Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 35

მალხაზ მაცაბერიძე

პოსტსაბჭოთა ქვეყნების
შედარებითი პოლიტიკა
სალექციო კურსი

თემა 4

თანამედროვე სომხეთის
პოლიტიკური სისტემა

თბილისი
2021
შინაარსი

შესავალი: ზოგადი მონაცემები .....................................................3


მოკლე ისტორიული ნარკვევი.......................................................6
სომხეთის პირველი რესპუბლიკა .........................................7
საბჭოთა პერიოდი და დამოუკიდებლობის აღდგენა.......8
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და მისი გავლენა
სომხეთის განვითარებაზე ......................................................9
სომხეთის პოლიტიკური სისტემის ზოგადი
დახასიათება............................................................................11
სომხეთის პარლამენტის 2017 წლის 2 აპრილის
არჩევნები .................................................................................13
2018 წლის 2 მარტის საპრეზიდენტო არჩევნები ..............14
ხავერდოვანი რევოლუცია სომხეთში (2018 წ. აპრილ-
მაისი) ........................................................................................14
პარლამენტის 2018 წლის 9 დეკემბრის ვადამდელი
არჩევნები .................................................................................15
რეფერენდუმი საკონსტიტუციო სასამართლოსთან
დაკავშირებით ........................................................................16
როგორი უნდა იყოს სომხეთი 2050 წელს ..........................17
რეფერენდუმის იდეა მმართველობის ფორმასთან
დაკავშირებით ........................................................................18
მთიანი ყარაბაღის მეორე ომში დამარცხება და
პოლიტიკური კრიზისი სომხეთში .....................................19
პრეზიდენტი ...........................................................................20
სომხეთის საკანონმდებლო ორგანო ...................................24
საარჩევნო სისტემა .................................................................25
მთავრობა .................................................................................26
პოლიტიკური პროცესების თავისებურებანი ...........................27

2
გარე ზეგავლენა პოლიტიკური ინსტიტუტების
ფორმირებასა და ფუნქციონირებაზე .................................27
კონფლიქტები და დაპირისპირებები ................................28
ეკლესია და სახელმწიფო. რელიგიის როლი
პოლიტიკაში ...........................................................................30
სომხეთის პარტიული სისტემა ............................................30
სომხეთის პოლიტიკური პარტიები ...................................32
სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები ...........................33

შესავალი: ზოგადი მონაცემები

სომხეთის სახელმწიფოს სახელწოდება: სომხეთის რესპუბლიკა,


შემოკლებით სომხეთი; ადგილობრივი შემოკლებული სახელწოდება ჰაი-
ასტან; ადგილობრივი ვრცელი სახელწოდება ჰაიასთან ჰანრაპეტუტიუნ.
სახელწოდება ქართულ ენაზე - სომხეთი, ევროპულ ენებზე - არმენია
(Armenia).
დედაქალაქი: ერევანი (1,122 მლნ).
სომხეთში დღეისათვის არის 48 ქალაქი და 915 სოფელი.
დამოუკიდებლობის გამოცხადება: 1991 წ. 21 სექტემბერი (საბჭოთა
კავშირისაგან)
ეროვნული დღესასწაული: დამოუკიდებლობის დღე – 21 სექტემ-
ბერი (1991 წელი).
მოსახლეობა: 2.998.600 (2016 წ. 1 იანვრისთვის); 2.971.650 (2007 წ.).
მთელ მსოფლიოში სომეხთა რაოდენობა 12 მილიონს აღწევს.
farTobi: 29.743 kv.km. aqedan xmeleTi 28.400 kv.km. wyali
1400 kv.km. ჩრდილოეთით ესაზღვრება საქართველოს, აღმოსავლეთით -
აზერბაიჯანს, სამხრეთით - ირანს, დასავლეთით - თურქეთს. სომხეთის
უმაღლესი მწვერვალი მთა არაგაცი (4095 მ), მნიშვნელოვანი მდინარეები
- არაქსი, რაზდანი; ტბა - სევანი. პროვინციები შედგება საქალაქო და
სასოფლო კრებებისგან. გუბერნატორები (მარზპეტები) ინიშნებიან და
თავისუფლდებიან მთავრობის მიერ.
ქვეყანა ადმინისტრაციულად იყოფა 11 ოლქად (მარზი). 10 მარზი +
დედაქალაქი, რომელსაც ასევე მარზის სტატუსი აქვს.

3
სომხეთს ტერიტორიის სიდიდის მიხედვით უკავია 136-ე ადგილი
მსოფლიოში და 138-ე ადგილი მოსახლეობის ოდენობით.
1. არაგაწოტნი (სომხ.
Արագածոտնի մարզ) — ქ.
აშტარაკი.
2. არარატი (სომხ. Արարատի
մարզ) — ქ. არტაშატი.
3. არმავირი (სომხ. Արմավիրի
մարզ) — ქ. არმავირი.
4. გეღარქუნიქი (სომხ.
Գեղարքունիքի մարզ) — ქ.
გავარი.
5. კოტაიქი (სომხ. Կոտայքի մարզ)
— ქ. რაზდანი.
6. ლორე (სომხ. Լոռու մարզ) — ქ.
ვანაძორი.
7. შირაკი (სომხ. Շիրակի մարզ) —
ქ. გიუმრი.
8. სიუნიქი (სომხ. Սյունիքի մարզ)
— ქ. კაპანი.
9. ტავუში (სომხ. Տավուշի մարզ)
— ქ. იჯევანი.
10. ვაიოცძორი (სომხ. Վայոց Ձորի
մարզ) — ქ. ეღეგნაძორი.
11. ერევანი (სომხ. Երևան) — ქ.
ერევანი

ეთნიკური ჯგუფები: სომხები 97,7%, იეზიდები - 1,3%


(დაახლოებით 40.600), რუსები - 0,5% (14.660), ასირიელები - 0,1% (3.409
ადამიანი). 1993 წელს აზერბაიჯანელთა აბსოლუტური უმრავლესობა
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო ქვეყნიდან წავიდა.
რელიგია: სომხური სამოციქულო 94%, სომხურ-კათოლიკური
მრევლი შეადგენს 5%-ს. იეზიდური 1%
ენა: სომხური 97,7% (ოფიციალური), იეზიდური 1%, რუსული
0,9% სხვა 0,4% (2001 წ.)

4
სახელმწიფო წყობა: უნიტარული სახელმწიფო; იყო
საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელიც 2015 წლის 6 დეკემბრის
რეფერენდუმის საფუძველზე საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაიქმნა
სომხეთის სახელმწიფოს სიმბოლიკა განისაზღვრება კონსტი-
ტუციის მე-13 მუხლით.
სომხეთის დროშა: სომხეთის რესპუბლიკის დროშა
სამფეროვანია: ჰორიზონტალური
თანაბარი ზომის წითელი, ლურჯი
და ნარინჯისფერი ზოლებით.
სომხეთის გერბი: ფარის ცენტრში გამოსახულია არა-
რატის მთა ნოეს კიდობანით და
ისტორიული სომხეთის ოთხი
სამეფოს გერბებით. ფარი უკავიათ
არწივს და ლომს, ხოლო ფარის
ქვეშ გამოსახულია ხმალი, ტოტი,
ძნა, ჯაჭვი და ბაფთა.
დევიზი „ერთი ერი - ერთი
კულტურა“
ჰიმნი: Մեր Հայրենիք (ჩვენი ჰიმნი დამტკიცებულია სომ-
სამშობლო) ხეთის რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს მიერ 1991 წლის 1 ივნისს.
მუსიკის ავტორიაბარსეგ კანაჩიანი,
ხოლო ტექსტი ეკუთვნის მიქაელ
ნალბანდიანი. ჰიმნის საფუძვლად
აღებულია სომხეთის პირველი
რესპუბლიკის (1918-1920) ჰიმნი.

ვალუტა - დრამი (AMD)


მშპ - 2018 წ. მშპ-მ შეადგინა 12,4 მლრდ. აშშ დოლარი (2012 წელს
მშპ-მ შეადგინა 9,951 მილიარდი აშშ დოლარი), ერთ სულ მოსახლეზე -
4238 დოლარი (2012 წელს - 3351,63 დოლარი).

5
მოკლე ისტორიული ნარკვევი

ახლანდელი სომხეთის წინამორბედი – სომხეთის სახელმწიფო ძვ.


წ. III საუკუნეში შეიქმნა. სომხეთში ქრისტიანობა სახელმწი რელიგიად
301 წ. გამოცხადდა.
387 წელს სომხეთი ირანმა და ბიზანტიამ გაინაწილეს. სომხეთის
დასავლეთ ნაწილში, რომელიც ბიზანტიას ერგო, მეფობა გაუქმდა 391
წელს, ხოლო ირანის კუთვნილ აღმოსავლეთ სომხეთს 428 წლიდან განა-
გებდა სპარსი მმართველი - მარზპანი.
VII საუკუნის მეორე ნახევარში სომხეთი დაიპყრო არაბთა სახალი-
ფომ. სომხეთი, ქართლი და კავკასიის ალბანეთის ტერიტორიები არაბებ-
მა გააერთიანეს და „არმენია“ უწოდეს. მკაცრი სოციალური ჩაგვრის გამო
სომხები სამშობლოდან მიდიოდნენ, VII—VIII საუკუნეებში მათი დიდი
ნაწილი გადავიდა საქართველოსა და ბიზანტიაში. IX საუკუნის ბოლოს,
ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, სომხეთმა შეძლო არაბთა უღლისაგან გა-
თავისუფლება და საკუთარი სახელმწიფოს აღდგენა ბაგრატუნების დი-
ნასტიის (ქართველ ბაგრატიონების შტო) მეთაურობით. მაგრამ მათ ვერ
შემოიერთეს ყველა დაკარგული ტერიტორია.
XI საუკუნის პირველ ნახევარში ბიზანტიამ თანდათან დაიპყრო
სომხეთის მიწები. ნაწილებად დაყოფილმა და შინაარეულობით დასუს-
ტებულმა სომხეთმა აგრესიას ვერ გაუძლო. 1054 წელს ბიზანტიამ დაიკა-
ვა სომხეთის დედაქალაქი ანისი. სომხეთმა კვლავ დაკარგა დამოუკიდებ-
ლობა. XI საუკუნის შუა წლებში სომხეთი სელჩუკებმა დაიპყრეს, XII სა-
უკუნეში სომხეთის დიდი ნაწილი საქართველოს სამეფოს შემადგენლო-
ბაში შევიდა. XIII საუკუნეში თათარ-მონღოლებმა დაიმორჩილეს. ქვეყ-
ნის მწარმოებლური ძალები დაეცა, დაიწყო დეგრადაცია, დაინგრა ქალა-
ქები, განადგურდა მოსახლეობა. გაძლიერდა სომხების ემიგრაცია, - უმ-
ეტესობა გადასახლდა ოქროს ურდოში, ყირიმში, უკრაინასა და პოლო-
ნეთში. სომხურმა მოსახლეობამ იმატა საქართველოში, ბიზანტიაში, სი-
რიაში, ლიბანში. სომხური დასახლებები გაჩნდა ბუკოვინაში, გალიცია-
ში, ტრანსილვანიაში.
XIV საუკუნის მეორე ნახევარში სომხეთი ააოხრა თემურლენგმა,
შემდეგ კი დაიპყრეს ყარა-ყოიუნლუსა და აყ-ყოიუნლუს თურქმენთა
მომთაბარე ტომებმა, რომელსაც მოჰყვა ნგრევა და მოსახლეობის მასობ-
რივი განადგურება, კვლავ გაძლიერდა სომეხთა ემიგრაცია.
XVI-XVIII საუკუნეებში ოსმალეთსა და ირანს შორის ომების დროს
სომხეთი ბრძოლის ასპარეზად იქცა. 1555 წელს მოწინააღმდეგეთა შორის

6
დადებული ხელშეკრულებით დასავლეთ სომხეთი გადავიდა ოსმალე-
თის ხელში, ხოლო აღმოსავლეთი სომხეთი - ირანს დაუქვემდებარდა.
1578 წელს ოსმალებმა დაარღვიეს ზავი, შეიჭრნენ ამიერკავკასიაში და
დიდი ნაწილი დაიპყრეს. 1590 წლის ხელშეკრულებით სომხეთი ოსმა-
ლეთს დაემორჩილა. 1639 წელს ოსმალეთსა და ირანს შორის დადებული
სამშვიდობო ხელშეკრულებით კი დასავლეთ სომხეთი კვლავ ოსმალეთს
დარჩა, ხოლო აღმოსავლეთი - ირანს გადაეცა.
1826-1828 წლების რუსეთ-ირანის ომის შედეგად დღევანდელი
სომხეთის ტერიტორია, სადაც ძირითადად სპარსეთის
დაქვემდებარებაში მყოფი ერევნის სახანო იყო, შევიდა რუსეთის იმპერი-
ის შემადგენლობაში.

