სამოქალაქო პროცესი ფინალური

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

კაზუსი N 1

ფაბულის მიხედვით საქალაქო სასამართლომ ა-ს სასარჩელო მოთხოვნა


ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დააკისრა ბ-ს თავისი არასრულწლოვანი შვილის
საზრდოდ 350 ლარის გადახდა ალიმენტის სახით. საქალაქო სასამართლოს მიერ
საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული გადაწყვეტილება
გაასაჩივრა ორივე მხარემ სააპელციო სასამართლოში. ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ბ-ს საჩივარი, ხოლო ა-ს სააპელაციო საჩივარი არ
დააკმაყოფილა. მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საპროცესო ნორმის დარღვევას
კერძოდ 182-ე მუხლის მეორე მეოთხე ნაწილის მიხედვით  თუ სასამართლოს
წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან
დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს,
სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს
საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად
მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. შესაბამისად სასამართლოს
აღნიშნული საჩივრები უნდა განეხილა ერთად და უნდა გამოეტანა ერთობლივი
გადაწყვეტილბა. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს. საკასაციო სასამართლო
მიიღებს ა-ს საკასაციო საჩივარს წარმოებაში ვინაიდან საჩივარი აკმაყოფილებს
დასაშვებობის კრიტერიუმებს, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე„ პუნქტს
სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის
ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის
განხილვის შედეგზე. საკასაციო სასამართლო გააუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს
ხელახლა განსახილველად დააბრუნებს სააპელაციო სასამართლოში 412-ე მუხლის
საფუძველზე, რომლის მიხედვითაც . საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას
და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:
ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ
დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა
მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

კაზუსი N 2

ფაბულის მიხედვით საქალაქო სასამართლომ ა-ს სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ


დააკმაყოფილა და დააკისრა ბ-ს თავიი არასრულწლოვანი შვილის საზრდოდ 350 ლარის
გადახდა ალიმენტის სახით. საქალაქო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევას
ადგილი არ ჰქონია. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილბა გაასაჩივრა მხოლოდ ა-მ
სააპელაციო საჩივრით. საჩივრის მიღებიდან 5 დღის ვადაში ბ-მ წარადგინა შეგებებული
სააპელაციო საჩივარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა ა-ს
სააპელაციო საჩივარი, დაკმაყოფილდა ბ-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი და
დაკისრებული ალიმენტის თანხა 350 ლარიდან 250 ლარში განისაზღვრა. მოცემულ
შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევა ადგილი არ
ჰქონია, ვინაიდან სახესე არ გვაქვს 379-ე მუხლის საფუძვლები, კერძოდ მოწინააღმდეგე
მხარის მიერ შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ იქნა დარღვეული, აგრეთვე
სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა ან განუხილველად დატოვება არ მომხდარა, ა-ს
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილებულა ამ შემთხვევაში კი შეგებებული სააპელაციო
საჩივარი განიხილება, აგრეთვე 384-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო ინსტანციის
სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს
გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. სააპელაციო
სასამართლოს მიერ ეს მოთხოვნაც დაცული იყო. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს. იგი
არ მიიღებს ა-ს საკასაციო საჩივარს წარმოებაში, ვინაიდან სახეზე არ გავქს საკასაციო
საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილში
გათვალისწინებული მოთხოვნები და 393-ე მუხლში გათვალისწინებული პირობები. ამას
გარდა არ გვაქვს 394-ე მუხლში გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების
აბსოლუტური საფუძვლები.

