მზღვეველსა და დაზღვევის აგენტს შორის დადებული ხელშეკრულება

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

1

სტუდენტი: თეკლა ზივზივაძე


დავალების შესრულების თარიღი: 26.12.2022 წელი

საგანი: დაზღვევის სამართალი


ლექტორი: მარიამ ცისკაძე

დავალების ხელშეკრულება
ქ.თბილისი 26 დეკემბერი, 2022 წელი

მხარეები:

ერთი მხრივ, სს “სადაზღვეო კომპანია ენდე+ “ (ს/კ 090911211; იურიდიული და ფაქტობრივი


მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონი, ცოტნე დადიანის ქუჩა #20,
პირველი სართული) (შემდგომში „ენდე+“), წარმოდგენილი მისი დირექტორის - ნანა
იოსელიანი (პ/ნ: 19001101010) სახით 2022 წლის 24 დეკემბერს გაცემული მინდობილობის
საფუძველზე (შემდგომში „მარწმუნებელი“) და

მეორე მხრივ, ფიზიკური პირი დავით ჭითანავა (პ/ნ 1100100100 ; იურიდიული და


ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი ნაძალადევის რაიონი, ეფრემ ზაქარაიას
ქუჩა #52, კორპუსი #3, მეშვიდე სართული, ბინა#66) (შემდგომში „რწმუნებული“)(სადაზღვეო
აგენტი),

„ენდე+“ და დავით ჭითანავა ცალ-ცალკე წოდებულნი, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად


- როგორც „მხარეები“.

„მხარეები“ ვმოქმედებთ რა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ვდებთ


წინამდებარე დავალების ხელშეკრულებას (შემდგომში „ხელშეკრულება“) და ვთანხმდებით
შემდეგზე:

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი


1.1 „ხელშეკრულების“ საფუძველზე ამავე „ხელშეკრულებით“ დადგენილი წესითა და
პირობებით „რწმუნებული“ (სადაზღვეო აგენტი) ვალდებულია შეასრულოს მისთვის
მინდობილი ერთი ან რამდენიმე მოქმედება „მარწმუნებლის“ სახელითა და ხარჯზე
(შემდგომში „ხელშეკრულების საგანი“). ხოლო „მარწმუნებელი“ ვალდებულია
„რწმუნებულს“ გადაუხადოს ამ „ხელშეკრულებით“ განსაზღრული „დავალების ფასი“.
1.2 „რწმუნებული“ ვალდებულია მისთვის მინდობილი დავალება (მოქმედება) შეასრულოს
პირადად.მოცემული საქმიანობის შესრულებისას „რწმუნებულს“ უფლება არ აქვს
დავალება გადაანდოს მესამე პირს „მარწმუნებლის“ თანხმობის გარეშე. მას ენიჭება
უფლებამოსილება გადაწყვიტოს დამხმარე პირთა ჩართვის საკითხი;

„შემკვეთი“ „სადაზღვეო ბროკერი“

---------------------------- ----------------------------
2

მუხლი 2. განცხადებები და გარანტიები


2.1 „მხარეები“ აცხადებენ და გარანტიას იძლევიან, რომ გააჩნიათ იურიდიული
უფლებამოსილება, იკისრონ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული
ვალდებულებები და მიიღონ ყველა საჭირო ზომა „ხელშეკრულების“ ძალაში შესვლისა და
შესრულების მიზნით;

2.2. თითოეული „მხარე“ ვალდებულია, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მეორე


„მხარეს“ ყველა იმ გარემოების/გარემოებების შესახებ, რომელიც/რომლებიც შეიძლება
წინააღმდეგობაში მოვიდეს „მხარის“ მიერ „ხელშეკრულებით“ განსაზღვრულ
განცხადებებთან და გარანტიებთან ან/და გამოიწვევს მათ დარღვევას; ასევე, ნებისმიერი
ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება მის მიერ
„ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას.

მუხლი 3. მომსახურების ფასი და ანგარიშსწორების წესი

3.1 წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადის განმავლობაში ყოველთვიური


გადასახდელი თანხა შეადგენს ჯამში 1000 ათასი) ლარს (შემდგომში „დავალების ფასი“)
3.2 „მარწმუნებელი“ ვალდებულია, „რწმუნებულს“ „დავალების ფასი“ ყოველი მიმდინარე
თვის 10 (ათი) რიცხვამდე.
3.3 „დავალების ფასი“-ს გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ განსაზღვრულ „რწმუნებულის“ საბანკო ანგარიშზე
(GE77BG00000121212121) თანხის გადარიცხვის გზით.

