Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

ადმინისტრაციული წარმოების თავისებურებანი

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

დღევანდელ თემაში ვისაუბრებ იმის შესახებ თუ რამდენად არის


უზრუნველყოფილი საქართველოში მოქმედი ადმინისტრაციული ორგანოების
მიერ განხორციელებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების
კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

პირველ რიგში მინდა განვმარტო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება,


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (შემდგომში სზაკ-ი) ცნობს
სამი სახის ადმინისტრაციულ წარმოებას, ყოველი მათგანი სპეციფიკურია და
გამოიყენება განსხვავებულ შემთხვევებში.

რაც შეეხება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების სპეციფიკას,


მდომარეობს იმაში, რომ არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი
შემთხვევები, სადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე ( შემდგომში ინდ.აქტი) საქმის წარმოება
და მისი გამოცემა ეხება სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების განკარგვას,
ლიცენზიის ნებართვის მოპოვებას, გარემოსდაცვის შესახება ნებართვის გაცემას,
სატელეკომუნიკაციო სისტემის განაწილებას ან პირთა ფართო წრეს.

კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოების ქმედებების შეფასებამდე


აუცილებელია ვიცოდეთ საჯარო ადმინისტრაციული წარრმოების ეტაპებიც.

სზაკ-ის მე-9 თავის მიხედვით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება


მოიცავს 6 ძირითად ეტაპს, ესენია : წარმოების დაწყებაზე ინფორმირება, მისი
საჯაროდ გამოქვეყნება და ხელმისაწვდომობა, ხალხის უფლება წარადგინონ
საკუთარი მოსაზრებები 20 დღის ვადაში, ადმინისტარციული ორგანოს მიერ
პროექტის მომზადება და მისი საჯაროობა, ზეპირი მოსმენის სავალდებულოობა
და 10 დღის ვადაში საბოლოო შედეგის დადგომა ანუ ინდ. აქტის გამოცემა.
ვინაიდან საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მნიშვნელოვანი შეიძლება
იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი ასაკის და პროფესიის,
აქედან გამომდინარე უფრო სწორი იქნება თუ ადმინისტრაციული ორგანოების
მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ხარისხს შევაფასებთ
სწორედ ისეთ ადამიანების თვალსაწიერიდანაც, რომლებსაც არ გააჩნიათ
იურიდიული განათლება და არც ისე დიდი გამოცდილება აქვთ
ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობაში.

ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული საჯარო


წარმოების ხარისხის შეფასების მიზნით ვესტუმრე ამ ორგანოების ვებ-გვერდებს,
თან იმ ორგანოების ვებ საიტებს, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ საჯარო
ადმინისტრაციული წარმოების სპეციფიკურ შემთხვევებთან ( სზაკ-ის 115-
მუხლის მე-2 ნაწილი).

ერთერთი ადმინისტრაციული ორგანო არის თბილისის მერია, ვინაიდან


სზაკ-ის 115-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო ან მუნიციპალური
საკუთრების განკარგვაზე უნდა ჩატარდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ გვერდზე- https://tbilisi.gov.ge/
შევეცადე მომეძიებინა მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები, ასევე
სზაკ-ის 119-ე მუხლის მიხედვით ინდ.აქტის მომზადების პროექტი და აშ, თუმცა
ვებ გვერდი იმდენად გადატვირთული იყო ძებნა დიდ სირთულეს
წარმოადგენდა, ამიტომ ჯერ საძიებო სისტემაში ჩავწერე, საჯარო
ადმინისტრაციული წარმოება’’, ,,ზეპირი მოსმენა’’ და აშ... თუმცა ძებნა უშედეგო
აღმოჩნდა, შემდგომ კი ვეცადე შემერჩია სწორი გრაფა და დავიწყე ძებნა საჯარო
ინფორმაციაში, თუმცა ამ გრაფაში იძებნებოდა მხოლოდ დასრულებული
საქმეები.

(იხ. ფოტო N1)


შემდგომ აღმოვაჩინე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
დაქვემდებარებაში არსებობს ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების
მართვის სააგენტო’’, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე ეს სწორად ის სამსახურია,
რომლის მეშვეობითაც ხდება მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, მოვიძიე
მისი ვებ-გვერდი- http://docs.tbilisi.gov.ge/auction/user.html , თუმცა საიტს ძალიან
დიდი ხარვეზი აღმოაჩნდა, როდესაც დავინახე პროექტების გრაფა, ვიფიქრე
ვნახავდი მიმდინარე პროექტებს და მის სზაკ-ის 119 მუხლთან შესაბამისობას,
ასევე ვნახავდი როგორ ხდება ამ პროექტების საჯარო გაცნობისთვის წარდგენა,
თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხე რადგან ლინკზე გადასვლისას:

(ფოტო N2)
ზემოხსენებულის გარდა მერიის საიტზე იყო რამდენიმე ინფორმაცია
სიახლეებზე, მაგალითად სკვერების მოწყობაზე, კონკრეტული ქუჩების
რეაბილიტაციასა და საგზაო მოძრაობის რეგულაციებზე, ასევე გამწვანებაზე,
თუმცა არცერთ მათგანში არ იყო ისეთი ინფორმაცია, სადაც დაინტერესებულ
პირს შეეძლებოდა მონაწილეობა, საკუთარი აზრის დაფიქსირება და სხვა.
ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტის მსგავსი საქმიანობების დროს ძალიან ხშირია
ისეთი შემთხვევა, როდესაც შედეგი ვრცელდება პირთა ფართო წრეზე, ამიტომ
ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა საჯარო ინფორმაციაში დაემატოს საჯარო წარმოების
გრაფა და ასევე განცხადებების შაბლონი, რომლიდანაც ერთერთი იქნება
დაინტერესებული პირის განცხადება, მაგალითად როგორც ეს აქვს სსიპ საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თვალსაჩინოების მიზნით ჩავამატებ
ფოტოსურათს.