სომხეთის პირველი რესპუბლიკა


1918 წლის 28 მაისს შეიქმნა სომხეთის პირველი რესპუბლიკა.
ზოგჯერ მას არარატის რესპუბლიკას უწოდებდნენ.
სომხეთის დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს გამოცხადდა, შე-
იქმნა ხელისუფლების უმაღლესი ორგანო – პარლამენტი, აღმასრულე-
ბელ ხელისუფლებას კი მთავრობა ახორციელებდა, რომელის პარლამენ-
ტის წინაშე იყო ანგარიშვალდებული. სომხეთი იყო საპარლამენტო რეს-
პუბლიკა, თუმცა ამ პერიოდში არ მიუღიათ ერთიანი კონსტიტუციური
აქტი.

რუქაზე მუქი ფერით მოცემულია ის ტერიტორია, რომელსაც სომ-


ხეთის რესპუბლიკა აკონტროლებდა სხვადასხვა პერიოდში, ყვითელი
ფერით აღნიშნულია ტერიტორიები, რომელზედაც პრეტენზიას
აცხადებდა სომხეთი, ხოლო ღია ფერით აღნიშნული ტერიტორიები
სევრის ზავის (1920) მიხედვით (გამარჯვებული ანტანტა აფორმებდა

7
დამარცხებულ ოსმალეთთან) უნდა შესულიყო სომხეთის სახელმწიფოს
შემადგენლობაში.
სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული პრეტენზიები საქართვე-
ლოს მიმართ გააქტიურდა პირველი მსოფლიო ომში გერმანიის დამარ-
ცხების შემდეგ, რომელიც საქართველოს მოკავშირე იყო. 1918 წლის
ნოემბერ-დეკემბერში ამას სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა საქართველოს
დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. ომი სომხეთის დამარცხებით დამთავ-
რდა. ინგლისელებმა სადავო ტერიტორიის ნაწილში - ლორეს მხარეში
ე.წ. „ნეიტრალური ზონა“ შექმნეს.
სომხეთის რესპუბლიკას მთელი თავისი არსებობის მანძილზე
სამხედრო კონფლიქტი ჰქონდა აზერბაიჯანთან.
სევრის ზავის მიხედვით (1920 წლის აგვისტო), რომელიც ანტანტამ
თურქეთთან გააფორმა, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია 160 ათასი
კვადრატული კილომეტრი უნდა ყოფილიყო. თურქეთის დიდმა
ეროვნულმა კრებამ, რომელსაც ათათურქი ხელმძღვანელობდა, უარი
თქვა სევრის ხელშეკრულების რატიფიცირებაზე. სომხეთის მთავრობამ
არ დაუცადა სევრის ზავის ძალაში შესვლას და 1920 წლის 20 სექტემბერს
დაიწყო იმ ტერიტორიების დაკავება, რაც სევრის ზავით მას უნდა
გადასცემოდა. ამას მოჰყვა თურქეთთან ომი და სომხეთი სასტიკად
დამარცხდა.
1920 წ. 29 ნოემბერს სომხეთის ტერიტორიაზე შევიდა მე-11
წითელი არმია. საბჭოთა პერიოდში ეს დღე ითვლებოდა სომხეთის
საბჭოთა რესპუბლიკის გამოცხადების დღედ. 2 დეკემბერს დაშნაკთა
მთავრობამ მიიღო რსფსრ ულტიმატუმი და სომხეთი გამოაცხადა
დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკად რსფსრ პროტექტორატით.
1921 წლის 13 ოქტომბერს საბჭოთა რუსეთის მონაწილეობით
გაფორმდა ყარსის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა სომხეთ-
თურქეთის დღევანდელი საზღვარი.

საბჭოთა პერიოდი და დამოუკიდებლობის აღდგენა


1920 წლის 29 ნოემბრის შემდეგ, როდესაც სომხეთში დამყარდა
საბჭოთა წყობილება, საბჭოთა კავშირის შესაბამისი კონსტიტუციების სა-
ფუძველზე მიიღეს სომხეთის რამდენიმე კონსტიტუცია. პირველი საბჭო-
ური კონსტიტუცია იყო 1922 წლის 2 თებერვალს სომხეთის საბჭოების
პირველი სესიის მიერ მიღებული კონსტიტუცია, რომლითაც გამოცხად-
და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. სომხეთის მომდევ-
ნო კონსტიტუცია 1927 წელს მიიღეს, რომლის საფუძველზეც სომხეთი
8
როგორც ამიერკავკასიის ფედერაციის ნაწილი შედიოდა საბჭოთა კავში-
რის შემადგენლობაში. 1937 წლის 23 მარტს სომხეთში მიიღეს კიდევ ერ-
თი კონსტიტუცია, რომლის მიხედვით სომხეთი უშუალოდ გაერთიანდა
საბჭოთა კავშირში. სომხეთის ბოლო საბჭოთა კონსტიტუცია 1978 წელს
მიიღეს.
1990 წლის 23 აგვისტოს სომხეთის საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია სომხეთის
დამოუკიდებლობის შესახებ, რომელიც კონსტიტუციური მნიშვნელობის
აქტად უნდა ჩაითვალოს.
სომხეთში არ ჩატარებულა მოსკოვის მიერ 1991 წ. 17 მარტს
დანიშნული რეფერენდუმი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების შესახებ.
1991 წ. 21 სექტემბერს ჩატარდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი.
რეფერენდუმის შემდეგ 1991 წლის 23 სექტემბერს რესპუბლიკის
უმაღლესმა საბჭომ დაადასტურა სომხეთის დამოუკიდებლობა.
1992 წლის 22 მარტს სომხეთის რესპუბლიკა მიიღეს გაეროში.
2001 წლის 25 იანვარს სომხეთი ევროპის საბჭოში მიიღეს.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და მისი გავლენა სომხეთის


განვითარებაზე
1980-იანი წლები ბოლოდან სომხეთის განვითარების ხასიათს
ბევრად განსაზღვრავს მთიანი ყარაბაღის გარშემო გაშლილი
კონფლიქტი. ყარაბაღისთვის პირველ ომში სომხეთის გამარჯვებამ
აზერბაიჯანზე და მთიანი ყარაბაღის გარდა, აზერბაიჯანის მიმდებარე 6
რაიონის დაკავებამ განაპირობა ხანგრძლივი კონფლიქტი
აზერბაიჯანთან და ურთიერთობის გაყინვა თურქეთთან. სომხეთი
მიბმული აღმოჩნდა რუსეთზე, რომელიც სომხეთისთვის უსაფრთხოების
გარანტად წარმოდგებოდა. ყარაბაღის გამო მეორე ომში (2020 წელი)
სომხეთის დამარცხებამ ერევაბნი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული
გახადა რუსეთზე.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მცდელობა ლევონ
ტერ-პეტროსიანის მიერ
1990-იანი წლების მოვლენებიდან უნდა გამოვყოთ სომხეთის
პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მცდელობა კომპრო-
მისის გზით მოეგვარებინა ყარაბაღის კონფლიქტი. ამ საქმეში ტერ-პეტ-
როსიანს დასავლეთის და პირველ რიგში შეერთებული შტატების იმედი
ჰქონდა. ლევონ ტერ-პეტროსიანი სომხურ პრესაში გამოქვეყნებულ
წერილში აღნიშნავდა, რომ მართალია სომხეთი გამარჯვებული იყო
ყარაბაღისთვის ომში, მაგრამ მომავალში ძალთა თანაფარდობა სომხეთის
9
საწინააღმდეგოდ შეიცვლებოდა, ამიტომ სომხეთი უნდა წასულიყო
დათმობაზე, - აზერბაიჯანისთვის დაებრუნებინა მთიანი ყარაბაღის გარ-
შემო დაკავებული ტერიტორიები, სანაცვლოდ კი ყარაბაღისთვის დასავ-
ლეთის გარანტიებით მიეღო ფართო ავტონომიის სტატუსი. სომხეთი
ამით მოაგვარებდა კონფლიქტს თავის მეზობლებთან, - აზერბაიჯანთან
და თურქეთთან და სატრანსპორტო ბლოკადაც დამთავრდებოდა, სომ-
ხეთს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა მიეცემოდა, თანაც
საგარეო პოლიტიკაში დამთავრდებოდა ცალსახა ორიენტაცია რუსეთზე.
ტერ-პეტროსიანის ამ თვალსაზრისის გახმიანებას დიდი ვნებათა
ღელვა გამოიწვია სომხეთში, ბევრს უსაფუძვლოდ ეჩვენებოდა ასეთ
დათმობებზე წასვლა მოპოვებული გამარჯვების შემდეგ. ცხადია ტერ-
პეტროსიანის გეგმა არ აწყობდა რუსეთს. პრეზიდენტს დაუპირისპირ-
დნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ კოჩარიანი, თავდაცვის
მინისტრი ვაზგენ სარგსიანი და შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრ-
თხოების მინისტრი სერჟ სარგსიანი. 1998 წლის 3 თებერვალს ტერ-
პეტროსიანი გადადგა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების
საკითხი გაიყინა და სომხეთი კვლავ მიბმული დარჩა რუსეთზე.
1999 წელი - სისხლიანი ტრაგედია სომხეთის პარლამენტში
1999 წლის 27 ოქტომბერს მსოფლიო მედიის ყურადღება სომხეთ-
ისაკენ იყო მიპყრობილი. სომხეთის პარლამენტში, სადაც მთავრობის
საათი მიმდინარეობდა, შეჭრილმა 5-კაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა
სიცოცხლეს გამოასალმა რვა ადამიანი, მათ შორის - ქვეყნის პრემიერ-მი-
ნისტრი ვაზგენ სარქისიანი და პარლამენტის თავმჯდომარე კარენ დე-
მირჭიანი. თავდამსხმელები შეიპყრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯ-
ეს. თუმცა სისხლიანმა დრამამ მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის პოლი-
ტიკური ცხოვრება და მისი უსაფრთხოების ინსტიტუტები.
სომხეთის პარლამენტში მოწყობილი ტერორისტული აქტი ყო-
ფილმა ჟურნალისტმა ნაირი უნანიანმა და მისმა რამდენიმე თანამოაზ-
რემ განახორციელა. უნანიანი როგორც ამტკიცებდა, ამ გადაწყვეტილე-
ბამდე ის “ხალხის მძიმე მდგომარეობამ” მიიყვანა. სასამართლო პროცე-
სის დროს უნანიანმა განაცხადა, რომ პრემიერ სარქისიანის მოკვლით მან
ხელი შეუწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და მაშინდელი პრე-
ზიდენტის, რობერტ კოჩარიანის პოზიციის გაძლიერებას.
გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ როგორ მოახერხა ყოფილმა ჟურნა-
ლისტმა მოეპოვებინა სომხეთის სახელმწიფო ტელევიზიის აკრედიტა-
ცია, შემდეგ კი იარაღითა და აღჭურვილობით პარლამენტის სხდომათა
დარბაზში შეეღწია.