კაზუსი N 3

კაზუსის ფაბულიდან ჩანს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება 15


მარტს სასამართლოში დაბრუნდა წარწერით, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა მის
ჩაბარებაზე. სსკ 75-ე მუხლის მიხედვით თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების
მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც
სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად
ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. აღნიშნული მუხლის მეორე
ნაწილის მიხედვით უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება
მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება. შესაბამისად
სასამართლოს უწყება ხელთავიდან უნდა გაეგზავნა ადრესატისთვის. მთავარ
სხდომაზე სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობით გამოიტანა დაუსწრებელი
გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ 230-ე მუხლის მიხედვით თუ
სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ
კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი
გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. შესაბამისად სასამართლოს მხოლოდ
ფაქტობრივი გარემოებები უნდა ჩაეთვალა დამტკიცებულად და პირდაპირ სარჩელი
დაკმაყოფილებულად არ უნდა ჩაეთვალა. ნონა სიხარულიძემ არსებული
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის
განახლება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტან მოსამართლემ მხარეთა
შეუტყობინებლად განჩინებით წარმოებაში მიიღო მოპასუხის საჩივარი დანიშნა
საჩივრის განხილვის დღე და ამის შესახებ შეატყობინა მხარეებს. 239-ე მუხლის
პირველი ნაწილის მიხედვით მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი
გადაწყვეტილება, საკითხს საჩივრის მიღების შესახებ წყვეტს მხარეთათვის
შეუტყობინებლად. შესაბამისად მოსამართლის აღნიშნული ქმედება სწორია.
საასმართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ავტორი, რომელსაც სასამართლო უწყება
ჩაბარდა პირადად. რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი
გადაწყვეტილება 240-ე მუხლის მიხედვით მხარეთა გამოუცხადებლობა არ
აბრკოლებს საჩივრის განხილვას თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ
დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს
დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. შესაბამისად
საჩივრის განხილვის სხდომაზე მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა
არასწორი იყო, ვინაიდან მხარეთა გამოუცხადებლობის მიუხედავად უნდა განეხილა
საჩივარი მოსამართლეს და აღნიშნულ სხდომაზე დაუწრებელი გადაწყვეტილების
გამოტანა არ ხდება. სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საჩივარი,
განიხილი იგი მხარეთა დაუსწრებლად, გააუქმა განმეორებითი დაუსწრებელი
გადაწყვეტილება და თვითონ დაიტოვა საქმე განსახილველად. 385-ე მუხლის
მიხედვით სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს
პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ:
ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს;
დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი
დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა. 394-ე მუხლის ბ ქვეპუნქტის მიხედვით გადაწყვეტილება
ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: სამართლომ საქმე განიხილა
ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი
წესით. სააპელაციო სასამართლოს საქმე უნდა გადაეგზავნა საქალაქო სასამართლოსთვის
ხელახლა განსახილველად.

კაზუსი N 4

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი ანა გორგოძე და


მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი გიორგი ამაშუკელი. სააპელაციო სასამართლომ არ
დააკმაყოფილა ანა გორგოძის შუამდგომლობა მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის
გამო საქმის განხილვის გადადების შესახებ. სასამართლოს შეეძლო გაეთვალსწინებინა
აპელანტის შუამდგომლობა და გადაედო საქმის განხილვა. სასამართლოს მხრიდან სხდომის
თავმჯდომარის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა სწორია
ვინაიდან არ იკვეთება საპროცესო კოდექსის მე-4 თავში გათვალისწინებული აცილების არც
ერთი საფუძველი. მოწინააღმდეგე მხარემ დააყენა შუამდგომლობა დაუსწრებელ
გადაწყვეტილებაზე, რაც დაკმაყოფილდა. სასამართლოს ეს მოქმედება არასწორია ვინაიდან
მხარე გამოცხადებული იყო სხდომაზე და 232-ე მუხლის მიხედვით გამოუცხადებლად
ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა,
მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. აღნიშნულ გარემოება არ იკვეთება
ვინაიდან აპელანტს არ განუცხადებია უარი საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.
შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის არც ერთი საფუძველი არ
არსებობს. აპელანტმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში საკასაციო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა იგი გააუქმა გასაჩივრებული
დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე თვითონ დაიტოვა არსებითად განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს ეს მოქმედება არასწორია რადგან სსკ 392-ე მუხლის მიხედვით
დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება საკასაციო წესით გაასაჩივროს იმ მხარემ,
რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი. 2. საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ
ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით
დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების
გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება კასაციის წესით გასაჩივრდეს
მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სათანადო სამართლებრივი წანამძღვრები.
მოცემულ შემთხვევაში განმეორებით დაუსწრებელი გადაწყეტილება არ გვაქვს სახეზე
შესაბამისად საკასაციო საჩივარი უზენაესს არ უნდა მიეღო წარმოებაში.