მუხლი 4. ინფორმაციის მიწოდება


4.1 „რწმუნებული“ ვალდებულია „მარწმუნებელს“ შეატყობინოს დაზღვევის ხელშეკრულების
დადებისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რომელიც მისთვის არის ცნობილი;

4.2 „რწმუნებული“ ვალდებულია ყოველ ორ კვირაში ერთხელ წარუდგინოს „მარწმუნებელს“


მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში.

4.3 „მარწმუნებელი“ იღებს პასუხისმგებლობას ხელი შეუწყოს “რწმუნებულს“


„ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, საჭირო და აუცილებელი
ინფორმაციის მიწოდებით;

4.3 „ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებული ნებისმიერი კომუნიკაცია „მხარეთა“ შორის


წარმოებს წერილობითი ფორმით, თუ „ხელშეკრულება“ არ ადგენს კომუნიკაციის სხვა
ფორმას კონკრეტულ საკითხთან მიმართებით ან თუ „მხარეები“ არ შეთანხმდებიან

„შემკვეთი“ „სადაზღვეო ბროკერი“

---------------------------- ----------------------------
3

კომუნიკაციის განსხვავებულ წესზე. „მხარისათვის“ გათვალისწინებული წერილობითი


შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს წერილობით ელ-ფოსტის ან
საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

მუხლი 5. დავალების შესრულება და ხარჯები


5.1. „რწმუნებული“ ვალდებულია, მოიძიოს პოტენციური კლიენტები შესაბამისი გზებით
(პოტენციური კლიენტების თავშეყრის ადგილის, პირადი კონტაქტებისა და მონაცემთა ბაზის
გამოყენებით და ა.შ)

5.2 „რწმუნებული“ ვალდებულია, მოლაპარაკება აწარმოოს კლიენტებთან, გაარკვიოს


კლიენტის საჭიროებები და მოთხოვნები, დააინტერესოს კლიენტი, დაამუშავოს კლიენტისგან
მიღებული ინფორმაცია მისი საჭიროებები, მოთხოვნები და შეაჯამოს მოლაპარაკების
პროცესი;

5.3 რწმუნებული“ ვალდებულია, უზრუნველყოს კლიენტის მიერ ანკეტა- განცხადების


ფორმის შევსება, სადაზღვევო ხელშეკრულების მომზადება, კლიენტს ხელი მოაწერინოს
ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს სადაზღვევო ხელშეკრულება მასთან დაკავშირებული
დოკუმენტებით სადაზღვევო კომპანიაში;

5.4 „რწმუნებული“ ვალდებულია, „მარწმუნებელს“ დაუბრუნოს ყველაფერი, რაც მიიღო


მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოუყენებია ამ მიზნით;

5.5 „რწმუნებული“ უფლებამოსილია „მარწმუნებლის“ ნებართვის გარეშე დავალება


გადაანდოს მესამე პირს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულების დაყოვნება შეუსაბამოდ
დიდ ზიანს გამოიწვევს;

მუხლი 6. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა


6.1 „ხელშეკრულება“ ძალაში შედის „მხარეთა“ მიერ მასზე ხელმოწერის მომენტიდან
(შემდგომში - „ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღე“).

6.2 „ხელშეკრულება“ მოქმედებს „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების სრულ და


ჯეროვან შესრულებამდე.

მუხლი 7. მხარეთა პასუხისმგებლობა


7.1. „მხარეები“ იღებენ ვალდებულებას, აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ
„ხელშეკრულების“ სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნა შესრულების
შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით ან/და „ხელშეკრულებით“ დადგენილი
წესით.