10
ისტორიული ფაქტის ერთმნიშვნელოვანი შეფასება ყოველთვის
რთულია, მაგრამ პოსტსაბჭოთა სომხეთისათვის 1999 წლის 27 ოქტომ-
ბრის ტერორისტული აქტი შემობრუნების წერტილად იქცა. საკანონ-
მდებლო ორგანოში მოწყობილმა ხოცვა-ჟლეტამ შეაჩერა ახლად წარმოჩე-
ნილი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და პოლიტიკური
პროცესების წარმმართველად აქცია პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი,
რომელმაც თავის ხელში დიდ ძალაუფლებას მოუყარა თავი. მალევე და-
იხურა სომხეთის წამყვანი დამოუკიდებელი ტელეარხი. პოლიტიკური
პარტიები დასუსტდნენ მათი არარელევანტურობის გამო. ზოგს მიაჩნია,
რომ 1999 წლის 27 ოქტომბერი სომხეთში ავტორიტარული მმართველო-
ბის დასაწყისად იქცა. სომხეთის პარლამენტში განხორციელებულმა ტე-
რორისტულმა აქტმა დიდი ხნით შეაფერხა მთიანი ყარაბახის პრობლე-
მის მოგვარებაც. ნიშანდობლივია, რომ ვიდრე მოკლავდნენ, სომხეთის
პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარქისიანი შეხვდა შეერთებული შტატების
სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს სტროუბ ტალბოტს, რომელთა-
ნაც კონფლიქტის დარეგულირების საგზაო რუკაზე ჰქონდა საუბარი.
http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1862676.html

სომხეთის პოლიტიკური სისტემის ზოგადი დახასიათება

დამოუკიდებლობის პირველი წლების სიძნელებმა განაპირობა ის,


რომ ახალი სახელმწიფოს კონსტიტუციური საფუძვლების შემუშავება
სერიოზული დაგვიანებით მოხდა. მოქმედებას აგრძელებდა 1978 წლის
საბჭოთა კონსტიტუცია, რომელშიც მრავალი ცვლილება შეიტანეს.
ახალი კონსტიტუცია, რომელმაც სომხეთი დამოუკიდებელ დე-
მოკრატიულ სახელმწიფოდ გამოაცხადა, მიიღეს საერთო-სახალხო რეფე-
რენდუმზე 1995 წლის 5 ივლისს. კონსტიტუცია შედგებოდა 9 თავისა და
117 მუხლისგან. კონსტიტუცია ფაქტობრივად ამყარებდა მმართველობის
საპრეზიდენტო სისტემას. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის მიღებამდე
სომხეთში არსებობდა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომლის უფ-
ლებამოსილება კონსტიტუციის ძალაში შესვლისთანავე არ შეწყვეტილა
და პრეზიდენტის დავალებების შესრულებას განაგრძობდა უფლებამო-
სილებების ამოწურვამდე.
1995 წლის კონსტიტუციას ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებდა, გან-
საკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც პარლამენტის უფლებამოსილების

11
ხარჯზე პრეზიდენტის სასარგებლოდ ხელისუფლების გადანაწილებას
ეხებოდა. კონსტიტუციას აკრიტიკებდნენ საერთაშორისო ორგანიზაცი-
ებიც, კერძოდ ევროპის საბჭო.
შედეგად 2005 წლის 27 ნოემბრის რეფერენდუმზე მიიღეს კონსტი-
ტუციის შესწორებები. ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის თითქმის ყვე-
ლა თავს და თავდაპირველი ტექსტი მნიშვნელოვნად შეიცვალა. კონსტი-
ტუციის ტექსტი 2005 წლის შესწორებებით ოფიციალურ წყაროებში იწ-
ოდებოდა "მეორე კონსტიტუციად" ან 2005 წლის კონსტიტუციად. კონ-
სტიტუციაში ცვლილებების შეტანა გამომდინარეობდა ევროსაბჭოს წინა-
შე სომხეთის მიერ აღებული ვალდებულებებიდან. მისი პროექტი მოამ-
ზადა სახელისუფლო პარტიების კოალიციამ. ცენტრალური საარჩევნო
კომისიის მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩე-
ველთა 64%-მა, ხოლო ცვლილებებს ხმა მისცა მონაწილეთა 93,3%-მა.
2015 წლის 6 დეკემბერს სომხეთში ჩატარდა საკონსტიტუციო
რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეიცვალა ქვეყნის
პოლიტიკური სისტემა - სომხეთი ნახევრად საპრეზიდენტო მმართვე-
ლობიდან საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაიქმნა. ხელისუფლების
კონცენტრირება მოხდა პრემიერ-მინისტრის ხელში, საერთაშორისო
არენაზეც სომხეთს უკვე პრემიერ-მინისტრი წარმოადგენდა.
რეფერენდუმი სახელისუფლებო, რესპუბლიკური პარტიის მიერ
იყო ინიცირებული. პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ ეს
ცვლილებები უფრო ეფექტურს გახდიდა „თანამშრომლობას ხელისუფ-
ლების სხვადასხვა შტოს შორის“, ხელს შეუწყობდა ეკონომიკურ განვი-
თარებას და ადამიანის უფლებების დაცვას. სომხეთის ეროვნული
კონგრესი და სხვა ოპოზიციური ჯგუფები რეფორმების წინააღმდეგ
გამოვიდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს ინიციატივა წარმოადგენდა
სარქისიანის მცდელობას ხელისუფლებაში დარჩენილიყო მას შემდეგ,
რაც 2018 წლის თებერვალში ამოიწურებოდა მისი ბოლო, მეორე
საპრეზიდენტო ვადა.
6 დეკემბრის რეფერენდუმის შემდეგ სომხეთი ახალი საკონსტი-
ტუციო რეალობის წინაშე აღმოჩნდა.ოპოზიციისა და სომხეთის მთელი
რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, რეფერენდუმი
ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, მათ შორის, იყო განმეორებით ხმის
მიცემა, ბიულეტენების ჩაყრა, მოქრთამვა, ზეწოლა ნდობით აღჭურვილ
პირებსა და ჟურნალისტებზე.1

1 ცესკო-ს მონაცემებით, სომხეთის საკონსტიტუციო რეფორმას მხარი დაუჭი-


რა მოსახლეობის 63,37%-მა, ანუ 825,521 ათასმა ადამიანმა. წინააღმდეგი კი იყო
12
სომხეთის პარლამენტის 2017 წლის 2 აპრილის არჩევნები
2017 წლის 2 აპრილს სომხეთში ახალი კონსტიტუციის საფუძ-
ველზე ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები (არჩევნებში მონაწილეობა
მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 61%-მა). გაიმარჯვა სომხეთის
რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელმაც სტაბილური უმრავლესობა
მოიპოვა - 54%-ზე ცოტა მეტი. მათ მოიპოვეს მთავრობის ფორმირების
უფლება. ეს ნიშნავს, რომ საჭირო აღარ გახდა არჩევნების მეორე ტური
და არცერთი პარტია არ მიიღებდა დამატებით მანდატებს. არჩევნებში
მონაწილეობდა 5 პარტია და 4 ბლოკი. პარლამენტში გავიდა 4 პარტია.
2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის მთავარი რე-
სურსი - ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება
და ხელისუფლებით მოსახლეობის უკმაყოფილება იყო, მაგრამ ოპოზი-
ცია დაქსაქსული იყო „ჯუჯა“ პარტიებად და არც კონსოლიდაციის
უნარი ჰქონდა. გამსვლელი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა და
ხელისუფლების გამარჯვებით დამთავრდა: სომხეთის რესპუბლიკური
პარტია - 58 დეპუტატი, ცარუკიანის ბლოკი - 31, ბლოკი „ელკი“ – 9,
დაშნაკცუთუნი - 7.
2017 წლის 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ
სახელისუფლო პარტიამ გაიმარჯვა

32, 32%, ანუ 421,568 ათასი ამომრჩეველი. რეფერენდუმი ხელისუფლებამ ჩატარე-


ბულად გამოაცხადა, მაგრამ ოპოზიციამ მისი შედეგები ეჭვქვეშ დააყენა. რეფე-
რენდუმში მონაწილეობის აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო და 50.51% შეადგინა,
რაც 9.5%-ით ნაკლები იყო, მაგალითად, ბოლო, საპრეზიდენტო არჩევნებში და-
ფიქსირებულ აქტივობასთან შედარებით. დიდ ქალაქებში, მათ შორის ერევანსა
და გიუმრიში, ამომრჩეველთა უმრავლესობამ რეფერენდუმის იგნორირება მოახ-
დინა: სომხეთის დედაქალაქში ხმა მისცა ამომრჩეველთა დაახლოებით 46%-მა.
ყველაზე დაბალი აქტივობა გამოავლინა სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქის –
გიუმრის მოსახლეობამ, სადაც საარჩევნო უბნებზე მივიდა ამომრჩევლების დაახ-
ლოებით 33%. თითქმის იგივე სურათი იყო ვანაძორში. დიდ ქალაქებში, მათ შო-
რის ერევანსა და გიუმრიში, ამომრჩეველთა უმრავლესობამ რეფერენდუმის
იგნორირება მოახდინა: სომხეთის დედაქალაქში ხმა მისცა ამომრჩეველთა
დაახლოებით 46%-მა. ყველაზე დაბალი აქტივობა გამოავლინა სომხეთის
სიდიდით მეორე ქალაქის – გიუმრის მოსახლეობამ, სადაც საარჩევნო უბნებზე
მივიდა ამომრჩევლების დაახლოებით 33%. თითქმის იგივე სურათი იყო
ვანაძორში.

13
2018 წლის 2 მარტის საპრეზიდენტო არჩევნები
საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე 2018 წლის 2 მარტს
სომხეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. პირველად სომხეთის
ისტორიაში პრეზიდენტი ხალხმა კი არ აირჩია, არამედ ეროვნულმა
კრებამ.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, პრეზიდენტად
არჩევის უფლება აქვს 40 წელს მიღწეულ მხოლოდ სომხეთის მოქალაქეს,
რომელმაც იცის სომხური ენა და უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში
მუდმივად ცხოვრობს სომხეთში.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ერთადერთი კან-
დიდატი იყო არმენ სარქისიანი.2 ეს იყო მმართველი რესპუბლიკური
პარტიის კანდიდატი და პირველივე ტურში აირჩიეს. მას ხმა მისცა 90
დეპუტატმა (ასარჩევად საკმარისი იყო 79 ხმა), წინააღმდეგი იყო 10,
ერთი ბიულეტენი გაბათილდა. მას მხარი დაუჭირა პარლამენტში შე-
სული 4 პარტიიდან სამმა: რესპუბლიკური პარტია, დაშნაკცუტუნი,
ბლოკი „ცარუკიანი“. წინააღმდეგი იყო ფრაქცია „ელკი“. ამ ფრაქციის
აზრით, ალტერნატივის არარსებობა დაუშვებელი იყო დემოკრატიის
თვალსაზრისით.
არმენ სარქისიანი სომხეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც
სომხეთის დღევანდელ ტერიტორიაზე დაიბადა. ლევონ ტერ-პეტრო-
სიანი სირიაში იყო დაბადებული, რობერტ კოჩარიანი და სერჟ სარგსიანი
კი მთიან ყარაბაღში.