კაზუსი N 5

თეონა გაბუნიამ სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს. სასამათლომ წარმოებაში


მიიღო სარჩელი და მოპასუხეს შესაგებლის წარდგენი 10 დღიანი ვადა განუსაზღვრა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს მიერ შესაგებლის
წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს. შესაბამისად
სასამართლოს მიერ 10 დღიანი ვადა სწორია.

მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 12 დღეში გაასაჩივრა სააპელაციო


წესით. სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული
მოქმედება სწორია, რადგან მოპასუხის მხრიდან დაცული იყო სააპელაციო საჩივრის შეტანის
ვადა. საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარემ წარადგინა შეგებებული სარჩელი, ხოლო
აპელანტმა აღძრა შუამდგომლობა, რომ სააპელაციო სასამართლოს უარი ეთქვა
მოპასუხისთის შეგებებული სარჩელის წარმობაში მიღებაზე. სააპელაციო სასამართლოს
მოქმედება აღნიშნული მოქმედების დაუკმაყოფილობლის შესახებ არ არის სწორი, რადგან
381-ე მუხლის მიხედვით დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული
სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. საქმის განხილვისას აპელანტმა
მოითხოვა ახალი მოწმის, ლაშა ალფაიძის დაკითხვა იმ საფუძვლით, რომ პირველ
ინსტანციის სასამათლოში საქმის განხილვისას საზღვარგარეთ სამსახურებირივ
მივლინებაში ყოფნის გამო ვერ მოხერხდა მისი დაკითხვა. 380-ე მუხლის მეორე ნაწილის
მიხედვით სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს,
რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის
განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. 215-ე მუხლის მესამე ნაწილის
მიხედვით ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ
შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია
ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური
გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო
პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. შეასბამისად
საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნა არ ჩაითვლება საპატიო მიზეზად და სასამართლოს არ
უნდა დაეკმაყოფილებინა აპელანტის შუამდგომლობა.

კაზუსი 6

სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე არ გამოცხადდა არც მოპასუხე


და არც მისი წარმომადგენელი. წარმომადგენელმა საასმართლოში წარადგინა განცხადება და
მოითხოვა საქმის განხილვის გადადება იმ საფუძვლით, რომ იმავე დღეს მონაწილეობას
იღებდა უზენაეს სასამართლოს პროცესში თან დაურთო შესაბამისი მტკიცებულება. 233-ე
მუხლის მიხედვით მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი
გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა რომ
ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა
სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისთვის. დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი,
მხოლოდ მაშინ გამოიტანება, როცა არ გამოცხადდება არც წარმომადგენელი და არც მხარე
არასაპატიო მიზეზით. მოცემულ შემთხვევაში წარმომადგენლის მოქმედება საპატიო
მიზეზით არის გამოწვეული. შესაბამისად სასამართლოს არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი
გადაწყვეტილება. რაიონული სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ
შემთხვევაში მოპასუხე ვალდებული იყო თვითონ გამოცხადებულიყო სასამართლო მთავარ
სხდომაზე არ არის სწორი ვინაიდან წარმომადგენელი პროცესზე არ გამოცხადდა საპატოპ
მიზეზით, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება მოსამართლის დარბაზში შესვლამდე
წარადგინა, შესაბამისად მოპასუხე არ იყო ვალდებული გამოცხადებულიყო ან შეეცალა
წარმომადგენელი. სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში
დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო
წესით. 240-ე მუხლის მესამე ნაწილით აღნიშნულის უფლება მხარეს ქონდა და შესაბამისად
სააპელაციო სასამართლოს მოქმედება საჩივრის წარმოებაში მიღებაზე სწორია. ხოლო
სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
არასწორია ვინაიდან 241-ე მუხლის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა
გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით
გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა
საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა
სასამართლოსათვის. შესაბამისად საპატიო მიზეზის არსებობის გამო დაუსწრებელი
გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო.
რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს მისი მოქმედება საკასაციო საჩივრის წარმოებაში
მიღება სწორია რადგან 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ზ“ ქვეპუნტქის მიხედვით საკასაციო
საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ
გასაჩივრებულია განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების
თაობაზე. საკასაციო სასამართლომ დააკმაყოფილა საჩივარი გააუქმა გასაჩივრებული
განჩინება და საქმე დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ
კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის
სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად
აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:
ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ
დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა
მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;
ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა
აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. შესაბამისად ვინაიდან 412-ე მუხლით
გათვალისწინებული საფუძვლები არ გვაქვს 411-ე მუხლის მიხედვით საკასაციო
სასამართლოს თვითონ უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

