Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

🐙

თარგმანის ტექნიკა
თარგმანის ისტორია ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იწყება. ჩინეთში ბუდიზმის
დამკვიდრებას სწორედ თარგმანმა შეუწყო ხელი. მის განვითარებას ხელს
უწყობდნენ დიდგვაროვნებიც, რომლებსაც სურდათ მეცნიერების სხვადასხვა
სფეროდში მეტი ინფორმაცია მიეღოთ.
მთარგმნელის უმთავრესი ამოცანაა სამიზნე ენაზე ისე გადმოიტანოს ორიგინალის
შინაარსი, რომ არ დაირღვეს მისი სტილისტური და ექსპრესიული თავისებურებები.
წერითი თარგმანის დროს შესაძლებელია ტექსტის წინასწარი წაკითხვა და
ანალიზი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება შინაარსის ხასიათი და
სტილისტური თავისებურებანი. თარგმანში, განსაკუთრებით შესატყვისთა
თარგმნისას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა ტიპის ლექსიკურ
ტრანსფორმაციებს.
გვაქვს შესატყვისთა სამი კატერგორია:
1.ეკვივალენტები; 2.შესატყვისები; 3. მთარგმნელობითი ტრანსფორმაციები.
1.ეკვივალენტებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვთ ზეპირი თარგმანის
დროს. ის ეხმარება თარჯიმანს გაიგოს კონტექსტისა და მთელი გამონათქვამის
მნიშვნელობა.
2.შესატყვისები/კონტექსტუალური მნიშვნელობები ჩნდება მეტყველებაში სიტყვების
გამოყენების პროცესში. სიტყვის მნიშვნელობა დამოკიდებული ხდება მისი
გარენომცველი სიტყვების მნიშვნელობაზე. გამოყოფენ უზუალურ (განმეორებით)
და ოკაზიონალურ (შემთხვევით) მნიშვნელობებს. უზუალური მნიშვნელობები
შესაძლოა გადავიდეს ვარიანტული შესატყვისების კატეგორიაში, ოკაზიონალური
კი ჩნდება და ქრება, როგორც ამა თუ იმ ავტორის მიერ სიტყვათა სუბიექტური
გამოყენების გამოხატულება და, ძირითადად, მხატვრული ლიტერატურის
თარგმანისთვისაა დამახასიათებლი.
თარგმნისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვერიდოთ სიტყვა-სიტყვით
თარგმანს. ეს განსაკუთრებით ხშირია, როდესაც ადგილი აქვს უცხო და მშობლიურ
ენაში არსებულ სიტყვებს შორის ფონეტიკურ მსგავსებას. მაგ: ინგლისურ ენაში

თარგმანის ტექნიკა 1
composer აღნიშნავს ასოთამწყობს (პიპოგრაფიაში), და არა კომპოზიტორს.
ხშირია აგრეთვე შემთხვევები,როდესაც მთარგმნელი იყენებს ყველაზე მეტად
გავრცელებულ სიტყვას კონტექსტუალური მნიშვნელობის ნაცვლად, ან როდესაც
ფრაზეოლოგიურ ერთეულს თარგმნის არა მთლიანობაში, არამედ მისი
შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობების მიხედვით.
როგორც ცნობილია, უცხო ენაში სიტყვები პოლისემანტური- ანუ
მრავალმნიშვნელოვანია. ამა თუ იმ სიტყვის ზუსტ მნიშვნელობას ვიგებთ
კონტექსტის მიხედვით, თუმცა ეს ნაკლებად ეხებათ ტექნიკურ ტერმონებს,
რომლებიც ძირითადად მონოსემანტური, მხოლოდ ერთი მნიშვნელობის მქონეა.
რა გვაძ;ლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თარგმანი შეესაბამება ორიგინალს,
მაშინ როდესაც არც სიტყვები და არც გრამატიკული სტრუქტურა არ ემთხვევა?
გერმანელი მეცნიერი ვერნერ კოლერი გამოყობს ეკვივალენტების ხუთ
კატეგორიას.