ხავერდოვანი რევოლუცია სომხეთში (2018 წ. აპრილ-მაისი)


როდესაც 2018 წ. აპრილში სარგსიანის მეორე საპრეზიდენტო ვადა
ამოიწურა, ცხადი გახდა, რომ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის
სავარძელში გადაჯდომას ფიქრობდა.
სომხეთში ხავერდოვანი რევოლუცია 2018 წ. 13 აპრილს დაიწყო
ლოზუნგით „გადადგი ნაბიჯი, უარყავი სერჟი“. ხელისუფლება შეეცადა
რეპრესიებით საპროტესტო მოძრაობის ჩახშობას, 17 აპრილს სარგსიანი
პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩია, რის შემდეგაც აქციები კიდევ
უფრო მასშტაბური გახდა.
23 აპრილს პრემიერ-მინისტრი სარგსიანი გადადგა, მთავრობის
მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი კი კარაპეტიანი გახდა.
მმართველიო პოლიტიკური ძალა ცდილობდა სხვა კანდიდატურით

2 ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე ვერ შეთანხმდა, შესაბამისად, საბოლოო ჯამში,


კანდიდატი არ წარადგინეს.
14
ხელისუფლების შენარჩუნებას. აქციები გაგრძელდა მანამდე, სანამ 8
მაისს პარლამენტმა ნიკოლ პაშინიანი არ აირჩია პრემიერ-მინისტრად.
მას 59 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 42 წინააღმდეგ წავიდა.
სომხეთში ხელისუფლების ცვლას მშვიდად ადევნებდა თვალს
მოსკოვი. პაშინიანის თქმით, ეს იმით იყო განპირობებული, რომ სომ-
ხეთის რევოლუციას არ ჰქონდა გეოპოლიტიკური კონტექსტი და მათ
უკან არ იდგა გარეშე ძალა. ამით განსხვავდებოდა სომხეთის ხავერდო-
ვანი რევოლუცია სხვა ქვეყნების „ფერადი რევოლუციებისგან“, რომელთა
უკან დასავლეთი იდგა და რუსეთი მტრულად იყო მათ მიმართ განწყო-
ბილი.
რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ, პაშინიანის თქმით,
სომხეთის მთავარი მიღწევა ის იყო, რომ სომხეთი დემოკრატიული
ქვეყანა გახდა, აღმოიფხვრა სისტემური კორუფცია, ეკონომიკაში აღარ
იყო მონოპოლიები, მიღწეული იქნა კანონის წინაშე ყველა მოქალაქის
თანასწორობა.
მაგრამ 2017 წ. 2 აპრილს არჩეულ ეროვნულ კრებაში უმრავლე-
სობას ინარჩუნებდა სომხეთის რესპუბლიკური პარტია, რომლის თავ-
მჯდომარეც სერჟ სარგსიანი იყო. პარლამენტი, სადაც უმრავლესობას
მისი პოლიტიკური ოპონენტები შეადგენდნენ, პაშინიანისთვის მიუღე-
ბელი იყო, ამიტომ 2018 წ. 16 ოქტომბერს გადადგა, ოღონდ შეინარჩუნა
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი. გადადგო-
მის მიზანი იყო კონსტიტუციურად ვადამდელ საპარლამენტო არჩევ-
ნებზე გასვლა.
2018 წ. 1 ნოემბერს სომხეთის ეროვნულმა კრებამ ზედიზედ
მეორედ პაშინიანი არ დაამტკიცა პრემიერ-მინისტრად. ეს იყო წინასწარ
შეთანხმებული პროცედურა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების
ჩასატარებლად. არჩევნები 2018 წ. 9 დეკემბერს ჩატარდა.

პარლამენტის 2018 წლის 9 დეკემბრის ვადამდელი


არჩევნები
ვადამდელი არჩევნები განპირობებული იყო იმით, რომ 2017 წელს
არჩეულ პარლამენტში ოპოზიციურ ბლოკი „ელკი“, რომელსაც პაშინიანი
ეყრდნობოდა, უმცირესობაში იყო. უმრავლესობა რესპუბლიკურ
პარტიას ჰქონდა, რომელსაც გადამდგარი პრეზიდენტი სარგსიანი
ხელმძღვანელობდა. 2018 წ. სექტემბერში პარლამენტმა სპეციალური
კანონპროექტიც მიიღო, რომლითაც ცდილობდა თავიდან აეცილებინა
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

15
2019 წ. 9 დეკემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები
გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 11 პარტიამ და ბლოკმა.
საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა ამომრჩეველთა 48,63%. დამაჯერებელი
გამარჯვება პაშინიანის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ მოიპოვა. 132 წევრიან
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
პარტია ხმები % ადგილები +/-
ალიანსი „ჩემი ნაბიჯი“ 884.456 70,43 88 ახალი
აყვავებული სომხეთი 103.824 8,27 26 -5
ნათელი სომხეთი 80.024 6,37 18 +15
რესპუბლიკური პარტია 59.059 4,70 0 -58
დაშნაკცუთუნი 48.811 3,89 0 -7

2018 წ. 9 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პაშინი-


ანის ბლოკმა და 2019 წ. 14 იანვარს კვლავ დაინიშნა სომხეთის პრემიერ-
მინისტრად.
პაშინიანი დაბადებულია 1975 წ. სომხეთის პარლამენტის წევრი
იყო 2012-2018 წლებში. როცა ოპოზიციონერი დეპუტატი იყო, პაშინიანი
აცხადებდა, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთი თავის ნებით
კი არა, იძულებით შევიდა; მისი განცხადებით, რუსეთთან სომხეთის
ურთიერთობა გავს „მოლაპარაკისა და მსმენელის“ ურთიერთობას;
აკრიტიკებდა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს იმის გამო, რომ სამხედრო
ბალანსი აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეიცვალა. წინააღმდეგი იყო
ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისა ტერიტორიების დათმობით.
ყავს მეუღლე - ანა აკოპიანი, რომელიც გაზეთ „აიკაკან ჟამანაკანის“
მთავარი რედაქტორია; ყავს სამი ქალიშვილი მარიამი, შუშანა, არპინე და
ვაჟი აშოტი. სამხედრო სამსახურის მოსახდელად 2018 წ. ივლისში აშოტი
თავის ნებით წავიდა მთიან ყარაბაღში.

რეფერენდუმი საკონსტიტუციო სასამართლოსთან


დაკავშირებით
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გარდა ძველი პარლამენტისა,
პაშინიანს დაპირისპირება ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან,
რომელსაც „ყოფილი ხელისუფლების ბასტილიას“ უწოდებენ. მისი თავ-
მჯდომარე ჰრაირ თოვმასიანი ადრე რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო,
მისი შემადგენლობა კი ძველი ხელისუფლების მიმართ ლოიალური.
2020 წ. 6 თებერვალს პაშინიანი საკონსტიტუციო რეფერენდუმის
ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. საკონსტიტუციო ცვლილება ითვა-

16
ლისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან 7-ის განთავი-
სუფლებას, მათ შორის თოვმასიანისაც, რადგანაც ისინი „წინა კორუფ-
ციულ რეჟიმს“ უკავშირდებიან.
რეფერენდუმის მომხრე იყო ფაშინიანის ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“,
ფაშინინანი მიიჩნევს, რომ ცვლილებები უზრუნველყოფს სასამართლო
ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ოპოზიცია კი შიშობს, რომ
ფაშინიანის გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში თავის მომხრეებს
დანიშნავს.
რეფერენდუმი 5 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავი-
რუსის ეპიდემიის გამო 16 მარტს სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გა-
მოცხადდა 14 აპრილამდე, ასეთ პირობებში კი რეფერენდუმის ჩატარება
არ შეიძლებოდა. კონსტიტუციით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს
საგანგებო მდგომარეობის დამთავრებიდან არა უადრეს 50 და არა
უგვიანეს 65 დღისა.
თუმცა 2020 წლის 6 მარტს სომხეთის ეროვნულმა კრებამ მიიღო
შესწორებები რეფერენდუმის შესახებ კანონში (82 ხმით 17-ის წინა-
აღმდეგ). პარლამენტს შეეძლება გააუქმოს უკვე დანიშნული რეფერენ-
დუმი, რომელიც სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობის გამო გადაიდო.
ეს ცვლილება შეიძლება გამოყენებული იქნას 5 აპრილს დანიშნული
რეფერენდუმის მიმართაც.3

როგორი უნდა იყოს სომხეთი 2050 წელს


სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 2020
წლის 21 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა
წარმოადგინა 2050 წლამდე გარდაქმნის სტრატეგია. ფაშინიანმა თქვა,
რომ ასეთი სრულყოფილი დოკუმენტი ბოლო 30 წლის განმავლობაში
სომხეთში სახელმწიფო დონეზე არ მიღებულა. ფაშინიანის აზრით,
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იდეაა მილიონობით ადამიანის დამო-
კიდებულების შეცვლა სომხეთის მიმართ. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის
განვითარების სტრატეგია ისე უნდა იყოს აგებული, რომ ხალხი მთელი
მსოფლიოს მასშტაბით შეეცადოს ჩამოვიდნენ სომხეთში ინვესტიციების
ჩასატარებლად, ბიზნესის წარმოებისთვის და დასვენებისთვის.
სომხეთის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, თუ რა მაჩვენებლებია
მოსალოდნელი 2050 წელს. უპირველეს ყოვლისა, დაგეგმილია მოსახ-
ლეობის 5 მილიონამდე გაზრდა. 1.5 მილიონი ახალი სამუშაო ადგი-
ლის შექმნა, სიღარიბის დაძლევა, მშპ-ს 20-ჯერ გაზრდა, საშუალო ხელ-

3 Парламент Армении сможет отменить референдум - 06/03/2020 - https://www.pastinfo.am/ru/news/2020/06/03/%D0%9F%D0%B0%D1%80%D0%BB%D0%B0%D0%BC%D0%B5%D0%BD%D1%82-


%D0%90%D1%80%D0%BC%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B8-%D1%81%D0%BC%D0%BE%D0%B6%D0%B5%D1%82-%D0%BE%D1%82%D0%BC%D0%B5%D0%BD%D0%B8%D1%82%D1%8C-
%D1%80%D0%B5%D1%84%D0%B5%D1%80%D0%B5%D0%BD%D0%B4%D1%83%D0%BC/1003790

17
ფასის 7-ჯერ გაზრდა, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა 90 წლამდე.
პრემიერ მინისტრი წამოაყენა ამოცანა აღნიშნულ პერიოდში ჰყავდეს
ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმია, სომხეთის სადაზვერვო სამსახური
შევიდეს მსოფლიო საუკეთესოთა ათეულში, სულ მცირე სამი სომხუ-
რი უნივერსიტეტი მოხვდეს მსოფლიოს 200 საუკეთესო უნივერსი-
ტეტთა სიაში.
სტრატეგია ითვალისწინებს, რომ სომხეთი გახდება მაღალტექნო-
ლოგიური ინდუსტრიული ქვეყანა. დაგეგმილია მინიმუმ 5 ტექნოლო-
გიური კომპანიის არსებობა, რომელთა ღირებულება 10 მილიარდზე მე-
ტია, მინიმუმ 10,000 მუშა სტარტაფი. გარდა ამისა, პრემიერ მინისტრს
სურს გაორმაგდეს ტყის მასების ფართობი რესპუბლიკაში,
ტურისტების ყოველწლიური ნაკადი გაიზარდოს 15 მილიონამდე.
ასევე ბევრია გასაკეთებელი საერთაშორისო პლატფორმებზე: 2050
წლამდე სომხეთმა უნდა მოიგოს 25 ოლიმპიური ოქროს მედალი,
მიიღოს ინდივიდუალური მსოფლიო ჭადრაკის ჩემპიონის ტიტული,
ხოლო ფეხბურთის გუნდმა უნდა მოიტანოს მედალი მსოფლიოს ან
ევროპის ჩემპიონატებიდან. პრემიერ მინისტრის თქმით, აღნიშნული
დებულებები უნდა იყოს სომხეთის მთავრობის ძირითადი
მიმართულება მომავალი 30 წლის განმავლობაში.4