კაზუსი N7

275.415 416 624 376 419

მოსარჩელემ მოსამზადებელ სტადიაზე ვერ წარმოადგინა ვერც ერთი წერილობითი


მტკიცებულება და მიუთითა მხოლოდ მოწმეებზე. მოსამართლემ ამის შესახებ მიუთითა,
რომ ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს
მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მოსამართლის აღნიშნული მითითება სწორი არის
სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, თუმცა აღნიშნული საფუძლით
მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ
არასწორია, რადაგან სსსკ 275-ე მუხლში მითითებულ გარემოებებს აღნიშნული საფუძველი
არ შეესაბამება. მოსარჩელემ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით
მოსამართლემ კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა სააპელაციო
სასამართლოს. მოსამართლის აღნიშნული ქმედება სწორია 417-ე მუხლის მიხედვით,
რომლის მიხედვითად კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ
სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ გაშვებული კერძო საჩივრის
შეტანის კანონით დადგენილი ვადა საპატიო მიზეზის არსებობის გამო აღუდგინა მხარეს.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ქმედება არასწორია, რადგან 416-ე მუხლის
მიხედვით კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა
დაუშვებელია. სასამართლომ მიიღო წარმოებაში კერძო საჩივარი და განიხილა იგი ზეპირი
მოსმენის გარეშე. 419-ე მუხლის მიხედვით განჩნინება კერძო საჩივრის თაობაზე გამოიტანება
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. შესაბამისად სასამართლოს მოქმედება ზეპირი მოსმენის
გარეშე განხილვის თაობაზე ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. სააპელაციო სასამართლომ
გააუქმა რაიონული სასამართლოს განჩინება და თვითონ დაიტოვა საქმე განსახილველად.
აღნიშნულის უფლება 385-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს
ჰქონდა. სააპელაციოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ საკასაციოს წესით, ხოლო
საკასაციომ მიიღო წარმოებაში განიხილა და უკან დააბრუნა განსახილველად რაიონულ
სასამართლოსთან. საკასაციო სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში მიღება სწორია 391-ე
მუხლის მე-5 ნაწილის “ე„ ქვეპუნქტის მიხედვით, რომლის მიხედვითაც  სააპელაციო
სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების
მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის
შედეგზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დარღვეული იყო,
როგორც მატერიალური ისე საპროცესო ნორმები, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 624-ე
მუხლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლი. ამ დარღვევებს არსებითად
შეეძლო საქმის განხილვის შედეგზე ემოქმედა, თუმცა საკასაციო სასამართლოს მოქმედება
არასწორია საქმის რაიონული სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად გადაგზავნის
ასპექტში, ვინაიდან 412-ე მუხლის პირველი ნაწილის ა პუნქტის მიხედვით  საკასაციო
სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს
სააპელაციო სასამართლოში, თუ: საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი
დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი
გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
შესაბამისად საკასაციო სასამართლოს საქმე რაიონულის ნაცვლად სააპელაციო
სასამართლოში უნდა დაებრუნებინა.