„შემკვეთი“ „სადაზღვეო ბროკერი“

---------------------------- ----------------------------
4

7.2 „მარწმუნებლის“ მიერ წინამდებარე „ხელშეკრულების“ 3.2 მუხლით გათვალისწინებული


გადახდის ვად(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში, „რწმუნებული“ უფლებამოსილია, მოთხოვოს
„მარწმუნებელს“ პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებული/გადაუხდელი თანხის
0,01%-ის (ნული მთელი ერთი მეასედი პროცენტი) ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული
დღისათვის,რის თაობაზეც აცნობებს „მარწმუნებელს“ წერილობით.

მუხლი 8. მხარეთა პასუხისმგებლობა


8.1 „მხარეები“ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული ან
ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის „ფორს-მაჟორის“ მოქმედების შემთხვევაში,
რომლისდროსაც შეუძლებელია „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების
შესრულება.

8.2 „ხელშეკრულების“ მიზნებისათვის „ფორს-მაჟორად“ მიიჩნევა: სტიქიური კატასტროფა,


ხანძარი, საომარი მოქმედება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და „მხარისათვის“
გადაულახავი და მისი კონტროლისაგან დამოუკიდებელი სხვა გარემოებები, რომლებიც: ა) არ
არის დაკავშირებული „მხარეების“ შეცდომებსა და დაუდევრობასთან, ბ) დაიწყო ან
განვითარდა „ხელშეკრულების“ძალაში შესვლის შემდეგ და გ) პირდაპირ და უშუალო
ზეგავლენას ახდენს „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან/და
ჯეროვნად შესრულებაზე.

8.3 „მხარე“, რომლისთვისაც „ფორს-მაჟორული“ გარემოებების დადგომის გამო


ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი შეიქმნა, ვალდებულია „ფორს-მაჟორის“
დადგომისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მისი დადგომიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში,
აცნობოს მეორე „მხარეს“. არასაპატიო მიზეზით შეუტყობინებლობისა ან/და დაგვიანებული
შეტყობინების შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას დაეყრდნოს „ფორს- მაჟორული“
გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველს.

8.4 თუ „ფორს-მაჟორის“ მოქმედება გრძელდება 30 (ოცდაათი) დღეზე მეტ ხანს, „მხარეებმა“


უნდა გადაწყვიტონ „ხელშეკრულების“ საფუძველზე მათი შემდგომი ურთიერთობის
საკითხები („ხელშეკრულებაში“ ცვლილების განხორციელება, „ხელშეკრულების“ შეწყვეტა).
თუ „მხარეები“ ვერ მიაღწევენ კომპრომისს, დავას განიხილავს სასამართლო.

მუხლი 9. მარეგულირებელი კანონმდებლობა; დავათა გადაწყვეტა


9.1 „ხელშეკრულება“ და მისგან გამომდინარე „მხარეთა“ უფლება-მოვალეობები
რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

9.2 ნებისმიერი დავა, წარმოშობილი „ხელშეკრულებიდან“ ან მასთან დაკავშირებით


განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ.

„შემკვეთი“ „სადაზღვეო ბროკერი“

---------------------------- ----------------------------
5

მუხლი 11. დასკვნითი დებულებები


11.1 „ხელშეკრულების“ რომელიმე ნორმის/დებულების ბათილობა არ გამოიწვევს
„ხელშეკრულების“ სხვა ნორმებისა და დებულებების ბათილობას. ამასთან, ბათილი
დებულების ნაცვლად გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად
მიიღწევა „ხელშეკრულებით“ (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული
მიზანი.

11.2 იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული „ხელშეკრულებით“,


„მხარეები“ იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი
ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.

11.3 „ხელშეკრულება“ ფორმდება ქართულ ენაზე ორ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე


ეგზემპლარად. „ხელშეკრულების“ თითო იდენტური ეგზემპლარი გადაეცემა „მხარეებს“.

„მხარეთა ხელმოწერები“

„მარწმუნებელი“: ნანა იოსელიანი „რწმუნებული“: დავით ჭითანავა

ელ-ფოსტა: nanaioseliani19@gmail.com ელ-ფოსტა: davitchitanava20@gmail.com

ტელ: +995577010101 ტელ: +995592081822


ანგარიშის ნომერი: GE77BG0000019191999 ანგარიშის ნომერი: GE77BG00000121212121

ხელმოწერა / / ხელმოწერა / /

„შემკვეთი“ „სადაზღვეო ბროკერი“

---------------------------- ----------------------------

You might also like