რეფერენდუმის იდეა მმართველობის ფორმასთან


დაკავშირებით
2021 წლის 1 მარტს ფაშინიანი გამოვიდა იდეით, რომ ოქტომბერში
ჩატარდეს რეფერენდუმი ან მმართველობის ფორმის შესაცვლელად,
ანდა ახალი კონსტიტუციის მისაღებად. ფაშინიანმა ეს განცხადება თავის
მომხრეებთან მიტინგზე გააკეთა. რეფერენდუმზე უნდა გამოტანილი
იქნას საკითხი საპარლამენტო მმართველობიდან ნახევრადსაპრეზიდენ-
ტო მმართველობაზე გადასასვლელად. მისი თქმით, ასეთი ცვლილება
გამორიცხავს „შიდაპოლიტიკური კრიზისების წარმოშობას“, რაც გარ-
დუვალია 2015 წლიდან მოქმედი კონსტიტუციით.5

4 როგორი სომხეთი უნდა გვქონდეს 2050 წელს? ფაშინიანმა წარმოადგინა გარდაქმნის სტრატეგია- 22.09.2020,- https://ge.armradio.am/2020/09/22/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-
%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%A5%E1%83%9D/?doing_wp_cron=1616247944.5182249546051025390625
5 Пашинян анонсировал референдум по смене формы правления в Армении-1 марта, 2021-https://www.vedomosti.ru/politics/news/2021/03/01/859721-pashinyan-anonsiroval-referendum-po-smene-formi-pravleniya-v-armenii

18
მთიანი ყარაბაღის მეორე ომში დამარცხება და პოლიტიკური
კრიზისი სომხეთში
მთიან ყარაბაღში 44-დღიანი წარუმატებელი ომის შემდეგ, 2020
წლის 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოუხდა ხელი
მოეწერა „დაუჯერებლად მტკივნეულ“ ტექსტზე. დაიწყო საპროტესტო
და ფაშინიანის მხარდამჭერთა აქციები. ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ
ოპოზიცია გაერთიანდა „სამშობლოს ხსნის მოძრაობაში“. მისი პრემიერ-
მინისტრობის კანდიდატია სამგზის პარლამენტარი, ექსპრემიერი ვაზგენ
მანუკიანი.
ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა 2021 წლის თებერვლის ბოლო-
დან. 2021 წლის 24 თებერვალს ნიკოლ ფაშინიანმა რუსული წარმოების
„ისკანდერ“-ის სარაკეტო სისტემებს გამოუსადეგარი უწოდა, რადგანაც
„გამართულად არ მუშაობს და ბოლომდე არ ფეთქდება“. პრემიერის ეს
განცხადება სასაცილოდ აიგდო გენერალური შტაბის ხელმძრვანელის
პირველმა მოადგილემ ტირან ხაჩატურიანმა. ფაშინიანმა მისი გადაყენე-
ბის შუამდგომლობით მიმართა პრეზიდენტ სარქისიანს და ამ უკანას-
კნელმაც გადაყენების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.
25 თებერვალს ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს პუტინს ესაუბრა,
რუს შემდეგაც „ისკანდერთან“ დაკავშირებით პოზიცია შეცვალა, - ასე
„არასწორად მოწოდებული ინფორმაციის“ გამო ვთქვიო.
თუმცა ამას ვითარების განმუხტვა არ მოჰყოლია. 25 თებერვალს
გავრცელდა გენერალური შტაბის მეთაურის ონიკ გასპარიანის (გასპარი-
ანი ომის დროს სომხეთის ჯარს ხელმძღვანელობდა) და 40-მდე სამხედ-
რო მაღალჩინოსნის განცხადება. ისინი ფაშინიანის გადადგომას ითხოვ-
დნენ. ამ განცხადების თანახმად, „პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ
იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებას ამ მეტად კრიზისულ და საბედის-
წერო ვითარებაში“, „მოქმედი მთავრობის არაეფექტური მმართველობის
და საგარეო პოლიტიკაში მძიმე შეცდომების გამო ქვეყანა კოლაფსის
პირას მიიყვანა“.
ფაშინიანმა ამ განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობა
უწოდა და გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თუმცა
ამჯერად პრეზიდენტმა სარქისიანმა გასპარიანის გადაყენებას ხელი არ
მოაწერა. 28 თებერვალს ფაშინიანმა კვლავ მიმართა პრეზიდენტს
გასპარიანის გადაყენების მოთხოვნით, ამჯერად პრეზიდენტის
პოზიციის მოუხედავად, გასპარიანი 4 მარტიდან გადაყენებულად უნდა
ჩათვლილიყო, მაგრამ ამით კრიზისი არ განმუხტულა.

19
სომხეთში კრიზისს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. პუტინმა
ყველა მხარეს თავშეკავებისაკენ მოუწოდა, საჭიროა „წესრიგისა და სიმ-
შვიდის შენარჩუნება და სიტუაციის მოგვარება კანონის ფარგლებში“.
ევროკავშირის განცხადებით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნეიტ-
რალიტეტი უნდა შეინარჩუნონ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
მევლუთ ჩავუშოღლუმ მკაცრად დაგმო გადატრიალების მცდელობა
სომხეთში (თუმცა თურქეთის მხრიდან გაკეთებული განცხადება უფრო
ფაშინიანის დისკრედიტირებას იწვევდა, ვიდრე მხარდაჭერას). მკაცრი
იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადება. მისი
თქმით, „სომხეთის არმია დასრულებულია“ და „რევანშისტური ძალები“
პასუხად „მუშტს მიიღებენ“. თანაც სომხეთს „ფაშისტური სახელმწიფო“
უწოდა: „სომხური არმია დასრულდა, არ არსებობს და არც უნდა იარ-
სებოს. ასეთ ფაშისტურ სახელმწიფოში არმია არ უნდა არსებობდეს“.
18 მარტს ოპოზიციური პარტიის „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ-
თან ედმონ მარუკიანთან შეხვედრის შემდეგ ფაშინიანმა ფეისბუკის
გზით გამოაცხადა ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი - 20 ივნისი.
რიგგარეშე არჩევნები განიხილება კრიზისის განმუხტვის საშუალებად.
კრიზისის დროს დემონსტრანტების ნაწილი თავს დაესხა ფონდ
ღია საზოგადოებას და რადიო თავისუფლებას. ყოფილმა პრეზიდენტმა
რობერტ ქოჩარიანმა 4 მარტს განაცხადა, რომ საჭიროა ბრძოლა სოროსის
იდეების წინააღმდეგ, რადგანაც „მსგავსი იდეებისა და ღირებულებების
მქონე სტრუქტურები სომხეთას თვითგანადგურებისკენ მიაქანებენ“.

პრეზიდენტი
2018 წლიდან კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტი
აირჩევა 7 წლით და მხოლოდ ერთი ვადით (კონსტიტუციის ძველი
რედაქციით, პრეზიდენტს ირჩევდნენ 5 წლით და არაუმეტეს ზედიზედ
ორი ვადით). პარლამენტის სპიკერი და მთავრობის მეთაური კი
შეიძლება არჩეული იქნან ზედიზედ ორზე მეტი ვადით.6

6 პრეზიდენტის კანდიდატურის წამოსაყენებლად აუცილებელია ამომრჩეველთა


ხმების მინიმუმ ⅕. პრეზიდენტად აირჩევა კანდიდატი, რომელიც მიიღებს მინი-
მუმ ხმების 3/4-ს. თუკი პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს
ხმების საჭირო რაოდენობას, ცხადდება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს
პირველი ტურის ყველა კანდიდატი, თუმცა გამარჯვებისთვის უკვე აუცილებელ-
ია ამომრჩეველთა არანაკლებ 3/5-ის მიღება. თუკი ამ შემთხვევაშიც ვერც ერთი
20
პრეზიდენტი არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წევრი და მას
პოსტის დაკავება მხოლოდ ერთხელ შეუძლია. პრეზიდენტი შეასრუ-
ლებს მხოლოდ სიმბოლური ხასიათის ფუნქციებს. პრეზიდენტს ექნება
უფლება, დანიშნოს ელჩები და მიანიჭოს დიპლომატიური რანგი, დანიშ-
ნოს შეიარაღებული ძალების მეთაურები და მიანიჭოს სამხედრო წოდე-
ბები იმ კანდიდატებიდან, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი შეთავაზებს.
კონსტიტუტიის ძველი რედაქციით კი პრეზიდენტი თავად იღებდა გა-
დაწყვეტილებას ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე და დამოუკიდებლად
ნიშნავდა კადრებს.
შეიარაღებული ძალების უმაღლესი თანამდებობის პირი არის გე-
ნერალური შტაბის უფროსი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინე-
ბით ნიშნავს პრეზიდენტი. არასაომარ დროს გენშტაბის უფროსი ექვემ-
დებარება თავდაცვის მინისტრს. ომის შემთხვევაში მთავარსარდალი
ხდება პრემიერ-მინისტრი. კონსტიტუციის ძველი რედაქციით უმაღლე-
სი მთავარსარდალი პრეზიდენტი იყო.
ოპოზიცია განსაკუთრებით აღაშფოთა რეფორმის იმ ნაწილმა,
რომელიც აღარ ითვალისწინებდა სახელმწიფოს მეთაურის – პრეზიდენ-
ტის პირდაპირ არჩევნებს.
პრეზიდენტი თანამდებობის დაკავების დროს ეროვნული კრების
სპეციალურ სხდომაზე შემდეგი შინაარსის ფიცს წარმოთქვამს: "ვიკავებ
რა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას, ვფიცავ, უპირ-
ობოდ შევასრულებ კონსტიტუციის მოთხოვნებს: პატივს ვსცემ ადამიან-
ისა და მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველვყოფ
რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და უს-
აფრთხოებას სომხეთის რესპუბლიკის დიდების და სომხეთის რესპუბ-
ლიკის ხალხის კეთილდღეობის სახელით".
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1991 წლიდან) სომ-
ხეთს უკვე მე-4 პრეზიდენტი ჰყავს.

კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას, ცხადდება მესამე ტუ-


რი, რომელშიც ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობს, რომლებმაც ყველაზე მე-
ტი ხმები მიიღეს და გამარჯვებული ხდება ის, ვინც მიიღებს ხმების ნახევარზე
მეტ რაოდენობას. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ აირჩიეს პრეზიდენტი, მაშინ 10 დღის
შემდეგ უნდა გამოცხადდეს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები.

