Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

კომპლექსური დავალება

პრეზენტატორი:ანანო შველიძე

კომპლექსური დავალების პირობა:

წარმოიდგინე, რომ ჟამთააღმწერელი ხარ. გევალება, დაწერო ისტორიული


თხზულება, რომელშიც წარმოაჩენ ეგრისსა და ქართლში მიმდინარე ისტორიულ
პროცესებს, მათ საშინაო და საგარეო პოლიტიკას VI საუკუნის ბოლოსა და VII
საუკუნის I ნახევარში.

რომისა და სასანიათა ირანის დაპირისპირება III საუკუნიდან იწყება. მას


შემდეგ, რაც 226 წელს სასანიანთა ირანის პირველმა შაჰმა არდაში პაპაკისძემ
დამარცა პართიის მეფე არტაბან V და თავი ირანის პირველ შაჰად გამოაცხადა.
აქედან მოყოლებული რომი და ირანი იწყებენ ქიშპას. VI საუკუნეში, როდესაც
ირანს ძალიან ძლერი და ცნობილი შაჰები ჯერ კავად I, ხოლო შემდეგ ხოსრო I
ანუშირანი ცდილობენ მაზდეანობის გავრცელებას ქრისტიანობის მაგივრად
ქართლში და სომხეთში, ამ პროცესებში ერთვება ბიზანტია და იწყება ძალიან
ხანგრძლივი ბიზანტია-ირანის ომი, ეს ომი 562-ში დარას ზავით სრულდება,
რომელიც 50 წლიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ზავში ჩადებული ისეთი
პუნქტები, რომელიც არც ერთ მხარეს არ აკმაყოფილებს, გასაგები იყო რომ არ
გამოდგებოდა. 571-572 ჯერ სომხეთში ვარდან მამიკონიანის მეთაურობით,
ხოლო შემდგომ ქართლში უარამ ბაგრატიონის მეთაურობით იწყება ეროვნულ
განმათავისუფლებელი ბრძოლა ირანის წინააღმდეგ , რომელიც წარმატებით
დასრულდება. ამგვარად VI-ს. -ის 70-იან წლებში ქართლის ერისთავებმა
თავიანთი რიგებიდან ორინციპით “პირველი თანასწორთა შორის” ერისთავთა
მთავარი, ანუ ერისმთავარი, აირჩიეს, რაც ადგილობრივი ხელისუფლების
აღდგენას ნიშნავდა. ამ ომში პიკს აღწევს ჰორმიზად VI ჩამოგდების პერიოდი,
როდესაც 589 წელს ჰორმიზად VI თავისივე სარდალი ბაჰრამ ჩუბინი აუჯანყდა.
ამ უკანასკნელმა მოკლა შაჰი და მისი მემკვიდრე ხოსრო II აიძულა თავი
ბიზანტიისთვის შეეფარებიანა. ხოსრო II-მ დახმარებისთვის მიმართა ბიზანტიას,
თავის საუკუნო მტერს. მავრიკიოსმა ბრწყინვალედ შეაფასა შექმნილი ვითარება,
ბიზანტიას ეძლეოდა შესაძლებლობა ჩარეულიყო თავისი საუკუნო მტრის ირანის
საშინაო საქმეებში, ამიტომ მავრიკოსმა ასეთი შანსი ხელიდან არ გაუშვა, მან
საკუთარი ქალიშვილი მიათხოვა ხოსრო II-ს, თან მისცა მას ჯარი და ირან
ბიზანტიის ერთობლივი ლაშქრით მოხერხდა ბაჰრამ ჩუბინმის დამარცხება.
ხოსრო II-მ 592 დადებული საუკუნოვანი ზავით გადასცა ბიზანტიას სადავო
ტერიტორიები შუამდინარეთში, ამავდროულად დათმო ქართლი და სომხეთი.
გასაგები იყო რომ ეს ხოსრო II-ის იძულებითი ნაბიჯი იყო და როგორც კი
მიეცემოდა შესაძლებლობა ხოსრო II ამ ტერიტორიების უკან დაუბრუნდება, ის
აუცილებლად გამოიყენებდა ამ შანს. ასეთი დრო გამოჩნდა 602 წელს, როცა
მმართველობა და ძალაუფლება ხელში უზურპატორმა ფოკამ ჩაიგდო. მისი
რვაწლიანი მმართველობა შიდა დაპირისპირებებით გამოირჩეოდა. ამას
ემატებოდა საგარეო პრობლემებიც. სპარსეთთან ომი განახლდა. შაჰმა ხოსრო II-მ
მავრიკოსთან არსებული “მეგობრობა” გამოიყენა და მისი უფლებების დაცვის
საბაბით სპარსეთის დაკარგული პოზიციების აღდგას შეუდგა. ბიზანტიაში
სამოქალაქო ომი არ წყდებოდა, ამიტომ პირველ ეტაპზე ირანელებმა წარმატებებს
მიაღწიეს, დაიკავეს სირია, ბიზანტიის აღმოსავლეთი პროვინციის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ქალაქი ანტიოქია, შემდეგ დამასკო და პალესტინისკენ
დაიძრნენ.614 წელს მათ იერუსალიმი აიღეს . ქალაქი დაარბიეს და გაძარცხვეს.
დარბევის დროს დაინგრა ეკლესია-მონასტრები, ძლიერ დაზიანდა უფლის
საფლავის ტაძარი. ირანელებმა გაიტაცეს “ძველი ცხოველი”. ბიზქნტიაში
სამოქალაქო ომი აფრიკის ყოფილი მმართველის, ჰერაკლეს, გამარჯვებით
დასრულდა და იმპერატორი ის გახდა. ჰერაკლე კეისრის მმართველობის
დასაწყისში ბიზანტიის სამხედრო მდგომარეობა ერთხანს კვლავ მძიმე რჩებოდა,
მაგრამ შემდეგ კეისარმა არმიის სრული რეორგანიზაცია მოახდინა და 622 წელს
საპასუხო ლაშქრობა მოაწყო. სანამ ჰერაკლე სასანიანთა ირანზე ილაშქრებდა, მან
გაილაშქრა ტბილისზე, ჰერაკლემ დახმარება ხაზარებს შესთავაზა, რაზეც
ხაზარები დასთანხმდნენ. 627 წლის შემოდგომაზე თბილისისკენ დაიძრნენ.
ქალაქთან მათ ეგრისიდან გამოსული ჰერაკლე კეისარი ელოდა ჯარით. ქალაქი
წარმატწბით აიღეს რის შემდეგაც გაემართნენ სასანიანთა ირანისკენ საბოლო
ბრძოლისთვის.

You might also like