კაზუსი N8
ფაბულიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ მიმართა სასამარლოს და მოითხოვა სესხის
ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 7000 ლარის დაბრუნება. მოპასუხემ წარადგინა
შეგებებული სარჩელი და მოითხოვა ნარდობის ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოს
ღირებულების 5500 ლარის ანაზღარურება. რაიონულმა სასაამრთლომ წარმოებაში მიიღო
შეგებებული სარჩელი. სასამართლოს მიერ განხორციეელბული აღნიშნული ქმედება
არასწორია. 189-ე მუხლის მიხედვით მოსამართლე მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ:
ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის
ჩასათვლელად;
ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს
პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი
ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება.
ვინაიდან დასახელებული სამი საფუძვლიდან შეგებებული სარჩელის მიღების რომელიმე
მოთხოვნა სახეზე არ არის. სასამართლოს უნდა გამოეტანა განჩინება პირვანდელ სარჩელთან
ერთად განსახილველად მის მიღებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელემ რაიონული
სასაამრთლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში
გაასაჩივრა სააპელაციო წესით სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლობის საფუძვლით
სააპელაციო საჩივარი განჩინებით განუხილველად დატოვა. სააპელაციო სასამართლოს მიერ
განხორციელებული ეს მოქმედება სწორია, ვინაიდან 365-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო
საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის
ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ
გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.იმის
გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ საჩივარი შეიტანა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის
თქმის ნაწილში დავის საგნის ღირებულება წარმოადგენდა 1700 ლარს, რაც ნაკლებია სსსკ-
ით ზემო აღნიშნულ გათვალისწინებულ რაოდენობაზე, ხოლო 374-ე მუხლის მიხედვით, თუ
სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს
განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც
შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. შესაბამისად სასამართლოს მიერ შესრულებული
მოქმედება განჩინებით საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილშიც სწორია.
სააპელაციო სასაამრთლოს საჩივრით მიმართა მოპასუხემაც და მოითხოვა რაიიონული
სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რაც
სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ განხორციელებული აღნიშნული
მოქმედება არასწორია, ვინაიდან ზემოაღნიშნულ 189-ე მუხლში ჩამოთვლილი შეგებებული
სარჩელის მიღების საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს
განჩინება პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად მის მიღებაზე უარის თქმის
შესახებ. ამ განჩინების გასაჩივრება არ დაიშვება, რადგან იგი არ ართმეს კონსტიტუციურ
უფლებას მოპასუხეს სასამართლო წესით დაიცვას უფლება, კერძოდ კი, წარადგინოს
დამოუკიდებელი სარჩელი, აქედან გამომდინარე სასამართლოს არ უნდა მიეღო წარმოებაში
აღნიშნული სააპელაციო საჩივარი. თავდაპირველ მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით. საკასაციო სასამართლომ კი არ მიიღო
წარმოებაში იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად
დატოვა სააპელაციო სასამართლომ და შესაბამისად მოსარჩელეს უფლება არა აქვს საკასაციო
წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება შეგებებული
სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. საკასაციო სასაამრთლოს აღნიშნული მითითბა
არასწორია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განუხილველად დატოვება
მიმართული იყო მოსარჩელის თავდაპირველ საჩივარზე, ხოლო ახალი გადაწყვეტილება
გამოტანილი იყო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, სადაც თავდაპირველი
მოსარჩელე იყო მოპასუხე, შესაბამისად 391-ე მუხლის მიხედვით  სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით
შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში, აგრეთვე 391-
ე მუხლის მე-5 ნაწილის ე ქვეპუნქტის მიხედვითაც შეეძლო ნიკა ბენიძეს საკასაციო
საჩივრის შეტანა, შესაბამისად საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში
უნდა მიეღო.