21
ლევონ ტერ-პეტროსიანი
1991 წ. 16 ოქტომბრიდან –1998 წ. 3 თებერვლამდე
დაიბადა სირიის ქალაქ ალეპოში. მამამისი აკოფ ტერ-
პეტროსიანი სირიისა და ლიბანის კომუნისტური პარტი-
ების ერთ-ერთი დამაარსებელია. 1946 წელს ოჯახი გადა-
სახლდა სომხეთის სსრ-ში. 1963 წელს შევიდა და 1968
წელს დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1989 წელს აირჩიეს სომხე-
თის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, ხოლო 1990 წელს
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.
1991 წლის 16 ოქტომბერს აირჩიეს დამოუკიდებელი
სომხეთის პირველ პრეზიდენტად. მას მხარი დაუჭირა
ამომრჩეველთა 83,4 %-მა. 1996 წელს მეორე ვადით აირ-
ჩიეს პრეზიდენტად და მიიღო ხმების 51,75 %. პრეზი-
დენტის თანამდებობიდან გადადგა 1998 წლის თებერ-
ვალში. გადაგდომის მიზეზი იყო განხეთქილება სომხე-
თის მთავრობაში. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა რო-
ბერტ ქოჩარიანმა, თავდაცვის მინისტრმა ვაზგენ სარქი-
სიანმა და შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოებ-
ის მინისტრმა სერჟ სარქისიანმა მხარი არ დაუჭირეს მის
გეგმას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირე-
ბის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა კონფლიქტის
ზონის დემილიტარიზაციას და აზერბაიჯანელების დაბ-
რუნებას მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებში.
გადადგომის შემდეგ მუშაობდა მატენადარანში. მონა-
წილეობდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და გა-
ვიდა მეორე ადგილზე ხმების 21,50 %-ით. 2012 წლის სა-
პარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ მიიღო 7 მანდა-
ტი, თუმცა მან უარი განაცხადა დეპუტატობაზე

რობერტ ქოჩარიანი
1998 წ. 9 აპრილიდან - 2008 წ. 9 აპრილამდე
(სომხ. Ռոբերտ Քոչարյան; დ. 31 აგვისტო, 1954,
სტეფანაკერტი, სომხეთი) — სომხეთის პრეზიდენტი
1998-2008 წლებში. მოძრაობა არწახის ერთ-ერთი ყოფი-
ლი ლიდერი, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმ-
ჯდომარე, აგრეთვე მთიანი ყარაბაღის პირველი პრეზი-

22
დენტი.

სერჟ სარგისიანი
2008 წ. 9 აპრილიდან –2018 წ. 9 აპრილამდე
(სომხ. Սերժ Սարգսյան, დ. 30 ივნისი, 1954 სტეფანა-
კერტი, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა,
აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — სომხეთის პრეზიდენტი, ყო-
ფილი პრემიერ-მინისტრი. მისი ოფიციალური დანიშვნა
2007 წლის 4 აპრილს მოხდა; მანამდე ის პრემიერ-მინის-
ტრის მოვალეობის შემრულებლის თანამდებობაზე 2007
წლის 26 მარტიდან მუშაობდა. პრემიერ-მინისტრად და-
ნიშვნამდე, სარქისიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრი
და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო.
მან გაიმარჯვა 2008 წლის თებერვლის საპრეზიდენტო
არჩევნებში სომხეთის რესპუბლიკური პარტიის მხარდა-
ჭერით, რომლის ხელმძღვანელი თვითონაა.

არმენ სარქისიანი
2018 წ. 9 აპრილიდან დღემდე – (2025 წ. 9 აპრილამდე)
(სომხ. Արմեն Վարդանի Սարգսյան, დ. 23 ივნისი, 1953
ერევანი). პრეზიდენტად აირჩიეს 1918 წლის 2 მარტს,
უფლებამოსილებას შეუდგება 2018 წ. 9 აპრილიდან.
1970-1976 წლებში სწავლობდა ერევნის უნივერსი-
ტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, დაცული აქვს დისერ-
ტაცია. 1992-1993 და 1998-2000 წლებში იყო სომხეთის
ელჩი დიდ ბრიტანეთში, 1993-1994 წლებში იყო ელჩი
ევროკავშირში, 1995-1996 წლებში - ელჩი ბელგიაშიმ
ვატიკანსა და ლუქსემბურგში, 1996-1997 წლებში იყო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს 10-მდე
ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება,
რომ არმენ სარქისიანი კანონის დარღვევით გახდა
პრეზიდენტი: ის იყო დიდი ბრიტანეთის მოქალაქეც და
2011-2014 წლების დოკუმენტებში დიდი ბრიტანეთის
მოქალაქეობას, ხოლო საცხოვრებელ ადგილად ასევე
დიდ ბრიტანეთს მიუთითებდა. სარქისიანმა უარყო ეს
ბრალდებები და განაცხადა, რომ 2011 წ. 2 დეკემბრიდან

23
ის მხოლოდ სომხეთის მოქალაქეა.

სომხეთის საკანონმდებლო ორგანო


კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ეროვნული კრება (პარლამენ-
ტი) აირჩევა ხუთი წლის ვადით, პროპორციული სისტემით და შედგება
მინიმუმ 101 დეპუტატისგან (წინა პარლამენტში 131 დეპუტატი იყო, რო-
მელთა ნაწილი მაჟორიტარული სისტემით აირჩეოდა).
თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ვერც ერთი პოლიტიკუ-
რი ძალა ვერ შეძლებს უმრავლესობის ფორმირებას, ჩატარდება საპარლა-
მენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ორი პოლიტიკური პარტია
ან ბლოკი მიიღებს მონაწილეობს, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს
პირველ ტურში. არჩევნებში მონაწილე პარტიები ვალდებულნი არიან
დაასახელონ პრემიერის კანდიდატურა და წარმოადგინონ მთავრობის
პროგრამა.
სომხეთში ადრე საპარლამენტო არჩევნები ძირითადად შერეული
სისტემით ტარდებოდა, ოღონდ იცვლებოდა თანაფარდობა პროპორცი-
ული და მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდე-
ნობისა.
წელი დეპუტატეტის მაჟორიტარული პროპორციული
რაოდენობა
1991 259 259
1995 190 150 40
1999 131 75 56
2003 131 75 56
2007 131 41 90
2012 101 41 90

ისტორიიდან
1918 წლის 28 მაისს სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის
დამოუკიდებლობა გამოხადდა. ჩამოყალიბდა ქვეყნის უმაღლესი
ხელისუფლება - სომხეთის საბჭო.
1990 წელს ჩამოყალიბდა სომხეთის უზენაესი საბჭო (260
დეპუტატი). ახალ პარლამენტში წარმოდგენილი იყო ორი პოლიტიკური
ძალა სომხეთის საერთოეროვნული მოძრაობა და სომხეთიას
კომუნისტური პარტია.

24
1990 წლის 4 აგვისტოს ეროვნული კრების ხელმძღვანელი ლევონ
ტერ-პეტროსიანი გახდა.
1991 წლის 21 სექტემბერს სომხეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად
გამოცხადდა.
1991 წლის 16 ოქტომბერს ლევონ ტერ-პეტროსიანი პრეზიდენტად
აირჩიეს, ეროვნული კრების ხელმძღვანელი კი ბაბკენ არარქციანი
გახდა.
1995 წლის 5 ივლისის საპარლამენტო არჩევნებში ეროვნულ
კრებაში აირჩიეს 190 დეპუტატი, საიდანაც 150 იყო მაჟორიტარული,
ხოლო 40 პროპორციული სიით არჩეული.
1999 წლის 30 მაისის არჩევნებში დეპუტატთა რაოდენობა 131-მდე
შემცირდა. აქედან 75 მაჟორიტარი იყო, ხოლო 56 პროპორციული სიით
არჩეული.
2003 წლის 25 მაისის არჩევნებში 56 მაჟორიტარი და 75
პროპორციული სიით არჩეული დეპუტატია.
2007 წლის 12 მაისის არჩევნებში 41 მაჟორიტარი და 90
პროპორციული სიით არჩეული დეპუტატია.
2012 წლის 6 მაისის არჩევნებში მონაწილეობდა 8 პარტია და ერთი
საარჩევნო ბლოკი. არჩევნებზე გამოცხადდა ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობის 62,33 %.

სომხეთის პარლამენტი

საარჩევნო სისტემა
საბჭოთა პერიოდში, ასევე 1991-1995 წლებში სომხეთში არსებობდა
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ხმათა აბსოლუტური უმრავლესო-
ბით 259 ერთმანდატიანი ოლქის საფუძველზე. 1995 წლის 6 აპრილის სა-
არჩევნო კანონის საფუძველზე შემოღებული იქნა ერთტურიანი მაჟორი-

25
ტარული საარჩევნო სისტემა ხმების შეფარდებითი უმრავლესობით. 1999
წლიდან შეიქმნა შერეული საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც
ქვეყანა გაყოფილია 75 ერთმანდატიან ოლქად (ე.ი. 75 ადგილის მიმართ
მოქმედებს ხმათა უბრალო უმრავლესობის პრინციპი) და ერთი საერთო-
ეროვნული ოლქი (ხმის მიცემა ხდება პარტიების ან ბლოკების სიებისათ-
ვის, რომელთათვისაც შემოღებულია 5%-იანი ბარიერი); პროპორციული
სისტემით აირჩევა 56 პარლამენტარი).
2000 წლის დეკემბერში პარლამენტა მიიღო ნორმა, რომელიც 56-
დან 94-მდე ზრდიდა პროპორციული სისტემით ასარჩევ დეპუტატთა რა-
ოდენობას. მაგრამ ამ გადაწყვეტილების მკაცრმა კრიტიკამ ევროპის საბ-
ჭოსა და ოპოზიციის მხრიდან განაპირობა ის, რომ 2002 წლის ივლისში
პარლამენტმა გადაწყვიტა ძველ ნორმას დაბრუნებოდა. 2003 წლის მაის-
ში პარტიული სიებით კვლავ 56 პარლამენტარი აირჩიეს.
დეპუტატად შეიძლება არჩეული იქნას 25 წელს მიღწეული სომხე-
თის მოქალაქე. გარდა ამისა, კანდიდატი აუცილებელია ბოლო 5 წლის
განმავლობაში ცხოვრობდეს სომხეთში. არ შეიძლება არჩეული იქნან სამ-
თავრობო მოხელეები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები,
სამხედრო მოსამსახურეები, პროკურატურის, სპეცსამსახურების და სა-
მართალდამცავი სტრუქტურების მუშაკები.
2015 წლის საკონსტიტუციო რეფორმით, სომხეთი მთლიანად
პროპორციულ არჩევნებზე გადავიდა, ხოლო საკანონმდებლო ორგანოში
დეპუტატთა რაოდენობა 101-მდე შემცირდა. თუმცა ეს არის პარლამენ-
ტის მინიმალური რაოდენობა. პარლამენტის არჩევნებზე დაწესდა 5%-
იანი ბარიერი პარტიებისათვის და 7%-იანი ბარიერი ბლოკებისთვის.
საპარლამენტო არჩევნებმა უნდა უზრუნველყოს სტაბილური
უმრავლესობა. თუკი ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს არჩევნების შედე-
გად მთავრობის ჩამოყალიბებას, ანუ ვერ მოიპოვებს უმრავლესობის
მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე ტური ორი პარტიის მონაწილე-
ობით, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა მოიპოვეს. ეროვნულ კრებაში საარ-
ჩევნო კოდექსით უნდა გამოიყოს ადგილები ეროვნულ უმცირესობათა
წარმომადგენლებისთვის. საერთოეროვნულ პროპორციულ სიებში
თითოეული სქესი არანაკლებ 25%-ით უნდა იყოს წარმოდგენილი.