დენოტატიური ეკვივალენტი-თარგმანმა უნდა გადმოსცეს ის ინფორმაცია, რაც


მოცემული ორიგინალში ექსტრალინგვისტური რეალობის შესახებ

კონოტაციური ეკვივალენტი-თარგმანში შენარჩუნებული უნდა იყოს სტილი

თარგმანი უნდა შეესაბამებოდეს თარგმნილი ტექსტის ხასიათს-არ შეიძლება,


მაგალითად, კულინარიული რეცეპტი დაიწეროს სამართლებლივი
ხელშეკრულების მსგავსად. ამ ეკვივალენტს ნორმის ეკვივალენტი ეწოდება.

პრაგმატული ეკვივალენტი- თარგმანი უნდა შეესაბამებოდეს მკითხველის


ცოდნის დონეს, რათა მისთვის გასაგები იყოს.

თარგმანმა იგივე ესთეტიკური ზეგავლენა უნდა მოახდინოს, როგორც


ორიგინალმა.

შესაძლოა თარგმანში არსებობდეს ე.წ. “ლექსიკური ვაკუუმი”, როდესაც სიტყვის


თარგმნა შეუძლებელია, თუმცა ეს სრულიადაც არ ქმნის მთლიანობაში ტექსტის
თარგმნის პრობლემას. “ლექსიკურ ვაკუუმში” მოიაზრება, ძირითადად, ისეთი
საგნები ან წეს-ჩვეულებები, რომლებიც დამახასიათებელია ერთი რომელიმე
კულტურისათვის. ასეთ დროს, სასურველია მთარგმნელმა ტექსტს დაურთოს
შენიშვნა, რაც ამ სიტყვებს მკითხველისათვის გასაგებს გახდის. (ჩურჩხელა,
სიესტა).

არის შემთხვევები, როდესაც თარგმნის პროცესში კონტექსტის მიხედვით სიტყვა


სალექსიკონო მნიშვნელობისგან განსხვავებულ მნიშვნელობას იღებს. ასეთი

თარგმანის ტექნიკა 2
შემთხვევები მოიხსენიება “ლექსიკურ ტრანსფორმაციებათ”
არსებობს ლექსიკური ტრანსფორმაციების 7 სახესხვაობა

1.მნიშვნელობათა დიფერენცირება
2.მნიშვნელობათა კონკრეტიზირება

3.მნიშვნელობის განზოგადება
4.აზრის განვითარება

5.ანტონიმური თარგმანი
6.სრული გარდაქმნა

7.თარგმანის დროს დანაკარგის კომპენსაცია


ტრანსფორმაციის ხერხები შემოქმედებითი ხასიათისაა, მაგრამ თუკი სიტყვის
მნიშვნელობა ტრანსფორმაციის შედეგად აბსოლიტური ხდება, იგი შეიძლება
დაფიქსირდეს ლექსიკონში. ეს ძირითადად ეხება ფრაზეოლოგიური ერთეულების
თარგმნას.
1.მნიშვნელობათა დიფერენცირება- გულისხმობს იმას, რომ არც-ერთი ორენოვანი
ლექსიკონი არ გადმოსცემს სრულად მოცემული სიტყვის ყველა შესატყვისს,
რომელიც შესაძლოა მას ჰქონდეს ამა თუ იმ კონტექსტში რეალიზების დროს.