კაზუსი N 9

კაზუსი N 10

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელი მოთხოვნა და სასამართლო


სხდომაზე მოპასუხემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ წერილობით უარი
განაცხადა სააპელაციო გასაჩივრებაზე. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა
სააპელაციო საჩივარი, რაც სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. 370-ე მუხლის
მიხედვით თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან
მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო
გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.ვინაიდან სააპელაციო გასაჩივრებაზე
მხოლოდ მოპასუხემ და არა მოსარჩელემ განაცხადა უარი მოსარჩელეს უფლება ჰქონდა
სააპელაციო საჩივრის შეტანაზე, შესაბამისად სასამართლოს მიერ აღნიშნული მოქმედება
სწორია. საქმის მომზადების მიზნით სააპელაციო სასამართლომ ბ-ს გადაუგზავნა
სააპელაციო საჩივარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, თუმცა 373-ე მუხლის
მიხედვით მას დოკუმენტების გადაგზავნასთან ერთად მხარითვი უნდა დაენიშნა ვადა
წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად. საქმის არსებით სასამართლო განხილვამდე
აპელანტმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე სასამართლომ გააგეძელა საქმის წარმოება
განიხილა შეგებებული სააპელაციო საჩივარი გააუქმა რაიონული სასამართლოს
გადაწყვეტილებაი და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილებაი სარჩელის დაკმაყოფილებაზე
უარის თქმის შესახებ. სასამართლოს ეს მოქმედება არასწორია, რადგან 379-ე მუხლის
მიხედვით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების
შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილებაი.

კაზუსი N 11
მოსარჩელემ მოსამზადებელ სტადიაზე ვერ წარმოადგინა ვერც ერთი წერილობითი
მტკიცებულება და მიუთითა მხოლოდ მოწმეებზე. მოსამართლემ განჩნებით სარჩელი დატოა
განუხილველად იმ საფუძვლით, რომ ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი
ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მოსამართლის
აღნიშნული მითითება სწორი არის სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, თუმცა
აღნიშნული საფუძლით მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინება სარჩელის
განუხილველად დატოვების შესახებ არასწორია, რადაგან სსსკ 275-ე მუხლში მითითებულ
გარემოებებს აღნიშნული საფუძველი არ შეესაბამება. რაიონული სასამართლოს
მოსამართლემ კერძო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რადგან მოსარჩელემ გაუშვა კერძო
საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად
გადაუგზავნა ზემდგომ სასამართლოს. რაიონული სასამართოს მოსამართლეს არ უნდა
ემსჯელა საჩივრის დასაშვებობაზე და პირდაპირ უნდა გადაეგზავნა საქმე სააპელაციო
სასამართლოსთვის, ვინაიდან კერძო საჩივარს იხილავს ზემდგომი ინსტანციის სასამართლო.
ხოლო 417-ე მუხლი მიხედვით კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ
სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ქმედება არასწორია, რადგან 416-ე
მუხლის მიხედვით კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან
აღდგენა დაუშვებელია. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს
განჩინება და თვითონ დაიტოვა საქმე განსახილველად. აღნიშნულის უფლება 385-ე მუხლის
მეორე ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა. სააპელაციოს
გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ საკასაციოს წესით, ხოლო საკასაციომ მიიღო
წარმოებაში განიხილა და უკან დააბრუნა განსახილველად რაიონულ სასამართლოსთან.
საკასაციო სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში მიღება სწორია 391-ე მუხლის მე-5
ნაწილის “ე„ ქვეპუნქტის მიხედვით, რომლის მიხედვითაც  სააპელაციო სასამართლომ საქმე
განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი
დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. მოცემულ
შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დარღვეული იყო, როგორც მატერიალური
ისე საპროცესო ნორმები, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი და სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლი. ამ დარღვევებს არსებითად შეეძლო საქმის განხილვის
შედეგზე ემოქმედა, თუმცა საკასაციო სასამართლოს მოქმედება არასწორია საქმის
რაიონული სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად გადაგზავნის ასპექტში, ვინაიდან
412-ე მუხლის პირველი ნაწილის ა პუნქტის მიხედვით  საკასაციო სასამართლო აუქმებს
გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო
სასამართლოში, თუ: საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა
დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა
გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. აგრეთვე 413-ე
მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ საქმე საკასაციო
სასამართლოს გადაწყვეტილების ასლთან ერთად უკან უნდა დაუბრუნდეს საქმის
განმხილველ სასამართლოს. ვინაიდან სააპელაციო სასაამრთომ თვითონ დაიტოვა
განსახილველად მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო რაიონული
სასამართლოს ნაცვლად სააპელაციო სასამართლო იყო, შესაბამისად საკასაციო სასამართლოს
საქმე სააპელაციო სასამართლოში უნდა დაებრუნებინა. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს
მოქმედებას სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით ეს მოქმედება სწორია 412-ე მუხლის
მეორე ნაწილის მიხედვით რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

