფალგარი; გ. ვატერლოო; დ. აუსტერლიცი.
4. ჩამოთვლილთაგან რომელი არ იყო ჰანზას ქალაქი? ა. ბრემენი; ბ. ჰამბურგი; გ. ვენა; დ. ლიუბეკი.
5. ავსტრიის კანცლერი იყო: ა. ფონ მეტერნიხი; ბ. ლუი ბლანკი; გ. ატოლფ ტიერი; დ. ტალეირანი.
6. მარენგოს ბრძოლა მოხდა: ა. 1800 წ.; ბ. 1805 წ.; გ. 1807 წ.; დ. 1809 წ.
7. ნაპოლეონის ნეშტის გადმოსვენება წმინდა ელენეს კუნძულიდან პარიზში მოხდა:
ა. 1815 წ. ბ. 1824 წ. გ. 1830 წ. დ. 1840 წ.
8. ნაპოლეონმა ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილზე იქორწინა: ა. ვაგრამთან გამარჯვების შემდეგ;
ბ. ბოროდინოს ბრძოლის შემდეგ; გ. კუნძულ ელბაზე; დ. წმინდა ელენეს კუნძულზე.
9. ვენის კონგრესი მიმდინარეობდა: ა. 1804 წ.; ბ. 1814-18 წ.წ.; გ. 1814-15 წ.წ.; დ. 1816 წ.
10. „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ ეკუთვნის: ა. კარლ მარქსს და ფრიდრიხ ენგელსს; ბ. ტოკვილს;
გ. ტიერსი; დ. ტალეირანს.
11. მინისტრები ეკუთვნიან: ა. საკანონმდებლო ხელისუფლებას; ბ. აღმასრულებელ ხელისუფლებას;
გ. პარლამენტს; დ. კონგრესს.
12. 1848-1852 წ.წ. საფრანგეთში არსებობდა: ა. კონსტიტუციური მონარქია; ბ. იმპერია; გ. I რესპუბლიკა;
დ. II რესპუბლიკა;
13. 1830-1848 წ.წ. საფრანგეთში იყო: ა. შარლ X-ს მმართველობა; ბ. „ივლისის მონარქია“
გ. ნაპოლეონის ეპოქა; დ. ლუი XVIII-ს მეფობა.
14. 1830 წ. 26 ივლისს საფრანგეთში „4 ბრძანება“ გამოსცა: ა. ლუი XVIII-მ; ბ.შარლ X-მ; გ. ლუი ფილიპმა;
დ. ლუი-ნაპოლეონმა.
15. 1831, 1834 წ.წ. მუშათა გამოსვლები იყო: ა. საფრანგეთის ქალაქ ლიონში; ბ. პრუსიის ქალაქ ბერლინში;
გ. ავსტრიის ქალაქ ვენაში; დ. რუსეთის ქალაქ პეტროგრადში.
16. 18 ბრიუმერის გადატრიალების შემდეგ (1799 წლის 9 ნოემბერი) საფრანგეთში მიღებულმა ახალმა
კონსტიტუციამ:

ა. ხუთი კაცისაგან შემდგარი დირექტორია შექმნა; ბ. პირველი კონსული ნაპოლეონ ბონაპარტი, თითქმის
შეუზღუდავი ძალაუფლებით აღჭურვა; გ. სამ კონსულს თანაბარი უფლებები მიანიჭა; დ. ნაპოლეონი
„სამუდამო პირველ კონსულად“ აღიარა.

17. 1802 წელს ნაპოლეონის „სამუდამო პირველ კონსულად“ დანიშვნას, ხოლო 2 წლის შემდეგ მისი „ფრანგების
იმპერატორად“ კურთხევას ერთხმად დაუჭირა მხარი:

ა. კონსტიტუციამ; ბ. კონკორდანტმა; გ. სახალხო რეფერენდუმმა; დ. დირექტორიამ.


18. 1801 წელს ვატიკანთან გაფორმებული კონკორდატით მოხდა:

ა. პრესის მკაცრი ცენზურა; ბ. პლებისციტის ჩატარება; გ. „საფრანგეთის ბანკის“ დაარსება; დ. კათოლიკურ


ეკლესიასთან შერიგება.