მთავრობა
2015 წლის საკონსტიტუციო რეფორმით გაიზარდა მთავრობის
უფლებამოსილება. ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანო მთავრო-
ბაა, რომელიც შეიმუშავებს და გაატარებს შიდა და საგარეო პოლიტიკას.
26
სომხეთის შეიარაღებული ძალები ასევე მთავრობის დაქვემდებარებაში
გადავიდა, ქვეყნის მთავარსარდალი ომის დროს კი პრემიერ-მინისტრი
იქნება.
რეფორმის შედეგად პრეზიდენტს, რომელიც მანამდე პოლიტიკაში
დომინანტია, ჩამოერთვა ბევრი უფლებამოსილება და ფაქტობრივი ხე-
ლისუფლება გადავიდა პრემიერ-მინისტრის ხელში, რომელსაც ნიშნავს
მმართველი პარტია, ვისაც ჰყავს უმრავლესობა პარლამენტში. მნიშვნე-
ლოვან უფლებამოსილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარეც.
პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციით, პრე-
მიერ-მინისტრად ნიშნავს პირს, რომელსაც დეპუტატთა უმრავლესობა
ენდობა. შემდეგ პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავი-
სუფლებს მინისტრებს. 2019 წ. მაისში მიღებული კანონით მთავრობა
შედგება პრემიერ-მინისტრის, ორი ვიცე-პრემიერის და 12 მინისტრისა-
გან. ამ კანონის თანახმად სომხეთში არსებობს შემდეგი სამინისტროები:
1. შრომისა და სოციალური საკითხების, 2. ჯანმრთელობის დაცვის, 3.
იუსტიციის, 4. თავდაცვის, 5. საგანგებო სიტუაციების, 6. შინაგან საქმეთა,
7. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, 8. გარემოს
დაცვის, 9. ტერიტორიული მართვის და ინფრასტრუქტურის, 10. მრეწვე-
ლობისა და მაღალი ტექნოლოგიების, 11. ეკონომიკის, 12. ფინანსთა.

პოლიტიკური პროცესების თავისებურებანი

გარე ზეგავლენა პოლიტიკური ინსტიტუტების ფორმირება-


სა და ფუნქციონირებაზე
პოლიტიკური ინსტიტუტების ფორმირება სომხეთში ისტორიულ-
ად მიმდინარეობდა გარედან ძლიერი ზეგავლენის (რუსეთი,
დასავლეთი, სომხური დიასპორა) პირობებში. 1991 წლიდან ქვეყანაში
დაიწყო პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც
თავდაპირველად მიმდინარეობდა "უარყოფის" პირობებში, ე.ი. ახალი სა-
ზოგადოებრივი და პოლიტიკური მოწყობის მოდელი უპირისპირდებო-
და ძველს, საბჭოთას.
სომხეთის კონსტიტუციაში, რომელმაც რიგი დებულებები ისესხა
საფრანგეთის კონსტიტუციიდან (განსაკუთრებით პრეზიდენტის უფლე-

27
ბამოსილების სფეროში) ხაზგასმული იყო დემოკრატიული ფასეულობ-
ებისადმი ერთგულება.
თანამედროვე სომხეთის პოლიტიკური ინსტიტუტების ფორმირე-
ბასა და ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახლო აღმო-
სავლეთის, რუსეთის და დასავლეთის ქვეყნებში მყოფი სომხური დიას-
პორაც. მათი გავლენა ასუსტებდა შესაძლო სანქციებს სომხეთის მიმართ
ყარაბაღის გარშემო მიმდინარე ომის დროს. 1992 წელს სომხური ლობის-
ტების მოქმედების შედეგად აშშ-ის კონგრესმა მიიღო დადგენილება,
რომლითაც ჰუმანიტარული დახმარების გარდა, ყველა სხვა სახის დახმა-
რების გაწევა აზერბაიჯანისათვის იკრძალებოდა მანამდე, სანამ ის რეალ-
ურ ნაბიჯებს არ გადადგავდა სომხეთის ბლოკადის შეწყვეტისაკენ. 1993
წელს აშშ-მ სომხეთს გამოუყო 195 მლნ დოლარი დახმარების სახით (ამ
მხრივ სომხეთი რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზე იყო პოსტსაბჭოთა
ქვეყნებს შორის). აზერბაიჯანმა იმავე პერიოდში მიიღო 30 მლნ დოლა-
რი. სომხური დიასპორის აქტიურობის გამო პროსომხური პოზიცია 1990-
იან წლებში ეკავა საფრანგეთსაც. ამ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა გა-
ნაცხადეს, რომ თურქეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს 1915 წლის გენოცი-
დის გამო.

კონფლიქტები და დაპირისპირებები
სომხეთის პოსტსაბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელია კონ-
ფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიცია უკმაყოფი-
ლოა პოლიტიკური ინსტიტუტების დემოკრატიზაციის არასაკმარისი
ტემპით, მმართველობის ავტორიტარული სტილით (ეს განსაკუთრებით
ითქმის რ.ქოჩარიანის პრეზიდენტობის პერიოდზე), ხელისუფლების მი-
ერ კანონმდებლობის დარღვევით. პოლიტიკური ბრძოლა არ გამოდის
მიღებული წესების ფარგლებს გარეთ: ოპოზიციის გამოსვლები ატარებს
მშვიდობიან ხასიათს. 2004 და 2008 წლები, უცხოელი დამკვირვებლების
აზრით, გამოირჩეოდა ოპოზიციის მიმართ „გაუმართლებელი სისასტი-
კით".
სომხეთის სოციალურ-პოლიტიკურ სფეროს ახასიათებს მნიშვნე-
ლოვანი კონფლიქტური პოტენციალი. პრივატიზაციას, ლიბერალიზაცი-
ას, თავისუფალი ბაზრის შექმნას უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია მოსახლე-
ობის დიდი ნაწილისთვის. ნარჩუნდება დისბალანსი ეკონომიკის დარ-
გებს შორის. დიდია უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებელი.
ჯინის კოეფიციენტმა სომხეთისთვის 2003 წელს შეადგინა 33,8 – ეს
მოწმობს დისპროპორციაზე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების შემო-

28
სავლებსა და მოხმარებას შორის. ეს მაჩვენებელი საშუალოდ შეიძლება
შეფასდეს.
სომხეთში არ არის ოფიციალური იდეოლოგია.
ყველაზე გამოხატული იდეოლოგიური დაპირისპირებაა რადიკა-
ლურ ნაციონალიზმსა და ეროვნული განვითარების ზომიერ დოქტრი-
ნებს შორის; მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის.
რადიკალურ ნაციონალიზმსა და ზომიერ დოქტრინებს შორის და-
პირისპირება აქტუალური რჩება ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლო-
ბის გამო. ეს დაპირისპირება გამოიხატება სომხეთის სახელმწიფოს გან-
ვითარების ორი სტრატეგიის კონკურენციაში.
სახელმწიფოს განვითარების რადიკალურ-ნაციონალისტური
სტრატეგია წარმოდგენილია, მაგალითად, პარტია "დაშნაკცუთუნის"
პროგრამაში (სომხების თავმოყრა ერთ სახელმწიფოში), ასევე კონსერვა-
ტიული პარტიების პროგრამებში. მისი რეალიზება ნიშნავს მეზობლებ-
თან მუდმივი ომის მდგომარეობას. მას უპირისპირდება დემოკრატიული
სახელმწიფოს მშენებლობის სტრატეგია: ყარაბაღის კონფლიქტის მოგვა-
რება ამ კონტექსტში უნდა იყოს განხილული.
სომხეთის ხელისუფლება იყენებს ორივე სტრატეგიის მომხრეთა
იდეოლოგიურ პლატფორმებს, რაც საშუალებას იძლევა შესუსტდეს და-
პირისპირება ზომიერ და რადიკალ ნაციონალისტებს შორის.
მემარცხენეობა-მემარჯვენეობას შორის იდეოლოგიური დაპირის-
პირება ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში გამოვლინდა რეფორმე-
ბისადმი განსხვავებული მიდგომით: ზომიერმა მემარჯვენე პარტიებმა
დაიკავეს ლიბერალური პოზიციები, ზომიერმა მემარცხენეებმა კი სოცი-
ალ-დემოკრატიული. მემარცხენე ძალები შედარებით სუსტი არიან.
ლიბერალური პრინციპები უდევს საფუძვლად სომხეთის დემოკ-
რატიული ლიბერალური პარტიის პროგრამას, ის მჭიდროდაა დაკავში-
რებული სომხური დიასპორის იმ ნაწილთან, რომელიც ორიენტირებუ-
ლი არაა "დაშნაკცუთუნზე". მათთვის მიზანია თავისუფლება, ხოლო სო-
ციალურ-ეკონომიკური სისტემური მოდერნიზება – საშუალება. პარტია
მხარს უჭერს სახელმწიფოს როლის გაძლიერებას სოციალურ-ეკონომიკ-
ური და პოლიტიკური პროცესების დარეგულირებაში, ადმინისტრაციუ-
ლი მეთოდებით რეფორმების ისეთი უარყოფითი შედეგების დაძლევას,
როგორიცაა სიღარიბე, დანაშაული, კორუფცია.
პოსტსაბჭოთა პერიოდში ლიბერალურ მიმართულებას ყველაზე
მეტად განასახიერებდა გ. ბაგრანიანის მთავრობა, რომლის საქმიანობის
დროსაც დაიწყო სომხეთში არაპოპულარული პრივატიზებისა და ფასე-

29
ბის ლიბერალიზაციის პროგრამები. მაგრამ ეკონომიკური რეფორმების
სოციალური ფასი ძალიან მაღალი იყო.
დღეისათვის დასუსტებული დემოკრატიული ლიბერალური პარ-
ტიის გარდა, ლიბერალური პოზიციებიდან გამოდის რესპუბლიკური
პარტიის რეფორმისტული ნაწილი, რომელიც ეკონომიკური კონკურენ-
ციის და კერძო ინიციატივის სტიმულირების ლოზუნგებით გამოდის.

ეკლესია და სახელმწიფო. რელიგიის როლი პოლიტიკაში


საკულტო და დოგმატური თვალსაზრისით სომხური გრიგორიან-
ული ეკლესია მონოფიზიტურია. ეკლესიის მეთაურია ყოველთა სომეხთა
კათალიკოსი. მისი რეზიდენცია ქალაქ ეჩმიაძინშია. ახლანდელი, 132-ე
პატრიარქია გარეგინ მეორე.
კონსტიტუციის თანახმად, სომხეთის რესპუბლიკაში ეკლესია გა-
მოყოფილია სახელმწიფოსაგან, გარანტირებულია ყველა რელიგიური გა-
ერთიანების თავისუფალი საქმიანობა. ამავე დროს აღიარებულია სომხე-
თის ეკლესიის განსაკუთრებული როლი: "სომხეთის რესპუბლიკა აღიარ-
ებს სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის, როგორც ეროვნული ეკლე-
სიის განსაკუთრებულ მისიას სომეხი ერის სულიერ ცხოვრებაში, მისი
ეროვნული კულტურის განვითარებისა და ეროვნული თვითმყოფადო-
ბის დაცვის საქმეში" (მუხლი 8-1). სომხეთის რესპუბლიკასა და სომხურ
ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება კანონით.
სახელმწიფოსაგან ეკლესია მნიშვნელოვან დახმარებას ღებულობს.
2005 წელს სახელმწიფომ უსასყიდლოდ გადასცა სომხურ ეკლესიას ის
მიწები, სადაც მონასტრები და ეკლესიები მდებარეობს, ასევე მიმდებარე
ტერიტორიები. სახელმწიფოს დახმარებამ სომხურ ეკლესიას შესაძლებ-
ლობა მისცა ეკლესიები აეშენებინა სომხეთის ყველა რაიონში, გაეხსნა
საკვირაო სკოლები. მზადდება მღვდლები არა მხოლოდ სომხეთის, არამ-
ედ საზღვარგარეთ მდებარე სომხური ეკლესიებისთვისაც.
რელიგიის ფაქტობრივი როლი მნიშვნელოვანია თანამედროვე
სომხური სახელმწიფოს განმტკიცებაში და ასევე დიდია მისი გავლენა
საზღვარგარეთ - სომხეთის ეკლესია აერთიანებს სომხურ დიასპორას. ეკ-
ლესია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი აზრის მობი-
ლიზებაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სომხეთის პარტიული სისტემა