კაზუსი N 12

მოსარჩელემ მოსამზადებელ სტადიაზე ვერ წარმოადგინა ვერც ერთი წერილობითი


მტკიცებულება და მიუთითა მხოლოდ მოწმეებზე. მოსამართლემ განჩნებით სარჩელი დატოა
განუხილველად იმ საფუძვლით, რომ ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი
ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მოსამართლის
აღნიშნული მითითება სწორი არის სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, თუმცა
აღნიშნული საფუძლით მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინება სარჩელის
განუხილველად დატოვების შესახებ არასწორია, რადაგან სსსკ 275-ე მუხლში მითითებულ
გარემოებებს აღნიშნული საფუძველი არ შეესაბამება. რაიონული სასამართლოს
მოსამართლემ კერძო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რადგან მოსარჩელემ გაუშვა კერძო
საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად
გადაუგზავნა ზემდგომ სასამართლოს. რაიონული სასამართოს მოსამართლეს არ უნდა
ემსჯელა საჩივრის დასაშვებობაზე და პირდაპირ უნდა გადაეგზავნა საქმე სააპელაციო
სასამართლოსთვის, ვინაიდან კერძო საჩივარს იხილავს ზემდგომი ინსტანციის სასამართლო.
ხოლო 417-ე მუხლი მიხედვით კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ
სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ქმედება არასწორია, რადგან 416-ე
მუხლის მიხედვით კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან
აღდგენა დაუშვებელია. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს
განჩინება და თვითონ დაიტოვა საქმე განსახილველად. აღნიშნულის უფლება 385-ე მუხლის
მეორე ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა. სააპელაციოს
გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ საკასაციოს წესით, ხოლო საკასაციომ მიიღო
წარმოებაში განიხილა და უკან დააბრუნა განსახილველად რაიონულ სასამართლოსთან.
საკასაციო სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში მიღება სწორია 391-ე მუხლის მე-5
ნაწილის “ე„ ქვეპუნქტის მიხედვით, რომლის მიხედვითაც  სააპელაციო სასამართლომ საქმე
განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი
დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. მოცემულ
შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დარღვეული იყო, როგორც მატერიალური
ისე საპროცესო ნორმები, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი და სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლი. ამ დარღვევებს არსებითად შეეძლო საქმის განხილვის
შედეგზე ემოქმედა, თუმცა საკასაციო სასამართლოს მოქმედება არასწორია საქმის
რაიონული სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად გადაგზავნის ასპექტში, ვინაიდან
412-ე მუხლის პირველი ნაწილის ა პუნქტის მიხედვით  საკასაციო სასამართლო აუქმებს
გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო
სასამართლოში, თუ: საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა
დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა
გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. აგრეთვე 413-ე
მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ საქმე საკასაციო
სასამართლოს გადაწყვეტილების ასლთან ერთად უკან უნდა დაუბრუნდეს საქმის
განმხილველ სასამართლოს. ვინაიდან სააპელაციო სასაამრთომ თვითონ დაიტოვა
განსახილველად მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო რაიონული
სასამართლოს ნაცვლად სააპელაციო სასამართლო იყო, შესაბამისად საკასაციო სასამართლოს
საქმე სააპელაციო სასამართლოში უნდა დაებრუნებინა. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს
მოქმედებას სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით ეს მოქმედება სწორია 412-ე მუხლის
მეორე ნაწილის მიხედვით რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

You might also like