19. 1805 წელს „ნეაპოლის სამეფო დინასტიის მმართველობის შესახებ“ ედიქტის გამოცემით:

ა. ნაპოლეონის ძმა ჟოზეფი „ორივე სიცილიის მეფედ“ გამოცხადდა (სინამდვილეში მხოლოდ სიცილიას
მართავდა); ბ. ნეაპოლი ინგლისს დაუქვემდებარდა; გ. ნაპოლეონის ძმა ჟოზეფი „ორივე სიცილიის მეფედ“
გამოცხადდა (სინამდვილეში ჟოზეფის ძალაუფლება მხოლოდ ნეაპოლზე ვრცელდებოდა, რადგან
სიცილიას, სადაც ნეაპოლის ბურბონები გაიქცნენ, ინგლისის ფლოტი იცავდა), იმპერატორმა დაიწყო მისი
უახლიესი ნათესავებისა და გარემოცვის, ე.წ. „ნეპოლეონიდების“ გამეფება დაპყრობილ რეგიონში; დ.
ნაპოლეონის ძმას ჟოზეფს ჩამოერთვა ძალაუფლება.

20. პლებისციტი არის:

ა. სახალხო რეფერენდუმი; ბ. შეთანხმება; გ. დიპლომატიური მისია; დ. ზავი.

II. დაალაგეთ ქრონოლოგიურად

21. 1. ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსის შექმნა; 22. ბრძოლები: 1. ტრაფალგართან;

2. 18 ბრიუმერის გადატრიალება; 2. იენასთან და აურშტედთან;

3. ტილზიტის ზავი; 3. ლაიფციგთან;

4. ვენის კონგრესი; 4. მარენგოსთან.

23. ბრძოლები: 1. ვატერლოოსთან; 24. 1. შარლ X;

2. ვაგრამთან; 2. ლუი-ნაპოლეონი;

3. ბოროდინოსთან; 3. ლუი-ფილიპი;

4. აუსტერლიცთან. 4. ლუი XVIII.

25. 1. შარლ X-ს შოტლანდიაში გაქცევა;

2. ტოკვილის მიერ მანჩესტერის მუშების ცხოვრების აღწერა;

3. მეტერნიხის გადადგომა;

4. ბურბონების რესტავრაცია.
III. შეცდომების გასწორება

26. 1815 წლის ივნისში ლაიფციგთან ნაპოლეონი დამარცხდა თავის უკანასკნელ ბრძოლაში ინგლისისა და
რუსეთის გაერთიანებული ჯარების წინააღმდეგ. 22 ივნისს ნაპოლეონმა უარი თქვა ტახტზე და
ავსტრიელებს ჩაბარდა. ამჯერად ის წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს. ლუი XVI პარიზს,
საფრანგთი კი მმართველობის კონსტიტუციური რესპუბლიკის ფორმას დაუბრუნდა.

IV. მიუთითეთ ვენის კონგრესის მონაწილე სახელმწიფოებიდან (საფრანგეთი, ინგლისი, რუსეთი,


პრუსია, ავსტრია) რომელი ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენდა შემდეგი მიზნები:

27. ოსმალეთის იმპერიის დაშლა, რათა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით ხმელთაშუა ზღვაზე
გასასვლელი მიეღო;
28. საზღვაო პირველობის და „სტატუს-კვოს“ შენარჩუნება ევროპაში;
29. საკუთარი წინამძღოლობით გერმანიის გაერთიანება;
30. დანაწევრებული გერმანიის არსებობა;
31. გამარჯვებულ სახელმწიფოთა წინააღმდეგობების გამოყენება დანაკარგების შეძლებისდაგვარად
შესამცირებლად;
თარიღი______________________ სახელი, გვარი ________________________________________

პასუხების ფურცელი XII კლ. 1-5

1 21
I. II.
2 22

3 23

4 24

25
5

7
შეცდომაა სწორია
III.
8

10

11

12

13

14
IV. 27
15

28
16

29
17

30
18

31
19

20
50 ქულიდან სულ - ___________________ ქულა

You might also like