2.მნიშვნელობათა კონკრეტიზაცია- ქართული ლექსიკისათვის დამახასიათებელია


უფრო მეტი კონკრეტულობა, ვიდრე ინგლისური, გერმანული ან ფრანგული
ენებისთვის. მაგ: სიტყვა “meal” შეიძლება ნიშნავდეს საკვების მიღებას, ჭამას.
წინადადებაში “Have you had your meal?” არ შეიძლება გამოვიყენოთ
ზემოთხსენებული ეკვივალენტები, რადგანაც დროის მიხედვით იგი შეიძლება
ნიშნავდეს საუზმეს, სადილს ან ვახშამს.
3.მნიშველობის განზოგადება- გულისხმობს კონკრეტული ცნების ზოგადით
შეცვლას. მოცემული ხერხი გამოიყენება იმისთვის, რომ არ მოხდეს თარგმანის
დროს სიტყვის მნიშვნელობის დამახინჯება მისი ეკვივალენტით, რომელიც
ლექსიკონშია დაფიქსირებული.
4.აზრის განვითარების ხერხი გულისხმობს სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობის
ჩანაცვლებას მასთან ლოგიკურად უფრო მეტად დაკავშირებული,
კონტექსტუალური მნიშვნელობით. ამის მაგალითია მეტაფორული და მეტონიმური
შენაცვლება. მეტყველების ნაწილები იყოფა სამ კატეგორიად: საგანი პროცესი და
თვისება. თარგმნის პროცესში შეიმჩნევა სხვადასხვა ტიპის შენაცვლება, როგორც

თარგმანის ტექნიკა 3
თითოეულ კატეგორიის შიგნით, ასევე სხვადასხვა კატეგორიებს შორის. თარგმნის
დროს არავითარი მნიშვენლობა არა აქვს თუ სიტყვის რა ფორმით გადმოიცემა
მისი შინაარსი.
5.ანტონიმური თარგმანი - ეს ხერხი გულისმობს ამა თუ იმ ცნების საპირისპირო
მნიშვნელობით ჩანაცვლებაში ისე, რომ შენარჩუნებული იქნას მისი შინაარსი.
უმეტესად ეს შეიძლება იყოს დადებითი წინადადების უარყოფითი წინადადებით
შეცვლა ან პირიქით.

6.სრული გარდაქმნის ხერხი-


7.კომპენსაციის ხერხი-ამ ხერხის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ზოგჯერ,
შესაძლოა ესა თუ ის სიტყვა არ/ვერ იქმნას თარგმნილი. ეს სიტყვა, როგორც წესი,
რაიმე მთელის შემადგენელი ნაწილია, ამიტომაც ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა
ენიჭება არა ამ კონკრეტული სიტყვის, არამედ ამ მთლიანობის ზოგადი შინაარსის
თარგმნას.
ანაკოლუფი თარგმანში - ანაკოლუფს ძირითადად ვხვდებით სასაუბრო
მეტყველებაში. ესაა წინადადების სტრუქტურის ერთგვარი დარღვევა, როდესაც
წინადადების ბოლო ნაწილი არ შეესაბამება მის დასაწყისს, ეს ძირითადად ხდება
მაშინ, როდესაც ორატორს სიტყვას აწყვეტინებენ, მას მის მიერ წარმოთქმული
წინადადების დასაწყისი ავიწყდება და წინადადებას სულ სხვა სტრუქტურით
ამთავრებს. ამ შემთხვევაში მთარგმნელი უნდა იყოს მზად გრამატიკული
ტრანსფორმაციების განსახორციელებლად და სათარგმნი ენის ნორმების
გათვალისწინებით გარდაქმნას წინადადების სტრუქტურა. ტრანსფორმაცია
შეიძლება იყოს მთლიანი ან ნაწილობრივი, იმის მიხედვით წინადადების
სტრუქტურა მთლიანად იცვლება თუ ნაწილობრივ.
თუ იცვლება წინადადების წვერები, მაშინ ადგილი აქვს სრულ ტრანსფორმაციას.
თუკი მეორეხარისხოვანი წევრების ტრანსფორმაციას აქვს ადილი, მაშინ ხდება
ნაწილობრივი ტრანსფორმაცია. მთარგმნელმა უნდა გაითვალისწინოს ყველა
ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გრამატიკული ტრანსფორმაცია.
ესენია:
1.წინადადების სინტაქსური ფუნქცია

2.მისი ლექსიკური მნიშვნელობა

3.მისი სემანტიკური სტრუქტურა

4.წინადადების კონტექსტი

თარგმანის ტექნიკა 4
5.მისი ექსპრესიულ-სტილისტური ფუნქცია.

თარგმანის ტექნიკა 5

You might also like