სომხეთის კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად აღიარებულია
იდეოლოგიური პლურალიზმი და მრავალპარტიულობა. "პარტიები იქ-
30
მნება თავისუფლად; ისინი ხელს უწყობენ ხალხის პოლიტიკური ნების
ჩამოყალიბებასა და გამოხატვას. მათი საქმიანობა არ უნდა ეწინააღმდე-
გებოდეს კონსტიტუციასა და კანონებს, ხოლო მოქმედების წესი – დემოკ-
რატიის პრინციპებს". პარტიებმა თავიანთ ფინანსურ საქმიანობაში უნდა
უზრუნველყონ საჯაროობა.
სომხეთის პარტიული სისტემა 2006 წელს 74 პარტიას ითვლიდა.
მათი უმრავლესობა არ იყო წარმოდგენილი პარლამენტში. პარტიული
სისტემა ხასიათდება მნიშვნელოვანი ფრაგმენტულობით. პარლამენტში
მოხვედრისათვის დაწესებული 5%-იანი ბარიერი ხელს ვერ უწყობს პარ-
ტიების გაერთიანების პროცესს. ეს მოწმობას იმას, რომ ბევრი პარტიის
შექმნისას მთავარია არა საერთოეროვნული ამოცანები, არამედ ვიწრო-
პარტიული ჯგუფური ინტერესები, პარტიების ლიდერთა ამბიციები.
პარტიათა უმრავლესობა არის გავლენიანი პოლიტიკოსების მხარდამ-
ჭერთა ჯგუფები.
დიდი ხნის განმავლობაში სომხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში
დომინირებდა სომხეთის საერთოეროვნული მოძრაობა. ეს მოძრაობა
1989 წელს ჩამოაყალიბა "ყარაბაღის" კომიტეტის არაფორმალურმა ლი-
დერმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა, როგორც ნაციონალისტური მოძრაობა.
ის მიზნად ისახავდა დამოუკიდებლობის მიღწევას, კომუნისტური სის-
ტემის დანგრევას და არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლას.
1991 წლის ოქტომბერში ლევონ ტერ-პეტროსიანი სომხეთის პრე-
ზიდენტად აირჩიეს. სომხეთის საერთოეროვნული მოძრაობა წამყვანი
ძალა იყო ბლოკ "რესპუბლიკის" ფორმირებაში, რომელმაც 1995 წლის სა-
პარლამენტო არჩევნებში პარტიული სიებით ხმების 42,7% მოაგროვა და
ერთმანდატიანი ოლქების ჩათვლით ეროვნულ კრებაში ხმების ორი მესა-
მედი მოიპოვა.
სომხეთის საერთოეროვნულმა მოძრაობამ თავიდან ვერ აიცილა
გათიშვები – ცალკე ჩამოყალიბდა ნაციონალურ-დემოკრატიული კავში-
რი, ხოლო 1997 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გრანტ ბაგრატიანმა
ჩამოაყალიბა მოძრაობა "აზათუთიუნი" ("თავისუფლება"), რომელსაც
მთავრობის მრავალი წევრი შეუერთდა. ლევონ ტერ-პეტროსიანის მიერ
არჩეულმა პოლიტიკამ ყარაბაღთან დაკავშირებით მისი გადადგომა განა-
პირობა, რამაც მისი პარტიის გავლენაც შეამცირა. 1999 წლის არჩევნებში
სომხეთის საერთოეროვნულმკა მოძრაობამ პარტიული სიებით მხოლოდ
ხმების 1,17% დააგროვა.
სომხეთის რესპუბლიკური პარტია (სომხ. Հայաստանի
Հանրապետական Կուսակցություն, ՀՀԿ) — პოლიტიკური პარტია სომ-
ხეთში, რომელიც დაარსდა 1990 წლის 2 აპრილს. პარტიამ თავის იდეო-
31
ლოგიურ საფუძვლად გამოაცხადა გარეგინ ნჟდეს მოძღვრება (სომხეთის
ნაციონალისტური იდეოლოგია). 1990 წელს უმაღლეს საბჭოში 1 დე-
პუტატი ჰყავდა, 1995 წლის ნაციონალურ კრებაში - 5; 1999 წელს კი მოი-
პოვა ყველაზე მეტი ადგილი - 30. მას შემდეგ პარტია ინარჩუნებს და
აძლიერებს თავის პოზიციებს. 2007 წელს რესპუბლიკურმა პარტიამ
მოიპოვა ხმების 33,9%, 2012 წლის არჩევნებში - 44,02%; 2006 წლიდან
პარტიას სათავეში ჩაუდგა სერჟ სარგსიანი. არჩევნებზე რესპუბლიკური
პარტიის დევიზია „უსაფრთხოება და პროგრესი“. 2018 წლის ხავერდოვან
რევოლუციამდე პარტიას ჰყავდა 140 000 წევრი. რესპუბლიკური პარტია
მართავს ხელისუფლების თითქმის ყველა შტოს.
დაშნაკცუთიუნი, ოფიციალურად სომხეთის რევოლუციური
ფედერაცია (სომხ. Հայ Հեղափոխական Դաշնակցութիւն — ჰაი ჰეღაპოხა-
კან დაშნაკცუტიუნ, «სომხური რევოლუციური თანამეგობრობა», შემოკ-
ლებით დაშნაკი) — სომხური პოლიტიკური პარტია დაფუძნებული 1890
წელს ქრისტაფორ მიქაელიანის, სტეფან ზორიანისა და სიმონ ზავარიან-
ის მიერ თბილისში. პარტია მოქმედებს სომხეთში და იმ ქვეყნებში, სადაც
სომხური დიასპორა არსებობს, განსაკუთრებით ლიბანში და მთიან ყარა-
ბაღში.
დაშნაკცუთიუნი ქადაგებს სოციალიზმს და სოციალისტური ინ-
ტერნაციონალის წევრია. მას ამჟამად 20-ზე მეტ ქვეყანაში აქვს ფილიალი.
სომხეთის სხვა პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად სა-
განმანათლებლო და ჰუმანიტარულ პროექტებზე არიან მიმართული,
სრფ პოლიტიკურად ყველაზე ორიენტირებულია და სომხური ნაციონ-
ალიზმის ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. პარტია აქტიურად ლობი-
რებს სომხების გენოციდის აღიარებას და მათი რეპარაციის უფლებას. ის
ასევე ქადაგებს დიდი სომხეთის აღდგენას სევრის ხელშეკრულების
(1920) პირობების შესაბამისად.
აყვავებული სომხეთი (სომხ. Բարգավաճ Հայաստան
կուսակցություն) — პოლიტიკური პარტია სომხეთში, რომელიც 2004
წლის 30 აპრილს შეიქმნა . 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ
ხმების 14.68% და 18 მანდატი მიიღო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევ-
ნებში კი 30% და 37 მანდატი.

სომხეთის პოლიტიკური პარტიები


2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები
პარტია იდეოლოგია დაფუძნებ ლიდერი
ულია
სომხეთის ნაციონალ- 1990 ვიგენ
32
რესპუბლიკური კონსერვატიზმი სარგსიანი
პარტია
მოქალაქის სოციალ- 2018 სურენ
გადაწყვეტილება დემოკრატია სააკიანი
დაშნაკცუთიუნი ნაციონალიზმი, 1890 არმენ
დემოკრატიული რუსტამიანი
სოციალიზმი
ალიანსი „ჩემი ნაბი- ნაციონალ-ლიბერ- 2015 და ნიკოლ
ჯი“ („სამოქალაქო ალიზმი, სამოქალა 2013 პაშინიანი
შეთანხმება“ და ქო ნაციონალიზმი
„კარაკელუციუნი“
„ნათელი სომხეთი“ ლიბერალიზმი, 2015 ედმონ
პროევროპეიზმი მარუკიანი
ქრისტიანულ- ქრისტიანული 2018 ლევონ
დემოკრატიული დემოკრატია შირინიანი
აღორძინება
ნაციონალური ტექნოკრატიზმი 2018 ლუსინე
პროგრესი და სოციალური აროიანი
ლიბერალიზმი
ალიანსი „ჩვენ“, ლიბერალიზმი და 2011 და
თავისუფალი პროევროპეიზმი 2001 არამ
დემოკრატები და სარგსიანი
„რესპუბლიკა“
„კანონის ქვეყანა“ ლიბერალიზმი და 1998 არტურ
კონსერვატიზმი ბაღდასარიანი
სრულიად სომხური ნაციონალიზმი და 2018 ვარუჟან
პარტია „სასნა ცრერ“ პროევროპეიზმი ავეტისიანი
„აყვავებული კონსერვატიული 2004 გაგიკ
სომხეთი“ ლიბერალიზმი ცარუკიანი

სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები
2020 წ. 3-4 მარტს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი
ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. პაშინიანის თქმით, ორ
ქვეყანას შორის ურთიერთობაში უამრავი გამოუყენებელი პოტენციალია
და ეკონომიკური ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე უნდა
განავითარონ.

33
ვიზიტის დროს მიღწეულია შეთანხმება, რომ მომავალში
სომხეთის და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას ID
ბარათებით შეძლებენ და საერთაშორისო პასპორტები აღარ
დასჭირდებათ.
პაშინიანი პრობლემას ვერ ხედავს ორი ქვეყნის განსხვავებულ
საგარეო პრიორიტეტებში. ”ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროატ-
ლანტიკურ სივრცეში მისწრაფებას. ჩვენს ქვეყნებს განსხავებული
ხედვები აქვთ უსაფრთხოების სისტემებზე, თუმცა, არც სომხეთი იქნება
საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხე და არც პირიქით, –
საქართველო – სომხეთის უსაფრთხოებისთვის”.
ფაშინიანი კონფლიქტების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ
რეგიონში ყველა კონფლიქტი განსხვავებულია თავისი არსით,
ისტორიით, სიღრმით და შესაბამისად, თითოეული მათგანის მოგვარება
ერთი ფორმულით შეუძლებელია.
სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოში
მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების შესახებ დასმულ
კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „საქართველოში მცხოვრებმა
სომხებმა უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან“.
მას კითვა დაუსვეს იმის თაობაზე, რომ „აქვს თუ არა სომხეთის
ხელისუფლებას რამე პროგრამა სომხების სომხეთში დაბრუნების
საკითხზე“ თუ ის ელოდება „სომხების თვითდინებით დაბრუნებას
სამშობლოში, როგორც ეს გასული საუკუნის 40-იან წლებში მოხდა“.
საპასუხოდ ფაშინიანმა თქვა, რომ ამ კითხვის დასმა კითხვებს
უჩენს და განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი
მოქალაქეები სამშობლოში ცხოვრობენ. „ამით მე მინდა ვთქვა, რომ დიახ,
თბილისში მცხოვრებმა სომხებმა და მთლიანად საქართველოში
მცხოვრებმა სომხებმა უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები
არიან“, — თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. მის ამ პასუხს დარბაზში
აპლოდისმენტები მოჰყვა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ჩვენ
(სომხებმა), როგორც ხალხმა, მიზანმიმართულად უნდა ვიმოქმედოთ
იმისთვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, განვითარებული,
სტაბილური და ძლევამოსილი და საქართველომაც მიზანმიმართულად
უნდა იმოქმედოს, რომ სომხეთი იყოს ძლიერი, განვითარებული და
სტაბილური სახელმწიფო“, — განაცხადა პაშინიანმა.7

7 უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან – ფაშინიანი ეთნიკურად


სომხებზე - https://netgazeti.ge/news/431558/

34
35

You might also like