(ფოტოN4)

ზემოხსენებული შედარებიდან გამომდინარე ვეცდები, რამდენიმე სიტყვით


საჯარო რეესტრზეც ვისაუბრო, რადგან ვფიქრობ, რომ საჯარო
ადმინისტრაციული წარმოების მხრივ საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე ბევრად
უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი და ბუნებრივია ასეც უნდა იყოს,
ვინაიდან ამ მარეგისტრირებელი ორგანოს მთავარი მიზანი არის ინფორმაციის
საჯაროობა და ხელმისაწვდომობა, იქნება ეს საკუთრების უფლებაზე, იპოთეკა-
გირავნობაზე, მისმართზე, საჯარო სამართლებრივ შეზღუდვაზე თუ სხვა.
საჯარო რეესტრის ვებ გვერდზე არის ასეთი გრაფა საჯარო სტატუსი,
რომელზე გადასვლისასაც შეგვიძლია ვიხილოთ სამი კატეგორია, ესენია საჯაროდ
გამოქვეყნება, საჯაროდ გამოცხადება და საჯაროდ შეტყობინება. თითოეულ
მათგანს აქვს თავისი დანიშნულება, მაგალითად როდესაც განიხილება
ადმინისტრაციული საჩივარი დაინტერესებულ მხარეებს უფლებააქვთ
წარადგინონ საკუთარი მოსაზრება, ასევე კონკრეტული ქონების სისტემური
რეგისტრაციისას შესაძლებელია დაინტერესებულ მხარედ ჩაბმა და განცხადების
დაწერა, ხოლო თუ ჩავებმევით წარმოებაში დაინტერესებული მხარის გრაფაში
შეგვიძლია ჩვენი თავით მოვძებნოთ კონკრეტული საქმის წარმოების შესახებ
ინფორმაცია და აშ... საჯარო რეესტრი მარეგისტრირებელი ორგანოა და
ძირითადად კონკრეტული უფლებების და ვალდებულებების რეგისტრაცია
მიმდინარეობს, ამის საჯაროობას კი კარგად უზრუნველყოფს, შესაძლოა ეს სულაც
არ იყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შედეგი და ძირითადად მარტივი
წარმოებით მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად წარმოების სახის საჯარო
რეესტრი მაინც შედარებით უკეთ ახდენს დაინტერესებული პირების ჩართვას და
ინფორმირების უზრუნველყოფას. ასევე აღსანიშნავია, რომ ის საჯარო
ინფორმაციები რეგისტრაციის მიმდინარეობისას სადაც შესაძლოა
დაინტერესებულ მხარეს სურდეს მოსაზრების წარდგენა, გასაჩივრება ან
დაინტერესებულ მხარედ ჩაბმა შესაძლო ორგანო უზრუნველყოფს
დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების ფოსტით
გაგზავნას, ასევე იუსტიციის სახლების ან საზოგადოებრივი ცენტრების
მეშვეობით საჯარო გამოცხადებას ეკრანებზე.

ზემოხსენებული ვებ-საიტის ლინკები:

https://napr.gov.ge/public_message

https://slr.napr.gov.ge/publication

https://napr.gov.ge/public_revelation
გარდა ამ ორი ორგანოსი, შევეცადე გავცნობოდი სხვადასხვა
ადმინისტრაციული ორგანოების ვებ-საიტებს და მენახა საჯარო წარმოების
შესახებ თუმცა მათგან განსხვავებული იყო მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული
ორგანო, რომელიც საჯარო წარმოების უზრუნველყოფას უკეთ ახდენს ვიდრე სხვა
ორგანოები. ეს ადმინისტრაციული ორგანო არის ,,საჯარო სამართლის
იურიდიული პირი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისია.’’ (სსიპ - სემეკი’’). როდესაც შევედი
სემეკის ვებ-გვერდზე და გადავედი ინფორმაციის საჯაროობის გრაფაში,
მოწესრიგებულად და დალაგებულად შემხვდა იმ კომპონენტთა ჩამონათვალი
რასაც ინფორმაციის საჯაროობა გულისხმობდა და ერთერთი მათგანი იყო საჯარო
წარმოება, მასზე დაჭერისას კი ვნახე როგორც მიმდინარე საჯარო წარმოებები, ისე
დასრულებული, ასევე ამ წარმოებებზე არსებული საჩივრები და სხდომის დღის
წესრიგები. მიმდინარე წარმოებებში შესვლისას ასევე თვალსაჩინო იყო ის, რომ
განმარტებული იყო თუ როგორ უნდა ჩართულიყვნენ დაინტერესებული პირები,
ასევე სზაკ-ის მიხედვით ისიც იყო ახსნილი, რომ დაინტერესებულ პირს შეეძლო
ისე ჩართვა, რომ დაეფარა თავისი ვინაობა, ასევე განმარტებული იყო
კონკრეტული ვადები და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების გზები, გარდა
ამისა საიტზე ატვირთულიც იყო პროექტები რაც ასევე სზაკ-ის მიხედვით
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა, კიდევ განმარტებითი ბარათი,
რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული წარმოების მიზანები იყო
ჩამოყალიბებული.
https://gnerc.org/ge/public-information/sadjaro-tsarmoeba/mimdinare-sadjaro-
tsarmoebebi

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ვფიქრობ უმჯობესი იქნება თუ


ადმინისტრაციული ორგანოები მეტ დროს და რესურსებს დაუთმობენ საკუთარ
ვებ-საიტებზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების გამიჯვნას და მის
ხელმისაწვდომობას.

You might also like